მამაკაცი მეტროდან (დასასრული)
მთელი სხეული მტკიოდა. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ვიღაცას ძალიან მაგრად ვეცემე. დიდი წვალების შემდეგ გავახილე თვალები და უცნობ ოთახს მოვავლე თვალი. ბურუსში თეთრხალათიანი გოგონა მოჩანდა და რაღაცას მეუბნებოდა. რას არ მესმოდა. უაზროდ ვაცეცებდი თვალებს და ნაცნობ სახეს ვეძებდი. რამდენიმე წამში დედა მოვიდა და შორიდან მესმოდა მისი საუბარი. –როგორ შემაშინე დეე –ცრეემლებს იწმენდდა და შუბლზე მკოცნიდა. ერთიანად დატრიალდა თავში ორი კვირის მომხდარი ამბაბები. ჯერ ლუკას დაღუპვა, შემდეგ თომას წასვლა, ბოლოს კი ჩემი მეხსიერება იმ ფოტოზე გაშეშდა. ტვინმა ნელა დაიწყო ყველაფრის განალიზება და თავიდან გადახარშვა. სული მეხუთებოდა, გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი მარცხნივ. ტირილი მინდოდა და ცრემლი არ მომდიოდა, გაუნძრევლად ვიწექი საწოლზე და მხოლოდ თვალებს ვატრიალებდი აქეთ–იქეთ. –წამლის ბრალია, ცოტა ხნით ვერ გაინძრევით –დამამშვიდა თეთრხალათიანმა, როდესაც შენიშნა, რომ ადგომას ვცდილობდი. –მალე გადაგივლის და საღამოს სახლშიც გაგწერთ, არაფერი არაა სერიოზული, უბრალოდ გული წაგივიდა –ღიმილიანი სახით დამიკრა თავი და პალატიდან გავიდა. ტვინმა ამჯერად უფრო სწრაფად დაიწყო მუშაობა და თომასთან დაკავშირებული ოვლენები თავიდან ბოლომდე გაიხსენა. ანუ რა გამოდის? კაცი, რომელიც მიყვარს, კაცი რომლის გარეშეც უკვე სიცოცხლეც აღარ შემიძლია, მკვლელია. თან იმ ადამიანის, რომელიც სიცოცხლეზე ძვირფასი იყო ჩემთვის და რომლის დაკარგვის შემდეგაც გული მთლიანად დაცარიელდა? არა! ეს ხომ შეუძებელია, როგორ უნდა იყოს თომა ლუკას მკვლელობაში დამნაშავე! მან ხომ.... მან შემივსი ის სიცარიელე, რომელიც ლუკას წასვლის შემდეგ დამრჩა. მან შეძლო და გამხადა ისეთივე ლაღი და მხიარული, როგორც ადრე. მან თავიდან შემაყვარა სიცოცხლე და ცხოვრების მიზანი დამისახა! როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს. ხომ შემპირდა არ გატკენო? არ დაგტოვებო? ყოველთვის ჩემთან იქნები და გაგიფრთხილდებიო! ჯიუტად, ყოველ წუთში მიმეორებდა ამას. და მაინც მატკინა... უნებურად თუ მიზანდასახულად მან გამანადგურა! კიდევ ერთხელ მომკლა! ყველაფერი ერთიანად წამართვა რაც მომცა, რაც მასწავლა. მან ეს იცოდა? ნუთუ ლუკაზე ყველაფერი იცოდა. იცოდა ვინ ვიყავი და ჩემთან ამიტომ დაიჭირა ურთიერთობა?! არა! ეს გამორიცხულია. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ის, რომ თომამ ყველაფერი სპეციალურად გააკეთა არა! ჩვენი ბოლო სეხვედრა გამახსენდა. რა დღეში იყო. ვითომ არ გაგიცნივარ და არაფერი მომხდარაო! დამივიწყე და ლამაზ სიზმრად ჩათვალეო! ლამაზ სიზმრად როგორ უნდა ჩავთვალო, როცა კოშმარში ვარ. ნეტავ გამეღვიძოს და ეს ყველაფერი სიზმარი იყოს! მეორე მხარეს ლუკა... არ ვიცი კიდევ როგორ შევძლებ მის საფლავზე ასვლას და მასთან საუბარს. გულის გადაშლას. გამახსენდა როგორი აღფრთოვანებით ვუყვებოდი ჩემი და თომას ამბებს. ახლა როგორღა უნდა მივიდე, როგორ უნდა ვუთხრა. თავს საშინლად ვგრძნობდი. ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივმა პირდაპირ თვალებზე დამანათა და გამომაღვიძა. ესეც აღარ მესიამოვნა. არადა მახსოვს ყოველ დილით მზის სხივი, რომ გამაღვიძებდა გახარებული წამოვხტებოდი ფეხზე და ფანჯარას ფართოდ გავახებდი, მთლიანი ოთახში რომ შემომეპატიჟებინა სტუმარი. საღამოს სახლში წამოვედით. ხმა ისევ არ ამომიღია. მისაღები ოთახიდან მშობლების საუბარი მესმოდა. –რა დაემართა? რა მოხდა? –შეშინებული ეკითხებოდა მამა დედას –იატაკზე ვნახე, გული წაუვიდა, აღარ ლაპარაკობს გესმიის? ხმას არ იღებს –აქვითინებული დედა მამას მკერდზე მიეხუტა –ისევ ისეა... ახლაც ისეთ დღეშია... რა გავაკეთო... რით ვუშველო? –მამა ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას მთელი კვირა გათიშული ვიწეიქი საწოლში. ვერაფერ აღვიქვამდი ნორმალურად რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. თითქოს თვალები დაბურული მქონდა, ტვინი გათიშული. არაფერი მესმოდა როცა მელაპარაკებოდნენ. ტვინი მხოლოდ ორ ადამიანს იხსენებდა. ორ სიყვარულს და მაინც ყვ ელაზე დიდ ტკივილს. ერთი წელი იყო გასული იმ ამბებიდან. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორ ლუკას დაღუპვის შემდეგ და როგორც მისი დაკარგვის შემდეგ. მტკიოდა, ყველაზე მეტად ის მტკიოდა, რომ იმ ადამიანის ნდობა ვერ გავამართლე. ვერ ავასრულე მისი თხოვნა, ვერ შვიყვარე ის ადამიანი, რომელიც არ მატკენდა. რომელიც სულ ჩმთან იქნებოდა. იმ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე უკანასკნელი გამბედობა მოვიკრიბე რაც გამაჩნდა და ლუკასთან წავედი. იმდენჯერ მიფიქრია აქ მოსვლაზე, იმდნჯერ მიტირია, მაგრამ ვერ გამიგია როგორ უნდა მეთქვა, როგორ უნდა ამეხსნა, როგორ უნდა მეთხოვა პატიება. მიწაზე დავემხე და ბოლო ხმაზე ავტირდი. თითქოს ყველაფერი რაც მთელი წლის განმავლობაში გრძნობა დამიგროვდა ამ ცრემლებს ამოვყოლე. ვტიროდი ცრემლის გაშრობამდე, ვთხოვდი, ვეხვეწებოდი, რომ ეპატიებინა. ვიცოდი რომ პატიების ღირსი არ ვიყავი, მაგრამ მაინც გავებდე და მოვედი, მოვედი დამნაშავე მის წინაშე და პატიებას ვითხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ მიპატიებია საკუთარი თავისთვის და ვერც იმას გავიგებდი ჩემმა ძმამ მაპატია თუ არა. –შენ არ ხარ დამნაშავე! –ცივი, უხეში ხმა მოხვდა ჩმს ყურთასმენას მთელ სხეულში სისხლთან ერთად დაიწყო დენა თითოეულმა ბგერამ. ამდენი ხნის შემდეგ ის ჩემს უკან იდგა და ჩვეული გამომეტყველებით ზურგს მიწვავდა. ნელა ავდექი და მისკენ მივტრიალდი. თავჩაღუნული ვიჯექი და ტირილისგან დაღლილ თვალებს კიდევ უფრო ვიწითლებდი. ვერ ვუყურებდი. არ შემეძლო მისთვის თვალებში შემეხედა. მეშინოდა... მეშინოდა არა მისი, არამედ იმის, რასაც მის თვალებში დავინახავდი. –გაპატიებს, თუმცა საპატიებელი არაფერი გაქვს –შენ... იცოდი? –ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს. –მაშინ გავიგე, როცა მე და შენ უკანასკნელად ვილაპარაკეთ –და.. ამიტომ... –კი, ამიტომ წავედი შენი ცხოვრებიდან. მე არ ვიცოდი... მართლა არ ვიცოდი, თორემ გეფიცები ახლოს არ გაგეკარებოდი, შორიდან მეყვარებოდი, მაგრამ შენთან არ მოვიდოდი. რომ გამეგო, ყველაფერი თავის დროზე რომ გამეგო... –უნდა წავიდე. –მოიცადე –ხელი მომკიდა და მთელ სხეეულში ნაცნობმა ჟრუანტელმა დამიარა. არ განელებულა! ისევ ისეთი იყო! –რაღაცას გთხოვ და მერე წადი –თვალები... მისი თვალები... როგორი სევდიანი, მაგრამ ის სხივი ისევ იქ იყო, არ გამქრალა, ისევ მთელ თვალში კიაფობდა და ნაზად მაწონებდა თავს. –ასე რატომ იქცევი? თავს რატომ იტანჯავ? ხომ იცი რომ შენ არაფერ შუაში ხარ? ხომ იცი რომ შენი ძმა შენ არაფერზე გაგიბრაზდებოდა. ხომ იცი რომ ვერ გაპატიებს იმას, რაც არ დაგიშავებია... –მე მას ვუღალატე... –გახურებული ცრემლები წამოწვა ლოყებზე. –ვუღალატეე გესმიის. ის ადამიანი შვიყვარე, რომელმაც წამართვა. მას მივეცი საშუალება მისი დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე შეევსო. ვუღალატე, რომ ახლაც მის წინაშე დგომისას ისევ ისეთი გრძნობები მაქვს, ვერ შევიძულე, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველანაირი მიზეზი მქონდა. –შენ მშობლები გყავს, მეგობრები.. მათზე უნდა იფიქრო. მათაც ჭირდები. –აღარავინ მყავს. მშობლები კი უკვე მიეჩვივნენ. –ნუ აყურებინებ ცოცხალ–მკვდარ შვილს... შენი შემოხედვისას ტკივილს ნუ ჩაუღვრი გულში. ეს შენ ძმას არ მოეწონებოდა. -ჩემმ ძმას არც ს მოეწონებოდა რაც გავაკეთე, მაგრამ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა -ისევ მუხლებზე დავემხე და ყელში მოწოლილი ცრემლი თვალებიდან გამოვუშვი -თავს ნუუ იტანჯავ და ნურც მათ ტანჯავ ვისაც უყვარხარ! -არ ვიმსახურებ.... ფეხზე წამომაყენა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. ცრემლით დასველებული ლოყები ცერა თითით მომწმინდა და გულში ძლერად ჩამიკრა. იმ მომენტში თავი ყველაზე საშინელი ადმამიანი მეგონა ასე რომ მსიამოვნებდა მისი ჩახუტება. მისი ამოსუნთქული 3ჰაერი თავზე რომ მეხებოდა და სიამივნების ჟრუანტელი მივლიდა სხულში... -აღარასდროს გამივჩნდებოდი შენს ცხოვრებაში მაგრამ ასეთს ვერ გიყურებ -თბილი ხმით დაიწყო თომამ -შენ თავს არ უნდა იდანაშაულებდე იმაში რაც არაა შენი ბრალი. არ უნდა ტანჯავდე საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს.. დარწმუნებული ვარ შენ ძმას მხოლოდ შენი ბედნიერება გაეხარდებოდა და ასეთ დღეში შენი დანახვა არ მოეწონებოდა. -თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოვიწმინდე -და თუ ჩემი 3ბედნიერებისთვის ყველას და ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგო? საკუთარ გრძძნობებსაც კი? თუ ჩემი გრძნობები ორადაა გახლეჩილი? თუ ჩემი ბედნიერება სამუდამო დანაშაულის გრძნობას გამოიწვევს ჩემში? -ყოველთვის ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა... ერთადერთი თხოვნა მაქვს და ამის მერე აღარასდროს გამივჩნდები შენს ცხოვრებაში - თავი მისი მკერდიდან ამაწევინა და თვალებში შემომხედა. ინტერესით სავსე მზერა მივაპყრე -ისე მმოიქეცი როგირც გული გიკარნახებს, ყველაფერს ეშველება, მაგრამ საკუთარი უმოქმედობით გამოწვეულ ტკივილს ვერა. პირველ რიგში კი შენ თავს სიმართლე უნდა დაანახო. შენ თავში უნდა იპოვო ძაალა, რაც ყველაფერს გაგაძლებინებს. საკუთარ თავზე დანაშაულის აღება კი შენი თავის დასჯის ერთ-ერთი საშუალებაა. ვისაც უყვარხარ შენთვის მხოლოდ კარგი უნდათ და სყვარელი ადამიანის ბედნიერებას ხელს არ შეუშლიან, თუნდდაც ეს ბედნიერება მათთვის მიუღებელი იყოს, იმ ადამიანის სიხარულისგან ანათებულ თვალებს ვერ შეეწინააღმდეგებიან. შენ რაა გგონია მე არ მტკივა? არ ვიტანჯავ თავს? ყოველდღე შეენი ძმის საფლავზე ამოვდივარ და პატიებას ვთხოვ.. საკუთარი თავის დასჯა გამოსავალი არ არის თუკა, ამით არც ის ადამიანები დაგვიბრუნდებიან ვინც დავკარგეთ და ვერც ბედნიერებას მოვიპოვებთ. ცხოვრება გრძელდება და ამას ფეხი უნდა ავვუწყოთ... იფიქრე და გადაწყვიტე რას მიაღწევ შენი ასეთი ქცევით -თუ გვიანი იქნება? -გვიანი არასდროს არაფერია. მითუმეტეს ბედნიერებისთვის ბრძილა უუჰ, როგირც იქნა დავწერე.... ზუსტად ისეთი მაინც ვერ გამომივიდა როგორუც მინდოდა, მაგრამ იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.