შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 12)


4-06-2015, 20:24
ავტორი PARVENU
ნანახია 16 732

ბავშვებო, ბოდიში, ჩემი ბრალია ყველაფერი. არ გამხსენებია რომ ერთი თვე უკვე გავიდა და ინტერნეტ პაკეტიც გამიუქმდა.ცოტა ხნის წინ ჩამირთეს და აჰა ავტვირთე. სულ რაღაც სამი თავი დამრჩა და დავასრულებ მააადლობა ყველას!
888
სახლში ერთიანად გათოშილი მივედი. მთელი სხეული მიძაგძაგებდა. ოღონდ, არ ვიცი ეს ტანზე მიკრული სველი ტანსაცმლის, თუ იმ ემოციების ბრალი იყო, რომელიც სულში მიტრიალებდა.
გონებაში კვლავ ის სცენა მიტრიალებდა. მანამდელი კითხვები და თხოვნაც, რაც უფრო გაუსაძლისს ხდიდა მდგომარეობას. არც გაანალიზების და არც დასკვნის გამოტანის ძალა გამაჩნდა. ერთადერთს რასაც ვგრძნობდი და აღვიქვამდი, ეს დამცირების, შეურაცჰყოფის მწარე ალიყური იყო, რომელიც კოცნასთან ერთად მეწვეოდა სტუმრად.
ვერც ცხელმა შხაპმა გამათბო და ვერც საბანმა. ძვლებში მქონდა სუსხი გამჯდარი კანკალთან ერთად. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი მშვიდად, როდესაც დიდი, თბილი და ასე ახლობელი ხელები შემომეხვივნენ და გულ-მკერდზე მიმიხუტეს.
თმებზე ნაზ, ფრთხილ შეხებას ვგრძნობდი. წელზე თბილ ხელებს. ლოყაზე ცხელ სუნთქვას და ნაცნობი კომფორტის გრძნობით შეპყრობილს, კითხვის დასმის თავი არ მქონდა.
ცხვირში "ზარა-მენის" სურნელი მიღუტუნებდა, თამბაქოსას რომ არეოდა და ასეთ ჩემეულ ნაზავს რომ ქმნიდა.
-დაიძინე, პატარავ! დაიძინე!-მიჩურჩულა ყურში სიფრთხილე შეპარულმა ხმამ,-მე შენთან ვარ!
-საბა...-ჩურჩულიც არ იყო ჩემი ნათქვამი.
-ჰო,-შუბლზე ჩამოყრილი ჩოლკა გადამიწია.-ლიკა!
მერე რაღაც ვთქვი. არ მახსოვს რა. ერთადერთი რაც ბოლოს აღვიქვი, ჩუმი, მუქარით ნათქვამი სიტყვები იყო, რომლებიც აშკარად არ მეკუთვნოდნენ მე.

888
-ლიკა, ხო იცი, ყველას დედას მო****** ვინც შენ ცუდად შეგეხება! მე მართლა მათი არასწორი გამზრდელი მო*****!-გრგვინავდა ოთახში ლოლაძე და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.
-საბა, დამშვიდდი რა,-უკვე მეათასედ ვუმეორებდი ერთი და იგივეს. პასუხადაც იმავეს ვიღებდი:
-რა დამამშვიდებს გოგო, გუშინ ასეთ დღეში იყავი და!..-ბრდღვინავდა გამწარებული.
-ბუზს სპილოდ ნუ აქცევ, გთხოვ,-გავასავსავე ხელები.
უკვე იმ ზღვარზე ვიყავი, ცრემლების ტბა რომ უნდა დამეყენებინა. საბა კი ამის საშუალებას არ მაძლევდა.
ისიც კმაროდა, როგორსაც წამასწრო, არ მინდოდა საბოლოოდ გადამეყვანა ჭკუიდან.
საბა, ყველაზე კარგად მიცნობდა ოჯახშიც და მეგობრებშიც. კარგად იცოდა ჩემი ხასიათი და მშვენივრად ხვდებოდა რომ მუდამ მოცინარი მე, ასე უბრალოდ არ დავემსგავსებოდი მოსიარულე მკვდარს.
-ალავიძე, ნუ ამწევ ჭკუიდან!-მუჟში ჩაისრისა ანთებული სიგარეტი, სკამზე ჩამოჯდა და დაჟინებით მომაჩტერდა,-მე ნუ გამარკვევინებ ყველაფერს! იცი, რომ არ გამიჭირდება და ისიც იცი, რომ მანამ არ მოვისვენებ, სანამ ამის მიზეზს, თავ-ყბას არ გავუერთიანებ... ასე რომ მითხარი!..
-საბა!..-მავედრებელად ავხედე თითების მტვრევით.
-ლიკა!..-დავინახე, როგორ დაებერა კისრის ძარღვები და მძიმედ სუნთქვა დაიწყო.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი... არაფერია სათქმელი, რატო არ გესმის?-აცრემლებულმა დავხარე თავი.
საწოლში ჩაწოლა და ძილი მინდოდა.
სიმშვიდეც...
-დავიჯერო მასეთი დებილის შთაბეჭდილებას ვტოვებ?!-აწკიპა წარბები და ნერვიულად აათამაშა თითებში ახალი ღერი,-დავიჯერო, ისე გავნულდი შენთვის, რომ არაფერს მეუბნები?!
-საბა!..-წამოვიძახე განაწყენებულმა და საბოლოოდ ვერ შევიკავე თავი.
ყოველთვის მეტირებოდა მსგავს თემებზე. ვერასდროს ვერ ვიკავებდი თავს, როდესაც ჩემს გრძნობებში ეჭვი შეჰქონდათ და წყენას, ყოველთვის ტირილით გამოვხატავდი.
ვიცი! პათეტიკური გოგო ვიყავი...
-ხო იცი, ვერ ვიტან როცა ტირიხარ...-წამში გაჩნდა ჩემ გვერდით და გულში ჩამიკრა,-ყველაფერს, ყველანაირს გიყურებ, მაგრამ ასეთს ვერა... არ გინდა რა!
საპასუხოდ, ძლიერად მოვეხვიე მკერდზე და სახე მის მაისურში ჩავმალე.
ამდენი ხნის ნაგროვები ემოციებისგან დაცლა მჭირდებოდა.
-უბრალოდ, მაცალე რა... უბრალოდ, მადროვე!-ამოვთქვი და უღონოდ მივეყრდენი სხეულზე.
-დაისვენე!-მითხრა დაძაბული ტონით და მოცახცახე მკლავებჯ, უფრო ძლიერად შემომხვია.
დარწმუნებული ვიყავი, მის გონებაში ერთადერთი რაც ტრიალებდა, ეს ის მიზეზი იყო, რის გამოც ასე უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს.

888
გონზე როდესაც მოვედი, უკვე შუადღე გადასულიყო. საბა კვლავ თავთან მეჯდა. მზერა მოპირდაპირე კედელზე გაეშტერებინა, რომლის უმეტეს ნაწილს, ჭიკარტებით მიბნეული ფოტოები რომ იკავებდნენ. ჩემი, მისი, ერეკლესი, ლიზასი, მშობლების, საბას საძმაკაცოსი და უამრავი სხვა. ბავშვობიდან, დღემდე მოყოლებული. უამრავი ემოციით და მოგონებით დახუნძლული ფოტოები, უწესრიგოდ რომ განლაგებულიყვნენ კედელზე და ერთ დიდ ორგანიზმს ქმნიდნენ, ჩემი ოჯახი რომ ერქვა.
-იცი, პირველად რომ გნახე, საშინლად არ მომეწონე,-ჩუმად დაიწყო, ჩემს თმასთან თზმაში კი არ შეუწყვეტია,-არ ვიცი რატომ... ალბათ იმიტომ, რომ ერთ გაჩხინკულ, უაზროდ მოკისკისე ბავშვად აღგიქვი, რომელმაც სახლში დასადგურებული მყუდროება დამირღვია. მერე იმიტომ არ მომწონდი, რომ სულ რაღაცას აფუჭებდი, ჩემს ნივთებს ეხებოდი. მე კი არ შემეძლო შენი ჩაცხვლეტილი ლოყების შემყურეს, ხელი დამევლო და კარადაში შემეკეტე. მერე, იმიტომ რომ შენს გამო ყველასთან ჩხუბი მიწევდა სკოლაში. უბრალოდ არ შემეძლო შენი ცრემლების ყურება და ჩემზე გაცილებით პატარებთან მიწევდა საქმის გარჩევა. რატომღაც სულ მეგონა, რომ შენი გაბრაზება მარტო მე შემეძლო, მარტო მე მქონდა ამის უფლება. სხვას არა... მერე... მერე იმას ვერ ვიტანდი, შენ კლასელებთან უფრო კარგი ურთიერთობა რომ გქონდა, ვიდრე ჩემთან. მათ უფრო მეტ დროს უთმობდი, ვიდრე მე...-მივხვდი რომ იღიმოდა და მოგონებების გახსენებაზე, მეც ვერ შევიკავე ღიმილი,-არც შენთან შემეძლო მოსვლა და ამის თქმა. ამიტომ ყველა მათგანს ვეჩხუბებოდი... მერე, შენ მორბოდი ატირებული და აქეთ მეჩხუბებოდი. მაშინ მართლა მინდოდა შენი კარადაში შეკეტვა, მაგ ლაწირაკებს რომ მისტიროდი,-წყენა შეერია ხმაში და ლოყაზე მიჩქმიტა, ჩემი სიცილის გაგებისას,-და ახლაც...-ჩაეხრინწა ხმა და ინსტიქტურად დავიძაბე,-ყველაფერს გავაკეთებ, მეორედ რომ არ გავხდე შენი ისტერიკების მომსწრე... იცი რომ გამკეთებელი ვარ, ნებისმიერი რამის!..
-ვიცი,-ჩუმად ვთქვი და მეც კედელს გავუშტერე თვალი.
-კარგი, ადგომის დროა,-უჩვეულოდ მკაცრად დაამატა და ასადგომად მიბიძგა.
მისაღებში გასულებს, მთელი ოჯახი სამზარეულოში მოკალათებული დაგვხვდა. ძლივს შემდგარი წყვილიც ერთმანეთს უმშვენებდნენ გვერდს და სიცილით იკლებდნენ ოთახს.
ღიმილით გადავხედე ფიქრებში ჩაძირულ ლოლაძეს და ლოყაზე ვაკოცე. კბილები დავკრიჭე, შუბლშეკრულმა რომ დამხედა და ინტერესით შემათვალიერა.
-ოდესმე მითქვამს, რომ ვგიჟდები თქვენზე?!-უჩვეულოდ, დადებითად დავიმუხტე და გვერდზე მივეხუტე.
-მგონი კი...-მოჭუტა თვალები და სიცილით ამიჩეჩა თმები,-ეს შენი მორიგი მატრაკვეცობა, ჯერ კიდევ ვერ მომინელებია!-დამიღრინა და ჩემ მოკლე ვარცხნილობას შეავლო თვალი.
-ნუ იღრინები, ძმობას გაფიცებ რა!-სიცილით ავუქნიე ხელი და მის აწითლებულ სახეზე, კისკისით შევვარდი სამზარეულოში.
დეჟავიუს განცდა დამეუფლა. თითქოს სადღაც მქონდა კიდევ გაგებული ეს სიტყვები.
ლამაზთვალება ბიჭი, ჭინკებიანი მზერა და კნუტზე გამოდევნებული ახალგაზრდა გამახსენდა.

888
-ლიკა, გუშინ რატო არ მოხვედი?-აშკარად განაწყენებული იყო იანა და გაბუტული მოკალათებულიყო სამზარეულოს სკამზე.
ტყუპებიც გარშემო შემოსხდომოდნენ და გულზე ხელებდაკრეფილები, მზერით მბურღავდნენ.
-ბავშვებო, ნუ იბღვირებით ასე,-გამომესარჩლა ქალბატონი ნონა და ნამცხვრის დაჭრა დაიწყო,-უბრალოდ პრობლემები ქონდა და ვერ მოიცალა. ხომ აგიხსენით, არა?!
-ჩვენთვის არაფერი უთქვამს,-ადუდღუნდა ტყუპი,-არ გავუფრთხილებივართ.
-მართალი ხართ, უნდა გამეფრთხილებინეთ,-ხელები ავწიე დანებების ნიშნად,-ბოდიშს ვიხდი თქვენ წინაშე. მეტს აღარ ვიზამ.
-მართლა?-მოჭუტა იანამ თვალები და აკისკისებული მუხლებზე შემახტა.
-წამოდით, ფეხბურთი ვითამაშოთ,-წამოვაყენე იდეა და ბავშვებთან ერთად კარებში გავვარდი.
გოგოები ერთად ვიყავით ბიჭების წინააღმდეგ. გაცხარებული დავსდევდით ბურთს და ყოველ გოლზე, ერთმანეთს დავცინოდით. შუა თამაშის დროს, სიცილი სახეზე შემახმა, როდესაც ეზოში ნაცნობმა მანქანამ შემოუხვია და პარკირების ადგილისკენ გაემართა.
ვეცადე არაფერი დამტყობოდა, როდესაც ნაცნობმა მზერამ ბეჭები ამიწვა და ზურგში, უსამოვნო ჟეუანტელმა დამიარა. ლამის იქვე განვუტევე სული, ჩვენკენ რომ გამოემართა და პირი სასწაულად გამიშრა. ასე, ალბათ ეროვნულების დროსაც არ მინერვიულია. გული მკერდში მიბაგუნებდა და მუხლები მიკანკალებდა.
რომ არ წავქცეულიყავი, შესვენების ნიშნად ბავშვებს ხელი დავუქნიე და ხელოვნურ გაზონზე ჩამოვჯექი. სმენის დახშობა მინდოდა, მძიმე ნაბიჯების ხმა რომ არ გამეგო, მაგრამ გაასმაგებული მქონდა ყველა გრძნობის რეცეპტორები.
-სალაპარაკო გვაქვს,-ტანზე ეკლებმა დამაყარა მისი სუსხიანი ხმის გაგებისას და გიონებაში ხელი ვიტკიცე შუბლზე.
-გისმენთ,-ვეცადე ხმაზე არ დამტყობოდა არაფერი. არც თავი ამიწევია, კვლავ გაზონზე ვიყავი გაშოტილი.
-აქ არა!-აშკარად გავიგე, გაღიზიანებული ინტონაცია.
-ბავშვებს ვერ დავტოვებ,-გაბრაზებამ მთელ სხეულში დამიარა. ბედავდა და კიდევ აქეთ ბრძანებლობდა,-მე ჩემ საქმეს უნდა მივხედო.
-ორი წუთი რო დამითმო, მაგის ღირსი არ ვარ?!-გამოცრა კბილებს შორის.
-მე ვიცი, თქვენ რისი ღირსიც ხართ, მაგრამ სინდისი გამაჩნია და ზრდილობა, თქვენგან განსხვავებით!-ღრენით ავხედე შუბლშეკრულს.
-მოიცა, რა დღეში ხარ შენ?!-ჩემი სიტყვებით აშკარად გაოცებულმა აზიდა წარბები და ჩემ გვერდით ჩაიმუხლა.-რაღაც ბევრს ლაპარაკობ... არა, აქამდეც ლაპარაკობდი ზედმეტს, მაგრამ ასეთი ტონით, როდიდან მეტლიკინები?
-მგონი არაა ძნელი მისახვედრი!-გაღიზიანება სახეში მომაწვა და დარწმუნებული ვარ, ლოყები აწითლებული მქონდა,-თქვენი "ვაჟკაცობის" მერე!
-რა ვაჟკაცობაზე მელაპარაკები?-ვერ მივხვდი, მე მაბოლებდა თუ მართლა იყო ჩემი სიტყვებით გაოცებული.
-თქვენ რა, მოგწონთ, როდესაც ხალხს ნერვებს უშლით?!-შევძახე გამწარებულმა.
უკვე ყელში მიჭერდა გაღიზიანება და ცოტა მაკლდა, ფეხზე არ გამეძრო და თავში არ მერახუნებინა ტიმოთესთვის.
-რა ვქენი ასეთი?! კითხვა დაგისვი უბრალოდ,-უცოდველი ადამიანივით შეკრა წარბები და ჩოლკაზე წამეთამაშა.
-თქვენ... ნამდვილი...-სიბრაზისგან ისე წამეკიდა ცეცხლი, სათქმელი ჰაერში გამეფანტა,-კაზანოვა ხართ!-წამოვიყვირე დაბნეულმა, ფეხზე წამოვხტი და გზისკენ გავალაჯე.
თვალები ცრემლებით ამევსო. ამჯერად ჩემ სისულელეზე უფრო ვიყავი გააფთრებული, ვიდრე ტიმოთეს უტვინო გამოხტომებზე. უფრო და უფრო ვირცხვენდი თავს და რაც ყველაზე საშინელი იყო, მაინც ყოველ წამს მეფიქრებოდა ანას კუთვნილ "ბუზღუზე"!
-მოიცა, სად მიდიხარ?-წამში წამომეწია და მკლავში ხელი ჩამავლო,-რა გჭირს?
-თავი დამანებეთ!-შევძახე წყობიდან გამოსულმა.-უბრალოდ შემეშვით!
-რა დაგემართა?!-ისიც დასერიოზულდა და წინ გადამიდგა,-ამიხსენი.
-არაფერი!-ზიზღით გამოვცერი და განზე გავიხედე.
მეზობლები გაფაციცებით გვაკვირდებოდნენ. ბავშვები კი კვლავ ბურთის თამაშით იყვნენ გართულები.
-გეკითხები და მიპასუხე,-ჩემკენ გადმოხარა მანაც თავი და როგორც კი მივხვდი რომ ხელის მოკიდებას აპირებდა, დამდუღრულივით გავხტი განზე,-რა ჯანდაბა გჭირს, ალავიძე?
-ბედავთ და კიდევ აქეთ მეკითხებით?!-შევუყვირე ხმადაბლა, მოშტერებულ ქალებს არაფერი რომ არ გაეგოთ.-მას შემდეგ, რაც გააკეთეთ...
-რა გავაკეთე ასეთი?!-შეიცხადა და ლამის ცხვირით შემეხო შუბლზე.
-რაო?!-ჩემმა აღშფოთებამ პიკს მიაღწია და დასამშვიდებლად ღრმად დავიწყე სუნთქვა.
-ხო, რა გავაკეთე, მიპასუხე!-აშკარად იდებილებდა თავს.
-მაკოცეთ!..-წამოვიყვირე გაანჩხლებულმა და ხელები ისე მოვმუშტე, ფრჩხილები კანში შემესო,-უკითხავად დამეტაკეთ და მაკოცეთ!.. კიდევ გაგიმეოროთ?! თუ გაგახსენდათ თქვენი გმირობა?!
-ამის გამო ატეხე ამხელა პანიკა?!-შეიცხადა გაღიზიანებულმა და თავს არაადამიანური ძალა დავატანე, ის გაფართოებული თვალები რომ არ დამეთხარა.-რას ხედავ ამაში საგანგაშოს და ჭკუიდან გადასასვლელს?!
-თქვენ... თქვენ... რა, ხუმრობთ?!-ამოვიბლუყუნე თავზარდაცემულმა.
-არა!-დოინჯშემოყრილი გაიჭიმა ჩემ წინ.
-მე წავედი!-ამოვილუღლუღე და გზა გადავჭერი.
უკვე აზრი არ ქონდა არაფერ ახსნას. არც ყვირილს, არც ჩხუბს, არც მუქარას და არც აქამდე ბევრჯერ გაცვეთილ, მწარე ალიყურს.
-სად მიდიხარ, ჯერ სალაპარაკო გვაქ!-ამედევნა გაბრაზებული.
-სახლში,-გადავუგდე და გაჩერებასთან დავდექი.
-ასე უნდა დამტოვო?-შეიცხადა გაღიზიანებულმა.
სერიოზულად მიშლიდა ნერვებს. ხელი რომ არ მეკრა და მანქანის ბორბლებში რომ არ შემეგდო, სასწრაფოდ გავაჩერე ტაქსი და სალონში ჩავხტი.

888
მეორე დღეს გაცილებით უარესად ვიყავი, ვიდრე იმ დროს, როდესაც ტიმოთემ კოცნით "დამაჯილდოვა". არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ასეთი ერთუჯრედიანი შემიყვარდა, რომლისთვისაც უბრალო ამბავს წარმოადგენდა ყოველ მეორესთან ზასაობა. თან მაშინ, როცა ოფიციალური საცოლე ჰყავდა.
ისეთ სულელურ მდგომარეობაში ვიყავი...
თავს ვიწყევლიდი, საერთოდ რომ დავიწყე მუშაობა. იმ დღეს ვწყევლიდი, პირველად რომ გავიცანი ტიმოთე.
-არა, ასეთი იდიოტი არ შემიყვარდებოდა, შანსი არაა!-ციებიანივით ვიმეორებდი და ბოლთას ვცემდი,-ანდაც, იქნებ არც მიყვარს და აკვიატებაა?!
ჩემს ვარაუდებს, ბოლოს მაინც ერთ შედეგამდე მივყავდი:სიზმრებში, ცხვრების მაგივრად, ტიმოთე მსტუმრობდა... უფრო ხშირად კი, გაღვიძებულზე, ტუჩებზე სისველეს ვგრძნობდი, თითქოს კვლავ ეკოცნა ჩემზე.
შედარებით დავწყნარდი, როდესაც სამსახურიდან წამოსვლა შევატყობინე ქალბატონ ნონას და აქამდე ცრემლებით დამლპარი ბალიშიც, ახლა უკვე ბავშვების მონატრებას გადავაბრალე. ყველაფერთან ერთად, ბავშვების მიტოვებაც მომიწია.'არ შემეძლო კვლავ მენახა ტიმოთე, თუნდაც შემთხვავით, იმ დამცირების შემდეგ.
ეს რომ მახსენდებოდა ისე ვბრაზდებოდი, ყველაფერს ვამტვრევდი რაც ხელში მომხვდებოდს, შემდეგ კი ცრემლებით ვიოხებდი გულს. საბა კი, უფრო მეტად ვერ ეტეოდა კანში და ლამის იყო, თამბაქოს, მთელი პარტია ეყიდა.
ტიმოთეს გამგზავრების წინა საღამოს, ერეკლე წვეულებას მართავდა. ლიზასთვის ოფიციალურად უნდა ეთხოვა ხელი. ეს მე ვიცოდი, ლიზას კი ერეკლეს ოცდამეშვიდე დაბადებისდღის აღნიშვნის საღამო რომ იყო, ის ეგონა. სიმართლე გითხრათ, არაფრის თავი არ მქონდა. მით უმეტეს ღრეობისა, მაგრამ ეს რომ გამომეტოვებინა, საკუთარ თავს არ ვაპატიებდი.
სიმწრის ღიმილ აკრული დავდიოდი ოთახიდან ოთახში და აშკარად გაღიზიანებულ ლოლაძეს თვალს ვარიდებდი. ყველაფერი გადამავიწყდა, ლიზას აცრემლებული თვალები და ერეკლეს მზრუნველი მზერა რომ დავინახე და მეც უნებურად ავტირდი. ალკოჰოლმაც თავისი ქნა და ასრუტუნებული საბას მივეკარი.
ტიმოთე და მისი კნეინა გამახსენდა!
-გინდა, სახლში წაგიყვანო?-მიჩურჩულა და მკლავი მომხვია.
-მერე ესენი?-თავით ვანიშნე ბედნიერ წყვილზე.
-მაგათ, ახლა ერთმანეთი უფრო ჭირდებათ, ვიდრე ჩვენ,-შუბლზე მაკოცა,-შენები კარგა ხანს არ წამოვლენ, შენ კი დაიღლები.
-ჯერ დავემშვიდობა ლიზას და ერეკლეს,-დავუქნიე თავი და ღიმილით გავემართე ერთ-ერთი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანებისკენ.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა დავრჩე?-ეჭვით შემათვალიერა საბამ და ჩაბნელებულ სადარბაზოს გახედა.
-არა, კარგად ვარ,-ლოყაზე ვაკოცე და გადავედი.
-იცოდე, თუ რამე, დამირეკე!-სავარძლისკენ გადმოიხარა, თან სიგარეტს აბოლებდა.
-კარგი!-დავუქნიე თავი, კოცნა გავუგზავნე და არეული ნაბიჯებით შევაბიჯე სიბნელეში.
ლამის საათი ვეძებდი გასაღებს კლატჩში ადგილზე მობანცალე. მხოლოდ სამი ჭიქა მქონდა დალეული და საკმაოდ მომკიდებოდა. კარგი შემთვრალივით კი მიბჟუოდა თავი.
-ჯანდაბა! რატომ არ დავრთე ნება, ამსაღამოს ჩემთან დარჩენილიყო!-ამოვიბუზღუნე გასაღების ძებნით გაწამებულმა და ხელი კარს დავკარი.
-როგორც ჩანს, მშვენივრად ერთობი,-ისე მოულოდნელად გაისმა ცივი ტონი, რომ შიშისგან ჩანთა ხელიდან გამივარდა.
-შენ აქ რას აკეთებ?-მიუხედავად სიბნელისა, მაინც გავარჩიე მამაკაცის ნაკვთები და წონასწორობის დასაცავად კედელს მივეყუდე.
გონებაში კი ის მიტრიალებდა, რომ მამასთვის მეთხოვა, ახალი ნათურა დაემაგრებინა სადარბაზოს განათებაზე.
-ესე იგი, მარტო ჩემთან ხარ პატიოსანი გოგო, რომელიც ერთ კოცნას მისტირის, არა?-სიმწრით დასცდა და ისიც კედელს მიეყუდა.
-რატომაც არა!-გესლიანად დავამატე დამიბლენტილი თვალებიდან ავხედე.
-მაგან რითი დაიმსახურა შენთან დარჩენა, ხომ ვერ მეტყვი?-აშკარა იყო, რომ ხმას ძლივს აკონტროლებდა.
-იდიოტი ხარ!-ვერ მოვითმინე და პირში მივახალე,-სტაჟიანი იდიოტი!
-საწოლში რომ შემეთრიე, მაშინ ჭკვიანი გავხდებოდი ხო შენთვის?!-დამიყვირა წყობიდან გამოსულმა და მკლავში ხელი ჩამავლო,-მარტო კოცნას რომ დავჯერდი ხო?!
-ვერ გიტან!-შევუყვირე აცრემლებულმა,-საცოლე გყავს და მე მკოცნი!.. რა უფლება გაქვს საერთოდ?! რადგან ძიძა რომ ვარ იმიტომ?! ვინ მოგცა ჩემი კოცნის უფლება?!-გააფთრებული ვეჯაჯგურებოდი, რომ გაეშვა, მაგრამ ისე შემოეჭდო თითები, წინააღმდეგობით მხოლოდ მკლავებს ვიზიანებდი.
-წამოდი!-მჭიდროდ მიმიკრა გვერდზე და კიბეებზე ისე ჩამარბენინა, გაძალიანებაც ვერ მოვისაზრე.
გონს რომ მოვედი, უკვე მანქანაში ვიჯექი და მაღალი სიჩქარით, სადღაც მივქროდით. ვერც ჩემმა ყვირილმა, ვერც მუქარამ და ვერც ჩხუბმა ვერ გაჭრა. ჯიუტად არ იღებდა ხმას, სპიდომეტრის ისარი კი უფრო ზევით მიიწევდა.
-გაჩერდი, სანამ ჯერ კიდევ გონზე ვარ!-დაიგრგვინა გამწარებულმა და ისე ჩააფრინდა საჭეს, ლამის ხელებში ჩაატყდა.
ნიკაპ აკანკალებული, ცრემლებს ვებრძოდი, ქუთუთოებზე რომ დაედოთ ბინა და დაუფარავ სიძულვილს ვგრძნობდი ჩემი თავის მიმართ, ამდენის უფლება რომ მივეცი ტიმოთეს. ისე მეზიზღებოდა ჩემი თავი, გულის რევას ვგრძნობდი და სასმლისგან დაბინდული გონებით, ვცდილობდი ბოლო საღი აზრიც არ დამეკარგა.
უკვე დროის შეგრძნება მქონდა დაკარგული, ძლიერმა ბიძგმა ლამის მინა რომ გამატანინა და ამწვარმა საბურავების სუნმა, გულძმარვა მომგვარა.
-გადმოდი!-უხეშად მიბრძანა, როგორც კი კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა.
ზიზღით დავხედე გამოწვდილ ხელს და კარის ჯახუნით გავცილდი. უსიტყვოდ ავხედე მაღალსართულიან კორპუსს და სადარბაზოს შესასვლელთან გავშეშდი.
-რას ელოდები?!-გადმომხედა ლიფტში შესულმა.
-რა იყო, სიტყვა უნდა აასრულო და კოცნას უნდა გაცდე?!-დიდი მიხვედრა არ ჭირდებოდა, რომ მის ბინაში მიმიყვანა, აქამდე რომ არ მენახა.
-შეწყვიტე!-მიყვირა გააფთრებულმა და ლიფტის კარები გააკავა,-შეწყვიტე ამის ძახილი!
-რა იყო, დაგავიწყდა რაც მითხარი?!-ალკოჰოლი აშკარად ცუდად მოქმედებდა ჩემს თავდაცვით ინსტიქტზე.
-შენ მაიძულე,-ხმა ჩაეხრინწა და ქშენით გადმომხედა.-შენ...
-რა გაიძულე მე, შე ავადმყოფო!..-დავუყვირე გააფთრებულმა,-მე გაიძულე მოდი და მაკოცე მეთქი?! მე გაიძულე იმ სიტყვების თქმა, რაც სტადიონზე მითხარი?! მე გაიძულე, შენ საცოლეს უღალატეთქო?! მე გაიძულე უკანასკნელ ქუჩის ქალად შეგერაცხე?!
-მე არ მინდოდა...-დაიწყო ჩახრინწული ხმით, რომ შევაწყვეტინე:
-რა არ გინდოდა, ჩემი კოცნა?! თუ ნიძლავი გქონდა წაგებული და თავანი ჩააბარე?! ჰა?!.
-აღარ გაიმეორე, მსგავსი რამ!-დამიყვირა ძარღვებ დაბერილმა, წამში ამესვეტა წინ და მსუბუქად შემანჯღრია,-არ გაიმეორო! მე ამის ფიქრის უფლება არ მომიცია შენთვის!
-აბა რისი უფლება მომეცი?!-სარკასტულად ავხედე და ვეცადე არ შემემჩნია ცრემლებისგან ამწვარი ლოყები.
დავინახე როგორ შეეცვალა მზერა. სხეული ერთიანად დაეძაბა და კუთხეში მომწყვდეულივით გააცეცა თვალები.
-მე... არ მინდოდა ასე გეფიქრა,-ჩამწყდარი ხმით ამოილუღლუღა.
-რატო მაკოცე მაშინ?!-დავუყვირე წყობიდან გამოსულმა.
-თავი ვერ შევიკავე,-აბრჭყვიალებული თვალებით დამხედა,-ისე ვერ წავიდოდი, რომ არ მცოდნოდა, რომ...
-რომ რა,-დაღლილობისგან, ხმა ჩამიწყდა.
-რომ არ მცოდნოდა, მელოდებოდი!-ძლივს გავარჩიე ჩურჩულში სიტყვები და თავზარდაცემული, ადგილზე გავშეშდი.



№1  offline წევრი S.likuna

mgoni pirveli var :D magaria dzaliaaan aii ramdeni xani velodebodii vaimee magramiseti kai tavi iko agar vbrazdebi ❤️

 


№2  offline წევრი ტასიკო

ეშველათ მგონიიი ,:D მაგარიაა ძაან ,ნუ დაიკარგები რააა ,

 


№3  offline წევრი monika.niqo

ელი კაიი ხარრ.. ცოტა მალ მალე დადე თორე მოოვკვვდი ლოდინიით ❤❤

 


№4  offline წევრი Niacule

უუჰჰჰჰ გავთბი ^^უურამაგარიაა რაა ნუ დაამთავრებ 3თავში(((

 


№5  offline წევრი kurt cobain

ჰალელუიააააა. გვეშველაააა ❤❤

 


№6  offline წევრი Annee

ვიცოდი რომ დამხვდებოდაა!! ^_^ რა კარგები არიანნ: :**: არასდროს მომბეზრდება შენი ისტორიების კითხვაა <3

 


№7  offline წევრი ხატული♥

ვაიმეე რამდენი ხანია ველოდები და როგორც იქნა დადე ♥♥♥ თან რა მსუყე თავია ვერ გისაყვედურებ :* მაგარი ხარ მალე დადე რაა შემდეგი თავიი love

 


№8  offline წევრი NA NO

uf ra momentshi gawyviteee

 


№9  offline მოდერი D-roni

ყველაზე მეტად მიყვარხარ მე შენ !!! და მალე დადე რაა love შენ ხარ უნიკალური ქმნილება love და სანამ გათხოვდები შენი საქმრო უნდა შევამოწმო wink

 


№10  offline წევრი killer

ვაიმეე ელოო ვგიჟდები შენზე დაშენ ისტორიებზეე ისე მიყვარს რომ შემიძლიაა არ მომბეზრდეს თან ბევრს ვხალისობ და ვიცინი ხოლმე wink ჩემი პრობლემები მავიწყდება და აიი ძაან მაგარი ავტორი ხარ წარმატებებიი love love

 


№11  offline წევრი mimi

კარგიი რაა სად ხარ აქამდე sad

 


№12  offline წევრი kusa666

ააუუ ელო დავიტანჯე ლოდინით კარგი რა :( :( :(

 


№13  offline წევრი დაქალები

აუუუ მალე დადე რაა :) გელოდებით

 


№14  offline წევრი ტასიკო

ელო ტიმოთესთან ერთად წახვედი ავღანეთში თუ სად ხარ რომ არ დებ

 


№15  offline წევრი koala

აუუ სად ხარ აქამდეე :((((

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Ამ დიდ ბიჭებს, სწორად გრძნობის გაოხატვის თავი რატმ არ აქვთ

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე ცუდად ვარ ამათ სისულელეზე ეშველათ მგონი და ჩვენც????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent