ზღაპრული რეალობა
-ღმერთო ჩემო როგორ მტკივა,ვაიი წელიიიი-ტირილის პირას მისულმა თავი იატაკს დაადო და ხელ-ფეხი გაშალა. მალევე გაახსენდა მარტო,რომ არ იყო. -უტაქტო,ყეყეჩი-ქართულად ლანძღავდა მისი წაქცევის ობიექტს.ფრთხილად წამოწია მუცელი ზემოთ და ხელებს დაეყრდნო. -სიარულის დროს წინ რომ უნდა იყუროთ თქვენთვის არ უსწავლებიათ? ოდნავ ბოხმა და მკაცრმა ხმამ დაუგუბა ყურთასმენა.ნელა დაიწყო თავის ზემოთ აწევა.ჯერ შიშველ ფეხებს მოავლო თვალი,მერე საღამურის შარვალს,დაზაგრულ და ნავარჯიშებ სხეულს რომ ახედა,იმხელა ნერწყვი გადაყლაპა ხველება აუტყდა.გონებაში წყევლიდა თავის თავს და თან ადგომას ცდილობდა.სიმწრით წამოდგა ფეხზე და პირდაპირ საოცრად ლამაზ თაფლისფერ თვალებს შეეჩეხა.იმდენად ახლოს აღმოჩნდა მამაკაცთან,ერთი სიტყვის თქმა და ტუჩებზე შეეხებოდა.რომ გაიზარა რა მდგომარეობაშიც იყო,ელდანაკრავივით გადახტა უკან და პირდაპირ სახეზე დააკვირდა.გაბრაზება გაოცებამ შეცვალა,როცა უტაქტო ყეყეჩში,თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი ჩაათაი ულუშოი ამოიცნო. გაოცებული უყურებდა და ცდილობდა მოვლენები ერთმანეთთან დაეკავშირებინა. -ანუ რა გამოდის?ჩემი მოხუცი მილიონერი,ყველაზე სიმპატიური მსახიობია?-ბუტბუტებდა თავისთვის და მამაკაცის სახეს თვალს არ აცილებდა.არ იცოდა რომ ეს კაცი უზომოდ სიმპატიური იყო,მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.საოცრად უცხო და ლამაზია..და მერე როგორი ნაკვთები აქვს,ოდნავ მუქი კანის ფერიც საოცრად მიმზიდველს ხდის.მემგონი ზედმეტად მოიხიბლა მამაკაცის მამაკაცური გარეგნობით და სულ დაავიწყდა ვინ იყო და რა სიტუაციაში იმყოფებოდა. -ვინ ხარ?-ყველაზე იდიოტური შეკითხვა დასვა და სიკვდილი ინატრა აალებულ თაფლისფერ თვალებს რომ გადააწყდა. -ვინ ვარ?-ირონიული სახით იკითხა მამაკაცმა და გოგონა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.-ამ სახლის პატრონი და როგორც ვატყობ შენი უფროსიც-უემოციო გამომეტყველებით მიუგო ნათაის. -უკაცრავად..ბოდიში..იცით მე..მეე.. -დანაწევრებული საუბრობდა და სათქმელს ძლივს უყრიდა თავს. -არაა საჭირო ახსნა-განმარტებები.აწი ეცადე ზედმეტად არ მომხვდე თვალში-სულერთიას სახით ჩაუარა გოგონას და დატოვა ასე ერთ ადგილას გაშეშებული. -ფუფ,უტაქტო-ჩაიდუდღუნა თავისთვის.-ერთი თავში ავარდნილი მდიდარი ტიპია,რომელმაც ქალთან მოქცევის ელემენტარული წესებიც არ იცის-გაღიზიანებული საუბრობდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა ჰაერში. გონების გასაფანტად გადაწყვიტა ახლავე დაეწყო დალაგება და რაც შეიძლება მალე მოშორებოდა ამ სახლს.რამდენიმე საათი სახლის განიავებას,დალაგებას და გაფერთხვას მოუნდა.ყველაფერი რომ მორჩა,საბოლოოდ სამზარეულოში გადაინაცვლა და იქაურობასაც შეავლო ხელი.მართალია საჭმლის გაკეთება მას არ ევალებოდა,მაგრამ მაინც,ყოველი შემთხვევისათვის სამზარეულო თავიდან ბოლომდე შეისწავლა.რა იცოდა როდის რა წამოუვლიდა მის ზედმეტად სიმპატიურ,ყეყეჩ უფროსს.დალაგების პარარელურად სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდა და სწორედ ამიტომ გასტანა ორსართულიანი სახლის დალაგებამ მთელი დღე.ამ ხნის განმავლობაში ჩაათაის არსად აღარ გადაყრია და უფრო მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს.ყველაფერი რომ მოილია დასასვენებლად წამოწვა მისაღებში,პოპკორნი აიღო და ფილმის ყურებას შეუდგა. ფილმს უინტერესოდ უყურებდა და პარალელურად დღევანდელი დღეს აანალიზებდა.მსახიობი,რომელზედაც ჭკუას კარგავდა და იდეალურ მამაკაცად მიაჩნდა მისი უტაქტო უფროსი აღმოჩნდა,რომელმაც სრულიად ურეაქციოდ მიიღო და ოდნავი ყურადღებაც არ გამოუჩენია მის მიმართ.ო რა კარგად შემოულაწუნებდა და მოიყვანდა აზრზეე..ამ ფიქრებში იყო და თან პოპკორნს აკრობატის ილეთებით იყრიდა პირში მოულოდნელად სახლის კარი რომ გაიღო და სახეწაშლილი უფროსი დაინახა.ნათაის დანახვაზე წარბები უარესად შეყარა -ოჰოო,ამას ვის ვხედავ..შენ აქ გასართობი ცენტრი გგონია?-დაიღრინა,სიბრაზისგან ხმაჩაწყვეტილმა და მომლოდინე მზერა მომაპყრო. -იცით..ეფენდი-ყოყმანით დავიწყე -ახსნა-განმარტებას ველი,და არა უაზრო ბლუყუნს-გულზე ხელები დაიკრიფა შედარებით დაწყნარებულმა -მდივნის სირბილეს ვამოწმებდი-ავიჩეჩე მხრები და ენაზე გამეტებით ვიკბინე სიცილის სურვილი რომ ჩამეხშო. -ახლავე შეწყვიტე,თორემ დავივიწყებ ვინ ხარ და დამერწმუნე კარგი დღე არ გადაგდება.-გამაფრთხილებლად ასისინდა და ნათლად მიმახვედრა,რომ ჩემი ადგილი უნდა მცოდნოდა.-ახლა კი დამეკარგე აქედან და თვალში ზედმეტად არ გამეჩხირო. -გასაგებია ეფენდი-ჩავიდუდჭუნე გაბრაზებულმა და ოთახი რეკორდულ დროში დავტოვე. -უფ მგონი გადავრჩი-ხელი დავინიავე,როცა თავი სამშვიდობოს დავიგულე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.