შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლად გაღებული სიყვარული 2


5-06-2015, 17:32
ავტორი sopiko
ნანახია 2 946

დილით თვალები არ გამიხელია ისე გადავწიე ხელი მეორე მხარეს. სიცარიელე... აი რა ვიგრძენი მიუხედავად იმისა რომ კარგად ვერ ვაზროვნებდი.
-დემე?-წამოვხტი უცებ.
''დაივიწყე ლენა ის რომ ყოველ დილით მისი კოცნა გაღვიძებდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა''-გავიფიქრე მე და უცბად ისტერიკულად გამეცინა.
-გავგიჟდი, ნამდვილად გავგიჟდი...-წამოვიძახე და თმაზე ხელი ნერვიულად გადავისვი-ღმერთო რა მემართება...-მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა და მეც გამოვფხიზლდი. თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდე და კარისკენ წავედი.
-ვაიმეე ლენუკა საყვარელო როგორ მომენატრეე-შეყვირა უცნობმა წითურთმიანმა გოგონამ და გადამეხვია.
-ისაა და... უკაცრავად თქვენ ვინ ხართ?-ვკითხე დაბნეულმა.
-მოიცა, მოიცა შენ რა ვერ მიცანი?-შემომხედა გაბრაზებულმა. მე მხოლოდ თავი გავაქნიე.
-შენი სკოლის მეგობარი, კლასელი და ყველაზე გიჟი ადამიანი...
-ანკა-მივხვდი მე და ძალაუნებურად გავიღიმე. -სოფლიდან როდის ჩამოხვედი?
-ვიცოდი ამას რომ მკითხავდი-აკისკისდა ანკა-ესე იგი შეყვარებულმა ჩამიწყო რა, რაღაც საქმეზე გამომგზავნეს, დებილურ ლექციებს უნდა ვუსმინო და....
-და თუ დებილურია რაღას ჩამოხვედი? დარჩენილიყავი შეყვარებულთან.-ცოტა უხეშად გამომივიდა მაგრამ ჩემი პირდაპირობა არც ''მეგობართან'' არ მავიწყდებოდა.
-რა სულელი ხარ, შენ გგონია აქ ლექციების გამო ჩამოვედი? ხომ იცი თბილისში ცხოვრება როგორ მინდოდა, გინდ ცოტა ხნით, არც ის ბიჭი არ მყვარებია უბრალოდ ვიცოდი რაც შეეძლო და გამოვიყენე. თითქოს არ მიცნობდე...-სიცილით მითხრა მან და გამიკვირდა ამ სიტყვების როგორ არ შერცხვა.
-კი, კარგად გიცნობ-ვუთხარი ისე რომ არც გამღიმებია.
-ხო, იმ ამბავზე კიდე...
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა რა...-თითქოს ვთხოვე მაგრამ ამ თხოვნაში სიმკაცრე მოჩანდა.
-ხოდა რა უნდა მეთხოვა, ძაან გთხოვ რა შენთან სულ სამი დღით დამტოვე რაა, მერე კი ფული ჩამომივა და ბინას ვიქირავებ.-გადაერთო სხვა თემაზე. მეც არ გამიკვირდა როგორ გავახსენდი მეთქი.
-რა თქმა უნდა. რა პრობლემაა. საბედნიეროდ სახლი დიდია და...
-ნამდვილად-შურით მოათვალიერა მისაღები.
-კარგი წამოდი ყავა დავლიოთ, შენს ოთახსაც გიჩვენებ-ვუთხარი ანკას და ფეხზე წამოვდექი.

საღამოს მე და ანკა ''მშვიდად'' ვსაუბრობდით კარში გასაღებმა რომ გაიჩხაკუნა.
-მგონი ჩემი ქმარი მოვიდა-ნაძალადევად გავიღიმე მე და შემოსასვლელში გავედი. დემეს ჩვენი ხმა გაეგონა და თვალებით მკითხა ვინ არისო. მე არ მიპასუხია, მისაღებში შევიყვანე.
-ანკა გაიცანი ეს დემეა ჩემი მეუღლე, ეს კი ანკაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი-გავაცანი ერთმანეთს და სიტყვა ''ბავშვობას'' ხაზი გავუსვი. ანკამ უხერხულად გაიღიმა.
-სასიამოვნოა-მოკლედ წაერმოთქვა დემემ , ეტყობა შემატყო დიდად კარგი ურთიერთობა რომ არ მქონდა მასთან.
-კარგით მე ჩემს ოთახში შევალ, უკვე გვიანია-მითხრა ანკამ და თავისი ოთახისკენ წავიდა.
-ოქეი-გავაყოლე ზურგსუკან და მობეზრებული ღიმილი პირიდან მოვიშორე.
-როგორც ვხვდები ცოტა ხანი ჩვენთან უნდა იცხოვროს ხომ?
-კი დემე, იმედია პრობლემა არ გაქვს.-ვუთხარი მე და საძინებლისკენ შევბრუნდი.
-არავითარი-მომესმა მისი ხმა და გზა გავაგრძელე.

ანკას მოსვლამ ყველა ტკივილი ისევ გამახსენა. ილო. ჩვენი სიყვარული და... მისი ღალატი. ამ ყველაფრის შესახებ არაფერი არ იცოდა დემემ, მისთვის არაფრის დამალვა არ მინდოდა მაგრამ ეს ტკივილი ჩემს გულში უნდა ჩამარხულიყო. ალბათ რომ ადრე გაეგო ამის შესახებ ძალიან გაბრაზდებოდა, იეჭვიანებდა კიდეც მაგრამ ახლა... ახლა ალბათ მისთვის მნიშვნელობა ჩემს წარსულს კი არა აწმყოსაც აღარ აქვს.
ეს ამბავი კი მაშინ დაიწყო როცა ჩვენს კლასში ძალიან სიმპატიური და მხიარული, ყოველგვარ ნიჭიერი ბიჭი, ილო გადმოვიდა. მაშინვე ყველას ყურადღება მიიქცია. მათ შორის ჩემიც, პირველად შემიყვარდა... მაშინ სოფელში ვცხოვრობდი და ჩემი საუკეთესო მეგობარიც ანკა იყო, ჩემი მესაიდუმლე. მე სულელმა ჩემი გრძნობების შესახებ ყველაფერი მოვუყევი მასზე, რაც გამეგონა ვუამბე, რომ თბილისში სახლი ჰქონდა, მისი მშობლები კი იქ მუშაობდნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც მანაც მომაქცია ყურადღება, უამრავი გოგოსგან მე გამომარჩია და სიყვარული ამიხსნა. მეც გავიქეცი და ისევ ყველაფერი საყვარელ ''მეგობარს'' ვუთხარი. მასაც გაუხარდა და მარიგებდა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მეც ყველაფერს ვუჯერებდი და ბოლოს საყვარელ ადამიანს და ძვირფას მეგობარს ერთად შევუსწარი. ამის შემდეგ იკადრა და ჩემთან მოვიდა, თავისი გეგმების და საქციელის შესახევბ მომიყვა და მოკრძალებულად მთხოვა მისთვის ერთი ოთახი დამეთმო.
''ღმერთო ჩემო ზოგი როგორი უსირცხვილოა''-გავიფიქრე მე-ისე დემე სადაა უკვე უნდა შემოსულიყო''
ფეხზე წამოვდექი და გარეთ ხალათით გავედი. უცბად ანკას ხმა შემომესმა. დავინახე როგორ იდგა დემე მისი ოთახის კარებთან, ანკა ეუბნებოდა:
-ალბათ ლენა ძალიან გიყვართ არა?-ჰკითხა დემეს და პასუხს მასთან ერთად მეც მოუთმენლად დაველოდეთ.
-ამას კითხვა უნდა? მე ის მთელ ქვეყანას მირჩევნია-დაუფიქრებლად უპასუხა დემემ.
-და ალბათ ერთმანეთს არაფერს უმალავთ არა?-ამ კითხვაზე გული გამიჩერდა.
-ეს რა კითხვებია? რა რებუსებით მელაპარაკებით... პირდაპირ მითხარით-კბილებში გამოცრა დემემ და დავინახე როგორ დაიძაბა.
-შენი ცოლი ძალიან პირდაპირია ნამდვილად-ირონიულად გაუღიმა მან, მერე კი ფეხის წვერებზე აიწია და დემეს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, მერე ხმამაღლა უთხრა-ჰკითხეთ და გაიგეთ ვინ უფრო გულწრფელია ის თუ მე.-დემეს არაფერი დააცადა ისე შებრუნდა ოთახში და კარები გადაკეტა. შორიდანვე შევნიშნე ჩემი მეორე ნახევრის სახე. გულიტკენა, იმედგაცრუება და გაბრაზება... აი რა დავინახე.
.....................................................
ესეც შემდეგი თავი. ბოდიში დაგვიანებისთვის. ხვალ ექსკურსიაზე მივდივარ და ვერ დავდებ მაგრამ კვირას აუცილებლად. მიყვარხართ ძალიან და ველოდები თქვენს კომენტარებს. იმედია მოგეწონებათ. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent