შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განშორება გულს უფრო მოყვარულს ხდის... (მეორე ნაწილი, დასასრული )


3-06-2015, 16:20
ავტორი flightless bird
ნანახია 4 887

თვითმფრინავი 3 საათზე დაეშვა აეროპორტში, მესამე გასასვლელიდან გამოვიდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ცალ ხელში ჩემოდანი ეჭირა, მეორე ხელი კი 3 წლის ბიჭუნათვის ჩაეჭიდა... დიახ ეს ქალი გვანცა იყო, თურმე გასულმა წლებმა ძალიან შეცვალა, მზერა უფრო გამკაცრებოდა, სხეულის ფორმებიც შეცვლოდა, ახლა ბევრად უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ადრე... საკუთარ თავში დარწმუნებული ამაყად მონარნარებდა... თან შვილს ლაღდ უცინოდა. მისი მკაცრი გამოხედვის შეცვლა მხოლოდ პატარა ცოტნეს შეეძლო... მხოლოდ მასთან იყო გვანცა ისეთი, როგორიც ადრე!
აეროპორტიდან გამოსვლისას ტაქსი გააჩერა და ძველი სახლის მისამართი უკარნახა... მშობლიური ჰაერის ჩასუნთქვამ გული სხვანაირად აუძგერა... დაახლოებით ერთ საათში უკე დანიშნულების ადგილას იყვნენ, ქალმა მძღოლს გასამრჯელო გადაუხადა და ნაზად გაუღიმა...
–რაო პატარავ, მოგწონს შენი სამშობლო? ღიმილით მიუალერსა ბავშვს...
–ძალიან ლამაზია... მხიარულად დაეკრიჭა პატარა ბიჭი...
–დედას სიხარული... ვაიმე როგორ მიყვარხარ ჩემო ბარტყო... ქალმა ეს თქვა და ბავშვს უჩქმიტა, მერე აკოცა, მერე ისევ უჩქმიტაა...
–ალა დე... ალა... ხითხითებდა პატარა...
–სახლში შევიდეთ ხო?
–ხო..
გვანცამ სახლის კარები შეაღო... მრავალი მოგონება ამოუტივტივდა გონებაში. რაღაც უცნაური სურნელი იგრძნო... ისეთი სურნელი, რომელიც მხოლოდ სახლში ტრიალებს ... საკუთარ სახლში!
,,რა უცებ გაირბინეს ამ წლებმა...“ გაიფიქრა ქალმა და სახე მოეღუშა.
–ლატომ მოიწყინე დედიკო, მე გაწყენინე?
–ალა ჩემო პატალავ...
–ლატომ მახელებ, ხომ იცი ლომ ,,ლ“ ს ველ ვამბობ.... გაიბუსხა პატარა... ვერასდროს იტანდა, რომ ენას უჩლიქავდნენ, გვანცა ხან და ხან ამით აბრაზებდა ხოლმე... ლაპარაკი ძალიან ადრე დაიწყო, ერთადერთ ასებგერას ვერ ამბობდა და იმითაც ძლიერ წუხდებოდა... ბავშვი არც ედას ჰგავდა და არც მამას, უფრო სწორად ორივესგან საუკეთესო თვისებები ჰქონდა აღებული, ცოტა ბრაზიანი კი იყო, ამით ბაბუას ჰგავდა, მაგრამ ვინც კი გაიცნობდა ყველას მაშინვე უყვარდებოდა ,,პატარა პრინცი“ როგორც მას ბაბუ ეძახდა... სწორედ ეს ბავშვი გახდა მიზეზი იმისა, რომ უფროსმა ცოტნემ (გვანცას მამამ) საკუთარი დაავადება დასძლია, მხოლოდ ამ პატარას ალრსი აძლებინებდა და ატანინებდა იმ სინდისის ქენჯნას, რომელსაც ამ სამი წლის მანძილზე განიცდიდა. რამდენი ბოდიში მოუხდია გვანცასთვის ამ დროის მანძილზე... რამდენჯერ უტირიათ ერთად... არცაა გასაკვირი, რომ მისი გოგონა ასე შეიცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნობაა, გვანცა სულით ისევ ის 19 წლის გოგონა იყო, რომელსაც ლაშა თავდავიწყებით და სამუდამოდ შეუყვარდა...
დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც გვანცა სამშობლოში დაბრუნდა... თითქმის არავის ეხმიანებოდა, მხოლოდ მის მეგობარ თეონას... ერთად ემზადებოდნენ სტუდიის გახნისთვის... ცეკვა ხომ გვანცას ცხოვრების ნაწილი იყო, ამიტომ უნდოდა სიცოცხლის დარჩენილი წლები შვილისა და ცეკვისთვის დაეთმო... მიუხედავად იმისა, რომ სწავლა უცხოეთში დაამთავრა და ეკონომისტის დიპლომიც ჰქონდა, მაინც არ უნდოდა ამ სფეროში მუშაობის გაგრძელება. მამას ფული ესესხა რათა სტუდია გაეხსნა... ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში... ცოტნე ძალიან წუხდა შვილის გადაწყვეტილების გამო, არ უნდოდა ლაშა ისევ ენახა, განა რა იცოდა თუ რა გრძნობები ტრიალებდა მისი გოგონას გულსა და გონებაში.
ერთ დღესაც მეგობარმა სახლში მიაკითხა... კარი გააღო თუ არა აღელვებული თეონა დაინახა. გაუკვირდა, ასეთი აჟიტირებული არასდროს ენახა...
–ვრც წარმოიდგენ ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე.... ჯერ არავისთვის არ მითქვამს...
–დროზე მომიყევი გოგო, ნუ მომკალი.
–გახსოვს ერთ ბიჭზე, რომ გიყვებოდი?
–შენი შეყვარებული ხო?
–ხო გოგო... თავიდან სერიოზულად არ ვუყურებდი, მაგრამ მივხვდი რომ მალევე შემიყვარდა...
–მერე მაგაში ცუდი რა არის? სახე გაუნათდა გვანცას, მაგრამ თეონას შეჭმუხნულ წარბებს, რომ შეხედა თავში უამრავი აზრი დაუტრიალდა. _არ მითხრა, რომ მას არ უყვარხარ...
–არა არა პირიქით... გუშინ ცოლობა მთხოვა...
–რა მაგარია, ჩემი გოგო თხოვდება...
–თანმხობა ჯერ არ მითქვამს.
–რატომ? გაიკვირვა გვანცამ...
–რას ქვია რატომ? ძალიან ცანცარა ბიჭია, ოცდაექვსი წლისაა და ტვინის ნატამალი არ აქვს...
–მუშაობს მაინც?
–ოოო, ეგ ტვინი არ მიგულისხმია... სამსახურიც კარგი აქვს და ოჯახიც, მაგრამ აი რაღაცნაირია რა...
–თუ რაღაცნაირია რატომ ხვდებოდი?
–ვერთობოდი, აბა სულ ,,აძინოკი ვოლკივით“ ხომ არ ვივლი?
გვანცას მეგობრი ნათქვამზე გაეცინა...
–რა გაცინებს გოგო, მე ჩემი გულის ტკივილი გაგიმხილე..
–არ გეწყინოს თეო, უბრალოდ... ვერ ვხვდები მაგაზე რატომ სწუხხარ, როგორც ვიცი ორი წელია ხვდები, ამ ხნის მანძილზე ვერ მოახერხე გაგეცნო?
–ამ ხნის მანძილზე სულ ცდილობდა, რომ...
–რომ რა?
–აუ როგორ გითხრა...
–აი ასე, ჩვეუ,ლებრივად.
–ცდილობდა, რომ საწოლში შევეთრიე...
–მერე? დაიკივლა გვანცამ თან სახე გაუმკაცრდა...
–რა მერე გოგო? ვეჩხუბე, გავლამძღე, დავშორდი.
–კარგი გიქნია...
–არ შემეშვა, შემომირიგა... ნეტავ გენახა რა დღეში იყო, სიურპრიზებს მიწყობდა, ერთხელ უნივერსიტეტში გამოჩნდა ვარდებით და გიტარით ხელში... სანამ არ შევურიგდი არ დამანება თავი...
–ხო მერე?
–მერე მგონია, რომ თავის თავში არ არის დარწმუნებული... სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, დასაფიქრებელი დრო ჩემზე უფრო მისთვის ვითხოვე. არ მინდა ცოლად გავყვე და მერე აღმოაჩინოს, რომ არ ვუყვარვარ.
–რთული სიტუაციაა... დრო რამდენი გაქვს?
–დღეს უნდა ვუთხრა პასუხი...
–მერე?
–არ ვიცი არ ვიცი, ტელეფონსაც გავთიშავ და საერთოდ შენთან დავრჩები, მეძებოს რამდენიც უნდა...
–შენ ხომ არ გაგიჟდი?
–აუ მეშინია და რა ვქნა? არა გადაწყვეტილია, არ ვნახავ.
–ახლა ადგები, ახვალ ჩემს ოთახში და კარგად გამოიძინებ, მე ცხელ ჩაის და აბაზანას მოგიმზადებ, ერთ ორ საათში გაგაღვიძებ, თან შენთვის ერთი ლამაზი კაბა მაქვს ჩამოტანილი, იმას ჩაგაცმევ და წახვალ და ნახავ იმ ბიჭს გაიგე?
–არა!
–შენც ცოტნე ხარ? ნუთუ უნდა გაიძულო?
–ხო კარგი, კარგი... მივდივარ...
რვა საათისთვის თეო უკვე მზად იყო, შეყვარებულს რომელიღაც რესტორანში უნდა შეხვედროდა, ბევრი ეხვეწა გვანცას წამოდიო, მაგრამ ქალი არ დასთანხმდა... სახლში დარჩა და დაელოდა მეგობრის გადაწყვეტილებას.
დრო უსაშველოდ გაიწელა, გვანცა ძალიან ნერვიულობდა... მალე მისი ტელეფონი აწკრიალდა.
–გვანცა არ დაიძინო, შენთან მოვდივარ!
–მითხარი რა უთხარი...
–ტუ ტუ ტუუუ....
–გამითიშა ამ საძაგელმა... ჩაბურდღუნა ქალმა და ტელეფონი საწოლზე მიაგდო...
მალე თეონაც მოვიდა...
–დროზე მითხარი რა უპასუხე?
–ყავა დამალევინე და გეტყვი...
–შენ რა ჩემი ტანჯვა გსიამოვნებს?
–ნუთუ არ მეტყობა რაც ვუპასუხე?
გვანცა დააკვირდა მის აციმციმებულ თვალებს და სიხარულისგან შეჰკივლა, მერე გაახსენდა , რომ მეორე სართულზე მის შვილს ეძინა და პირზე ხელი აიფარა.
–რამდენ ხანში ქორწინდებით?
–ორ თვეში... როგორ მწყინს, რომ შენ ვერ იქნები ჩემი მეჯვარე...
–სამაგიეროდ საპატიო სტუმარი ვიქნები ჩემო გოგოვ... და იცი რა? ჩემი საქორწილო საჩუქარიც უკვე მოფიქრებული მაქვს... შენ და შენს ირაკლის ქორწილის ცეკვას დაგადგმევინებთ...
–გაგიჟდი? შენ ხომ სუდიის გახსნისთვის უნდა მოემზადო...
–ჯერ მაინც ვერაფერს გავაკეთებ... სანამ დედა და მამა არ ჩამოვლენ, ცოტნეს ისე ხომ არ მივაგდებ? სტუდიას, რომ გავხსნი ბევრი სარბენი მექნება და ბავშვს მზიას თუ დავუტოვებ აღარც ვინერვიულებ...
–ხო მართლა გვანც, მამაშენი როგორ არის?
–ახლა კარგადაა, მალე გამოჯანმრთელდა... იმ შაშინელი ამბის მერე ორი თვე კომაში იყო.
–ლაშას არ შეხმიანებიხარ?
ქალმა თავი დახარა და გაისუსა.
–არ აპირებ მისთვის სიმართლის თქმას?
–ჯერ არა... მერე ვნახოთ...
–რას უცდი?
–ჭრილობების მოშუშებას... ვერ წარმოიდგენ როგორ მძულდა მთელი მისი ოჯახ, მეგონა მამა მოკვდებოდა...
–რა ლაშას ბრალი იყო?!
–მისი ოჯახის ბრალი იყო, საერთოდ არ უნდა გაჩენილიყვნენ არც ერთი! მეტრეველებმა დამინგრიეს ცხოვრება...
–დაგავიწყდა? შენი პატარაც ხომ მეტრეველია.
–როგორც მახსოვს ის ჯაფარიძეა და ასეც იქნება სამუდამოდ!
–არ მინდა ამის გამო შენთან ჩხუბი....
–ხოდა ძალიან კარგი... შენს ბიჭს როდის გამაცნობ?
–სხვათაშორის ვუთხარი, რომ მისი დამსახურებაა ქორწილზე რომ დავთანხმდი და ახლა მასაც ძალიან უნდა შენი გაცნობა.
–მოდი ასე ვქნათ, თავის მეჯვარესთან ერთად დაპატიჟე, შენი მეჯვარე ვინ იქნება?
–ჩემი მეჯვარე? სალომე... ჩემი კლასელი. კარგი გოგოა...
–ხოდა ძალიან კარგი, მაშინ სალომესაც უთხარი და...
–ჯერ არავის არაფერს არ ვეუბნები, ირაკლის ჩემს ოჯახში ვპატიჟებ და შენც მოდი, სალომესაც მანამდე ვეტყვი და მოკლედ ნიშნობა გვექნება რა...
–მაშინ შენები შეამზადე ჯერ!
–არის უფროსო... ახლა წავალ მე.
–უუკვე გვიანია, ამ დროს სად გაგიშვა? ჩემთან დარჩი, ძველი დრო გავიხსენოთ...
–მაშინ დედას ვეტყვი...
–კარგი...
(მეორე თავი)
ერთი კვირა ასე მხიარულად მიილია, გვანცა და თეონა ერთმანეთს არ შორდებოდნენ, მალე დადგა ნიშნობის დღეც, თეონას დაჟინებული მოთხოვნით ჯერ კაფეში შეიარეს, რათა ირაკლის და გვანცას უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი... მალე სასიძოც გამოჩნდა...
–გვანცა გაიცანი, ირაკლი დოლიძე... ჩემი სისხლის კიბო და ცხოვრების სიყვარული... გაიცინა თეომ...
–მაქვს პატივი ვიცნობდე ამ საძაგელ ადამიანს... სიცილითვე უპასუხა ქალმა.
–გვანც... როდის ჩამოხვედი? გულში ჩაიკრა ბიჭმა....
–ასე ორი კვირაა...
–როგორ შეცვლილხარ... სინანულით ჩაილაპარაკა ბიჭმა...
–ვატყობ შენც შეცვლილხარ... აკი არ იძახდი ცოლს არ მოვიყვანო?
–უკაცრავად, არ ამიხსნით აქ რა ხდება? გაკაპასდა თეო...
–გვანცა ჩემი მეგობრის ცოლია თეო... სამი წელია არ მინახავს...
–ლაშა შენი მეგობარია? გაიოცა ქალმა...
–ლაშას შენც იცნობ?
–სტოპ, სტოპ, სტოპ... არ გნდათ ახლა უაზრო კითხვები... იმიტომ, რომ აქ კითხვებს მე ვსვამ! საიდან გაიცანით ერთმანეთი? ან აქამდე როგორ ვერ გაარკვიეთ, რომ საერთო ნაცნობები გყავდათ?
–დაჯექი და ყველაფერს აგიხსნით...
მათ ყავა შეუკვეთეს და ფანჯარასთან მდგარ მაგიდას მიუსხდნენ, ბევრი იცინეს, ძვეკი ამბები გაიხსენეს... შეგნებულად არც ერთი მათგანი არ ახსენებდა ლაშას... გვანცას გულმა არ მოუთმინა და მაინც იკითხა...
–,,ის“ როგორ არის?
–შენი წასვლის მერე ძალიან შეიცვალა... უფრო ჩაკეტილი და სერიოზული გახდა... მამამისი დღემდე ვერ იჯერებს ამ ამბავს...
–ალბათ ჩემი სიახლოვე სწყენდა.
–მაგას ნუ ამბობ გვანც, იცი რა ცუდად არის?
–ახლა არ თქვა ნანობსო... მაინც არ დავიჯერებ...
–თავად ნახავ, რომ შეცვლილია...
–მე არავის ნახვას არ ვაპირებ...
–ეგ უკვე შენზე აღარ არის დამოკიდებული ,,სიხ“ ლაშიკო ჩემი მეჯვარეა, ნიშნობაზეც მოდის...
–რა?! ქალი გაშრა, ჯერ გაქცევაზე იფიქრა, მაგრამ თეონა შეეცოდა... მიხვდა, რომ გაქცევით თავს ვერ უშველიდა...
მალე ლაშაც მოვიდა, ასე აღმოჩნდა გვანცა მისი ტკბილ–მწარე წარსულის პირისპირ!
სახლში ისე მივდინენ, ერთმანეთისთვის ხმაც არ გაუციათ, ნიშნობამ ძალიან კარგად ჩაიარა. ლაშა და გვანცა პირისპირ ისხდნენ და ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ, ქალის გამოჩენამ კვლავ დაუბრუნა თვალებში ძველი ჭინკები... ირაკლი ამ ფაქტმა ძლიერ გაახალისა...
გვანცა ნანობდა თავის სიტყვებს, რატომ სესთავაზა ცეკვის დადგმა? ახლა მთელი ამ დროის გატარება მის გვერდით მოუწევს... არა! ლაშამ არ უნდა გაიგოს, რომ მათ შვილი ჰყავთ... ნუთუ ასეთი ძნელია , რომ მშვიდად იცხოვროს...?! რატომ გადაიკვეთა ისევ მათი გზები? ქალი ფიქრობდა... ფიქრობდა, მარამ პასუხს ვერა და ვერ პოულობდა.
11 საატისთვის ხალხმა დაშლა დაიწყო, გვანცასაც ეჩქარებოდა, ბავშვი ძიძასთან ჰყავდა დატოვებული...
–გაგაცილებ... მკლავში ხელი წაავლო ლაშამ.
–არ მინდა, ტაქსით წავალ!
–გაგაცილებთქო! უხეშად მიუგო ბიჭმა...
–ნასვამი ხარ?!
–მერე შენ რა?!
–შემეშვი.
–იმედია არ გინდა, რომ შენი მეგობრის წვეულბა ჩაშალო... ეს არც მე არ მინდა, ხომ იცი თეო ძალიან მიყვარს, ამიტომ ბევრს ნუ ტლიკინებ!
–ისევ ისეთი უტაქტო და უხეში ხარ!
–წავედით!
–ირაკლი, მე გვანცას გავაცილებ... გადაუჩურჩულა ლაშამ მას, მაგრამ თეოს არაფერი გამოჰპარვია.
–არამგონია გვანცას ეგ უნდოდეს... შეუბღვირა ქალმა...
–მერე მაგას ვინ ეკითხება... გაუცინა ბიჭმა და ლოყაზე აკოცა..._ არ გეწყინოს თეო, უბრალოდ ახლა ვეღარავინ შემიშლის ხელს მის დაბრუნებაში...
–აბა შენ იცი, ოღონდ არ აწყენინო... თავლი ჩაუკრა თეონამ.
–ამიტომ მიყვარხარ!
ლაშა მათ დაშორდა და გვანცას წამოეწია...
–უჩემოდ აპირებდი წასვლას?
–რა გინდა შე სადისტო, რა?! რატომ არ შემეშვები?
–ერთხელ მადლობას მეტყვი...
–მთვრალი ხარ, ასე უნდა დაჯდე საჭესთან?
–არა, შენს სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნი, სჯობს ტაქსით მიგაცილო...
ბიჭმა ტაქსი გააჩერა, ჯერ გვანცა ჩასვა, თავად კი გვერდით მიუსკუპდა... გოგონა ნელ ნელა გვერდით ჩოჩდებოდა, ახლა ყველაზე ნაკლებად ლაშას სიახლოვე სურდა. მალე გააცნობიერა, რომ უკვე კარს იყო აკრული, ,,გასაქცევი“ აღარსად ჰქონდა. ლაშას ჩაეცინა...
–რა გაცინებს? თითქმის დაუღრინა ქალმა.
–დაიკიდე. ლაშამ მას ხელი ჩაჰკიდა, თავისი თითები გვანცას თითებში გადახლართა და თავი მსუბუქად მიაყრდნო... ქალს სუნთქვა უჭირდა, ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა. ტაქსი გაჩერდა თუ არა ქალმა შვებით ამოისუნთქა...
–მოვედით, უნდა ჩავიდე...
გვანცა ჩავიდა თუ არა ლაშაც მიჰყვა, მძღოლს გასამრჯელო გადაუხადა და გაუშვა.
–სახლში არ შემიპატიჟებ?
–ლაშა სჯობს სახლში წახვიდე...
–არა! მან ეს თქვა და საკოცნელად გაიწია, თუმცა პასუხად მწარე სილა მიიღო... მწარედ ჩაეცინა.
–გახსოვს, დღეს მითხარი სულ არ შეცვლილხარო...
–მერე?
–მერე ის, რომ მართალი ხარ, მაგრამ აი შენ კი ძალიან შეცვლილხარ... ძალიან...
–ვიცი ლაშა! ქალმა ეს თქვა და სახლის კარები ზედ ცხვირწინ მიუჯახუნა...
–არ გეცოდები? ტაქსიც კი გავუშვი, დაუყვირა ლაშამ... გვანცამ ფანჯრიდან გადმოიხედა.
–არაუშავს, ფეხით წადი! გადაიკისკისა ქალმა და ფანჯარაც დახურა...
სახლში შესვლისთანავე მეორე სართულზე აირბინა რათა მისი პატარა ენახა, მომვლელი სასუმალთან ეჯდა და თბილად უღიმოდა....
–მაპატიე, შემაგვიანდა... დამატებით გასამრჯელოს გადაგიხდი.
–არაუშავს... გაუღიმა პუტკუნა ქალმა...
–კიდევ ორი კვირით დამჭირდება თქვენი დახმარება, სანამ ჩემი მშობლები ჩამოვლენ...
–მზად ვარ გემსახუროთ, ისეთი კარგი შვილი გყავთ... დიდი კაცივითაა, არც კი ტირის... კარგით ახლა მე წავალ, ხელს აღარ შეგიშლით...
–თუ გნებავთ დარჩით, თქვენ თუ ხელი არ შეგეშლებათ მირჩევნია აქ გადმოხვიდეთ, ანაზღაურებას გაგიზრდით.
–დღეს წავალ, ნივთებს მოვაგროვებ და ხვალ დილით დავბრუნდები...
–დიდი დიდი მადლობა, უპასუხა გვანცამ და ქალი კარამდე მიაცილა...
როგორც შეჰპირდა მეორე დილას ადრე დაბრუნდა, გვანცას უკვე მოესწრო გამოცვლა და საუზმის მომზადება, პატარასაც გაეღიძა, ის ჯერ კიდევ პიჟამაში იყო გამოწყობილი და დედას აქეთ, იქეთ დასდევდა.
–დედიკო, მალე მოხვალ?
–დედიკოს საქმეები აქვს, ცოტა შეაგვიანდება... შენ ნატო დეიდასთან დარჩები...
–მე შენთან მინდა...
–დედიკომ თეო დეიდას ცეკვა უნდა ასწავლოს...
–მელე მეც წამოვალ, ხელს ალ შეგიშლით.
–შენ ხელს არასდროს მიშლი, მაგრამ ცოდო ხარ, დაიღლები.
ბიჭმა ტუჩები გამობუსხა, თვალებიდან მსხვილ, მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა.
–კარგი რა ცოტნე, შენ ხომ არ გიყვარს ტირილი...
–მე მენატლები...
–აი ნახავ ლა მალე მოვალ...
–ნუ დამცინი... გაბრაზდა ბავშვი...
–ვაიმე ჩემი ბიჭი... ჩემი ცხოვრება... ჩემი სიხარული, ჩემი ერთადერთი... ქალი ამ სიტყვებს გაიძახდა თან შვილს უღიტინებდა... მათი იდილია ქალის ხმადაბალმა კისკისმა შეწყვიტა.
–ნატო დეიდაც მოსულა...
–უკვე მიდიხარ?
–არა ჯერ ადრეა...
–მაშინ მეთამაშე...
–წავიდეთ და ვითამაშოთ .
სამი საათისთვის თეონამ მოაკითხა ერთად წავიდნენ სტუდიაში... სადაც უნდა ემეცადინათ ცეკვაში...
–გვანც ერთი პრობლემაა, სალომე ერთი კვირით ვერ ივლის და ლაშა შენ უნდა ავარჯიშო...
–არ სჭირდება მაგას ბევრი ვარჯიში, კარგად ცეკვავს, ჩაიბურდღუნა ქალმა და კარი შეაღო.
ბიჭები უკვე იქ იყვნენ... ჯერ ცეკვა ქართული უნდა ესწავლათ, მერე შეიძლებოდა სხვა რამეზეც ფიქრი... გვანცა გაოგნებული იყო...
–ასე როგორ მოძებნეთ ერთმანეთი?
–რას ამბობ გაეცინა ირაკლის...
–რას და თქვენ, ორივეს ერთად ოთხი მარცხენა ფეხი გაქვთ! წიკვინებდა ქალი, მისი ბრაზი ყველას ახალისებდა, განსაკუთრებით ლაშას...
–ვაჩვენოთ ამათ რა არის ნამდვილი ცეკვა? გაეცინა ლაშას...
–შენ შენს ადგილს დაუბრუნდი! ისე ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, მგონი აღარ გჭირდება ვარჯიში, შეგიძლია აქედან მიბრძანდე...
–არა გვანც, დიდი ხანია აღარ მიცეკვია... მგონი ყველაფერი დამავიწყდა.
–კარგი, დამთავრდა შესვენება, აბა ადექით დროზე... თუ გირჩევნიათ ,,ბუქნები“ გაკეთებინოთ?
–შენ აქ აპირებ ჩვენს გაწყვეტას? ამიტომაც ვერ ვიტანდი ცეკვას...
–ბევრს ნუ წუწუნებთ, დროზე!
–აუ ახლა ამას მოვკლავ... ჩაიბურდღუნა ირაკლიმ და გვანცას ,,მოსაკლავად“ ფეხზე წამოიჭრა...
–რა გნებავთ ბატონო ირაკლი?
–წყალი მინდა მასწ!
–შეგიშლის ხელს...
–და რა იცი რისთვის მჭირდება? გაუცინა მან და წყლით სავსე ბოთლი თავზე დააცალა.
–მოგკლავ შე უბედურო! დაიწიკვინა გვანცამ...
–რაო მასწ, შესვენება ხომ არ გინდა?
გვანცამ მეორე ბოთლს დაავლო ხელი და ირაკლის გაეკიდა...
–მოიცა, ესენი ჩვენს გარეშე წუწაობენ? გაეცინა ლაშას.
–მერე რა პრობლემაა, ჩვენც შევუერთდეთ...
–ეე ბიჭო, ჩემს გოგოს ყალი როგორ შეასხი? გაიჭიმა თეონა.
–დამაცადე, სულ რაღაც ორი თვე დაგრჩა, იფარფატე იფარფატე, მერე დაგაჭრი მაგ ფრთებს.
–ეს ადრეც მომისმენია... თეონა საქმროს დაეჯღანა და წყალი შეასხა...
ოთახში წყალი გამოილია, ყველა საპირფარეშოს უყურებდა... პირველები ლაშა და გვანცა შევარდნენ, თეონაც ამას აპირებდა, მაგრამ ბიჭმა ხელი დაუჭირა.
–თეო...
–რა იყო?
–ამ საპირფარეშოს საკეტი არ აქვს? წარბები აათამაშა ბიჭმა.
–შენც იმას ფიქრობ , რასაც მე? გაუცინა გოგომ...
–მიდი დროზე მოძებნე, მე კარს დავიჭერ...
(მესამე თავი)
თეონამ გასაღები მოიტანა, გვანცამ და ლასამ წ....ბი აავსეს, მანამ ერთმანეთის გაწუწვაც მოასწრეს და გარეთ გასვლა გადაწყვიტეს... გვანცა კარგა ხანს ეჯაჯგურა კარს... ლაშამაც სცადა გაღება, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ძმაკაცმა საჩუქარი გაუკეთა და ძირს დაჯდა.
–თეო? რა ხდება ? კარს რატომ ვერ ვაღებ? დაიყვირა გვანცამ.
–უპს, მგონი ჩაიკეტა... თქვა ირაკლიმ...
–ირაკლი, შე საძაგელო! მოგკლავ იცოდე, სამუდამოდ აქ ხომ არ ვიქნები ჩაკეტილი? თეო გამიღე რა...
–რა ვქნა გვანც, არ მაძლევს გასაღებს.
–მოვკლავ მაგ დეგენერატს, სულს ამოვხდი...
–ბოდიში გვანცა, უნდა წავიდე არ მცალია.
–თეო, არ დამტოვო... თეო!! თეო!!! გვანცა ყვიროდა თან კარს მუშტებს ურტყამდა, ლაშა კი უბრალოდ იცინოდა.
–რა გაცინებს, მომეხმარე.
–მე რა ვუყო? ჰკითხა ლაშამ და ხელი იატაკზე დაარტყა. ამით ანიშნა შენც დაჯექიო.
–კარებს ვერ გატეხავ?
–სად მეჩქარება?! დღეს საქმეები გადავდე, დამლაგებელი როდის მოდის?
–ხვალ დილას...
–სადმე გეჩქარება?
–კი, მცივა, სახლში მინდა!
–კარგი, ვცდი რამეს...

ლაშა წამოდგა და კარის გატეხვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ხელიც კი იტკინა...
–ამის დედაც...
–რა მოხდა?
–არაფერი, ხელი ვიტკინე?
–რამე სერიოზულია? იკითხა ქალმა და ხელზე დახედა, ძვლებზე კანი ჰქონდა ამძვრალი.
–ძალიან გტკივა?
–არაუშავს... შენ კიდევ გცივა? გინდა გაგათბო?
–სულაც არ მცივა... არაფრის მაქნისი შენ არ ხარ, ერთი კარი ვერ გაგიტეხია.
–კაი კაი, არ იტირო... დაეჯღანა ბიჭი და ხელის მარტივი მოძრაობით კალთაში ჩაისვა...
–გამიშვი ლაშა!
–რა იყო, გრცხვენია ჩემი?
–უბრალოდ არ მსიამოვნებს, რომ მეხები... იმედია გაითვალისწინებ. ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი აღარ არის?
–სხვა კაცი გიყვარს?
–ხო, სხვა მიყვარს?
–რა?! დაიღრიალა ლაშამ და ფეხზე წამოხტა...
–რა გაღრიალებს ერთი, ვერ გავიგე? შენ გგონია შენს იქით გზა არ მაქვს?
–სამი წელიწადი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გადაგყვარებოდი? ხმა გაებზარა ლაშას.
–არც მყვარებიხარ!
–სტყუი! დაიღრიალა მან და სარკეს მუშტი მთელი ძალით დაარტყა... მინა ჩაიმსხვრა, გვანცა შიშისგან შეხტა... ლაშას ხელიდან ხასხასა, წითელმა სითხემ დაიწყო დენა...
–ეს რა ქენი? ქალი მას მიუახლოვდა, მაგრამ ლაშამ არ მიიკარა...
–გტკივა?
–რაში გაინტერესებს?
–ხელი მაჩვენე, გტკივა?
–შემეშვი...
–ისე გიქნია სისხლისგან დაცლილხარ... ჩაისისინა გვანცამ და იქვე კუთხეში დაჯდა....
,,თეონასაც მოვკლავ და მი ქმარსაც“ გულში ფიქრობდა ქალი... მთელი დღე ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მალე დაღამდა კიდეც, გვანცას კანკალი აუტყდა...
–გცივა?
–არაა შენი საქმე!
–ნუ სულელობ, ჩემს მაისურს მოგცემ. ლაშამ ეს თქვა და გახდა დააპირა.
–არ გაიხადო!
–რატომ? გაეცინა მას... და მაისური გაიძრო, ქალმა თვალი აარიდა.. _რა იყო, შეიშველი არ გინახივარ?
–ჩაიცვი რა...
–ვერ დავუშვებ, რომ გაცივდე...
გვანცამ თავი მუხლებში ჩარგო, ბიჭი მას მიუახლოვდა და მაისური მოაფარა... თუმცა მაინც კანკალებდა... ლაშამ მას მკლავები მოხვია და ისევ კალთაში ჩაისვა...
–რას აკეთებ?
–არ მინდა, რომ გაცივდე.... მოულოდნელად ერთი იდეა დაებადა თავში, საშხაპეებში ცხელი წყალი მოუშვა და ოთახიც ნელ–ნელა გათბა..... მეორე დილას ერთმანეთზე ჩახუტებულებს გამოეღვიძათ. გვანცა მოულოდნელად მოშორდა...
–გაიღვიძე ლამაზო?
–რომელი საათია?
–9 საათია...
–მალე დამლაგებელი მოვა...
–მე არსადაც არ მეჩქარება. გაეცინა ლაშას...
მოულოდნელად რაღაც ხმაური შემოესმათ, გვანცა კარს მივარდა და ყვირილი დაიწყო. დამლაგებელმა კარი გააღო, ძალიან გაუკვირდა გვანცა უცხო კაცთან, რომ დაინახა, მაგრამ ქალს ახსნის დრო არ ჰქონდა, შვილთან მიეჩქარებოდა...
,,მომკლავს ცოტნე, ალბათ როგორ მელოდა... მე კიდევ თეონას მოვკლავ“ ფიქრობდა ქალი გზაში... 10 საათისთვის უკვე სახლში იყო, კარი თეონამ გაუღო...
–შენ აქ რა გინდა?
–წუხელ მოვედი, შენი გაქრობის ალიბი ხომ უნდა შემექმნა... გაეცინა გოგოს.
–შეგეძლო ჩემი გაქრობა თავიდან აგეცილებინა...
–კაი რა ბარტყო, რა ჩემი ბრალია... ირაკლიმ დამალა გასაღები...
–და პოვნით ვინ იპოვნა?
–მე საქმე მაქვს, კაბა უნდა ავარჩიო... გაუცინა თეომ და კარისკკენ გაიძურწა.
–თეონა მუმლაძე, დროზე აქ მოეთრიე თორემ...
გოგონას სახე მოეღუშა, მაშინვე უკან დაბრუნდა და დივანზე დაეშვა... გვანცას მკაცრი გამოხედვა მოულოდნელად დამარცხებული ქალის იერით შეიცვალა... მან სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა...
–რა გატირებს გვანც?
–ისევ მიყვარს თეო, ისევ...
–მერე მაგას რა ჯობია გვანც, შერიგდით და ბედნიერები იყავით...
–რატომ არ გესმის? ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მე და ლაშას გვინდა, უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორია... თუნდაც ჩემი ოჯახი, მამაჩემმა , რომ გაიგოს წარმოგიდგენია რას იზამს?
–მამაშენს ყველაზე მეტად შენ უყარხარ, გაგიგებს დამიჯერე...
–რომ ვერ გამიგოს? არა, არა მეშინია...
–შენები როდის ჩამოდიან?
–ათ დღეში...
–მოკლედ მანამ კარგად დაფიქრდი...
–არ უნდა ამას ზედმეტი ფიქრი. მე და ლაშა დავშორდით და მორჩა... ხო მართლა, ნაადრევი გამგზავრების გამო ჯვარი ჯერ არ აგვიყრია და ბარემ მაგასაც მოვაგვარებ...
–რომ არ დაგთანხმდეს?
–დავითანხმებ!
_ _ _
ლაშამ სადარბაზოში შესვლისთანავე ლიფტი გამოიძახა, მეექვსე სართულზე გაჩერდა და ნაცნობ ბინაში შევიდა... აქამდე ხომ ცარიელი ეჩვენებოდა აქაურობა, გვანცასთან გატარებული ღამის შემდეგ კი ყველა გრძნობა გაუასმაგდა... შესვლისთანავე გაიძრო ჯინსის ქურთუკი და ოთახისკენ გაეშურა... კარი შეაღო და გაოცდა, მის საწოლზე ვიღაც გოგო იწვა, სახე არ უჩანდა, მხოლოდ ის ემჩნეოდა, რომ ძალიან ლამაზი სხეული და კიდევ უფრო მშვენიერი ქერა თმები ჰქონდა...
(მეოთხე თავი)
ლაშა გაოცდა, ერთადერთი რაც მოიფიქრა, კარი ხმაურიანად მიხურა. ქალი მოულოდნელად შეხტა და გაოცებული თვალები ლაშას მიაპყრო...
–ტატა?
–ოე ბიჭო რას მაღვიძებ? ეს თქვა გოგომ და თვაი ბალიშში ჩარგო...
–როდის ჩამოხვედი შე ქაჯო.... ლაშამ მასთან მიირბინა და გულში ჩაიკრა.
–გუშინ ჩამოვედი, შენებთან ვიყავი და მითხრეს ცალკე ცხოვრობსო, დეიდამ გასაღები მომცა და მეც აქ წამოვედი...
–რა გიჟი ხარ, რატომ არ გამაფრთხილე?
–სიურპრიზს გიწყობდი... ცელქო ბიჭო, ღემ სად იყავი?? გადაიკისკისა ტატამ და ლასას ყური აუწია.
–მორჩი რა თუ ძმა ხარ... მეძინება. დავაი ჩემი ოთახიდან.
–გინდოდა გეთქვა ჩემი ოთახი...
–შანსი არაა, აქ არ დაგტოვებ!
–მერე შენ ვინ გეკითხება ცუნცულ? მეძინება...
–აუ რა დამპალი ხარ, წელიწადში ერთხელ ჩამოეთრევი ხოლმე და სისხლს მიშრობ...
–კაი კაი, დაგტოვებ თუ გინდა. აი ნახე, ნახევარი შენი იყოს, მეორე ნახევარზე მე დავწვები...
ლაშამ ბალიში წაართვა და საწოლზე დაემხო. კარგა ხანს ეძინა, მოულოდნელად მეტად უსიამოვნო შეხება იგრძნო... თვალები დაჭყიტა, ტატა თავზე ედგა და ბუმბულს სახეზე უსვამდა...
–მოგკლავ შე უბედურო! ბუმბული საიდან მოათრიე? დაიღრიალა ლაშამ.
–ერთი ორი ბალიში დავგლიჯე, იმედია არ მიწყენ... ეს თქვა და ხელი საწოლზე დაარტყა, თეთრი ბუმბული ჰაერში აფრიალდა... ორივეს სიცილი აუტყდა... თან ხარხარებდნენ თან ერთმანეთს სკდებოდნენ...
–ლაშ, გვანცასგან არაფერი ისმის?
–უკვე მეორე წელია მაგას მეკითხები...
–აუ არ ვიცნობ, მაგრამ ვხვდები, რომ მაგარი გოგო უნდა იყოს... შენი მორჯულება თუ შეძლო... და მინდა, რომ მალე დაბრუნდეს და ერთად იყოთ... ტატა პატარა ბავშვივით დაიჭყანა და ლაშას კისერზე ჩამოეკიდა...
–მაშინ შემიძლია გაგახარო... უკვე ორი კვირაა აქ არის, ჯერ არავისთვის მითქვამს...
–მერე აქ რატომ არ გადმოდის?
–ამაყია, ამბობს, რომ აღარ ვუყვარვარ... ის ი არ იცის, რომ არ მოვასვენებ...
–რა ბოროტი ხარ... ჩაეცინა ტატას და ისევ ჩაეხუტა.
–ლაშიკო... წამო კლუბში წავიდეთ... კარგი ,,ნაშები“ ავაგდოთ და ამოვიდეთ არ გინდა? ? წარბები აათამაშა ტატამ.
–ე გოგო, მე შენი დეიდაშვილი ვარ... შენ კიდევ გოგო ხარ!
–ოო კაი რა, შენ თუ გინდა ნაშები, მე არ მინდა?
–ახლა დაგახჩობ... გაიცინა ბიჭმა და ტატა საწოლზე დააგდო...
–აუ წესიერი ბიჭივით ნუ იქცევი, წამო რა გავერთოთ ცოტა.
–კაი რა ტატუშ, არ შემიძლია... დღეს ჩემებთან უნდა გავიდე, რამდენი ხანია დედა მთხოვს, ჩემთან გამოდიო...
–აუ გართობა მინდა. დაიწიკვინა გოგონამ...
–მიდი შენ წადი, ოღონდ ბევრი არ იმაიმუნო... მე დღეს ვერ მოვალ, ხვალ კი პირდაირ ჩვენთან გამოაჭერი კარგი?
–კაი ბრატ...
–იცოდე ბევრი არ იცელქო...
–შენს მანქანას ხომ მათხოვებ?
–აუ არა ტო... მჭირდება. მაგრამ შენთვის უკეთესი რამ მაქვს...
–რაა? თვალები აუციმციმდა ტატას.
–გახსოვს შენი ოცნება რა იყო? ძალიან, რომ მთხოვდი და , რომ არ გისრულებდი?
–არ არსებობს... შენი მოტოციკლი...
–შეგიძლია წაიყვანო...
–მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!! ყველაზე საყვარელი დეიდაშვილი ხარ მთელს მსოფლიოში.
–შენ კიდევ ყველაზე აფერისტი... გაეცინა ლაშას და საწოლიდან ადგა...
რვა საათისთვის ორივენი სახლიდან გავიდნენ, ლაშა თავის შავ ,,ვოლვოში“ ჩაჯდა. ტატა კი მოტოციკლს შემოახტა და ,,გაფრინდა“... ნაცნობ კლუბში მივიდა, იმედი ჰქონდა, რომ ძველ მეგობრებს ნახავდა, თუმცა ვერა... არავინ იყო ნაცნობი. ამის გამო დანებებას არ აპირებდა, გადაწყვიტა თავზე დაემხო იქაურობა... მისი გარეგნპბის პატრონი ბევრის ყურადღებას იქცევდა, ზოგი სასმელზე პატიჟებდა, ცეკვის მსურველიც ბევრი იყო... ამ თამას–თამაშში ტატაც დათვრა... ბართან მივიდა და ჩამოჯდა... მოულოდნელად ხარხარი შემოესმა, მარჯვნივ გაიხედა, სამი ბიჭი დაინახა... თავისთვის სვამდნენ და როგორც ჩანს რაღაცას იხსენებდნენ... ერთ ერთი მათგანი მოწყენილი იყო, თავადაც ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ ძალიან მოეწონა...
–ვაა, რა ,,ნაშაა“...
მაშინვე ბარმენს მიუბრუნდა და ტეკილა შეუკვეთა...
–აი ეს იმ მწვანეთვალებასთვის...
ბარმენს ჩაეცინა და შეკვეთა შეასრულა... უცნაურმა საჩუქარმა ბიჭი სასიამოვნოდ გააოცა, ჭიქა აიღო და მეგობრები დატოვა.
–პრივეტ... ჩაიცინა ტატამ და თვალი ჩაუკრა.
–რით დავიმსახურე ასეთი ლამაზი გოგოს ყურადღება?
–იცი? მაგარი თვალები გაქვს...
–რა გქვია?
–ტატა, შენ?
–ნიკა....
–დავლიოთ ნიკა?
–დავლიოთ!
...........................
–მგონი ძალიან დავთვერით... თქვა ნიკამ...
–არა, საერთოდ არ ვარ მთვრალი...
–დარწმუნებული ხარ? ნიკას თვალებსი ჭინკები აუთამაშდა... გოგონას სახე ახლოს მიუტანა და თვალბში ჩააშტერდა...
–არ ვიცი, მგონი... ეს თქვა და ტუჩებზე დააცხრა.
–მგონი შეცდომას უშვებ...
–სუ.. წავიდეთ...
მოტოციკლის ტარების თავი არც ერთს არ ჰქონდა, ტაქსი გააჩერეს, ტატამ მისამართი უკარნახა. ერთ საათში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ... ნიკამ მძღოლს გასამრჯელო გადაუხადა და გაუშვა. სახლში შევიდნენ თუ არა გოგონამ ისევ აკოცა.
–მგონი ზედმეტი მოგდის, მთვრალი ხარ. არ მინდა რამე სანაებელი გაგიხდეს.
–აუ ჩუ რა... ბევრ ლაპარაკს გირჩევნია მაკოცო... გაიცინა ტატამ და ნიკას კისერზე ჩამოეკიდა.
–რა ცელქი გოგო ხარ, არ შეიძლება ეგრე... ნიკას გაეცინა და მისი ხლართებისგან თავი დაიხსნა...
–აუ ახლა მოგხვდება.
–ვის მოხვდება კიდევ საკითხავია... სამზარეულო სად არის? ყავას მოგიდუღებ.
–აუ იცი რას ვერ ვხვდები? შენც ჩემსავით მთვრალი ხარ... და რატომ აზროვნებ? სამზარეულო მარცხნივ არის...
ნიკას გაეცინა, გოგონა დივანზე ჩამოსვა და თვითონ ყავის მოსამზადბლად გავიდა... უკან დაბრუნებულს უკვე ჩაძინებული დახვდა... ყავა მაგიდაზე დადგა და დივანთან ახლოს ჩამოჯდა.
–ყავა მზად არის?
–კი... დალევ?
ტატამ თავი დაუქნია და ჭიქა გამოართვა...
–მგონი ჩემი წასვლის დროა...
–არა, არ წახვიდე...
–რატომ?
–მარტო არ დამტოვო, გთხოვ...
გოგონამ ყავა დალია... მერე ნიკას საძინებლამდე მიყვანა სთხოვა, ამჯერად სტუმრების ოთახში შევიდა... ხმა არ გაუღია ისე ჩაწვა საწოლში, ხელი საბანზე დაატყაპუნა, რითაც ნიკას ანიშნა შენც დაწექიო. ბიჭმა სურვილი შეუსრულა და გვერდით მიუწვა... ერთმანეთზე თავმიდებულებს ჩამოეძინათ... რა იცოდნენ თუ რა ელოდათ წინ...
(მეხუთე თავი)
ლაშა მთელი საღამო ნერვიულობდა, ასჯერ მაინც დაურეკა ტატას, მაგრამ პასუხი არავინ გასცა, გადაწყვიტა, მეორე დილას სახლში მისულიყო. ასეც მოიქცა. ათი საათისთვის უკვე თავის ბინაში იყო, მაშინვე საძინებელში შევიდა, არავინ დახვდა, მერე სტუმრების ოთახშიც შეიხედა და გაცეცხლდა...
–აქ რა ხდება? დაიღრიალა ლაშამ...
ტატას და ნიკას უცებ გაეღვიძათ. გოგონას თითქმის არაფერი ახსოვდა, მის გვერდით ნიკა რომ დაინახა თავადაც შეშფოთდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და ყველაფერი გაახსენდა.
–ლაშა, დამშვიდდი ყველაფერს აგიხსნი...
–რას ამიხსნი გოგო?
მალე ნიკაც გამოფხიზლდა და გაცეცხლებულ ბიჭს შეხედა... ლაშას საიდანღაც ეცნობოდა ის, მაგრამ ვერ ხვდებოდა ვინ იყო... ნიკაც იმავე მდგომარეობაში გახლდათ... უყურებდა და ცდილობდა გაეხსენებინა, მაგრამ ვინ აცადა? ლაშამ ბევრად უფრო ადრე ,,მოწვა“ თუ ვის ეძინა მის სახლში...
გვანცას ყოფილი შეყვარებული... მისი უბედურების მთავარი მიზეზი... ახლა, რომ ის მოეკლა ვინ შეძლებდა მის დადანაშაულებას? ვერც ვერავინ. ფიქრის თავი აღარც ჰქონდა, მას ეძგერა და ჩხუბი დაუწყო...
–როგორ გაბედე შე ახვარო... ღრიალებდა ლაშა და მუშტებს იქნევდა...
–ლაშ არა გთხოვ, არ ეჩხუბო...
–შენ საერთოდ ხმა ჩაიგდე...
ტატა ნიკას აეფარა, ლაშამ აღმართული ხელი ძირს დაუშვა... მაგრამ ახლა ნიკა გახდა გასაკავებელი, თვითონაც მიხვდა თუ ვის სახლში იმყოფებოდა. რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს, როგორ უნდოდა ლაშაზე შურისძიება ბედისწერამ თავად მიიყვანა მასთან. თუმცა ტატამ აიძულა სახლიდან წასულიყო...
–ტატა, მოგკლავ იცოდე...
–აუ ტვინ ნუ ჭამ რა... დავთვერით და სახლამდე მომაცილა, რა მოხდა მერე?
–იცი ეს ვინ არის?
–აუ საიდან მეცოდინება გუშინ გავიცანი...
–ამის ბრალია გვანცასთან, რომ არ ვარ... მარტო ამის ბრალია გესმის?
–აუ ეს ის ნიკაა?
–ხო ეგაა.
–კაი კაი არ მეჩხუბო...
–ტელეფონს რატომ არ პასუხობდი? ასჯერ მაინც დაგირეკე.
–თუ ძმა ხარ ტელეფონი კი არა თავი სად მქონდა ის არ მახსოვდა... შემეშვი რა!
–ქალს როდის უნდა დაემსგავსო გოგო? ან ეს რა ქცევებია, და საერთოდ რა დღეში ხარ?
–გამომივიდა მშვიდობის ტრედი... შენ მაინც ნუ მსაყვედურობ... ესპანეთიდან იმიტომ გამოვიქეცი, რომ მშობლების საყვედურები აღარ მომესმინა.
–რა ქენი?
–ხო რა, თავი მომაბეზრს და წამოვედი...
–რამდენი ხნით?
–ალბათ სამუდამოდ...
–მერე შენი მომღერლის კარიერა?
–ახლა არაფერი მაინტერესებს, დასვენება მინდა... თავი მაგრად მტკივა და უარესად ნუ გამხდი...
–დღეს ჩემებთან უნდა გავიდეთ...
–შენ გირჩევნია ,,ბორჯომი“ ამომიტანო....
–მაცივარში დევს ელამო... დროზე ჩაიცვი და წავიდეთ... დანარჩენზე მერე დაგელაპარაკები.
ტატამ დეიდაშვილს დაუჯერა. ტანსაცმელი გამოიცვალა და ლაშას მანქანაში ჩაჯდა. დღე მალე გავიდა, მთელი ოჯახი მხიარულობდა... ვახშამზე ტატამ რაღაც წამოაყრანტალა, რითაც ლაშას განრისხება გამოიწვია.
–დეიდა, ახალი ამბავი იცი? გვანცა ჩამოსულა...
ბიჭი მას თვალებით ბურღავდა, თავადაც მიხვდა სისულელე, რომ წამოროშა და დაიბნა, მაგრამ უკვე გვიან იყო... მხიარული ატმოსფერო მოულოდნელად გაიფანტა, ვახშამმა ჩუმად და უემოციოდ ჩაიარა. საღამოს გიორგიმ შვილი კაბინეტში დაიბარა.
–ლაშა რატომ არ მითხარი, რომ გვანცა დაბრუნდა?
–ეგ არ არის შენი საქმე, გითხარი იმ გოგოს არ გაეკაროთქო.
–ნუ გეშინია, არაფერს არ დავუშავებ... პირიქით, მისი მადლობელიც კი ვარ. მან ხომ ასე შეგცვალა... რაც მე და დედაშენმა მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოვახერხეთ, მან ერთ წელში შეძლო.
–და ამით ამაყობ არა?
–არ ვამაყობ, მაგრამ რა ვქნა... დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს...
–რა? რა შეიცვლებოდა ამით? არც არაფერი... შენ ისევ ისე მოიქცეოდი, რადგან გიყვარს ხალხის მართვა... ვერასდროს შეეგუებოდი ჩემს თავისუფლებას, ამიტომ მორჩეთ ამაზე ლაპარაკს.
–არასდროს მაპატიებ არა?
–ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის... მე შენი მადლობელიც კი ვარ, რომ ამ ადამიანთან შემახვედრე, მაგრამ ვერასდროს გაპატიებ მის ცრემლებს... გესმის? ვერასდროს...
ლაშამ ეს თქვა და კაბინეტი დატოვა...
ყველაფრის მიუხედავად მაინც არ კარგავდა მიზეზს, ცხოვრებამ, ამხელა საჩუქარი გაუკეთა, გვანცასთან ისევ შეახვედრა... ერთი სული ჰქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ მეორე დღეს ისევ ენახა იგი... ისევ შეეგრძნო მისი სურნელი, ისევ ჩაეხედა მის თვალებში... თვალებში, რომელსაც არასდროს ტოვებდა უცნაური, ვანცასეური სხივი... მასზე ფიქრებში ჩაემოეძინა. დილა გათენდა თუ არა ირაკლის დაურეკა, დააზუსტა თუ როდის უნდა ყოფილიყვნენ სტუდიაში... დღეს მეორე მეჯვარეც დაესწრებოდა რეპეტიციებს... სამ საათზე უკვე შეკრებილები იყვნენ, გვანცა ირაკლის უღრენდა, ყველაზე მეტად მას ტვირთავდა... ბიჭი გამწარებული იყო, მაგრამ ხმას როგორ გაიღებდა... ინანა კიდეც თავის საქციელი, ნეტავ სულ არ ჩაეკეტა ისინი...
ორი კვირა ისე გავიდა ვერც შეამჩნიეს... თეონა და ირაკლი უკვე კარგად ცეკვავდნენ... გვანცა კმაყოფილი იყო საკუთარი ნამუშევრით... მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გაჩნდა... ლაშა აღარ ასვენებდა, სულ კუდში დასდევდა, ყვავილებს ჩქუნიდა... სახლამდე აცილებდა. ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ თავისი შვილის შესახებ შეეტყო, როგორ უნდოდა პატარა ცოტნესთან ერთად ესეირნა, მაგრამ იმის შიშით, რომ ლაშა საიდანღაც გამოხტებოდა სულ სახლში იყო გამოკეტილი... თუმცა მალე მისი მშობლები ჩამოვიდნენ, გვანცამ კატეგორიულად აუკრძალა მის სახლთან მიახლოვებაც კი... მიზეზად ცოტნე დაასახელა, ლაშას მისი კიდევ უფრო გაღიზიანება არ უნდოდა, ამიტომ უჯერბდა...
როგორც ყოველთვის რვა საათზე სახლში დაბრუნდა, ტატა ვიღაცას ესაუბრებოდა...
არა, რა არის ეს ცნობისმოყვარეობა.... რამდენ პრინციპზე ათქმევინებს ადამიანს უარს... ლაშა მის ოთახთან აიზუტა და ყური დაუგდო.
–არა ნიკა, ვერ შეგხვდები... მგონი ლაშა რაღაცას ეჭვობს, არ მინდა მასთან პრობლემები...
–...
–არა, არა უდა გავთიშო, მალე ისიც დაბრუნდება...
–არ გათიშო, განაგრძეთ... თქვა ლაშამ და ოთახში შევიდა. ტატამ ტელეფონი ისე მოისროლა ვითომც არაფერი სჭეროდეს ხელში და გაიკრიჭა...
–ვის ელაპარაკებოდი?
–დაქალს...
–მერე შენს დაქალს ნიკა ქვია?
–დებილი ხარ? რა ნიკა... ლიკა ვთქვი, ალბათ ვერ გაიგონე.
–როგორც მახსოვს შენ დაქალები არ გყავს.
–აუ დავაი რა ჩემი ოთახიდან... შენ საერთოდ ვინ რას გეკითხება?
–უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი სახლია თუ არ ვცდები...
–ხო არა? საერთოდ წავალ თუ ეგრე გაწუხებ.
–აბა ახლა მანდ დაეგდე და მომიყევი რაც ხდება, თორემ აქედან წახვალ კი არა სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ.
–საერთოდ რა შენი საქმეა?
–მე შენი დეიდაშვილი ვარ, და ზუსტადაც, რომ ჩემი საქმეა. გასაგებია?
–აუ შენთან იმიტომ ვცხოვრობ, რომ ზედმეტი შეზღუდვების თავი არ მაქვს. კარგი რა ლაშა... როდის აქეთ გახდი ასეთი დესპოტი?
–მე არ ვარ დესპოტი, უბრალოდ არ მინდა, რომ ის არაკაცი ნახო გაიგე? თუ გინდა, რო სადმე მივაკლა?
–კარგი რა... მერე რა, რომ შეყვარებულები იყვნენ... რატომ არ შეიძლება შევხვდე?
–იმიტომ, რომ მას გვანცა უყვარს... რით ვერ გაიგე გოგო?
–აღარ უყვარს გვანცა, თვითონ მითხრა...
–შენ მისი დავიწყება ეგრე იოლი გგონია?
–რა გინდა თქვა, რომ არ შეიძლება მე ვუყვარდე? ტატას ცრემლები ღაპა ღუპით სდიოდა...
–კარგი რა ტატუშ, როდის გახდი ასეთი გულჩვილი? ეგ არ მიგულისხმია.
–როგორ არა, ეგ იგულისხმე!
–არა პატარავ, უბრალოდ არ მინდა გული გეტკინოს...
–ნიკა შენნაირი არ არის... ის გულს არავის სტკენს, იმიტომ, რომ კეთილია...
ტატამ ეს გაუცნობიერებლად თქვა, ინანა კიდეც თავის სიტყვები. ეგონა ლაშა გაუბრაზდებოდა, მაგრამ შეცდა. ბიჭმა უბრალოდ შუბლზე აკოცა და გასვლა დააპირა.
–ლაშა, ბოდიში... არ მინდოდა ამის თქმა, მაპატიე გთხოვ...
–არა, შენ მაპატიე... ალბათ მართალი ხარ.
–არ გწყინს?
–არა, არ მწყინს. მართალი ხარ და შენგან არაფერი მწყინს.
–ძალიან კარგი, მაშინ ხვალ უნდა ვნახო... წამოიძახა ტატამ და ფეხზე წამოხტა.
–შენი გამოსწორება არ იქნება... წაიდუდღუნა ბიჭმა და საწოლზე გაიშოტა.

_ _ _
–ნიკა როგორ ხარ?
–კარგად ლამაზო, შენ როგორ ხარ? მიხარია, რომ როგორც იქნა შევხვდით... ძალიან მენატრებოდი.
ნიკამ ეს თქვა და ტატას აკოცა...
–რას აკეთებ, დაგვინახავენ...
–იმ საღამოს ეგ არ გაინტერესებდა...
–იმ საღამოს მთვრალი ვიყავი...
–კარგი ლამაზო, მაშინ ჩემთან ავიდეთ...
ნიკამ მას ხელი გადახვია და ტაქსი გააჩერა. მანქანა ძველი კორპუსის წინ გაჩერდა, ბიჭმა გასამრჯელო გადაუხადა და ტატას შინ შეუძღვა... პატარა სახლი იყო, უბრალო, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული. ტატამ ცოტა უხერხულად იგრძნო თავი... ნიკა ქურთუკის გახდაში მოეხმარა და დივანზე ჩამოსვა... ოთახი სუსტად იყო განათებული. ნიკა სამზარეულოში გავიდა წვენის მოსატანად...
–კარგი სახლია... დაიჩურჩულა გოგონამ.
–ხო, არაუშავს.
–შენები სახლში არ არიან?
–ჩემები საზღვარგართ მუშაობენ, მე მარტო ვცხოვრობ.
–სულ მარტო?
–ხო, სულ მარტო... ნიკა მისმა გულუბრყვილობამ გაახალისა. გულის სიღრმეში სინდისიც კი ქენჯნიდა, ამ გოგოს ასე, რომ იყენებდა... ასე რატომ შეიცვალა? ნუთუ ბოღმა ასე ცვლის ადამიანს?!
ბიჭი ინსტიქტურად მოქმედებდა... ტატა ვერ ამჩნევდა მის ვნებით ანთებულ თვალებს, არადა როგორ მოსწონდა მათი ცქერა... სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი... და მისი თვალები ყველაფერს ერჩივნა. ნიკამ აკოცა...მშრალად, უემოციოდ...
–რას აკეთებ?
–კარგი რა, დავიჯერო შენ არ გინდა? ეს თქვა და კაკოცა.
–შემეშვი ნიკა...
–რატომ?!
–იმიტომ!
–კარგი რა ბევრ ლაპარაკს სჯობს მაკოცო....
–რა დაგემართა, შენ ხომ ასეთი არ ხარ...
–შენ რა იცი მე როგორი ვარ? დაიყვირა მან...
–ვიცი!
–საიდან იცი?
–შენს თვალებში ვხედავ...
–რას ხედავ, რას? ერთი უტვინო გოგო ხარ და მეტი არაფერი... შენი გამოყენებაც კი ვერ შევძელი... ნიკა შეშლილს გავდა. ტატამ მისი დწყნარება სცადა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალი თვალში გაუყარა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ნიკა დაეწყნარებინა, თავადაც აღელვდა... ვერ მოითმინა და თავად დააკვდა ტუჩებზე... ვნება დაეუფლა მის სულსა და სხეულს, ნიკას მუხლებზე დაუჯდა და კიდევ უფრო მხურვალედ აკოცა...
–ამას როგორ მიკეთებ? დაიკვნესა მან...
–რას? ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ნიკამ.
–ასე როგორ მაგიჟებ?
–გაგიჟებ?
–ხო, მაგიჟებ... როგორ ხარ ასე კეთილი და მიმზიდველი?
ნიკამ გოგონა მოიშორა.
–წადი!
–რატომ?
–არ მინდა ამის მოსმენა... ნუთუ ვერ ხვდები, რომ გიყენებ? არ ვარ კეთილი, მე მხოლოდ გვანცა მაინტერესებს... შენთან კი იმიტომ ვარ, რომ ლაშა გავამწარო...
–სტყუი! შენ არც კი იცოდი ვინ ვიყავი, მაგრამ მაინც მივიქციე შენი ყურადღება.
–რა გიკვირს? მე კაცი ვარ... ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი... ასეთი სექსუალური გოგო საკუთარ თავს, რომ გთავაზობს... ნებისმიერი კაცი დაიბნევა.
–შენ არ დაბნეულხარ... პირიქით, მივლიდი. მე ვიცი, რომ კეთილი ხარ...
–არაფერიც არ იცი! წადი!
–ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დაგტოვებ!
–არ იცი, რომ სერიოზულად არავინ შემოგხედავს? ყველასთვის უბრალოდ თოჯინა იქნები... მხოლოდ გაერთობიან შენით, მეც ზუსტად ეგ მიზეზი მამოძრავებდა... ნუთუ ვერ ხვდები?! ტატამ ამდენი დამცირება ვერ აიტანა, თავიდან ფიქრობდა, რომ ნიკა უბრალოდ განერვიულებული იყო, მაგრამ მერე ლაშას სიტყვები გაახსენდა... ქურთუკი აიღო და წავიდა... ნიკა ღრიალებდა. ყვიროდა, ტიროდა... თავბედს იწყევლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ნანობდა.. ნანობდა იმას, რომ ტატას აწყენინა... იმასაც, რომ მისი გამოყენება სცადა, თუმცა უკვე გვიან იყო.
ტატა ანერვიულებული დაბრუნდა სახლში, ლაშას დასვენების დღე ჰქოდა, შინ იყო და ტელევიზორს უყურებდა. დეიდაშვილი ასეთ დღეში, რომ ნახა გაუკვირდა, მერე გაახსენდა ვის სანახავადაც იყო წასული.
–ტატა რამე მოხდა?
–არაფერიც არ მომხდარა.
–არა, რაღაც მოხდა...
–შემეშვი ლაშა.
–ვილაპარაკოთ, გთხოვ...
–რაზე ვილაპარაკოთ? იმაზე, რომ სერიოზულად არავინ მიყურებს? თუ იმაზე, რომ მართალი იყავი?
–ვერ მივხვდი რას ამბობ...
–ნიკამ თავის პირით აღიარა, რომ მატყუებდა...
–მოვკლავ...
–არაფერსაც არ იზამ...
–როგორ არა, მოვკლავ...
–არა მეთქი! არ მინდა, რომ საერთოდ მიუახლოვდე... გაიგე? მისი სახელიც კი არ ახსენო.
–აბა რა ვქნა?
–ჩამეხუტე... გთხოვ... გოგონა მასთან მივიდა და ხელები შემოხვია.
ტატა ემოციებისგან ძლიერ იყო დაღლილი. ახლა მხოლოდ ძილი უნდოდა... ძილი და მეტი არაფერი. თუმცა არ დასცალდა... აბაზანიდან ახალი გამოსული იყო, როცა ლაშამ დაუძახა...
–ტატა გირეკავენ.
–ვინ არის?
–არ ვიცი, საზღვარგარეთიდან რეკავენ.
–უპასუხე მერე...
–ოო, მოდი და უპასუხე!
გოგონა ოთახიდან გამოვიდა, ყურმილი აიღო... კარგა ხანს საუბრობდა, ლაშა მთელი გულისყურით უსმენდა, მაგრამ არ იცოდა ეს ესპანური და რა ექნა? გოგონა ლაპარაკს მორჩა თუ არა ყველაფერი გამოკითხა.
–ვინ იყო?
–ჩემი პროდიუსერი...
–რა უნდოდა?
–აუ რა ვიცი... რაღაც შოუში მიმიწვიეს... მითხრა თუ არ ჩამოხვალ კარიერას დაემშვიდობეო.
–მერე რას აპირებ?
–აუ არ ვიცი... არაფრის თავი არ მაქვს, ხვალ უნდა ვუთხრა პასუხი...
–შენ ხომ ასე გინდოდა, რომ წარმატებული მომღერალი ყოფილიყავი.
–ახლაც მინდა, მაგრამ ესპანეთში თუ დავბრუნდი მაშინ ჩემებსაც უნდა შევურიგდე... იქ მარტოს არ მომასვენებენ, ხომ იცი არ მენდობიან...
–იციან რა უთავო ბატიც ხარ და მაგიტომ.
–აუ ნერვებს ნუ მიშლი რა...
გოგონა საძინებელში დაბრუნდა... აი ლაშამ კი იპოვა გამოსავალი, მაშინვე დეიდამისს გადაურეკა და ყველაფერი უამბო... ტატას ერთი ორი სიტყვა შეაწია, თქვა ,რომ ძალიან ნანობს თავის საქციელს და დაჭკვიანებულიც არის, უმჯობესი იქნება თუ უკეთესად მოეპყრობიან და ასე შემდეგ... მისმა ნალაპარაკებმა გაჭრა... მეორე დღეს ტატას მშობლებმა დაურეკეს და დაბრუნება სთხოვეს, უთხრეს, რომ ისე აღარ შებოჭავდნენ და აღარც გაუბრაზდებოდნენ. გოგონამ იეჭვა, რომ ამ საქმეში ლაშას ხელი ერია, ამით კმაყოფილიც კი დარჩა, ბიჭს მადლობა გადაუხადა. მშობლებს შეპირდა, რომ მალევე დაბრუნდებოდა... ლაშას თხოვნით კიდევ ერთი კვირა ითხოვა. ისინიც დასთანხმდნენ... ბიჭმა შვებულება აიღო, რათა მასთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა... მთელი დღეები ერთობოდნენ. ტატას დიდი სურვილი ახდა, ერთ საღამოს ლაშა დაჰპირდა, რო გვანცას გააცნობდა. გეგმა ასეთი იყო, ირაკლის და თეოს უნდა მოეწყოთ პატარა წვეულება, სინამდვილეში ეს არ იქნებოდა წვეულება, მხოლოდ პატარა მახე გვანცასთვის...
რა თქმა უნდა ქალს რაფერი უეჭვია, თეონას თხოვნას დათანხმდა.... ,,წვეულება“ ირაკლის სახლში იმართებოდა... თეონა და გვანცა ცოტა ადრე ავიდნენ. მალე ლაშა და ტატაც უნდა მისულიყვნენ. მაგრამ გოგონას ისე სურდა ლამაზი ყოფილიყო, რომ ერთი საათი სარკესთან იდგა.. მოულოდნელად მისი ტელეფონი აწკრიალდა, მან ეკრანს დახედა და ხასიათი მოეწამლა. ნიკა ურაკავდა. ლამის დალეწა ყურმილი. მალე ლაშამ დაუძახა და წავიდნენ, ლაშას მისი ხასიათის შეცვლა არ გამოჰპარვია.
–მოხდა რამე?
–ისეთი არაფერი...დღეს ჩემი რძალი უნდა გავიცნო, ვერავინ ვერ ჩამამიმწარებს ხასიათს... ლაშას ლოყაზე აკოცა და პომადის კვალი მოაშორა.
ორმოც წუთში უკვე ირაკლისთან იყვნენ, გვანცამ იგი ასეთ ლამაზ გოგოსთან ერთად, რომ დაინახა ცოტა იეჭვიანასავით... მეტად უცნაური კითხვა დასვა.
–ამას აქ რა უნდა?
–გვანც, როგორ ფიქრობ... ჩემს წვეულებაზე ლაშა არ იქნებოდა?
–სხვები სად არიან? ამდენ ხანს უნდა მოსულიყვნენ...
–ცდები ლამაზო... ყველანი აქ ვართ.
–თქვენ რა აქ იმისთვის დამიბარეთ, რომ ეს მენახა?
–ნუ ნერვიულობ გვანცა... მე მინდოდა შენი გაცნობა. საუბარში ჩაერთო ტატა.
–შენ საერთოდ ვინ ხარ? ან ჩემი სახელი საიდან იცი?
–მე? მე ტატა ვარ, ლაშას დეიდაშვილი... ძალიან მინდოდა იმ ქალის გაცნობა, ვინც ასე გადამირია ბიჭი.
გვანცა დაიბნა, არც კი იცოდა რა ეთქვა...
–რადგან ყველანი აქ ვართ, ვივახშმოთ... მერე რამე ფილმს ვუყუროთ და თუ ძალიან გინდათ დვლიოთ კიდეც... თქვა ირაკლიმ.
–სჯობს მე წავიდე. თქვა გვანცამ...
–არა, გთხოვ... ძალიან მინდა ჩემი რძლის გაცნობა... წარბები შეჭმუხნა ტატამ და გოგონას ხელი დაუჭირა.
–მე შენი რძალი აღარ ვარ...
–დავიჯერო ლაშას არ იცნობ? გადაიკისკისა გოგომ.
–მაგას რატომ ამბობ?
–ამან თუ რამე დაიჟინა ვერავინ გადაათქმევინებს, დამიჯერე...
გვანცა არ იმჩნევდა, მაგრამ მისი სიტყვები ძალიანაც სიამოვნებდა. გადაწყვიტა მათთან დარჩენილიყო... საღამომ ძალიან თბილად ჩაიარა, ყველანი ერთობოდნენ და მხიარულობდნენ... უკვე თერთმეტი საათი სრულდებოდა, გვანცამ დაიჟინა უნდა წავიდეო... თონამაც მხარი აუბა. კიდევ უნდოდა მათთან ყოფნა, მაგრამ პატარა ცოტნე ეცოდებოდა, იცოდა, რომ დედის გარეშე ვერ იძინებდა...
ტატა და ლაშაც დაბრუნდნენ სახლში...
–ლაშ, ძალიან საყვარელი გოგოა... არა გოგო კი არა ნამდვილი ქალია...
–ვერ წარმოიდგენ როგორი შეცვლილია... ადრე სულ სხვანაირი იყო, სულ იღიმოდა... პატარა გოგოს გავდა... ახლა კი შენი თქმის არ იყოს სრულყოფილი ქალია. ადრე წმინდა სიყვარულით მიყვარდა, შემეძლო გამეშვა, რათა ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია... ეგოისტურად შემიყვარდა და არ ვაპირებ სადმე გავუშვა!
–ამიტომაც მიყვარხარ, ასეთი ჯიუტი, რომ ხარ! კარგი ახლა მაგრად მეძინება, თან უნდა მოვემზადო, ზეგ მივდივარ.
–ასე მალე?
–გავიდა უკვე ერთი კვირა.
მომდევნო დღე ტატამ ახლობლების მონახულებას დაუთმო. მისი ტელეფონი ნიკამ ლამის ააფეთქა. გოგონამ ვეღარ მოითმინა და უპასუხა.
–რა გინდა?
–როგორ ხარ?
–შენი აზრით?
–მაპატიე...
–შემეშვი, ნუღარ მირეკავ.
–შემხვდი რა, გთხოვ.
–არ მცალია, ბარგს ვალაგებ.
–რატომ?
–რას ქვია რატომ, ესპანეთში ვბრუნდები...
–შემხვდი გთხოვ.
–არა, ცხრა საათზე მიდის თვითმფრინავი... არ მცალია შენთვის!
ტატამ ტელეფონი გათიშა და ბარგის ჩალაგებ განაგრძო... რვის ნახევარზე უკვე გავიდნენ, ტატა ძალიან წუხდა, რომ ირაკლის ქორწილს ვერ დაესწრებოდა, მაგრამ რას იზამდა? კარიერისთვის უნდა მიეხედა. ერთ საათში უკვე აეროპორტში იყვნენ, ლაშას მასთან სურდა დარჩენა, მაგრამ ტატა ვერ იტანდა დამშვიდობებას, ამიტომ ბიჭი მაშინვე უკან დააბრუნა, აეროპორტის კაფეში დაჯდა და ყავა შეუკვეთა... დრო ისე გამოეპარა, ვერც კი შეამჩნია... მალე ჩასხდომა დაიწყებოდა, გოგონამ ბარს ხელი დაავლო და კაფიდან გამოვიდა... უცებ ის მოხდა, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ფოიეში ნიკას მოჰკრა თვალი, ბიჭი იდგა და აქეთ იქეთ იხედებოდა... თავიდან იფიქრა დავიმალებო, მაგრამ გვიან იყო, ნიკამ ის შეამჩნია და მასთან მივიდა.
–აქ რა გინდა?
–შენს სანახავად მოვედი.
–ხომ მნახე, შეგიძლია წახვიდე!
–ტატა, სულ ორი წუთი დამითმე... გთხოვ...
–მალე ჩასხდომა დაიწყება.
–ვიცი, რომ დამნაშავე ვარ... მაგრამ იმ დღის შემდეგ ვხვდები, რომ ძალიან მენატრები. გთხოვ ახსნის საშუალება მომეცი...
–შენ ყველაფერი კარგად ამიხსენი... შენ წარმოიდგინე გადასარევად გავიგე.
–ნუ ამბობ ამას... მაშინ აზრზე არ ვიყავი რას ვბოდიალობდი... სულელი ვარ, ვიცი...
–აქ რატომ მოხვედი?
–ვერ დავუშვებდი, რომ ასე უბრალოდ გამეშვი... მინდა ბოდიში მოგიხადო, დამნაშავე ვარ შენს წინაშე. ვხვდები, რომ ძალიან მომენატრები...
–მერე?
–აღარ ჩამოხვალ?
–რაში გაინტერესებს?
–ტატა, მე შენ არ მიყვარხარ... ამას თავადაც ხვდები, მაგრამ შენს მიმართ რაღაც განაკუთრებულს ვგრძნობ...
–ახლა რა გინდა, რომ ვქნა? როგორც დებილურ ფილმებშია ხოლმე კისერზე ჩამოგეკიდო დაჩემს ცხოვრებაზე და კარიერაზე ვთქვა უარი იმ ურთიერთობისთვის, რომლიდანაც არც კი ვიცი გამოვა თუ არა რამე?
–არა, მაგას ვერ გთხოვ...
–მაგრამ მინდა, რომ ეს გავაკეთო... რატომ მოხვედი?! ნუთუ ვერ ხვდები, რომ ახლა წასვლა გამიჭირდება?
–რატომ?
–არ ვიცი, არა! ალბათ იმიტომ, რომ სულელი ვარ... უტვინო თოჯინა, მეტი არაფერი.
–არა, შენ ძალიან კარგი ხარ... მართლა...
–და მერე რა? რა გამოვიდა ამით?
–დამპირდი, რომ დაბრუნდები...
–სამშობლოს მაინც ვერ მივატოვებდი...
–არა, დამპირდი, რომ ჩემთან დაბრუნდები...
–ვერ მივხვდი რას ამბობ...
–იცი ყველაზე მეტად რა მინდა? მინდა რომ წარმატებას მიაღწიო... მინდა ბედნიერი იყო, მაგრამ ერთი გახსოვდეს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ! გელოდები იმ კლუბში, სადაც ერთმანეთი გავიცანით...
–რატომ?
–იმიტომ, რომ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ...
ნიკამ მხოლოდ ერთი კოცნა გაატანა... თუმცა ეს ერთი კოცნაც საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ტატას მეხსიერებაში დაებუდებინა...
(მეექვსე თავი)
საქორწინო სამზადისის ბოლო კვირაც მიიწურა, დადგა დიდი დღე, რომელსაც ყველა ელოდა, თეონას დილა ირაკლის ესემესით დაიწყო.
,,კიდევ მომყვები ცოლად?“
,,კიდევ სამი საათი მაქვს მოსაფიქრებლად...“
,,ახლა კარგად მისმინე, ცანცარს მოეშვი და დროზე ადექი... გაიგე გოგო? იცოდე ბევრი არ მალოდინო!“
,,რომ გალოდინო წახვალ?“
,,დაუფიქრებლად“
„ახლა შენ მისმინე, თუ გინდა ცოლად გამოგყვე ერთი პირობა უნდა დამიდო... ჭკვიანად მოიქცევი, უცხო ნაშებს არ გახედავ და ყოველ დილას კოცნით გამაღვიძებ... გაიგე?“
,,გავიგე, მოუთმენლად ველოდები როდის დამთავრდება ქორწილი, ვნახოთ მერე როგორ იჭიკჭიკებ, მიყვარხარ !“
ბოლო წერილი სიცილის ,,სმაილებით“ იყო სავსე... თეონაც კარგ ხასიათზე დადგა, მაგრამ ადგომა მაინც ეზარებოდა... თუმცა ვინ მოასვენა, ათი სათიდან მის ოთახში მიმოსვლა დაიწყო, ჯერ დედამისი შემოვიდა და საბანი გადააძრო, მერე პატარა ცოტნე შემოცუნცულდა და მომავალ ნათლიას თავზე დაახტა...
–თეო, დედამ გითხლა დლოზე ადექი, თოლემ ილაკლი აღალ წაგიყვანსოო...
–კალქი პატალაავ...
–ნუ დამცინი თეოო... გაიბუსხა ბავშვი და კოპები შეკრა. მალე გვანცაც მოვიდა...
–გოგო შენ კიდევ წევხარ? სტილისტები მოვიდნენ უკვე... დროზე ადექი, ჯერ შენ ჩაიცვი და მერე მე ჩავიცვამ...
–ხო კარგი... წაიბუზღუნა მან და საპირფარეშოში შევიდა...
ოც წუთში უკვე სტილისტების ხელში იყვნენ თეონა, სალომე და გვანცა. გოგონები მხიარულად ჭუკჭუკებნენ... მოულოდნელად თეონა დასერიოზულდა.
–მზია დეიდა და ცოტნე ბიძია არ იქნებიან?
–ხომ იცი ლაშაც იქ არის... დედამ თვითონ მოინდომა დარჩენა... თან არც მინდა, რომ ცოტნე ნახოს, ხომ იცი სუფთა მამამისია...
–აუ კაი რა, ვინმეს შვილად გავასაღოთ... მინდა, რომ ჩემი ნათლული დაესწროს ჩემს ქორწილს...
–აუ არ მინდა ბევრი პრობლემა, ლაშა რამეს, რომ მიხვდს ჩათვაკე, რომ დაღუპული ვარ... იმ გადაბრუნებულ ტვინში რა მოუვლის კაცმა არ იცის.
–კარგი, როგორც შენ გინდა...
–აბა ახლა დროზე გამხიარულდი, დღეს შენი ქორწილია, ულამაზესი და უბედნიერსი უნდა იყო.
–მე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ჩემს ირგვლივ ყველა კარგად იქნება... გაიბუსხა ქალი...
–ნუ გეშინია, ყველაფერი მოგვარდება, გაუცინა გვანცამ და ლოყაზე უჩქმიტა.
გვანცას თმები მსუბუქად დაუხვიეს , ასევე სალომესაც... თეონას კი ბევრად უფრო განსხვავებული და მოხდენილი ვარცხნილობა გაუკეთეს, მართლაც, რომ ანათებდა. დაახლოებით ორ საათში ყველანაირ სამზადისს მორჩნენ, მანქანაც მოვიდა და ასე გაემართნენ მთაწმინდაზე... ხელი მოაწერეს. ხალხი ექვსი საათისთვის ჰყავდათ მოწვეული, მანამდე კიდევ ბევრი დრო იყო, გზაში შეჩერდნენ... ახალდაქორწინებულები სამი წლის ბავშვებივით იქცეუდნენ. ცეკვავდნენ, ყვიროდნენ, და ერთ ამბავში იყვნენ. მალე ხუთი საათიც მოვიდა, მობილურებზე ზარები ატყდა... ყველა აფრთხილებდათ არ დაააგვიანოთო, ირაკლის მობეზრდა კიდეც ეს სიტუაცია.
–თეო მოდი გავიქცეთ... გადაუჩურჩულა მან.
–რა ვქნათ?
–მეჯვარეებთან ერთად გავიქცეთ, კარგი?
–სად?
–არ ვიცი, სადაც გინდა... ბილეტები გადავცვალოტ და უახლოესი რეისით გავემგზავროთ რომში, გინდა?
–მაგრამ მშობლები? მეგობრები?
–ეს ხომ ჩვენი დღეა...
მოულოდნელად გვანცა დაადგათ თავზე.
–აბა რას შვრებით გვრიტებო, არ წავიდეთ?
–ირაკლიმ მაგარი წინადადება შემომთავაზა.
–რა?
–ჩვენი ქორწილიდა ვიპარებით.... წამოიყვირა თეომ...
–თქვენ ხომ არ გარეკეთ? ერთი თვე ვწვალობდი შენი წვეულების მოწყობაზე და ცეკვის დადგმაზე... შენს გამო ვიტანდი ამ ორ დებილს და ახლა ყველაფერ წყალში მიყრი? დროზე მანქანაში, ორივე!
–ოო, რა გინდა გვანცა? დაიჩივლა ირაკლიმ.
–რა მინდა და ჩემს მეგობარს უნდა გადავუხადო ზღაპრული ქორწილი, ისთი როოგორიც მას შეეფერება... და ძალიან გთხოვთ თექვსმეტი წლის თინეიჯერებივით ნუ მოიქცევით...
ირაკლი დაფიქრდა და მიხვდა, რომ გაპარვა ეს მისი სურვილი უფრო იყო, ვიდრე თეოსი, მას კი სურდა რომ გოოგნა ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ყოფილიყო... მანქანის კარები გაუღო და ჩაჯდომაში დაეხმარა. ერთ ერთი პრესტიჟული რესტორანი ჰქონდათ დახურული... ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა. ყველაფერი ძალიან გემოვნებიანად იყო მოწყობილი. მართალია არ იყო ტრადიციული ქორწილი, მაგრამ სიძველის ელემენტები მაინც შეიმჩნეოდა. დარბაზში ოცდაათამდე მრგვალი მაგიდა იდგა, მეორე სართულზეც ამდენივე იყო განლაგებული... სიძე პატარძლის მაგიდას ყველა ხედავდა, მეორე სართულიდანაც ჩვეულებრივად უყურებდნენ... რამოდენიმე ფერის განათება ერთმანეთს ეცვლებოდა. მაგიდები ისე განელაგებინათ რომ საცეკვაოდ საკმაოდ დიდი ადგილი იყო დატოვებული. რესტორანში წყნარი მუსიკის ჰანგები ჟღერდა. ხალხს უკვე დაეკავებინათ თავიანთი ადგილები. წყვილის შემოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... სიძე–პატარძალმა თავიანთი ადგილი დაიკავეს და დაიწყო მხიარულება. მალე ცეკვის ჯერიც დადგა, თავიდან მეჯვარეები გადმოვიდნენ, მერე ირაკლიმ თავისი მეუღლე გამოიწვია... გვანცა საკუთარი ნამუშევარით აღფრთოვანებული იყო. ირაკლი და თეონა ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. ცეკვა მალე დასრულდა. თამადამ მიკროფონი მოიმარჯვა და ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დალოცა, ტრადიციული ქორწილი ნამდვილად არ იყო... თამადა სულაც არ ცდილობდა თავისი გრძელ, გრძელი მონოლოგებით მოებეზრებინა ხალხისთვის თავი, (წინასწარ იყო გაფრთხილებული) ამიტომ წვეულება ძალიან მხიარულად მიდიოდა. ქართულ სიმღერებს უცხოური ენაცვლებოდა... მართლაც, რომ ახალგაზრდების შესაფერისი სიტუაცია იყო. მალ ნელი ვალსიც აჟღერდა, ირაკლიმ ლაშას მხარი გაჰკრა...
–რა გინდა?
–აუ ადექი დროზე გვანცას ეცეკვე, იქნებ ამ ჩემს ცოლს ცოტა შერცხვეს და თქვენს შემდეგ მოერიდოს ცეკვა...
–დამპალო, გავიგონე... ჩუმად ჩაარტყა თეონმ და ვითომც არაფერიო ისე გაუცინა...
–აუ არა, დღეს მთელი დღეა გამირბის, არამგოია დამთანხმდეს...
–მიდი, მიდი... ჩემი ქორწილია, არამგონია ჩაშლა უნდოდეს. თეონამ თვალი ჩაუკრა და ლამის ძალით ააგდო სკამიდან...
ნელი, აუჩქარებელი მოძრაობით უახლოვდებოდა გვანცას... გოგონამ თიტქოს მისი მზერა იგრძნოო, უკან მობრუნდა... ლაშამ ხელი გაუწოდა...
–ვიცეკვოთ?
–არ მინდა!
–სირცხვილია, ყველა ჩვენ გვიყურებს...
გვანცამ უნდობლად გაუწოდახელი და თავი დახარა....
–რატომ გამირბოდი დღეს?
–სულაც არ გაგირბოდი...
–როგორ არა...
–რა გინდა?
–მე? მე შენ მინდიხარ.
–ყოველთვის გიყვარდა იმაზე ოცნება, რაც არასდროს გეღირსებოდა...
–იცი? ადრე სულ სხვანაირი იყავი, მართალია ადრეც ძალიან მიყვარდი, მაგრამ ახლა... ახლა მაგიჟებ, რატომ არ გესმის? თითქოს ვიღაცამ გაგანათა, შენში ნამდვილი ქალი გააღვიძა... ნუთუ სხვა მამაკაცი ურევია ამ საქმეში?
გვანცას თვალწინ პაარა ცოტნე წარმოუდგა, ლაშას თვალებში ჩახედა და მტკიცედ უპასუხა.
–ხო! ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა... მის თვალებში ტყუილის ნატამალიც კი არ იკითხებოდა, ლაშა თან ბრაზდებოდა, თანაც ძალიან შურდა.
–ვერც წარმოიდგენ, თუ როგორ მშურს მისი! მან ის შეძლო რაც მე ვერ მოვახერხე...
–უკვე გვიანია სინანული...
–გიყვარს?
–ძალიან!
–ჩემზე მეტდაც?
–ხო, შენზე მეტად მიყვარს...
რატომ არ უნდა ჰყვარებოდა ლაშაზე მეტად? ცოტნე, ხომ ლაშას სისცოცხლის ნაწილი იყო, მათი სიყვარულის ნაყოფი... მთელს ქვეყანას ერჩივნა, თუმცა ლაშა არ იცნობდა საკუთარ ,,მეტოქეს“. გონებაში უამრავი აზრი უტრიალებდა... როგორ სურდა ერთხელ მაინც ენახა იგი... წარმოიდგენდა თუ როგორ მოკლავდა მას... როგორ გამოასალმებდა სიცოცხლეს საკუთარ მეტოქეს და სულაც არ განიცდიდა სინანულს... მოულოდნელად თვალები ბოროტულად აენთო...
–რა გჭირს ლაშა?
–მე? მე არაფერი... მაგრამ იცოდე იმ არაკაცს მოვკლავ... გესმის? მოვკლავ...
–მაგას ვერ შეძლებ...
–რატომ გგონია?
–იმიტომ, რომ შენ თუ ამას გააკეთებ ჩათვალეე, რომ მეც მომკლავ და საკუთარ თავსაც სიცოცხლეს გამოასალმებ... ქალი ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ უჭირდა მასთან შეწინააღმდეგება.
არავინ იცის რას მოიქმეებდა ლაშა ახლა მარტო, რომ ყოფილიყვნენ. ალბათ ზალადობით ეცდებოდა საკუთარი სიყვარულის დაბრუნებას და ამით საქმეს გააუარესებდა... საბედნიეროდ ისინი მარტო არ იყვნენ, მალე ცეკვაც დასრულდა, აღელვებული გვანცა ლაშას დაუსხლტა და საკუთარ მაგიდას დაუბრუნდა. ამ საუბრის მერე ლაშასთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა... მთელი საღამო უაზროდ იჯდა, ხან და ხან თუ გაიღიმებდა, ისიც ირაკლის ხათრით. თერთმეტი სრულდებოდა, როცა გვანცას მობილური აწკრიალდა, მზია ურეკავდა. ცოტნე ვერ იძინებს და სახლში დაბრუნდიო. ქალი ანერვიულდა, ნეტავ რა უნდა მომხდარიყო? ცოტნეს ხომ არასდროს უჭირდა დაძინება... თეონასთან და ირაკლისთან მივიდა, კიდევ ერთხელ დიდი ბედნიერება უსურვათ და წამოვიდა...
მისი წასვლის შემდეგ ლაშა კიდევ უფრო ანერვიულდა, არც სვამდა, არც ჭამდა... კუნძივით იჯდა და ერთი სული ჰქონდა თუ როდის დამთავრდებოდა ეს ქორწილი... პირველი საათისთვის ხალხმა დაშლა დაიწყო, როცა ბოლო სტუმრებიც წავიდნენ ლაშა თეონას დაემშვიდობა... ირაკლიმ ცალკე სთხოვა გასვლა.
–რა გინდოდა იკა?
–იცი რა ძმაო? მთელი სიცოცხლე ისე გავატარე, რომ სიტყვა სიყვარულის გაგონებაც კი სიცილს მგვრიდა, მაგრამ ამ ალქაჯის გამოჩენამ მაიძულა რაღაც–რაღაცები გადამეფასებინა... მივხვდი, რომ ამ ქვეყნად მართლაც არსებობს ,,რაღაც“ და დამიჯერე ეს ,,რაღაც“ მართლა ერთხელ მოდის. მეც მერგო ბედნიერება და მესტუმრა... შენ ჩემზე ადრე გამოსცადე იგი და გარკვეული მიზზების გამო დაკარგე... არ ვიცი ეს სიყვარულია, თუ რაიმე უფრო მეტი, მაგრამ შენს ცხოვრებაში ის გვანცას სახით გამოჩნდა... ამიტომ გთხოვ... არა კი არ გთხოვ, მოვითხოვ იბრძოლო ყველაზე ძვირფასისთვის და ეს ლამაზი ისტორია უფერულად არ დაასრულო....
ლაშა გაოგნებული უსმენდა მეგობარს... მოულოდნელად რაღაც იდეა დაებადა... ირაკლის გიჟივით ეცა და კოცნა დაუწყო (ლოყაზე!)
–მიყვარხარ იკა, მიყვარხარ!
–ლაშა, არ მეგონა გეი თუ იყავი... მომეშვი გეხვეწები, ნუ დამინგრევ ერთი დღის შექმნილ ოჯხს...
–აი ამ გამოხტომების მიუხედავად მაინც ძალიან მიყვარხარ, არასოდეს დავივიწყებ ამ სიტყვებს... ლაშა მეგობარს გადაეხვია და გიჟივით გავარდა გარეთ...
–ამას რა სჭირს? იკითხა თეონამ.
–გარეკა თეო, გარეკა...
ირაკლიმ მეუღლეს ხელი გადახვია და თავზე აკოცა...
–მიყვარხარ თეო... ჩემს გვერდით ხარ და უკვე მენატრები...
–მეც მიყვარხარ...

ლაშას გიჟივით მიჰყავდა მანქანა. პირველად თავის სახლში მივიდა, კარადა გამოაღო და ხელში რაც მოხვდა ყველაფერი ჩაყარა, მერე მშობლების სახლში მივიდა... არ უნდოდა ისინი გაეღვიძებინა, მაგრამ გასაღები ვერ ნახა, ამიტომ მამამისს დაურეკა. გიორგიმ სასწრაფოდ გაუღო კარი.
–ლაშა, ამ დროს აქ რა გინდა?
–რა მინდა და ჩვენი აგარაკის გასაღები, კიდევ დედას რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი და ერთკვირიანი შვებულება...
–რა ხდება წესიერად არ ამიხსნი?
–ვიტაცებ მამა!
–ვის იტაცებ...
–გვანცას ვიტაცებ.
–საკუთარ ცოლს იტაცებ შვილო?
–ხო მამა.
–სულ გაგიჟდი?
–ალბათ... ლაშა მამას მუდარით სავსე თვალებით მისჩერებოდა, გიორგის ბევრი არ უფიქრია.
–გასაღები ჩემს კაბინეტში დევს, ტანსაცმელს ჩამოგიტან... შვებულებაზე არ ინერვიულო... ხვალ ტანსაცმლით და პროდუქტებით დატვირთულ მანქანას გამოგიგზავნი, იმედია იცი რასაც აკეთებ...
–მადლობა მამა...
ლაშამ გიორგის აკოცა და გარეთ გავარდა... არც კი იცოდა როგორ უნდა გამოეთრია გვანცა საკუთარი სახლიდან... ფიქრის თავიც არ ჰქონდა. მის სახლამდე გზა ძალიან გაიწელა. როგორც იქნა მივიდა, მაშინვე მობილური მოიმარჯვა და მას დაურეკა... კარგა ხანს არავინ იღებდა, მერე ნამძინარებმა ხმამ უპასუხა...
–რა გინდა ლაშა?
–გამოდი შენს კართან ვდგავარ...
–შენ ხომ არ გაგიჟდი? წადი დროზე!
–გინდა ახლა ყველა ფეხზე შევყარო?
–რა გინდა ლაშა? ღამის სამი საათია...
–შენს კართან ვდგავარ, ჩამოდი! ორ წუთს გაძლევ ზუსტად!
გვანცამ ხალათი შემოიცვა და ისე ჩაირბინა... ლაშა კარებთან იდგა და ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა...
–რა გინდა?
–შენ მინდიხარ!
–ეს უკვე მომისმენია...
ბიჭი მკლავზე წაეტანა და სახლიდან გამოათრია..
–რას აკეთებ? ხომ არ გაგიჟდი?
–ახლა მისმინე, უხმოდ ჩაჯდები ჩემს მანქანაში, და მთელი გზა ხმას არ გაიღებ... ან არა და მე მამაშენთან შევალ და ვეტყვი, რომ მიყვარხარ და შენს გარეშე სიცოცხლეს არ ვაპირებ!
–ლაშა მთვრალი ხარ?
–არა, არ ვარ... ასეთი საღი გონება ჯერ არ მქონია.
ბიჭმა ქალი მანქანაში ჩასვა... საღამო იყო და საკმაოდ ციოდა, გამათბობელი ჩართო, მაგრამ სანამ ატებოდა საკუთარი ქურთუკი მოახვია.
–არ მჭირდება არაფერი! უთხრა მან და ქურთუკი ძირს დააგდო.
მთელი გზა ტიროდა....
–დადგება დღე და მადლობას მეტყვი.
–რისთვის მეტყვი მადლობას? იმისვის, რომ ხვალ დილას სახლში ვერ მნახავენ და მამაჩემს გული გაუსკდება?
–შეგიძლია დედაშინს დაურეკო და გააფრთხილო.
–ხოო? რა ვუთხრა?
–უთხარი, რომ შენი ცხოვრების სიყვარულს გაჰყევი...
–ლაშა არ გაპატიებ, გეფიცები არ გაპატიებ...
–ნუ ნერვიულობ პატარავ, გაგვიგებენ... ლაშამ ეს თქვა და მუხლზე ხელი დაადო...
–შემეშვი. დაიკივლა ქალმა და მისი ხელი მოიშორა...
–ნუ გეშინია, მანქანაში არაფერს დგიპირებ, მაგისთვის ბევრი დრო მაქვს. მთელი თავისის ირონია ამ სიტყვებში ჩააქსოვა ბიჭმა.
როგორც იქნა სახლამდე მიაღწიეს... გიორგის დიდი სურვილი იყო, რომ აგარაკი ყველა სახლისგან მოშორებით აეშენებინათ, აი ლაშას როგორ გამოადგა ეს სიტუაცია. რამდენიც არ უნდა ეყვირა გვანცას ვერავინ ვერ გაიგონებდა... სახლში შევიდნენ, თუ არა ბიჭმა საძინებლის კარი უჩვენა... გვანცას ჟრუანტელმა დაუარა.
–შენც აქ აპირებ დაძინებას? გაკაპასდა ქალი.
–რა თქმა უნდა ძვირფასო...
–გიჩივლებ ადამიანის გატაცებისთვის.
–დაგავიწყდა? შენ ჩემი ცოლი ხარ...
–ჩვენ ხომ განვქორწინდით უკვე...
–ჯვარი არ აგვიყრია ძვირფასო... ხედავ? იმქვეყნადაც კი ვერ მომიშორებ.
–მეზიზღები!
–მე კი მიყვარხარ!
ბიჭმა მას საწოლისკენ უბიძგა...
–შენთან ერთად არ დავიძინებ!
–რა ვქნა თოკით მიგაბა, თუ ჩემი მხურვალე მკლავებით?
ლაშა უკვე ხუმრობის ხასიათზე დამდგარიყო...
–რა ამაზრზენი ხარ, ვერც კი წარმოიდგენ!
–შენ კი ძალიან საყვარელი ხარ... ჰა რას იზამ ახლა, გაიხდი, თუ მე გაგხადო? უი სულ დამავიწყდა, ისეთაც პენუარით ხარ წამოსული... ბიჭი ხარხარებდა... აი გვანცა კი სულაც არ იყო სიცილის ხასიათზე, ოთახს ათვალიერებდა, ეძებდა ნებისმიერ ნივთს, რომელსაც ლაშას ჩაარტყამდა და თავს გაუტეხავდა... ასეთი მხოლოდ ერთი ბრა იყო.... ოთახს მაინც ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა, თავისუფლად შეეძლო იგი მოედღლიზა და ლაშასთვის ჩაერტყა, ოღონდ ჯერ იქამდე უნდა მიეღწია. ქალი ადგა და ნალი მოძრაობით ლაშას ზურგს უკან აღმოჩნდა.
–გიყვარვარ? უჩურჩულა მან...
–კი მიყვარხარ... ლაშას ძალიან აბნევდა მისი სიახლოვე... ქალმა კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა უკან და ბრა მოგლიჯა.
–ანუ თავი რომ გაგიტეხო არ გეწყინება? დაიყვირა მან და ხელი მოუქნია...
ლაშა სწრაფად მობრუნდა და მაჯა გაუკავა...
–შენ სულ გააფრინე?
–შენ საკუთარი სახლიდან მომიტაცე და კიდევ მე გავაფრინე?
–მოკლედ ვხვდები ძალიან აღელვებული ხარ, სჯობს დავიძინოთ!
ლაშამ გვანცა ხელში აიტაცა და საწოლზე ჩამოსვა. ქალი ყვიროდა მუშტებს უქნევდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა... ლაშა უბრალოდ იდგა და ხარხარებდა. ქალი ყვირილს მორჩა და ახლა აქვითინდა... ლაშა ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა. მას ხელი გაუშვა და ოთახიდან გავიდა. კარები ჩაკეტა. გვანცამ კარგა ხანს აბრახუნა, იყვირა, იწივლა... თუმცა ლაშას რეაქცია არ ჰქონდა, უკვე ზალიან გვიანი იყო, ქალს ეძინებოდა... საწოლამდე ძლივს მიბობღდა. ხმაური, რომ შეწყდა ლაშამ მის ოთახში შეიხედა... მიძინებულ გოგონას შუბლზე აკოცა და უკან გაბრუნდა.
(მეშვიდე თავი)
გვანცა მელი დატვირთვით იყენებდა საკუთარ პრივილეგიას, მთელი დღე ყვიროდა და კარებზე აბრახუნებდა. თერთმეტი საათისთვის ლაშამ ოთახში ააკითხა და საუძმე მიართვა...
–შე ცხოველო, გამიშვი დროზე!
–საუზმე მოგიტანე... და კიდევ მინდა დედაშენს დაურეკო.
გვანცა კარგა ხანს გაშეშებული იდგა... ლაშამ მობილური მოიმარჯვა და ნომერი ჰკითხა. გვანცას არ უნდოდა მშობლების გაღიზიანება, ამიტომ დედას დაურეკა.
–ახლა კარგად მისმინე, ეტყვი, რომ გიყვარვარ და ჩემთან რთად წამოხვედი, ერთ კვირაში კი უკან დავბრუნდებით და ერთად ვიცხოვრებთ.
–გაგიჟდი? მაგას არ ვეტყვი.
–არ ეტყვი და სამუდამოდ აქ მოგიწევს დარჩენა, გაიგე გოგო?
–არ მაინტერესებს! არსადაც არ დავრჩები...
ლაშამ ცალი ხელი ყბაზე მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა...
–მტკივა შე ცხოველო.
–ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი კარგად იცი, რომ მაინც და მაინც მომთმენი ადამიანი არ ვარ, შეიძლება რამე ისეთი ჩავიდინო, რასაც შემდეგში ორივე ვინანებთ, ამიტომ ის გააკეთე რასაც გეუბნები. კარგი?
–მაინც რა უნდა ჩაიდინო?
–ძალიან გაინტერესებს?
ლაშამ გოგონა მკლავებში მოიმწყვდია და ვნებიანად აკოცა, მერე საწოლზე დაახეთქა და თვითონ ზემოდან მოექცა, და მის პერანგს დასწვდა. კარგა ხანს ეწვალა გახდაზე, მაგრამ გვანცა ხელებს იქნევდა და ილანძღებოდა.... მალე მისი პენუარისგან ნაფლეთებიღა იყო შემორჩენილი. გვანცა ერთიანად თრთოდა. ლაშა მას მისჩერებოდა, ცდილობდა თავი შეეკავებინა, მაგრამ უძლური იყო.
–შემეშვი შე დეგენერატო! გვანცამ ხელები გაინთავისუფლა და სიშიშვლე დაიფარა.
–შეგეშვები, არა იმიტომ, რომ ეს შენ გინდა, უბრალოდ ასეა საჭირო. ახლა კი ის გააკეთე რაც გითხარი.
–შიშველი ვიყო?
–რა იყო, არ მმყავხარ ნანახი?
–ბინძურო!
–კარგი ჰა, დედაჩემის ტანსაცმელი დევს ჩანთაში... მოგიტან.
ლაშა მოშორდა თუ არა ზეწარი შემოიხვია...
–კარები ჩავკეტო? ა, უი... შენ ხომ შიშველი ხარ... ეგრე, ხომ არ დაგტოვო?
–საძაელო. დაიღრიალა გვანცამ.
ლაშამ მალე მოუტანა ჯინსები და ლურჯი მაისური... ტანსაცმელი საკმაოდ კარგად ჰქონდა. გვანცას სხვა გზა არ ჰქონდა, დედამისს დაურეკა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ლაშას სურდა, მზია კინაღამ გაგიჟდა. გვანცა შეჰპირდა, რომ ცოტა ხანში ყველაფერს აუხსნიდა და ყურმილი დაუკიდა. ქალმა არ იცოდა რა ექნა, ძალიან ენატრებოდა თავის შვილი, მაგრამ გამხელაც არ სურდა... საკუთარ პრივილეგიას მთელი დატვირთვით იყენებდა, ოთახში იჯდა და ყვიროდა. კარებზე აბრახუნებდა. ლაშას რეაქცია არ ჰქონდა. მოულოდნელად ხმაური შეწყდა. ლაშამ ოთახში ააკითხა.
–რა გჭირს გვანც? დაიღალე?
პასუხი არავინ გასცა... ლაშას ცოტა გაუკვირდა. გასაღები ამოიღო და კარი გააღო. ქალი საწოლზე იჯდა და ტიროდა.
–რა გჭირს გვანც?
–შემეშვი.
–შევრიგდეთ რა, ხომ იცი ჩემს იქეთ გზა არ გაქვს.
–მე შენ აღარ მიყვარხარ, რით ვერ შეიგნე?
–იცი რა? რაც მთავარია მე მიყვარხარ, დამიჯერე ესეც საკმარისია.
–არა, არ არის! ნუთუ ვერ ხვდები, რომ თუ შენთან დავრჩები მამაჩემი გაგიჟდება?
–კარგი რა, დარწმუნებული ვარ მასაც ისე უყვარხარ, როგორ შენ გიყვარს... შენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს, ხომ იცი?
–მამაჩემის ხასიათს ნუ მასწავლი! თან ხომ გითხარი, მე უკვე სხვა მყავს.
–ვინ სხვა? ლაშას აშკარად დაეტყო გაბრაზება.
–არაა ეგ შენი საქმე!
–იცი რა? სამუდამოდ აქ გამოგკეტავ, ან საერთოდ ისეთ ადგილას წაგიყვან, რომ ვერავინ მოგვაგნოს... გაიგე?
–ამით რა შეიცვლება? უკანასკნელი კაცი, რომც იყო მაინც აღარ დაგიბრუნდები, გაიგე?
–ვერა, ვერ გავიგე და არც მაინტერესებს!
–ხოდა იყავი აქ!
ლაშამ ოთახი დატოვა...
ასე გავიდა რამოდენიმე დღე, გვანცას ტირილისგან თვალები დასიებოდა. საწოლის ერთ კუთხეში იჯდა და არც კი ინძრეოდა... მალე ლაშას მობეზრდა ეს ყველაფერი. ერთხელაც ოთახში შეუვარდა და სულ ძალით გამოათრია.
–ნუ ხარ ასე, გეხვეწები... გამოცოცხლდი. არ მინდა ასეთს გხედავდე.
–მე მეკითხები რა მინდა?
–გვანცა, რატომ მიმტკიცებ იმას, რომ არ გიყვარვარ?
–იმიტომ, რომ ასეა!
–იცი? შენი მშურს, როგორ შეგიძლია უძლებდე ამას?
–რას?
ლაშამ მას ძალიან თბილად აკოცა, თითქოს სურდა ამით მის გულში შეეღწია... მას ხომ ყოველთვის კარგად შეეძლო გვანცას გულის სიმებზე შეხება. ახლაც ასე მოიქცა. შეამჩნია თუ როგორ გაუასმაგდა ქალს გულის ცემა, მისი ხელი დაიჭირა და გულზე დაადო... მერე თავის გულზე მიიკრა.
–ვერ გრძნობ?
–არ მაქვს უფლება ვგრძნობდე!
–რატომ?
–იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემი უბედურების მიზეზი.
–აივიწყე ის, რაც წარსულში მოხდა, მომეცი ნება შენთან ერთად ხელახლა დავიწყო ცხოვრება... არ გვაქვს ამის უფლება?
–არა!
–მხოლოდ ერთ შანსს ვითხოვ.
–ვერ გავიგე რას ამბობ.
–უბრალოდ ჩემს ნებას დაჰყევი და არ შემეწინააღმდეგო, კარგი?
–არა.
–გეშინია?
–რისი უნდა მეშინოდეს?
–იმის, რომ ჩემთან დაბრუნდები.
–არა, ეგ არ მოხდება!
–მაშინ დამიჯერე...
–კარგი ჰა, რა გინდა?
–ხომ იცი რაც მინდა? ბიჭი მას დაბინდული თვალებით მისჩერებოდა. მისი მზერა ყველაფერს ამჟღავნებდა, ხარბად მისჩერებოდა გვანცას სისხლისფერ ტუჩებს და ელოდა საწირო მომენტს... ქალს მისი საქციელი თავბრუს ახვევდა. ნელ, ნელა თვალები მილულა, ბაგე მსუბუქმა ღიმილმა გაუპო. ლაშა მიხვდა, რომ უკვე დრო იყო, დრო იყო მის სხეულს ისევ დაუფლებოდა, დრო იყო ისევ აეჟღერებინა ის ნაზი მელოდია, რასაც სიყვარული ერქვა...
სიამოვნებისგან გადაღლილ გვანცას მეუღლის მკლავზე მიეძინა... ლაშა კი უბრალოდ მას უყურებდა, უყურებდა და იხსენებდა ყველა იმ წუთს, რომელიც მასთან ერთად გაატარა. ვერც კი გაიგო ისე ჩამობნელდა, ოთახში საგრძნობლად აცივდა, ეს გვანცამაც იგრძნო, ოდნავ შეირხა...
–გაიღვიძე ლამაზო?
რამდენი ხანია ამ სიტყვებით არავის გაუღვიძებია, მთელი სამი წელი ელოდა ამ დღეს. თურმე ისევ შესძლებია სიყვარული... ყველაზე დიდი ტკივილი იყო ამის გახსენება. ჯერ კიდევ ვერ ენდობოდა ლაშას... ეგონა, რომ ეს ბედნიერება, რომელიც ასე მოულოდნელად დაატყდა თავს მალევე გაქრებოდა... ამის ყველაზე მეტად ეშინოდა.... ფიქრობდა, რომ ულამაზეს სიზმარში იყო და თვალის გახელაც არ სურდა... მალე ისევ მოესმა ნაცნობი ხმა.
–გვანცა, გძინავს?!
არა ეს აშკარად რეალობა იყო, თუმცა თვალის გახელის მაინც ეშინოდა... აი როგორც იქნა სძლია საკუთარ თავს და... მის ულამაზეს თვალებს გადაეყარა...
–სიზმარში ვარ? იკითხა დაბნეულად.
–ხო... სიზმარში ხარ... უსასრულო სიზმარში და შენ თუ მოინდომებ არასდროს მოგცემ გამოფხიზლების საშუალებას.
–მინდა, მაგრამ...
–ისევ ეს მაგრამ! მოდი დავივიწყოთ ყველა და ყველაფერი... საერთოდ გადავიკარგოთ ამ დამპალი რეალობიდან, ერთად ვიცხოვროთ სიზმარში...
–ეს ხომ შეუძლებელია არა?
–შენ თუ მოინდომებ შესაძლებელი იქნება.
–მე ვერ დაგპირდები, რომ მთელს ცხოვრებას სიზმარში გავატარებთ, მაგრამ შეგვიძლია დარჩენილი სამი დღე გავატაროთ ისე, როგოც ჩვენ მოვისურვებთ...
–რა იქნება მერე?
–მერე? მერე ჩვენ დავუბრუნდებით საკუთარ ცხოვრებას.
–ერთად?
–არ ვიცი, ვნახოთ... გოგონას უცებ გააჟრჟოლა.
–გცივა?
–ხო, შემცივდა.
–დამელოდე, ცეცხლს დავანთებ...
ლაშა ოთახიდან გავიდა, გვანცაც ადგა ჩაიცვა და საწოლიც გაასწორა... დაბლა ჩავიდა თუ არა სითბო იგრძნო.
–მოხვედი? უაზრო კითხვა დასვა ლაშამ.
–ხო... ასევე უაზრო პასუხი დაუბრუნა გოგონამ.
კარგა ხანს ისხდნენ ბუხრის წინ... არ საუბრობდნენ, ანდა რა საჭირო იყო უაზრო სიტყვები როცა ამხელა გრძნობა დაუფლებოდა მათ სულებს.
–ლაშა... დუმილი დაარღვია გოგონამ.
–გისმენ.
–ამ სამი წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა, შეგიძლია შეეგუო ნებისმიერ სიახლეს?
–რას გულისხმობ?
–შეგიძლია შეეგუო იმ ფაქტს, რომ ამ სამი წლის მანძილზე მე სხვასთან მქონდა ურთიერთობა?
კაცი შეცბა, ნამდვილად არ მოელოდა ამ კითხვას.
–რამდენად ახლო?
გვანცა უკან მობრუნდა და ბიჭს თვალებში ჩააცქერდა... რისთვის დასვა ეს უაზრო კითხვა? თავადაც არ იცოდა, ალბათ უბრალოდ ცდილობდა გაერკვია, თუ რამდენად უყვარდა ლაშას...
–შეეგუები იმ ფაქტს, რომ სხვა კაცისგან შვილი მყავს?
გაოგნდა... გაშტერდა... გაბრაზდა... დამუნჯდა... ხმას არ იღებდა, უბრალოდ გვანცას უყურებდა, მოულოდნელად ადგა და წავიდა.
,,რა შტერი ვარ“
ფიქრობდა გვანცა... უნდოდა ყველაფერი აეხსნა, მაგრამ ლაშა ისე გავარდა სახლიდან ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. გვანცა კარგა ხანს ელოდა, მერე დაიღალა და თავის ოთახსი ავიდა.
,,რამ მომაფიქრებინა ეს სისულელე, რა იდიოტი ვარ“
–გვანცა გღვიძავს? კარი შემოაღო ლაშამ...
–შემოდი.... უპასუხა მან და საწოლიდან წამოჯდა.
–შენთან დალაპარაკება მინდა.
–მეც მინდა შენთან საუბარი, ყველაფერი უნდა აგიხსნა.
–არა მისმინე, არაფრის ახსნას არ გთხოვ... მართალია ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს ფაქტი, მაგრამ ვხვდები, რომ შენს გამო მზად ვარ ყველაფერზე უარი ვთქვა, მათ შორის ჩემს თავმოყვარეობაზეც. შვილი, ეს მართლა ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ ყველაფერს გავიგებ. ვეცდები ისევე შევიყვარო, როგორც საკუთარი...
–ნასვამი ხარ?
–ხო...
–გეტყობა...
–კარგი რა, ნუ მეხუმრები.... ხვალვე დავბრუნდეტ თბილისში, სენს მშობლებს ყველაფერს ავუხსნი, შენს, უფრო სწორად ჩვენს შვილსაც გავიცნობ და მაშინვე ჩვენს სახლში დაგაბრუნებ.
გვანცა ემოციებს ვერ იკავებდა, ამ დიდი სისულელის მიუხედავად ლაშამ მაინც მოინდომა მასთან დარჩენა... ნუთუ ეს არის ნამდვილი სიყვარული? ლაშას კისერზე ჩამოეკიდა და მაგრად... ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
–სჯობს ახლა დაიძინო. ხვალ მძიმე დღე გველის...
ბიჭმა ეს უთხრა და ოთახი დატოვა, გვანცა კარგა ხანს ფიქრობდა... როგორც იქნა ჩამოეძინა... დილას ლაშამ გააღვიძა, აცნობა, რომ წასასვლელად მზად იყო, მასაც ბევრი დრო არ დასჭირვებია, უცებბ ჩაიცვა და მანქანაშიჩაჯდა. თბილისამდე ისე იარეს ხმა არც ერთს არ ამოუღია. გვანცას სახლს, რომ მიადგნენ ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანიდან გადმოვიდა... მაშინვე გვანცას კართან მიირბინა და გადმოსვლაში დაეხმარა. სახლში ხელი ხელ ჩაკიდებულები შევიდნენ... იქაურობა ერთი შეხედვით ცარიელი ჩანდა, გვანცამ პირველად მამამისის ძებნა დაიწყო... მის კაბინეტთან მივიდა და დააკაკუნა.
–ვინ არის? მოისმა მკაცრი ხმა.
გვანცამ კარი შეაღო, ცოტნე დივანზე იჯდა ვისკის ჭიკით ხელში და სვამდა.
–მოვედი მამა...
–გაგახსენდა, რომ მამა გყავს?
–მაგას ნუ ამბობ, გთხოვ.
მალე ოთახში ლაშაც შემოვიდა, მისმა დანახვამ ცოტნეს გაღიზიანება გამოიწვია.
–ბატონო ცოტნე, გვანცას ნუ უსაყვედურებთ, ყველაფერი ჩემი ბრალია... ლაშას უნდოდა იმის თქმა, რომ გვანცა ძალით წაიყვანა, მაგრამ ქალმა არ აცადა.
–მამა მე აგიხსნი ყველაფერს.
–ჯერ მზიას დავუძახოთ.
შვილის დანახვამ დედა ძალიან გაახარა, მაშინვე მას ჩაეხუტა. აზრადაც არ მოსვლია, რომ გასწყრომოდა. მერე გვანცამ ის ცოტნეს გვერდით დასვა და ყველაფერი აუხსნა... თქვა, რომ ლაშა ისევ უყვარს, რომ მის გარეშე არ შეუძლია. ცოტნეს ყველაზე მეტად შვილის ბედნიერება სურდა... მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გვანცა მამას მიუახლოვდა და ჩაეხუტა....
–არ იტირო, ხომ იცი ვერ ვიტან ამას.
–ვიცი მა, ვიცი.
–შენ? არაფრის თქმას არ აპირებ? ცოტნე ახლა ლაშას მიუბრუნდა.
–მე გავაბედნიერებ თქვენს გოგონას...
–შენთვისვე სჯობს ასე იყოს!
–დე, ცოტნე თავის ოთახშია? საუბარი გააწყვეტინა გვანცამ.
–კი, სძინავს.
–ჩვენ ავალთ კარგი?
გვანცამ ლაშას ხელი ჩაჰკიდა და კიბეებზე აიყვანა, კაცს გული უცნაურად უცემდა, თითქოს რაღაც ისეთს უახლოვდებოდა, რაც მის ცხოვრებას შეცვლიდა. რა იცოდა, რომ საკუთარი შვილის კოსანახულებლად მიდიოდა.
გვანცამ ოთახი ძალიან ფრთხილად შეაღო, მაგრამ ცოტნეს მაშინვე გამოეღვიძა, დედა დაინახა თუ არა საწოლიდან გადმოძვრა და მისკენ წაბანცალდა.
–დე ლოგოლ ხალ? სად იყავი ამდენ ხანს, მომენატლე.
–მეც მომენატრე ჩემო პატარავ... _ლაშა შემოდი!
კაცი ოთახში შევიდა და თვალი მოჰკრა ხუჭუჭთმიან ქერა არსებას... ბავშვი დიდრონი, ლურჯი თვალებით მისჩერებოდა... ლაშას თვალები ცრემლით აევსო და მუხლებზე დაეცა...
–დედიკო ვინ ალის ეს ბიძია? საყვარელი ხმით იკითხა პატარა ბიჭმა... ლაშამ კიდევ უფრო დიდი მსგავსება აღმოაჩინა მასსა და ბავშვს შორის, მხოლოდ ერთი სიტყვა აღმოხდა.
–მომატყუე?!
–მაპატიებ? იკითხა გვანცამ...
–რატომ მომატყუე?
–არ ვიცი...
–დე ლა ხდება? იკითხა გაურკვევლობაში მყოფმა ბავშვმა.
–მამიკო ჩამოვიდა დე....
პატარას თვალები გაუნათდა, ლაშასთან მივიდა და ბოტოტა ხელებით კისერზე მოეხვია... ის ხმას ვერ იღაბდა, უბრალოდ შვილს ეხუტებოდა...
მართლაც რა უცნაურია ცხოვრება არა? სიურპრიზებს ისეთ დროს გიწყობს, როცა ყველაზე ნაკლებად ელი, ამით გაიძულებს მიხვდე, რომ ცხოვრება მშვენიერია... საშუალებას გაძლევს დაფიქრდე, გაანალიზო თუ რა ხდება ირგვლივ... ლაშას ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ მთავარს მიხვდა...
,,განშორება გულს უფრო მოყვარულს ხდის...“
დ ა ს ა ს რ უ ლ ი !

წინა თავში მისაყვედურეს რატომ დადე ეს ისტორიაო... ძველი ნიკი გამიუქმდა და მინდოდა ხელახლა გამომექვეყნებინა, მგონი არაფერი დამიშავებია <3



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

უიმეე,შენ ხაარ?!:))). გეთქვა მერე თავიდანვე. მე მეგონა ,რომ ეს ისტორია სხვამ მოიპარა და თან შეფასებას რომ ითხოვდა...იმ ძველი ნიკით როგორც მახსოვს რაღაც ისტორია დაიწყე და არ დაგიმთავრებია ხო?! მაგასაც დააყენე საშველი:)).

 


№2  offline წევრი flightless bird

ჰო მე ვარ :დ :დ :დ დავკარგე ის ნაწერები სამწუხაროდ :დ ://
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline მოდერი bibo

Au iseti kargi iyo dasamtavreblad ver vimetebdi :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent