დაკეტილი დარაბები (სრულად)
-ის ქალი ჩამოვიდა, მაია. -ლექციის დასრულებისთანავე უთხრა ძმაკაცმა შიოს. -ვახ, -დიდად არ ესიამოვნა კაცს განთქმული ბო*ის თბილისში დაბრუნების ამბავი, ამიტომ მცირე ემოციური 'გამოხტომით' შემოიფარგლა. -ვიღაც დისშვილი, ბაია ჩამოჰყოლია თან. ყველა აქებს იმ გოგოს, თუმცა ხომ იცი ხალხი როგორია, მალე მასაც გაუფუჭდება სახელი. -ღრმად ამოიოხრა გიამ და მანქანის კარი გახსნა. -უკვე მეცოდება, -გულწრფელად ამოიოხრა შიომ, თუმცა თვითონ ვერაფერს გააწყობდა. -ხო, ძალიან მეცოდება. არ უნდა იყოს მაიას გვერდით ეგ გოგო. -შენ რა, ნახე უკვე?-გულწრფელად გაუკვირდა შიოს. -კი, კი ვნახე. -ჩაიდუდღუნა, -და ნეტავ არ მენახა! -რატომ? -ანგელოზია, ტო. იმდენ ყოფა-ქცევა შემსუბუქებულთან არ უნდა იყოს. მაგარი გოგოა! -გულწრფელად შეაქო ძმაკაცმა უნახავი ბაია. -სიამოვნებით ვნახავდი, მაგრამ მაგ საღორეში წამოსვლას არ ვაპირებ. -კაი ტო, მის სანახავად მაინც მოდი! იცი რა ლამაზია? უპრობლემოდ დაუთმობდა შეგნებული კაცი, 1 საათს კი არა- მთელ სიცოცხლეს. -ხო ვნახოთ, -ყოყმანით ამოიბურდღუნა შიომ. მთელი დღე გულს ეჭვები და მოუსვენრობა გულს უღრღნიდა. სახლში რომ ვერ მოისვენა, უბანში დააპირა ბიჭებთან ჩასვლა. ასე თუ ისე, რამდენიმე ახალგაზრდას იცნობს აქ და კონტაქტობს მასთან. ისე, დიდი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევა. ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებს, რომ უნახავ ანგელოზზე ფიქრი გულიდან ამოიგდოს, თორემ უკვე ინტერესისგან ლამის, თავის ფეხით მივიდეს მის კარამდე. როგორც ყოველთვის, ბირჟას უსაქმურები 'ამაგრებდნენ.' მიესალმა და მათ გვერდით დაჯდა. -რამ შეგაწუხა, აქ რომ მოხვედი? -ყველას გაუკვირდა შიოს სტუმრობა. -სახლში ვერ მოვისვენე. -რა ჭია შეგიძვრა?! - თავი გამოყო "ტიტომ'' და ნაცრისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან. -რავი, ვერ ვისვენებ. -შენც იმ ბაიაზე გაიგე?! -რას ჰქვია, ''მეც''? -ცოტა არ იყოს გაღიზიანდა. -ყველა მაგაზე ლაპარაკობს. -აღნიშნა ტიტომ, -მაგარი ლამაზი გოგოა. ეგეც იმათნაირი იქნება. მშვენივრად მიხვდა შიო, "იმათნაირში'' რაც იგულისხმა კაცმა და სახე ბრაზისგან წამოენთო. ახლა, კიდევ ორი წუთით რომ დარჩენილიყო აქ, რომელიმეს აუცილებლად მოკლავდა. ვერ იტანდა ხალხს, რომლებიც იმ ადამიანებს აუგად იხსენიებდნენ, ვისაც არ იცნობდნენ. ბაიას ცუდი კი განსაკუთრებით მიიტანა გულთან ახლოს. ამ საღამოს, აუცილებლად მივიდოდა და ნახავდა. თუ საჭირო იქნებოდა, დაიცავდა კიდეც! ვეღარ მოისვენა და გიას მისამართი გამოართვა. დიდად არ ეხამუშებოდა იქ მისვლა, მაგრამ სურვილმა ძლია და ხის კარზე უხერხულად დააკაკუნა. ამდენ მატრაკვეცა ქალს, წითელ პომადიანს რა აიტანდა! -ო, ეს ვინ მოსულა! -მაშინვე იცნო მაიამ სტუმარი. ან როგორ არ იცნობდა, თითქმის ნახევარ თბილისთან იწვა. -ბაიას ნახვა მინდა, -პირდაპირ საქმეზე გადავიდა შიო. -ეგ არ მუშაობს, -უხეშად მიუგდო ბიჭს. ეტყობა, არ ესიამოვნა დისშვილზე ასეთი რამ რომ მოისმინა. -სანამ მაგ გოგოსაც გაუფუჭებდეთ სახელს, მანამდე გამატანე! - გაუაზრებლად წამოროშა დიდი სისულელე, თუმცა გაკვირვება სახეზე არ გამოხატვია. -შენ აშკარად რაღაც მოწიე, ან ვერ ხარ სრულ ჭკუაზე! -მაია, ვთქვი ერთხელ! ან შენი ნებით, ან ჩემით! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, -დაფიქრდი და მიხვდები, რომ ასე მისთვისაა უკეთესი. -რამე რომ დაუშავო?! -არაფერს დავუშავებ. გამოუშვი. 000 მანქანაში ჩუმად იჯდა და გოგონასკენ თვალის გაპარებას ვერ ახერხებდა. ბაიაც უხერხულად იჯდა და კაბის ბოლოებს ეთამაშებოდა. -მე შიო ვარ,- ამოღერღა ბოლოს. -მე ბაია,-ფორმალურად გაეცნო გოგონაც. -რამდენი წლის ხარ? -ოცის.-მოკლედ უპასუხა,-შენ? -ოცდაშვიდის. -უდარდელად სცემდა პასუხს კითხვაზე, რადგან ეს ძალიან სიამოვნებდა. -შენთან რისთვის მოგყავარ? -ხმაჩამწყდარმა ჰკითხა, -ხომ იცი რომ... -შენ რა, ფიქრობ, რომ?-წინადადების დაბოლოება ვერ შეძლო შიომ, ისე გაბრაზდა. -ვფიქრობდი, -ოდნავ თავისუფალი ხმით ჩაილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა. -არაფერს დაგიშავებ. ჩემთან იმიტომ მიმყავხარ, რომ უკეთ იყო. -ოჯახი გყავს? -არა. -დაძაბულმა უპასუხა და გოგონას მისი სიბრაზე რომ არ შეემჩნია თავი გვერდზე გადახარა. რამდენი წელია მშობლების გარეშე ცხოვრობს. დღემდე ეძებს მამამისის მკვლელს, შესაბამისად-დედამისისაც. 1997 წელს, შიოს მამა- ლევანი, სამსახურიდან ბრუნდებოდა, ქუჩის ბიჭები რომ გადაუდგნენ გზაზე და უბრალო ტყავის ქურთუკისთვის, დაუნდობლად აწეწეს საწყალი კაცი! დედამისმაც, დიდხანს ვეღარ გაძლო ქმრის გარეშე და... ამ ყველაფრის გახსენება, მასში დიდ ტკივილს აღვივებდა, ამიტომ არავისთან საუბრობდა ამაზე.. არავის, გიას გარდა. მანქანიდან გადმოსულებს, წინ ''ტიტო'' და ''გრუშა'' გადაეღობნენ. დიდად არ ესიამოვნა მათი ნახვა შიოს, თუმცა ზრდილობისთვის მიესალმა. ბიჭებს კი მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ისე სტყორცნეს ბაიას ბინძური მზერა. ამ ყველაფერმა საშინლად გააწბილა ბიჭი და გოგონას ანიშნა, მანქანაში დაბრუნებულიყო. -ო, შენთვის დაითრიე? ხანდახან, ჩვენც გვათხოვე ხოლმე. -გრუშა, ზედმეტი მოგდის! -გამოსცრა კბილებს შორის და მუშტები შეკრა. -მარტო შენთვის გინდა? -გამწარებას არ ეშვებოდა საზიზღარი. -ხომ გიტხარი შე ნა***ვარო! -დაიღრიაალა გამწარებულმა და გრუშას მუშტი სახეში უთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელმა უკან-უკან დაიწყო დახევა, ბოლოს კი მიწაზე გაიშხლართა. მისი შესაძლებლობებით გაკვირვებულმა ტიტომ შეწინააღმდეგება ვეღარ შეძლო, ამიტომ თანამოძმე წამოაყენა და ბანცალით ჩაუყვა ქუჩას. ჯერ კიდევ შეშლილ სახიანი შიო აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდა. იმის წარმოდგენისას, რომ ვინმემ ბაიას აწყენინა, ან ზედმეტი სიტყვა შეუბედა, მთელი სხეული ბრაზისაგან დაეჭიმა, კბილები მაგრად დააღრჭიალა ღრიალი რომ შეეკავებინა და რამდენიმე წუთით თავის დამშვიდება სცადა. დაფეთებულ ბაიას კარი გაუღო და მანქანიდან გადმოსვლის უფლება დართო. გოგონა წვრილი ნაბიჯებით დაედევნა წინ მიმავალს, თან შეშინებული უკან მოხედვას ვერ ბედავდა და საგრძნობლად კანკალებდა. გოგონას შინ შეუძღვა ივარდავა და თვალებით ანიშნა, მისაღებში გასულიყო. დაბნეული აცეცებდა თვალებს და ფრთხილად, ნარნარით მიირხეოდა წინ, რამდენიმე წუთში ყველაფერი შესაბამისად რომ აღექვა. – მაიამ გითხრა მგონი, რისთვისაც წამოგიყვანე. -საუბრის წამოწყება სცადა შიომ, თორემ ბრაზს სხვანაირად ვეღარ მალავდა. – კი, მითხრა. -ჩამწყდარი ხმით აღმოხდა გოგონას. –მადლობა უნდა გადაგიხადო ამისთვის. მაია ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი საქციელი ხშირად ჭკუიდან მშლის. – აქ რატომ ჩამოხვედი?! – მანამდე ბათუმში ვცხოვრობდი, სულ მარტო. მაიას შევეცოდე და აქ წამომიყვანა. – ჰმ, მაია.. მაია, -ირონიულად ჩაიხითხითა ბიჭმა. – ვიცი მისი საქმიანობის გამო ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ისიც ადამიანია და მასაც გააჩნია გრძნობები. ვერ ვხვდები, რატომ გგონიათ „მისნაირები“ უგულოები?! ზოგჯერ, ჩვეულებრივ ადამიანებში უფრო მეტ უგულობას და არაადამიანობას აღმოაჩენ, ვიდრე მათში. თქვენ არაფერი იცით. ისიც კი არ იცით, რატომ მოუწიათ ამ საქმისთვის ხელის მოკიდება. -გაცხარებით საუბრობდა ბაია. ეტყობოდა, რომ არ სიამოვნებდა, როცა მაიასა და მის გრძნობებზე ასე ზერელედ საუბრობდნენ. – მგონი, ბო*ობის გარდა, უამრავი საქმიანობაა, რითაც შეიძლება ადამიანი დაკავდეს. -არც შიო ჩამორჩა. მაიას საქციელს ვერაფრით ამართლებდა, ვერც იმათსას, ვინც ასე იქცეოდა. მისთვის არ იყო ეს მიღებული. – მე კიდევ, მგონია, რომ ყველა ადამიანი თავად ირჩევს გზას, რომლის გავლაც ცხოვრების ბოლომდე მოუწევს! არ მინდა ამაზე საუბარი, თორემ სერიოზულად ვიჩხუბებთ. – არ გშია?! -სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი კაცმა და გოგონას გადახედა. –ისე, შეყვარებული არასოდეს გყოლია?! მის კითხვაზე უხერხულად შეიშმუშნა გოგონა და ოდნავ წამოწითლდა, მერე კი უთხრა : –არა. – არ გშია, თუ არ გყოლია?! – არ მყოლია. საჭმელს მე მოვამზადებ, -ფეხზე წამოხტა გოგონა და ცუნცულით გავიდა სამზარეულომდე. ღიმილით გააყოლა თვალი შიომ ბაიას. რა იქნებოდა, მისი ცოლი რომ ყოფილიყო. ალბათ, როგორ კარგ ოჯახს შექმნიდნენ. ეს გოგონა მისთვის ზედ გამოჭრილი იყო. თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ჩანდა. სწორედ ისეთი, როგორზეც სულ ოცნებობდა. რეალობაში დაბრუნებულს, გული და იმედები გაუცრუვდა. კარგად გაიხსენა, რისთვის ჰყავდა სახლში ბაია. იმისთვის, რომ დაეცვა ისეთი უწმინდურებისაგან, რაც შეიძლება მალე მისთვის გადმოებრალებინათ, თუ ისევ მაიასთან განაგრძობდა ცხოვრებას. მასზე ზრუნვა, მისი დაცვა ალბათ, ყველაზე მეტად სიამოვნებდა ბიჭს. იმაზე არასოდეს უფიქრია, არც იფიქრებს, რომ გოგონას შეიძლება ვინმე შეუყვარდეს და ის დატოვოს. ამის წარმოდგენაც კი აბრაზებს და ნერვებზე შლის. მშვიდად ისაუზმეს. შიომ გოგონას თავისი საძინებელი უჩვენა და თვითონაც გადაწყვიტა დაძინება. საწოლზე დაწოლილმა, რამდენიმე საათი თვალი ვერ მოხუჭა. ალბათ, იმიტომ რომ, ბაიას მის გვერდით ოთახში მშვიდად ეძინა. ზარავდა ის ფაქტი, რომ გოგონა მის სახლში ცხოვრობდა, იმ ჰაერით სუნთქავდა, რომლითაც შიო. სიამოვნებდა და მერე როგორ, ასეთი გოგონა რომ ცხოვრობდა მის გვერდით. მაგრამ არ სურდა იმის წარმოდგენა, რომ რამე სერიოზულს იგრძნობდა მის მიმართ. ორმა თვემ ჩვეულებრივ რიტმში გაიარა. სერიოზული და საგანგაშო არაფერი მომხდარა, თუმცა ორივე გრძნობდა, რომ რაღაც ცვლილებები ხდებოდა გულსა და გონებაში. უფრო გაიხსნა ორივე, უფრო შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ და კარგ „მეგობრებადაც“ ჩამოყალიბდნენ. ერთადერთი, რაზეც იჩხუბეს ის იყო, რომ ბაიას არ უნდა ემუშავა. შიო თვლიდა, რომ ის თანხა, რაც მას შემოჰქონდა ოჯახში, სრულიად საკმარისი იყო, ბაია კი სახლში მარტო,ტყუილად ვერ ჩერდებოდა. ბოლოს ყველაფერი მაინც ივარდავას გამარჯვებით დასრულდა და ამ თემაზე მეორედ აღარ უკამათიათ. – საღამომშვიდობისა,- ღიმილით მიესალმა სამსახურიდან დაბრუნებული შიო გოგონას, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა. – საღამომშვიდობისა, -ოდნავ ნაწყენი ტონით მიმართა გოგონამ, რაზეც უკმაყოფილოდ შეყარა წარბები ბიჭმა. – რა მოხდა?! – არაფერი, -ამოიბუზღუნა ბაიამ ისე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს. – მეტყვი ახლა?-ხმა გაიმკაცრა ბიჭმა. – შეიძლება მაია რომ ვნახო?! -შეპარვით ჰკითხა გოგონამ. სახეზე ბრაზი და გაღიზიანება მოეკიდა ბიჭს. მუშტები მაგრად შეკრა და გოგონასკენ ზურგით დადგა, მისი მომენტალური ცვლილება რომ არ შეემჩნია. არ ჰქონდა უუფლება, გოგონა სახლში გამოეკეტა, მაგრამ არც ის უნდოდა, გული სტკენოდა. მათ შორის, ძლივს-ძლივობით, ჩხუბითა და ვაი-ვაგლახით გაბმულ ძაფებს ვერაფრით გაწყვეტდა. იცოდა, ეს ყველაფერი გოგონაზე ძალიან იმოქმედებდა, შემდეგ კი მასზეც. –წადი. მხოლოდ ეს უთხრა და მადა დაკარგული გავიდა მისაღებში. დიდხანს იდგა ბაია სამზარეულოში და მონოტონურად ჭრიდა პროდუქტს. მგონი, არ უნდა ეთხოვა შიოსთვის მაიას ნახვის ნებართვა. იგრძნო, ამით ბიჭს ძალიან დასწყვიტა გული, მაგრამ დეიდაც რომ მოენატრა და მისი ნახვა ძალიან უნდა?! თავადაც წაუხდა გუნება. ადრე არ იყო ასეთი, სხვის გრძნობებზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა, იმიტომ კი არა, რომ არ აინტერესებდა, მას თავისიც საკმარისად ჰქონდა სადარდებელი. გაკეთებული სალათი ერთ ჯამში მოათავსა და მაცივარში შეინახა. შემდეგ დივანზე მჯდომი შიოსკენ წავიდა, დაბღვერილი რომ გასცქეროდ ტელევიზორს და გემრიელად გადაიხითხითებდა, ასეთი სერიოზული პრობლემის წინაშე რომ არ მდგარიყო. თვითონაც ჩუმად მიუჯდა ბიჭს გვერდით და თავი დახარა. ორივე რაღაცის თქმას ცდილობდა, გაფაციცებით, მაგრამ ვერც ერთი აბამდა სიტყვებს თავს. – თუ გეწყინება არ წავალ. – არა. მიუგდო იმით გაბრაზებულმა, რომ გოგონა მასზე ძლიერი აღმოჩნდა საუბრის წამოსაწყებად. მუშტები მაგრად შეკრა გაბრაზება როგორმე რომ დაეფარა. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, ბაია სწრაფად რომ წამოხტა ფეხზე და ზლუქუნით დატოვა მისაღები. თავი დამნაშავეზე მეტად არაკაცად იგრძნო ბიჭმა და ოხვრით ჩარგო თავი ხელის გულებში. ღრმად სუნთქავდა, თითქოს დანაშაულის გრძნობის გაქარვებას ცდილობდა. დანაშაულზე მეტად კი, ყელში მოწოლილ ტკივილს გრძნობდა, განძრევის საშუალებას რომ არ აძლევდა. ამდენად სუსტი როგორ აღმოჩნდა ამ ერთი ციდა გოგონას წინაშე? დიდხანს ვეღარ გაძლო და ისიც წამოდგა ფეხზე. სწრაფად მივარდა ბაიას კარებს და ფრთხილად დააკაკუნა. ხელები ეკვეთებოდა. – არ მინდოდა შენი წყენინება. -ამოიხრიალა ხმადაბლა ბიჭმა, თუმცა ეჭვი შეეპარა იმაში, რომ გოგონა ამას გაიგონებდა, ამიტომ ისევ გაიმეორა იგივე. – გამიღე რა, -წუწუნს არ ეშვებოდა შიო და საწყალი გამომეტყველებით აკაკუნებდა კარებზე, –თუ არ გააღებ, შემოვამტვრევ და მოგიწევს უკარო ოთახში ძილი. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, ჩხაკუნით გაიღო ოთახის კარი და იქიდან თავჩახრილმა ბაიამ გამოიხედა. გული მოეწურა მისი დანახვისას და სხვა რომ ვერაფერი მოისაზრა, სწრაფად ჩაიკრა გულში მოსლუკუნე სხეული. ხელებს ძალიან, ძალიან მაგრად უჭერდა მხრებზე , ცდილობდა მისი სხეული მთლიანად შეესისხლხორცებინა. გოგონას ხელები შიოს გულზე დაეკრიფა და თავი მის მკერდზე დაედო. მოწყვეტით ჩარგო ცხვირ-პირი ბაიას კისერში და ხშირი, ღრმა სუნთქვით ეცადა მისი სურნელი შეესრუტა. რამდენიმე წუთში, როცა ორივე დაწყნარდა, მოშორდნენ ერთმანეთს. თვალზე შერჩენილი ცრემლი ცერა თითით მოსწმინდა გოგონას და ეცადა გაეღიმა. თუმცა, როდესაც ბაიას ასეთ დღეში უყურებდა, მისთვის სიცილი ყველაზე დიდი ფარისევლობა იყო. – მაპატიე, -ამოიხრიალა გულწრფელად თვალებჩაწითლებულმა, – ჩაიცვი და მე წაგიყვან მაიასთან. გოგონას ხმა არ ამოუღია. კარგად ხვდებოდა, რამდენს აკეთებდა მისთვის შიო. მისი გულისთვის მიდიოდა იმ ადგილას, რომელსაც ჭირივით ვერ იტანდა. მასზე ზრუნავდა და ამას ყველაზე მეტად აფასებდა. უდიდეს მადლიერების გრძნობას კი, თან ერთვოდა რაღაც გამოუცნობი გრძნობა, რომელიც საშუალებას არ აძლევდა მისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ან გული ეტკინა. მაიას მონახულების შემდეგ, ცოტა გული მოიოხა და დამშვიდდა, მონატრებაც მოიკლა. – გინდა სადმე გავისეირნოთ? -დაძაბულობის გასაქარვებლად თქვა ბიჭმა, რომ გოგონას არ ეგრძნო თავი უხერხულად იმის გამო, შიოს რომ არ სურდა მაიასთან წასვლა. თან იმის გახსენებისას, როგორი მადლიერი ღიმილი მოანათა მაიამ ბიჭს, ცოტა შერცხვა კიდეც თავისი ფიქრებისა, მაგრამ არ ამხელდა. ბაიას სიტყვები კი თანდათან მართლდებოდა, ყველას გააჩნია გრძნობები. ვინც არ უნდა იყოს და რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს! – თუ არ დაიღალე, -მორიდებით თქვა გოგონამ. –შენ მთხოვ, ჩემთვის ესეც კი საკმარისია. -ძლივს რაღაცის თქმა გაბედა შიომ. ამ სიტყვებით, გოგონას გაკვირვება კი გამოიწვია, მაგრამ გულზე ლოდი მოეხსნა. უკვე აღარ შეეძლო ამხელა გრძნობის მალულად ტარება და ყველაფრის დამალვა. –მადლობა, შიო. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. –მადლობები არ არის საჭირო,-ამოიოხრა ოდნავ ნაწყენმა,–გიმეორებ, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი შენთვისაა და მე მინდა, რომ შენ ბედნიერად იგრძნო თავი. –სამწუხაროა, მე არაფრით რომ არ შემიძლია შენი გაბედნიერება. –დაიჩურჩულა ხმადაბლა ბაიამ და თვალები დახარა. –შენ იმითაც მაბედნიერებ, რომ სუნთქავ. მისმა თბილმა და ყველაფრის მომცემმა სიტყვებმა სრულიად გაათბო. თავი ყველაზე მდიდარ ადამიანად იგრძნო, შიო რომ ჰყავდა გვერდით. დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ მის გვერდით გატარებული ბედნიერი წამები, ყველაზე ფასეული იყო მისთვის. ალბათ, ვერც ერთი მულტიმილიონერი ვერ შეძლებდა იმის ყიდვას, რაც მას გააჩნდა.. მიზეზი კი ადვილად გამოსაცნობია. ასეთი წამები არ იყიდება, ის უნდა დაიმსახურო! ყველაზე სასიამოვნო წამები იყო მათ ცხოვრებაში. უამრავი სასიყვარულო სიტყვები, რომლებიც არავის უთქვამს და ვერც ვერავინ შეძლებდა თქმას, თუ ისე არ ეყვარებოდა, როგორც შიოს უყვარდა ბაია, ბაიას–შიო. თვალებს ხუჭავდა ყოველი ღიმილისას, რომ სრულიად შეეგრძნო რეალობა. ბედნიერება, რომელსაც უპრობლემოდ უნაწილებდნენ ერთმანეთს. უნდა გიყვარდეს, რომ იყო ბედნიერი. უნდა გრძნობდე, რომ დაიმახსოვრო ყოველი წამი. უნდა უთანაგრძნო, რომ გაინაწილო მისი გრძნობა. არ შეუძლია დახუჭოს თვალი მის ცრემლზე, მის ბედნიერებაზეც კი. რადგან არაადამიანურად ტკივა მისი ყოველი ტკივილი. თავი გრძნეული ჰგონია, ასე რომ შეუძლია გაუგოს და მის მდგომარეობაში შევიდეს. თანაცხოვრების ერთმა წელმა თვალსა და ხელს შორის გაირბინა. ორივე თანდათან რწმუნდებოდა, რომ არ არსებობდა წყვილი, რომელსაც მათსავით შეეძლოთ სიყვარული! როცა ორივე სამუდამოდ დარწმუნდა იმაში, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ, ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღეს. – ცოლად გამომყვები?! – გახდები ჩემი ქმარი?! მერე იყო მთვრალი გრძნობები.. ვერ დაძლეული სურვილები... ორი ერთმანეთის სიყვარულით აღსავსე ადამიანის ერთ მთლიანობად ქცევა.. სიამოვნების ტკივილი.. ჩუმი ოხვრა.. მათსავით ჩუმი ღამე და ნაზად მოციმციმე ვარსკვლავები.. ბედნიერებით აღსავსე თვალები, რომლებიც ერთმანეთს ირეკლავდნენ.. ოხვრას ამოყოლილი საალერსო ბგერები... ყოველ წუთას ნათქვამი „მიყვარხარ“.. ყველაფრის მომცემი მზერა... არაფრის შიში... და ბოლოს ბედნიერების ცრემლები. –მარწყვი მინდა! -აყვირდებოდა გაბერილი ბაია, რაზეც ხშირად აცეტდებოდა შიო. –ბანანი! –ნესვი! ცხრა თვის თავზე შეეძინათ „მამას პრინცესა“ და „დედას გულის ცემა“, პატარა ანგელოზი–ევა. პირველი ქალის სახელი, პირველ სიხარულს და უდიდესი სიყვარული დასტურს დაარქვეს. შვილიშვილის დაბადებით გახარებულმა მაიამ, ბევრ მამაკაცს უთხრა უარი და ასე თუ ისე, პატიოსანი ცხვორებით ცხოვრება ისურვა. ცალკე იქირავა ბინა და ხშირად სტუმრობდა დისშვილსა და სიძეს. *** ერთ დღეს, სამსახურიდან ბრუნდებოდა შიო. მისი ქუჩის კუთხეში არსებული სკვერიდან ტიტოსა და გრუშას საუბარი რომ მოესმა. არაფერს იტყოდა, მისი გვარი რომ არ ეხსენებინათ. სურვილმა სძლია და ყური დაუგდო მათ საუბარს. – ის ახვარი ლევან ივარდავა ხომ გავაგორეთ, ახლა მაგის ჯერია... არავის ეპატიება „გრუშასთვის“ შეურაცხყოფის მიყენება... დღესვე! ამ სიტყვებით ყველაფერი დაადასტურა გულში. იმით გაშმაგებულმა, მისი ცოლისა და შვილისთვის რამე რომ არ დაეშავებინათ, სწრაფად აირბინა კიბეები. შეეშინდა! ცხოვრებაში პირველად შეიპყრო საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშმა. პარკები სამზარეულოში დაყარა და დაფეთებულ ცოლს დამალვა სთხოვა... ზარის გაგონებისას იგრძნო რომ ყველაფერი დამთავრდა. ცოლს გადაეფარა და ტყვიის მოლოდინში თვალები დახუჭა. გასროლა! გასროლა, რომელმაც ყველაფერი დაამთავრა. ტკივილი არ უგრძვნია, თუმცა გაიგონა, როგორ დაიკივლა ბაიამ და როგორ დაესვენა რაღაც მის ფეხებთან. არაადამიანური ღრიალი აღმოხდა თვალების გახელისას. იატაკზე გაწოლილი ბაია რომ დაინახა, რომელიც სისხლში გორავდა, მაშინ დაასრულა ცხოვრების ყველა საფეხური. მასთან ერთად მოკლა საკუთარი თავი! აღარ ახსოვდა არც საკუთარი შვილი, არც საკუთარი თავი, მკლავებში ჩამკვდარ საყვარელ ადამიანს მთელი ხმით დაჰყვიროდა თავზე. გულმა წუილი დაიწყო და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა, მაშინ როდესაც შეწყდა ბაიას პულსი. სუნთქავდა, შიო კი არა, მისი სული ცდილობდა სხეულიდან გადმოღწევას. სხეულის ყოველი მოლეკულა გრძნობდა დანაკარგს, მაგრამ ტკივილი უფრო ძლიერი იყო. ხელებაკანკალებულმა ბოლოჯერ გადაუსვა მიყინულ შუბლზე ხელი.. არ ემეტებოდა, მისი სიცოცხლის აზრი ცივი მიწისთვის არ ემეტებოდა! არ უნდოდა ის ცაში ყოფილიყო, თავად კი მიწაზე ეარა. არ უნდოდა მარტო დარჩენილიყო. მისი შვილიც კი აღარ ახსოვდა. მისტიროდა იმას, რაც ბედმა აპოვნინა, ვინც შეძლო მისი ტკივილებისა და ჭრილობების შეხორცება... და იმას, ვინც არ გაიმეტა! ვინც სამუდამოდ დაუტოვა შეუხორცებელი იარა გულზე და ბედნიერების შეგრძნება დაუკარგა. აკანკალებული ხელებით მიაყარა მის ქათქათა სახეს შავი მიწა. ყველა ტკივილს, ყველა იმედ გაცრუებას, თან ერთვოდა სიცარიელე, სიჩუმე, რომელიც საოცრად ხმაურობდა. შვილი რომელიც ღამე ტირილით აღვიძებდა, დაივიწყა. მშვიდად აუყვა მაღალ აღმართს რომელიც მონასტერისკენ მიიწევდა. ბერად არ აღკვეცილა. უბრალოდ, ლოცულობდა ყოველ დილას-საღამოს. იცოდა, იქედან დაბრუნება ოდესმე აუცილებლად მოუწევდა. ახლა კი ყველაზე მეტად ღმერთთან ახლოს ყოფნა სჭირდებოდა.. კი არ სჭირდებოდა, ესაჭიროებოდა. დახურა ქალაქისკენ ყველა მიმავალი კარი და დიდ ხანს.. დიდხანს ილოცა ბაიას სულისთვის! ბავშვთან მაია დატოვა. ქალი ისე უვლიდა ევას, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა არც მისთვის არსებობდა დღე, ან ღამე, როდესაც ბაია არ გახსენებოდა. „გრუშა“ და „ტიტო“ ღმერთს დაუტოვა. თვითონ შურისძიებით არ აუვსია გული. ან სად ჰქონდა ამის თავი?! ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ ლოცულობდა. სიტყვა შუაზე რომ გაუწყდა და მზის სხივებმა შემოჰყო საკურთხევლის სარკმელში თავი. სამი წლის მანძილზე, პირველად დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ იყო ახლა მისი შვილი?! ტკივილსა და გოდებას გადაყოლილს ბაიასაგან დატოვებული საჩუქარი აღარც კი ახსოვდა.. ან ახსოვდა და ვერ ამხელდა! თუ ბაია ვერ ხედავდა ევას, მას რატომ უნდა შეეხედა?! თუ ბაიას არ შეეძლო მოფერებოდა, მას რატომ შეეძლო?! –შენ შვილი გყავს, შვილო! შვილი, რომელიც საყვარელმა ადამიანმა დაგიტოვა. ასე არ შეიძლება. მას მაინც ნუ მისცემ უფლებას დაკარგოს ბედნიერება. ალბათ, რამხელა გაიზარდა! ჩადი შვილო თბილისში. ეს დღე ბოლო აღმოჩნდა. მშვიდად დატოვა ტაძარი. ქალაქში ჩამოსულმა ყველაფერი ერთად იგრძნო, მაგრამ მყარად დადგა, მისი შვილისთვის.. სახლში შესულს, მოტანტალე გოგონა მოხვდა თვალში. სულ მას ჰგავდა. შიოს ასლი იყო! დედის მხოლოდ თვალები შერჩენოდა. ბავშვი უცნობის დანახვისას შედგა.. შემდეგ კი სწრაფად გაექანა მისკენ დახრილი კაცისკენ და გულში ჩაეხუტა. –მამიკო! სიტყვები, რომელიც ყველაფრად უღირდა. შვილი, რომელმაც დაუბრუნა ცხოვრების ხალისი. მიზანი, რომელმაც არ მისცა უფლება შვილიც სამუდამო უბედურებისათვის გაემეტებინა. აცრემლებული მაიაც მოეხვია წვერ მორეულ, საოცრად შეცვლილ კაცს. –მაპატიე. -უჩურჩულა ქალს, რომელიც ჯერ კიდევ მოთქვამდა. –ბაია სულ შენთან იქნება. ხომ იცი, როგორც უყვარხარ! საჩუქრად კი ევა დაგიტოვა. –შენც ხომ იცი, რომ ბედნიერების ყველა დარაბა დავკეტე... –მაგრამ არ მისცე შენს შვილს უფლება, იცხოვროს მამის გარეშე! თავისი საქციელით, პატარა ანგელოზს ,მისი სხეულის განუყოფელ ნაწილს ნამდვილად გაუღო ცხოვრებაში მზის სხივების ჩამკეტი დარაბები... თავისი კი... თავისი სამი წლის წინ დაიკეტა! ავტორი : MYLOVE _____________________________________________ იმედია მიმიხვდით სათქმელს. თქვენი აზრი მაინტერესებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.