შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარში ნაპოვნი სიყვარული (თავი 5)


4-06-2015, 18:27
ავტორი ROLIKA
ნანახია 2 701

დამინახა და გაოცებულმა მკითხა
-შენ..მე...მისმენდი?
-არა..ვის ელაპარაკებოდი?
-დიმიტრის, ხვალ წამოვლენ ტასო და ჯაფარიძე და ჩვენთან ერთად წამოვლენ შემოვლაზე
- რამაგარია-სიხარულისგან კინაღამ გავიქეცი და ჩავეხუტე
-ჰო, ჩვენ დაველოდოთ, ხვალ საღამოს აქ იქნებიან, ახლა ძილის დროა, აჯობებს დავიძინოთ
-ჰო, კარგი, გავალ მე მაშინ ჩემს ოთახში
-კარგი შედი-ნელი სიარულით ავუყევი გზას კიბეებზე, ვიგრძენი მწველი მზერა ზურგსუკან და უხერხულად შევიშმუშნე..ოთახში შესულმა ვერანაირას ვერ დავიძინე, დავიწყე ბორიალი აქეთ-იქეთ, ძალიან მინდოდა ახლა ვინმეს დავლაპარაკებულიყავი, არც ტელეფონი მქონდა, არაფერი! როგორ მინდოდა ახლა ჩემი მამა, ბებო და ბაბუ მენახა, უზომოდ მომენატრნენ, ცრემლებმა დაიწყეს ნაკადულივით სახეზე სვლა, მუჭით მოვიწმინდე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი, ვუყურებდი მთვარეს და მენატრებოდა დედაჩემი, ჩემი დიდი ტკივილი, რომელიც ავარიაში დაიღუპა
-ეჰ, ჩემო დედა, როგორ მენატრები, უზომოდ მენატრები, ახლაც მტკივა, ისევ მტკივა, იმის მაგივრად,რომ განელდეს, პირიქით უფრო ღვივდება-ცრემლებმა ნელნელა დაიწყეს თავიდან დენა...

-ჩემი ლამაზი გოგო სად არის?-თვალებზე აფარებული ხელი ფრთხილად ჩამოიღო წითურმა ქალმა და პატარა ელისაბედის ძებნა დაიწყო
-აქ ვარ დე-თავი ამოყო მაგიდის ქვეშ შემძვრალმა 4 წლის ელისმა
-მოდი ჩემო წითურო, მოდი დედასთან-ხელები გაშალა შვილის მოლოდინში, პატარამაც არ დააყოვნა და სირბილით გაიქცა დედასთან, ხელები მაგრად მოხვია და დედის სურნელი შეისუნთქა
-დედა მე იცი შენი სუნი მიყვარს
-მე კიდევ შენ მიყვარხარ-მაგრად ჩაეხუტა გოგონას და ფერება დაუწყო

-ახლაც მახსოვს შენი სუნი-დაიწყო ქვითინი ელისაბედმა, ოთახში გიჟივით შევარდა ალექსანდრე
-რა..რა მოხდა? გამეცი ხმა ელისაბედ რა გჭირს-გოგოს მივარდა და მის მკლავებში მოიქცია
-მითხარი რა დაგემართა? რამე იტკინე? აქ რატო ზიხარ? ჩამოდი-ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლზე ფრთხილად დასვა-მითხარი ელის, რა დაგემართა?
-მენატრება, ჩემი დიდი ტკივილი, იცი როგორ მენატრება? იცი მაინც როგორ მტკივა? მიყვარს.?ისევ მიყვარს-ალექსანდრე გაგიჟებული უსმენდა, ვერ ხვდებოდა ვიზე იყო ლაპარაკი
-ვინ გიყვარს? ან რა ხდება?-ნერვებს ვეღარ თოკავდა ალექსანდრე
-ჩემი დიდი ტკივილი, რომელმაც დამტოვა, ახლაც მყავს გულში, აი ეს ყელსაბამი დამიტოვა, შიგნით ჩვენი სურათია, იცი რა დამემართა როცა გავიგე ავარია რომ მოუვიდა?
-მომისმინე ელისაბედ, არ ღირს იმაზე იტირო და იდარდო, ვისაც არ აინტერესებდი და მიგატოვა, სხვა გამოჩნდება სხვა შეგიყვარებს ან უკვე უყვარხარ, არ ღირს გესმის?-ელისაბედი თვალებ დაქაჩული უსმენდა, სიცილი აუტყდა, კისკისებდა და ვეღარ ჩერდებოდა, ალექსანდრე კი გაკვირვებული უყურებდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ელისაბედი კი სიცილს განაგრძობდა,
-ვაიმე კუჭი-კისკისებდა ელისაბედი
-რა..რა გაცინებს?-დაიბნა მინესოტელი
-აჰაჰ..ცუდადავარ შენ რა გეგონა, რომ ბიჭს მივტიროდი?-უფრო გადაფიჩინდა ელისაბედი-არა, დედაჩემზე ვამბობდი და შენ ბიჭიო-უფრო უმატა სიცილს, მინესოტელს ძარღვები დაებერა და გიჟივით გავარდა გარეთ, ნელა წამოვდექი ფეხზე და მისი ოთახისკენ ავიღე გეზი, ფრთხილად დავაკაკუნე
-მოდი-გაისმა მშვიდი ხმა
-შეიძლება? მისმინე არ მინდოდა, ბოდიში თუ გეწყინა-საწოლზე ჩამოვჯექი და ფრთხილად დავადე მხარზე ხელი
-არა! ეს მე ბოდიში ელისაბედ, რამდენი სისულელე ვიფიქრე, შენ კი თურმე დედაზე ამბობდი, მე ბოდიში
-არაფერია საბოდიშო-ფეხზე წამოვიმართე, რომ ხელის შეხება ვიგრძენი წელზე, ჟრუანტელმა დამიარა და ადგილს მივეყინე
-არ წახვიდე
-რატო?-ხმის კანკალით ვკითხე
-გთხოვ-მისკენ მიმიზიდა-ნუ გეშინია არაფერს ვაპირებ, უბრალოდ ჩემთან დაწექი, გთხოვ-გაისმა მის ხმაში მუდარა
-კარგი-ნელა მივუახლოვდი საწოლს და წამოვწექი, ისიც დაწვა და ხელი ძლიერად მომხვია წელზე, ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი, მიხაროდა! კი, ნამდვილად მიხაროდა, ასე არასდროს ვყოფილვარ!!
-მადლობა-გაისმა მისი თბილი ხმა
-რისთვის?
-რომ უძლებდი ჩემს ათასგვარ ახირებას
-...
-ცუდად გექცეოდი, ბოდიში-თვალი მისკენ გავაპარე, შევხედე და მივხვდი, რომ ჩაეძინა, ფრთხილად შევახე სახეზე ხელები
-მიპატიებია-ვუთხარი და თავი მის მხარს დავადე


* * *
ტკბილი ძილი დამირღვიეს! სულ ჯაფარიძის ბრალია, რას აიჩემა ახლა წავიდეთო, შუა ღამეს ვინ დადის ტყეში
-ჩქარა ჩაალაგე და წავიდეთ
-ძალით მიკეთებ ჰო?-ვუთხარი ახლად შემოსულ ჯაფარიძეს
-არა, მინდა მალე ჩავიდეთ იქ
-ასე რატომ ჩქარობ?-დაეჭვებით ვკითხე
-უბრალოდ მინდა და სულ ესაა
-თუ მეტყვი უმჯობესია
-ნახავ-ეშმაკურად გადმომხედა და ოთახიდან გავედით


-მეძინება ჯაფარიძე-თვალებზე ხელი ავიფარე და ბანცალით გავყევი
-მოითმენ
-აუ კარგი რა ღამის 3 საათია, აქ დავდივართ რა წესია?
-რომ მორჩები წუწუნს მითხარი-ერთი ამოვიოხრე და უკან მივყევი...


-შევისვენოთ-ამოვიოხრე და მოწყვეტით დავჯექი მიწაზე
-დაიღალე?
-ჰო, რამდენ ხანში მივალთ?
-ჯერ მხოლოდ 2 საათი ვიარეთ, გამთენიისას მივალთ
-ანუ კიდევ 1 საათი და ცოტა მეტი მოგვიწევს სიარული, მეძინება-თვალები მოისრისა და დაამთქნარა
-ახლა არა რა-ამოიოხრა ჯაფარიძემ და მიძინებულ გოგონას თვალი შეავლო, ოდნავ დაიხარა, ხელები ფრთხილად მოხვია წელზე და ხელში აიყვანა, შეისუნთქა ტასოს სურნელი და მაგრად მიიხუტა, ესიამოვნა ტასოს სითბო და მკლავებში უფრო გაინაბა. დიმიტრის გაეღიმა და ფრთხილად შეახო ტუჩები გოგონას სახეს..

* * *
-აქ რა ამბავია?-გაოცებას ვერ მალავდა დიმიტრი, სწრაფად წამოხტა ალექსანდრე ფეხზე და ელიაბედს გადახედა
-ის..იცი..-სიტყვებს თავს ვერ აბავდა
-რა ხდება?-წამოვყავი საწოლიდან თავი და როცა შევხედე დიმიტრის როგორ ყავდა ტასო ხელში და როგორ იდგა ფეხზე გაკვირვებული ალექსანდრე, თავი წამში ჩავყავი საბანში და სიცილი დავიწყე, ტასომ თვალები ჭყიტა, უხერხულად შეიშმუშნა და როცა გააცნობიერა სიტუაცია საწოლისკენ გამოექანა და ელისაბედს თავზე დაახტა
-ელის-ყვიროდა ტასო
-ტას-ამოყო თავი საწოლიდან და მაგრად ჩაეხუტა
-ღირდა ამად-კმაყოფილმა თქვა დიმიტრიმ და გოგოები აათვალიერა
-აბა გადით აქედან ჩქარა-დავტუქსე ბიჭები და კარებისკენ მივუთითე
-ჰო-გამომესარჩლა ტასოც და გაეცინა, ბიჭებმა ოთახი დატოვეს და ჩვენ ჭორაობას შევუდექით..


* * *
-არ გამოხვალთ?-მობეზრებულად თქვა ალექსანდრემ და კარზე მეოთხედ დააკაკუნა
-15 წუთში-სიცილით გასძახეს გოგონებმა
-ვიცი მე თქვენი 15 წუთი..4 საათია ოთახში ხართ, რა ვერ მორჩით?-გამოესარჩლა დიმიტრი
-გვშია-მუცელზე მოითათუნ ხელი მინესოტელმა
-ჰო კარგი კარგი-ბუზღუნით ადგა ფეხზე ელისაბედი და კარები გააღო


გოგონები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, ბიჭები უყურებდნენ და ტკბებოდნენ
-აი წარმოიდგინე ესენი ჩვენი ცოლები-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა დიმიტრიმ
-აუ-თავზე ხელი მოისვა ალექსანდრემ
გოგონებმა სუფრა 4-ზე გააწყვეს და ბიჭებს დაუძახეს, ოთხივე ერთად იჯდა და პიცას მიირთმევდა
-რა კარგი ხელი გქონიათ-კმაყოფილმა შეაქო მინესოტელმა გოგოები
-მადლობთ-მიუგო ელისაბედმა
-მაგარია-მეორე ნაჭერს დაწვდა დიმიტრი
-გეამათ ბიჭებო?-სიცილით გადახედა ტასომ ელისს
-კი, თან როგორ-წამში დაუბრუნა პასუხი დიმიტრიმ
-შემოვლაზე როდის წავიდეთ?-იკითხა მინესოტელმა
-ხვალ დილით
-კარგი
-ახლა რა ვქნათ?-მოწყენილმა იკითხა ტასომ
-აუ, რამე მოიფიქრეთ, მე არ მეძინება-ხელები ერთმანეთს გაუსვა ელისაბედმა და თეფშების ალაგებას შეუდგა
-წამოდი გავისეირნოთ, ტყეა, სუფთა ჰაერია-გადახედა დიმიტრიმ ალექსანდრეს
-ჰო, კარგი


ტყეში სეირნობდნენ ოთხივე ერთად, შუაში გოგოები და გვერდიდან ბიჭები
-დიმიტრი გახსოვს აქვე ახლოს ხეზე სახლი რომ ავაშენეთ?
-რა დამავიწყებს, მაშინ ახალი მოსულები ვიყავით ჯარში
-წავიდეთ-წამოიყვირა ელისაბედმა
-ჰო, მიდით რა ბიჭებო-მხარი აუბა ტასომაც
-წამო ვნახოთ, კიდევ ცოცხალია?-ჩაიხითხითა ალექსანდრემ


-ჩვენი სახლი-ემოციებს ვერ მალავდა დიმიტრი
-რა ხმაა?-დაეჭვებულმა იკითხა ტასომ
-ხმა?
-ჰო, ხმა ისმის-შიში შეეპარა ხმაში ელისაბედს
-წამოდი ვნახოთ-უბიძგა დიმიტრის ალექსანდრემ, კიბეები აიარეს და შიგნით შევიდნენ

-რა?-შეიცხადა ალექსანდრემ


ესეც ჩემი ახალი თავი. აბა რას იტყვით? კარგია? იმედი მაქვს მოგეწონათ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ ძალიან..!



№1  offline წევრი nigita

მომეწონა :D ძალიან საინტერესო მიმენტზე გაწყვიტე და დიდი თავები დადე რა არ მყოფნის :D

 


№2  offline წევრი ROLIKA

nigita
მომეწონა :D ძალიან საინტერესო მიმენტზე გაწყვიტე და დიდი თავები დადე რა არ მყოფნის :D

ჰო იქეთ ძალიან საინტერესო რაღაც არიის..!!!

 


№3  offline წევრი keresa

აუ რა მომენტებზე იცი ხოლმე გაჩერება რაა :(
და ცოტა დიდი თავები დადე გთხოვ <3
ძალიან მაგარია

 


№4  offline წევრი ROLIKA

keresa
აუ რა მომენტებზე იცი ხოლმე გაჩერება რაა :(
და ცოტა დიდი თავები დადე გთხოვ <3
ძალიან მაგარია

Didi madlobaa...ki aucileblad davdeb.gushin meti ver movaxerxe

keresa
აუ რა მომენტებზე იცი ხოლმე გაჩერება რაა :(
და ცოტა დიდი თავები დადე გთხოვ <3
ძალიან მაგარია

Didi madlobaa...ki aucileblad davdeb.gushin meti ver movaxerxe

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent