ოცნება ბედნიერებაა! (1)
ადამიანები...ოცნებობენ.ისინი ოცნებობენ ყველაფერზე,როგორც რეალურ,ისე არარეალურზეც.ყველაფერი არსებობს ამიტომ ყველას აქვს უფლება იოცნებოს!ეს სტიმულია,როცა ოცნებობ და იმედოვნებ ,რომ ახდება.ბედნიერებაა ოცნება,ხოლო ორმაგად ბედნიერებაა მისი ახდენა.ადამიანი სწორედ მაშინ არის ბედნიერი,როცა ხედავს,გრძნობს,აკეთებს ომას რასაც ოცნებობდა...დიახ! ოცნებობდა და აუსრულდა კიდეც! ხდება თუარა ყველა ოცნება? კი,ოღონდ სხვადასხვა დროს,ადგილას,სხვა განზომილებაში.ზოგი ცხოვრებაში,ზოგიც ცხოვრების შემდეგ.არსებობს კარგი და ცუდი ოცნება,როცა გინდა სიკვდილი ან მსგავსი უარყოფითი ოცნებები და არსებობს კარგი,როცა რაიმეს ისე ოცნებობ,რომ იმ მომენტში იქ ხარ სადაც გინდა,უზომოდ ბედნიერი,განიცდი იმას,რასაც ამ ოცნების ახდენის დროს უნდა განიცადო.გული იწყებს ფანცქალს და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის.ყველას აქვს ოცნების უფლება და ასვე მისი ასრულებაც.ეს ადრე თუ გვიან მოხდება და ამით ჩვენ ვიქნებით უზომოდ ბედნიერები! ასე ვფიქრობ მე,მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ხანდახან ამაშიც ეჭვი მეპარება.ეს ოჯახის წევრებს არ ეხებათ.პირიქით ისინი იდიალურები არიან ჩემთვის.მათ გამზარდეს,მასწავლეს რა არის ოჯახი,როგორ უნდა მოვიქცე ხალხთან,რა უფლებები გამაჩნია და როგორ დავიცვა საკუთარი თავი,თუმცა ამაში დიდი გარჯა და წვალება არ მჭირდება,რადგან მყავს ადამიანი ,,დაცვა'' ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და დარწმუნებული ვარ იმასაც ისე ვუყვარვარ როგორც მე.უბრალოდ ამას ცოტა უცნაურობებით,ხანაც გამაღიზიანებლად გამოხატავს.ჩემი ძმა,რომელიც 26წლისაა და სრული თავისუფლება გააჩნია ჩემგან განსხვავებით,რომელსაც თვითონვე მიზღუდავს ხანდახან...დიახ! ხანდახან სულ არა,ესეთი მონსტრიც არ არის. ის არის შავგვრემანი,მაღალი,ნავარჯოშევი ტანით და თხელი თხელი თითებით,რასაც სულ ავღნიშნავ.მუქი თვალები აქვს,რაც უფრო მიმზიდველს ხდის. ჰო თვისებები:მხიარული,ხანდახან სერიოზული თან ისეთი,რომ რაც არ უნდა ეცადო ვერც კი გააღიმებ,ამისთვის ყოველთვის მიზეზი აქვს.უყვარს ექსტრემალური სიტუაციებ,იმიტომაც იცნობს ყველა ვინც ამ სფეროშია.ის ისეთი გამტანია,რომ გამორიცხულია რამე უნდოდეს და არ გააკეთოს.ამაში მეტოქეობას ვერავინ უწევს ან თუ უწევს მარცხდება.მისი მოსაწონი არავინაა,ამიტომაც არის მარტო და სულაც არ წუხს ამაზე.ძალიან პოზიტიური ადამიანია,უყვარს სხვას,რომ რამით ეხმარება ამ დროს თვითონაც ბედნიერია.სწორედ ამიტომ ბევრი მეგობარი ჰყავს.მაგრამ სამ ადამიანს მაინც ისე გამოარჩევს,რომ მათ გამო ყველაფერზეა წამსვლელი.სწორედ ამიტომ მიყვარს!ჩემზე ხუთი წლით დიდია და ყველაფერს მისრულებს,მაგრამ იგივეს ითხოვს ჩემგანაც. დილის 8საათია.დროა ავდგე თორემ ჩემი თავის ამბავი,რომ ვიცი ერთი საათი მომზადებას მოვანდომებ. ადგომას ვაპირებდი,როცა გაიღო კარი და ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა. -მალე ადექი და გაემზადე მე უნდა გაგიყვანო უნივერსიტეტში(ბალიში მესროლა და გასვლას აპირებდა,როცა მივაძახე) -ისედაც ვაპირებდი ადგომას,რას შემომივარდი? -მომენატრე და (სარკაზმით მითხრა მან) -აფერისტო გაეთრიე! (ვითომ გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ მაინც მეცინებოდა) -კაი,ოღონდ მალე რა(კარი გაიხურა და გავიდა) მეც მაქსიმალურად ვეცადე აბაზანიდან მალე გამოვსულიყავი,ჩამეცვა,მკრთალი მაკიაჟი გამეკეთებინა და ჩანთა ამეღო,რათა სანდროს რისხვა ამეცილებინა. ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოსკენ წავედი,სადაც დედა იყო. -ნინა ადექი? მოდი ისაუზმე და წადი,თორემ გაგიჟდება სანდრო ხოიცი არ უყვარს ლოდინი?! -არ მინდა დე...წავალ თორემ ის მართლა გაგიჟდება (ნანას ვაკოცე და წამოვედი) ეზოში გავედი და დავინახე სანდრო ვიღაცას ელაპარაკებოდა,თან ხელით მანიშნებდა ჩაჯექი მანქანაშიო. მიმიყვანა უნივერსიტეტში,ლოყაზე მაკოცა და წავიდა სამსახურში,სადაც ალბათ მნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდათ,რადგან ასე ეჩქარებოდა თან მამაც ყოველ წუთს ურეკავდა გზაში.მამას ბიზნესი აქვს,თან ისეთი წარმეტებული,რომ ფინანსურად არ გვიჭირს.სანდროც იქ მოღვაწეობს,რაც სწავლა დაამთავრა. უნივერსიტეტში ლექციებმა ისე სწრაფად ჩაიარეს,რომ ვერ შევნიშნე. გარეთ გამოვედი და ვფიქრობდი რა მექნა...ეს ყოველდღე მეორდება და ბოლოს გულდაწყვეტილი ვბრუნდები სახლში. რატომ? იმიტომ,რომ არ მყავს მეგობარი...ადამიანი,რომელსაც გავუზიარებ სიხარულსა და ტკივილს,ერთად წავალთ კაფეში და განვლილ დღეებზე ვილაპარაკებთ,ვერ გავძლებთ უერთმანეთოდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რათა ვიყოთ საუკეთესო მეგობრები...თუმცა ეს მხოლოდ ის ოცნებაა რისი ახდენაც ყველაზე მეტად მინდა. სახლში დავბრუნდი,სადაც დედა დამხვდა,ის ისეთი დიასახლისი და მზარეულია,რომ უკეთესს ვერც ინატრებ -დე ისე მშია,ლამისაა გული წამივიდეს,რაც სანდროს ბრალია! -მოდი,მოდი ჭამე და დაანებე სანდროს თავი! ეხლა მაინც დაისვენეთ ერთმანეთისგან, სულ ნუ ლანძღავთ ერთმანეთს(სიცილით თქვა დედამ და მაგიდის გაწყობა დაიწყო) მანდამდე მე გამოვიცვალე და ისევ სამზარეულოში ჩავედი...უგემრიელესი სალათი მივირთვი შემდეგ წვენი დავაყოლე და დედა შევაქე,როგორც ყოველთვის. შემდეგ ავდეი ოთახში და ვიმეცადინე,როცა ვრჩებოდი ზარის ხმა გავიგე და გავიქეცი კარის გასაღებად. -სანდროოო (მივვარდი და ჩავეხუტე) -რა იყო პირველად მხედავ? -მომენატრე და (გავიმეორე მისი ნათქვამი) -ჰო მეც მომენატრე (ერთი დამაბზრიალა და ჩამომსვა) -დედა სადაა? -სამზარეულოში -მამა ელოდება დაბლა და უთხარი გაემზადოს -მიდი და შენ უთხარი -ნერვებს ნუ მიშლი ნინა (ცდილობდა არ გაცინებოდა,მაგრამ ვერ ახერხებდა) -კაი ჰო დედა და მამა წავიდნენ.დავრჩით მე და ჩემი უსაზღვროდ საყვარელი ძმა,რაც ნიშნავს იმას,რომ ჩვენ ტრადიციებს არ ვუალატებთ და ერთად ვუყურებთ რამე ფილმს... პოპკორნი და კოკა-კოლა მოვიმარაგეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.