შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (16)


3-06-2015, 23:10
ავტორი Anime
ნანახია 6 085

***
დილით ყურში ხმაური მომხვდა და თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს...
ლუკასთან ჩახუტებულს მეძინა... ძლიერი მკლავები ჩემს წელზე შემოეხვია და მშვიდად სუნთქავდა.. ახლაღა შევამჩნიე ჩემი მდგომარეობა... თავი ძლიერად მტკიოდა და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ყველა ძვალი სათითაოდ დამემტვრა... სარკეში ჩაუხედავად მივხვდი რომ ჩემი თვალები ახლა წითელი და ოდნავ დასიებული უნდა ყოფილიყო.
ოდნავ გავფართხალდი და წამოდგომას ვეცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა... ამ ძლიერი მკლავებიდან თავის დაძვრენა შეუძლებელი გახლდათ!
-მმმმ-ამოიზმუილა და ცალი თვალი გაახილა.
-ადგომა მინდა.-ვუთხარი ჩურჩულით.
-ვერსად ვერ წახვალ!-მითხრა გამაფრთხილებლად და თვალი ისევ დახუჭა.
-გთხოვ...
-არა...
-ასე რომ გთხოვო?-ოდნავ წამოვიწიე და ცხვირზე ვაკოცე. გაეღიმა და თავი გააქნია.
-ასე?-არ ვცხრებოდი.ახლა ტუჩსა და ცხვირს შუა ვაკოცე. ისევ იგივე გაიმეორა.
-და ასე?...-ახლა ტუჩებში ვაკოცე.
-აი ახლა ნამდვილად ვეღარ გაგიშვებ!-ორივე თვალი გაახილა, წამის მეასედში გადამატრიალა და თავის ქვემოთ მომიქცია.
-გამიშვი! ვიყვირებ!-სიცილი ამიტყდა.
-ესღა და წადი!-მითხრა ჩურჩულით და ჩემს ტუჩებს მოწყურებულივით დააცხრა.

-მორჩა.... მორჩა.... მე წყალი უნდა გადავივლო და მერე სტუმრებს მივხედოთ!-გავუცინე ისევ. მანაც ხელი შემიშვა და ნება მომცა ავმდგარიყავი.
საწოლიდან ნახევრად შიშველი წამოვდექი და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი. შხაპი მივიღე და თან ჩემს თავზე მეცინებოდა: რატომაა რომ არც მცხვენია და არც ვნანობ? ყველაფერი პირიქითაა... მე ეს მომწონდა... ეს რაღაც სხვა იყო... განსხვავებული...
-გამოხვალ ოდესმე მანდედან? თუ გინდა შემოგიერთდე?-გავიგე კარს უკან ლუკას ცინიკური ხმა.
-გამოვალ!-სხეული შევიმშრალე, ტანსაცმელი გადავიცვი და გავედი.
-იმათ მიხედე თორე დაგვილეწეს სახლი!-ცერით მანიშნა კარებისაკენ და სააბაზანოში შევიდა.



888
ჩემი ოთახიდან რომ გავედი ცხვირში მაშინვე შემომიღიტინა ნაცნობმა სუნმა.
მეჩვენება თუ ეს პიცაა?
-გაიღვიზე?-სამზარეულოდან თავი გამოყო გაღიმებულმა მაკომ რომელსაც ცალ ხელზე ძალიან დიდი ხელთათმანი ეკეთა.
-ჰეი-ახლა თავი გამოყო დათამ.-როგორც იქნაა. აბა შემოდი აქ..
გაკვირვებულმა ცალი წარბი ავწიე და სამზარეულოში შევედი.
საცხობი ღუმელი დენში შეეერთებინათ, მისი ყვითელი მინის უკან კი ულამაზესი პიზა მოჩანდა.
იმხელა ნერწყვი გადავყლაპე რამის დავიხრჩე.
-ჰაა.. როგორია?-მომვარდა მაკო და შემაბანჯღალავა.
-მალე შევჭამთ?-შევხედე ‘’საწყალი’’ თვალებით.
-იმაზე მალე ვიდრე შენ გგონია! თვალი ჩამიკრა დათამ და ღუმელს მიუახლოვდა.
-ორი წუთიც დავაცადოთ და მზადაა!-გააგრძელა გახარებულმა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
-ჰეი ლუკა სადაა?-იკითხა მაკომ და ჩემი ოთახისკენ გაიხედა.
-რავი ოთახში იქნება-ვუპასუხე მეც და თავი დავხარე რომ ლოყები არ ‘’შემვარდისფრებოდა’’. მაკომ და დათამ ერთმანეთს მელიის თვალებით გადახედეს და მერე მე შემომხედეს. ორივეს ენა გამოვუყავი და ჩემი ოთახისკენ გავვარდი.
-დავუძახებ, გამოვიდეს!-მივაძახე ორივეს და ჩემს ოთახში შევედი.
ოთახი ცარიელი დამხვდა. ალბათ სააბაზანოშია... ცოტა ხანი ვაკაკუნე და რომ არ გამიღო სახელური დავწიე და შიგნით შევედი. არც იქ იყო.
ერთ ადგილას გავშეშდი... ანუ ისე გაიპარა რომ ვერ დამენახა.... ისეთ ადგილზე წავიდა რომელიც არ უნდა რომ მე ვიცოდე. სიტყვაც არ უთქვამს ისე წავიდა... მაშინ როცა მე სამზარეულოში ვიყავი ის კარებიდან ჩუმათ გავიდა ისე რომ მეგობრებიც არ მოუკითხია... ნეტავ რაშია საქმე?
მობილური შარვლიდან ამოვაცურე, მისი ნომერი ავკრიფე და დავურეკე.
-‘’მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან’’-გაისმა ხმა რომელიც ჭირივით მეზიზღებოდა. მობილური გავთიშე და იქვე საწოლზე მივაგდე.



888
პიცა გამოცხვა... მე, დათა და მაკო დავსხედით ტელევიზორთან და კნატუნა პიცას მივირთმევდით. ლუკას გარეშე...
ბავშვები მეკითხებოდნენ სად წავიდაო მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მეც არ მქონდა. სულ რამოდენიმე წუთების წინ ყველაფერი ისე კარგად იყო ის კი უბრალოდ ისე წავიდა რომ სიტყვაც არ უთქვამს.
იქნებ ეს იმის ბრალია რომ ვიჩქარე? იქნებ ის რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო? იქნებ ეს ყველაფერი შეცდომა იყო? იქნებ უნამუსო და თავქარიანი ბავშვი ვგონივარ? იქნებ ასეცაა?!
ახლა შემომიტია ყველა იმ კითხვამ რომელიც დილით არც კი გამხსენებია.
ცოტა ხანი ვისხედით და ასე ვლაპარაკობდით. უფროსწორად ისინი ლაპარაკობდნენ მე კი მხოლოდ თავს ვუქნევდი.
ბოლოს როგორც იქნა ლუკამ კარები შემოაღო და გაჩერდა.
-აქ რა ხდება?-იკითხა გაკვირვებულმა.
-რახდება და რომ გაგვეპარე ყველაზე ცოტა პიცა შენ შეგხვდება.-უთხრა მაკომ და დაეჭყანა.
ლუკამ მე შემომხედა მე კი მაშინვე თვალი ავარიდე. მგონი მე მცხვენოდა... არ მინდოდა მისთვის თვალებში შემეხედა.
თითქოს ეს მან შენიშნა, და მზერა მაშინვე მომაცილა.
ორ წუთიანი დუმილი.
მაკო ხან მე მიყურებდა ხან ლუკას. ბოლოს დაიყვირა.
-შეჭამ პიცას ბოლოსდაბოლოს?
-ააა...უი...კი...რავიცი კიი...-თავის ნათქვამზე თვითონვე დაიჭყანა და დათას მიუჯდა.
-მმმ...რაგემრიელია!-წამოიძახა აღტაცებულმა და მთლიანი ნაჭერი ერთი პირის გაღებით გადასანსლა.



***
ასე ვიჯექით ოთხივენი დივანზე და ტელევიზორს ვუყურებდით. ლუკა თვალს მარიდებდა და ვცდილობდი მეც იგივე გამეკეთებინა. ორივე ერთმანეთს ვაიგნორებდით მაგრამ არ ვიცი რატომ... არ ვიცი ეს ჩემი ბრალი იყო თუ ლუკასი. ამას მაკო და ლუკაც გრძნობდნენ და ცდილობდნენ გავემხიარულებინეთ და მეც ისე ვიღიმოდი თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
მოწყენილობისგან დაქანცულმა მაკომ ბოლოს იდეა წამოაყენა ქალაქში გავისეირნოთ, სტუმრის მაინც შეგრცხვეთ-ო.
-არა... ჩემ გამო არა-თავი გააქნია დათამ-მე ისედაც მალე უნდა წავიდე...
-კარგი იდეააა.. მოდი გავიდეთ-გავიღიმე და სანდროს შევხედე. მან ისევ თვალი ამარიდა და სახე გვერდით გასწია...
რა ჭირს ამ ბიჭს?
-რავი, წავიდეთ-შეხედა მაკოს.
-მოვწესრიგდები და მალე მოვალ-თქვა მაკომ და ლუკას ოთახში შევიდა.
-ხოო, მეც-მივაძახე კარებთან მისულს და ჩემი ოთახისაკენ გავწიე.
კარადიდან ჩემი საყვარელი თეთრი-დახეული ჯინსი, ‘’ადიდასის’’ ბოტასები, ‘’Queen’’-ის მაიკა გადმოვიღე და გადავიცვი. ოთახში ლუკა შემოვიდა. გვერდი ისე ამიარა თითქოს ოთახში არ ვყოფილიყავი და სააბაზანოში შესვლა დააპირა მაგრამ ვეღარ მოვითმინე და დავუყვირე:
-რა ჯანდაბა გჭირს?-კარებში გაშეშდა. ცოტა ხანი ასე იდგა და მერე როგორც იქნდა შემოტრიალდა.
-მეე?-და თავის თითი გულთან მიიტანა.
-რავი, მგონი არ უნდა დაძრწოძეს ამ ოთახში ცხონებული პაპაჩემის სული...
-ჰმ...
-აუ ლუკა... მისმინე... შენ თუ ასე აპირებ გაგრძელებას მე...
-რა შენ?-დაიყვირა და ხელები სიგრძეზე გაშალა-მითხარი თაკო რა გინდა? რის მიღწევას ცდილობ? ერთი პატარა აცუნდრუკებული ბავშვი ხარ და მე შენზე სულელი გამოვდივარ იმას რომ დავთანხმდი რაც გუშინ მოხდა.
გამაცია... ამას ნამდვილად არ ველოდი... ახლა მხოლოდ ის მინდოდა თოკზე დავკიდებულიყავი და თავი ჩამომეხრჩო.
-ნანობ?-დავუსვი კითხვა გაუაზრებლად.
პასუხი არ გამცა. ეს კი ვიცოდი რისი ნიშანიც იყო. ის უეჭველად ნანობდა.
-ეს შეცდომა იყო!-დამშვიდებული ტონით მითხრა და ჩემთან ახლოს მოვიდა-შენ ძალიან პატარა ხარ... თითქმის ბავშვი ხარ.. შენ ახლა იწყებ ცხოვრებას და შენთვის ოჯახის შექმნა ზედმეტად ნაადრევია.
თავი დავუქნიე. ზუსტად ვიცოდი ახლა რა უნდა გამეკეთებინა.
-მართალი ხარ-ვუთხარი იმდენად ჩუმად რომ ჩემი ხმა ძლივს მესმოდა.-ორი დღე მაცადე, ჩემს ნივთებს შევკრავ და სამუდამოდ წავალ შენგან... უბრალოდ ორი დღე მაცადე...-ვუთხარი და შემოვბრუნდი.
-თაკო... მე...-მაგრამ მისი ახსნა განმარტება აღარ მოვისმინე და ოთახიდან გამოვედი.
-თაკო. ჩემებმა დამირეკეს სასწრაფოდ უნდა წავიდე ჩამოსულები არიან და უშოვიათ რაღაც ბინა-ოთახიდან გასულს მომვარდა დათა.-ქალაქში გასვლას ვერ მოვასწრებთ მაგრამ აუცილებლად გნახავ.
-აუ ძაან დიდი ბოდიში რო ისე ვერ დაგხვდი რაა...
-კაი, გოგო არ გრცხვენია?-მითხრა და თმაზე მომეფერა.-ლუკას და მაკოს დავემშვიდობები და წავალ.



***
დათა წავიდა, ის კი მაკომ გააცილა. მე თავი ამტკივდა და ვერ წავყევი ასე რომ სახლში მე და ლუკა მარტოები დავრჩით.
იმდენად მწყინდა ლუკას ნათქვამი და იმდენად მრცხვენოდა ჩემი საქციელის... ასე თავი რამ დამაკარგინა რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გავაფუჭე?! ნეტავ დროის უკან დავბრუნება შეიძლებოდეს.. ძალიან ბევრ რაღაცას გამოვასწორებდი..
ახლა მალე დაიწყება განქორწინების პროცედურები... საბუთები.. მე და ლუკა დავშორდებით და ერთმანეთს ალბათ მხოლოდ ქუჩაში თუ შევხვდებით... ასეთი საშინელი ერთი თვე მთელს ცხოვრებაში არ მქონია... მას კი უნდოდა ამ საშინელი თვიდან რამე კარგი დამმახსოვრებოდა და ისიც ჩამიშალა... ეს ყველაფერი საშინელება იყო. მთელი ერთი თვე სრულ ჯოჯოხეთში ვიცხოვრე. რამდენი შეურაწყოფა ავიტანე... სახლიდან წავედი და ბოლოს ეს...
მაგრამ მორჩა... ამ რამოდენიმე დღეში ყველაფერი დამთავრდება და მე ჩემს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნები... ვისწავლი და ჩემს ცხოვრებას მივხედავ.

ოთახიდან ლუკა გამოვიდა.
თვალი ავარიდე მაგრამ ვიცოდი ის მიყურებდა... ვერაფერი რომ ვერ გავაკეთე ჯიბიდან მობილური ამოვაცურე და ეკრანზე უაზროდ თითების სრიალი დავიწყე.
-დღეს ანას საფლავზე ვიყავი...
ანას სახელის გაგონებაზე გამაკანნკალა.. აი ახლაღა გამახსენდა... მას ხომ სხვა უყვარს... გამახსენდა ის ტკივილი რომელიც მაშინ გამოვიარე ის რომ დაიღუპა.
ვეცადე არაფერი მეპასუხა მაგრამ გული ძალიან მტკიოდა. რაღაც მწარე ბურთულა ყელში მომაწვა და რამის დამახრჩო.
-თაკო... ის ძალიან ცოტა ხანია რაც გარდაიცვალა.. მე ყოველდღე ვნახულობდი მის საფლავს და შენ არ იცი როგორ მენატრება.. შენ არ იცი როგორი ძნელია საყვარელ ადამიანს რომ კარგავ.
მისი სიტყვები მეტკინა. ის რაც გუშინ მოხდა მხოლოდ წამიერი სიამოვნება ყოფილა... და მე რაღაც სხვა გრძნობა მქონდა... იმდენად ძნელი იყო იმის გააზრება რომ მას სხვა უყვარდა მაგრამ ჩვენ ხომ ერთმანეთი არც არასდოს გვყვარებია... ჩვენი ქორწინება მხოლოდ აფსურდი იყო... ტყუილზე და სიცრუეზე აგებული ურთიერთობა.
-ამ ღამით ყველადერს მოვრჩები და ხვალ წავალ-ცრემლი თვალიდან გაუაზრებლად გადმომვარდა, ტახტიდან წამოვდექი და ოთახში შევვარდი. შესულმა კარები გადავკეტე და კარებთან ჩვიმუხლე.
ცრემლები თვალიდან ერთი მეორეს მიყოლებით გადმომვარდა და ბოლოს ისტერიულ ტირილად გადამეზარდა..
ნუთუ შემიყვარდა?
_____________________________________________________________
ესეც შემდეგი თავი.. ორჯერ დავწერე და ორჯერვე წამეშალა ასე რომ მგონი მესამე ცდაზე გამოვიდა.. ვფიქრობ ამის შემდეგი თავი უკვე დასასრული იქნება..



№1  offline წევრი maro-Mariami

male dadeb? (marto amis tqma shemidzlia) ver vpoulob sityvebs ro rame vtqva mitumetes lukas saqcielzee ise ki tako mecodebaa dzaaan raa :((

 


№2  offline წევრი mbella

ძალიან მაღიზიანებს ეს ბიჭი :(( გასაგები რომ შეყვარებული მოუკვდა, მაგრამ ეს გოგო რა შუაშია?? სულ თაკოზე ანთხევს ბოღმას :(( ველოდები გაგრძელებას, დავინტერესდი რა მოხდება :)))

 


№3  offline წევრი Niacule

ცუდად არ დაასრულო თორე ტრუპი ხარ ,უმაგრესია,ისე ორ თავში როდაასრულო უკრთესი იქნება

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu dzaliann magarii iyoo :* malee dadee axalii tavii velodebii :*

Cudatt arr daamtavroo toremm gavgijdebi strasz datoovee raaa gtxovv :* :*

 


№5  offline წევრი S.likuna

aiu radros gawkvitee mAle dadee raaaa magaria dzaaan da cudat ar daaamtavro

 


№6  offline წევრი lonelygirl123

საზიზღარი არსება ხარ ამდენი რო გვალოდინეეე დაგვტანჯეეე და თან ამ ბიჭის უაზრო საქცციელიიი რააა ერთად დატოვე გთხოოვ და იმ თავშI თუ დაამთავრებ უკვეეე ცოტა დიდი მაინც იყოს არ მყოფნის (პ.ს. კი გაგლანძე:D მაგრად ძალიან მიყვარხარ უნახავდ მიყავრხარ ასეთი კარგი რო ხარ ) :* :* :* :* ♥♥♥♥♥♥

 


№7  offline წევრი Anime

lonelygirl123
საზიზღარი არსება ხარ ამდენი რო გვალოდინეეე დაგვტანჯეეე და თან ამ ბიჭის უაზრო საქცციელიიი რააა ერთად დატოვე გთხოოვ და იმ თავშI თუ დაამთავრებ უკვეეე ცოტა დიდი მაინც იყოს არ მყოფნის (პ.ს. კი გაგლანძე:D მაგრად ძალიან მიყვარხარ უნახავდ მიყავრხარ ასეთი კარგი რო ხარ ) :* :* :* :* ♥♥♥♥♥♥

ჰმმ.. გალანძღვა არაუშავს ღირსი ვარ :დ
და პ.ს. მეც ძაან მიყვარხარ <3 და ყველანი მიყვარხართ <3
--------------------
By Anime))

 


№8  offline წევრი qeti-tuxa

თქვენი მოთხრობა ერთ დღეში წავიკითხე მთლიანად, ძალიან მომეწონა, მალე გააგრძელე გთხოვ <3

 


№9  offline წევრი Smiling girl

მოსაკლავი ხარ რა ! ეს რაარის? რამდენი გვალოდინე თან რა პატარა თავიაააა. იცოდე დიდხაანს არ გვალოდინო და დიდი თავებიიი... ისე კარგიააა

 


№10  offline წევრი maro-Mariami

malee dadeeee raaaa :((( dzaan gviian gviian deeeb tan pataraa taveebs :@

 


№11  offline მოდერი ჯია

აუ ჯერ არ დაასრულო :( და მალე დადე გთხოვ ❤️

 


№12  offline წევრი bella la

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ როდის გააგრძელებ ვეღარ ვითბენ.ის ბიჭი ძალიან უნამუსო ჩანს რამე ისეთი გააკეთებინე რაც დაგვარწმუნებს რომ იმ გოგოს ღირსია

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Gtxovv gtxovv raa malee dadee dzalian mainteresebs :*

 


№14  offline წევრი bella la

უკვე ვეღარ ვითბენ მალე გააგრძელე რა გთხოოოვვ

 


№15  offline წევრი teona123

აუუუ მალე გააგრძელე რააა ^_^ მაგარიაა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent