შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა


3-06-2015, 02:49
ავტორი casas
ნანახია 4 807

აივანზე იჯდა,ყავას სვამდა და ჰორიზონტს გაცქეროდა.ყველაფერზე ფიქრობდა.განსაკუთრებით კი თავის გადაწყვეტილებაზე,რომელიც ალბათ მთელს მის ცხოვრებას შეცვლიდა.ადვილი ხომ არ არის 20 წლის გოგონასთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება.მიატოვო ყველა და ყველაფერი და ბუნდოვანი მომავლის იმედად .მიუხედავად იმისა,რომ ბავშობიდან უზრუნველი ცხოვრება ქონდა და არაფერი არ აკლდა,დგება ცხოვრებაში მომენტი როცა გინდა,რომ რაღაც შენითაც გააკეთო.მშვენიერი მომავალი ქონდა.სწავლობდა,მეორე კურსის სტუდენტი იყო მომავალში სამსახურის პერსპექტივით.თუმცა მის გადაწყვეტილებაზე გავლენა აწმყომ მოახდინა.ამხელა გოგო არის და დღემდე მშობლების ხარჯზე ცხოვრობს.დამერწმუნეთ ძალიან რთულია.ხოდა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 1 წლით დასაქმების პროგრამით წავიდეს თურქეთში.ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ თავს იმით იმშვიდებს,რომ ახლოს იქნება და თუ გაუჭირდება უპრობლემოდ დაბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში.ყველაზე რთული ამ ამბის მშობლებისთვის თქმა აღმოჩნდა.თუმცა საბოლოოდ იმდენი გააკეთა,რომ ყველა დაითანხმდა და ახლა სწორედ ბოლო საღამოს ატარებს თავის საყვარელ აივანზე.მიუხედავად იმისა,რომ არ იცის რა და როგორ იქნება მომავალში,მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.ფიქრებიდან კარზე ზარმა გამოიყვანა,თვალიდან ცრემლი მოიწმინდა და გასაჭებად გავიდა.
-რას შვები უძღებო შვილო? მარის მხიარულმა კისკისმა გონება გამოუკეთა.
-უძღები შვილი საბოლოოს ემშვიდობება მამისეულ სახლს. ღიმილით აყვა მეგობარს ხუმრობაში.
-ხოდა შენმა მეგობარმაც შენთან ერთად უნდა დაღვაროს ბროლის ცრემლები. სიცილით უთხრა მარიმ და იქვე მდივანზე მოკალათდა.ძალიან გაახარა მარის მოსვლამ.იცის რამხელა პოზიტივია მისი მეგობარი და ეს ახლა ნამდვილად ჭირდება.ცოტახანი ისაუბრეს მერე კი აივანზე გავიდნეენ და ვარკვლავებით მოჭედილ ცას ახედეს.ორივესთვის ძალიან რთულია უერთმანეთოდ ყოფნა.ბავშვობიდან ერთად მოდიან.ჭირშიც და ლხინშიც ერთად არიან.ყოველთვის სამაგალითოები იყვნენ.და ყოველთვის შურდათ მათი მეგობრობის.თუმცა საბედნიეროდ ამ ურყევმა კავშირმა შეძლო და დროს გაუძლო.მარი უკვე გათხოვილი ქალია და ახლა ნელ-ნელა იბერება.გაუწირდა თავიადან მეგობრის გათხოვებასთან შეგუება და სულ დაბღვერილი უყურებდა ხოლმე გიორგის "როგორ გაბედე და დაქალი როგორ წამართვი"ო.
-იქნებ გადაიფიქრო.ჯერ კიდევ გაქვს დრო. ტკბილი მოგონებებიდან მარის ხმამ დააბრუნა.
-განა არ მიფიქრია?მაგრამ უბრალოდ არ მინდა უკან დახევა.მინდა ერთხელ მაინც დასახულ მიზანს მივაღწიო და გზიდან არ გადავუხვიო.ნერვიულად გააქნია თავი და მეგობარს დარდიანმა უპასუხა.
-უბრალოდ ძალიან მინდა,რომ ბედნიერი იყო.აქ თუ სხვა ქვეყანაში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.ჩვენ სულ შენს გვერდით ვიქნებით.ყველა შენს გადაწყვეტილებას დავუჭერთ მხარს.იმიტომ,რომ გვიყვარხარ.მარისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას და ეს მე ყოველთვის მაძლიერებდა.ცრემლმორეულმა გადავეხვიე მეგობარს და ჩუმად ვუჩურჩულე
-მიყვარხარ!.
დილით საათის წიკწიკმა გამომაფხიზლა.თვალები ზანტად გავახილე და ფანჯრიდან შემოჭყეტილ მზეს გავხედე.კიდევ კარგი არ დამააგვიანდა.ჩემი რეისი საღამოს არის.მანამდე კიდევ მაქვს დრო ჩემებს მოვესიყვარულო და ემოციებით დახუნძლულმა დავტოვო ჩემი ქუთაისი.სასწრაფოდ ავდექი და რეკორდულ დროში მოვემზადე.მთელი დღე ჩემს ოჯახთან ტკბილ გარემოში გავატარე.წასვლის დრო რომ მოახლობდა საწყლად ავხედე საათს და ნელა წამოვდექი.ვცდილობდი რაც შეიძლება უფრო გამეხანგრძლივებინა სახლში ყოფნა.თუმცა უკვე დრო იყო წასვლის.აეროპორტში მისულს უკვე ყველა იქ დამხვდა.ძალიან გამიხარდა მათი დანახვა,გავიქეცი და ყველას ერთად ჩავეხუტე.იყო ბევრი ცრემლი და რაც მთავარია ბევრი სიყვარული.როცა ჩემი წასვლის დრო დადგა ყველას სათითაოდ დავემშვიდობე.ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე და ცრემლიანი თვალებით მთელი ძალის ჩავეხუტე მარის.
-რომ ჩახვალ იცოდე დამირეკე და ყველაფერი დეტალებსი მომიყევი.კატეგორიულად მომთხოვა მეგობარმა.
-აუცილებლად.სიცილით დავუკარი თავი და თვითმფრინავში ავედი.-მომენატრებით,ყველას შევავლე სევდიანი მზერა და ჩემი ადგილი დავიკავე.თვალები დავხუჭე,ღრმად ჩავისუნთქე და მომავლის იმედით თურქეთისკენ დავადექი გზას.
გზაში ერთი წამით ვერ დავხუჭე თავი.ვფიქრობდი რა,როგორ იქნებოდა.როგორ გავძლებდი ერთი წელი სრულიად უცხო ქვეყანაში.უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავში.თუმცა უცებ ყველაფერმა უკანა ფლანზე გადაინაცვლა სტამბულის ულამაზეს ხედს რომ მოვკარი თვალი.მალული კოპფორტის შეგრძნება დამეუფლა და ახლა უკვე ნამდვილად ვიცოდი,რომ მიუხედავად სიძნელეებისა ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მინდოდა.
დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე.ჩემს ბარგს ხელი დავსტაცე და იმ ოფისისკენ წავედი სადაც ჩემი სამსახურის ბედი წყდებოდა.ათ წუთიანი მგზავრობის შემდეგ ტაქსმა ორსართულია შენობის წინ გამიჩერა.მძღოლს თანხა გადავუხადე და ღიმილით დავემშვიდობე.ცოტახანი ვყოყმანობდი შესვლაზე,თუმცა მერე ერთიანად მოვიკრიბე ძალა და შენობაში შევედი.ვიწრო კოლიდორის გავლის შემდეგ დიდ ოთახში აღმოვჩნდი.იქვე შევნიშნე ჩემი დამსაქმებელი,რომელთანაც ხშირი მიმოწერა მქონდა და მელოდებოდა.
-ნათაი,ჩემო საყვარელო როგორ ხარ?როგორ იმგზავრე?-უმალ შემნიშნა ქალბატონმა მარინამაც და ბედნიერი სახით გამოემართა ჩემსკენ.
-კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით?-დაღლილი ხმით მივესალმე.მარინას ჩემი დაღლილობა შეუმჩნეველი არ დარჩენია.
-შენ ეხლა დაღლილი იქნები.ჯობს ჯერ დაისვენო და დანარჩენს მერე მივხედოთ.წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ.-წინ გამიძღვა და მეც ნელი ნაბიჯებით ავედევნე უკან.ერთ პატარ მყუდრო ოთახში შემიშვა,თვითონ კი ქვემოთ ჩავიდა.როგორც ვიცი ოფისიც და სასტუმროც ამ სახლში არის.მეც აქ ვიცხოვრებ გარკვეული დროის განმავლობაში.
-ძალიან კარგი.პატარა და მყუდრო ოთახია.-ჩავილაპარაკე და ნივთების დალაგებას შევუდექი.ყველაფერი რომ დავამთავრე ისევ ქვემოთ ჩავედი.იქ კი სასიამოვნო ახალი ამბავი დამხვდა.მარინას უკვე ყველაფერი მოეგვარებინა და მხოლოდ ჩემს თანხმობას ელოდა.
-ჩემო კარგო სამსახური გიშოვე.დასაწყისისთვის მგონი ძალიან კარგი.ერთ-ერთი ცნობილი თურქი მსახიობის სახლში იმუშავებ დამლაგებლად,ყოველ დღე.მხოლოდ კვირას გექნება თავისუფლება.-ბედნიერი სახიტ მიხსნიდა ქალბატონი ყველაფერს.თავიდან ცოტა მეუხერხულა ეს სამუშაო.თუმცა შემდეგ ჩემი მდგომარეობა გამახსენდა.რისთვის ვიყავი აქ და რა მიზნები მქონდა.ყოყმანით დავეთანხმე მარინას და ბედნიერი ღიმილი ავიკარი სახეზე.ვითომ ძალიან მიხაროდა.ახალი ამბავით გახარებული ჩემს ოთახში გავიქეცი.საწოლზე ვარკვლავის ფორმით გავწექი და ჭერს მივაშტერდი.
-გაუმარჯოს გაუკრვეველ მომავალს.ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ.მშვიდობით უზრუნველო წლებო.დროა გაიზარდო ნათაი.ახალი ცხოვრება ახალი გამოწვევებით.-წავუფშტვინე და მორფეოსის საუფლოში გადავეშვი.


მეორე დილით განსაკუთრებულ ხასიათზე გაეღვიძა.რაღაც კარგის მოლოდინი ქონდა და ეს ძალიან უხაროდა.რა თქმა უნდა თავისიანების მონატრება უფრო ძლიერი იყო,თუმცა ცდილობდა ეს გრძნობა ცოტა ხნის დაეიგნორებინა და მთლიანად მომავალ სამუშაოზე გადართულიყო.უცებ წამოხტა ფეხზე და აბანოში გაიქცა.იქიდან გამოსულმა თავი მოიწესრიგა.
-შენ ამას შეძლებ,შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ-ბოლოჯერ გაუღიმა თავის თავს სარკეში და კიბეებზე ბედნიერი დაეშვა.ქვემოთ ჩასულს მარინა უკვე მზად დახვა.რიტუალური მისალმების შემდეგ გზას გაუდგნენ.დანიშნულების ადგილას მივიდა.მაღლა აიხედა.იმ სახლს მიაგავდა ბავშვობაში,რომ ოცნებობდა.თეთრი,ორ სართულიანი შენობა.დიდი აივნით და ფანჯრებზე ლამაზი ნათელი ფერების ფარდებით.გულში წყენა აუბუყბუყდა.საშინელი მომენტია,შენი ოცნებები სხვას რომ უხდება და შენ ამას ხედავ!არა,შურიანი არასდროს არ იყო მაგრამ ცხოვრების უსამართლობა ყოველთვის აწუხებდა ხოლმე.ზოგიერთი ასეთ მდიდრულ სახლში უზრუნველად ცხოვრობდა,თვითონ კი ქვეყნიდან გადახვეწილი ცდილობდა ელემენტარული,საარსებო მინიმუმისთვის ეშრომა.ერთი ამოიხვნეშა,უსიამოვნო ფიქრებისგან თავი გააქნია და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.შიგნიდან ყრუდ მოისმა ნაბიჯების ხმა და მალე საკეტის ხმაც.იმედია ბედი გაუღიმებდა და ამ სამსახურს კარგად შეეწყობოდა.კარი გაიღო და იქიდან ელეგანტურად ჩაცმული ქალი გამოვიდა.ეტყობოდა მაღალი წრის წარმომადგენელი,რომ იყო.თავი ისე ეჭირა "მე ვარ და ჩემი ნაბადიო",ნაძალადევად გაგვიღიმა და შიგნით შეგვიძღვა.დიდ მისაღებსი შევიდნენ და დიდ ფუმფულა მდივანზე დაჯდა.ინტერესით ათვალიერებდა ინტერიერს "სწერვას" ხმა რომ მოესმა
-გამოცდილება გაქვს?-კითხა ქალმა და ინტერესით დააკვირდა.
-ჯერ არსად მიმუშავია,მაგრამ სახლში ხშირად მიწევდა იგივეს გაკეთება..ასე,რომ კიი.
-გასაგებია,და რამდენი წლის ხარ?
-ოცის
-შესანიშნავია.მე უკვე გადავწყვიტე შენი აყვანა.დიდი არაფერია,ძალიან არ დაიღლები,სახლის საქმეებს მიხედავ მხოლოდ.
"-კი,როგორ არა.ამრეზით გაიფიქრა გოგომ და ნაძალადევი ღიმილით შესცინა."
-კარგი ახლა თანხაზე შევთანხმდეთ..2000 დოლარი თვეში-მშვიდათ თქვა ქალმა
-ძალიან კარგი-გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა,თუმცა გულში უკვე ფეირვერკს უშვებდა.არა ბედი ნამდვილად უღიმოდა.
"-ჭირვეული მსახიობის სახლს უნდა მივხედო და მაგათი პრიკაზების ატანისთვის ესეც ცოტაა-ბოროტულად გაიფიქრა და თავისი თავით კმაყოფილს სახე ბედნიერებისგან გაუნათდა."
-მაშ შევთანხმდით.დღეს გასაკეთებელი არაფერი არ არის,ასე,რომ ხვალ გელოდები.ხო მართლა,უნიფორმა რომ უნდა ჩაიცვა ეს ალბათ უკვე იცი.
-კარგი,როგორც მეტყვით-თანდათან ეცვლებოდა დამოკიდებულება ამ ქალის მიმართ.
-მაშ ასე..ფეხზე წამოდგა ქალი-ახლა უნდა წავიდე,შენ კი ხვალ გელოდები.-მშვიდათ დაემშვიდობა ყველას და სტუმრებს გარეთ გაუძღვა.ნათაი ემოციებით დახუნძლული იყო,ვერც კი წარმოიდგენდა ამხელა თანხაზე თუ მოუწევდა მუშაობა.ეს მის გეგმებს მთლიანად შეცვლიდა და უფრო მალე შეძლებდა საქართველოში დაბრუნებას.
-ნეტა როგორი ადამიანი ის მსახიობი?იქნება ალბათ ერთი მჭირვეული ტიპი,ხელის აქნევაზე უკვე ყველაფერი რომ აქვს.გაიფიქრა თავისთვის და თავიდანვე ცუდათ განეწყო მომავალი უფროსის მიმართ.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,საერთოდ არ აინტერესებდა ვინ იქნებოდა მისი უფროსი.დარწმუნებულიც კი იყო,რომ ვერსად ვერ გადაეყრებოდა მას.ასე,რომ მშვიდათ შეასრულებდა ხოლმე დაკისრებულ საქმეს.
ოფისში ემოციებით დახუნზლული დაბრუნდა.მისვლისთანავე ბოდიში მოიხადა და მაშინვე თავის ოთახში გაიქცა.ერთი სული ქონდა როდის გააგებინებდა თავისიანებს,რომ მსვენივრად მოეწყო და ყველაფერი იმაზე უკეთესად არის ვიდრე ელოდა.არეულ ოთახში ძლისვ იპოვა ლეპტოპი.საწოლზე დაჯდა,ფეხები აიკეცა და დაელოდა როდის უპასუხებდა დედა.სამი ზარის შემდეგ დედამისი მონატრებული ხმა რომ გაიგონა ცრემლები წამოუვიდა, არ უნდა დედა გაენერვიულებინა,ამიტომ სწრაფად მიაყარა სათქმელი და ქალის ბედნიერი ხმის გაგონებაზე გონება უმალ გამოუკეთდა.მალევე გათიშა,რადგან იცოდა თუ დიდხანს გააგრძელებდა საუბარს ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა და ამით ორივეს ეტკინებოდა.ლეპტოპი გვერდზე გადადო და გულაღმა დაწვა საწოლში.ახლა დრო იყო დაესვენა და ხვალ ახალი ენერგიით შედგომოდა ახალ სამსახურს.გვერდი იცვალა,ერთი დაამთქნარა და გადაეშვა ძილის საუფლოში.


დილით მაღვიძარას ხმამ გააღვიძა.ძილბურანში მყოფნა გადაწია ხელი და მაღვიძარა გამორთო,შემდეგ კი უშფოთველად გააგრძელა ძილი.ძილში წასულ გაახსენდა,რომ დღეს სამსახურის პირველი დღე იყო.თვალებდახუჭული წამოხტა ფეხზე და სააბაზანოს კარებს დაეტაკა
-ვაიმე ფეხი..ფუუუ დღე რომ ასე მაგრად დაიწყება წარმომიდგენია როგორ გაგრძელდება-ბუტბუტებდა თავისთვის და თან ნატკენ ფეხს იზელდა.რეკორდულ დროში მოასწრო მომზადება და სახლიდან გიჟივით გავარდა.გარეთ მძღოლი ელოდებოდა.მშვიდად დაუკრა თავი და მანქანაში ჩახტა.აზრზე რომ მოვიდა უკვე მის საოცნებო სახლთან იდგა.სწრაფად აიღო ჩანთა და სახლსი გიჟივით შევარდა.სასწრაფოდ გამოიცვალა ტანზე და უნიფორმა მოირგო.
-ღმერთო ჩემო რა მოკლეა-აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა,თან ცდილობდა კაბა ქვემოთ დაექაჩა.რომ ვერაფერს გახდა თავი დაანება
-ჩემი უფროსი მაინც ვინმე მოხუცი ბაბუა იქნება-თავს იმშვიდებდა და თავდახრილი მიუყვებოდა დერეფანს.უცებ ვიღაცას,რომ შეასკდა და ინერციით მოადინა ბრახვანი გაპრიალებულ იატაკზე.



№1  offline წევრი mariam m.k

მშვენიერი დასაწყისია. მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent