შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი, შეშლილი ევა! თავი I


5-06-2015, 06:28
ავტორი Teo-Teo-Teo
ნანახია 1 598

_ნახე, ნახე! _ ხელი მივარტყი ბეჭზე მარიამს და ჩვენს წინ მიმავალ ბიჭზე მივათითე._ რა უკანალი აქვს, არა?!
_არის რა..._ ბიჭისთვის არც შეუხედავს მას.
_ხუმრობ?! თან როგორი აბზეკილია!
_კარგი რა, სულ ვიღაცის უკანალს როგორ უნდა მიშტერებოდე?_ დამცინა მარიამმა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.
_შენ, სულ შეყვარებული როგორ უნდა იყო!_არ დავტოვე ვალში, ტელეფონი წავართვი და თავ-ქუდმოგლეჯილი გავიქეცი.
_ რას აკეთებ ევა! დამიბრუნე!_ დამდევნა ისიც.
_ ლევანიკომ მოგწერა! _ ვყვიროდი ბოლო ხმაზე_ ძალიან მიყვარხარ ცუნცულო! _ სიცილს არ ვწყვეტდი, თან უკან-უკან ვიხედებოდი - ხომ არ დამეწიამეთქი.
_სად გარბიხარ! ევაააააა!_ მთელი ძალით ყვიროდა ისიც.
მარიამს, ძალიანაც რომ მოენდომებინა - ვერ დამეწეოდა. ერთი პატარა სუსტი გოგოა, მწვანე ლამაზი თვალებითა და გრძელი ხვეული თმით. სპორტით არასოდეს დაკავებულა, აი, მე კი - მოცურავე ვარ. ასე რომ მისი შანსები ნულს უტოლდებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი.
გიჟივით მივექანებოდი სახლისაკენ, როგორც უკვე ვახსენე - თან უკან ვიყურებოდი, უცებ გვერდიდან ძლერი დარტყმა ვიგრძენი, ერთიანად მოვწყდი და მიწაზე გავიშხლართე.
ჩიხიდან გამომავალი მანქანა დამეჯახა. მძღოლი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მომვარდა.
_ჯანდაბა! _ დაიყვირა ბოლო ხმაზე _ შენ რა, ცოცხალი ხარ?!
_რაიყო, არ გაგიხარდა?_ ვუთხარი და ხელი მარცხენა ფეხის გვერდზე მივიდე.
_ არა, როგორ არა. _ დაიბნა ბიჭი._ უბრალოდ, არ მოველოდი _ უაზროდ გაიცინა ახალგაზრდამ და ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა.
_შენ სულ შეიშალე?!_ როგორც იქნა მოახწია მარიამმა ჩემამდე.
_ცოტა..._ გავუღიმე ცალყბად.
_ტელეფონი მომე. სწრაფად! _ მითხრა და ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი.
_თქვენს მეგობარს, ახლახანს მანქანა დაეტაკა, თქვენ კი ტელეფონზე დარდობთ?_ გაუკვირდა ახალგაზრდა ბიჭს.
_ევას?! _ გაცეცხლებულმა გახედა მარიამმა_ ამას თვით ეშმაკმა რომ მოაკითხოს, ისიც ვერ წაიყვანს საიქიოს!
_რატომ მაინდამაინც ეშმაკმა?_ ჩავერიე მეც_ იქნებ ანგელოზმა მომაკითხოს!
_ შენ? _ ახლა მე შემომხედა მარიამმა_ რა სასაცილოა, და საერთოდ, ხმა აღარ გამცე.
_რა ეგოიზმია!_ ჩაილაპარაკა ბიჭმა და მანქანაში ჩაჯდა.
_კარგი რა მარიამ, უბრალოდ ვიხუმრე! _ დავეწიე სახლისაკენ მიმავალ მეგობარს.
_არა,ისიც როგორ გიცავდა....
_ვიზე ამბობ?
_აი იმ ვაჟბატონზე, მანქანით რომ დაგეჯახა.
_ის მე არ მიცნობს..._ ეშმაკურად გავუცინე მარიამს, მერე ხელი გადავხვიე , კიდევ ერთხელ ვთხოვე პატიება და ლოყაზე მეგობრულად ვაკოცე.
_შეშლილი ხარ ევა, შეშლილი!_გამიღიმა მანაც.

Xxxx

მე და მარიამი ერთი წელია რაც ერთმანეთს ვიცნბთ, ალბათ მეგობრები ვერასოდეს ვიქნებოდით მისი შეყვარებული რომ არ გამელახა...
ერთ დილით, სკოლაში შესვლამდე დავინახე მარიამი ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა, ეუბნებოდა წადი და ნუღარ მირეკავო, უცებ ბიჭმა მკლავში წვდა და ძლიერად მოუჭირა ხელი.
_შენ ვერაფერს ამიკრძალავ!
_მამაჩემს ვეტყვი!_ დაემუქრა მარიამი და თავის დაღწევა სცადა.
_მამაშენს ისე ვცემ რომ ვერ იცნობ...
მათ დიალოგს დიდხანს აღარ ვუსმინე, იქვე ხის ძირას, მოგრძო ტოტი ეგდო, მოვკიდე ხელი და მათკენ გავემართე.
_აბა, ახლა დაახვე აქედნ!_შევუვირე ბიჭს და ტოტი ზურგში ჩავარტყი.
_შენ ვინ ხარ?_შეიბღავლა მან და მარიამს ხელი გაუშვა.
_იცოდე სამამდე ვითვლი, არ წახვალ და პოლიციაში ვრეკავ!_ვუთხარი და ერთი კიდევ მივარტყი ფეხებზე ტოტი._ ერთი!... ორი!...
_ გიჟია მგონი!_ ხელი აიქნია და მაშინვე გადაჭრა ქუჩა.

Xxxx

ამის შემდეგ მე და მარიამი მალევე დავმეგობრდით, ახლახანს გამომტყდა თავიდან შენი მეშინოდა კიდეც, ახლა კი მივხვდი უბრალოდ შეშლილი ხარ, თორე ისე ზიანს ვერავის მიაყენებო...
იმ დღეს, როდესაც მანქანა დამეჯახა, მარიამი პირველად ვნახე ასე გაბრაზებული, იძახდა ის ბიჭი კიდევ თუ შემხვდება სადმე მივალ და ეგრევე სახეში გავარტყამო...
_ მოგეწონა!_გავხედე გამომწვევად და სახლის კარი შევაღე.
_მე?!_სიბრაზისაგან სულ გაწითლდა სახეზე. მე არაფერი მითქვამს, სამზარეულოში შევედი და მაშინვე მაცივარი გამოვაღე, საჭმელი, როგორც ყოველთვის არაფერი იყო..
მე და მარიამი თითქმის მარტო ვცხოვრობდით მასთან სახლში. დედამისი საზღვარგარეთ იყო, მამამისი კი შაბათ-კვირით მოდიოდა სახლში, დანარჩენად სოფელში იყო და იქაურობას უვლიდა. თავიდან ჩემი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენი ცალკე ცხოვრების, მარიამს ჩვენთან გადმოსვლაც კი შესთავაზეს, მაგრამ ნელ-ნელა შევაჩვიე იმ ფაქტს რომ სახლში გვიან მოვდიოდი ან მარიამთან ვრჩებოდი და სულ მალე, ერთ მშვენიერ დილას მოვკიდე ჩემს ნივთებს ხელი და გადავბარგდი მეობართან.
_საიდან მოიტანე რომ მომეწონა?_ გაბრაზებულმა მითხრა მარიამმა დიდხნიანი დუმილის შემდეგ.
_ვიხუმრე_ სიტყვა ბანზე ავუგდე და კარტოფილის გათლა დავიწყე._ მიდი ისტორიის წიგნი მოიტანე და ხმამაღლა წაიკითხე..._ მარიამმა ერთი ბრაზნარევი გამოხედვა მესროლა, ფეხზე წამოდგა და ჩანთიდან წიგნი ამოიღო.
ასე შეხმატკბილებულები ვცხოვრობდით ერთად, აგერ უკვე სამი თვეა. სწავლაც უფრო გვიიოლდებოდა, დასვენებასაც ვახერხებდით და გართობასაც.

Xxxx

მეორე დილით, როგორც ყოველთვის მარიამზე ადრე გავიღვიძე და ჩაი დავადგი, როგორც კი საუზმე მოვამზადე ოთახში შევედი და ფარდები გადავწიე.
_5 წუთიც და ავდგები_დაიწუწუნა და თავზე საბანი გადაიფარა.
_მარიამ! _ დავიყვირე როდესაც სახლთან ის მანქანა შევამჩნიე რომელიც წინა დღეს დამეტაკა. _ის ბიჭი აქაა... გუშინ რომ დამეჯახა..._ მარიამმა უცებ წამოყო თავი საწოლიდან, სახეზე კარგად დამაკვირდა, ამოწმებდა ვატყუებდი თუ არა, ფეხზე წამოხტა და ფანჯარასთან მოირბინა.
_აქ რა უნდა?
_მე მეკითხები?!
_არა... _გაეცინა მას და სასწრაფოდ გამოაღო კარადა._ რა ჩავიცვა?
_ის კაბა მე რომ მყვარს._ მარიამს დიდხანს არ უყოყმანია, კაბა გამოიღო და პრანჭვას შეუდგა.
სახლიდან გავედით თუ არა მარიმს ხელი მივარტყი და ნიშნის მოგებით ვუთხარი “ხომ გითხარი მოგეწონათქო!”
_კი აბა!_ მაინც არ გამოტყდა იგი.
ბიჭმა დაგვინახა თუ არა მანქანიდან გადმოვიდა, ხელები უკან წაეღო და ღიმილით მოგვიახლოვდა.
_ბოდიში მინოდოდა მომეხადა, გუშინდელისთვის!_მიუახლოვდა მარიამს და ზურგსუკან დამალული ვარდი მიაწოდა.
_მიპატიებია._ეშმაკურად გაუღიმა მარიამმა.
_სად მიდიხართ? წაგიყვანთ..._თვალს არ აშორებდა ბიჭი მას.
_უკაცავად_ჩავერიე მე_ მემგონი რაღაც შეგეშალა, გუშინ მე დამეჯახე და არა მარიამს!
_როგორ მიყვარს ეს სახელი_ისევ გაუღიმა ბიჭმა მარიამს და მივხვდი მე არავინ მჯავრობდა._მე ლაშა მქვია!... არ წავიდეთ?!_იკითხა ლაშამ და მანქანის კარი გამოაღო.

Xxxx

იმ დღის შემდეგ დაახლოებით ორი თვე იყო გასული, ლაშამ, მე და მარიამი რომ მოგვიტაცა.
წინა საღამოს მარიამმა შეშიშნებული თვალები მომაპყრო და აკანკალებული ხმით ძლივს წაილუღლუღა, მგონი ცოლად მივყავარ_ო.
_რა დროს გათხოვებაა?_გავბრაზდი მე.
_არც მე მინდა გაყოლა..._თავი გაიმართლა მან.
_ჰო და, თუ ასეა, შენს თავს არ დავუთმობ...
_მითხრა, ევა სკოლაში დავტოვოთ და მე და შენ მამაჩემთან, ბათუმში წაიდეთო._ისევ საცოდავად შემომხედა მარიამმა და საწოლზე ჩამოჯდა.
მე ჩემი ეშმაკური ღიმილი ვესროლე, ვანიშნე ჩემთან ნურაფრის გეშინიამეთქი.
დილით, ლაშა, რა თქმა უნდა სახლთან გველოდებოდა.
_ჩვენ ფეხით წავალთ!_ხელი ჩავკიდე მარიამს და წარბაწევით გავხედე სასიძოს.
_ვითომ რატომ?_გაეღიმა მას.
_იმიტომ, რომ მარიამს არ უნდა ცოლად გამოგყვეს!_კიდევ უფრო მკაცრი ტონით წარმოვთქვი და თვალი თვალში გავუყარე.
ლაშა ჯერ ანერვიულდა, შემდეგ გაბრაზდა, მანქანაში ჩაჯდა და კარი მთელი სიძლიერით მიარტყა.
მე და მარიამმა სკოლის გზას დავადექით, ცოტა გამიკირდა კიდეც ასე იოლად რომ გამოვძვერით.
_ჩაჯექით, სკოლაში წაგიყვანთ!_ გადმოგვძახა ფანჯრიდან ლაშამ.
_ჰო, აბა რა! _გამეცინა მე.
_გიჟი კი არ ვარ, თუ არ უნდა ვერ დავაძალებ...
მარიამს გავხედე, ვანიშნე ჩავჯდეთმეთქი და უკანა სავარძელზე მოვთავსდით.
ლაშა, ჩვეუებრივთან შედარებით ძალიან ნელა ატარებდა მანქანას, მე გული ამიჩქარდა, ნელ-ნელა ვხვდებოდი რაღაც ისე ვერ იყო და როდეს მანქანა გააჩერა ერთ მიყრუებულ ჩიხში (ამ ჩიხით სკოლასთან უფრო მალე მვდიოდით) მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, გაგვაბითურეს...
მანქანაში სამი “ვაჟკაცი” ჩახტა, ერთი ჩემი მხრიდან, მეორე მარიამის მხრიდან, მესამე კი მძღოლის გვერდით დაჯდა. ლაშამ გაზს მიაჭირა და მანქანა ადგილს მოსწყდა...
ბევრი იყვირა მარიამმა, ბევრჯერ დავემუქრე მეც პოლიციით, ბევრი ვურტყით მუშტები ბიჭებს, მაგრამ უშედეგოდ.
_მაინც არ დავრჩები!_ჩაილაპარაკა მარიამმა და ხელები გადააჯვარედინა.
_არა, ერთი რით ვეღარ ჩავახწიეთ ამ ბათუმში..._ გაბრაზებულმა დავაყოლე მე.
_საიდან მოიტანე რომ ბათუმში მვდივართ?!_გამომხედა ლაშას გვერდით მჯდარმა ბიჭმა, რომელიც ყველაზე დაკუნთული იყო და ყველაზე სერიოზულ ტიპად მოჰქონდა თავი.
მე გაკვირვებულმა მარიამმს გავხედე, მან კი მხრები აიჩეჩა.
_სულელები კი არ ვართ, ბათუმში რომ წაგიყვანოთ!_გაიცინა ისევ დაკუნთულმა_ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ვერავინ გიპოვნით!



მაგარია ძალიან! კარგია მართლა

 


№2  offline წევრი tasia

Mdaaaa sainteesoaa davinteresdiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent