ჩემი ვალენტინი(სრულად)
მოგესალმებით. ეს ისტორია ამ ნიკზე მედო ადრე,მაგრამ რატომღაც კიდევ მომინდა რომ დამედო.ვისაც არ გაქვთ წანაკითხი,იმედია გახალისდებით. ---------------------- ნახევრად მძინარე გავედი სახლიდან. დავდექი გაჩერებაზე და დაველოდე სამარშუტო ტაქსის გამოჩენას. -აწი ხომ არ გამოვა ერთი საათი_ვწუწუნებ 15 წუთიანი ლოდინის შედეგად.ჯერ ისედაც გადასაკარგავში ვცხოვრობ და კიდევ ამდენი ხანი უნდა ელოდო ,,მარშუტკას’’. როგორც იქნა გამოჩანჩალდა და მეც ავჩანჩალდი.გამიკვირდა თავისუფალი ადგილი რომ ვნახე და მეც ფანჯარასთან დავჯექი და ქალაქის დათვალიერება დავიწყე,როგორც ყოველთვის. საკმაო გზა მაქვს გასავლელი, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივალ და თავისუფლად შემიძლია აუღელვებლად და მშვიდად ვათვალიერო ჩემი საყვარელი ქალაქი. მთელი ქალაქი აჭრელებულია წითელი და ვარდისფერი გულებით. უამრავ ადგილას გამოტანილია გასაყიდი ყვავილები. ხალხი აქეთ-იქეთ ირევა. -სულ დამავიწყდა, დღეს ხომ 14 თებერვალია, სიყვარულის დღე და სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი- გავიფიქრე გონებაში და ოდნავ ჩამეღიმა -რა სისულელეა მაინც სიყვარულის დღის ცალკე გამოყოფა?ისედაც ყველა დღე სიყვარულის არაა? მაგრამ მოწონს ხალხს,როცა რაღაც დღეს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ფიქრობს,რომ ის დღე სხვა დღეებისგან რაღაცით გამორჩეულია,თორემ აბა სხვა რა უნდა იყოს?რატომ უნდა აღინიშნებოდეს სიყვარულის დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელ და არა ყოველ დღე? მატერიალისტების დღეა და მეტი არაფერი! აუცილებელია ამ დღეს შეყვარებულმა წყვილმა ერთმანეთს აჩუქონ რაღაცები, ვინაიდან სიყვარულის დღეა და აბა სხვანაირად როგორ შეიძლება? ბიჭი, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ერთი გახვრეტილი ათ ლარიანი ედოს ჯიბეში და იმაზე იჭ....ტდეს ტვინს თუ როგორ უნდა დაპატიჟოს სადმე თავისი შეყვარებული ან თუნდაც რამე საჩუქარი როგორ უყიდოს. რა საჭიროა მსგავს რამეებზე დარდი? მთავარია გულით უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი და არა რაღაც ნივთებით და ყვავილებით განსაზღვრონ სიყვარული. მე არ ვცნობ ამ დღეს და როგორადაც გინდათ ისე გამიგეთ. ძალიან გავიჭერი ფიქრში და ამასობაში ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. ხურდა გადავუხადე მძღოლს და სამსახურის გზას ავუყევი. ოფისშიც რაღაცნაირი ხალისიანი განწყობა სუფევდა. ყველას უხაროდა დღვანდელი დღე და აჟიტირებულები დადიოდნენ ,,აუ გოგო დღეს ჩემმა შეყვარებულმა სიურპრიზი უნდა გამიკეთოს’’ ,,მე ჩემმა საქმრომა დღეს რესტორანში დამპატიჟა’’ ,,ნეტავ მე რას მაჩუქებს ჩემი შეყვარებული?’’ მსგავსი,უამრავი ფრაზა მესმოდა მთელი დღის განმავლობაში და უბრალოდ მეღიმებოდა მათ აცეტებულობაზე. -შენ რას აპირებ დღეს?-გვერდით მომიჯდა ჩემი თანამშრომელი თათა,რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა -რას უნდა ვაპირებდე?-მხრები ავიჩეჩე -რავიცი, პაკლონიკებისგან არ ელოდები არაფერს? -არა-უბრალოდ გავუღიმე -უიმე, რა უჟმური ხან მაინც ტასო-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა თათამ-შენ არც სიყვარულის დღე არ იცი და არც არაფერი -და განსაკუთრებული რა ხდება დღეს მაინც ვერ გავიგე. რატომ ანიჭებთ ამ დღეს ასეთ დიდ მნიშვნელობას-მობეზრებულმა ვუთხარი -კაი,კაი წავედი მე ვიმუშავე-ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია, რადგან მიხვდა რომ ჩემთან კამათს აზრი არ ქონდა და გაცლა ამჯობინა. ძლივს გავიდა სამუშაო დრო. საკმაოდ დავიღალე ერთ ადგილას, კომპიუტერთან ჯდომით.თვალებიც საკმაოდ გადამეღალა. ოფისიდან გამოსულმა გადავწყვიტე სადმე გამესეირნა ფეხით.რვის წუთები იყო. ვაკედან რუსთაველზე ავუყევი ფეხით. სასიამოვნო ამინდი იყო თებერვლის კვალობაზე. მეც მივდიოდი ჩემთვის მშვიდად და გარემოს ვათვალიერებდი. ეს უკვე ჩვევად მაქვს, როცა არსად არ მეჩქარება, უბრალოდ მივსეირნობ ჩემთვის და ვათვალიერებ ირგვლივ ყველაფერს,თან დებილივით გაღიმებული დავდივარ. სწორედ ამ ჩემმა ჩერჩეტობამ და გაფანტულმა ფიქრმა კინაღამ საიქიოს გამისტუმრა.პარლამენტის შენობას გავდიოდი, უნდა გადავსულიყავი გზაზე,რომ ჩიხიდან სწრაფად წამოვიდა მანქანა. მანქანისკენ გავიხედე და ფარებმა მომჭრა თვალი. ისე დავიბენი გადასვლაც ვერ მოვახერხე გზიდან , ჩანთა ხელიდან გავაგდე და ყურებზე ხელი ავიფარე და თვალები დავხუჭე,რადგან უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ მანქანა გამიტანდა. ეს ყველაფერი წამებში მოხვდა, გააზრებაც რომ ვერ მოვახერხე ისე. მანქანის საშინელი დამუხრუჭების ხმა გავიგე ჩემს ფეხებთან ახლოს.ყურებიდან ხელები ჩამოვიღე და თვალები ნელა გადახილე. მთელი სხეული მიკანკალებდა. -ამის დედა შე*ეცი გვერდზე არ უნდა გაიხედოთ გზაზე რომ გადადიხართ?-მძღოლი გინებით გამოვარდა მანქანიდან და მსწრაფლ ჩემთან გაჩნდა. მე ერთ ადგილას ვიყავი მიყინული და სხეულის გატოკებას ვერ ვახერხებდი,მხოლოდ თვალებს ვახამხამებდი,ლამის სუნთქვაც კი დავიწყებული მქონდა. -რამე დაგიშავდათ?-მხრებში ჩამავლო ხელი და თვალებში შემომხედა. მე ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი და ხმას ვერ ვიღებდი -ჯანდაბას-ფეხებში ხელი დამავლო და მანქანაში ხელში აყვანილმა ჩამსვა.უკნიდან მანქანების სიგნალის ხმა ისმოდა,რომლებიც გზის განთავისუფლებას ითხოვდნენ.მძღოლის გვერდით დამსვა,თვითონ საჭესთან მოკალათდა და უსწრაფესად მოწყდა ადგილს.მანქანა ისეთ ადგილას გააჩერა, სადაც ბევრი მანქანა არ მოძრაობდა და ჩემკენ მობრუნდა -ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ? არ დაგჯახებივართ, სრულიად უვნებელი ხართ და რამე მითხარით გთხოვთ-მავედრებელი ხმით მითხრა -წყა...ლი მინდა-ძლივს ამოვიხრიალე. მან მანქანაში არსებული წყლის ბოთლი მომაწოდა. ერთი ამოუნთქვით დავცალე ბოთლი და ცოტა ამოვისუნთქე-კარგად ვარ, უბრალოდ შოკური მდგომარეობა მქონდა, მეგონა რომ დამეჯახებოდით და სასიკვდილოდ ვიყავი განწირული-ძლივს ამოვიდგი ენა და ავუხსენი უცნობს სიტუაცია.დავინახე როგორ ამოისუნთქა -დამიჯერეთ თქვენზე არანაკლებ ვინერვიულე მეც, აი ნახეთ-ხელები გამომიწოდა-ეხლაც მიკანკალებს, მეგონა რომ გეჯახებოდით -ჩემი ბრალია, გვერდით არც კი გამიხედავს ისე გადავჭერი გზა-ვუთხარი და თავი სავარძლის საზურგეს მივადე-მაგრამ თქვენც ძალიან ჩქარა მოდიოდით-ოდნავ ვუსაყვედურე -ხო,მაგრამ თქვენ რომ უფრო ყურადღებით ყოფილიყავით გზაზე გადასვლისას არაფერი არ მოხდებოდა-არც მან დამაკლო საყვედური. მე დამნაშავე ბავშვივით თავი დავხარე -კარგით, შევთანხმდეთ რომ ორივე დამნაშავეები ვართ-მითხრა ღიმილით და შეეცადა უხერხული მდგომარეობიდან გამოვეყვანე-მაგრამ ცოტათი უფრო შენ-გაეცინა. ერთ ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. -სახელს არ მეტყვი?-მან დაარღვია რამდენიმე წამიანი დუმილი-ხომ უნდა ვიცოდე ვის ვისტუმრებდი იქით-გამიცინა. მეც გამეცინა -ანასტასია მქვია -ტასო, მომწონს ეს სახელი-კვლავ გამიღიმა-მე დემეტრე ვარ. სასიამოვნოა-ხელი გამომიწოდა. მეც ხელი შევაგებე მის გამოწვდილ, გრძელ თითებს და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა -ალბათ შეყვარებულთან ან საქმროსთან გეჩქარებოდა და მაგიტომ მიდიოდი ასე ყურადღება დაფანტული,რადგან მასზე ფიქრობდი-ცოტა ირონია შევნიშნე მის ხმაში -ა, ხო, ისა არა-უცებ დავიბენი-არავისთან არ მიმეჩქარებოდა, ჩემთვის მივსეირნობდი-გავუმხილე რა როგორ იყო -სიყვარულის დღეს მარტო მისეირნობდი? -მერე რა?-მხრები ავიჩეჩე -რავიცი, ყველა ვიღაცასთან ერთად დადის, ქმართან,შეყვარებულთან, საქრმოსთან ან უბრალოდ თაყვანისმცემელთან ერთად და შენ კიდევ მარტო მისეირნობდი, რა დასანანია-თავი გააქნია და გამიღიმა. -მერე რა მოხდა. მე არავინ არ მყავს,ვისთანაც ამ დღეს გავატარებდი და საერთოდაც მე ამ დღეს არ ვაღიარებ, რადგან სიყვრულს ცალკე გამოყოფილი დღე არ სჭირდება და რომც მყავდეს ვინმე, დარწმუნებული ვარ ამ დღეს არ აღვნიშნავდი-ჩამოვურაკრაკე ყველაფერი. არხეინად ვიჯექი სრულიად უცნობი ადამიანის წინაშე, რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდი და ვბაასობდი და მანქანიდან გადასვლაც ვერ მოვტვინე -პირველი გოგო ხარ ვინც შემხვედრია,რომელიც 14 თებერვალს არ ცნობს-გამიცინა-პირიქით, ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელის ჩემი დით დაწყებული -ხოდა ზუსტად რომ რაღაც განსაკუთრებულს ელოდებიან მაგიტომ არ მიყვარს. რატომ უნდა ელოდო იმ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას 14 თებერვლისთვის,როცა ეს წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლია გაუკეთო საყვარელ ადამიანს -კარგი,კარგი გნებდები-ხელები მაღლა ასწია და გაეცინა-შენ ძალიან აგრესიულად ხარ გეტყობა განწყობილი სიყვარულის დღისადმი-თვალი ჩამიკრა. მე ცოტა შემცხვა, რადგან ძალიან აგრესიულად ვუთხარი ბოლო წინადადება -უბრალოდ არ მიყვარს მსგავსი რაღაცები-შერბილებული ტონით ვუთხარი -სიმართლე გითხრა, მეც დიდად არ ვემხრობი ამ დღესასწაულს,მეც თითქმის შენნაირად ვფიქრობ-მითხრა და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა -სად გაგიყვანო?-კვლავ მან დარღვია დუმილი -მე აქვე ჩამოვალ და ჩემით გავაგრძელებ გზას-გავუღიმე -როგორ გეკადრება,გგონია ამ საღმოს ეხლა შუა ქუჩაში დაგტოვებ?-შეიცხადა -არ არის საჭირო, მართლა,ისედაც შორს ვცხოვრობ და არ შეგაწუხებ -ჩემი ნათქვამი გასაჩივრებას არ ექვემდებარება!-თითი დამიქნია ღიმილით-ჰე, ეხლა მითხარი მისამართი სად მიგიყვანო-მეც დიდი ყოყმანის, თავის დაფასების, არა, რა საჭიროა-ს ძახილის მიუხედავად ბოლოს მაინც ვუკარნახე მისამართი -რა ტყუილად მახვეწნინე ამდენი-გაეცინა-შანსი არ გქონდა უბრალოდ, შენ არ იცი რა ჯიუტი ვარ_გამეღიმა. ეტყობა რომ ძალიან დადებითი და სასიამოვნო პიროვნებაა დემეტრე, თან ძალიან სიმპათიური. ,,ბედნიერი იქნება ამის შეყვარებული, ან თუნდაც ცოლი’’-გავიფიქრე გონებაში და მისი მარჯვენა ხელის არა თითს დავხედე. ,,არა, ბეჭედი არ უკეთია, ანუ ცოლი არ ყავს, მაშინ შეყვარებული ეყოლება, აბა ასეთ ბიჭს ვინ დატოვებდა მარტოს’’ ჩემს ფიქრებზე ცოტა გული დამწყდა, მეც არ ვიცი რატომ. -მართლა არ გყავს არავინ?-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია -რა?-უცებ ვერ მივუხვდი კითხვას -არავინ არ გყავსთქო? შეყვარებული ან საქმრო-განმიმარტა -აა, არა, არავინ-ვუპასუხე და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე. ზოგადად არ მიყვარს ამ კითხვას რომ მისვამენ.24 წლის გოგოს შეყვარებული როგორ არ უნდა გყავდეს?უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ყველას ეს კითხვა აწუხებს. რა ჩემი ბრალია რომ არ მყავს. უბრალოდ არ მიყვარს არავინ, ეგ არის და ეგ -ასეთი გოგო ვინ დაგტოვა მარტო?-გამიღიმა. -შენც ალბათ საყვარელ ადამიანთან მიგეჩქარებოდა ასე რომ მოქროდი მანქანით-მის კითხვას გვერდი ავუარე, თან ცნობისმოყვარედ დავუსვი კითხვა -მართალი ხარ, ოღონდ მე საყვარელ ადამიანებთან მიმეჩქარებოდა და არა მხოლოდ ერთ ადამიანთან-თვალი ნიშნისმოგებით ჩამიკრა. -ხოდა მე ეხლა ხელს გიშლი რომ შენს საყვარელ ადამიანებთან დროზე არ მიხვიდე-მეც ნიშნისმოგებით ვუთხარი -ცოტას დამელოდებიან, არაუშავს-გამიცინა.მე არაფერი მითქვამს.თავი სავარძლის საზურგეს მივადე და წინ დავიწყე ყურება.ამასობაში ჩემს სადარბაზოსაც მივადექით. -ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში რომ ჩემს გამო კინაღამ შარს გადაეყარე-ვუთხარი და კარის სახელური გამოვწიე გასაღებად -ბოდიში მიღებულია და სამადლობელი არაფერია -აბა კარგად-დანანებით ვუთხარი,რადგან არ მინდოდა მასთან დამშვიდოება.პირველი შემთხვევა იყო,როდესაც სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად ვიჯექი ამდენი ხანი მანქანაში,მასთან ვბაასობდი,ეს მომწონდა და მეტიც,არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო ჩვენი ურთიერთობა -დროებით-მითხრა და მოულოდნელად ლოყაზე მაკოცა.მე უბრალოდ გავუღიმე,დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი.მანამ არ შევედი სადარბაზოში,სანამ მანქანა არ დაძრა და არ გაუჩინარდა. მე კი ღიმილაკრული ავუყევი სადარბაზოს კიბეებს,თანაც სევდა შემომაწვა,მისი წასვლით გულში რაღაც ჩამწყდა...მეც არ ვიცი რა.. *** -სად ხარ ბიჭო ამდენი ხანი?-იცი მაინც რამდენი ხანია გელოდებით-ღიმილით უსაყვედურა დემეტრეს ნიკამ-მოდი აქ მოგილოცო კიდევ ერთხელ დაბერება-ორივე ხელი მხარზე დაკრა და ძმაკაცს ჩაეხუტა.თითქმის ყველამ მას მიბაძა და დემეტრეს 26-ე დაბადების დღე მიულოცეს -ძალიან დიდი მადლობა ყველას. რაღაც საქმე გამომიჩნდა და ცოტა შემაგვიანდა,სამაგიეროდ წინ მთელი ღამე გვაქვს-გაიცინა და მეგობრებთან ერთად სუფრას შემოუჯდა -შენ რაღაცნაირად გიციმციმებს თვალები ამ საღამოს და რამე ხდება?-ეშმაკურად კითხა ლადომ -ხომ იცი როგორ მიყვარს ჩემი დაბადების დღე ლადო, რა გასაკვირია თვალები რომ მიციმციმებს?-ღიმილით უპასუხა მეგობარს -რავიცი,რავიცი, მე კიდევ რაღაცაში მგონია საქმე,მაგრამ რადგან არ ამბობ, იყოს ნება შენი-გაიცინა ლადომ და ღვინით სავსე ჭიქა აიღო ხელში-შენ გაგიმარჯოს ჩემი ძმა-დალოცა დემეტრე და სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქა. ***** იმ დღის შემდეგ 4 დღე გავიდა. რატომღაც ჩემდაუნებურად სულ დემეტრეზე მეფიქრებოდა და მის გახსენებაზე ეგრევე ღიმილი მომერეოდა ხოლმე.სამსახურში ვიყავი და დოკუმენტს ვბეჭდავდი,როცა ჩემს ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა -გისმენთ-ვუპაუხე უცხო ნომერს და პასუხს დაველოდე -როგორ ხარ ანასტასია-უცნობი მამაკაცის ხმა გაისმა ტელეფონში -მადლობა,კარგად და რომელი ხართ?-გაკვირვებულმა ვუპასუხე -საწყენია ჩემი ხმა ასე მალე რომ დაგვიწყებია-მის ხმაში ოდნავ წყენა იგრძნობოდა -დემეტრე?-გაოცებულმა მხოლოდ ეხლა ამოვიცანი უცნობი მამაკაცის ხმაში დემეტრეს ხმა და ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა -ყოჩაღ, მიხვედრილი გოგო ხარ-ღიმილნარევი ხმით მითხრა -კი მაგრამ...ჩემი ნომერი როგორ გაიგე?-გავიკვირვე -მთავარია მონდომება ტასო -ხო მაგრამ.... -დღეს სამსახურის მერე გცალია?-არ დამაცადა არაფრის თქმა ისე მკითხა -დღეს?არვიცი, არა..არა კი არადა მგონი კი-დაბნეულმა ვუპასუხე -ჩამოყალიბდი გცალია თუ არა-გამიცინა -კი,მცალია -მაშინ სამსახურთან მოგაკითხავ 7თვის-მითხრა და დამშვიდობებაც არ მაცალა ისე გამითიშა ტელეფონი.დაბნეულმა,გაკვირვებულმა,გაოგნებულმა მოვიშორე ტელეფონი ყურიდან და მაგიდაზე ღიმილით დავდე -როგორ გაიგო ჩემი ნომერი?ან..ან სამსახურთან მოგაკითხავო რომ მითხრა, რა იცის სად ვმუშაობ?-ჩემს თავს ვუსვამდი კითხვებს,რომლებზეც პასუხი არ მქონდა და საშინლად მაინტერესებდა.ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა სამუშაო დრო,რომ დემეტრე მენახა. და აი, ძლივს დადგა ნანატრი დრო.მუშაობას მოვრჩი.კომპიუტერი გამოვრთე. ჩემი ქურთუკი და ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი.შენობიდან რომ გამოვედი,ფეხი იქვე ბორდიულს წამოვკარი და გადამიბრუნდა -ჯანდაბას-აღმომხდა ჩემდაუნებირად -შენ სულ ასე დაბნეული უნდა დადიოდე?-მომესმა უკნიდან მამაკაცის ხმა-ერთხელაც მართლა მოიტეხ ფეხს-მივბრუნდი მისკენ და გაღიმებული დემეტრე შემრჩა ხელში -გამარჯობა დემეტრე-უხერხულად გავუღიმე -როგორ ხარ?-მომიკითხა და გადამცკოცნა-წამო მანქანაში ჩავსხდეთ,თორემ ძალიან ცივა-მითხრა და მანქანისკენ წავედით.კარი გამომიღო და მეც წინა სავარძელზე მოვკალათდი.თვითონ საჭეს მიუჯდა. ერთ-ერთ რესტორანში წამიყვანა.მაგიდასთან მოვკალათდით და ოფიციანტს შეკვეთა მისცა -როგორ მიპოვე?-ვერაფრით ვერ მოვითმინე და კითხვა დავუსვი -ოოო,ეგ უკვე ჩემი საქმეა-მაცდურად გამიღიმა-ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო ხომ გაგიგია -მითხარი რა,ძალიან ცნობისმოყვარე ვარ -ყველაფერი ბედის ბრალია-თეატრალურად წარმოთქვა -აუ,კარგი რა,მართლა მაინტერესებს და თუ არ გინდა ცნობისმოყვარეობამ მომკლას მითხარი-მუდარით შევხედე -კარგი,ხო. ჩემს მანქანაში პირადობა ამოგივარდა ჩანთიდან და მეც ეგ შანსი ხელიდან არ გავუშვი -რა? ანუ ეხლა მე ჩემი პირადობა არ მაქვს?-გაკვირვებულმა წამოვიძახე და ჩანთში ქექვა დავიწყე.ვერსად ვიპოვე.ყოველთვის ჩანთის ცალკე განყოფილებაში მიდევს ხოლმე და ეტყობა მაშინ ჩანთა გახსნილი რომ მქონდა მაშინ ამომივარდა და მე არც შემიმჩნევია. -აქ არ არის-რომ დავრწმუნდი რომ ჩანთში არ მედო მას მივუბრუნდი -აგერ მაქვს_ღიმილით გამომიწოდა ჩემი პირადობა,რომელიც კოსტუმის ჯიბიდან ამოიღო და ჩემს წინ დადო მაგიდაზე -საერთოდ არ მომიკითხავს ჩემი პირადობა ამ დღებში -უნდა მოიკითხო ხოლმე, ვაი და უცებ დაგჭირდეს და ვერ ნახო მერე სად მიდიხარ? -ეგ კარგი,მაგრამ პირადობის მოწმობით მხოლოდ ვერ გაიგებდი ჩემს ნომერს და სამსახურის მისამართს-კვლავ მივუბრუნდი ძველ კითხვას -მართალი ხარ_გამიღიმა-მაგრამ შენი პირადობა ძალიან დამეხმარა. სახელი,გვარი და დაბადენის წელი რომ გავიგე მერე აღარ დამჭირვებია არაფრის გაგება ტასო -ანუ? -შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ-ეხლა ყველაფერი ნათელი გახდა. ჩემი პირადობის მოწმობის საშუალებით მას თავისუფლად შეეძლო ჩემზე ინფორმაციის მოპოვება თუ რამე დასჭირდებოდა და მანაც თავისი სამსახურეობრივი უფლებები გამოიყენა და მომძებნა,მაგამ რაში დასჭირდა მას ჩემი მოძებნა? -და რატომ მომძებნე?-ეშმაკურად ვკითხე -პირადობის მოწმობა რომ დამებრუნებინა-სრული სერიოზულობით მიპასუხა.ხასიათი წამიხდა,რადგან სასურველი პასუხი ვერ მოვისმინე.მან აშკარად შეამჩნია ჩემს სახეზე ცვლილება და გულიანად გადაიხარხარა -ვაიმე რა სასაცილო გოგო ხარ ტასო-კვლავ იცინოდა-მართლა გაიფიქრე რომ პირადობის მოწმობის დასაბრუნებლად შევისწავლე მთელი შენი ბიოგრაფია? -აბა რატომ?-გულუბრყვილოდ ვკითხე -არამგონია ასეთი მიუხვედრელი იყო ტასო. შენი აზრით რატომ ცდილობს მამაკაცი გოგოს შესახებ მთელი ბიოგრაფიის მოძიებას და მის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის გაგებას? -თუ იმ გოგომ პირადობის მოწმობა დაკარგა,მის დასაბრუნებლად-მეც ეშმაკური ღიმილით მივუგე -დიდი ოხერი ვინმე ხარ შენ-ღიმილით დამიქნია თითი-ძალიან მომეწონე და დამაინტერესე ტასო-დასერიოზულდა და ისე მითხრა. მე სახეზე წამოვწითლდი. ასეთი მამაკაცისგან მსგავსი რამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა-იმედია წინააღმდეგი არ იქნები შეგხვდე ხოლმე -მე..მე არ ვიცი-აშკარად ძალიან იმოქმედა მისმა სიტყვებმა და დამაბნია -აბა ვის ვკითხო შენს მაგივრად,რომ მიპასუხოს შემხვდები თუ არა ხანდახან?-გამიღიმა -ხანდახან შეიძლება- როგორც იქნა გავეცი პასუხი ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ და ეშმაკურად გავუღიმე -ეგ თავიდან,დანარენს დრო გვიჩვენებს-თვალი ჩამიკრა და მაცდურად გამიღიმა. **** მართლაც რამდენჯერმე შევხვდი მაგის შემდეგ დემეტრეს. ძალიან მომწონდა მასთან ერთად დროის გატარება. ვგრძნობ როგორ ვეჯაჭვები ნელ-ნელა და უფრო მიჭირს მის გარეშე, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია,ორივე ვგრძნობთ იმ მიზიდულობის ძალას,რომელიც გვაკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენმა შეხვედრებმა უკვე სისტემატური სახე მიიღო.თითქმის ყოველდღე,როცა ეცალა სამსახურის მერე დემეტრე მხვდებოდა და მას მივყავდი სახლში. ვგრძნობდი,რომ ეს ადამიანი იმაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,როგორც არასდროს არცერთი მამაკაცი არ ყოფილა. მალე ერთი წელი გახდებოდა რაც ერთმანეთი გავიცანით. ისევ თებერვალი იყო. 14 თებერვალი ახლოვდებოდა. ეხლა მე უკვე მარტო აღარ ვიყავი.გვერდით დემეტრე მყავდა,მართალია არ ვიცოდი რა სტატუსით,მაგრამ ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ის მიყვარდა!დიახ,მე დემეტრე მეტრეველზე ვიყავი შეყვარებული და ჩემს თავს ამის შესახებ უკვე დიდი ხანია გამოვუტყდი,უბრალოდ ხმამაღლა და დემეტრესთან არ ვაღიარებდი. ქალაქი ისევ ვალენტინობი დღესასწაულისთვის ემზადებოდა. მე კვლავ უინტერესოდ ველოდებოდი ამ დღეს,რადგან ვიცოდი,რომ ესეც ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა ჩემთვის. -ტასო, ხვალისთვის არაფერი დაგეგმო. ხვალინდელი დღ მე უნდა დამითმო-დამირეკა დემეტრემ 13 თებერვალს -დემეტრე,იმედია სავალენტინო სიურპტიზს არ მიმზადებ,თორემ გავგიჟდები-სიცილით გავაფრთხილე -ნუ ღელავ. შენ უბრალოდ გაემზადე და ხვალ 6-ზე მზად იყავი.იცოდე უარს არ ვღებულობ-გამაფრთხილა დემეტრემ -ხო,კარგი-დავთანხმდი,რადგან მას უარს ვერ ვეტყოდი. ,,იმედია მართლა სიყვარულის დღესთან დაკავშირებით არ მიმზადებს რამეს.მან მშვენივრად იცის ამ დღისადმი ჩემი დამოკიდებულება;;-გავიფიქრე გონებაში. **** მეორე დღეს 6-ზე უკვე მზად ვიყავი.მუხლს ზემოთ,ტანზე მოყვანილი,გრძელმკლავიანი შავი კაბა და მაღალქუსლიანები ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,თმები უბრალოდ გავიშალე და დემეტრეს დაველოდე. ზუსტად 6-ზე ჩემთან იყო -ულამაზესი ხარ-მითხრა დემეტრემ როგორც კი სახლში შემოვიდა -აზვიადებ,ისეთი არაფერი -მზად ხარ ხო? წავიდეთ მაშინ -კი,ჩანთას ავიღებ და წავედით. მანქანა ერთ-ერთ რესტორანთან გააჩერა -მოვედით -დემეტრე, რესტორანში რა გვინდა?ხომ იცი რომ... -ნუ ღელავ ტას, ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ-გამიღიმა-მინდა რომ ჩემი მეგობრები გაგაცნო -რა?რატომ არ მითხარი დემეტრე? რომ არ მოვეწონო მათ?აუ,კარგი რა-მოვაყარე ერთმანეთს -ნუ ნერვიულობ,ისინი დაუსწრებლად გიცნობენ,პირადად უნდათ შენი გაცნობა-გამიღიმა და რესტორანში შემიძღვა -იუბილარიც მოვიდა-გაისმა ხმა,როგორც კი რესტორანში შევაბიჯეთ და რამდენიმე ადამიანი ფეხზე წამოდგა. მე სახეზე ფერი დავკარგე. ანუ დღს დემეტრეს დაბადების დღეა? მე რომ არაფერი ვიცოდი? ის კი არა,არასდროს არ მიკითხავს მისთვის რატომღაც მისი დაბადების დღე როდის იყო.საოცრად უხერხულად ვიგრძენი თავი -გაიცანით,ეს არის ჩემი ტასო-მილოცვების მიღების შემდეგ წარუდგინა მეგობრებს ჩემი თავი და ისე თბილად მომიხსენია,ლამის დავდნი და აზროვნების უნარი დავკარგე -ძალიან სასიამოვნოა-გაისმა ხმები. ცოტა მოვეშვი,როცა დავინახე თუ როგორი კარგი მეგობრები ყავდა დემეტრეს და როგორ კარგად მიმიღეს. -რატომ არ მითხარი დაბადების დღე რომ გქონდა?-ჩუმად ვუსაყვედურე დემეტრეს ცეკვის დროს -რა შეიცვლებოდა ამით?-მხრები აიჩეჩა -როგორ არა, მე მოლოცვითაც არ მომილოცავს. ის კი არა,საერთოდ არ ვიცოდი როდის გქონდა დაბადების დღ-ეს ვუთხარი და უხერხულად თავი დავხარე -არაუშავს აწი გეცოდინება-გამიღიმა და საფეთქელზე მაკოცა. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. -მოგეწონა ჩემი მეგობრები?-მკითხა დემეტრემ როცა მანქანაში ჩავსხედით -ძალიან-გულწრფელად ვუპასუხე -მიხარია -მაინც გაბრაზებული ვარ შენზე რომ დამიმალე დღევანდელი დღის შესახებ-ტუჩები უკმაყოფილოდ დავპრუწე -მასე რომ აკეთებ ტუჩებს,განსაკუთრებით მაშინ მინდება რომ კოცნით დაგახრჩო,ამას ხვდები და სპეციალურად მიკეთებ ხომ?-მაცდურად გამიღიმა.მე დავიბენი და გავწითლდი -დემეტრე... -ტასო-ჯიბისკენ ხელი წაიღო და იქიდან პატარა,ოთხკუთხედი ლურჯი კოლოფი ამოიღო-ცოლად გამომყვები?-პირდაპირ მაჯახა. მე ლამის ნერწყვი გადამცდა და ხველა ამიტყდა ამის გაგონებაზე -მეხუმრები დემეტრე? -მეტყობა რამე რომ ვხუმრობდე?-ნაწყენმა მომიგო -კი,მაგრამ... ჩვენ ხომ...ჩვენ ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს,რომ ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგათ?-დაბნეულმა ვუთხარი -ორივემ ვიცით,რომ ჩვენ იმაზე მეტი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან ვიდრე ეს გარედან ჩანს. -ხო,მაგრამ.. -ტასო,ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი!-განმიცხადა და მე მისმა ნათქვამმა შოკი მომგვარა.მან პირველად თქვა ეს სიტყვები.ხმა ვერ ამოვიღე-რა,ასე არაა?-გამომცდელად დამისვა შეკითხვა-არ გიყვარვარ? -მე...მე-ენა დამება-მიყვარხარ-ვუთხარი და თავი დავხარე -მეც მიყვარხარ-ღიმილით ამაწევინა თავი-ხოდა მინდა რომ ჩვენი ბედი ერთმანეთს დავუკავშიროთ. გამომყვები ცოლად?-გამიმეორა შეკითხვა -ხომ არ ვჩქარობთ? -შენს გრძნობებშ დარწმუნებული არ ხარ? -კი,ვარ-მტკიცედ ვუპასუხე -ხოდა რა პრობლემაა. გათხოვება არ გინდა? -არა, ეგ არაფერ შუაში არაა.უბრალოდ მგონია რომ ძალიან ვჩქარობთ -მე ასე არ ვფიქრობთ. სადაც სიყვარულია,იქ ნაჩქარევი არაფერი არაა-მითხრა და ცოტა ხანი დუმილი ჩამოვარდა -თანახმა ვარ-დუმილი მე დავარღვიე და თვალებში ჩავხედე.თვალები გაუბრწყინდა. ბეჭედი გახარებულმა წამომაცვა თითზე და ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა -ძალიან მიყვარხარ -ძალიან მიყვარხარ. 14 თებერვალი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი გახდა , არა იმიტომ,რომ სიყვარულის დღეა და მსოფილო განსაკუთრებულად აღნიშნავს ამ დღეს, არამედ იმიტომ,რომ სწორედ ამ დღეს გავიცანი დემეტრე, სწორედ ამ დღეს აქვს ჩემს სიყვარულს დაბადების დღე და ყველაზე მნიშვნელოვანი,სწორედ ამ დღეს მთხოვა დემეტრემ ხელი. ის გახდა ჩემი ვალენტინი.მიუხედავად იმისა,რომ ამ დღეს არ ვცნობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ მე ის სწორედ 14 თებერვალს დამებედა. ის გახდა ჩემი ცხოვრების ვალენტინი. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.