პროვინციელი (5)
ისევ ეს მზის სხივები , ლამაზად ათამაშდნენ ჩემს სახეზე და მეც თვალები გავახილე. ზანტად წამოვდექი საწოლიდან და თვი მოვიწესრიგე, ისევ ფეხშიშველი გავტანტალდი მისაღებში და დივანზე მჯდარ ბიჭებს მივესალმე . მიხაროდა რომ ასე გაუშინაურდნენ შაკოს ,მაგრამ დემეტრეს მაინც ვერ ვიტანდი! -პრივეტ სესილეე - სსაცილოდ გამეწელა დემეტრე და მეც ცალი წარბი ავუწიე - გოგო დაკერა და შოკშია რა - სიცილით მითხრა გაბომ და დაბღვერილს ენა გამოუყო -სესი ხოჩიშ გაგაცნო ჩემი გოგჩო? - შაკოჩემსკენ შემოტრიალდა და წარბები ამითამაშა -არ მინდა - თავი გავაქნიე და იმის წარმოდგენაზე რომ თუ შაკო თავის შეყვარებულს ნახავდა მე ბესო უნდა მენახა უსიამოვნოდ შევიშმუშნე . -კაი რა , მიდი გთხოოვ , თუ შეგაწუხებს ის ბესო დედას გეფიცები ხელებს დავაძრობ! -ოო კაი ხო მაგრამ თუ ძაან ვეუხეშე ჩემი ბრალი არაა - ხელები ავწიე და სამზარეულოში გავედი. იქიდან წვენის ჭიქით დავბრუნდი და შაკოს მივუსკუპდი, დემეტრეს არც შემოუხედავს ,კომპიუტერში აშკარად ვიღაცას ემესიჯებოდა , აი გაბრიელი კი ტელეფონში რაღაცას თამაშობდა და მთელი ტანით და ემოციებით იყო შიგ ჩართული. - რას ჩასჩიჩინებ მაგ კომპიუტერს? - გადახედა ნიკამ დემეტრეს და ტელევიზორის პულტი ხელებში შეათმაშა -იმ გოგოს საათს ვუთანხმებ - ისე უპასუხა თავი არ აუწევია. -ნომი გაქვს? -არა საღამოს სანამ გნახავ მოგწერო - ეს გავიგე დაა უცებ ისეთმა იდეამ გამიელვა რომ საკუთარი თავი 'შემიყვარდა" არა ცუღლუტი არასოდეს ვიყავი მაგრამ აი ახლა დემეტრეს გამწარების ისეთი შანსი მქონდა რომ ეს რო არ გამეკეთებინა მს თავს დავიმარხავდი . მომინდომა ბიჭმა აქ ამ პოატარა გოგოს წინაშე თავისი ნაშების გამომზეურება . ხოდა მაცადოს მაგ ყეყეჩმა! ხომ ვთქვი ვიბლიანი არ შეარჩენთქო . -აუუ სესილიი -ნაწყენმა გადმომხედა შაკომ და დაბლითა ტუჩი საყვარლად დაბრიცა -რა გინდა? რაო ტურფამ? როდის გნახავთ მე და ბესოო? -ტურფა შენ ხარ თუ კაია და დღს ვერ მნახავს , რაღაც კონცერტი ააქვს -უჰ რა კაია , მიყვარხარ ღმერთოო - ხელები ავწიე და ფეხზე წამოვდექი. რატომღაც ჩემი ჩანაფიქრის გამო საოარ ხასიათზე დავდექი და ეს ერთობ სერიოზული გოგო საოცრად ავცანცარდი -რაღაც ცუდად იცინი სესილი ამ დილით - წარბაწეულმა გადმომხედა გაბომ და კიდევ ერთხელ დავფიქრდი იამზე ქონდათ თუ არადეეტრეს და გაბრიელს სახლი. -ბიჭო თქვენ სახლი არ გაქვთ სულ აქ რო ყრიხართ? - წარბაწეულმა გადავხედე ბიჭებს და როცა ჩემი ნათქვამი გავიაზრე სახეზე საშინლად წამოვწითლდი . -ეე სესილი რაიყო გაწუხებთ? - ნაწყენმა გადმომხედა გაბრიელმა და წარბები შეკრა -აუ არა , ცუდად გამომივიდა . ნუ ყოველშემთხვევაში შენ არა ! - დემეტრეს გადავხედე და ფეხზე წამოვხტი. -აბა ვის გშიათ? -მეეეე - ნიკა დემეტრე და გაბრიელი ერთად წამოიართნენ და მეც სიცილით გავუძეხი სამზარეულოსკენ. ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ სახლში მარტო დავრჩენილიყავი. ისე მინდოდა ჩემი გეგმების გახორციელება უკვე ხელები მექავებოდა. მაგრამ თითქოს გულში რაღაც მაინც მწიწკნიდა ასე რომ ვიქცეოდი. ალბათ მეორე მკლავსაც დამილურჯებს ვიბლიანი მაგრამ სამაგიეროს გადახდის წყურვილი მკლავდა. მაცივართან ვიდექი და უაზროდ ვაშტერდებოდი სასურველ პომიდორს როცა ზურგიდან სითბო ვიგრძენი . ვიღაც ძალიან ახლოს მედგა და პირადპირჩემს კისერთან სუნთქავდა. ისე დავიბენი ვერც შვტრიალდი და როცა ვიღაცამ თმა კისრიდან გვერდზე გადამიყარა მაშინღა ვინებე გონზე მოსვლა და მიტრიალება დავაპირე მაგრამ ცხელმა ხელებმა გამაჩერეს. -ფეხსაცმელები ჩაიცვი , გაცივდები! - კატეგორიული მკაცრი ბარიტონი გაისმა და სუნთვა ძალიან მომიახლოვდა. მეგონა კისერში მაკოცებდა მაგრამ შვცდი, ერთხანს ასე იყო მერე კი უცებ გამეცალა და გაშეშებული დამტოვა მაცივართან აყუდებული. ისევ ჩემს თავზე მომეშალა ნერვები! ან რატომ ველოდი კისერში ტკბილ კოცნას? "ვითომ არ გინდოდა " დამცინავად გამომეხმაურა ჩემი ალტერ ეგო და მაშინვე თავი გავიქნიე ცუდი ფიქრების გასაფანტად . აი ახლა სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ ვიბლიანზე შურისძიება მინდოდა. *** -გოგო ჩევნ მაღაზიაში ჩავალთ, რაღაცეები გათავდა და ჭკუით - თითი დამიქნია ნიკამ და ოთხივე ერთად გაუჩინარდა კარებში . ტაში შემოვკარი და ეგრევე მისაღებში დადებული კომპიუტერისგან გავექანე . ახლა მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, ნოუთბუქს კოდი რომ ჰქონოდა "ჩამეფუშებოდა" მთელი გეგმები . ფრთხილად გავხსენი ნოუთბუქი და ღრმად ამოვისუნთქე როცა უპრობლემოდ ჩაირთო. პროგრამებში შევედი და კოდი შევიყვანე . ესეც ასე , ახლა ისე ვერ ჩართავს ის რეგვენი თუ პაროლი არ ჩაწერა , პაროლი კი მე ვიცი , თან ისეთია აზრადაც რომ ვერ მოუვა. "ხელები დაიმოკლე" . ხელის კანკალით გამოვრთე ნოუთბუქი და ადგილზე დავაბრუნე. ცოტა ხანს ჩემს ტანსაცმელში ვიქექებოდი , მერე ჯინსის შორტი და ნაცრისფერი ორი ზომით დიდი მაისური გადავიცვი და ფულიც მოვიმარაგე . -როგორც კი ბიჭები მოვლენ , მე წავალ!- ხმამაღა ვთქვი და ქერა თმა მაღლა ავიწიე, კეტებიც ამოვიცვი და ბიჭებს დაველოდე. უკვე 6 საათი იყო კარები სიცილით, რომ შემოაღეს. -აბა მოიწყინე? - შაკომ შუბლზე მაკოცა და სამზარეულოში წავიდა. -არაა - ეშმაკურად ჩავიცინე და ჩანთა ავიღე. კარადასთან ავიზუტე და დაველოდე როდის მორჩებოდნენ სიცილს -სადმე მიდიხარ დაია? - სიცილით მკითხა ნიკამ და მისაღებში მიმავალ დემეტრეს თავლი გააყოლა. აი სად დაგერხა სესილი! -ააამ , რაღაცეები უნდა ვიყიდო, თან მეგობარიც უნდა ვნახო, მალე მოვალ- სწრაფად მივაყარე და კარისკენ გავიქეცი. სანამ კარს ვაღებდი დემეტრესყვირილი მაინც გავიგე და თავქუდმოგლეჯილი დავეშვი კიბეებზე. -სესილი თითებს დაგაჭრიი- როგორც კი გამწარებული ხმა მისწვდა ყურთასმენას სირბილით გავვარდი ქუჩაში და უკან შიშით მივიხედე, სადარბაზოდან დემეტრე გამოვარდა და მეც მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს . აზრზე არ ვიყავი სად გავრბოდი მაგრამ მთავარი იყო გავრბოდი! ლამის მანქანამ გამიტანა გზაზე გადარბენისას , მერე ვიღაც კაცი გავიტანე და როგორც კი ერთ-ერთ სუპერმარკეტს ამოვეფარე მუხლებს დავეყრდენი და მოსულიერება ვცადე . მერე სუპერმარკეტში წყალი ვიყიდე და ნახევარი ბოთლი გამოვცალე . რაღაცეები ვერ გავთვალე, ცოტა ადრე უნდა გამოვსულიყავი სახლიდან დემეტრეს რომ ვერ დავენახე , მაგრამ ჩემი დაბდურობის გამო "ჩავფლავდი" . ახლა რაღა ვქნა? სად უნდა წავიდე? მსგავსი კითხვები არ მასვენებდა და ლამის მთელი ხმით ავტირებულიყავი როცა ქუჩა მოვათვალიერე და სრულიად უცხო გარემოში ამოვყავი თავი. 2 საათიანი ბოდიალის მერე გადავწყვიტე ნიკასთვის დამერეკა , თორემ უკვე ბნელდებოდა და რამე შარს ავიკიდებდი. ტელეფონი ამოვაძვრინე და უამრავი გამოტოვებული ზარიც დამხვდა . -გაგიჟდი გოგო შეენ? სად დადიხარ ამ შუაღამისას? - მაშინვე ყვირილზე გადმოვიდა ნიკა და მეც ცემლებით ამევსო თვალები. თან ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები ასეთი შტერი რომ ვიყავი . -აუ ნიკა , დავიკარგე მოდი რა - ამოვიწუწუნე და მოღრუბლულ ცას ავხედე -სად ხარ? აუ სესილი ცოტაღა მაკლდა და პოლიციაში ვრეკავდი. ჯერ მე მოგკლავ მერე შაკო და გაბო მოგკლავენ და ბოლოს დემეტრე მოგკლავს - დამამშვიდა თავისი ჭკუით და გბარზებული დემეტრეს წარმოდგენისას ტანში უსიამოვნოდ გამცრა - არ ვიცი , რაღაც მაღაზიაა , ფუდმარტი მანდ მოდი რაა -გაჩერდი და 20 წუთში მოვალ - გაბრაზებულმა მითხრა და გამითიშა. ახლა უფრო ავსლუკუნდი და იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი. -სულელი ხარ სესილი ყველა ასპექტში! - ხამამღლა ვთქვი და მუხლებზე ხელები მოვიხვიე . - თავხედი და ცანცარა ბავშვიც ხარ ! - მკაცრი ბარიტონი მისწვდა ჩემს ყურთასმენას და ფეხზე ფეთიანივით წამოვხტი. სილუეტში დემეტრე რომ ამოვიცანი და მის გამწარებულ მზერას ვკიდე თვალი, შიშისგან მუხლები ამიკანკალდა. -მე ისა ... შენ...- დებილივით ავბლუყუნდი და გარემოს მოვავლე თვალი რომელ მხარეს გავქცეულიყავი ... ჩამქოლეთ , მცემეთ , მაწამეთ მომკალით თუ გინდათ :D ამ ისტპორიას რომ გადავხედე ის ახლაი სულ გადამავიწყდა . ვსიო ვაგრძელებ ამას და ვამთავრებ. იმ მოთხრობასაც დავამთავრებ აუცილებლად. უბრალოდ ამ მოთხრობის წერის "მუღამზე" მოვედი. ხვალაც დავდებ ახალ თავს თუ ქართულის გამოცდაზე გადავრჩი :D თუ გახსოვთ ვინმეს იმედია წაიკითხავთ და არ დაგეზარებათ ორი სიტყვით გამლანძღოთ და მითხრათ ღირს თუ არა გაგრძელება <3 <3 სანამ სოფელში წავალ ანუ 20 ივნისამდე ამას აუცილებლად დავამთავრებ! <3 ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.