შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 14 დასასრული


5-06-2015, 00:36
ავტორი Ana-maria11
ნანახია 3 446

ლუკა მოუთმენლად ელოდა გამომძიებლის ზარს.თან ისიც ანერვიულებდა, რომ გამტაცებლები სდუმდნენ და თანხაზე არ დაურეკეს,არადა წესით დღეს ადგილი უნდა ეცნობებინათ მისთვის.თავში იმ აზრმაც კი გაუელვა იქნებ ელენი აღარ არისო და გული ისე დაუმძიმდა თითქოს მძიმე ლოდი დაადეს. მოუთმენლად სცემდა ოთახში ბოლთას, რომ მისი ტელეფონი აწკრიალდა, გიჟივით ეცა. გამომძიებელი რეკავდა.
-ლუკა მათ კვალს მივაგენით. აღელვებულმა ჩასძახა კაცმა. ლუკას ფეხები მოეკვეთა, დივანზე დაესვენა და ტელეფონს ისე მოუჭირა თითები, ცოტაც და შემოეფშვნებოდა.
-ლუკა, აქ ხარ? გაისმა გამომძიებლლის ხმა.
-კი..კი სად არიან ? იქ უნდა წავიდე.
-არა შენი იქ წასვლა სახიფათოა, სპეცნაზი ემზადება უკვე, გეგმა მუშავდება. უდაბნოს მხარეს არიან. იქ ძველი სამხედრო ნაწილია, ადგილი თითქმის სულ განადგურებულია, მხოლოდ ძველი ნანგრევებიღაა შენობების დარჩენილი, მაგრამ, როგორც ჩანს მათ თავისთვის მოწყობილი აქვთ სამალავი.ცოტა სირთულეს ის წარმოადგენს,რომ გაშლილი ტერიტორიაა და ადვილად შეიძლება დაგვინახონ, როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ მათი ყურადღება არ მივიქციოთ.
-ეგ ადგილი ვიცი, ძალიან ადრე ვარ ნამყოფი და თუ თქვენს ხალხთან ერთად არ წამიყვანთ მარტო წავალ!საკმაოდ დამაჯერებლად უთხრა ლუკამ და მის პასუხს დაელოდა.
-კარგი, ჩემს მანქანაში ჩაგსვავ, მაგრამ ლუკა გაფრთხილებ, რაიმე სისულელის გაკეთება არც იფიქრო, ძალიან სარისკო საქმეა. ნახევარ საათში გამოგივლი. ლუკამ ტელეფონი გათიშა და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი. აჰმედი მოუთმენლად მიშტერებოდა და ელოდა ლუკასგან ახალი ამბების მოსმენას.

ელენი ნახევრად ჩაძინებული იყო მისი ოთახის კარი რომ გაიღო. ისევ ის ქალბატონი იდგა და ზიზღით დაჰყურებდა უკვე გამოფხიზლებულს.
-თვალები გაახილე შე საცოდაო და დატკბი სიცოცხლის ბოლო წუთებით, ძილისთვის უამრავი დრო გექნება. გესილიანად ჩაიცინა ენდიმ. ელენს სურვილი კლავდა წამომხტარიყო და მიეხრჩო მის წინ მდგარი ცივსისხლიანი არსება, რომელისთვისაც სხვისი უბედურება, მხოლოდ გართობა იყო.
-მერე რას აპირებ.. გგონია ფულს აიღებთ და აქედან ჩიტებივით გაფრინდებით? არ ფიქრობ,რომ ლუკა მიწიდან ამოგთხრის ჩემი მოკვლის გამო.
-ოჰოო..როგორი წარმოდგენა გქონია შენს თავზე. საყვარელო, ლუკას ალბათ ერთ თვეში მიავიწყდები, როგორც ყველა ქალი. მისნაირი მამაკაცები სულ ძიებაში არიან.როგორც კი თავისას მიაღწევენ მალევე ბეზრდებათ ნადავლი და ახალს ეძებენ. შენზეც ერთ-ორ წვეთ ცრემლს გადმოაგდებს და მანდ დამთავრდება თქვენი მარადიული სიყვარულის ისტორიაც.. გულიანად ჩაიცინა ენდიმ.
-ეს შენნაირ ქალებს ივიწყებენ ადრე, რომლებიც მხოლოდ ერთ ადგილზე წამოსაცმელად შეიძლება გამოიყენო, თორემ საყვარელი ქალის დავიწყება ადვილი არაა.. ელენს აღარ ადარდებდა რას უზავდა ენდი, ახლა მხოლოდ იმის ლაპარაკის სურვილი ქონდა, რაც გულიდან ამოსდიოდა.რისთვისაც კიდევ ერთი სილა დაიმსახურა გაცოფებული ქალისგან, რომელიც კატასავით ჩხაოდა.
-შენ არ იცი რა გელის, შენს სხეულს სულ ნაკუწ-ნაკუწ დავაჭრევინებ და ისე გავუგზავნი იმ შენ რომეოს. მის ყვირილზე ორი კაცი შემოვარდა ოთახში და ენდის დამშვიდებას შეეცადნენ. მან გაცოფებულმა უღრიალა, რომ ლუკასთვის დაერეკათ და ფულის მოტანა ებრძანებინათ. შემდეგ კი ელენისთვის მიეხედათ. გიჟივით გავარდა ოთახიდან და ერთ-ერთი მათგანიც თან გაიყოლა.
ოთახში დარჩენილი უცნობი ნიღბიანი ელენს მიუახლოვდა და თანაგრძნობით ჩახედა თვალებში. აშკარა იყო, რომ მამაკაცს მისი ანგელოზივით ლამაზი და უდანაშაულო სახე აბნევდა, სიმკაცრეს და უხეშობას ვერ უბედავდა. ელენმა მავედრებელი თვალებით ამოხედა და თითქმის ჩამწყდარი ხმით სთხოვა დამეხმარეო.იცოდა, რომ მის სიტყვებს არანაირი აზრი არ ქონდა, მაგრამ თითქოს ეს მისი უკანასკნელი გაბრძოლება იყო.

ლუკა უკვე გამომძიებლის მანქანაში იჯდა და გული ისე უძგერდა ლამის ამოვარდნოდა საგულედან. ისე იყო ანერვიულებული, რომ ტელეფონის ხმა ძლივს მისწვდა მის სმენას. უცხო ნომრის დანახვაზე ფერი დაეკარგა, გამომძეიებელს გადახედა, რომელმაც ანიშნა უპასუხეო.
-რა იყო, შენი გოგონას დაბრუნება აღარ გინდა? თუ არც ისე ძვირფასია, რომ ამხელა თანხა გადაიხადო მასში. გესლიანი ხმა გაისმა ტელეფონში.
-მისთვის მზად ვარ ჩემი სიცოცხლეც შევწირო, თანხას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ციფრი დამისახელე და ეხლავე მზად ვარ მოგცე.
-ეს უკვე მომწონს..გეთანხმები, ეს პატარა ჩიტი ნამდვილად ძვირი ღირს, მაგრამ შენი სიცოცხლე აქ არავის ჭირდება, 4 მილიონი უნდა მოიტანო, თუ გინდა მისი ლამაზი და ვნებიანი თვალები კიდევ გახელილი ნახო. ლუკას ტანში გააჟრიალა, როდესაც მამაკაცი ასე აგზნებით ლაპარაკობდა ელენზე.
-გუშინ ხომ სამი მილიონი თქვი, დღეს უკვე გაზარდე თანხა?ჯერ უნდა გავიგო რომ ცოცხალია.მისი ხმა გამაგონეთ. დაუღრიალა ლუკამ. უცნობმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ორ წუთიანი დუმილის შემდეგ, ლუკას ყურს საყვარელი ქალის ხმა მისწვდა. ელენმა მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმა მოასწრო, რომ ტელეფონი მოაშორეს და ისევ უცნობის ხრინწიანი ხმა გაისმა.
-ხომ გაიგონე, რომ ცოცხალია,ხოდა ფულს ერთ საათში იმ ადგილზე მოიტან, რომელსაც ახლა აგიხსნი, ოღონდ ზედმეტი ფოკუსების გარეშე. აქედან ყველაფერი კარგად ჩანს, იცოდე ერთი ზედმეტი კაციც, რომ დავინახო შენს გვერდით, ალაჰს ვფიცავ ამ გოგოს ყელს შენს თვალწინ გამოვჭრი. ლუკას ცივი ოფლი ასხავდა, კარგად იცოდა რომ ამის გამკეთებლები ნამდვილად იყვნენ და ძარღვები დაებერეა, ხელი მუხლზე მაგრად მოიჭირა და ძლივს ამოღერღა ერთ საათში დანიშნულების ადგილზე სრულიად მარტო, თანხით მოვალო.
ტელეფონი რომ გათიშა, ხელი მაგრად დასცხო მანქანის სავარძელს და ჩასისხლიანებული თვალებით გამომძიებელს მიაშტერდა, რომელიც წარბაწეული იჯდა და ხმას ვერ იღებდა.
-მარტო უნდა წავიდე..ხომ გაიგონეთ რაც თქვა, ელენს ისე მოკლავენ ხელიც არ აუკანკალდებათ..
-ლუკა მე ერთი ფაქტი მაკვირვებს ეხლა.. გამტაცებელი მხოლოდ ელენის სიცოცხლეზე გელაპარაკა, მისი მოკვლით დაგემუქრა, თუმცა არ უხსენებია მეორე გოგონა, რომელიც თავიდანვე გაიტაცეს..ეს საეჭვოდ არ გეჩვენება? ლუკას ახლაღა მოაგონდა ენდი. ადგილზე გაშეშდა და მამაკაცს გაფართოებული თვალებით გახედა.
-ნუთუ ის უკვე მოკლეს? ძლივს ამოღერღა.
-მე უფრო სხვა რამ მგონია.რომ მოეკლათ გეტყოდა, ასეთ დროს ამ ამბავს საიდუმლოდ არ შეინახავდა.მე მგონია, რომ ის გოგო უბრალოდ სატყუარა იყო. ეჭვიანად გახედა გაშტერებულ ლუკას.- ახლა გამახსენდა..როდესაც შენი თანამშრომელი დაკითხვაზე გვყავდა, ავუხსენი რომ სიტუაცია, ძალიან გართულებული იყო და შენი მეგობარი ენდი გატაცებული ყავდათ. მან კი ირონიულად გამიღიმა.მაშინ ყურადღება არ მივაქციე ჩავთვალე, რომ ამას ჩვენს გასაბრაზებლად აკეთებდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მან უფრო მეტი იცის ამ ამბის შესახებ და დაგვიმალა.იმ ქალთან რა ურთიერთობა გქონდათ?
-დიდი არაფერი უბრალოდ სექსი მქონდა მასთან, ენდის მგონი უფრო სერიოზულადაც მოვწონდი, მაგრამ არასდროს არაფერს დავპირებივარ.ელენის გამოჩენის შემდეგ კი საერთოდ დავშორდი.ავუხსენი, რომ სხვა ქალი მიყვარდა.ცოტა გაბრაზდა, მაგრამ იმის მერე აღარც დაურეკავს..
-ჰმმ.. მიტოვებული ქალის სასტიკი შურისძიება..ამოიოხრა გამომძიებელმა.. ლუკას მთელს სხეუზე დაბურძგლა.ნამდვილი შოკი იყო მისთვის გამომძიებლის სიტყვები.
-ანუ შენ ფიქრობ,რომ ეს ენდის გაკეთებულია? ახლა რა უნდა ვქნა.. იქ აუცილებლად უნდა მივიდე. მოვკლავ მაგ ბ*ზს ელენს, რომ რამე დაუშავოს. გაცოფებული იქნევდა ხელებს ლუკა.
-დამშვიდდი, იქ მარტო ვერ წახვალ.ჩვენი ბიჭები უკვე გავუშვი იქ და ადგილს ზვერავენ ცოტა ხანში გამაგებინებენ რა შანსები გვაქვს.
მალევე ახმაურდა გამომძიებლის ტელეფონი. მან მშვიდად უპასუხა.ლუკა მას მიშტერებოდა და ერთი სული ქონდა როდის მორჩებოდა საუბარს.გამომძიებლის მშვიდი ტონი აღიზიანებდა.როგორც იქნა მორჩა საუბარს.
-რა გითხრეს?
-ახლოს ვერ მივლენ იმ შენობასთან, რომელშიც სავარაუდოდ ელენი ყავთ.მაგრამ ისეთი ადგილი დაიკავეს საიდანაც სიტუაციის კონტროლი შეიძლება. ახლა გზას მარტო განაგრძობ, მე ჩვენს უკან მომავალ მანქანაში გადავჯდები. იქ ერთი შენობა დგას რომელიც არ არის მთლად დანგრეული, ეგ უნდა იყოს მათი თავშესაფარი. სანამ შენობამდე მიხვალ ძველი ნანგრევებია. ჩემი ბიჭები იმ ნანგრევებში არიან გამაგრებულები.მხოლოდ რამოდენიმე კაცია, რადგან მთელ სპეცნაზს ვერ გავგზავნდით, მათაც ძლივს მოახერხეს იმ ხრიოკ ადგილზე დამალვა. შეეცადე მათ სიახლოვეს გაჩერდე. ჩვენ არ ვიცით ისინი, რამდენნი არიან ამიტომაც უნდა მოითხოვო, რომ ელენი გარეთ გამოგიყვანონ. მას კარგად უნდა ვხედავდეთ. გამომძიებელმა ლუკას რაღაც პატარა მრგვალი გაუწოდა და უთხრა ყურში მოეთავსებინა. ამით მასთან კონტაქტს შესძლებდნენ, შემდეგ მანქანა გააჩერა და უთხრა გზა გაეგრძელებინა, ისინი კი მისგან მოშორებით იქნებოდნენ.
ლუკამ, მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და გიჟივით გააქანა. თითქმის უკვე დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდა..მთელი ტანი დაძაბული ქონდა, შუბლზე ოფლის წვეთები უბზინავდა,ისედაც მკაცრი სახე სულ გაქვავებოდა. მისი ტელეფონის ხმა გაისმა. ეკრანს დახედა, ისინი ურეკავდნენ.
-რა ხდება გადაიფიქრე? გაღიზიანებული ტონით კითხა უცნობმა.
-5 წუთში მანდ ვარ.. სავარაუდოდ მალე დაინახავ ჩემს მანქანას. შენთან ერთად ელენიც უნდა იყოს.კტეგორიული ტონით მოითხოვა ლუკამ.
-შენ თანხა მოიტანე და შენს გოგოს რაც გინდა ის უქენი.
ლუკამ, როგორც იქნა მიაღწია ნანგრევებამდე. სვლა შეანელა და აქეთ იქეთ აცეცებდა თვალებს. უცებ თვალი მოკრა, მის მარჯვნივ მდებარე შენობას. მანქანა შენობიდან ცოტა მოშორებით გააჩერა, როგორც გამომძიებელმა ურჩია. ორივე ხელით იყო ჩაბღაუჭებული საჭეს და დაძაბული ელოდა ვინმეს გამოჩენას. მისი ტელეფონი ისევ აწკრიალდა. -მანქანიდან გადმოდი და თანხაც გადმოიტანე. მერე ძირს დადე, შენ კი მიწაზე გაწექი.
-ელენის ნახვა მინდა.
-გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ მხოლოდ ელენის თავს ნახავ. გაცოფებულმა დაიღრიალა უცნობმა. ლუკამ ღრმად ამოისუნთქა. უკანა სავარძლიდან კეისი გადმოიღო და მანქანიდან გადავიდა. ამასობაში გამომძებელის ხმა ჩაესმა ყურში, რომელმაც უთხრა, რომ მისგან არც ისე შორს იყო და კარგად ხედავდა. ურჩია მანქანას ძაან არ დაშორებოდა. ლუკამაც მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგა. კეისი, წინ დააგდო და მუხლებზე დადგა. უცებ შენობის კარ გაიღო და იქიდან, პირზე აკრული ელენი დაანახეს. მის დანახვაზე, გული გამალებით აუძგერდა, მთელი სხეული დაეჭიმა და მხოლოდ ერთი რამის სურვილი გაუჩნდა, გაქცეულიყო და საყვარელ ქალს მაგრად ჩახუტებოდა.
ელენს ლუკას დანახვაზე, მუხლები მოეკვეთა, თითქოს ახლა გარკვევით იგრძნო სიკვდილის შიში, გული შეეკუმშა. უნდოდა ხმამაღლა დაეძახა მისთვის, თუ როგორ უყვარდა. პირზე ნაჭერი ქონდა შემოხვეული და მხოლოდ მისი სლუკუნი ისმოდა. კედელს ამოფარებულმა ენდიმ უბრძანა, გარეთ გასულიყო და კეისი აეღო, ერთი ზედმეტი მოძრაობაც და მასზე დამიზნებული იარაღი იქვე გაუხვრეტდა თავის ქალას და ლუკასაც ზედ მიაყოლებდა. უცნობმა მამაკაცმა ელენს უბიძგა და ლუკას გასძახა,რომ მიწაზე მუცლით გაწოლილიყო, ხოლო თუ რამე ზედმეტს მოიმოქმედებდა გოგონას მაშინვე ესროდნენ. ისიც ნელა გაწვა და გვერდიდან უყურებდა, გასაცოდავებულ ელენს, რომელიც ძლივს ადგავდა ნაბიჯებს. გამომძიებელმაც იგივე ინსტრუქცია მისცა, გააფრთხილა ზედმეტი არაფერი ემოქმედა, რადგან იარაღი ზუსტად ელენს უმიზნებდა.
ლუკა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა, თუმცა კი გული ელენისკენ მიუწევდა, რომელიც სულ რამოდენიმე ნაბიჯით იყო დაშორებული მისგან.და აი უკვე თითქმის მასთან იყო.საცოდავ გოგოს თვალებში უბნელდებოდა შიშისგან, გული და გონება ლუკასკენ ექაჩებოდა, მის შავ თვალებს გარკვევით ხედავდა და მუხლები ეკეცებოდა. ბოლოს ვეღარ შეიკავა თავი და საყვარელი მამაკაცისკენ გიჟივით გავარდა. უცებ გასროლის ხმა გაისმა. ხმაური ატყდა. ნანგრევებიდან ბიჭები გადმოცვივდნენ. ლუკამ ელენი გულზე მიიკრო და სცადა მანქანისკენ გაქცეულიყო.ტყვიების ზუზუნი იქაურობას აყრუებდა.. უცებ ლუკას გულის გამგმირავი ღრიალი ამოხდა და ელენთან ერთად იქვე ჩაიკეცა. ხმაური უცებ მიწყდა. სპეცნაზელები უკვე შენობიდან გამოდიოდნენ და ხელებ გადატრიალებული ენდი და დაჭრილი მამაკაცი მოყავდათ. მეორე კი იქვე ეგდო. თავის ქალა ნახევრად ახდილი ქონდა და გახელილი თვალით ერთ წერტილს მიშტერებოდა.
ელენი ძლივს გამოერკვა, როდესაც ვიღაცის შეხება იგრძნო მის ხელებზე, რომელიც ცდილობდა მისთვის თოკები შეეხსნა. გაგიჟებული დააცქერდა მის წინ მწოლიარე ლუკას, რომელიც ისე გმინავდა თითქოს,ამოსუნთქვაზე სულ აყოლებსო. გოგონა მასთან მიხოხდა და მთელი ძალით აქვითინებულმა თვალებში ჩახედა ჯერ კიდევ აზრზე მყოფ მამაკაცს.
-ლუკა შემომხედე ჩემო სიცოცხლე,გთხოვ ახლა არ მიმატოვო.ყველაფერი მორჩა.ახლა ყველაზე მეტად მჭირდები, და არამარტო მე..ჭირდები ჩვენს პატარასაც რომელიც ახლა ჩემს მუცელშია და მალე მოევლინება ამ ქვეყანას. გთხოვ არ დამტოვო.. ლუკამ სევდა ჩამდგარი თვალებით შეხედა ელენს და ძლივს მოახერხა ეთქვა "მიყვარხარ"..
სასწრაფოს და პოლიციის მანქანების ხმამ გააყრუა იქაურობა. ელენი ძალით მოაშორეს ლუკას სხეულს.ექიმებმა საკაცეზე გადააწვინეს და მანქანაში გადაიყვანეს. ელენმა მოითხოვა სასწრაფოს გამაყოლეთო და მის გვერდით მოკალათდა. ნერვიულობისა და ემოციებისაგან გადაღლილს თვალები ნელ ნელა მიელულა.
შუა ღამე იყო, რომ გამოეღვიძა.პალატას თვალი მოავლო. მის გარდა იქ არავინ იყო.ლოგინიდან ნელა ჩამოხოხდა და ფეხშიშველი გამოვიდა. კარებთან ექთანი შეეფეთა, რომელმაც ელენის დანახვაზე თავი უკმაყოფილოდ გააქნია და სთხოვა ისევ თავის ადგილზე დაბრუნებულიყო. თუმცა ელენმა ჯიუტად გააქნია თავი და ლუკას ნახვა მოითხოვა. ამაოდ ცდილობდა ექთანი მის დაყოლიებას, უხსნიდა, რომ ლუკა რეანიმაციაში იყო და მის ნახვას ვერ შეძლებდა. მოთმინება დაკარგული ელენი კი თითქმის მთელ ხმაზე ღრიალებდა შუა დერეფანში, რომ მისი ნახვა უნდოდა. მალე ექიმიც გამოჩნდა, რომელიც მზრუნველი მზერით მიუახლოვდა გაჯიუტებულ გოგონას და თბილი ხმით სთხოვა დამშვიდებულიყო.
-თქვენ მეუღელს ოპერაცია ჩაუტარდა, გულთან ახლოს გაუარა ტყვიამ, ამიტომ მძიმე მდგომარეობაშია და ახლა მის სანახავად ვერ შეგიშვებთ. ხვალ დილით დარწმუნებული ვარ უკეთესი მდგომარეობა იქნება და შეძლებთ მის ნახვას. მისი ხმა ისეთი თბილი და მზრუნველი მოეჩვენა ელენს, რომ ცოტა მოლბა და პალატაში გაყვა.
-მითხარით, რომ არაფერს მიმალავთ და ის ცოცხალია. ცრემლით სავსე თვალებით ახედა ექიმს.
-ხომ გითხარით, რომ ცოცხალია. მართალია ჭრილობა საკმაოდ სერიოზული იყო, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა მის გამოღვიძებას უნდა დაველოდოთ.თქვენ კი რაც შეგეხებათ,ისედაც დიდი სტრესი გადაიტანეთ ამ ორსულობის დროს.საბედნიეროდ თქვენი ბავშვი ყოჩაღია და არანაირი საშიშროება არ ემუქრება, მაგრამ უნდა დაისვენოთ. შემდეგ დამამშვიდებელი ტაბლეტი გაუწოდა და ოთახი დატოვა.
ელენი ერთ წერტილს მიშტერებოდა და მომხდარზე ფიქრობდა. ახლა გაანალიზა, რამხელა საფრთხეს გადაურჩა ის და მისი პატარა.როგორი დარწმუნებული იყო, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოაღწევდა. ლუკას თვალები დაუდგა თვალწინ, მღელვარებით და სიყვარულით აღსავსე, შეშინებულ ელენს, რომ მისჩერებოდა. სწორედ ამ მზერას ვეღარ გაუძლო და აიძულა მასთან გაქცეულიყო. შემდეგ ის საშინელი გასროლის ხმა და ლუკას ტკივილით სავსე სახე..მეორე გასროლა..ენდის შემზარავი კივილი და უცნობი მამაკაცის ხროტინი, რომელიც მიწაზე გართხმულიყო და უაზროდ ფართხალებდა. სირენების ხმა..წითლი და ლურჯი სინათლეები, რომლებიც თვალებს უჭრელებდა..ლუკას ჩახლეჩილი ხმით ნათქვამი მიყვარხარ.. გამომძიებელი, რომელიც ელენს მთელი ძალით ექაჩებოდა რომ მის სხეულს მოშორებოდა. თითქოს ახლაც გრძნობდა ლუკას ხელის სითბოს..თვალები გაახილა და მის გვერდით ნაცნობი, თუმცა ფერმკრთალი სახე უღიმოდა.
-ლუკა.. წამოიყვირა გაოცებულმა და თან უზომოდ გახარებულმა.გიჟივით მოეხვია და სახე დაუკოცნა.მამაკაცის ოხვრამ, უცებ გონზე მოიყვანა.
-მაპატიე, გთხოვ ძალიან გატკინე ალბათ..შეწუხებული სახით შეხედა ლუკას.
-არაფერი არ მტკივა.ახლა მითუმეტეს, როცა შენ გხედავ.ღმერთო, როგორ მიყვარხარ ჩემო ანგელოზო.როგორი ბედნიერი ვარ, რომ ისევ ჩემს გვერდით გხედავ..იქ უდაბნოში რაც მითხარი ეხლაც ზარივით ჩამესმის.მითხარი, რომ მართლა ორსულად ხარ და არ მომჩვენებია. მავედრებელი თვალებით შეაჩერდა.
-კი ორსულად ვარ.მუცლით შენს ნაყოფს ვატარებ, რომელმაც ძალა მომცა, რომ ეს ტკივილი გადამეტანა.როგორ მინდა, რომ შენნაირი ბიჭი შემეძინოს,მინდა რომ მამიკოს გავდეს..მასავით სიმპატიური და ძლიერი მამაკაცი გაიზარდოს. ლუკამ ხელები მოხვია და გულზე ნაზად მიიხუტა.მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.თითქოს ახლა უფრო მეტი ძალა იგრძნო სხეულში.
-ლუკა, ხომ არასდროს მიმატოვებ? ჩვენი ოჯახიც ხომ არასდროს დაინგრევა, როგორც სხვების..ჩვენი სიყვარული ხომ არასდროს გახდება ბანალური?..ჩვენ ხომ არ გვერქმევა უბრალოდ "ცოლ-ქმარი"..
-არა ჩემო სიცოცხლე.ჩვენ ვიქნებით მთელი ცხოვრება შეყვარებულები .ამ სიტყვის პიდაპირი გაგებით..ჩვენ არასოდეს დაგვედება ის ბეჭედი რასაც ბანალური "ცოლ-ქმარი" ქვია...

დასასრული.

********************************************************
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით. ძალიან მსიამოვნებდა თქვენი დადებითი კომენტარები.. გთხოვთ არ დაიზაროთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ. მალე ახალი ისტორიით დავბრუნდები..



№1  offline წევრი raji

magari iyo,,, msiamovnebda misi wakitxva da ufro metad mitrevda misi srulad wakitxvis morevshi

 


№2  offline წევრი Ana-maria11

დიდი მადლობა გოგოებო.. მართლა გამიხარდა თუ მოგეწონათ.:****

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent