შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად-12


5-06-2015, 19:19
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 139

..და მაინც..რამდენ მოულოდნელობას უნდა გაუმკლავდე ადამიანი ცხოვრებაში, რომ საბოლოოდ გარკვეული შეგუებულობა მაინც გამოიმუშავო მათ მიმართ..კარგია ეს სიახლე თუ ცუდი, ადამიანს თითქმის ყოველთვის უჩნდება განცდა ძველისკენ სწრაფვისა და იმ ყოველდღიურობის დაბრუნებისა, რომელსაც მიჩვეული იყო მისი რაობა..მაგრამ
მათ შორის გამოირჩევა ისეთნიც, რომელთაც მთელი ცხოვრება ან თუნდაც გარკვეული ნაწილი გაეტარებინოს ყოველგვარი რეაქციის გარეშე ამ ცვლილებების მიმართ..ადამიანნი რომელნიც ცხოვრებისგან იმედგაცრუებულნი კარგს თუ ცუდს, ყველაფერს ერთნაირად ღებულობენ და მათთვის ყველაფერი სულერთია..სწორედ ამ უკანასკნელთათვისაა ყველაზე რთული იმ სიახლის
მიღება რომელიც მთელ მათ რაობას შეცვლის..განა ადვილია გულგრილი ცხოვრებიდან უცებ გადახვიდე იმ სამყაროში სადაც შენთვის გაუცნობიერებლად ხდება ვიღაც მთელი შენი ცხოვრების არსი და შესაბამისად გეცვლება დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ რაც მას ეხება?!, რათქმაუნდა არა..გრძნობ როგორ გეღვრება გაუცნობიერებლად სითბო გულში და ამას მიუჩვეველი შენი რაობა
თითქოს ბორგვას იწყებს და ამ დროს იჩენს თავს ორი მხარე ადამიანისა, ძველი სიცივე და ახლადაღმოცენებული სითბო..ეს ის შემთხვევაა როცა ის მცირე წონის მთელს შენს სიცივეს..იბყრობს გულს და სულს და მთლიანად გცვლის..გიჩნდება მზრუნველობითი ინსტინქტი, ფიქრები მასზე სრულიად იბყრობს შენს გონებას და გინდა დაიცვა..დაიცვა ყველაფრისგან რაც კი ზიანს მიაყენებს მას..ცხოვრებაში პირველად
სისუსტე მაშინ იგრძნო ფეხებში, როცა დასისხლიანებულ, უსუსურ არსებას მთელი სისწრაფით მიარბენინებდა საავადმყოფოსკენ და გასავლელი გზა დაუსრულებლად ეჩვენებოდა..მთელი ძალით გაგლიჯა საავადმყოფოს კარები და სისხლიანი თვალებით უბრძანა ექიმს სასწრაფოდ მოეტანათ საკაცე..ვერ აკონტროლებდა მის ვერცერთ რეაქციას და ერთადერთი რაც ეხლა გონებაშ უტრიალებდა იყო ის რომ დაეცვა..სამუდამოდ მასთან დაეტოვებინა და დაეცვა გოგონა..
დიდხნიანი ლოდინის და ნერვიული ბორგვის შემდეგ გამოეგება პალატიდან ექიმი და ნერვიული ხმით უთხრა რომ მდგომარეობა სტაბილური იყო.."ჯერ ვერ ნახავთ..გულ-მკერდის არეშ ნეკნია გაბზარული..არვიცი ეს ვინ გააკეთა მაგრამ სრული სადიზმია..საბედნიეროდ სახეზე ისეთი საგანგაშო ზიანი არ აქვს მიყენებული, რომ მერე მის გარეგნობაზე აისახოს მაგრამ..სისხლიც ბევრი დაკარგა..ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გამოსაჯანმრთელებლად.."მთელი მონდომებით ცდილობდა
ექიმი დამშვიდებას მაგრამ თითქოს ყოველი სიტყვა შორიდან ესმოდა..მკაცრი მზერა სივრცესთვის გაეშტერებინა და მონასმენისგან კიდევ უფრო გამწარებული გეგმავდა შემდეგ მოქმედებას..უსიტყვოდ შემობრუნდა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო..
-ვიცი ჩემს მოსვლას ელიან..-დაეთანხმა კახას ნათქვამს, რომელიც დიმიტრისავით გაკვირვებული და გამწარებული იყო მაგრამ მაინც ცდილობდა სწორად გაყოლოდა ამ საქმეს და სიბრაზისგან არ გადაეხვია..
-კი მაგრამ საიდან გაიგეს იმ გოგოს არსებობის შესახებ?..ან ვინ არის საერთოდ?-გაკვირვებული მაგრამ დაძაბული ხმით ჰკითხა კახამ
-მითვალთვალებდნენ..მთელი ეს დროო!!(დაიღრიალა ბრაზისგან მერე შეეცადა დამშვიდებულიყო და ჩუმი ხმით გააგრძელა) ახლოს წესიერად არც ვიცნობ..არაფერი ვიცი მის შესახებ..მაგრამ..უჩვეულოდ მცვლის კახა, არვიცი რა მემართება მასთან მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემთვის ძვირ..
-ბატონო..-კარებში ატუზული კაცის ხმის გაგონებაზე საუბარი შუა გზაში გაწყვიტა დიმიტრიმ და მოსულს გახედა-ყველა გავაფრთხილე..როცა ნიშანს მოგვცემთ, შევუტევთ-დაასრულა საუბარი მოსულმა და კახას რეაქციას დაელოდა
-კარგით..-უპასუხა ცივი ხმით..მერე დიმიტრის გახედა-როცა იერიშს მივიტანთ მაშინვე შეგეხმიანები დიმიტრი..შეგიძლია წახვიდე საავადმყოფოში-შედარებით თბილად უთხრა, მერე მივიდა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა-მუსრს გავავლებთ! იმისთვის რომ ამდენი გაწამეს.. იმდენად დიდ ტკივილს გრძნობდა მთელს სულში რომ მეგობრის სიტყვებზეც კი არ ჰქონია რეაქცია..ჩუმი ხმით დაემშვიდობა და საავადმყოფოს გზას გაუყვა..უემოციო მზერა მიაბყრო პალატის მინას და უგონოდ მწოლიარე
ლენას გახედა..აკვირდებოდა მის ყოველ დაბუჟებულ, დარტყმისგან დამსკდარ ადგილებს რომელიც ახლა უფრო შესამჩნევად ჩანდა, გასუფთავების შემდეგ..ხედავდა როგორ ჩალურჯებოდა თვალის უპეები სიისუსტისგან და დარტყმისგან და გულის ყოველი კუნთი ტკივილიანად ეკუმშებოდა.."შენ რა შუაში იყავი ლენა..ჩემს გამო დაისაჯე.."ღრმად ჩაისუნთქა და თავი ჩახარა "რატომ ღმერთო..მოსიარულე უბედურებად რატომ ვიქეცი..ყველას რაღაცას ვუშავებ..ყველა უბედურია, ვინც კი ჩემს ახლოსაა..არ ვიმსახურებ(ლენას ახედა)არ გიმსახურებ ლენა.."იმდენად
დიდი მწუხარება იგრძნობოდა მის ბოლო სიტყვებში, რომ ალბათ გაგონებისას ნებისმიერი დარწმუნდებოდა იმაში რომ დიმიტრს ლენა უყვარდა..ნებისმიერი გარდა თვითონ დიმიტრისა..მისთვის გაუგებარ გრძნობებს მთელი ძალით აიგნორებდა მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ძლიერდებოდა ისინი..ნახევარ ღამეზე მეტი გაათენა გაუნძრევლად მინის წინ..გაშტერებული შეცქეროდა გოგონას და უამრავ რამეზე ფიქრობდა..ალბათ დილის შვიდი იქნებოდა როცა გაკვირვებული და ცოტათი ნანერვიულები მიუახლოვდა ექთანი და ფრთხილად შეახო მხარზე ხელი, რაზეც დიმიტრი შეკრთა და შეცბუნებული მზერა მოავლო
თეთრხალათიან ქალს
-თქვენ ერთი წუთითაც არ დამჯდარხართ..იქნებ დაგესვენათ..მესმის რომ გიყვართ მაგრამ ნუ ნერვიულობთ ასე..კარგად იქნება გოგონა..-თბილი ხმით უთხრა ქალმა და უემოციო სილუეტს გახედა.."გიყვართ"..ძლიერად გაიელვა ქალის სიტყვებმა გონებაში და ეხლა საერთოდ მოწყდა რეალობას.."მიყვარს..მე..ის?" ხმადაბლა შეეკითხა საკუთარ თავს..მთელი ძალა დაატანა მის რაობას და რაც შეეძლო სიცივე გამოავლინა ამ სიტყვების მიმართ
-ცდებით..არ მიყვარს..უბრალოდ ნაცნობია და მის მდგომარეობაზე ვღელავ..-ცივად საუბრობდა და გრძნობდა როგორ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა წარმოთქმულის გამო. ქალმა გაოცებით გახედა მაგრამ ბიჭის მკაცრ მზერაზე შეეცადა დისტანცია დაეჭირა, ნელი ნაბიჯებით შებრუნდა და წავიდა..
7 7 7
წამებულ სულს ადვილად იბყრობს შურისძიების სურვილი, უბრალოდ გააჩნია როგორ შეძლებ შენ ამ გრძნობის მოგერიებას, რომ მერე ეს ცოდვა აიცილო თავიდან..შურისძიების ცოდვა..დიმიტრი ამას საერთოდ არ ცდილობდა..ბრაზიანი, ბოროტი მზერით შევარდა მოპირკეთებულ დიდ სახლში მთელი ამალით და "მიზნის ძებნა დაიწყო"..კახაც მასთან ერთად იყო, ხმაურზე ერთად შეანგრიეს მისაღები ოთახის კარი და მოცინარ ხალხს გახედეს რომელთაც მათ დანახვაზე ღიმილი სახეზე შეახმათ..წამის მეასედებში მივვარდა დიმიტრი ერთ-ერთთან და დანა კისერზე მიაბჯინა
-ასე ხო? ეს არის თქვენი კაცობა არაა?-ბრაზით დაუღრიალა და გამწარებით დაუწყო ცემა..მთელი სახე სისხლად შეეუღება და გონების დაკარგვამდე ცემა წუთის წინ მისწინ მდგომი და ახლა მეორეზე გადავიდა..იყო შეწინააღმდეგებები მაგრამ მისი ბრაზი..მისი გამწარება ყველაფერს უძნებდა..მისმა ხალხმა ყველა აიყვანა..და მაშინ როცა მიხვდნენ რომ მესამე კაცზე გადასული დიმიტრი გაჩერებას ვერ ხვდებოდა, კახა მასთან მივვარდა და მშვიდად უთხრა-შემოგაკვდება..ჰოიცი ეს მისთვის კარგი სასჯელი არ იქნება..გაჩერდი გთხოვ..
თავს ძალა დაატანა, კაცს ხელი ჰკრა და ბრაზისგან ჩასისხლიანებული თვალები მოაბყრო ირგვლივ მყოფთ..
-სამწუხაროდ ამას ის ძალა მიხედავს რომელთანაც ალბათ არასოდეს დავიჭერდით საქმეს რომ არა ეს შემთხვევა..-ჩაილაპარაკა ცივად დიმიტრიმ..და მალევე მისწვდა პოლიციის სიგნალიზაცია იქ მყოფთა ყურთასმენას..წლების წინ მოპარულის გამოაშკარავება..საბუთები რომელთა არსებობის შესახებაც არავინ იცოდა..და დიმიტრის აღიარება..ეს ის ჩამონათვალია რომელმაც შედეგად სამი მოღალატის დაჭერა გამოიტანა დიდი ხნით..ძალიან არ უნდოდა ეს საქმე პოლიციას მოეგვარებინა მაგრამ როგორც მეგობარმა უთხრა, სიკვდილი არ იქნებოდა მათთვის კარგი სასჯელი..მათ უნდა ეწამათ..ისე როგორც აწამეს იგი..და ეს გამოუვიდათ..ცემით მისმა ამბოხებულმა სულმა კი გული მაინც იჯერა..შედარებით მშვიდად მაგრამ
მაინც რეალობით გამწარებული შეერია თეთრხალათიან ექიმებს და გეზი პალატისკენ აიღო..სამი დღე გასულიყო ლენას აქ მოყვანიდან და უკვე ცვლილებები საკმაოდ იგრძნობოდა რაც მისდაუნებურად საოცრად ახარებდა და შედარებით ამშვიდებდა დიმიტრის..გოგონას სახეზე სილურჯეები ნელ-ნელა უქრებოდა და ძალასაც იკრებდა..უხმოდ მიუახლოვდა საწოლს დიმიტრი და ახლოს ჩამოუჯდა
-როგორ ხარ?-შეეცადა უემოციოდ ეკითხა მაგრამ პირიქით, მზრუნველად გამოუვიდა..
-უკეთესად..-შეეცადა გაეღიმა..
-იმედია არ გამიბრაზდები თუკი გეტყვი რომ დაუკითხავად ავედი შენს ბინაში და მობილური მოგიტანე..იქნებ დაგჭირდეს..-უთხრა ცივი ხმით და გოგონას თვალებში ჩააშტერდა
-მადლობა- უთხრა მშვიდი ხმით და მობილურს დახედა..-მაგრამ უკვე მოვახერხე ყველა საჭიროსთან დაკავშირება..ასე რომ საგანგაშო არაფერია.
-წარმოდგენაც არ მინდა იმის თუ რას იგრძნობდი მაშინ..-დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჩაილაპარაკა დიმიტრიმ-ყველაფერი ჩემ..
-დაწყნარდი..-შეაწყვეტინა მშვიდი ხმით ლენამ და ხელი ჩამოდებულ მტევანზე დაადო..იმდენად დიდი სითბო იგრძნო შეხებისას რომ მოუნდა სულ ასე დაეტოვებინა ხელი გოგონას..-შენ არავინ გადანაშაულებს..ყველაფერი კარგადაა..-უთხრა თბილად და მის სახეს დააკვირდა
-არარი ეგრე..და ეს შენც კარგად იცი..მაგრამ უკვე რაც უნდა მიეღოთ, მიიღეს ასე რომ შემდეგში ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს..ამას არასოდეს აღარ დავუშვებ..-ჩაილაპაკარა ჩუმი ხმით და თვალი აარიდა..მის სიტყვებზე ლენას ჟრუანტელმა დაუარა..დიმიტრის მზრუნველობა იმდენად უჩვეულო იყო მისთვის, რომ თავი სიზმარში ეგონა.."ალბათ დანაშაულის გრძნობა აწუხებს..ამიტომაც იქცევა ასე..არარის ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა ლენა" ეუბნებოდა საკუთარ თავს და სევდიან მზერას შეავლებდა ხოლმე გვერდით მჯდომს.. ცოტახანში პალატაში ექთანი შემოვიდა, გოგონა მოიკითხა მერე კი ფურცელი მოიმარჯვა და ანკეტის შევსება დაიწყო
-თქვენი მონაცემები უნდა შევავსო გოგონა..გთხოვთ მიკარნახოთ
-ლენა მეტრეველი..-დაიწყო ჩუმი ხმით..-დედა ანა ბელკაია..-ყურადღებით იწერდა ქალი გოგონას სიტყვეს და თან შეკითხვებს განაგრძობდა
-მამის ვინაობაც და მოვრჩით-უთხრა ქალმა ღიმილით რამოდენიმე შეკითხვის შემდეგ და მის პასუხს დაელოდა
-ალექსანდრე მეტრეველი..-უპასუხა ასევე ღიმილით მაგრამ სახე სწრაფადვე დაუსერიოზულდა და ნერვიული ტონით უთხრა-იმედი მაქვს არ დაუკავშირდებით..არ იცის ეს ამბავი, ბიზნესის გამო საზღვარგარეთაა და არ მინდა ვანერვიულო..-შეპარვით უთხრა და ქალის რეაქციას დაელოდა..ექთანი დაფიქრდა მერე თავი ღიმილით დაუკრა და ოთახიდან გავიდა.
-უჰ..გადავრჩი-შვებით ამოისუნთქა ლენამ და დიმიტრის გახედა. ახლაღა შეამჩნია როგორ შეცვლილიყო ბიჭის მზერა .. სახეზე ფერი დაკარგვოდა და მწვანე თვალი ჩავარდნოდა..არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ იკითხებოდა ახლა მის სახეზე.."ალექსანდრე მეტრეველი..ბიზნესმენი" ავისმომასწავებლად, გაუჩერებლივ ჩაესმოდა გოგონას სიტყვები და შოკირებულ მდგომარეობაში მყოფი საერთოდ მოსწყდომოდა რეალობას.. გაუაზრებლად წამოდგა და დატოვა პალატა.."ალექსანდრე მეტრეველი..მამაჩემი..მე ლენა მეტრეველი.." გამანადგურებლად უბურღავდა ტვინს სიტყვები გონებაში და საოცარი ტკივილით შებყრობილი საერთოდ ვერ მოდიოდა აზრზე..შოკისგან ფეხებში სისუსტეც კი იგრძნო..მზერა დაებინდა და მოსასულიერებლად კედელს დაეყრდნო.."ის..ლენა..ისარის.." ჩურჩულებდა ნერვიულად და ხელების ცეცებით მიუყვებოდა კოლიდორს..კიბეებს მიახლოებული, მძიმედ მოსწყდა კედელს და ფეხებმოკვეთილი ჩაიკეცა კუთხეში..თავი რამოდენიმეჯერ გადააქნია
რეალობაში მოსასვლელად მაგრამ არ გამოდიოდა..ტკივილს, საოცარ მწუხარებას, შეშფოთებას, გაოცებას..და სხვა უამრავ გრძნობას მოეყარა ერთიანად მის გულში და ავისმომასწავებლად წიწკნიდნენ მისი გულის ყოველ კუნთს..სულის ყოველ ნაწილს.."ის არის!.."ამოილუღლუღა კიდევ ერთხელ და დანებების ნიშნად თავი მუხლებში ჩახარა..


ველი შეფასებებს..იმედი მაქვს თავის სიდიდის გაზრდა გამომივიდა(ვიცინი) მადლობა ყველას ვინც კითხულობთ..



№1  offline წევრი saliii

yochagg shedarebit didi tavi iyo da dzaan momewona imedia xvalac dadeb

 


№2  offline წევრი ReaDer))

saliii
yochagg shedarebit didi tavi iyo da dzaan momewona imedia xvalac dadeb

მადლობა..შევეცდები :3

 


№3  offline წევრი saliii

ReaDer))
saliii
yochagg shedarebit didi tavi iyo da dzaan momewona imedia xvalac dadeb

მადლობა..შევეცდები :3

არ დადებ დღეს? :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent