შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰეი წითურო! (სრულად)


5-06-2015, 20:20
ავტორი flightless bird
ნანახია 16 334

-ნუცი ადექი! რია ფერის ხალათში გამოწყობილმა 32-33 წლის ქალმა მთქნარებით შეაღო თეთრი კარი... იგი საბანში გახვეულ გოგონას მიუახლოვდა და ოდნავ შეარხია.
-ადექი დე, სკოლოაში გაგვიანდება.
-რომელი საათია? წითურთმიანმა, გამხდარმა გოგომ ხელები საბნიდან ამოყო და დიდრონი თაფლისფერი თვალები მკვეთრად გაახილა.
-უკვე რვისნახევარია.
-უი რა დრო გასულა! ნუცა ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე. ჯერ ჩანთა ჩაალაგა, შემდეგ ჩაიცვა, დედის მიერ მომზადებული საუზმე მიირთვა და სახლი დატოვა.
ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას , სახლიდან სკოლამდე, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად სკოლაში წასვლა უნდოდა. რა გასაკვირია არა?! რას უნდა შეეშალა ხელი სწავლას მოწყურებული გოგონასთვის, რომელსაც სკოლაში მიეჩქარებოდა? მოზეზი ერთი იყო... ნუცას ხომ ძალიან უყვარდა ციდან მხიარულად მოფარფატე ფიფქებთან თამაში.... 15 წლის საკმაოდ სერიოზული ქალიშვილი ამ სანახაობის შემხედვარე უმალ პატარა გოგონად იქცეოდა, რომელსაც შეეძლო ამ მხიარულ ფერიებთან ერთად დაუღალავად ეფარფატა... მაგრამ სამწუხაროდ ეს არ შეეძლო, რადგან წინ ნაცრისფერი ყოველდღიურობა უხმობდა.
ლოყებაწითლებულმა გოგონამ სკოლის მ\ფოიეში სესვლისთანავე მოიძრო ქუდი, კიბეები სწრაფად აირბინა და საკლასო ოტახში სევიდა, მის დაგვიანებს ბავშვები დიდი აღტაცებით და ჩვეული რეაქციით შეხვდნენ.
-ვაა, მელქაძე! სად გეჩქარებოდა? წამოიძახა პუტკუნა ბიჭმა უკანა მერხიდან. მის კომენტარს მთელი კლასი ხარხარით შეხვდა. მასწავლებელმა აჟიტირებული ბავშვები დიდი ძალისხმევით დააწყნარა. ნუცამ კი საკუთარი ადგილი დაიკავა მეორე მერხზე.
-ნუცი როგორ ხარ?
-რავიცი ნატა.
-რატომ დაგაგვიანდა? ნატამ მას ინტერსით აღსავე მზერა მიაპყრო, გოგოს ხმაც არ ამოუღია, მზერით ფანჯრისკენ ანიშჰნა.
-გასაგებია.... ნატამ მეგობარს გაუღიმა და ყურადღება მასწავლებლისკენ გადაიტანა. გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა, ჟღალთმიანი გოგონა კვლავ გაუფერულდა, თუმცა რა გასაკვირია? მას ხომ არასდროს უცდია თანატოლებში თავის დამკვიდრება მას არ გააჩნდა ის ამბიციები რაც სხვა გოგონებს, არ ცდილობდა ვინმესთვის შესამჩნეწვი ყოფილიყო... ეს მშვენივრად გამოსდიოდა... არც ბევრი მეგობრით გამოირჩეოდა, ერთი ჰყავდა და ისიც მთელ ქვეყანას ერჩივნა. ახლაც მასთან ერთად მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ გზას, თან მხიარულად ეჭუკჭუკებოდა

-ნატა..აა..
-რა იყო?
-დღეს ჩემთან არ მოხვალ? რთად ვიმეცადინოტ.
-ბაზარი არაა...
-ეჰ ისევ ეს ჟარგონები... დრამატულად ჩაილაპარაკა ნუცამ და მეგობარს მკლავი გაჰკრა.
-ეე ძმაო, ხელიტ ნუ მეხები. ნატას სიცილი აუტყდა, ნუცაც მას აჰყვა..
-სირცხვილია გოგო, ყველა ჩვენ გვიყურებს.
-აუ მოგცლია რაა, ხვალ არ მიცნონ.
-ისე ეგეც მართალია..
-კარგი ახლა მორჩი ტლიკინს და სახლში შედი, მე მალე ჩამოვალ.
მაღალმა შავგვრემანმა გოგომ კიბეები სწრაფად აირბინა, ზარი ორჯერ დარეკა და იქვე კედელს მიეყრდნო, მალე საკეტის ჩხაკუნის ხმა გაისმა, ნუცამ ტავი გარეთ გამოყო.
-მოხვედი?
-არაა, ჯერ გზაში ვარ, რომ მოვალ დაგიზვანოკებ კარგი?! ნატამ ეს თქვა და სახლში შევიდა.-თათია ად არის?
-საქმე ჰქონდა და წავიდა...
-ნუცი რა გჭირს? მოწყენილი ხარ?
-არა უბრალოდ... მამა გამახსენდა და მოვიწყინე.
-გინდა წავიდე?
-არა პირიქით, დღეს ჩემთან არ დარჩები? ძალიან გთხოოვ...
-ჩემი აფერისტი... მოდი ვიმეცადინოთ ჯერ და მერე ვნახოთ კარგი?
ნუცა და ნატა დიდხანს მეცადინეობდნენ, მალე მოსაღამოვდა კიდეც...
(მეორე თავი)
-ნუცი სახლში წამყევი ნივთებს ავიღებ, თან დედას ვთხოვ შენთან დამტოვოს.
-არის!! მხიარულად შესძახა ნუცამ...
-ნატალია მოხვედი?
დედა ნატა! მე ნატა მქვია... ნუცაც მოვიყვანე.
-მერე შემოიყვანე.
-გამარჯობა თეა დედია, როგორ ბრძანდებით?
-კარგად ვარ ნუციკო, შემოდი._ აბა მომიყევი როგორ ხარ? რამდენი ხანია ჩვენტან არ გამოგივლია, რატომ დაგვივიწყე?
-დედა შეეშვ მაგ ბავშვს, ყოველ მოსვლაზე მაგას ნუ ეკითხები, თორემ პასუხი უკვე დაზეპირებული აქვს... გაღიზიანებით ჩაილაპარაკა ნატამ.
-ნატალია ქუთათელაძე, დაგავიწყდა დედას როგორ უნდა ელაპარაკო? ქალმა ცალი წარბი ასწია და გოგოს გამომცდელად ჩააშტერდა. ნატამ იცოდა, რომ თუ ურჩობას განაგრძობდა მეგობართან აღარ გაუშვებდნენ, ამიტომ ტონი შეარბილა.
-არა დედიკო, კარგად მახსოვს. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, სათნოების იმუშს მოგაგონებდათ. მაგრამ ეს მოჩვენებითი იყო, თეა საკუთარ შვილს კარგად იცნობდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-რმის თხოვნა ხომ არ გინდა?
-მეე?! ისეთი არაფერი.
-დროზე მითხარი!
-ნუცასთან დამტოვებ? ნატამ შეწუხებული სახე მიიღო და ყელი გამოიწია ,,თხოვნის გასამძაფრებლად"
-გაგიჟდი? თქვენ ორნი ერთად გადარევთ თათიას.
-არა თეა დეიდა, ჭკვიანად ვიქნებით.
-შენ რომ ჩკვიანად იქნები ვიცი, მაგრამ ამას რა ვუყო?
-ესეც ჭკვიანად იქნება, პირობას გაძლევთ.
იცოდეთ ადრე დაწვებით და ღამისთევას არ გადაწყვეტთ.
-თეა დეიდა, როგორ მიყვარხართ. ნუცა მისკენ გაიწია და ლოყაზე აკოცა.
-მორჩით ახლა სიყვარულობანას, წასვლის დროა! მკაცრად გამოაცხადა ნატამ და კარი გააღო. ათ წუთში უკვე ნუცას სახლში იყვნენ... თათიას ძალიან გაუხარდა, რომ ნატა მათთან რჩებოდა.
-ბავშვებო არ გინდათ რაიმე კარგ ფილმს ვუყუროთ?
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და ტათიას კისერზე ჩამოეკიდნენ.
-ბავშვებო ცოტა ფრთხილად, არ დამახრჩოთ.
-ბოდიში... ერთად თქვეს გოგონებმა და მას მოშორდნენ.
-თქვენ პოპკორნი გააკეთეთ, მე კი რაიმე ფილმს ავარჩევ.
-ძალიან კარგი. გოგონებმა პოპკორნი გააკეთეს, წვენები მოიმარაგეს და სასტუმრო ოთახში გავიდნენ. თათიას უკვე არჩეული ჰქონდა კარგი საშინელება, ასე რომ ყველაფერი მზად იყო. შუქები ჩააქრეს და ფილმის საყურებლად დასხდნენ. როგორ არ უნდოდა ნუცასშიში შეემჩნია, მაგრამ არ გამოსდიოდა... როგორც იქნა ფილმი დამთავრდა... ტათიამ გოგონები ოთახში გაუშვა, მართალია თავიდან ცოტა იწუწუნეს, გადათენება უნდოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც დამორჩილდნენ ,,უფროსის" ბრძანებას.
გოგონების გასაკვირად მეორე დრეს ორივეს ადრე გაეღვიძათ, გადაწყვითეს ამიტ ესარგებლათ და თათიას ოთახში შეიპარნენ...
-ერთი, ორი და სამიიი... გოგონები საწოლისკენ გაექანნენ და ყვირილი დაიწყეს.
-გაიღვიძე!! გაიღვიძეე!!
თათია ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე
-რა? რა? მოხდა რამე? ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, გოგონებმა თავი ვერ შეიკავეს და გულიანად გადაიკისკისეს...
-საძაგელო ბავშვებო, ასე ადრე როგორ გაიღვიძეთ? თათიამ ბუზღუნით მოფშვნიტა თვალები.
-რა გეგონა თერთმეტ საათზე რომ გვაძინებდი? ნიშნის მოგებით მიუგო ნატამ.
-დასჯილები ხართ!
-რაა? შეიცხადა გოგონამ...
-საუზმეს თქვენით მოიმზადებთ. მე მეძინება.
-გული გამისკდა.
-აბა რა გეგეონა? სახლში ხომ არ გამოგკეტავდი ამხელა ქალს? მე შენს ასაკში გავთხოვდი. ამის გაგონებაზე ნატამ ჩანთას დაავლო ხელი.
-რას აკეთებ გოგო?!
-უნდა გავთხოვდე. ნატა ახარხარდა, თათია და ნუცაც მას აყვნენ... მიუხედავად განსხვავებული ასაკისა და შეხედულებებისა ეს სამი ადამიანი ყოველთვის ახერხებდა საერთო ენის გამონახვას, ტიტქოს მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა მოულოდნელად სადღაც ქრებოდა, თათია ნუცასთან და ნუცასთან და ნატასთან ურთიერთობით ინაზღაურებდა იმ ბავშვობას, რომელსაც ასე ნაადრევად დაუქნია ხელი...
-ძალიან კარგია თქვენთან, მაგრამ სკოლაში უნდა წახვიდეთ...
-ჰო რა თქმა უნდა...
მათ სწრაფად ისაუზმეს და სახლიდან გამოვიდნენ... სკოლაში არ დაუგვიანიათ, მისვლისთანავე დაიკავეს თავიანთი ადგილები.
პირველმა გაკვეთილმა უინტერესოდ ჩაიარა, ყველა ბავშვი სიცივეზე წუწუნებდა, გადაღლილი მასწავლებელიც გათამამებულიყო და ბავშვებს ეჭორავებოდა. ყველა ჩართული იყო ამ პროცესში, გარდა ერთისა... ნუცა, დიახ ეს ჟღალთმიანი გოგონა უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა... რაზე? ყველაფერზე. ცხოვრებაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე... ამ ადამიანს შეეძლო საათობით მჯდარიყო და მისი ფილოსოფიური აზრები ეფრქვია ამ საკიტხთან დაკავშირებით. ნუცამ იცის, რომ ,,სიყვარული.. ეს ის მრავალმხრივი გრძნობაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეცვალოს, გააკეთილშობილოს.. ანაც პირიქით, ის შეიძლება იმდენად მტკივნეული აღმოჩნდეს, რომ ადამიანის არსება მთლიანად გაანადგუროს..." მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგონას არასდროს გაოეცადა ეს ტკბილ-მწარე გრძნობა, რომლის შესახებაც მრავალ წიგნში ჰქონდა ამოკითხული სხვადასხვა ლამაზი ფრაზები. მაშ როგორ? მას თუ არავინ უყვარდა საიდან იცოდა ,,ამდენი" ?.. ნუცას ხო თავად სიყვარული უყვარდა, იგი იმდენად იყო აღტაცებული ამ არამიწიერი გრძნობით, არ შეეძლო იგი უბრალო ყოველდღიურობად ექცია.
გოგონა მთელი გაკვეთილი უძრავად იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.... ზარის დარეკვაც კი ვერ გაიგო, სანამ ნატამ არ გამოაფხიზლა.
-ნუცა ნუცა, ნახე თოვლი მოსულა.. არ გინდა დიდ დასვენებაზე გარეთ გავიდეთ..
-კარგი მანამ წიგნს ჩავაბარებ...
ეს ტქვა თუ არა ზარი დაირეკა... გაკვეთილები მალე დამთავრდა, ნატა დაქალთან მივიდა და მერხიდან ააგდო.
-დროზე დროზე წავიდეთ!!
-კაი.. მე წიგნს ჩავიტან, შენ გარეთ გადი ბავშვებთან.
-ჰო, დროზე.


ნუცამ ნელა გაიარა ჰოლი და პატარა დერეფნის გავლით ბიბლიოთეკაში მოხვდა, საკმაოდ მოზრდილი ოთახი ძველებურად იყო მოწყობილი. ლამაზად მოჩუქურთმებული თაროები ერთმანეთში იყო ჩასმული, ბიბლიოთეკარის მაგიდა ჰყოფდა სამკითხველოს და ჭიგნის თაროებს.
- ნუციკო მოსულაა... მოგეწონა წიგნი?
-კი, ძალიან კარგია.
-კიდევ წაიღებ რამეს?
-არა, ჯერ არ მინდა...
-კარგი შვილო, აი შენი ანკეტა, ხელი მოაწერე და თავისუფალი ხარ... გოგონამ კალამი აიღო, ამ დროს მობილური აწკრიალდა... ქალმა ტელეფონი აიღო...
მალე საუბარს მორჩა და ნუციკოს მიუბრუნდა
-ნუცი ახლა რა გაკვეთილი გაქვს?
-სპორტი...
-შეგიძლია ცოტა ხნით აქ დარჩე? ათ წუთში დავბრუნდები, არ მინდა ბიბლიოთეკა მარტო დავტოვო...
ნუცას კი ძალიან უნდოდა მეგობრებთან ერთად გართობა, მაგრამ რას იზამდა? ამხელა ქალს უარს ხომ არ ეტყოდა? მორცხვად გაუღიმა და თავი დახარა...
გახარებულმა ბიბლიოთეკარმა ოთახი დატოვა... ნუცა თაროებს შორის დაბორიალობდა და ძველ წიგნებს ათვალიერებდა... გარედან რაღაც ხმაური შშემოესმა. აინტერესებდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ ბიბლიოთეკარს ხომ ვერ გააწბილებდა...
ნელ-ნელა ხმა უფრო მკაფიოდ გაისმა... ვიღაც ბიჭები იყვნენ და სავარაუდოდ ბიბლიოთეკას უახლოვდებოდნენ...
უეცრად კარი გაიღო და ოთახში სამი უფროსკლასელი შემოვიდა, ერ ერთი მათგანი სიგარეტს უკიდებდა. გოგონამ მაშინვე აითვალწუნა ეს ახალმოსულები... აშკარა იყო, რომ არცერთი მათგანი წიგნის გასატანად არ იყო მოსული...
-ვაა ბიბლიოთეკარი შეუცვლიათ... თქვა სიგარეტიანმა და ნაფაზი დაარტყა.
-რა გნებავთ?
-საქმე გვაქვს ლამაზო.
ბიჭმა ეს თქვა და ფანჯრისკენ წავიდა. ნუცა მიხვდა, რომ ბიჭები გაპარვას აპირებდნენ, ამისთვის პრობლემა ბიბლიოთეკარს შეექმნებოდა, ამიტომ გაწიწმატდა.
-ნუ იპარებით. არა გრცხვენიათ?
თუმცა ყური არავინ ათხოვა. ორი ბიჭი მაშინვე გადახტა ფანჯრიან, სიგარეტიანიც იმავეს აპირებდა, თუმცა ნუცას მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ ადგილზ ეგააშეშა.
-ლაჩრები ხართ! ვინ დაგაძალათ სკოლაში სიარული? მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო... ბიჭი მისკენ დაიძრა... გოგონას სუნთქვა გაუხშირდა, უნდოდა თვალებში ჩამდგარი შიში როგორმე დაეფარა, მაგრამ უცნობს არაფერი გამოჰპარვია...ნაცრისფერ თვალებში დიდი ბრაზი ჩასდგომოდა. არავინ იცოდა რას მოიმოქმედებდა ნუცას ადგილას ბიჭი, რომ მდგარიყო... მაგრამ ახლა მის წინ პატარა გოგონა იდგა, რომელსაც ასე თუ ისე პატივს სცემდა.
-გაიმეორე რაც თქვი! ეგონა გოგო უკან დაიხევდა, მაგრამ არა.
-დიახაც ლაჩარი და უნამუსო ხარ, სულაც არ განაღვლებს, რომ შენს გამო შეიძლება ქალს პრობლემები შეექმნას. იმის მაგივრად, რომ კარიდან გახვიდე ისე, როგორც ნამდვილ კაცს შეშვენდის, ამჯობინებ ფანჯრიდან გაიპარო.
-შენი სახელი?!
-რაში გაინტერესებს ჩემი ახელი?
-მითხარი მეთქი! იღრიამა ბიჭმა, ნუცა შიშისგან შეხტა და უკან დაიხია.
-ნუცა მქვია!
-შენ ალბათ ახალი ხარ არა ,,ნუციკო" .
-მეხუმრები? მთელი ცხოვრებაა ამ სკოლაში დავდივარ.
-უცნაურია, არცერთხელ არ მყავხარ შემჩნეული.
-ოჰჰ... გული მეტკინა
-გოგო რამდენს მიბედავ? ის მაინც თუ იცი ვის ელაპარაკები?
-შენც ახლა რომის პაპი არ მყავდე... ლაჩარო!
-მისმინე პატარავ: არ ვიცი სულელი ხარ, თუ ზედმეტად თამამი, მაგრამ ერთი დაიმახსოვრე... მაგ სიტყვებს ინანებ. ბიჭმა ეს თქვა და სიგარეტის კვამლი, პირდაპირ სახეში შეაბოლა...
(მესამე თავი)
-მისმინე პატარავ: არ ვიცი სულელი ხარ, თუ ზედმეტად თამამი, მაგრამ ერთი დაიმახსოვრე... მაგ სიტყვებს ინანებ. ბიჭმა ეს თქვა და სიგარეტის კვამლი, პირდაპირ სახეში შეაბოლა...ნუცას ხველება აუტყდა, ხელებით კვამლის გაფანტვვა სცადა, მის რეაქციაზე სიგარეტიანს გაეცინა.. მერე ისიც ფანჯრისკენ წავიდა, თავი მხოლოდ ერთხელ შემოაბრუნა.
-დროებით! გისურვებ ცოტა დაჭკვიანდე.
-მე კი გისურვებ კისერი მოიტეხო! გადახტომისას მიაძახა ბიჭს. გოგო ძალიან ანერვიულდა, ამ ბიჭის დანახვამ უდიდესი შიში მოჰგვარა. დასაწყნარებლად სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ თვალები დახუჭა თუ არა, იმ სიგარეტიანის ნაცრისფერი თვალები დაუდგა წინ. თითქოს მოჯჰადოვდა მისით, იგი იმდენად დიდ ბოროტებას ასხივებდა არ შეიძლებოდა მისი არ შეგშინებოდა... თუმცა მათში მაინც იყო, რაღაც ნაპერწკალი, რომელიც არამარტო ნუცას, არამედ გოგონების უმეტესობას იზიდავდა. მთელი დღე უცნაურად დაბოდიალობდა... ვერცკი ამჩნევდა რას აკეთებდა, სახლში მივიდა თუ არა ოთახში გამოიკეტა, უნდოდა ეს უცნაური გრძნობა, რომელიც ცხოვრებაში პირველად დაეუფლა გაექრო. გოგონა ძრწოლვამ აიტანა. ვერა და ვერ ივიწყებდა მის ბოროტულ გამოხედვას. თათიას ძალიან გაუკვირდა შვილი ამდენ ხანს, რომ არ შეეხმიანა, გადაწყვიტა თავად ასულიყო მასთან. ის იყო კარზე უნდ დაეკკუნებინა, ოთახიდან თმააბურძგნული ნუცა გამოვიდა. ქალმა სიცილი ვერ შეიკავა.
-ნუცი დე, რა გჭირს?
-ნუ დამცინი! შვილი გაბრაზდა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა, ბუზღუნით შეტყაპუნდა სამზარეულოში და წყლის მადუღარა გაზზე შემოდგა. ათიაც მასთან მივიდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და დააკვირდა, თუ რას მოიმოქმედებდა მისი შვილი...
ნუცამ ჭიქა აიღო, ჩაის პაკეტი ჩააგდო, ორი კოვზი ,,შაქარი" დაამატა და წყლის ადუღებას დაელოდა... თათიას ფხუკუნი აუტყდა.
-რა გაცინებს? უჟმურად იკითხა გოგომ.
-არაფერი შვილო, არაფერი. ქალის სიცილი ისტერიკაში გადაიზარდა. შვილმა ყურადღება არ მიაქცია და წყალი დაასხა. დედამ მხოლოდ ერთი წინადადება წარმოსთქვა.
-გემრიელად მიირთვი.
გოგომ ჩაი მოსვა და სახე დაემანჭა.-ჩაიში მარილი ჩამიყარე?
-მე არა დედი, შენ თვითონ ჩაიყარე.
-ნუ დამცინი!
-არ გინდა მომიყვე რა ხდება?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ ცოტა გადავიღალე.
-დარწმუნებული ხარ, რომ მეტი არაფერი?
-კი დედა...
-კარგი მაშინ შენს ოთახში ადი და დაისვენე.
-სამეცადინო მაქვს.
-არაუშავს, ერთი დრე გადაიტან უსწავლელობას.
-დედა მყავსთქო მე უნდა ვთქვა.
-წადი ჩემო ბუზღუნავ.
თათიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მის შვილს რაღაც უჭირდა, ამას გულით გრძნობდა, მაგრამ გაჩუმება არჩია. იცნობდა ნუცას, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან თავად მიაკითხავდა, ჩაეხუტებოდა და ყველაფერს უამბობდა. ამჯობინა ამ მომენტს მომზადებული დახვედროდა და შვილზე შორიდან ეზრუნა. თათიამ ზუსტად იცოდა რა ექნა, აი ნუცა კი ამით ვერ დაიკვეხნიდა. ჯერ კიდევ გონებაში ჰქონდა ჩარჩენილი იმ უცნობის მზერა, როგორ უნდოდა დაევიწყებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა... ჯერ კიდევ გრძნობდა მის სურნელს, ის ხომ მასთან ასე ახლოს იდგა. ბიჭის ყოველი ამოსუნთქვა ნუცას სახეზე ელამუნებოდა. თითქოს მოჯადოვდაო, სულ ამ ბიჭზე ფიქრობდა, ვინმემ შეიძლება იფიქროს მოეწონაო, თუმცა არა! გოგო შეშინებული იყო, შეაშინა იმ მუქარამ, რომელიც ბიჭმა ,,დაუტოვა"
-მაგ სიტყვებს ინანებ... ეს წინადადება ექოსავით შაესმოდა ყურებში.
ამ დღის შემდეგ შეშინებულივით დადიოდა, რამდენჯერმე შეამჩნია კიდეც ბიჭის დაჟინებული მზერა, ეგონა ბიჭი სიტყვის ასრულებას ეცდებოდა, მაგრამ არ ჩქარობდა, უცნობი ავაზსავით მოქნილად და ეშმაკურად მოქმედებდა. მის თითოეულ მზერაში დიდი ჟინი იგრძნობოდა, რაც გოგონას კიდევ უფრო აბნევდა. ასე გადიოდა დღეები, დაბნეულობა ნუცას ნიშნებსაც შეეტყო. მათემატიკის საკონტროლოებში დაბალი ნიშნები მიიღო, რამაც კიდევ უფრო გაანერვიულა, ეგონა დედა გაუწყრებოდა, მაგრამ თათიას არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩაეხუტა და ლაპარაკი დაუწყო.
-არაუშავს ნუცა, ყველა საგანში ერთნაირი ნიშნები ვერ გექნება.
-ჰო მაგრამ არ მინდა წლიური ნიშანი გამიფუჭოს.
-არც გაგიფუჭდება, ერთი რვიანი ვერაფერს დაგაკლებს.
-ხო მაგრამ ძალიან მიჭირს, უკვე ვეღარაფერს ვიგებ.
-შენც ადექი და დამატებით მოემზადე.
-არ მ ინდა ზედმეტ ტვირთად დაგაწვეთ, ბაბუა ისედაც ბევრს აკეთებს ჩვენს გამო.
-ბაბუა რა შუაშია? ახალი ამბავი არ მითქვამს? იმ კვირიდან მუშაობას ვიწყებ.
-მართლა? რა კარგიაა...
ნუცა ოდნავ შეგულიანდა, იმედოვნებდა, რომ მასწავლებელთან სიარულ მის მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
_ _ _ _

-დედა! დე! გაიღვიძე!
- რა ხდება? თვალების ფშვნეტით იკითხა ტათიამ.
-მიწისძვრააა, გავიქცეთ.
ქალი შეშინებული წამოხტა საწოლიდან, ნუცას ხელი დაავლო და წააპროწიალა... მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როცა შვილის ჩუმი ხითხითი დააფიქსირა.
-დღეს პირველი მარტია...
-ვინც მოტყუვდა ბატია, დაასრულა წინადადება თათიამ.
-იცოდე დაგახრჩობ!
-პიჟამაში გამოწყობილმა გოგმ გაქცევით უშველა თავს, მაგრამ თათიამ დივანთან დაიჭირა და ღიტინი დაუწყო.
-კარგი ჰო, გნებდები. ნუცას სიცილისგან გული სტკიოდა და ჭიასავით იკლაკნებოდა.
-დროზე ჩაიცვი და სკოლაში წადი.
-დღეს შაბათია დედა..
-უი ხო... დღეს მასწავლებელთან ვართ წასასვლელი.
-კარგი მაშინ მოვემზადები.
-ჯერ ადრეა, სამ საათზე ვართ დაბარებულები.
სამის ნახევარზე სახლიდან გავიდნენ ოც წუთში უკვე მის კორპუსთან იყვნენ.
-აუ დედააა, ასე შორს უნდა ვიარო ხოლმე?
-მორჩი წუწუნს, სულაც არ არის შორი...
ლიფტი მეექვსე სართულზე გაჩერდა, თათიამ მესამე ბინის კარზე დააკაკუნა და დიასახლისს დაელოდა. მალე საკეტის ჩხაკუნის ხმაც გაისმა, მათ ორმოც წლამდე ასაკის, სასიამოვნო ქალი გამოეგებათ.
საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, ჩამოქნილი ტანით და ოდნავ შევერცხლილი თებით. ძალიან ლამაზი ნაცრისფერი თვალებით უდიდეს სითბოს ასხივებდა, ქალმა ისინი სახლში შეიპატიჯა, ბინაში შესულებს ძალიან მყუდრო გარემო დახვდათ. ირგვლივ ყველაფერს სისუფთავის სურნელი ასდიოდა. ნუცა ერთობ მოხიბლული დარჩა სახლით და მისი პატრონით. ჰაერი ძალიან გრილი სურნელით იყო გაჟღენთილი, თითქოს ნუცას საიდანრაც ეცნო იგი. გონება დაძაბა და გახსენება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
(მეოთხე თავი)
გოგონა ქალის ნაზმა ხმამ გამოაფხიზლა...
–შენ ჩემი ახალი მოსწავლე ხარ არა?!
–დიახ.
–რა გქვია?
–ნუცა მქვია...
–რა კარგი სახელია, მე ნიტა მქვია. როგორც ჩანს ენაწყლიანობით არ გამოირჩევი არა?!
ნუცამ პასუხად მხოლოდ მოკრძალებული ღიმილი დაუბრუნა.
–თათია, ყავას ხომ დალევთ?
–არა, ნუ შეწუხდებით.
–შაქარი რამდენი გიყვართ?
–აჰ.. ერთი კოვზი.
–ძალიან კარგი...
ნიტა სამზარეულოში გავიდა, უკან მალე დაბრუნდა, მისთვის და თათიასთვის ყავა მოიტანა, ნუცას კი ფორთოხლის წვენი მიართვა.
– მოდი შენს შესახებ მომიყევი, რომელ კლასში ხარ?
–მეათეში.
–რომელ სკოლაში დადიხარ?
–ორასმეშვიდეში.
–მართლა?!
–დიახ, რა ხდება?
–ადრე მანდ ვასწავლიდი, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო წამოედი. ჩემი შვილიც მანდ დადის, შეიძლება იცნობ კიდევაც.
–რა ქვია?
–დემეტრე ჯაჭვლიანი...
–ჰმ.. არამგონია, ეგეთს არავის ვიცნობ.
–კარგი არაუშავს... ისე ერთი ჯაშუში არ მაწყენდა სკოლაში მისი ამბების გასაგებად. ქალმა მხიარულად გადაიკისკისა და ნუცას თვალი ჩაუკრა.
მათ კიდევ დიდხანს ისაუბრეს... ყველაფერი შეათანხმეს და მეცადინეობის დღეებიც დათქვეს.
_ _ _
–აბა როგორი ქალია? სადარბაზოდან გამოსვლისას იკითხა თათიამ.
–რავიცი მე ძალიან მომეწონა.
–ძალიან კარგი, ესეიგი პრობლემები არ იქნება...
–ხო ალბათ...
დილა ჩვეულებრივ დაიწყო, ნუცამ მოკლემკლავიანი თეთრი მაისური და მოტკეცილი ჯინსები ჩაიცვა, თმა უბრალოდ შეიკრა... ეზოში გასულს ძალიან დასცხა... გზაში ნატას შეხვდა, სკოლისაკენ ერთად გააგრძელეს გზა... დღემ ყველანაირი გართულებების გარეშე ჩაიარა, სამ საათზე გოგონა უკვე სახლში იყო, სწრაფად ისადილა და მასწავლებელთან წავიდა, ჩქარობდა, არ უნდოდა პირველივე დღეს დაეგვიანა.
–გამარჯობათ...
–გამარჯობა შვლო, ჩქარა შემოდი.
ნუცა სახლში შევიდა, ისევ ის უცხო სურნელი ეცა, როგორ ცდილობდა გაეხსენებინა თუ საიდან ეცნობოდა, მაგრამ არა და არ გამოსდიოდა.
–ნუცა აქ დაჯექი, მე ცივ წვენს მოგართმევ... ქალმა ეს თქვა და ხელით დივანზე ანიშნა.
–არ შეწუხდეთ...
–როგორ გეკადრება, შენ ცოტა დაისვენე და მერე მეცადინეობაც დავიწყოთ.
ქალი ღიღინით გავიდა, უკენ წვენით და ტკბილეულით ხელდამშვენებული დაბრუნდა, გოგონას ცივი წვენი ძალიან ესიამოვნა... ნუცას ლოყები ჯერ კიდევ უხურდა.
–გარეთ ძალიან ცხელა არა?!
დიახ, ზუსტად რომ მარტის შესაფერისი ამინდია.
–ხო.. თბილად გაუღიმა ქალმა_ კარგი დალიე და შევამოწმოთ რა იცი... მის ბოლო სიტყვებზე გოგონას თვალები გაუფართოვდა და წვენი გადასცდა. ნიტას მის რეაქციაზე გაეცინა.
–ნუ გეშინია რთულს არაფერს დაგავალებ, მიტხარი ახლა რას გადიხართ.
–კვადრატულ განტოლებებს.
–ძალიან კარგი, აბა წიგნი მაჩვენე.
ნიტამ საქმიანად გადაშალა მათემატიკის წიგნი, რამდენიმე მაგალითი ამოიწერა და გოგონას გაუწოდა
–აი ესენი გამოიყვანე.
ნუცას სახე უცნაურად დაემანჭა, გულში იფიქრა : ,,ამის გაკეთება, რომ შემძლებოდა მასწავლებელთან კი არ ვივლიდიო" და თავი ისევ მაგალიტებში ჩარგო. მალე კარზე ბრახუნი გაისმა, გოგოს თვალები გაუცისკროვნდა, იფიქრა მეშველაო, მაგრამ რა იცოდა წინ რა ელოდა?!...
–ალბათ ჩემი გიჟი შვილია, ახლავე მოვალ. ნიტა კარისკენ წავიდა, ნუცას მხოლოდ ახალმოსულის ხმა ესმოდა.
–შე ნადირო ზარს ვერ დარეკავ?
–ბევრს წვავს დე. ოთახში ახალგაზრდა ბიჭის მჟღერი, სიცილნარევი ხმა გაისმა.
–სუფთა კლოუნი ხარ!
დედა–შვილის დიალოგზე გოგონა გამხიარულდა, ძალიან უნდოდა ,,კლოუნის" ნახვა.
–ჩემი დედიკო საჭმელი რა გვაქვს?
–წესიერად მოიქეცი, ახალი მოსწავლე მყავს.
–გოგოა თუ ბიჭი? დემეტრეს თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
–გოგოა და იცოდე არც გაბედო მასთან დალაპარაკება, ბავშვი არ შემიშინო!
–ოოო... ბავშვი თუა რად მინდა.
მაღალმა, წაბლისფერთმიანმა ბიჭმა ოთახი გაიარა, ახალ მოსწავლეს შეხედა და ნაცრისფერ თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
,,მმ, დედიკო, რა კარგი სათამაშო მოგიყვანია ჩემთვის... ეს ის წითური არ არის, ბიბლიოთეკიდან?!" დემეტრეს სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოესახა, ამ ახალმა ამბავმა ძალიან გაამხიარულა, რასაც ვერ ვიტყვითნუცაზე.
გოგონას შიშისგან თვალის გუგები გაუფართოვდა და ხელი აუკანკალდა. თვალწინ დაუდგა ბიბლიოთეკის ინციდენტი, ამ მომენტში მკაფიოდ გააანალიზა თუ საიდან ახსოვდა ეს უცხო სურნელი, რომელიც სახლში შესვლისთანავე იგრძნო.
–შენ რა, მითვალთვალებ? ირონიით იკითხა დემეტრემ.
–უკაცრავად?! გიცნობთ? ნუცას უნდოდა თავი მოესულელებინა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
–შენ რა ეშმაკუნა ყოფილხარ, დავიჯერო ვერ მიცანი? გამომცდელად ჩააცქერდ აბიჭი.
–რაღაც არ მახსენდებიტ. გოგონა სკამზე მოუსვენრად ცქმუტავდა.
–შენი შეშინებული თვალები სულ სხვას მეუბნება.
ის იყო ნუცას პასუხი უნდა გეცა, რომ ოთახში ნიტა დაბრუნდა.
ბავშვებო გაიცანით ერთმანეთი, ეს დემეტრეა, ჩემი შვილი, ეს კი ნუცაა, ჩემი ახალი მოსწავლე.
–სასიამოვნოა დემეტრე. ნუცამ მას ხელი გაუწოდა.
–იმავეს ვერ ვიტყოდი ,,წითურო"! ბიჭმა ეშმაკურად გაუღიმა და დედას მიუბრუნდა.
(მეხუთე თავი)
-დედა მშია.
-სამზარეულოში გადი და ჭამე, მე არ მცალია... იცოდე არ იხმაურო!
-,,ესეიგი რაც შეგვიძლია ვხმაუროობთ" გულში გაიფიქრა ბიჭმა და სამზარეულოში გავიდა. ნუცა ისევ მაგალიტებს დაუბრუნდა... მაგრამ ვერა და ვერ გამოიყვანა, აზის მოკრებას ვერ ახერხებდა, სამზარეულოდან საშინელი ხმები გამოდიოდა... დემეტრე ყველანაირად ცდილობდა ყურადღების მიქცევას, ჯერ ქვაბები ურტყა ერთმანეთს, რაზეც ,,მოკრძალებული" ლანძღვა მიიღო, ამან რომ არ გაჭრა უფრო მკაცრი ზომები მიიღო... მაგიდაზე რაც ელაგა ყველაფერი ზირს გადმოყარა და ვითომ შეწუხებული ხმით ბოდიში მოიხადა... ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ნიტა მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა და სამზარეულოში გავარდა...
-შე ნადირო რა ქენი?
-მაგიდას მივეჯახე, რა ჩემი ბრალია?
-შვილო ტანკი ხარ?
-ხო დე, გაჩვენო როგორ დავეჯახე? თავი მოისულელა დემეტრემ..
-გადი დროზე გამასწარი!
-მშია.
-გადი მე გაგიმზადებ საჭმელს...
-რადგან არ იშლი... ბიჭმა ეს თქვა და სამზარეულოდან გამოვიდა.. მოულოდნელად კიდევ ერთი ,,გენიალური" იდეა დაებადა... მაისური გაიძრო და მისაღებში გაიარ-გამოიარა. ნუცას თავი დახრილი ჰქონდა, ფეხის ხმაზე გამოერკვა და ბიჭს შეხედა , დაიბნა, არ იცოდა თვალები სად წაეღო, იგრძნო თუ როგორ აუხურდა ლოყები. მის რეაქციაზე დემეტრეს გაეცინა.
-როგორ ცხელა არა? ბიჭმა ოთახში დემონსტრაციულად გაიარ-გამოიარა, ფანჯრიდან შემოსული შუქი ეცემოდა მის ხორბლისფერ გულმკერდს, რაც კიდევ უფრო კვეთდა მის ნავარჯიშებ სხეულს. დემეტრე ნუცას მიუახლოვდა, მაგიდაზე მდგარი წვენის ჭიქა უკითხავად აიღო და გამოცალა. ნუცამ მზერა იატაკს მიაპყრო. ძალიან გააბრაზა ბიჭის სითავხედემ, თუმცა იცოდა, რომ გამოწვევის მიღება ბევრად უარესი იქნებოდა, ამიტომ დადუმდა. მალე ოთახში ნიტა შემოვიდა , შვილის უტიფრობამ კიდევ უფრო გააგიჟა.
-არაგრცხვენია? ჩაიცვი დროზე!
-აუუ ძალიან ცხელა.
-ჩაიცვი მეთქი!
შვილმა დედას დაუჯერა და თავის ოთახში გავიდა, ნუცას სხვადასხვა გრძნობები და აზრები ერთმანეთში აერია. მან იცოდა, რომ დემეტრე ძალიან ცუდი სახელით სარგებლობდა, მისი არამხოლოდ ბიჭებს, არამედ გოგონებსაც კი ეშინოდათ, სკოლაში უამრავიმოიძებნებოდა მის მიერ გაუბედურებული... დემეტრე ჯაჭვლიანი ერთდოულად იყო ყველასთვის და არავისთვის, თითქოს ქალთა მოდგმა მხოლოდ იმისთვის იყო გაჩენილი, რომ ამ მაცდურ ახალგაზრდას მათი გულები დაეპყრო. მისი დაბინდული, ხშირად ორაზროვანი გამოხედვა ყველას თავბრუს ახვევდა. სწორედ ამიტომ ეშინოდა ნუცას მისი, იცოდა, რომ საკუტარ სიტყვას ყოველთვის ასრულებდა, მაგრამ სახლში ნანახმა დემეტრემ სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დაუტოვა, მისი საშიში მზერა ეშმაკურმა ღიმილმა შეცვალა. როგორ შეიძლება ისეთ კარგ ადამიანს, როგორიც ნიტაა დემეტრესნაირი შვილი ჰყავდეს? გოგომ ბევრი იფიქრა და ამ ფაქტს უბრალოდ ბედის ირონია უწოდა, ხოლო დემეტრეს ცვალებადი ხასიათი მათემატიკურად ახსნა და მას ,,იდიოტი კვადრატში" უწოდა. გაკვეთილი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ნუცამ ძლისვ ძლიობით ამოხსნა მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება და სახეზე გამარჯვებულის ღიმილი მოირგო, სემდეგ ნიტამ ის საკითხები აუხსნა, რომლებშიც ნუცა ვერ გაერკვა, დავალებები მისცა და სახლში გაისტუმრე. ამის შემდეგ დემეტრესთვისაც მოიცალა.
-დემეტრე მოდი აქ!
-რა გინდა?
-დღეს როგორ იქცეოდი? როცა მოსწავლეები მყავს სახლში საერთოდ არ მოდიხარ ხოლმე, ახლა კი ლამის ბავშვი გადამირიე.
-და რა გავაფუჭე ასეთი? შვილი უტიფრობას აგრძელებდა.
-როგორთუ რა გააფუჭე? სუფთა ცხოველი ხარ.
შვილმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და დედა ხელში აიყვანა.
ჩემო ბუზღუნა დედიკო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. დემეტრემ ნიტა ძირს დასვა და გაიკრიჭა.
-აფერისტი ხარ, უტიფარი აფერისტი.
დი-დი მადლობა! ბიჭმა რევერანსი შეასრულა და კარბისკენ წავიდა.
-დემეტრე სად მიდიხარ?
-ბიჭებთან ვიქნები.
-მალე დაბრუნდი.
-მოიცა რა ნიტა, საღამოს მოვალ.
-ჭკვიანად!
დემეტრემ სწრაფად ჩაირბინა კიბეები, საერთოდ არ უყვარდა ლიფტით სიარული. ყოველთვის ,,ცოცხალი" ბიჭი იყო, სხვებს საერთოდ არ ჰგავდა. მერე რა, რომ ჩვეულებრვი ,, ბაბნიკის: სახელი ჰქონდა გავარდნილი, მერე რა, რომ მრავალ გოგოს მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. დემეტრეს ხომ არასდროს უყვარდა ტყუილები, ის ყოველთვის მართალი იყო საკუთარ სინდისთან. არც ერთი გოგო არ მოუტყუებია, არავისთვის უთქვამს მიყვარხარო... ასეთი სუფთა სინდისით მიუყვებდა ნაცნობ ქუჩას, თან სიგარეტს აბოლებდა.
-დიტო როგორ ხარ ძმა?
-კარგად ვარ ალექს, შენ?
-რავიცი ტო, მგონი კარგად.
-დავითა სად არის?
-სახლშია, წამო ჩვენც ავიდეთ.
-კარგი...
ბიჭებმა ჯერ მაღაზიაში შეიარეს, ლუდი და ჩიფსები მოიმარაგეს და მეგობარს სახლში დაადგნენ. კარზე ზარი დარეკეს და დავითას დაელოდნენ.
-ვინ არის?
-მიქელგაბრიელი ვარ, ჩემთან უნდა ქაგიყვანო. ბოხი ხმით თქვა ალექსმა.
დავითამ კარი გააღო და ბიჭებს მიესალმა.
-ვაა სემოდით!! რა მომიტანეთ?
-ლუდი და ჩიფსები.
-ჩავუჯდეთ კალათბუურთს? იკითხა ალექსამ.
-აბა რა! უპასუხა დავითამ..
ალექსი და დავითა კარგად ერთობოდნენ, დემეტრე კი ჩაფიქრებული იყო. კალათბურთი დამტავრდა თუ არა სახლში მოინდომა წსვლა. დავითმა დარჩენა სთხოვა, მაგრამ ბიჭი უარზე იდგა.
-დიტო დარჩი რაა...-არა დათო, მალე შენებიც მოვლენ.
-დღეს მარტო ვარ, მამაჩემი მივლინებაშია, დედა კი ღამის ცვლაა.
-მერე შენი და?
მარის სძინავს, ხელს არ შეგვიშლს.. დარჩი რაა..
-კაი მაშინ ნიტას ვეტყვი.
დედაშენს როდის აქეთ სთხოვ სადმე გაშვებას?
-გაგიჟდი ბიჭო? ხომ მოკვდა ნერვიულობით.
-ხო, ხო, დაურეკე ცოდოა. დათომ ინანა თავისი ხუმრობა. ალექსმაც გააგებინა მშობლებს, რომ დათოსთან რჩებოდა.
-მტელი ღამე ტქვენი ვარრ.. განაცხადა ალექსმა, როცა დედასთან საუბარს მორჩა. თან ხელები გაშალა.
(მეექვსე თავი)
-ახლა რა ვქნათ? იკითხა დემეტრემ.
-დავთვრეთ და რამეს ვუყუროთ... განაცხადა დავითამ.
ბიჭები გვიანობამდე სვამდნენ, თან რაღაცეებს იგონებდნენ, ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, პირველი კლასიდან. ერთმანეთისთვის ძმებზე უფრო ძვირფასები გახდნენ. დათოს დდდა ბავშვს, რომ აჩენდა ალექსი და დემეტრე საავადმყოფოში ელოდებოდნენ. მაშინ სულ 13-14 წლისანი იყვნენ, თუმცა მაინც მხარში ედგნენ მეგობარს. ასაკში თითქმის არ იყო სხვაობა, დემეტრე ყველაზე უფროსი გახლდათ, სკოლაში, რომ შევიდა შვიდი წლის იყო, ორ თვეში კი რვა წლის გახდა. ალექსს და დათოს შორის კი სულ ერთი თვე იყო განხსვავება, მიუხედავად ამისა ბიჭები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ერთად ყოფნა ყველაფერს ერჩივნათ. ახლაც მთელი საღამო სიცილ-ხარხარში გაატარეს, მხიარულება მაშინ დამთავრდა როდესაც პატარა მარიამმა გაიღვიძა. მისი ტირილი გაიგეს თუ არა ჯეირანის თამაში დაიწყეს... გადაწყდა! ბავშვის დაწყნარება დემეტრეს ხვდა წილად.
-აბა შენ იცი ძმაო.. მხარზე ხელი დაჰკრა ალექსმა.
-ხომ იცი, სულით და გულით შენტან ვართ! შეაგულიანა დავითმა.
დიტო ფეხაკრეფით შევიდა პატარას ოთახში, გოგონას სიცილისგან სახე აწითლებოდა, ყავისფერ თვალებში კი დიდი შიში ჩასდგომოდა. დემეტრეს დაბახვამ გაახარა, მაგრამ ტირილი მაინც არ შეუწყვეტია.
-რაო მარიამ? რა გატირებს? ბიჭმა პატარას დაუყვავა.
-ბუა მე... ბავშვმა ტირილს უმატა.
-რაო ბუა ნახე?
-ქო.
-სად ნახე მითხარი და დავიჭერ გინდა?!
-ტი, ტი, მინდა. გოგონას თვალები გაუცისკროვნდა..
-აბა სად არის?
-იქ ალიც... გოგომ ხელი კარადისკენ გაიშვირა. დემეტრემ მარიამი ხელში აიტაცა და კარადისკენ წავიდა. ამაზე გოგონა გადაირია, ბიჭს მხარზე ჩაებღაუჭა და ტირილი დაიწყო.
-არა პატარავ, არ იტირო. დიტო იმდენად გაერთო ბავშვის მოვლით, რომ კარადასთან აზუტული მეგობრებიც კი ვერ შეამჩნია.
-დიტო ძმა, სამაგალითო დედა იქნები. ალექსი სიცილს ვერ იკავებდა.
-აუ ბიჭო, მანდ არ მომიყვანო თორემ...
-თორემ რა? დამტუქსავ?
-აუ მორჩი რა ცანცარს, ვერ ხედავ რა დღეშია ბავშვი?
-აუ ტო, იტირებს აბა რა იქნება, ვერ ხედავ ვის უჭირავს ხელში? ალექსი ნერვებზე თამაშს განაგრძობდა.
-ეე ბიჭო! მოგაჭამ მაგ თავს! დემეტრე ცდილობდა არ გასცინებოდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა... ბიჭებს ხარხარი აუტყდათ, მარიც გამხიარულდა და ხელების ტყაპუნი დაიწყო. ბიჭებმა მთელი საღამო მის გამხიარულებაში გაატარეს. ბოლოს პატარა სპექტაკლიც დაუდგეს და როგორც იქნა დააძინეს.
დემეტრე დილით ადრე ადგა, სახლში გაიარა, ჩანთა აიღო და სკოლაში წავიდა. ბიჭები უკვე იქ დახვდნენ. გაკვეთილები არც ისე საინტერესოდ მიმდინარეობდა, დათო და ალექსი სულ მაიმუნობდნენ, დემეტრე კი ჩაფიქრებული ჩანდა. დასვენებაზე ბიჭები შეუჩნდნენ.
-დიტო რა გჭირს?
-რავი დავით, ისეთი არაფერი.
-რამეზე ნერვიულობ? იკითხა ალექსმა.
-არა ტო, საერთოდ არ ვნერვიულობ, უბრალოდ რაღაც მაინტერესებს.
-მერე მე რისთვის ვარ ძმაო? წარბი აათამაშა ალექსამ.
-მართალი ხარ! სწორედ შენ მჭირდები. დემეტგრე ფეხზე წამოხტა და მეგობარი კლასიდან გაათრია, დერეფანში მისი ,,ყოფილი" შეხვდა, რაც დიდად არ ესიამოვნა.
-დიტო როგორ ხარ?
-კარგად ლიკუს, ახლა არ მცალია კარგი? დემეტრემ გოგო გზიდან ჩამოიცილა და დერეფნის მეორე მხარეს გავიდა.
-აქ რა გვინდა ბიჭო, სულ პატარები არიან.
-მოკეტე და დამელოდე.
დემეტრემ აქაურობა შეათვალიერა, ეძებდა იმ ,,წითურს" ბიბლიოთკიდან. დერეფნის ამ მხარეს სულ ხუთი კლასი იყო, აქედან ორი მექვსე, ერთი მერვე და ერთიც მეათე. დემეტრემ ყურადღება სწორედ ამ კლასს მიაპყრო, მალე იქედან ნუცა და ნატა გამოვიდნენ, როგორც ჩანს რაღაცაზე საუბრობდნენ, ნუცა შეწუხებული ჩანდა, ნატა კი კარგ ხასიათზე იყო.
-ალექს აბა იმ გოგოებს სეხედე...
-ვაა , ის შავთმიანი რა ნაშაა, მგონი მაგას ნატა ქვია, ბრეიქდანსზე დავდიოდიტ ერთად... ვახ ტო, რამხელა გაზრდილა.
-ეგ არ მაინტერესებს, მეორეს თუ იცნობ?
-ისე არც ეგაა ცუდი გოგო.
-ბიჭო არ გახსოვს ვინაა?
-არა ტო, ვინ არის?
-ის გოგოა, ბიბლიოთეკიდან.
-ვა ეგაა? მაშინ ასეთ ლამაზი არ მომჩვენებია, ალბათ არ დავკვირვებივარ.
-შენთვის პატარა დავალება მაქვს.
-ბრძანეთ!
-მაგ გოგოზე ყველაფერი უნდა გამირკვიო, თან თურმე მაგის დაქალსაც იცნობ... გამოითხე რაღაცეები...
-რა იყო დაგევასა?
-არა რა დამევასა ბიჭო.
-რას ერჩი? მსვენიერი გოგოა.
-აუ ტო, ლამაზი კია, მაგრამ რაღაცნაირია რა... აი უფერულია.
-ესაა ბიჭო უფერული? ნახე რა თმქბი აქვს.
-აუ ტო ვერ ხვდები რას ვამბობ, რაღაცნაირია რა.. მაგრად არ დამევასა.
-აბა რაში გაინტერესებს?
-რარაცას შევპირდი და უნდა ავუსრულო.
-ასეტს რას შეჰპირდი?
-ოოო, ეგ ჩემი საქმეა, შენ მხოლოდ ის იჩალიჩე რაც მე გთხოვე.
–ბაზარი არაა.

ნუციკო ნუ ხარ რა ეგრე მოწყენილი, გთხოოვ.
-აუ ნატა ხომ მოგიყევ არა რაც მოხდა?!
-კარგი რა ნუ იფიქრობ იმ დეგენერატზე.
-შენ არ მითხარი ცუდი სახელი აქვსო?
-ეგ ბიჭებში აქვს ცუდი სახელი, გოგოებში კი არა, ამბობენ ერთი ბიჭი ისე სცემა კინაღამ შემოაკვდაო.
-მართლა? რატომ?
-არ იცი ეგეთების ამბავი? წამოუვლიდა.
-და ამის მერე მეუბნები დამშვიდდიო?
-აუ კარგი რა გოგო, ნუ გეშინია... ვიცი რომ გოგოებს პატივს ცემს, ის კი არა ლიკუნა ხომ იცი?
-რომელი ლიკუნა?
-აი ის ბო*ი, ჩვენი პარალელი კლასიდან.
-გოგო რეებს იძახი?
-ჰაჰ, მე ვიძახი მაინც.. ეგ კიდევ მოქმედებაზეა გადასული.
-ნატა!
-რა ვქნა, რა ჩემი ბრალია?
-კარგი ხო, ეგ ლიკა რა შუაშია?
-თურმე ადრე სეყვარებულები ყოფილან და მაგ გოგოს სიტყვას ვერავინ უბედავდა.
-მერე?
-მერე მობეზრდა და მიაგდო.
-და შენ მაგდენი საიდან იცი?
-გოგო მთელი სკოლა მაგათზე ლაპარაკობდა, ერთი შენ გეძინა ჭურში..
-აუ შენ სულ როგორ იკბინები... ჩაიბუზღუნა გოგომ.
-ვაიმე ჩემი გოგო, გეწყინა?
-შემეშვი...
-კაი კაი, წავედი მე.
-სად მიდიხარ?
-მასწავლებელს უნდა გავენთავისუფლო, თავი ამტკივდა.
-ხომ არ გინდა გამოგყვე?
-ხო ნუცა, შეიძლება გზაში წავიქცე. ნატამ ეს თქვა და ხელი შუბლზე მიიდო.
-ფუ აფერისტი ხარ სუფთა...
-მადლობთ.
ზარი დაირეკა თუ არა ნატამ ხელი დაავლო ჩანტას და სკოლიდან წავიდა, შუა გზაში ფეხის ხმა შეამჩნია, სკოლიდან გამოსვლიდანვე გრძნობდა, რომ ვიღაც მიჰყვებოდა, უკან გაიხედა და ხელში მაღალი, შავგვრემანი ბიჭი შერჩა.
-გამარჯობა. ბიჭმა ძალიან თავაზიანად გაუღიმა.
-გამარჯობა, გიცნობთ?
-არა, მაგრამ გავიცნოთ ერთმანეთი, მე ალექსი ვარ!
-იცი რა ალექს, ძალიან გთხოვ შემეშვი, სანამ კარგი გოგო ვარ.
-ვაა, შენ ცუდი გოგოც შეგიძლია იყო?
-მერე და როგორი. გოგომ ამ უსიამოვნო ბიჭს შეუბღვირა და გზა განაგრძო.
-ჰეი ნატა! მისი სახელის გაგონებამ გოგონა შეაკრთო.
-შენ საიდან იცი ჩემი სახელი?
-დაგავიწყდა? ცეკვაზე დავდიოდით ერთად.
-ხო? არაც არ მახსოვხარ.
-მე კი ძალიან კარგად მახსოვხარ.
-ძალიან კარგია ძველი ნაცნობის ნახვა, მაგრამ უნდა წავიდე.
ნატას გზის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ ალექსმა ხელი ჩაავლო.
-ხელი მიშვი დროზე! ნატა ნელ-ნელა წყობიდან გამოდიოდა
-დამშვიდდი ლამაზო.
-მე შენი ,,ლამაზო" არ ვარ რაა!
-კარგი, მაშინ მახინჯო.
-ბიჭო შენ ვინმეში ხომ არ გეშლები? დროზე ხელი გამიშჰვი თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
-კარგი ქაჯო, მიბრძანდი.
-მეორედ ეგრე დამიძახებ და მაგ ენას ამოგაცლი.
-იცი რა? მეორედ ეგრე წაიგრძელებ ენას და...
-ჰაჰ, რას იზამ? მომაჭრი? ირონიით იკითხა ნატამ.
-არაა, რომ გაიზრდები მოგაკვნეტ...
(მეშვიდე თავი)
-ხელი მიშვი დროზე! ნატა ნელ-ნელა წყობიდან გამოდიოდა
-დამშვიდდი ლამაზო.
-მე შენი ,,ლამაზო" არ ვარ რაა!
-კარგი, მაშინ მახინჯო.
-ბიჭო შენ ვინმეში ხომ არ გეშლები? დროზე ხელი გამიშჰვი თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
-კარგი ქაჯო, მიბრძანდი.
-მეორედ ეგრე დამიძახებ და მაგ ენას ამოგაცლი.
-იცი რა? მეორედ ეგრე წაიგრძელებ ენას და...
-ჰაჰ, რას იზამ? მომაჭრი? ირონიით იკითხა ნატამ.
-არაა, რომ გაიზრდები მოგაკვნეტ...
-უზრდელო გამატარე!
-მიბრანდით...
ნატამ იქაურობა დატოვა... ალექსმა მიმავალ გოგონას უკანასკნელად შეხედა და თავისთვის ჩაეღიმა... გაკვეთილზე ოცი წუთის დაკვიანებით შევიდა და დემეტრეს მიუჯდა გვერდით..
-რა ქენი გაარკვიე რამე?
-აუ ვერა ტო... მაგის დაქალი სუფთა ქაჯია, ხმაც კი არ გამცა...
-კაი ხო დაიკიდე, მე თვითონ ვიჩალიჩებ რამეს.

როგორც იქნა მიიწურა მეშვიდე გაკვეთილი, ნუცა ძალიან იყო დაღლილი, სახლში მივიდა თუ არა ისადილა და სამეცადინოდ დაჯდა... მეცადინეობას რომ მორჩა გადაწყვიტა ნატასთვის მიეწერა... ის ამბავიც გაიგო, რაც ალექსთან შეემთხვა და ბევრი იხალისა.
-,,გოგო ასე უცებ რამ გააგიჟა, ან აქამდე სად იყო?"
-,,აუ რა ვიცი მრ, ყველა დეგენერატი მე როგორ უნდა ამეკიდოს?"
-,,ისე კარგი ბიჭია?"
-,,გოგო რეები მოგიყევი და კიდევ მაგას მეკითხები?"
-,, ოო მე გარეგნობაზე გეკიტხები"
-,,აა, რა ვი, არც ისე მახინჯია, მაგრამ რად გინდა? სუფთა დებილია, თან უზრდელიც არის."
-,,ხვალ ხომ მაჩვენებ?"
-,,საიდან მოგიყვანო?"
-,,სადაც ერთხელ გნახა, იქ სხვა დროსაც მოინდომებს სენს ხილვას"
-,,გაგიჟდი? სადაც ვნახავ იქ გავუხეთქავ იმ გასიებულ თავს"
ნუცა მისმა ესემესმა ძალიან გაამხიარულა, თავადაც სიცილის სმაილები მისწერა...
-,,ხო იცინე, იცინე, ხვალ როგორ იჭიკჭიკებ მათემატიკაზე აგერ ვნახავთ.."
-,,ოო, ეგეთები არ გვინდაა..."
-,,ნეტავ ხვალ რარას მოიფიქრებს?"
-,,აუ რა ვიცი მე, ეგრე თუ გააგრძელა საერთოდ წამოვალ"
-,,გაგიჟდი გოგო? მაგას არ დაუთმო, თორემ ხმას აღარ გაგცემ"
-,,ხო რა ვიცი.."
-,,ნუც წავედი მე, მეძინება.. ხვალამდე"
-,,კარგი, კარგად... ტკბილი ძილი"
_ _ _ _
-ნუცა იქით გაიხედე!
-რა ხდება?
-მე რომ მოგიყევი გუშინ, ერთ ტიპზე... აი იქ დგას, სტადიონთან..
-ვაა, სულაც არ არის მახინჯი, პირიქით, სიმპატიურია...
-სამაგიეროდ სუფთა დებილია...
-ახალგაზრდავ, ნუ იქნებით ასეტი მკაცრი.
-ჰა! ჰა! ჰა! იცი ვისი ძმაკაცია?
-ვისი?
-დიტოსი.
-ეგ ვინაა?
-ვაიმე ნუცა გამაგიჟებ... დემეტრე!
-რაა? მაგ ბიჭს ახლოს არ გაეკარო... ეგეც მისნაირი ერთუჯრედიანი იქნება....
_ _ _

სამი საათისთვის ნუცა უკვე სახლში იყო... ბევრი დრო არ ჰქონდა, მალე მასწავლებელტან უნდა წასულიყო, იმედი ჰქონდა, რომ დღეს მაინც დაისვენებდა სიურპრიზებისგან, მაგრამ შეცდა, მასწავლებელთან მისულს დიდი აურზაური დახვდა... ნიტამ გოგონა სახლში შეიპაიჟა თუ არა დემეტრეს და მის ძმაკაცებს მიუბრუნდა...
-ახლა ჭკუით იყავით, თორემ ყველას გაგყრით და ამ ცემს ვაჟბატონსაც მოგაყოლებთ...
-დედა, ბავშვებს როგორ ელაპარაკები? ვითომ ნაწყენი ხმით თქვა დემეტრემ
-უკაცრავად... აქ სადმე ბავშვებს ხედავ? მე მხოლოდ სამ მუტრუკს ვხედავ!
-დედა , მარიამსაც გააგდებ? დემეტრემ ეს ტქვა და სამი წლის გოგონა ხელში აიყვანა.
-მარიამს რას ვერცი, ეგ ჩვენთან დარჩება...
-დავით გაიგე? დას გართმევენ...
-ეჰ.. ტქვენ თუ მაგ სიკეთეს მიზავთ... სულ კუდში დამსდევს...

ნუცა მათ დიალოგს უსმენდა და თან თავისთვის ქირქილებდა... დემეტრეს ეს არ გამოპარვია... გადაწყვიტა მისი მხიარულება უბრალოდ უკვალოდ გაექრო.. ამისთავის პატარა მარიამის დახმარება სჭირდებოდა.
-პატარავ წვენი არ გინდა? ეშმაკურად ჩაიცინა დემეტრემ.
-ახლა რა მოიფიქრე? გაკვირვა დავითამ.
-მიყურე და ისწავლე.
დემეტრე სამზარეულოში გავიდა და ალუბლის წვენი ჭიქაში დაასხა. მერე პატარასთან მივიდა და ჭიქა მიაწოდა.
-მარიამ.
-ჰო..
-შენ ხომ უშიშარი გოგო ხარ?
-ტი... გაეცინა გოგოს.-გახსოვს მაშინ ბუა, რომ ნახე?
გოგონას თვალებში უდიდესი შიში ჩაუდგა..
-იცი იქ რომ გოგო ზის ის ბუაა, აი ამ წვენს თუ გადაასხამ უცებ გაქრება.
-ლაა?!
-რა იყო, ხომ არ გეშინია?
-ალა!
-ჩემი ყოჩაღი გოგო... დემეტრემ ხელი ცხვირზე მოუჭირა და ლოყაზე აკოცა... გოგონამ გულიანად გადაიხარხარა. და მაგიდისკენ წავიდა. დემეტრემ დედას დაუძახა, არ უნდოდა მისი გეგმა ვინმეს ჩაეშალა...
პატარა გოგონა მაგიდასთან მიტყაპუნდა და ჭიქა დადო, შემდეგ ძლივს ძლიობით გამოაჩოჩა მასზე ორჯერ უფრო მარალი სკამი და ზედ აბობღდა...
-წვენი მომიტანე პატარავ? ნუცამ ბავშვს ძალიან თბილად გაუღიმა, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ შეკრული წარბები მიიღო. გოგონას ხმა არ ამოურია ისე აძვრა მაგიდაზე და ჭიქა ორივე ხელით აიღო, ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად და მოხერხებულად აკეთებდა... პატარა ნუცას მიუახლოვდა, მოულოდნელად მისი ბავშვური გამოხედვა სადღაც გაქრა... მარიამს სახეზე ძალიან ცივი, სატანური ღიმილი გადაეფინა... ჭიქაში რაც წვენი იყო სულ გადაასხა საწყალ გოგონას. ნუცა მოულოდნელობისგან შეკრთა და წამოიყვირა, ხმაურზე ნიტაც დაბრუნდა ოთახში, ეს სურათი, რომდაინახა პატარას უყვირა, ამ უკანასკნელმა გულისმომკვლელი ტირილი მორთო, მარიამი სულ გაწითლდა... ბიჭებმა ეს ყველაფერი გაიგეს, მაგრამ ამჯობინეს არ ჩარეულიყვნენ. ნუცას მარიამი მაინც ალიან ეცოდებოდა, მასთან მივიდა და გულში ჩაიკრა, გოგონა ამან შეაშინა და კიდევ უფრო მეტად ატირდა...
-შენ ბუა...
-რაო?
-ბუა ქალ შენ.. გადი!
-არა პატარავ, არ ვარ ბუა... პირიქით, იცი როგორ მომეწონე?
-ალა, მატყუებ..
-არ გატყუებ... იცი როგორ მიყვარს სენნაირი ,,პატალები"
-მალთლა?
-ხო, ხო, მართლა...
მარიამმა არ იცოდა რა ექნა, ჩაწითლებული ტვალები მუშტებით მოიწმინდა და ნუცა კოცნით დააჯილდოვა... დემეტრე ამ ყველაფრით მაინც და მაინც კმაყოფილი არ დარჩენილა, მაგრამ რა ექნა? მიხვდა, რომ წინ დიდი ჩხუბი ელოდა... ეს მისმა ძმაკაცებმაც გააცნობიერეს, ამიტომ დროზე გაცლა არჩიეს.
-აუ ტო, მარტო მტოვებთ?
-ხომ იცი ძმაო, სულიტ და გულით შენტან ვართ... ალექსმა მას გაუცინა და კარი გაიხურა... დემეტრეს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავზე ნიტა დაადგა.
-ახლა ნუცა გამოიცვლის, მე და შენ კი სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ...
,,ო-ო, აი სად დაგვერხა" გულში გაიფიქრა დემეტრემ...
,,რმერთო, მოახდინე რამე სასწაული გთხოვ" თიტქოს დემეტრეს სიტყვები ახდა, ვირაცამ ზარი დარეკა... ნატა კარის გასაღებად მივიდა... მალე დემეტრეს ტელეფონზე ესემესი მოვიდა.
-გილოცავ ძმაო, გადარჩი!
-რა ხდება? სწრაფად უპასუხა მან.
-ვირაც ტურისტები იყვნენ, ვინმე გიორგი ცერჩვაძესეძებდნენ... ჩვენც ავდექით და თქვენი მისამართი კივეცით..
-აუ ძმა ხარ დავით... ბიჭს გაეცინა და დედას მიუახლოვდა, ეს უკანასკნელი საწყლად ცდილობდა უცხოელი ტურისტებისთვის რამე გაეგებნაბინა...
-დედა რა ხდება?
-არ ვიცი სვილო, ინგლისურად ლაპარაკობენ, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე...
-რა გნებავთ? მკაფიოდ გაისმა დემეტრეს ხმა...
-უკაცრავად, გიორგი ცერცვაძეს ვეძებთ... ხომ არ იცით სად ცხოვრობს? უპასუხა მაღალმა, ქერა კაცმა...
-უკაცრავად, ეგეთს არავის ვიცნობ...
-შვილო რა ხდება?
-რაო და, ამატი ძმაკაცი გაულახიათ... და საავადმყოფოში ხომ ვერ წაგვიყვანთო...
-დედაა, საწყალი...
-ხო, ცოდოა... თვითონ ვერ მიუგნიათ, მე ტაქსის გავაჩერებ და ვუკარნახებ სად წაიყვანოს...
-კარგი შვილო... ნიტას გულზე მოეშვა... ძალიან შეაწუხა იმ ამბავმა, რომ ვირაც გასაჭირში იყო... აი ასე გადაურჩა დემეტრე დედის გაწყრომას...
__ __ __
გადიოდა დღეები.. დემეტრეს საქციელი უფრო და უფრო მომაბზრებელი ხდებოდა, ყველანაირად ცდილობდა ნუცასთვის სისხლის გაშრობას, ნიტა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ სახლშიც კი აღარ უშვებდა, როცა ნუცასთან ჰქონდა გაკვეთილები... თავიდან დემეტრე არ შეწინაარმდეგებია, მაგრამ ხვდებოდა, რომ გული სახლისკენ სწორედ მაშინ მიწევდა, როცა იქ ნუცა იყო... ამიტომ დედას სთხოვა, რომ სახლში შეესვა.
-დე, შემომიშვი რა, გეფიცები ხმას საერთოდ აღარ გავირებ.
-დარწმუნებული ხარ?
-კი...
-კარგი, მასინ შემოდი.
(მერვე თავი)
გადიოდა დღეები.. დემეტრეს საქციელი უფრო და უფრო მომაბზრებელი ხდებოდა, ყველანაირად ცდილობდა ნუცასთვის სისხლის გაშრობას, ნიტა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ სახლშიც კი აღარ უშვებდა, როცა ნუცასთან ჰქონდა გაკვეთილები... თავიდან დემეტრე არ შეწინაარმდეგებია, მაგრამ ხვდებოდა, რომ გული სახლისკენ სწორედ მაშინ მიწევდა, როცა იქ ნუცა იყო... ამიტომ დედას სთხოვა, რომ სახლში შეესვა.
-დე, შემომიშვი რა, გეფიცები ხმას საერთოდ აღარ გავირებ.
-დარწმუნებული ხარ?
-კი...
-კარგი, მაშინ შემოდი.
დემეტრე სახლში შევიდა და მაშინვე ტელევიზორს მიუჯდა, მალე ნუცაც მოვიდა. დემეტრე სიტყვას ასრულებდა, გაკვეთილი ჩვეულებრივ მიდიოდა, მალე წვიმამ დასცხო, ყველას გაუკვირდა. დილას ძალიან კარგი ამინდი იყო, ახლა კი ისე წვიმდა გარეთ ცხვირს ვერ გაყოფდი. გაკვეთილი დამტავრდა, მაგრამ ნიტა მოსწავლეს არ უშვებდა.
-ნუციკო ვერ გაგიშვებ ასე, დასველდები. ცოტა ხანი მოიცადე, გადაიღებს და მერე წადი.
-დედამ რომ ინერვიულოს?!
-დავურეკოთ და გავაგებინთ.
_ _ _
-დე ძალიან წვიმს და ცოტა შემაგვიანდება.
-გინდა გამოგაკითხო?
-არა, იყავი. როგორც კი გადაიღებს წამოვალ.
-კარგი შვილო.
ასე გავიდა ერთი საათი, წვიმამ არა და არ გადაიღო, მერე ოდნავ შენელდა... გოგონა ადგილს ვერ პოულობდა, დემეტრე სიტყვას ასრულებდა და ხმას არ იღებდა, ნიტა მის გვერდით იჯდა და ტელევიზორს უყურება... ეს უხერხული სიცუმე ისევ დემეტრემ დაარღვია, სავარძლიდან ადგა და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ შვილო?
დემეტრეს ხმა არ გაუცია, ქალი გადაირია და შვილს გაყვა.. ნუცაც გამოერკვა ღრმა ფიქრებიდან და ყურადღება მათ მიაპყრო.
-რა გჭირს ბიჭო?
დიტომ ფურცელი და კალამი აიღო...
,,არსად არ მივდივარ, შენ არ თქვი ხმა არ ამოიღოო?"
შვილმა ფურცელი დედას აჩვენა და ფართოდ გაუცინა.
-სუფთა მასხარა ხარ დედი, რა გიყო?
-კარგი ჰო, სიგარეტი მინდა...
-უსირცხვილო ხარ... ჩემიც კი აღარ გერიდება.
-დედა შენი რომ არ მერიდებოდეს გარეთ არც გავიდოდი.
ნტა გაჩუმდა და მისაღებში დაბრუნდა. ნუცა უკვე წაასვლელად ემზადებოდა.
-სად მიდიხარ გოგო?
-წავალ თორემ დამარამდება, ისე ძალიან აღარ წვიმს... იქნებ ქოლგა მათხოვოთ და მომავალ გაკვეთილზე დაგიბრუნებთ...
-რადგან არ იშლი, მაშინ მოგიძებნი.
დემეტრემ მათი დიალოგი მოისმინა, ქოლგას ხელი დაავლო და კარი გაიხურა. უნდოდა ნუცა კიდევ დაეკავებინა, ამიტომ ქოლგა გადამალა და სიგარეტს მოუკიდა. მალე ნიტამ გამოიხედა გარეთ.
-დემეტრე!
-ხო დედა.
-ხომ არ იცი ჩემი ქოლგა სად არის?
-შენი ქოლგა მე რაში მჭირდებოდა? ბიჭმა ისეთი სახე მიირო, თითქოს რარაც არაამქვეყნიურ სისულელეს ეუბნებოდნენ.
-ვერ ვხვდები სად უნდა გამქრალიყო, საკიდზე ეკიდა.
-რად გინდა ქალო ქოლგა, ამ თავსხმა წვიმაში სად მიდიხარ?
-ნუცას უნდა წასვლა, ვეღარ ვაჩერებ.
-როგორც იქნა მიხვდა ქალბატონი, რომ უნდა წავიდეს?
-ნუცა მათთან ახლოს იდგა, ამიტომ ყველაფერი გაიგო. მმიუხედავად იმისა, რომ იცოდა დემეტრე ამას მის გასაბრაზებლად აკეთებდა, მაინც გულზე მოხვდა ეს სიტყვები. თვალები აუწყლიანდა, ცოტაც და იტირებდა. ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა.
-შვილო ვერ ვიპოვე ქოლგა, დარჩი სანამ გადაირებს.
-არა წავალ, ტავი შეგაწყინეტ უკვე.
დემეტრემ მიზანს მიაღწია, ნუცას ნრვები მოუშალა, ტან თვითონაც არ გამოსულა დამნაშავე... სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოესახა... რა იცოდა, რომ ნუცა მართლა დააპირებდა წასვლას. ნიტამაც კი ვერ გააჩერა. გაასვლელში დემეტრე გაეჩხირა.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
-დემეტრე მოგკლავ იცოდე... ნიტა ძალიან გაბრაზა შვილის უტიფრობამ.
-ნიტა შედი სახლში.
-გაგიჟდი? ბავშვს მარტო ხომ არ დავტოვებ?
-ნუ გეშინია არ შევჭამ. შვილმა დედას გადაუჩურჩულა, რომ არსადაც არ გაუშვებდა. ნიტას მისი დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა მაინც არ ჰქონდა. იცოდა, რომ ნუცა განაწყენებული იყო, ამიტომ ისევ დემეტრეს უნდა გამოესწორებინა ეს შეცდომა, ამიტომ სახლში შევიდა.
ნუცამ გარეთ გასვლა სცადა, ეგონა დემეტრე შეაკავებდა, მაგრამ შეცდა, ბიჭი კართან დადგა.
-ბოლო შანსს გაძლევ, ან შემოხვალ, ან არა და კარგად იყავი.
-კარგად. მიუხედავად მისი ნაზი ხასიათისა, ნუცა მაინც კიუტი იყო... ვერ იტანდა თავის დამცირებას, ერჩივნა მომკვდარიყო.
-რადგან ასეა... დემეტრემ კარი დახურა, ნუცა კი კიბეებს ჩაუყვა. ერთი სართულიც არ ჰქონდა ჩავლილი, რომ დემეტრე დაეწია, მკლავშ ხელი ჩაავლო და ზემოთ ,,აათრია" ნუცამ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა მისი ბინის კართან.
-რა გინდა?
-გაცივდები!
-როდიდან ზრუნავ ჩემზე? ბიჭი მისმა კითხვამ შეაკრთო, მართლაც არ იცოდა ასე რატომ ხდებოდა, თუმცა საჭირო პასუხი მალევე მოიფიქრა.
-არ მინდა შენი გაცივებით გული დამიმძიმდე.
-ვაა, შენ გულიც გაქვს? მე მეგონა მაგ ორგანოს არსებობის შესახებაც კი არ იცოდი რამე.
-დროზე სახლში შედი, იცოდე არ გამაბრაზო, ვერ ვიტან როცა ქალთან თავს ვკარგავ... ძალიან გთხოვ ნუ მაიძულებ დედაჩემტან ცუდი ბიჭი გამოვჩნდე.
ნუცას შეეშინდა და უხმოდ შევიდა სახლში, წვიმა არა და არ იღებდა, ნუცას ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სახლში, ვერასდროს იტანდა იძულებას, ახლა მხოლოდ ტირილი უნოდდა, მაგრამ რას იზამდა? იმ მტარვალთან ხომ არ აქვითინდებოდა?! ამჯობინა წყნარად აეტანა ეს უსიამოვნო ფაქტი. დემეტრე ის იქცეოდა, ვითომც არაფერიო, თათიამ ნუცას ორჯერ დაურეკა, ეუბნებოდა ტაქსით გამოგაკიტხავო, მაგრამ ნიტამ გადააფიქრებინა.
-ეს რა უბედურებაა, ასე არასდროს უქნია, წვიმს და წვიმს... დემეტრე საინფორმაციოზე გადართე, გავიგოტ რა ხდება.
-მოიცა რა დედა, ფილმს ვუყურებ.
-ა გაინტერესებს რა ხდება ქვეყანაში?
-გაიხედე ფანჯარაში და ნახავ.
ნიტა გაბრაზდა და სამზარეულოში გავიდა, ნუცას მაშინვე გაყოლა მოერიდა, სკამზე დაჭედებულივით იჯდა. ხანდახან დემეტრესკენ აპარებდა თვალს. უცებ მის თეტრად მოელვარე თვალებს შეეფეთა.
-შენ რა, მიყურებდი? გამომწვევად იკითხა დიტომ.
-სულაც არა, ტავად მიყურებდი.
-მე არ გიყურებდი.
-მაშინ როგორ გაიგე მე საით ვიყურებოდი?
-აჰა! ანუ აღიარებ, რომ მიყურებდი?!
-მე ტელევიზორს ვუყურებდი!
-არაფერიც, მე მიყურებდი.
-რა შეამჩნიე ერთი ამ სიბნელეში?
-ტელევიზორის შუქზე დაგინახე... მიდი მითხარი, რატომ მიყურებდი.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს!
-გარბიხარრ?! აღიარებ, რომ მე მომშტერებოდი არა?
-სულაც არა!
-აბა რატომ გამირბიხარ?
-არ მიყვარს იდიოტებთან დროის კარგვა.
-არა ლამაზო, არ გიხდება ეგეთი სიტყვები.
-შენ გიხდება ეგრე მოქცევა?
-როგორ ,,ეგრე" ?
-ყველას აშინებ!
-ანუ შენ ჩემი გეშინია?
-უტიფარო!
არალვებული გოგო სამზარეულოში გავიდა და წყალი ითხოვა.
უკვე ბნელდებოდა, 9 საატისთვს წვიმა მოულოდნელად შეწყდა. ნუცას სიხარულისგან თვალები გაუნათდა... ჩანტას ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა.
-გოგო ეგრე ჩაცმული სად მიდიხარ? ან ამ სიბნელესი მარტოს ხომ არ გაგიშვებ?
-არაუშავს, წავალ.
-რას ამბობ შვილო, აქედან შორს ცხოვრობ. დემეტრეს ვეტყვი და გაგაცილებს.
-არა! წამოიყვირა გოგონამ. ნიტას მის რეაქციაზე გაეცინა.
-ნუ გეშინია შვილო, ეგეთი საძაგელიც არ არის. ისიც კი არ ვიცი რა ემართება, ასე არც ერთ ჩემს მოსწავლესთან არ მოქცეულა. ვეკითხები რა გჭირსთქო, მაგრამ არაფერს მეუბნება. ქალს ლამაზ თვალებში დიდი სევდა ჩაუდგა, ნუცას მისი მდგომარეობის დამძიმება აღარ უნდოდა, ამიტომ დასთანხმდა.
-კარგით, მესმის თქვენი. თვითონ თუ არ ეზარება გამაცილოს. ნიტას თვალები გაუცისკროვნდა, მისაღბში გავიდა და შვილს ტელევიზორი გამოურთო.
-კარგი რა ნიტა.
-მე შენი ნიტა არ ვარ, დროზე ადექი და ბავშვი გააცილე.
-ოჰო, გადაწყვიტა ქალბატონმა წასვლა? მე ემგონა ღამისთევით იყო მოსული.
-დემეტრე ჯაჭვლიანი, დროზე ადექი და ჩაიცვი, თორემ სახლში აღარ შემოგიშვებ!
-ეჰ.. მე რომ არ ვიყომ რა გეშველებოდათ?
-ნუცას მოსაცმელი გამოუტანე, თვითონ მოკლემკლავიანებით არის მოსული.
-გაგიჟდი? რომ გამიფუჭოს?
-ბიჭო რა ჭირვეული ქალივით იქცევი.
-მე ვარ ქალი? ბიჭმა კბილები გააღრჭიალა.
-დროზე!
დემეტრე საძინებელში შევიდა, უკან მალევე დაბრუნდა, თვითონ თხელი ჟაკეტი ეცვა, ნუცას კი ნაცრისფერი საწვიმარი გამოუტანა.
-აჰა ცაიცვი, ოღონდ არ გამიფუჭო, ეგ ყველაზე მეტად მიყვარს... დემეტრე მას მიუახლოვდა და ჩაცმაში დაეხმარა, მერე გამომცდელად აათვალიერა და განაცხადა:
-არა-ა-ა, მე უფრო მიხდება.
ნუცამ თავი დახარა, საწვიმარი ძალიან დიდი ჰქონდა, მასში სულ პატარა ბავშვივით გამოიყურებოდა.
-ისე შენც არა გიშავს.
-ეგ ალბათ კონმპლიმენტად უნდა მივიღო არა?!
-დიახთ!
-ო-ო-ო! მადლობთ დიდო დემეტრე.
-ამას დამიხედეთ, ლაპარაკიც სცოდნია. კარგი, კარგი წავიდეთ.
ნუცა სახლიდან გავიდა, ძალიან სწრაფად მიდიოდა.
-ჰეი წითურო! ეგრე სწრაფად თუ ივლი მარტოს მოგიწევს წასვლა.
-მე სახელი მაქვს!
-მე ,,წითურო" უფრო მომწონს.
ნუცამ თავი დახარა და გზა განაგრძო. არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა... დემეტრეს უნდოდა რარაც ეთქვა, მაგრამ პირში ენას ვერ იტრიალებდა, არ იცოდა რით დაეწყო. მალე მის სახლსაც მიუახლოვდნენ...
-მოვედით. თქვა ნუცამ და მოსაცმელი შეიხსნა..
-რას აკეთებ?
-არ უნდა დაგუბრუნო?
-გეცვას არ გაცივდე!
-როგორმე გავივლი ორ ნაბიჯს...
-ხოდა დროზე გაიარე ეგ ორი ნაბიჯი, სანამ კარგ ხასიათზე ვარ...
მიუხედავად იმისა, რომ დემეტრეს ხმაში ისევ იგრძნობოდა მბრძანებლური ტონი, ნუცამ მაინც შეამჩნა მისი ცვლილება... არ უნდოდა ეს მომენტი გაეფუჭებინა, ამიტომ დემეტრეს მშვიდობიანი საღამო უსურვა და სახლში გაიქცა...
(მეცხრე თავი)
ნუცამ თავი დახარა და გზა განაგრძო. არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა... დემეტრეს უნდოდა რარაც ეთქვა, მაგრამ პირში ენას ვერ იტრიალებდა, არ იცოდა რით დაეწყო. მალე მის სახლსაც მიუახლოვდნენ...
-მოვედით. თქვა ნუცამ და მოსაცმელი შეიხსნა..
-რას აკეთებ?
-არ უნდა დაგუბრუნო?
-გეცვას არ გაცივდე!
-როგორმე გავივლი ორ ნაბიჯს...
-ხოდა დროზე გაიარე ეგ ორი ნაბიჯი, სანამ კარგ ხასიათზე ვარ...
მიუხედავად იმისა, რომ დემეტრეს ხმაში ისევ იგრძნობოდა მბრძანებლური ტონი, ნუცამ მაინც შეამჩნა მისი ცვლილება... არ უნდოდა ეს მომენტი გაეფუჭებინა, ამიტომ დემეტრეს მშვიდობიანი საღამო უსურვა და სახლში გაიქცა...
_ _ _
-მელქაძე!
-დიახ მას...
-გილოცავ! ათი ქულა მიიღე...
-მადლობთ მას.
-არაფრის! უკმეხად მიახალა ქალმა და ნიშნების კითხვა განაგრძო.
-გილოცავ ნუცი, მაგარი მასწავლებელი გყოლია.
-ხო გითხარი, კარგი ქალიათქო. ახლა ჩუ, მალე შენს ნიშანს გამოაცხადებს.
-ოო, არ ?! ხო იცი ეგ ქალი გადამეკიდა, ერთ ზედმეტ წერტილს არ მაპატიებს.
-ხომ აგიხსენი ყველაფერი, ვერ დაწერე?
-როგორ არა, დავწერე, მაგრამ შვიდიანზე მეტის იმედი არ მაქვს, განერვიულებული ვიყავი და მგონი რაღაც ავურიე.
-როდის აქეთ გეშინია საკონტროლოების? ჩაიფხუკუნა ნუცამ.
-საკონტროლო არა ტოლმა, გაბრაზებული ვიყავი. იმ დეგენერატ ალექსს ჩემი ნომერი გაუგია, ტელეფონი ,,ვიბროზე" მქონდა დაყენებული...
-მერე?
-მერე ის, რომ მთელი გაკვეთილი ზარს მიშვებდა და ლამის გვერდი გამომთხარა. ერთი გავიგო ვინ ჯანდაბამ მისცა ჩემი ნომერი, მაშინვე მივახრჩობ.
-და რა იცი, რომ ეგ იყო?
-მერე მომწერა, სანამ არ ვუპასუხე არ მომასვენა.
-მერე?
-მერე ერთი გადავუკურთხე და გავუთიშე.
-რა ქენი?! შეაგინე?
-არა! ,,დაახვიე იდიოტოთი" შემოვიფარგლე.
-გაგიჟდი გოგო? ეგ როგორ უთხარი?
-აუ ნერვი შემიტოკა და რა მექნა? ნატა არ ცხრებოდა.
-ნატალია ქუთათელძე... მოულოდნელად გაისმა მასწავლებლის ხმა.
-დიახ.
-ნუცასგან გადაიწერე?
-რა მივიღე?
-ათი...
-----
-ვაიმე სად წავიღე ამ გოგოს ნომერი... ნიტა სახლში დაბოდიალობდა თან რაღაცას ბურდღუნებდა.
-რას ეძებ დედა?
-ნუცას ნომერი მინდა.
-რაში გჭირდება?
-სადღაც უნდა გავიდე, ცოტა შემაგვიანდება, მინდა გაკვეთილი ერთი საათით მაინც გადავუწიო.
-უი სენთვის არ მითქვამს?!
-რა უნდა გეთქვა?
-მგონი დღეს დარეკა მაგ გოგომ, ექიმთან მივდივარ და ცოტა შემაგვიანდებაო.
-მართლა? ხომ არ მატყუებ?
-ოო, თუ არ გჯერა დაურეკე და გადაამოწმე.
-ნომერს ვერ ვპოულობ, ჭკვიანო!
-აუ წავედი რა, საკუთარი შვილის აღარ გჯერა?
-სად მიდიხარ დემეტრე?
-გავივლი და მოვალ. ბიჭმა კარი გაიჯახუნა.
-გადამრევს ეს ბავშვი, მართლა სვანია, ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ იტან. თავისთვის თქვა ქალმა და ჩანთა აიღო.
დემეტრე კორპუსთან ახლოს იდგა, დედამისი როგორც კი დაინახა, მაშინვე დაიმალა... რამდენიმე წუთში კი უკვე სახლში იყო.
-ახლა რა ოინი მოვუწყოთ პატარა პრინცესას/. ეს თქვა და გაეცინა.
ნეტავ რატომ უნდოდა ასე ამ გოგონას გამოწვევა? თვით დემეტრე ჯაჭვლიანს რაში სჭირდებოდა ერთი უბრალო გოგოს ყურადღება? ამ კიტხვებზე პასუხს საკუთარ გონებაში ეძებდა, უეცრად ძალიან მოუნდა მოწევა. ჯიბისკენ წაიღო ხელი, მაგრამ კოლოფი ცარიელი დახვდა. არადა როგორ სურდა ყველაფერი სიგარეტის კვამლისთვის გაეტნია.
***
ნუცა ნაცნობ კორპუსში შევიდა, საყვარელი მუსიკით გართულმა, ვერც კი შეამჩნია ისე აიარა ერთი სართული. მოულოდნელად მკლავზე შეხება იგრძნო, იფიქრა ალბატ ჩანთააო, ის იყო უკან უნდა გამოეხედა, რომ ვიღაცამ პირზე ააფარა ხელი. ძალიან შეეშინდა, რავიდან თითქოს გაშტერდა, მერე მიხვდა, რომ რამენაირად თავისთვის უნდა ეშველა. ნუცამ სხმარტალი დაიწყო, თუმცა ეს უცნობი იმდენად ძლიერად უჭერდა თავის ძლიერ მკლავებს, რომ გოგონამ განძრევაც კი ვერ მოახერხა, თუმცა მაინც არ ნებდებოდა, ბოლოს როგორც იქნა ხელიდან დაუსხლტა, მაგრამ ზალაგამოცლილმა გაქცევა ვერ მოახერხა, მუხლები მოეკვეთა და კიბებამდე სულ ფორთხვით მივიდა, უცნობი მალე წამოეწია, გოგონას მისი დანახვაც კი აშინებდა, ამიტომ ცდილობდა არ შეეხედა და როგორმე ისე დასხლტომოდა ხელიდან.
ისევ ბრძოლა, დაუნდობელი უცნობი და ჩაბნელებული სადარბაზო... ნეტავ რის მიღწევას ცდილობდა ამ პატარა გოგოს დაჭერით? ნუთუ მხოლოდ მისი შესხინება სურდა?! ამას ხომ უკვე მიაღწია, ნუცა შოკში ჩავარდა, ერთიანად ცახცახებდა, გათავისუფებას ცდილობდა, უნდოდა ეყვირა, მაგრამ ხმაც კი წართმეული ჰქონდა... ფიქრის უნარიც დაკარგა, ნელ ნელა თვალები ებინდებოდა, მხოლოდ ის შეამჩნია, რომ კიბეებზე ვიღაც ჩამოდიოდა, ნუცას იმედი მიეცა, თუმცა ფეხის ხმა უცნობმაც გაიგო, მასთან ერთად მიმალვა სცადა, აქ კი შეცდა. გოგომ დრო იხელთა და წამოიყვირა. ,,ახლადმოსულმა" შეამჩნია ეს უცნაური ხმა და მათკენ გაიქცა.
-ვინ არის?! ნუცამ მისთვის საძულველი ხმა იცნო. ისიც კი არ იცოდა, თუ რას იზამდა დემეტრე, მაგრამ მაინც სცადა დაყვირება.
-მიშველეთ! ბიჭმაც იცნო ხმა, კიბეებზე სწრაფად დაეშვა, დაინახა, რომ საწყალი გოგო ვიღაც სადისტს დაეჭირა და არ უშვებდა.
-ნუცა?! ოდნავ გაკვირვებული, ხმით დაიღრიალა და უცნობს მივარდა. გოგო ძირს დაეცა, დემეტრე უკვე აღარაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ მუშტებს იქნევდა, მოულოდნელად იგრძნო, თუ როგორ მძიმედ დაეშვა ბოროტმოქმედის ხელი მის ყბაზე... ბიჭი ოდნავ შებარბაცდა, უცნობმაც დრო იხელთა და გაიქცა, დემეტრე მას გაეკიდა.
(მეათე თავი)
-ნუცა?! ოდნავ გაკვირვებული, ხმით დაიღრიალა და უცნობს მივარდა. გოგო ძირს დაეცა, დემეტრე უკვე აღარაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ მუშტებს იქნევდა, მოულოდნელად იგრძნო, თუ როგორ მძიმედ დაეშვა ბოროტმოქმედის ხელი მის ყბაზე... ბიჭი ოდნავ შებარბაცდა, უცნობმაც დრო იხელთა და გაიქცა, დემეტრე მას გაეკიდა, მაგრამ ადგილზე გაშეშდა, როცა ნუცას ნამტირალები ხმა მოესმა..
-არ წახვიდე გთხოვ... ბიჭმა ვერცკი გააცნობიერა ისე მივარდა და ჩაეხუტა... გოგონა დაფეთებულ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და ბიჭს კიდევ უფრო ძლიერად ეკვროდა.
-ნუ გეშინია პატარავ, ყველაფერი კარგადაა...
ნუცამ ტირილს კიდევ უფრო უმატა, დემეტრე საშინლად გაბრაზდა.
-გეფიცები არ ვაცოცხლებ იმ ნაბი*ვარს... ეს თქვა და აგომა დააპირა, მაგრამ გოგონა ძლიერად ჩაებღაუჭა.
-არა გთხოვ არ დამტოვო.. მეშინია.
-ნუ გეშინია, აქ ვარ. ბიჭი ნუცას ცაეხუტა და სუბლზე აკოცა. ცოტა ხანს ასე ისხდნენ, დემეტრა მიხვდა, რომ ნუცა ოდნავ დაწყნარდა და ფეხზე წამოდგა.
-სად..სად მიდიხარ?
-სახლში მივიდვართ.
ნუცამ წამოდგომა სცადა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და ისევ დემეტრეს მკლავებში აღმოჩნდა...
-ბოდიში.
-არაუშავს, მან ოდნავ გაურღიმა და გოგონა ხელში აიტაცა.
-რას აკეთებ? გადაღლილი ხმით იკითხა ნუცამ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო
-ჩშშ...
ორი სართული აიარეს, დემეტრემ სახლის კარები შეაღო, ნელი გრაციოზული მოძრაობით მიუახლოვდა სკამს და ნუცა ჩამოსვა, მერე სამზარეულოში გავიდა წყლის მოსატანად. გოგონა ჯერ კიდევ ცახცახებდა
-აჰა დალიე... ნუცა ორივე ხელებით დასწვდა ჭიქას და წყალი მოსვა.
-დედაშენი სადაა?
-გასულია, მალე მოვა... იმის გაცნობიერებამ, რომ სახლში მასთან ერთად მარტო იყო შიში მოჰგვარა, მაგრამ გაახსენდა 20 წუთის წინ მომხდარი ამბავი და საკუთარი თავის შერცხვა. თუმცა დემეტრემ მის სახეზე შიში მაინც ამოიკითხა.
-მაპატიე, ჩემი ბრალია.
-რა გულისხმობ?
-დღეს შენს ნომერს ეძებდა, გაკვეთილის გადადება სურდა.
-მერე?
ბიჭი ნუცას მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.
-მერე ის, რომ მოვატყუე, ვუთხარი დილას დარეკა, რომ გაკვეთილი გადაედოთქო.
-ეს რატომ გააკეთე?
-არ ვიცი.
-რას ნიშნავს ,,არ ვიცი"?
-მინდოდა გამეწვალებინე.
-მერამდენედ?
-არ ვიცი, მეასედ, მეათასედ!!! მნიშვნელობა არ აქვს.
-ამას ასე უტიფრად მეუბნები?
-მაპატიე.
-არ მაინტერესებს! სახლში უნდა წავიდე. გოგომ ჩანთას ხელი დაავლო და წავიდა, დემეტრე მალე დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო და გააჩერა.
-სად მიდიხარ გოგო?
-მაგ გოოს სახელი აქვს, გასაგებია?
-რა გაყვირებს?
-ხელი გამიშვი!
-კარგი წითურო, ეგრე იყოს... აჰა ქადი, დავიჯერო არ გეშინია?
ნუცამ გადახედა ჩაბნელებულ კიბეებს და კანკალი აუტყდა. ეცადა შიში არ შეემჩნია, ღრმად ჩაისუნთქა და პირველი ნაბიჯი გადადგა. დემეტრე გააკვირვა მისმა გამბედაობამ, მაგრამ თავადვე შეეშინდა ის არაკაცი ისევ არ გადაყროდა, ამიტომ კიბეებზე სწრაფად დაეშვა და ნუცას გვერდით ამოუდგა.
-რატომ მოდიხარ?
-არ მინდა შენს გამო ისევ იმ არაკაცის ცემა მომიწიოს.
-არავინ გაძალებს!
-აუ სუ რა! ნუ წიკვინებ.
-უზრდელი ხარ..
-გაჩუმდი და ფეხი გაადგი, თორემ სახლში დაგაბრუნებ.
-როგორ შევმცდარვარ... გოგომ ეს ჩაიბუზღუნა და თავი დახარა...
დემეტრემ მისი სახლამდე კიცილება გადაწყვია, გზაში არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია. ეს უხერხული სიჩუმე ორივეს გუდავდა. ნუცას მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ დაეწყო. აი მის სახლსაც მიუახლოვდნენ.
,,ან ახლა, ან არასდროს" გაიფიქრა გოგომ და დემეტრეს ჩააშტერდა.
-რას მიყურებ? შედი!
-საქმე მაქვს შენთან.
-რა გინდა?
-მინდა მადლობა მოგიხადო და რაღაც გთხოვო.
-სათხოვარიც ჰქონია ქალბატონს...
-მოდი დავივიწყოთ ჩვენს სორის არსებული ყველა უთანხმოება და მეგობრობა ვცადოთ, კარგი? ნუცამ მას ძალიან თბილად გაუღიმა.
-მე შენთან მეგობრობას არ ვაპირებ... მისმა სიტყვებმა ბიჭს გული დასწყვიტა, ცოტაც და იტირებდა... მაგრამ რა ექნა? ადგა და უბრალოდ სახლში შევიდა.

_ _ _
-ალექს, დავითას გადაურეკე და ჩემსკენ გამოდით, კორპუსის უკან, ღომ ბაღია ქ დაგხვდებით.
-ხდება რამე?
-მიდი დრზე.
-კაი.
ბიჭები დანიშნულ ადგილას შეხვდნენ ერთმანეთს.
-მოყევი ახლა რა ხდება, თორემ დავიტანჯეთ.
-გუშინ ნუცას დედაჩემთან ჰქონდა გაკვეთილი, მაგრამ ნატა წასვლას აპირებდა, მოკლედ ვიჩალიჩე, რომ სახლში ჩემთან მარტ დარჩენილიყო..
-შენ უკვე აღარ ხუმრობ... ჩაიფხუკუნა ალექსმა.
-მაცადე შე დებილო...
-კაი რა მოხდა?
-რა და ეგ რო კიბეებზე ამოდიოდა, ვიღაც ნაბიჭვარმა შეაშინა... მე მაღაზიაში მივდიოდი და გავიგონე, რო ვიღაცა ყვიროდა...
-მერე?
-მერე ვუშველე, მაგრამ ის არაკაცი გამექცა... ახლა უნდა მაპოვნინოთ, რომ ვცემო!
-აბა რა ტო, დავიჭიროთ და ვცემოთ.
-არა, მე მარტომ უნდა ვცემო...
ბიჭებმა დიდხანს იბოდიალეს, ბოლოს ერთ მიყრუებულ პარკში წააწყდნენ არყის ბოთლით ხელში.
-აი ესაა! დაიყვირა დიტომ.
მოძალადემ გაქცევა სცადა, მაგრამ ბიჭებმა ალყაში მოაქციეს, დემეტრ4ეს მის დანახვაზე ჭკუა გადაეკეტა, ბიჭებმა მისი გაჩერება ვერ შეძლებს, ისე უმოწყალოდ იქნევდა ტავის ტორებს, რომ ის კაცი კინაღამ შემოაკვდა.
-დიტო გაჩერდი. მოკვდება.
-ღირსია!
-არა გაჩერდი, ვერ ხედავ? ლოთია.
-მერე რა? როგორ გაბედა?
ალექსმა და დავითამ ძლივს დააწყნარეს დიტო... სულ აწითლებული იყო და ცხოველივით ქშინავდა. რომ მიხვდნენ, რომ ოდნავ დაწყნარდა სახლამდე მიაცილეს და თვითონაც დაიშალნენ... დემეტრე აფროიაქებული იყო, ფიქრობდა საკუთარ საქციელზე და ვერ ხვდებოდა ეს რატომ გააკეთა, ნუთუ ეს პატარა გოგო ამდენს ნიშნავდა მისთვის?! ამ ფიქრებში გართულს ჩაეძინა, მეორე დილას კი ჩვეულებრივზე ბევრად ადრე გამოეღვიძა. სახლში ვერ მოისვენა, გადაწყვიტა ისევ სკოლაში წასულიყო... გზაში ძმაკაცებს გადაურეკა, მათაც ხათრი ვერ გაუტეხეს და ნახევრად მძინარეები გამოვიდნენ სახლიდან...
-რა გჭირს დიტო? იკითხა დათომ, თან თვალები მოიფშვნიტა.
- გირჩევნია კვდებოდე, თუ არა და მე მოგკლავ... ოღონდ ჯერ გამოვიძინებ. ალექსმა ეს თქვა და მერხზე დადო თავი.
-აუ არ ვიცი რა მჭირს, აი რაღაცნაირად ვარ რა, სულ მაგ გოგოს ნახვა მინდა, მაგრამ წესიერად ვერ ვექცევი, სულ მინდა ნერვები ვუშალო.
-კაი რა შეეშვი, ბავშვია.
-საქმეც ისაა, რომ ვერ ვშვები... აუ რატო არ გესმით ტოო? ისე თქვენ რას გაიგებთ, მე ტვითონაც აზრზე არ ვარ რა მჭირს.
-მოგწონს! თავი ოდნავ წამოსწია ალექსმა და ,,ძილი" განაგრძო.
-არა, არ მომწონს...
-აბა?!
-...
(მეთერთმეტე თავი)
-რა გჭირს დიტო? იკითხა დათომ, თან თვალები მოიფშვნიტა.
- გირჩევნია კვდებოდე, თუ არა და მე მოგკლავ... ოღონდ ჯერ გამოვიძინებ. ალექსმა ეს თქვა და მერხზე დადო თავი.
-აუ არ ვიცი რა მჭირს, აი რაღაცნაირად ვარ რა, სულ მაგ გოგოს ნახვა მინდა, მაგრამ წესიერად ვერ ვექცევი, სულ მინდა ნერვები ვუშალო.
-კაი რა შეეშვი, ბავშვია.
-საქმეც ისაა, რომ ვერ ვშვები... აუ რატო არ გესმით ტოო? ისე თქვენ რას გაიგებთ, მე ტვითონაც აზრზე არ ვარ რა მჭირს.
-მოგწონს! თავი ოდნავ წამოსწია ალექსმა და ,,ძილი" განაგრძო.
-არა, არ მომწონს...
-აბა?!
_ _ _
გაკვეთილები ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, დიდ შესვენებაზე ნუცამ და ნატა გადაწყვიტეს გარეთ გაესეირნათ. კლასიდან მგამოსვლისას დემეტრე შეეჩეხათ.
-შენთან სალაპარაკო მაქვს.
-არ მინდა შენთან ლაპარაკი, შემეშვი!
-არ მაინტერესებს შენ რა გინდა.
-შენ ბიჭო რამე ხომ არ გეშლება? საუბარში ჩაერთო ნატა.
-არაფერი ლამაზო, შენს მეგობართან საქმე მაქვს და უნ და მოგტაცო.
დემეტრემ ეს თქვა და გოგონას ხელი დაავლო, ნატას დახმარება უნდოდა, მაგრამ ასპარეზზე ალექსი გამოჩნდა.
-ვერ გაგიშვებ ლამაზო.
-შენ რა სულ გამოშტერდი?
-როგორ გეკადრება, უბრალოდ მეგობარმა მთხოვა დააკავეო და მეც ასე ვიქცევი... ისე სანამ თავისუფალი დრო გვაქვს ხომ არ გინდა გავისეირნოთ?
-მირჩევნია მოვკვდე!
-არა-ა-ა. ეგეთი სილამაზე დაკარგვად არ ღირს.
-გაიარე დეგენერატო.
-არ მიყვარს უზრდეი გოგონები.
-არ ვინ გიყვარს და ვინ არა?
-არადა რა საყვარელი გარენობა გაქვს.
-სენ გენათალე მე... დაახვიე დროზე!
-გახსოვს რას შეგპირდი ჩვენი წინა საუბრისას? არ გინდა ახლავე დავიწყოთ?
ალექსმა ეს თქვა და ნატასკენ გადადგა ნაბიჯი, ისინი კლასში მარტო იყვნენ... გოგოს ცოტა არ იყოს შეეშინდა.
-იცოდე ვიყვირებ და მთელ სკოლას შევყრი!
-ნუ გეშინია, არ შეგჭამ....
_ _ _
-სად მივდივართ?
-გაიგებ!
-არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა.
-არავინ არ გეკითხება.
-აი, სულ ასე მეუხეშები.
-მაპატიე, უბრალოდ სხვაგვარად არ შემიძლია.
როგორც იქნა კიბეები ჩაიარეს და ეზოში გავიდნენ.
-შენ ხომ მითხარი, რომ ჩემთან მეგობრობა არ გინდა, რატომ არ მასვენებ?
-შენთან მეგობრობა არ მინდა.
-აბა რა გინდა?
-მე?!
-ხო შენ, აბა მე?
-მე შენი პატარა გული მინდა.
-რაა?
-მიყვარხარ!
-დმეტრე, მეხუმრები?
-არ გეხუმრები, გეფიცები ასეთი სერიოზული კარგა ხანია არ ვყოფილვარ.
-კარგი რა... არ მცალია ეგეთი ხუმრობისთვის.
-იცი, მე ის არაკაცი ვცემე, სიკვდილამდე მივიყვანე, მერე ჩემს თავს ვკითხეწ ამას შენთვის რატომ ვაკეთებდი და მივხვდი, რომ შენი წყენინების უფლება არავის აქვს, რა თქმა უნდა ჩემს გარდა.. იცი, მივხვდი რომ მართლა მიყვარხარ. მე არ გთხოვ, რომ შენც იგივე მითხრა, უბრალოდ მინდა ჩემს ნათქვამზე დაფიქრდე...
-მატყუებ! ნუცას თვალები ცრემლით აევსო.
-მე ტყუილები არ მიყვარს.
-შენ სულ მაბრაზებ, იმასაც შემპირდი, რომ შურს იძიებდი.
ეგ კიდევ გახსოვს?
-რა დამავიწყებს, როცა ყოველდღე სისხლს მიშრობ?
-დავიჯერო საერთოდ არ მოგწონვარ? ბიჭს თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
-ჩვენ სულ სხვა რამეზე ვსაუბრობდით.
-კარგი რა გოგო, სიყვარულის ახსნა არ მეხერხება და რატომ მტანჯავ?
-ოჰ.. ასე შეყვარებული მაინც გეყოლება გამოცვლილი.
-მერედა ვინ გითხრა, რომ ყველას იმას ვეუბნები რაც შენ გითხარი?
-დარწმუნებული ვარ რაღაც ახალი თამაში წამოიწყე ჩემს გასამწარებლად.
-ნუცა, აგავიწყდა?! მე სვანი ვარ, ტყუილები არ მიყვარს. მითუმეტეს ის რაც გრძნობებს შეეხება.
-არ ვიცი, არა.
დემეტრემ გოგონას ნაზი სახე მის დიდ ტორებში მოიქცია და თვალებში ცააშტერდა...
-პატარავ მართლა არ გატყუებ. ვიცი, რომ ჩემი ბრალია ასე რომ გამწარებდი იმიტომაც არ მიჯერებ, მაგრამ უნდა მენდო. თან ისიც გაითვალისწინე, რომ ამ დოზით რომანტიზმი უბრალოდ მგუდავს და მალე ალერგია დამეწყება.
ნუცას მის ბოლო სიტყვებზე გულიანად გაეცინა.
-აბა რას მეტყვი?
-რა უნდა ვთქვა?
-იქნები ჩემი შეყვარებული?
-რაა?! მე... მე დრო მჭირდება.
-კარგი რა ნუცა, მე უფრო გონიერი მეგონე.
-მაგით რის თქმას ცდილობ?
-დრო რაში გჭირდება, უბრალოდ აიარე, რომ შენც მოგწონვარ და მორჩა.
-არათქო, რომ გითხრა?
-ჰმ... მაგას ვერ მეტყვი.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ, რომ ჩემი გეშინია, ტან მოგწონვარ.
-ღმერთო რა თვმდაბალი ხარ... არ შეიძლება ეგრე.
-ამ სიტუაციაში შენი სარკაზმი სრულიად უადგილოა, ამიტომ გთხოვ არ გინდა.
შუა კამათის დროს ზარი დაირეკა, ნუცას სკოლაში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ დემეტრემ არ აცადა.
-ერთი გაკვეთილი გააცდინე, არაფერი გიჭირს.
-გაგიჟდი?
-სულაც არა, არ მოგბეზრდა მთელი ცხოვრება მორჩილება? ერთხელ შენც გააფრინე.
-არა, არა და არა!
-კი, კი, კი!
-სად უნდა გავაფრინო, ხომ არ გაგიჟდი?
-სადმე წავიდეთ...
-არ მინდა.
-მერე შენ ვინ გკითხავს?
-ხელი გამიშვი, სად მიგყავარ? ჩანთა კლასში მაქვს.
-ეგ რა პრობლემაა, ალექსს დავურეკავ და ის შეინახავს.
-ხომ არ აფრენ? სენთან ერთად არსადაც არ წამოვალ.
-რატოომ? ნუთუ ჩემი მართლა გეშინია?
-ეგ რა შუაშია? შენნაირ გიჟთან ერთად არსად არ ვაპირებ წასვლას, ღმერთმა იცის რა მოგივა თავში.
-იცი რა ჩემო წითურო, შენი შიში მაშინ იქნებოდა გამართლებული მე, რომ მძულდე, მაგრამ ხუთი წუთის წინ გითხარი მიყვარხართქო და ნამდვილად არ ვხუმრობდი.
-ახლა მისმინე! ჯერ ეს ერთი, მე წითური კი არა ნუცა მქვია, მერე მეორე, რარაც ძალიან უცნაურად ამჟღავნებ სიყვარულს.
-ხო, რა ვქნა, ასეტი ვარ.
-დავიჯერო ყველას ისე ექცევი, როგორც მე?
-არავინ ისე არ გამიმწარებია, როგორც შენ.
-ამას ასე უტიფრად აღიარებ?!
-კი! ვაღიარებ! იმასაც ვაღიარებ, რომ დიდი ეგოისტი ვარ და არავისთან არ ვაპირებ შენი არც ერთი გრძნობის გაყოფას. მინდა შენი სიძულვილიც ისევე მეკუთვნოდეს, როგორც ლტოლვა, მინდა ჩემდამი შიშმაც ისე შეგიპყროს, როგორც სიყვარულმა. ჯერ პატარა ხარ და ამდენს ვერ ხვდები, მაგრამ დადგება დრო და გამიგებ.
-რას გავიგებ, იმას რომ სისხლს მიშრობ?
-აი კიდევ ერთი მიზეზი რატომაც უნდა გახდე ჩემი შეყვარებული.
-ეგ რას ნიშნავს?
-იმას, რომ თუ გინდა სისხლი აღარ გაგიშრო...
-ცინიკოსო!
-აბა წავედით.
-არ წამოვალ!
-დარწმუნებული ხარ?
-ასი პროცენტით.
-აუ მორჩი, მივდივართ.
დემეტრემ გოგონას ხელი ჩაავლო და სკოლიდან გაიყვანა, ნუცას ყვირილი არ უნდოდა, რადგან არ სურდა ვინმეს სეემჩნია, რომ დემეტრესთან ერთად იყო.
-ხმას რატომ არ იღებ? წეღან ამდენი იბუზღუნე, ახლა კი სულ დადუმდი.
-რა ვთქვა? იდიოტი, რომ ხარ და რომ ვერ გიტან ეგ ისედაც იცი.
-რა უკარება ყოფიხარ... მომწონს ეს.
-აბა მე მკითხე თუ მომწონს აბეზარი ხალხი.
-მოდი სულ ცოტა ხნით დაივიწყე აბეზარი, ბოროტი დიტო და გაიცანი კეთილი და ზრდილობიანი დემეტრე... ამის შემდეგაც თუ აღარ გენდომეა ჩემთან ურთიერთობა თავს დაგანებებ, კარგი?
-ზრდილობიანი დემტრე? მიჭირს წარმოდგენა.
-გთხოვ... ბიჭის თვალებში სევდა და სინანული იკითხებოდა. ნუცა მიხვდა, რომ ახლა მის წინ ნამდვილი დემეტრე იდგა და გული მოულბა. ხაზი გადაუსვა ყველა წყენას და მას თბილად გაუღიმა.
-სად მივდივართ?
-რა ვიცი, სადაც გინდა.
-კლასიდან მიტაცებ, მეუბნები უნდა წამომყვეო და ისიც არ იცი სად მიგყავარ?
ბიჭს მის ნათქვამზე გაეცინა.
-პიცა თუ გიყვარს?
-ჰმმ, ყველის.
-ძალიან კარგი...
-იცოდე სამ საათზე სახლში უნდა ვიყო.
-ატი რომ დააკლდება. დემეტრეს გაეცინა და ხელი ჩაჰკიდა.
ჯერ მხოლოდ 11 საათი იყო, საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ რაღაც-რაღაცეები გაერკვიათ, ჯერ პიცერიაში შევიდნენ, ნუცას ძალიან მოეწონა აქაურობა, ირგვლი სიმყუდროვე და სიჩუმე სუფევდა. ნუცამ და დემეტრემ ადგილი მანჯარასთან დაიკავეს. დიდხანს საუბრობდნენ და ერთმანეთს უცინოდნენ. დემეტრეს თვალებში დიდი სიხარული იკითხებოდა. ხანდახან სევდაც გამოკრთებოდა ხოლმე. ნუცა ვერ ხვდებოდა თუ რა იყო ამის მიზეზი, მხოლოდ ის იცოდა, რომ შეეძლო მტელი დღე მჯდარიყო და მის უძირო თვალებში ეცქირა... თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა სიყვარულს.
-წავიდეთ კარგი? ჩუმად ტქვა ნუცამ.
-რა იყო? ჯერ მხოლოდ პირველი საათია.
-სადმე გავისეირნოთ...
-ანგარიშს გავასწორებ და გავიდეთ.

-დემეტრე...
-რა იყო ნუცა?
-შენზე მომიყევი რამე...
-კიდევ რა გაინტერესებს?
-რა ვი, ყველაფერი.
-დავიბადე თბილისში, აქ ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი ექვს წლამდე, მერე გადავედით მოსკოვში, მამას სამსახურის გამო, ორ წელიწადში უკან დავრუნდით, მეც დაგვიანებით შევედი სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში არასდროს ვყოფილვარ, რადგან სოფელში სახლი არ გვაქვს, მაინც ყველა მეუბნება, რომ სუფთა სვანი ვარ. მამას ხშირად ვეკითხებოდი ცვენს სოფელზე, ის კი ყოველთვის მპასუხობდა, რომ ის საუკეთესო იყო და ერთ დღესაც აუცილებლად მანახებდა მას... ეს ეთადერთი დაპირებაა, რომელიც ვერ შემისრულა, რადგან 12 წლის, რომ ვიყავი გარდაიცვალა, ამის მერე მე და დედა ერთმანეთს ვუფრთხილდებით და ასე მოვდივართ.
-სკოლაში ასეთი ცუდი სახელი რატომ გაქვს?
-ოო, არამგონია მაგის მოსმენა გესიამოვნოს.
-გთხოოვ. გოგომ თვალები საწყლად დააფახულა და დემეტრეს შეაცქერდა.
-კარგი, ოღონდ მეორედ აღარ გააკეთო, თორემ გავაფრენ.
-კარგი. ნუცამ გაიცინა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
-დაახლოებით მეცხრე კლასში მივხვდი, რომ სიბრაზის სემოტევები მემართებოდა. ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ ვპატიობდი ხალხს, ამის გამო ხშირად მიწევდა ჩხუბი, კლასსი ყველაზე უფროს ვიყავი და ყველას ვერეოდი, საკუთარი მუშების იმედი მქონდა, უფროსებტანაც ვცხუბობდი. რამაც საშინელი სახელი გამივრცელა.
-დედაშენი მაგ დროს კიდევ ჩვენს სკოლაში ასწავლიდა.
-არა, მამა ავად, რომ გახდა სკოლიდან წამოვიდა, იმის მერე არარ დაბრუნებულა.
-მერე?
-მერე მოხდა ისე, რომ კინაღამ სკოლიდან გამაგდეს.
მხოლოდ იმიტომ დამტოვეს, რომ კლასში ერთ–ერთი პირველი მოსწავლე ვიყავი და მასწავლებლებს ძალიან ვუყვარდი. გაკვეთილებზე არავის ვაწუხებდი, მაგრამ როცა ბავშვები მაბრაზებდნენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. მივხვდი, რომ როგორმე საკუტარი ენერგია უნდა დამეცალა და ვარჯიში დავიწყე ერთ–ერთ ძველ სპორტდარბაზში. ტრენერს ძალიან მოვეწონე, კარგად მავარჯიშებდა. მალე ბრძოლებში დავიწყე მონაწილეობის მირება, თითქმის არც ერთი წაგება არ მაქვს, მაგრამ ეს ბრძოლები არალეგალურად ტარდება... სამ კვირაში კიდევ ერთი სერიოზული ბრძოლა იმართება და მონაწილეობას ვიღებ.
–რაა? გაგიჟდი?
–რა იყო, ჩემს გამო ღელავ?
–არ მაქვს ამის მიზეზი?
–მე ძალიან გამიხარდება თუ რელავ... ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხარ გულგრილი.
–სლაც არ ვღელავ რაა...
–ძალიან ცუდი.
–სენ რა გეწყინა?
–არა.
–დემეტრე შემომხედე, მართლა გეწყინა?
–არ.
–მარტლა სვანი ხარ რა..
–მაგ საკითხს ნუ შევეხებით.
–თავს ხომ მოუფრთხილდები? არ მინდა რამე დაგემართოს.
ბიჭს გაეცინა.
–დარწმუნებული იყავი, რომ არაფერი დამემართება.
–მგონი დროა სახლში წავიდე.
–ჯერ ადრეა, გაკვეტილები არ დამტავრებულა.
–კარგი მაშინ პარკში დავსხდეთ...
(მეთორმეტე თავი)
-მებონია...
-ვარ მას. წამოიძახა ხვეულთმიანმა გოგონამ შუა რიგებიდან.
-მელქაძე...
-არ არის... თქვა ნატამ.
-უცნაურია, მგონი დღეს ვნახე.
-არა მას, დღეს არ ყოფილა.
-დარწმუნებული ხარ?
-დიახ...
ნატა ამ მცირე ტყუილით ცდილობდა მეგბრის დაცვას. ზარი დაირეკა თუ არა დერეფნის მმეორე მხარეს გავიდა და მეთორმეტე კლასში შეიხედა.
-ვის ეძებ? კარებში შეეფეთა ალექსი.
-შენ გეძებ დეგენერატო. მითხარი ნუცა სად არის?
-მე რა ვიცი, დაურეკე და ჰკითხე.
-ჭკვიანო! გათიშული აქვს ნომერი.
-ოჰო, ღოჩაღ დიტოს... სიცილით თქვა ბიჭმა.
-დეგენერატო დროზე შენს დეგენერატ ძმაკაცს დაურეკე.
-რაღაც არ მესმის... გაიმერო რა ვარ?
-დებილი...
-მგონი დიტოს ნომერი დამავიწყდა... თქვენ ვინ ხართ?
-არ მცალია მაიმუნობისთვის, დროზე დაურეკე გთხოვ.
-ვინ ვარ მე? ეშმაკურად იკითხა ალექსმა.
-ლამაზთვალება ბიჭი... მიუგო ნატამ.
-ეს უკვე მომწონს, ნელ ნელა მეხსიერება მიბრუნდება, ერთი კოცნა ყველაფერს გამახსენებდა...
-თავს მაცემინებ!
-რა იყო, ლოყაზე...
-დარეკე დროზე, თორემ...
-კარგი ხო, მაცადე...
ალექსმა მობილური მოიმარჯვა და ნომერი მოძებნა.
-ალო დიტო, სად ხართ?

-რაა, მართლა?

-გამოვდივართ, არ ნერვიულო.
ალექსმა ტელეფონი გათიშა.
-რა ხდება?
-დროზე წავიდეთ, გზაში ნუცა გამხდარა ცუდად, თურმე გული შეწუხებია, ახლა ტაქსით მიდიან საავადმყოფოში, მეტროსთან გამოივლიან და ჩვენც გავყვეთ.
-რაა? რა სჭირს ნუცას?
-მიდი ჩანთები აიღე და დროზე წავიდეთ.
-კარგი მაცადე... მაგრამ სკოლიდან გაგვიშვებენ?
-მეხუთე გაკვეთილია უკვე, გავალთ...
ალექსმა გოგოს ორივე ჩანთა გამოართვა და ხელი ჩაჰკიდა..
-წამოდი დროზე!
-ტაქსი გავაჩეროთ.
-ხო, ხო დროზე!
ნატას გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მოულოდნელად ალექსი გაჩერდა, ხელები მუხლებზე მოიკიდა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. მერე გასწორდა და ხარხარი აუტყდა.
-რა გაცინებს? გვეჩქარება.
-....
-შენ რა მომატყუე? მოგკლავ!
ის იყო ნატას მისთვის უნდა დაერტყა, რომ გაიქცა. გოგო მას გაეკიდა, ბიჭი სწრაფად არ მირბოა, ამიტომ მალე მას დაეწია და თმაში სწვდა.
-ყველა ჩვენ გვიყურებს, გაჩერდი.
-სულ არ მაინტერესებს.
-ხოო?! მაშინ...
ალექსმა მოლოდნელად გააშვებნა ხელი ნატას და ამჯერად თვითონ დაიჭირა.
-ფეხებზე გკიდია ხალხი დაგვინახავს თუ არა?
-გამიშვი, თორემ ვიყვირებ.
ბიჭმა ნატას მარჯვენა ხელი დაუჭირა და მკერდზე მიიკრა, მეორე ხელი კი პირზე აააფარა. ხალხი უყურებდა მათ ქცევას, მაგრამ ჩარევას არავინ აპირებდა. მალე დემეტრემ და ნუცამ ჩამოიარეს.
-ნატა? ვინ არის ეს?
-აუ ალექსაა ტო.
-მერე ნატასგან რა უნდა?
-აუ რა ვიცი ტო... წამო მივიდეთ. ნუცა და დემეტრე მათ მიუახლოვდნენ.. _ბიჭო შეეშვი მაგ გოგოს, რას გადაეკიდე?
-კაი რა დიტო.. შენ მაინც ნუ მასწავლი ჭკუას... თქვა ალექსმა.
-ნუცა სად წახვედით? ან ამასთან რა გინდა? დაფეთებული ხმით იკითხა ნატამ.
-მერე მოგიყვები, შენ რა გინდა ამასთან?
-მე მითხრა ნუცა ცუდად გამხდარა გზაშიო და სკოლიდან წამოიყვანა.
-აუ, თქვენ ორს როგორ გეტყობათ, რომ ძმაკაცები ხართ.
დემეტრეს და ალექსს გულიანად გაეცინათ.
-რა გაცინებს, რა? ნუცა ალექსს გაუწყრა.
-მაპატიე, ნუცა გქვია ხო? სულაც არ მინდა გაცნობის პირველი დღიდანვე ვიჩხუბოთ, მე დიტო ძალიან მიყვარს.
-აი მე კი ნატაზე ვგიჟდები და სულაც არ მინდა მას ვინმემ უშალოს ნერვები. ნუცა ძალიან ბრაზობდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, რაში სჭირდებოდა ალექსთან ჩხუბი, ამით ხომ დემეტრესთანაც გაიფუჭებდა საქმეს.
-მოდი ასე შევთანხმდეთ, ხუთივემ სადმე გავისეირნოთ და ერთმანეთი გავიცნოთ...
-მეხუთე ვინაა?
-დავითა... ჩვენი ძამიკო... საუბარში ჩაება დემეტრე.
-უკვე სამი საათია, სახლში გვაგვიანდება.
-წადით ახლში, დაისვენეტ.. თუ გინდათ იმეცადინეთ და ექვს საათზე შევხვდეთ და სადმე გავისეირნოთ, გაწყობს?
-არამგონია ნატა დაგვთანხმდეს... ჩუმად უჩურჩულა ბიჭს...
-ნუ გეშინია, ისე უყვარხარ ჩვენთან ერთად მარტოს არ დაგტოვებს...
ნუცამ ჩაიხითხითა და მეგობარს მიუბრუნდა.
-ნატა თანახმა ხარ, რომ ამათთან და კიდევ მათ ერთ ძმაკაცთან ერთად სადმე გავისეირნოთ?
-ამ დეგენერატთან ერთად? შანსი არაა!
-კარგი რა, მარტო გამიშვებ? ნუცამ თავისი ,,საფირმო" გამოხედვა მიაპყრო მეგობარს...
-შენ შემიწირავ ნუცა, შენ...
-ესეიგი ექვსზე გამოგივლით, თქვა დემეტრემ და გოგონებს დაემშვიდობა...
ნუცა და ნატა სახლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ... პატარა წითურმა გოგონამ, იცოდა, რომ ყველაფრის დაფქვა მოუწევდა, ამიტომ ნერწყვი გადაწყლაპა და ღრმად ჩაისუნთქა... მალე ნუცას სახლსაც მიუახლოვდნენ და ერთმანეთს დაემშვიდობნენ... ნატა ჯერ კიდევ გაბრუებული იყო... თან უხაროდა მეგობრის ამბავი, მაგრა ეჭვის ჭია მაინც უღრღნიდა გულს... მაგრამ ცდილობდა ეს შეშფოთება არ შეემჩნია.
ნუცამ სახლის კარი ჩუმად შეაღო და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას მიესალმა... მერე სწრაფად აირბინა კიბეებზე და ოთახში შევიდა. ემოციებით დატვირთულს ჭამის თავიც კი არ ჰქონდა, ჩანთა სკამზე დააგდო და საწოლზე გაითხლარშა. ცოტა ხანი დაისვენა, მალე მის კარზე თათიამ დააკაკუნა.
-შვილო გცალია?
-ხო დედა შემოდი...
-მოხდა რამე? არ გშია?
-არაა... ჯერ ვიმეცადინებ და მერე შევჭამ...
-კარგი, მაშინ მე გავალ.
-დედა... საწოლიდან წამოხტა გოგონა.
-გინდა რამე?
-ცოტა ხანი მოდი რა, თუ გცალია ვილაპარაკოთ.
-ხდება რამე?
-დე, რომ გაიგო... შეყვარებული მყავსთქო, რას იზამ?
-შეყვარებული გყავს?
-არა, არა... უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს... ძალიან პატარა ვარ?
-ნუცა, რამეს მიმალავ?
-არა... უფრო სწორად კი... დედა შენი დახმარება მჭირდება.
-ნუთუ ჩემი პატარა შვილი შეყვარებულია? მომიყევი რა ხდება. თათია საწოლზე შეხტა და შვილს ჩაეხუტა.
-მთლად ეგრეც არ არის... უბრალოდ, მე დღეს... მოკლედ ერთმა ბიჭმა მითხრა მომწონხარო... კი არა და მიყვარხარო. არ ვიცი მართალს ამბობდა თუ არა.
-შანსი არაა, ქალმა ყოველთვის იცის როდის ატყუებენ, მთავარია კარგად დაფიქრდეს...
-მე გულწრფელი მეჩვენა...
-მერე? ვინაა? რამხელაა? რას საქმიანობს?
-დედა შენ რა საერთოდ არ ბრაზობ?
-შენზე? გაგიჟდი? ჩემს შვილს პირველი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა... ახლა მომიყევი ვინაა.
-ნიტას შვილია, დემეტრე... მის სახლში გავიცანი... უფრო სწორად პირველად სკოლის ბიბლიოთეკაში ვნახე, და მერე მასწავლებლთან, სახლში... თავიდან ძალიან არ მომეწონა, მაწვალებდა... მაგრამ დღეს მითხრა რომ ვუყვარვარ...
-ას ქვია გაქვსლებდა? გინდა დედამისს ველაპარაკო.
-არა.
-რატომ?
-აუ არ ვიცი... ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს, იცი რა სხვანაირია? ყველაზე საძაგელი ადამიანია ვისაც ვიცნობ, მაგრამ აი არ ვიცი როგორ აგიხსნა... მიჭირს შენთან ამაზე საუბარი...
-მოგწონს?
-მგონი... არ მინდა გამიბრაზდე.
-მერე ვინ გიბრაზდება? შენ ის მითხარი როგორი ბიჭია?
-რა ვი, ძალიან სიმპატიურია, თან კარგად სწავლობს, მაგრამ...
-მაგამ რა?
-არ ვიცი... დე იცი, მისმა ძმაკაცმა მე და ნატას გვთხოვა საღამოს შევხვდეთო...
-დათანხმდი? ოდნავ დასერიოზულდა თათია.
-ჰო... დამნაშავესავით ჩაილაპარაკა გოგონამ. _ძალიან ბრაზობ?
-ვეცდები არ გავბრაზდე, თუ სახლში მალე მოხვალ და შენ და ნატა ერთმანეთს არ მოშორდებით.
-გპირდები! მხიარულად წამოიძახა გოგომ...
დედაშვილის დიალოგი ძალიან უცნაურად განვითარდა, ნუცა ვერცკი წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა ასე იოლად დასრულებულიყო. ეგონა დედა რამეს მაინც ეტყოდა... გაუწყრებოდა... მაგრამ არა, თათია ამ ამბავს ისე შეხვდა, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი...
დრო მალე გავიდა, ექვსს ათი წუთი აკლდა, რომ ნუცას ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა.
-,,ჩამოდი, შენს სახლთან ვარ. დემეტრე"
-,,მოვდივარ" უცებ უპასუხა გოგონამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო...
სხვა დღეებთან შედარებით თითქოს ძალიან შეცვლილი იყო, თვალებში რაღაც უცნობი სხივი უკრთოდა... ნუცა ბედნიერი იყო...
-დედა, მოვიდა.
-მართლა ? სადაა?
-გარეთ იცდის...
თათიამ ფანჯარასთან მიირბინა და დემეტრეს ძებნა დაიწყო. თვალი მოჰკრა მაღალ სანდომიან ბიჭს... თვალები შუბლზე აუვიდა...
-დედი გემოვნება კი გქონია...
ნუცას მის რეაქციაზე გაეცინა... დედას ჩაეხუტა და გარეთ გავიდა. დემეტრემ გოგონა დაინახა თუ არა თვალები გაუნათდა.
-წავედით?
-ცოტა ხანი დავიცადოთ, ნატაც ჩამოვა და წავიდეთ კარგი...
-კარგი..._იცი? ძალიან ლამაზი ხარ.
მოულოდნელმა კონმპლიმენტმა გოგონა გააწითლა, ვერაფერი მოიფიქრა და თავი უბრალოდ დახარა... სწორედ ეს აგიჟებდა დემეტრეს, მისი სინაზე და სისპეტაკე... შეეძლო მთელი დღე მდგარიყო და მისი საყვარლად შეფაკლული ლოყებისთვის ეცქირა...
(მეცამეტე თავი)
თათიამ ფანჯარასთან მიირბინა და დემეტრეს ძებნა დაიწყო. თვალი მოჰკრა მაღალ სანდომიან ბიჭს... თვალები შუბლზე აუვიდა...
-დედი გემოვნება კი გქონია...
ნუცას მის რეაქციაზე გაეცინა... დედას ჩაეხუტა და გარეთ გავიდა. დემეტრემ გოგონა დაინახა თუ არა თვალები გაუნათდა.
-წავედით?
-ცოტა ხანი დავიცადოთ, ნატაც ჩამოვა და წავიდეთ კარგი...
-კარგი..._იცი? ძალიან ლამაზი ხარ.
მოულოდნელმა კონმპლიმენტმა გოგონა გააწითლა, ვერაფერი მოიფიქრა და თავი უბრალოდ დახარა... სწორედ ეს აგიჟებდა დემეტრეს, მისი სინაზე და სისპეტაკე... შეეძლო მთელი დღე მდგარიყო და მისი საყვარლად შეფაკლული ლოყებისთვის ეცქირა...
-თქვი რამე...
-მე? რა ვთქვა?
-რა ვი, რაც გინდა... შენზე მომიყევი.
-დღეს მთელი დღე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობდი? მორცხვად გაუცინა ნუცამ.
-ნატა მალე მოვა?
-კი მომწერა ორ წუთში ჩამოვალო...
-კარგი, მე ალექსას და დათოს მივწერ...
-და სად მივდივართ?
-რა ვი, სად წავიდეთ? მგონი ჯობია სადმე კაფეში დავსხდეთ.
-ხო ალბათ...
დიდხანს ლოდინი არ მოუწიტ, მალე ნატაც გამოჩნდა... როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო. დემეტრეს და ნუცას მხიარულად მიესალმა...
-აბა საით?
-ჯერ მეტროსთან, ბიჭებს შევხვდეთ, მერე სადმე კაფეში... დემეტრემ ძალიან მარტივად ჩამოაყალიბა მთელი დღის მარშრუტი.
-ძალიან კარგი.
ნუცას გაუკვირდა მეგობრის ასეთი ზრდილობიანი ქცევა... გზაში ჩუმად უჩურჩულა რა გჭირსო. ნატა მის კითხვას ძალიან მხიარულად შეხვდა.
-არაფერი არ მჭირს, უბრალოდ პირველად ხარ შეყვარებულთან ერთად და არ მინდა ეს დღე ჩაგაშხამო. იმედია იმ დებილს არ მოუნდება თავისი გასაოცარი იუმორის გრძნობის გამოვლენა, თორემ მომიწევს გაწყენინო.
-არა მგონია... ისე ეს ჩემი შეყვარებული არ არის.
როგორც ცანს დემეტრე უსმენდა მათ საუბარს, ნუცას ბოლო სიტყვები ნამდვილად არ ესიამოვნა.
-აბა ვინ ვარ? ,,boy friend" ი?
-შენ რა გვისმენდი?
-ნუცა, ჩემს გვერდით მოდიხარ... შენი აზრით ყრუ ვარ?
-ხო, რა ვიცი... გოგონამ თემის შეცვლა სცადა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა.
ათ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ... მართალია ნატა დიდად აღფრთოვანებული არ იყო ამ ,,სამი მუშჯეტერით" როგორც მათ ეძახდა ხოლმე, მაგრამ მაინც ეცადა მათ უკეთ გაცნობას... დრო ტყუიად არ დაუკარგავს, გოგონამ აღმოაჩინა, რომ დემეტრე და დავითა ალექსას მსგავსი მასხარები სულაც არ იყვნენ და მათთან მეგობრობა შეიძლებოდა. აი ალექსი კი სულ სხვა იყო, ამ ადამიანის სიცილიც კი აღიზიანებდა, მთელი იმ დროის მანძილზე რაც ერთად გაატარეს, ცდილობდა მისთვის არ შეეხედა, მაგრამ ვინ აცდიდა? ალექსი ყველანაირად ცდილობდა მის გამოწვევას... სამი წლის ბავშვივით იქცეოდა. ხან თმებს წიწკნიდა, ხანაც ენას უყოფდა. ნუცა ამას ამჩნევდა, და ძალიან ხალისობდა...
–რაო, გეცნო სიტუაცია? ჩუმად გადაუჩურჩულა დემეტრემ თავის ახლადგამომცხვარ შეყვარებულს.
–ჰმ... ხარი ხართან რომ დააბა...
-ჰო არა?
-ისე ალექსს არ ვურჩევ მაგ ლოგიკით მოქმედებას... მართალია მე და ნატა საუკეთესო მეგობრები ვართ, მაგრამ საერთოდ არ მგავს... და ვერც მსგავს გამოხტომებს ვერ იტანს. ახლა ჩემი ხათრით ითმენს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება აფთქდეს... ამაზე მე ვერ ვაგებ პასუხს...
-ეგრე სერიოზულადაა საქმე?
-აჰამმ. თავი დაუქნია ნუცამ.
-გინდა ალექსს დავეაპარაკო?
-არა, შეეშვი... თავის თავზე რომ გამოცდის მის აფეთქებას მერე შეეშვება... თან ნატაც ღირსია, მანაც ხომ უნდა გამოსცადოს როგორია როცა სისხლს გიშრობენ.
-მეგობარზე ასე რატომ ლაპარაკობ? დემეტრეს ძალიან გაუკვირდა მისი ნათქვამი.
-რატომ და შენს ,,გმირობებს" რომ ვუყვებოდი დამცინოდა ხოლმე, ახლა მე დავცინებ.
-ანუ ჩემზე უყვებოდი ხოლმე? ბიჭმა წარბები სასაცილოდ აათამაშა.
-რა წვეტიანი კითხვები გაწუხებს? მეგობარია და ჩემს გასაჭირს ვანდობდი.
-აჰ მე მაპატიეთ გოგონი...
-მიპატიებია. საყვარლად ჩაიხითხითა გოგომ.
-გუგულებო, თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ? აქ ერთნმანეთის გასაცნობათ ვართ მოსულები.
-ალექს მოკეტე თუ ძმა ხარ...
-რატო სიხხ..
-სულ როგორ უნდა მასხარაობდე? ნატამ საუბარში ჩარევა სცადა.
-შენ გგონია ახლა ვმასხარაობ? ცდები ლამაზოო, მე ახლა სერიოზული ვარ... გინდა გიმღერო?
-აუ ნუცა, წავიდეთ, თორემ მოვკლავ.
-არ წახვიდეთ რა, ჯერ რვაც არ არის...
-არა არა, გვიანია უკვე. მეგობარს მხარი აუბა ნუცამ.
-კარგი, მაშინ ანგარიშს გავასწორებ და წავიდეთ.
ბიჭებმა ნატა და ნუცა სახლამდე გააცილეს, იმის გათვალისწინებით, რომ ნატა უფრო შორს ცხოვრობდა საჭირო გახდა ალექსი და დავითა გაჰყოლოდნენ მას, ბევრი კი იუარა... მაგრა არავინ უსმინა... გოგო მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, რომ ალექსი გზაში ხმას არ ამოიღებდა. დემეტრე კი ნუცასთან დარჩა... რაღაც საქმე ჰქონდა თურმე.
-კარგად დემეტრე...
-ნუცა...
-რა იყო?
-დღეს რაც თქვი მართალია? საერთოდ არაფერს ვნიშნავ შენთვის?
-ეგ კიდევ გახსოვს?
-რა დამავიწყებს.... დემეტრე ასეთი სერიოზული არასდროს ყოფილა... ნუცამ არ იცოდა თუ რა უნდა ექნა... ის ხომ პირველად იყო შეყვარებული...
-დაიხარე, რაღაც უნდა ჩაგჩურჩულო.
დემეტრემ მუხლები მოხარა და გოგონას გაუთანაბრდა. ეგონა ნუცას მართლა რამის თქმა სურდა, მაგრამ შეცდა... სასიამოვნოდ შეცდა. გოგონამ მას ლოყაზე აკოცა და სიტყვის თქმაც არ აცადა ისე შევარდა სახლში.
დემეტრე კარგა ხანს გაბრუებული იდგა, მალე მისმა ძმაკაცებმაც ჩამოიარეს, გაუკვირდათ... დიტო ასეთი ,,გამოშტერებული" ჯერ არ ენახათ.
-რა გჭირს ტო? იკითხა დათომ.
-არაფერი... წავიდეთ?
-ხო.. წავიდეთ..
-ამას რა სჭირს? დემეტრემ ახლაღა შეამჩნია, რომ ალექსს ლოყა გაჩხაპნილი ჰქონდა.
-შენი აზრით?
-ნატა?
-ამან უთხრა მაკოცე დამშვიდობების წინო და მიიღო... იმის მერე ხმას აღარ იღებს. გაბრაზებულია.
-აბა რა ეგონა...
დემეტრე მეგობარს მიუბრუნდა და ხელი უჯიკა.
-რა გჭირს ბიჭო... მართლა გაბრაზებული ხარ?
-ამ გოგოს ცოლად მოვიყვან! ფიქრებიდან გამოერკვა ალექსა.
-რეებს ბოდიალობ ბიჭო?
-აუ იმენა ფოცხვერია... მაგრად დამევასა... არ მოვასვენებ.
-ბიჭო ზედმეტი არ მოგივიდეს... ნუცას მეგობარია...
-ბიჭო შენ რა რომანტიკული გახდი ამ ბოლო დროს... მალე სერიალების ყურებასაც დაიწყებ ალბათ....
-აუ აუ ალექს... შენ რა ,,ღადო" ხარ ბიჭო... იმენა ვეცემი შენ ღადაობებზე.
-კაი ტო ნუ დასცხებთ ახლა... ამ დროის მანძილზე პირველად ამოიღო ხმა დავითამ...
-კაი კაი... მართალია ალექსა... უბრალოდ იმ გოგოს წესიერად მოექეცი, ზედმეტი არაფერი უთხრა... გთხოვ.
-კაი ტო... ხომ არ შევჭამ. შენ გგონია ვღადაობ? მართლა მაგრად დამევასა.
(მეთოთხმეტე თავი)
ბიჭები მალე დაიშალნენ... დემეტრეც სახლში დაბრუნდა, ნიტას როგორც ყოველთვის მოსწავლეები ჰყავდა... ბიჭს ხელის შეშლა არ უნდოდა, ამიტომ ოთახში გავიდა და კომპიუტერი ჩართო. პირველად ნუცა გაახსენდა, გადაწყვიტა მიეწერა... რა საოცარია არა? გოგოს სულ რაღაც ოცი წუთის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ისე ენატრებოდა, თითქოს საუ კუნის უნახავი ყოფილიყო... ,,facebook" გახსნა და გოგონა მოძებნა... მეგობრებში დაამატა და დაელოდა როდის შემოვიდოდა... ნუცას თითქოს გულმა უგრძნოო...
,,გამარჯობა გოგონი, ძალიან ნაცნობი სახე გაქვს..."
,,უკაცრავად გიცნობთ?"
,,არა, მაგრამ რა პრობლემაა, გავიცნოთ ერთმანეთი... მე დემეტრე მქვია"
,,მე ნუცა"
,,ნუცა რა წითელი თმები გაქვს, ,,რიჟა",რომ დაგიძახო შეიძლება?"
,,არა-ა-ა. სახელი მაქვს მე."
,,რა მკაცრი ყოფილხარ... ამ საღამოს რას აკეთებ?"
,,უკაცრავად, არ გიცნობთ და შემეშვით რაა..."
,,რატომ ნუცა? შეყვარებული გეჩხუბება?"
,,მე? არ მყავს შეყვარებული"
,,მე ვიცი, რომ გყავს"
,,მართლა? საიდან მოიტანეთ?"
,,დღეს დაგინახეთ ერთ სიმპატიურ ბიჭთან ერთად"
,,აჰ... იმ ლაწირაკზე ამბობთ? არაა... არ არის ჩემი შეყვარებული."
,,არადა უხდებით ერთმანეთს..."
,,ვითოომ? არა ,,ძალიან სვანია" შენ გყავს შეყვარებული?"
,,მე? არც მე... ერთი პატარა გოგო მაწუხებს... არ ვიცი როგორ მოვიშორო."
,,ბიჭოო! შენ თავი ხომ არ მოგბეზრდა? "
,,ნეტავ მანახა შენი სახე ახლა... წარმომიდგენია, ალბათ პატარა ფინიასავით იღრინები"
,,ღრენა მაშინ ნახე, როცა გნახავ."
,,მომწონს ეგ იდეა, როდის მნახაავ? ხო მართლა, დედაშენმა რაო? მოვეწონე?"
,,რატომ გგონია, რომ დედაჩემს შენზე დაველაპარაკებოდი?"
,,მგონია კი არა დარწმუნებული ვარ, ხომ არ გეჩხუბა?"
,,არა-ა-ა, თათიას არ უყვარს ჩხუბი"
,,ძალიან კარგი, ანუ რომ მოგიტაცებ მალე შემომირიგდება ხო?"
,,რეებს ბოდიალობ დემეტრე"
გოგონას პირველად მოხვდა გულზე მისი სიტყვები... ნუთუ დემეტრე უკვე ამაზე ფიქრობდა?
,,ვხუმრობ, რა გგონია მართლა ცოლად შეგირთავ? ლაწირაკო"
,,ნერვებს მიშლი, წავედი მე მეძინება"
,,კაი სიხხ, მალე მოვალ შენს სიზმრებში"
,,გაგიჟდი? გინდა ღამით გული გამისკდეს?"
,,კაი ერთი, ვითომ ჯერ არ დაგსიზმრებივარ"
დემეტრე გრძნობდა, რომ უკვე აღარ შეეძლო მასთან ნორმალურად ლაპარაკი... დულ უნდოდა ამ პატარა გოგონასთვის ნერვები ეშალა... ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ნუცა ამ ამბავს მხიარულად ხვდებოდა და თავადაც ცდილობდა ხუმრობაში აჰყოლოდა...
ნუცას არა, მაგრამ დემეტრეს კი ნამდვილად დაესიზმრა მისი ახლადგამომცხვარი შეყვარებული. დილას ბედნიერი სიფათით ადგა და სამზარეულოში გავიდა ნიტა უკვე ამდგარიყო და შვილისთვის ჩაის ამზადებდა.
-როგორ არის ჩემი ყველაზე ლამაზი დედიკო?
-დედი რა გჭირს? წუხელ საწოლიდან გადმოვარდი?
-არა დე, არ გადმოვვარდნილვარ, უბრალოდ ბედნიერი ვარ...
-ჩაის ხომ დალევ?
-კი, კი დამისხი...
დემეტრემ უცებ ისაუზმა და სკოლასი წავიდა... ასეთი აჟიტირებული არასოდეს ყოფილა, მთელი დღე ხუმრობდა... რაც მასწავლებლებს ძალიან არ მოსწონდათ. რამდენჯერმე კინაღამ გააგდეს კიდეც კლასიდან... როგორც იქნა ზარი დაირეკა, ბიჭი მაშინვე ნუცას სანახავად წავიდა...
-როგორ ხარ რიჟა?
-ეგ რამე ახალია?
-კი, კი ეს სახელიც გიხდება...
-აუ რაა, ოღონდ ჩემი სახელი არ დამიძახო და ყველაფერ აკეტებ რაა...
-ახლა არ თქვა რიჟა არ ვარო.
-მავნე ხარ, სუფთა მავნე...
ნუცამ ბიჭს გაუცინა და ხელი მკლავში ჩაარტყა. ასე ,,თბილად" ვითარდებოდა მათი ურთიერთობა. დემეტრე ნუცას ნერვებს უშლიდა, არც გოგონა აკლებდა... მათემატიკის გაკვეთილები სულაც აღარ წარმოადგენდა მისთვის ტანჯვას, პირიქით... დემეტრეს შეცვლა ნიტამაც შეამჩნია, მაგრამ მიზეზი ვერა და ვერ გაარკვია... გოგონას აღარაფრის ეშინოდა, დემეტრე დროის უმეტეს ნაწილს ნუცასთან ატარებდა... არ იფიქროთ მეგობრებისთვის ვეღარ იცლიდაო... პირიქით დემეტრეს მეგობრებმა ისე კარგად გაუგეს ნუცას და ნატას, რომ მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, ხან სეირნობდნენ, ხანაც კინოში დადიოდნენ... დემეტრე და ნუცა მარტო თითქმის ვერ რჩებოდნენ, რაც ბიჭს ძლიერ აღიზიანებდა, რადგან მასზე დიდი ეგოისტი მთელს მსოფლიოში არ არსებობდა.
ერთ დღესაც გადაწყვიტეს ახალი ფილმის სანახავად წასულიყვნენ. დემეტრემ ნუცას გადაურეკა, ნუცამ ნატას... კინოთეატრის წინ შეიკრიბნენ.
-დათო სად არის? იკითხა ნუცამ.
-ვიღაცა გოგო გაიცნო და ის უნდა ენახა...
-აა, ძალიან კარგი...
-წამო შევიდეთ.
ბავშვები კინოთეატრში შევიდნენ სალაროსთან ალექსი მივიდა და ოთხი ბილეთი გამოართვა... დემეტრეს და ნუცას შუა რიგებში შეხვდათ ადგილები...
-ჩემი ბილეთი სად არის?
-უი შენც გინდა ბილეთი? დამავიწყდა ყიდვა...
ნატა უკვე შეჩვეული იყო მის ოინებს, ამიტომ უხმოდ მივიდა სალაროსთან...
-კარგი ხო, გეხუმრე რა იყო?
ნატას არაფერი უთქვამს ისე გაუწოდა ხელი. ბიჭმა ბილეთი გაუწოდა... გოგონამ მას დახედა ლამის აფეთქდა...
-ჩვენი ბილეთები უკანა რიგებში რატომ არის?
-ჰმ... რა? ეგ როგორ მაკადრეს... ვიღაც უცხო გოგოსთან ერთად რა მინდა უკანა რიგებში? ამათ მე ვინ ვგონივარ?
-შე დეგენერატო განგებ დაამთხვიე არა?
-მე წესიერი ბიჭი ვარ, არაფერი შეგეშალოს რააა...
-გამოცვალე ბილეთები...
-მარტო ეს ადგილებია.
-მაშინ დემეტრეს და გავუცვლი...
-გაგიჟდი? ეგენი ხომ იცი, ერთად არიან და რამე... რა იყო, გეშინია რომ ცდუნებას ვერ გაუძლებ?
-ნუ ბოდიალობ რაღაცეებს, დროზე ფეხი გაადგი!
-მბრძანებლობაც დამიწყო ქალბატონმა, შენ ცოლად რომ მოგიყვან მერე საერთოდ თავზე დამაჯდები.
-აუ რა დავაშავე ასეთი?
-ეგეთი ლამაზი ფეხებით არ უნდა დაბადებულიყავი... დემეტრემ გოგონას თვალი ცაუკრა და დარბაზისკენ გაუძღვა.
ფილმი მალე დამთავრდა, შენობიდან გამოსვლისას მათი გზები გაიყო... დემეტრეს გოგონების გასაცილებლად აღარ ეცალა, ტრენერი ელოდებოდა სულ არაც სამ დღეში მისი ბრძოლა იმართებოდა, ამიტომ სრული დატვირთვით უნდა ემუშავა. ნუცას არ მოსწონდა ეს ამბავი, მაგრამ რას იზამდა? ვარჯიშს ხომ არ აუკრძალავდა?
-აუ გოგო ეს დებილი ალექსა რა ნერვებს მიშლის.
-რას ერჩი? საყვარელია...
-რაო დიდი ხანია აღარ გვაბრაზებენო და დიდ გულზე ვართო?
-კარგი რა გოგო... მოსწონხარ.
-ხოდა მე არ მომწონს და ერთ დღეს შემომელახება და ნახავს მერე...
-ნატა, მე უკვე ვხედავ, რომ თქვენს შორის ვნება გაჩნდა.
-გოგოო, გამასწარი აქედან.
(მეთხუთმეტე თავი)
დემეტრე ბოლო სამი დღის განმავლობაში თითქმის არ გამოჩენილა. სრული დატვირთვთ მუშაობდა, შეყვარებულისთვის მხოლოდ საღამოობით იცლიდა...
,,ნუცა როგორ ხარ? ხომ არ გძინავს?"
,,არა, ჯერ არა... რა ქენი ივარჯიშე?"
,,აუ ტრენერმა გამთანგა"
,,რა გიჟი ხარ..."
,,მისმინე... ხვალ გეცლება? სკოლის მერე მოვალ და გაგაცლებ კარგი?"
,,სკოლაში რატომ არ დადიხარ?"
,,ხომ იცი ნუცა, ვერ ვიცლი... მოკლედ გცალია?"
,,კი მეცლება, დედას გავაფრთხილებ... სხვებსაც ვუთხრათ?"
,,არა, მარტო მე და შენ. ცოტა ხნით სადმე გავისეირნოთ კარგი?"
,,კარგი"
,,დაიძინე ახლა, გვიანია უკვე."
ნუცას ტკბილად დაეძინა, მეორე დღეს შეშინებულივით დადიოდა... ძალიან დაბნეული იყო.. ღელავდა, დღეს ხომ დემეტრეს ძალიან სერიოზული შეხვედრა ჰქონდა, ეშინოდა რაიმე არ დამართნოდა... ის ხომ არალეგალურ ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას, ეს ფაქტი ნუცას შიშს კიდევ უფრო ამძაფრებდა. გაკვეთილები ძალიან ნელა მიიზლაზნებოდა, ნუცას ერთი სული ჰქონდა როდის მოშორდებოდა სკოლას... რატომღაც გული ცუდს უგრძნობდა... ცდილობდა ის საშინელი ფიქრები, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა გაეფანტა, მაგრამ არა და არ გამოსდიოდა. როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები, გოგონამ ჩანთას ხელი დაავლო და კლასიდან პირველი გამოვარდა, სკოლის კარებთან დემეტრეს შეხვდა... ბიჭს ძალიან გადაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ ნუცას შეხედა თუ არა თვალები გაუბრწყინდა.
-როგორ ხარ რიჟავ?
-ჰმმ, კარგად ვარ.. შენ როგორ ხარ?
-აუ რა ვი, ცოტა დავიღალე.
-გეტყობა. ძალიან ცუდად ხარ?
-არაა... დღეს მთელი დღე ვისვენებ. საღამოს ფორმაში უნდა ვიყო... წამოდი გავისეირნოთ ცოტა.
-ხომ არ გირჩევნია სახლში წახვიდე და დაიძინო?
-არა, შენთან მირჩევნია... ჩანთა მომეცი, მე წამოგიღებ.
-სად წავიდეთ?
-ერთ პარკს გაჩვენებ... თითქოს არაფერიო, მაგრამ როცა მარტო ყოფნა მინდა სულ იქ დავდივარ ხოლმე... ძალიან ძველია, ხალხიც კი აღარ დადის.
-კარგი...
ნუცა და დემეტრე დიდხანს ისხდნენ პარკში, მართლაც რომ მიტოვებულს ჰგავდა აქაურობა... პარკიც კი აღარ ეთქმოდა, უბრალოდ ერთი ძელსკამი იდგა...
-დემეტრე ძალიან გვიან იმართებ შეხვედრა?
-არც ისე, რა იყო? ბიჭი მისმა კითხვამ შეაკრთო... კარგა ხანს ეძება პასუხი მის თვალებში და როგორც იქნა მიაგნო... _შენ რა დასწრება გინდა? გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი.
-არა ნუცა! არ შეიძლება.
-რატომ? იცი? ძალიან ვნერვიულობ... რამე რომ დაგემართოს? გთხოვ.
-რაც გინდა მთხოვე, მაგის გარდა.
-კარგი რა... ანუ ამით იმას ამტკიცებ, რომ მართლაც უნდა ვინერვიულო.
-არა, ამით იმას ვამტკიცებ, რომ არასდროს მივცემ თავს უფლებას იხილო გაგიჟებული დემეტრე ჯაჭვლიანი, გასაგებია?
-აუ, კაგი რა...
-ნუცა! აღარ გავიმეორებ და საერთოდ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, ნერვები მეშლება.
ნუცა პატარა ბავშვივით აზლუქუნდა, დემეტრეს თავიდან გაეცინა მის ბავშვურ რეაქციაზე, მაგრამ მერე გული ჩაეწვა... არ უნდოდა ამ პატარას ცრემლებისთვის ეყურებინა.
-მაპატიე გთხოვ...
-შემეშვი!
-ბოდიში, მართლა არ მინდოდა შენი წყენინება.
დემეტრე გოგონას მკლავებში ცააფრინდა, აიძულა თავი აეწია, ნუცას თავფლისფერი თვალები სულ ჩასწითლებოდა. ბიჭმა მას შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრა.
-მაპატიებ?
-არაუშავს...
ბიჭმა კიდევ ერთხელ ჩახედა გოგონას თვალებში... მერე მზერა მის ათრთოლებულ ტუჩებზე გადაიტანა...
-ახლა, რომ გაკოცო ყველაფერს გავაფუჭებ არა?!
ნუცამ ისევ თავის დაქნევით უპასუხა.
-მაშინ უბრალოდ ჩაგეხუტები...
როცა ერთად იყვნენ დრო ძალიან მალე გადიოდა... გოგომ საათს, რომ დახედა კინაღამ გული გაუსკდა.
-უკვე ხუთი საათია, თათია ალბათ გიჟდება უკვე. თან ტელეფონიც გამომერთო...
-კაი წავიდეთ უცებ, გაგაცილებ.
-არა, არ მინდა... სახლში ადი და დაისვენე.
-კარგი, შეხვედრის მერე მოგწერ თუ ძალიან გვიანი არ იქნა.
-კარგი, თუ ცოცხალი გადავრჩი მაინც არ დამეძინება.
-თვალები შეიმშრალე გთხოვ... თორემ გავრეკავ.
ნუცამ ბიჭს გაუცინა და წავიდა. სახლში შესვლისთანავე თათიას ოთახში გაიქცა, ქალი საწოლზე იყო წამოწოლილი და წიგნს კითხულობდა ნერვიულობის არაფერი ეტყობოდა...
-მოვედი დე...
-ასე მალე? ნატამ თქვა შეგვაგვიანდებაო... ხო მართლა, სად არის ნატა?
ნუცა მიხვდა, რომ ამ საქმეში მისი მეგობრის ხელი ერია, გულში ნატა მადლობებით აავსო.
-მოხდა რამე? რა სახე გაქვს?
-არაა, არაფერი მომხდარა. კარგი მე გავალ...
ნუცა ოთახში შევიდა თუ არა ტელეფონი ჩართო... თათიასგან და ნატასგან უამრავი უპასუხო ზარი იყო შემოსული, პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ მეგობარს გადაურეკა.
-გოგო სად ხარ ამდენ ხანს? იცი რამდენი გირეკე?
-აი შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ... რა უთხარი თათიას? მეგონა გააფრენდა ამდენ ხანს, რომ სემაგვიანდა.
-დამირეკა, ნუცას ვერ ვუკავშირდები და ხომ ერთად ხართო, მეც ვუთხარი ჩემთან ვართ სახლსი თქო, და ერთად ჩამოვალთ მერეთქო...
-აუ ჯიგარი ხარ... ჩამო რა ჩემთან.
-ეეე, მეზარება...
-მიდი რა ჩემო ბუზღუნავ, გეხვეწები.
-კაი ჩავიცმევ და გამოვალ...
-მიდი, რვეულებიც წამოიღე და თან ვიმეცადინოთ.
-იცოდე ყველაფერი უნდა მომიყვე...
-კარგი დროზე.
მეგობრის მოლოდინში ნუცა საწოლზე გაითხლარშა და მთელი დღე გაიხსენა, უფრო სწორად ის საათები, რომლებიც დემეტრესთან ერთად დაჰყო... ყველაზე ტკბილად მისი ნაცრისფერი თვალები ახსენდებოდა... ერთი კითხვა კი სულ ექოსავით ჩაესმოდა...
,,ახლა, რომ გაკოცო ყველაფერს გავაფუჭებ არა?!"
რატომ უთხრა უარი? პასუხი მარტივია... ნუცა ხომ პატარა გულუბრყვილო გოგონაა, რომელსაც პირველად ეწვია სიყვარული. მან ჯერაც არ იცის ზუსტად რა უნდა დემეტრესგან. თითქოს რარაცის ეშინია... რა საჭიროა ერთი სულელური ნაბიჯით ყველაფრის გაფუჭება? ჯერ ხომ ყველაფერი წინ აქვთ...
ნუცას დიდხანს ფიქრი არ დასცალდა, ოცი წუთიც არ იყო გასული, რომ მისი კარი ვიღაცამ შემობრდღვნა... რათქმა უნდა ეს ,,ვიღაც" ნატა იყო. გოგონას ტორნადოსავით დაატყდა და ყველაფრის მოყოლა მოსთხოვა.
-რაო შენმა პრინცმა, ვნერვიულობო?
-სულ როგორ უნდა ხუმრობდე? ის არა და მე ძალიან ვნერვიულობ...
-კარგი რა გოგო, ხომ არ მოკლავენ. დდი დიდი ერთი ორი მ ოსდონ ყბაში... არა კარგი ბიჭი კია, მაგრამ მე თუ მკითხავ ღირსიც იქნება. ვინმემ ხომ უნდა მოსვას ცოტა.
-ოე ოე, ნუ აუშვი აფრები. ვერავინაც ვერ მოსდებს, გასაგებია?
-კაი კაი, არ გინდა. ვიცი, რომ გიყვარს შენი პრინცი, თუ რაში? ნატამ ისეთი სახე მიიღო თითქოს ზოგადსაკაცობრიო კითხვა დასვა. ნუცას კი უნდოდა ,,სერიოზულობა შეენარჩუნებინა" მაგრამ ვერ შეძლო. ის ძალიან კარგად იცნობდა თავის მეგობარს, ისიც იცოდა, რომ ამას გულით არ ამბობდა და უბრალოდ ნუცას გამხიარულებას ცდილობდა.
-მადლობა.
-რისთვის მიხდი მადლობას?
-იმისთვის, რომ ამქვეყნად ყველაზე საძაგელი და საყვარელი მეგობარი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ისე როშავ მაგ მწარე სიტყვებს, ვითომც არაფერიო. იცი? ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით.
-მაგ სიტყვას დიდ ხანს ამზადებდი?
-ფუ, საძაგელო. ნუცამ ეს თქვა და ნატას ბალიში თხლიშა.
-მაგას არ შეგარჩენ! ნატამ ორივე ბალიში აიღო და გოგონას შემოარტყა... ოთახიდან საზარელი ხმები გამოდიოდა, თათია მიხვდა ვინც იყო ამის მიზეზი და კარზე დააკაკუნა, რა თქმა უნდა არავინ უპასუხა, ამიტომ კარი შეაღო და როდესაც მისკენ მფრინავი ორი თეთრი ბალიში შეამჩნია, თავის დახრა გადაწყვიტა, თუმცა რეფლექსებმა უმტყუნა. ახალგაზრდა ქალს ორივე ბალიში სახეზე ,,მიეხატა".
-პატარა, საძაგელო ბავშვებო... დაიღრიალა ქალმა ბავვშვები ადგილზე გაშრნენ. იფიქრეს თათია გაბრაზდაო და ერთმანეთს ჩაეკონნენ. ქალი ძირს დაიხარა, ბალიშები აიღო და გოგონებს ესროლა... წამიერი სიჩუმე კვლავ დაირღვა. ახლა არა მხოლოდ ოთახში, არამედ მთელს სახლში ისმოდა წივილ-კივილი... თითქოს რა ბავშვურია არა... ,,ბალიშებით ომი" ეს ხომ ერთ-ერთი ცნობლი გასართობია. რა მნიშვნელობა აქვს ასაკს და სტატუსს, რბილი თეთრი ,,ტომრები" ყველას ამხიარულებს...
ცოტა ხანში გოგონები მიხვდნენ, რომ ბრძოლის ველი ზედმეტად პატარა იყო და არეალის გაფართოება გადწყვიტეს, ტათიამ ოთახის კარი გააღო და გაიქცა... შეიარაღებული ნუცა და ნატა მას გაეკიდნენ. მთელი სახლი სავსე იყო ბუმბულებით. იქაურობის ნახვას არაფერი სჯობდა... კი ძალიან სიამოვნებდათ ეს თამაში, მაგრამ იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ, გოგონებს სამეცადინო ჰქონდათ, თათიას კი სახლი უნდა დაელაგებინა.
-კარგი ბავშვებო, დავიღალე... თან სახლიც უნდა დავალაგო, ნახე რა დღეში ჩავაგდეთ...
-თუ გინდა დაგეხმარებით... უთხრა ნატამ.
-არა, თქვენ იმეცადინეთ, აქაურობას მე მივხედავ.
-კარგი... მეც დავიღალე...
-ალბათ მოგშივდათ არა?
-მმ, კი... ცოტა.
–თქვენ ოთახში ადით, მე სენდვიჩებს გაგიკეთებთ....
–იეესს.
გოგონები ოთახში გაიქცნენ, კარგა ხანს მეცადინეობდნენ, მალე ნატას წასვლის დროც დადგა... ნატა წავიდა და თან წაიყოლა მთელი დღის მხიარულება. ნუცამ ისევ ჩამოყარა ყურები... დემეტრე გაახსენდა... წარამარა საათს უყურებდა...
,, ალბათ უკვე დაიწყო შეხვედრა... ნეტავ რას შვრება? იმედია ის ვიღაც ვერაფერს დაუშავებს... აუ რატომ ვნერვიულობ ასე, ხომ მითხრა, რომ საშიში არაფერია... დროზე მომწერე რა... გეხვეწები მომწერე"
ნუცას გული ცუდს უგრძნობდა, როგორ უნდოდა სულ ერთი წამით მაინც შეეხედა ბიჭისთვის, იქ რომ ყოფილიყო მხარში დაუდგებოდა, დემეტრესაც ძალა შეემატებოდა და უკეთესად იასპარეზებდა... "
გავიდა ერთი საატი, ორი, სამი... დემეტრე არ ჩანდა... გოგონა თვალებდაჭყეტილი იჯდა საწოლზე და ბიჭს ელოდებოდა....
(მეთექვსმეტე თავი)
ნუცას გული ცუდს უგრძნობდა, როგორ უნდოდა სულ ერთი წამით მაინც შეეხედა ბიჭისთვის, იქ რომ ყოფილიყო მხარში დაუდგებოდა, დემეტრესაც ძალა შეემატებოდა და უკეთესად იასპარეზებდა... "
გავიდა ერთი საათი, ორი, სამი... დემეტრე არ ჩანდა... გოგონა თვალებდაჭყეტილი იჯდა საწოლზე და ბიჭს ელოდებოდა... თორმეტი საათი სრულდებოდა, გოგონა ძალიან ნერვიულობდა, თავს იმით იწყნარებდა, რომ დემეტრეს უბრალოდ დაავიწყდა დარეკვა, ან ჰგონია რომ ნუცას უკვე სძინავს... მაგრამ ამას როგორ იფიქრებდა? ნუთუ არ იცნობდა ნუცას, დემეტრემ ხომ იცოდა, რომ თუ ნუცა მის ამბავს არ გაიგებდა ვერ დაიძინებდა...
პირველის ნახევარზე ნუცას ტელეფონში sms შემოვიდა.
,,ნუცა გძინავს?"
გოგონას თვალები გაუბრწყინდა, სიხარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო.
,, არა რა დამაძინებდა"
,,მნახავ?"
,,გაგიჟდი? ამ შუაღამეს სად გნახო?"
,,გადმოიხედე ფანჯრიდან"
სამი ზომით დიდ პიჟამაში გამოწყობილმა გოგონამ ფანჯარასთან მიირბინა, გარეთ ძალიან ციოდა... დემეტრე თავდახრილი იდგა, თითქოს გულმა უგრძნოო, მოულოდნელად ზევით აიხედა, სუსტი განათების ფონზე ნუცას წითელი თმები აბრჭყვიალდა, ამაც ბიჭს უჩვეულო სიმშვიდე მოჰგვარა.
,,კარგი, რადგანაც გნახე შემიძლია წავიდე"
გოგონას მესიჯი წაიკითხა და ლამის ფანჯრიდან გადახტა... ძალიან სწრაფად დაუბრუნა პასუხი..
,,არა, მოიცა, გამოვალ."
,,არა, მე მნახეთქო რომ გითხარი, ფანჯრიდან გადმოხედვა ვიგულისხმე, ეგეც საკმარისია"
ნუცა პასუხს აგვიანებდა, დემეტრემ იფიქრა დამიჯერაო და გაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ჭიშკრის ხმა რომ გაიგო ადგილზე გაშეშდა.
-გოგო გაგიჟდი? პიჟამათი გამოიპარე?
-როგორ ხარ?
-გაცივდები, შედი სახლში...
ნუცამ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა... სიბნელეში დემეტრეს სახე არ ჩანდა, მას კი ძალიან უნდოდა მისი თვალების დანახვა, ამიტომ ბიჭს არ დაუჯერა და კიდევ უფრო მიუახლოვდა. დემეტრემ თავისი ქურთუკი გაიხადა და გოგონას მანამ მიაწოდა სანამ კიდევ უფრო მიუახლოვდებოდა.
-არ მინდა.
-ჩაიცვი, ან სახლში შედი!
ნუცამ უხმოდ გამოარტვა ჯინსის ქურთუკი და ჩაიცვა. ახლა კი ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს მის თვალებში, რომ ჩაეხედა... მაგრამ ბიჭს თავი ჯიუტად დაეხარა და ხმას არ იღებდა.
-რატომ არ მიყურებ? მოხდა რამე? იცი როგორ ვინერვიულე? აქამდე რატომ არ დამირეკე?
ბიჭმა ყველა კითხვას ერთი მოძრაობით გასცა პასუხი. მან უბრალოდ თავი ასწია. გოგონამ შეამჩნია, რომ დემეტრეს მთელი სახე დასისხლიანებული ჰქონდა, ოდნავ შეჰკივლა... მერე ხელი სახეზე ჩამოუსვა... ბიჭს მისი შეხებისას გააჟრჟოლა როგორ სიამოვნებდა ნუცას გრილი ხელი მის ახურებულ ლოყებზე.
-ძალიან გტკივა?
-ისე რა...
-ასე რატომ ხარ ნაცემი, წააგე?
-არ წამიგია, მოვიგე... მაგრამ რინგიდან ჩამოსვლისას გონება დავკარგე.
ნუცა ძალიან შეწუხდა, უნდოდა ბიჭს დახმარებოდა, მაგრამ არ იცოდა რა უნდა ექნა, ძალიან შეეშინდა. აი თურმე რატომ იყო მთელი დღე უდად, გული არ ატყუებდა, იცოდა, რომ დემეტრეს საფრთხე ელოდა ნუცამ თავი ვერ შეიკავა და ბიჭს ჩაეხუტა, მას სახე ტკივილისგან დაემანჭა, ნუცა შეკრთა და მოულოდნელად მოშორდა.
-რა ხდება? იკითხა დემეტრემ.
-გატკინე რამე?
-არაუშავს... უბრალოდ ნეკნი გამებზარა.
-ღმერთო ასე როგორ იჩხუბეთ?
-ოთხი რაუნდი ვჩხუბობდით.
-კარგი რა... ასე არ შეიძლება.
-არაუშავს, მაგრამ არ ვიცი ნიტას რა ვუთხრა.. ასე რომ მნახავს გარეკავს.
ნუცა კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ბიჭს, ამჯერად უფრო ნაზად, ამ უკანასკნელს მისი შეხება ისე სიამოვნებდა, რომ ყველაფერი ავიწყდებოდა.
-ახლა პატარა გოგომ უნდა დაიძინოს.
-და დიდმა ბიჭმა რა უნდა ქნას?
-ეჰ... დიდმა ბიჭმა უნდა მოიფიქროს რა უთხრას დედას.
-ძილინებისა...
ნუცამ მისი ქურთუკი გაიხადა და სახლში შეირბინა, ცდილობდა არ ეხმაურა. ფეხაკრეფით ავიდა კიბეებზე და ოთახში უჩუმრად შეიპარა. სიცივისგან გააჟრჟოლა, მაშინვე საწოლში შეძვრა, მალე ძილმა წაართვა თავი...
დილით ნუცა ოთახშ შემოჭრილმა დაქალმა გააღვიძა, გოგონამ საწოლიდან წამოყო თავი და მის ოთახში შემოსული ახალგაზრდა ქალი შეამჩნია, თითქოს ეუცხოვაო, მაგრამ მის სილუეტში მალევე ამოიხნო თავისი განუყრელი მეგობარი, ნატა... პირველად რაც გაიფიქრა ის იყო, ასე რამ გაზარდაო... ამის კითხვასაც აპირებდა, მაგრამ მეგობარმა არ აცადა.
-რა იყო გოგო, რა უცხოსავით მიყურებ. ქალი მეგობარს მიუახლოვდა და საწოლიდან გადმოაგდო. ნუცამ საკუთარ გამოსახულებას სარკეში მოჰკრა თვალი და გაოცდა... უკვე ზრდასრული ქალი იყო, სავსე მკერდით და ძალიან ლამაზი წითელი დალალებით... ახლა კიდევ უფრო გაოცდა, თითქოს შოკში ჩავარდაო.
-ვიცი, რომ საკუთარი თავი ძალიან მოგწონს, მაგრამ დროზე უნდა მოემზადო და კაბა ჩაიცვა.
გოგონას, უფრო სწორად ახალგაზრდა ქალს უამრავი კითხვა დაებდა თავში.
-კაბა რატომ უნდა ჩავიცვა?
აბა ჯინსებით აპირებ გათხოვებას?
გათხოვებასო? ამ სიტყვებმა გოგონა ააფორიაქა, რა მოხდა? ნუთუ უკვე გაიზარდა... მაგრამ რატომ არ ახსოვდა არაფერი? თითქოს მთელი ეს წლები ტვინიდან ამოურეცხესო... ვის მიჰყვებოდა ცოლად? ნუთუ დემეტრეს?...
-ვის მივყვები ცოლად?
-გოგო რა გჭირს? ღადაობის მუღამზე მოხვედი? წამო წამო აბაზანაში, დროზე ჩაიცვი... თათია გარეთ გველოდება.
დანარჩენი უკვე გაუაზრებლად მოხდა, ნატა ტორნადოსავით დაატყდა გოგონას... ლამის შემოახაია მისი თეთრი პენუარი და კაბა ძლივს-ძლიობით ჩააცვა. ნუცა საკუთარ გამოსახულებას სარკეში ათვალიერებდა და თვალებს ვერ უჯერებდა... ის ისეთი მიმზიდველი ჩანდა, როგორც არასდროს... ნეტავ რა მოხდა? გოგონა საკუთარ კითხვაზე პასუხს ვერა და ვერ პოულობდა. თავიდან ძალიან ანერვიულდა, იფიქრა ამნეზია მჭირსო, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა... უბრალოდ ნატას დაჰყვებოდა. ოთახიდან გავიდნენ თუ არა თათია ნახეს... ის ისევ ისეთი ლამაზი იყო, თვალები სიხარულისგან უელავდა. მას ხომ ერთადერთი ქალიშვილი უბედნიერდებოდა. ისე უცებ წავიდნენ ეკლესიაში, რომ გოგონამ ვერაფრის კითხვა ვერ მოახერხა, კინაღამ გააფრინა. ძალიან ნერვიულობდა, ვიზე თხოვდებოდა? რომ არ მოსწონებოდა? მას ხომ საერთოდ აღარ ახსოვდა. ნუთუ დემეტრეს დაშორდა... ხო ალბათ დაშორდა. ალბათ სხვა იპოვნა... ნეტავ ის სხვა თუ უყვარს? ახლა მხოლოდ დემეტრეზე ეფიქრება... მანქანა ტაძართან გაჩერდა, ჯერ ნატა და თათია გადმოვიდნენ, და ნუცაც გადმოიყვანეს.
-რა გჭირს გოგო, რა დაბნეული ხარ?
-მე? არა.. არაფერი...
-აი შენი პრინცი და ჩემი სატანჯველი... ჩაიცინა ნატამ და გოგონა გააბრუნა.
ნუცამ ორი ძალიან სიმპატიური მამაკაცი დაინახა. ერთ-ერთს შეხედა თუ არა დატყვევდა... ისევ ის ნაცრისფერი თვალები. დემეტრე და ალექსი... ნუთუ ყველაფერი ასე გაგრძელდა? მართალია ქალს არაფერი ახსოვდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო... რადგან გრძნობდა, რომ საყვარელ მამაკაცს უკავშირებდა ცხოვრებას... ახალგაზრდები ეკლესიის ეზოში შევიდნენ.
-როგორ გრძნობ თავს? ისევ ის მზრუნველობა იგრძნობოდა მის ხმაში, როგორიც ათი წლის წინ იყო... ამავდროულად მისი ეშმაკური თვალებიც ძველებურად ციმციმებდნენ... ნუცასთვის მხოლოდ ეს იყო მთავარი... ის იყო ეკლესიაში უნდა შესულიყვნენ, რომ გოგონამ მკერდის არეში ტკივილი იგრძნო, ჩაიმუხლა და თვალები დახუჭა,, ყურში ძალია ზარის ხმა ჩაესმოდა, მოულოდნელად ხმაური შეწყდა, ქალმა გოგონამ თვალები გაახილა და წამოიჭრა. ნუცამ თავისი ოთახი იცნო...
-სიზმარი ყოფილა... სინანულით ჩაილაპარაკა მან და საწოლიდან წამოიზლაზნა.
მთელი დილა გაბრუებულივით დადიოდა. ნატა თავს დასტრიალებდა... ხან აქედან მოუარა, ხან იქიდან. მაინც ვერ გაარკვია თუ რა ხდებოდა. ნუცა დაიღალა მეგობრის შეკითხვებით და მთელი მისი სიზმარი უამბო. ნატას მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდა.
-შენს ქორწლში იმ დებილ ალექსთან ერთად რა მინდოდა?
-რა გინდოდა და შენ ჩემი მეჯვარე იყავი, დემეტრეს მეჯვარე კიდევ დავითა იყო... აბა თუ გამოიცნობ რატომ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ შენ და ალექსს ერთმანეთი გიყვარდათ...
-ეჰ... როგორ გეტყობა, რომ სიზმარზე ლაპარაკოობ.
დიდ დასვენებაზე გოგონები გარეთ გავიდნენ, დემეტრე, ალექსა და დავითა როგორც ყოველთვის მათი კლასის პირდაპირ მდებარე ფანჯარასტან იდგნენ და გოგონებს ელოდებოდნენ. დემეტრეს მაინც და მაინც არ ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო, მხოლოდ თვალი ჰქონდა ,,შეიისფრებული".
-რაო ბიჭი, გაგალამაზეს? წამოაყრანტალა ნატამ.
-ჰო ნატალია, გამალამაზეს... ეშმაკურად ჩაუკრა თვალი დემეტრემ... საქმე იმაშია, რომ როგორც ადრე ვახენეთ ნატა ვერ იტანს, როცა ასე მიმართავენ...
-მეორედ დამიძახებ ეგრე და მარჯვენა თვალზეც ეგეთი დაგეხატება!
-კაი კაი მხეცო, რაღა დაჭრილ ლომს ებრდზვი, აქ არ ვარ ჯანმრთელი მგელი? მე მეჩხუბე მის მაგივრად.
ბიჭმა ეს ტქვა და ხელები ისე გაშალა, თიტქოს ძველი მეგობრის გადასახვევად ემზადებაო.
-გინდოდა გეთქვა ჯანმრთელი ვირიო არა?!
-ოე, ნადიროოო, არ გინდა ეგთები.
-ახლა გცემ!
-კაცი ხარ, სუფთა კაცი...
-მაშინ შენ პიდარასტი ყოფილხარ... ეს თქვა დავითამ და ხმამაღლა გადაიხარხარა ნუცა და დემეტრეც აყვნენ სიცილში, მხოლოდ ალექსი და ნატა არ იღებდნენ ხმას... გოგონა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, აი ალექსს კი ერთი სული ჰქონდა დათო ეცემა.
-ალექს რა სახით მიყურებ... შენ გგონია მარტო შენ გაქვს ხუმრობის უფლება? დავითი ძმაკაცს დაეჯღანა და ხელი უჯიკა.
-ოე, რომეო... წადი შენს ჯულიეტას ლექსები უკითხე... იქნებ მერე მაინც შემოგხედოს.
-ეგეთები არ გვინდა. საუბარში ჩაერია ნატა... _ ხო მართლა დავით, რა ხდება იმ გოგოსთან?
-რა და... დავითანხმე... მცირე დუმილის შემდეგ განაცხადა ბიჭმა.
-მერე როდის უნდა გაგვაცნო?
-ეგეთი სერიოზულიც არ არის, რომ გაგაცნოთ...
-ბიჭო ერთი კვირის მანძილზე კვიცივით დსდევდი და სერიოზული არაფერია? შეიცხადა დემეტრემ.
-აუ კარგი რა... კაი ნაშაა, მეტი არაფერი.
ბიჭემა ხელი ჩიქნიეს... ზარის დარეკვამდე სულ ხუთი წუთი იყო დარჩენილი, ნუცამ დემეტრეს თვალებით ანიშნა გამოდიო. ბიჭმაც არ დააყოვნა და გოგონას გაჰყვა...
-ოჰ, ოჰ... წავიდნენ გვრიტები. სიტყვა დაადევნათ ალექსმა.

-რა ხდეა ნუცა?
-ნიტამ რა გითხრა?
-არ იცის, დილას ძალიან ადრე გამოვიპარე სახლიდან. საბედნიეროდ უკვე მიეჩვია ჩემს დაგვიანებებს და მაგაზე მაინც არარ ნერვიულობს.
-სახლშიც ხომ არ დაემალები?
-ვეტყვი ვიჩხუბეთქო და მორჩა... სხვა ხომ არაფერი გინდა?
-დღეს მათემატიკა მაქვს, სახლში იქნები?
-ხო, როგორც ყოველთვის შესასვლელთან დაგხვდები... რაღაც არამგონია ის არაკაცი ისევ გამოჩნდეს, მაგრამ სიფთხილეს თავი არ სტკივა.
-კარგი... მაშინ მერე ცოტა ხნით გავისეირნოთ... რაღაცაზე მინდა გელაპააკო.
-რამე სერიოზულია?
-არც იმდენად... დღეს გეტყვი.
(მეჩვიდმეტე თავი)
დღე როგორც ყოველთვის მეტად უინტერესოდ მიდიოდა, დემეტრე ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, სულ ნუცას სახე ახსენდებოდა, აინტერესებდა რა საქმე ჰქონდა... ნუთუ აღარ მოსწონდა, იქნებ დაშორება სურდა, რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამ საკითხზე მით უფრო ღელავდა... ეს გარეგნულადაც შეეტყო. დავითი და ალექსა როგორც ყოველთვის მ ის გვერდით იყვნენ, მაგრამ ახლა ისინიც კი ვერ შველოდნენ. როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები, დემეტრე მაშინვე სახლში წავიდა, ოთახში შეიკეტა და ხმა არ გაუღია... ნუცას მოსვლის დრო რომ დადგა სახლიდან გამოვიდა და სადარბაზოს შესასვლელთან დადგა... მალე გოგონაც გამოჩნდა როგორც ყოველთვის ძალიან ნაზი და უბრალო. სწორედ ეს უყვარდა დემეტრეს მასში, რამდენჯერაც საკუთარ მომავალს წარმოიდგენდა, იმდენჯერ ეს პატარა გოგო ახსენდებოდა და სახეზე ძალიან მშვიდი ღიმილი ესახებოდა.
-როგორ ხარ? იკითხა გოგონამ.
-როგორ ვიქნები შენს ხელში... ბიჭმა ეს ტქვა და სახე უცნაურად დაეჯღანა.
-ჰმ... რა ხდება?
-რას ქვია რა ხდება, სულ ნერვებს მიშლი და მაწვალებ, შეიძლება ასე? დემეტრე ხმას იწვრილებდა, ცდილობდა ნუცასთვის მიებაძა.
-უნიჭო მსახიობი ხარ!
-რაზე გინდოდა ლაპარაკი?
-ავიდეთ, რაც მალე ავალ , მით მალე განვთავისუფლდები.
დემეტრემ გოგონა სახლამდე ააცილა, თავად კი უკან გაბრუნდა... შეხვედრის ადგილი უცვლელია, ის პარკი, რომელიც დემეტრემ აჩვენა.
ორ საათში ნუცა განთავისუფლდა, კორპუსიდან გამოსული პარკისკენ მიმავალ გზას დაადგა... გზაში სიტყვებს ალაგებდა. ასე ჩაფიქრებული მიუახლოვდა, ძველისძველ პარკს... ხმაც არ გაუღია, უბრალოდ დემეტრეს გვერდით დაჯდა.
-რისი თქმა გინდოდა? ძალიან სერიოზული ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა...
-არ ვიცი როგორ გითხა... არ მინდა გამიბრაზდე.
-რა ხდება? დემეტრეს ხმაში ბრაზი აშკარად შეიმჩნეოდა...
-როგორ გითხრა არ ვიცი...
-გინდა დამშორდე?
-რა? საიდან მოიტანე?
დემეტრეს გულზე მოეშვა... სახე გაებადრა.
-მაშინ რაც გინდა ის მითხარი, ყველაფერს შეგისრულებ.
-მე ვიცი, რომ ჩვენს შორის სერიოზული არაფერი ხდება, რომ შენთვის ეს უბრალოდ გატაცებაა და შეიძლება მალე გადაგიაროს, მაგრამ მინდა რაღაც გთხოვო... ამ დღეებში ისე დავახლოვდით, რომ ჩემთვის ნამდვილად ძვირფასი გახდი. მე არც მითქვამს მიყვარხართქო და არც გეტყვი, მაგრამ იმის თქმა მაინც შემიძლია, რომ შენზე ძალიან ვღელავ. კრივს შეეშვი გთხოვ...
დემეტრეს სახეზე სხვადასხვა გრძნობები იითხებოდა, ჯერ გაკვირვება, მერე ბრაზი... ნუცას ეგონა, რომ ეს ბრაზი მისი სიტყვებით იყო გამოწვეული, მაშინვე ინანა, რაც თქვა.
-შენ რა გაგიჟდი?
-არ უნდა მეთქვა?
-ხო! არ უნდა გეთქვა... როგორ გაბედე იმის თქმა, რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავ და ეს მხოლოდ გატაცებაა?
ნუცას თვალები გაუფართოვდა...
-შენ მარტო მაგაზე გაბრაზდი?
-აბა სხვა რაზე? წამოვალ...
-მართლა? გოგონას ძალიან გაუხარდა მისი სიტყვები.
-არ გეგონოს შენგამო მივდიოდე, ნიშნის მოგებით განუცხადა მან. ნუციკოს სახე მოეღუშა, დემეტრეს ხარხარი აუტყდა.
-ნუცა რა სულელი ხარ...
გოგონამ ვერ მოითმინა ეს ,,აუტნელი დამცირება" და ბიჭს კეფაში წამოარტყა ხელი...
-ეგ არ უნდა გექნა გოგონი. დემეტრეს თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, ნუცამ კი გაქცევით უშველა თავს.
-ხომ იცი, რომ ვერ გამექცევი...
-აბა კი...
დემეტრემ გოგონა მალევე დაიჭირა... -რაო რას ამბობდი?
-მე? რამე ვთქვი? აღარ მახსოვს... ნუცამ თავისი ,,საფირმო გამოხედვა" მიაპყრო ბიჭს...
-აფერისტებს ვერ ვიტანდი აქამდე...
-მე არ ვარ აფერისტი...
-როგორ არა, ხარ... თან იცი როგორი? აი ძალიან მაგარი აფერისტი.
-შემეშვი კრეტინო, სახლში მივდივარ!
-შენი აზრით მარტოს გაგიშვებ? ბიჭმა მისი ჩანთა მოიკიდა და წინ წავიდა. -ჰა, რას შვრები, აღარ მოდიხარ?
-კრეტინო.
ნუცას მთელი გზა წარბები არ გაუხსნია, თავისთვის რაღაცას ბურდღუნებდა... დემეტრე ამაზე ძალიან ხალისობდა. სახლს მიუახლოვდნენ თუ არა, დემტრემ ჩანთა მოიხსნა და გოგოს ენა გამოუყო. მას ხმა არ გაუცია, ისე შევიდა სახლში. კარებში თათია შეეჩეხა.
-რატომ შეგაგვიანდა?
-ნელა მოვდიოდი...
-გოგო ტყუილებს შენ მასწავლი? დავინახე რომ მოგაცილა. რა გჭირს? გაწყენინა?
-ხო!
-რა გითხრა?
-აფერისტი ხარო...
-ვაიმე შვილო... რა უდარდელები ხართ... მაგაზე ჩხუბობთ?
-აუ დამანებოს რა თავი საერთოდ შემეშვას.
თათიას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ სამზარეულოში გავიდა.
ნუცა დიდხანს მეცადინეობდა, დავალებები რომ მოამზადა უკვე ძალიან გვიანი იყო, პიჟამა ჩაიცვა და დასაძინებლად მოემზადა... ძილის წინ ტელეფონი შეამოწმა... დემეტრესგან ერთი sms იყო შემოსული.
,,ბუტია! ხვალ ტრენერთან მივდივდივარ, ვეტყვი, რომ აღარ ვიბრძოლებ... ძილინებისა!" გოგონამ ტელეფონი დადო და ძალიან ტკბილად დაიძინა.
(მეთვრამეტე თავი)
მაისის ძალიან თბილი დილა გათენდა... ნატა ნჯარაში შემოჭრილმა, ანცმა მზის სხივმა გამოაფხიზლა. დილიდანვე ძალიან კარგ ხასიათზე გახლდათ, რაც მისთვის ნამდვილად არ იყო დამახასიათებელი. ალბათ იმიტომ, რომ შაბათი იყო.. არსად არ ეჩქარებოდა, შეეძლო დამტკბარიყო საკუთარი უსაქმურობით. ტანსაცმლის ჩაცმაც კი არ იკადრა, პიჟამოს ამარა გავიდა სამზარეულოში... თან მღეროდა.
-ნატა დედი რა გჭირს?
-მე? არაფერი.. რა უნდა მჭირდეს.
თეას ძალიან ესიამოვნა შვილის ასეთი კარგი ხასიათი... მართალია ცოტა გაუკვირდა, მაგრამ შეეშინდა ზედმეტი კითხვებით თვი არ მოვაბეზროო და გაჩუმება ამჯობინა.
-დე ჩაი დამისხი რაა...
-ახლავე...
გოგონამ ძალიან მშვიდად ისაუზმა, მერე თავის ოთახში გავიდა და ტანსაცმელი ჩაიცვა. ორი საათისთვის ალექსისგან sms მოვიდა.
,, ნატალია, როგორ ხარ? "
,, ჰაჰ, ისე კარგად, რომ შენი იდიოტური იუმორითაც კი ვერ მომიშლი ნერვებს."
,, მრე მაგას რა ჯობია?! მოდი შემხვდი და შენი კარგი განწყობა გამიზიარე. "
,, არა-ა-ა, ისე კარგ ხასიათზე ვარ, რომ შენ ვერ გაგიზიარებ, ზედმეტად ეგოისტი ვარ მაგისთვის. "
,, მაშინ მე გაგიზიარებ ჩემს კარგ განწყობას."
,,რა გინდა? "
,, არაფერი... გავისეირნოთ. თან დღეს თამაში მაქვს და გამიხარდება თუ წამოხვალ."
,, რას თამაშობ? "
,,დაგავიწყდა? ფეხბურთელი ვარ."
,, აჰ.. არ მინ და შენთან შეხვედრა... კრეტინო!"
,, რომ შეგპირდე არაფერს დავაშავებთქო... რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე კატა-თაგვივით? "
,, ჰმმ... მომწონს ეს შედარება, კატა რომელია?"
,, შენ იყავი, ოღონდ წამოდი."
,, ანუ აღიარებ, რომ შენზე ძლიერი ვარ?! "
,, კი! "
,, კარგი, მაშინ წამოვალ."
ნატას თავადაც კი გაუკვირდა, რომ ალექსის შემოთავაზებას დათანხმდა... მაგრამ როგორც უკვე ვახსენეთ ძალიან კარგ ხასიათზე იყო... თან ბოლო დროს ამჩნევდა, რომ ალექსი სულ ოდნავ ,,ესიმპატიურებოდა" რატომ არ უნა მიეცა შანსი... თუ რა თქმა უნდა ამას მოინდომებდა... გოგონა დიდხხანს არჩევდა ტანსაცმელს, გარეთ გაიხედა, ძალიან ცხელოდა... გადაწყვიტა რაც შეიძლება თხლად ჩაეცვა. შავი, ძალიან მოტკეცილი შორტები და გრძელი, მოკლემკლავიანი მაისური ჩაიცვა. გავიდა ერთი საათი, ალექსმა ისევ მისწერა გოგონას.
,, შენს სახლთან ვარ, ჩამოდი."
,, ჰო დამელოდე."
,,დროზე."
,, იმდენს იზამ, აღარ ჩამოვალ!"
,, ბოდიში, გელოდები.."
გოგონა ძალიან ნელა წამოდგა და დედამისი მოძებნა.
-დე, წავედი მე და მალე მოვალ...
-სად მიდიხარ?
-დაგავიწყდა? მეგობრებს ერთად უნდა გვემეცადინა...
-არ გითქვამს.
-როგორ არა დეე. ალბათ დაგავიწყდა.
-კარგი, ოღონდ იცოდე მალე დაბრუნდი! ნუცაც მოდის?
-წესით უნდა წამოსულიყო... კარგი, კარგი წავედი.
გოგონამ კიბეებზე ჩაირბინა, გზაში ნუცას მისწერა.
,, დედაჩემმა თუ გკითხა მეგობართან ვმეცადინეობ, წესით შენც უნდა წამოსულიყავი, მაგრამ არ გცალია! "
მალე საპასუხო წერილი მოუვიდა.
,,რაო?!"
,, რაო და ალექსს მივყვები ტამაშზე, დედაჩემმა არ იცის და არც უნდა გაიგოს!"
,, ვაუ, რა კარგია.. იცოდე არ იქაჯო!"
,, აბა ,,დასტოინად".. კარგი წავედი მე. "
გოგონამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სადარბაზოდან გამოვიდა. ალექსი იქვე იჯდა. მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
-რა ლამაზი ხარ, არ მაკოცებ?
-კრეტინო... ახლა სახლში ავალ!
-ბოდიში... წავედით?
-აჰამ..
ნახევარ სათში უკვე სტადიონზე იყვნენ. ნატამ თავისი ადგილი დაიკავა... თამაში ნახევარი საათის დაწყებული იყო, ალექსი საკმაოდ კარგად თამაშობდა... ახლაც ბურთს დაეუფლა და მეტოქის კარისკენ მიიწევდა, თუმცა მცველმა ბურთის ართმევა სცადა, რაც ალექსისთვის სავალალოდ დასრულდა... ბიჭმა ჯერ მუხლი დაარტყა, მერე თავი... ნატა ფეხზე წამოიჭრა... ვერ იჯერებდა, რომ მას შეიძლებოდა რაიმე დამართნოდა... ბიჭები ყვიროდნნ. ნატამაც ჩაირბინა კიბეები და მასთან მივიდა.
-სასწრაფო გამოიძხეთ... ექიმი სჭირდება!
-ექიმი კი არა ვეტერინარი სჭირდება ამას! თავი ვერ შეიკავა ნატამ და მის გვერდით ჩაიმუხლა. გოგონამ ვერც კი გააცნობიერა ისე წასკდა ცრემლები.
-ალექს! მიპასუხე!
ბიჭი ხმას არ იღებდა, მოედანზე უგონოდ ეგდო... ხალხი ნატას გაყვანას ცდილობდა, მაგრამ მიკარებას ვერავინ ბედავდა. ბიჭმა მოულოდნელად თვალები გაახილა.
-კარგი რა იყო... შენ არ დაცემულხარ? გამისკდა თავი, რა გაყვირებს?
მეგობრები მის გამოფხიზლებას დიდი სიხაულით შეხვდნენ... ნატასაც გაუხარდა, მაგრამ ამ ნერვიულობას როგორ აპატიებდა? ბიჭი წამოჯდა თუ არა ხელი ფერდში უთავაზა.
-აე ფოცხვერო... ეგრე კარგადაც არ ვარ!
-აჰ გეტკინა?
-ხო მეტკინა.
-ცხოველებსაც გტკივათ? კაი, კაი ადექი... ვეტერინარმა მოგაკითხა.
,,გამაგიჟებს ეს გოგო" გულში გაიფიქრა ბიჭმა და წამოდგომა სცადა. ნატაც მიეხმარა... ბევრი კი იუარა არ ინდა ექიმიო, მაგრამ მისი დატანჯული სახის შემხედვარეს, ვინ დაუჯერებდა? სასწრაფო მალე მოვიდა. ალექსი მანქანაში ჩააჯინეს და კლინიკაში გააქანეს. ნატამაც დრო იხელთა და მის მეგობრებს დაურეკა, მათ კი ალექსის მშობლებს შეატყობინეს ეს ამბავი... საღამოს ყველა მისი პალატის კართან იდგა... ექიმებმა ჯერ მშობლები შეუშვეს. როგორც გაირკვა სერიოზული არაფერი იყო. მუხლი ჰქონდა გაბზარული. ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს და სამი კვირით წწოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. ეს ამბავი გაიგო თუ არა ბუზღუნი დაიწყო. ჯერ ექიმებს ლანძღავდა. მერე იმ ბიჭს, ვინც ამ დღეში ჩააგდო. დემეტრე და დავითა ამაზე ბევრს ხალისობდნენ... დემეტრეს მხოლოდ ის აფიქრებდა, რომ ტრენერთან მისვლა და დალაპარაკება ვერ მოახერხა, მაგრამ რას სჩიოდა. რაც მთავარია ალექსი გადარჩა.
რამოდენიმე დღეში ბიჭი საავადმყოფოდან გამოწერეს, ამ დროის მანძილზე მეგობრები არ მოსცილებიან. ნატამ და ნუცამაც მოინახულეს. მათმა ყურადღებამ ბიჭი ძალიან გაახარა. იმდენს აღარ ბუზღუნებდა... სახლში მიიყვანეს თუ არა დემეტრეს საშუალება კიეცა ტრენერს დალაპარაკებოდა. უკვე რვა საათი სრულდებოდა. ბიჭი სპორტდარბაზში მივიდა და გურამი იკითხა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. ჩაბნელებულ მოსაცდელში კაცის სილუეტი გამოჩნდა.
-გამარჯობათ ბატონო გურამ...
-რა ხდება? ამ დროს აქ რა გინდა? მკაცრი ტონით იკითხა კაცმა.
-რარაცაზე უნდა დაგლაპარაკებოდით.
-რა გინდა?
-მე აღარ ვიბრძოლებ.
-რა? კაცმა იღრიალა...
-რაც გაიგეთ... წინა ბრძოლის გამო ძალიან დავშავდი, არ მინდა სული რინგზე დავლიო... ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისთვის...
-შენ გგონია ასე იოლად წახვალ? ამ საქმეში ერთხელ თუ ჩაერთვები თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდება!
-არ მინდა თქვენთან ჩხუბი... სჯობს ზედმეტი ჩხუბის გარეშე წავიდე.
-ვერსადაც ვერ წახვალ!
-ვინ დამაკავებს? დემეტრემ ხმა ვეღარ მოზომა.
-მე დაგაკავებ. შენ გგონია არ ვიცი, რატომაც მიდიხარ?
-თქვენი აზრით რატომ?
-გავიგე ვიღაც გოგო გაგიჩენია... ხომ არ გინდა მას რაიმე დაემართოს?
-თქვენ საიდან იცით?
-გგონია ჩემი მებრძოლები ისე მყავს მიგდებული, რგორც არაფერიო? იმ გოგოს სახლიც კი ვიცი და თუ გინდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს გირჩევნია ზედმეტი სისულელეებისგან თავი შეიკავო.
-არ გაბედოთ და მაგ გოგოს არ გაეკაროთ. თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ... მთელი თქვენი სისტემა ვიცი, ერთი ჩვენება და თქვენი ბიზნესი მთლიანად ჩაიძირება!
-ჩემთან ურჩობას არ გირჩევ... წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გელის... ეს ორივეს დიდ ფულს მოგვიტანს... გირჩევნია არ გამაბრაზო... თორემ...
-ნუცას არ გაეკარები შე , გესმის?! დემეტრე წამოხტა და კაცს კისერში სწვდა. ტრენერს მისი მოშორება არ გასჭირვებია, ბიჭი ძირს დასცა და ფერდში წიხლი უთავაზა.
-მუქარისგან ტავი შეიკავე... კარგი ბიჭი ხარ, არ მინდა შენი მოკვლა... დამიჯერე მხოლოდ ერთი შეხვედრა და ჩვენ ისე დავშორდებით ერთმანეთს, როგორც კარგი მეგობრები...
-მე ნაბიჭვრებთან არ ვმეგობრობ. დემეტრე ფეხზე წამოდგა.
-რას იზამ?
-ვიბრძოლებ... მაგრამ გოგოს არ შეეხებით. სულელი არ გეგონოთ, თქვენს წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება მაქვს... გირჩევნიათ არ გამაბრაზოთ...
-მომავალი კვირიდან გაძლიერებულ ვარჯიშს დაიწყებ!
დემეტრემ ხმის ამოუღებლად დატოვა დარბაზი... იგინებოდა, ყვიროდა, გზაში რაც შეხვდა ყველაფერს წიხლებს ურტყამდა... უნდოდა გულში დაგროვილი ბოღმა როგორმე ამოენთხია. თვალებში ნუცას უმანკო სახე ედგა... იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ მის გამო შეიძლებოდა რაიმე დამართნოდა... მასთან ურთიერთობით ძალიან დიდ საფრტხეს უქმნიდა. რაიმე უნდა მოეფიქრებინა... ახლა ისე უნდოდა ვინმესთან საუბარი, როგორც არასდროს. დავითას დაურეკა და შეხვედრის ადგილი დაუთქვა. მანაც დიდხანს არ ალოდინა...
-რა ხდება დიტო?
-აუ არ ვიცი რა ვქნა... სენი დახმარება მჭირდება...
-მომიყევი რა ხდება...
დემეტრემ მეგობარს ყველაფერი უამბო... ბიჭი ყურებს ვერ უჯერებდა, თავი რომელიღაც კრიმინალურ ფილმში ეგონა. ისიც კი არ იცოდა თუ რა ერჩია მეგობრისთვის...
-არ ვიცი რა გითხრა... მართლა ძალიან ვწუხვარ...
-კარგი, უნდა წავიდე... ალექსს ჯერ არ უთხრა...
ამ ამბის შემდეგ დემეტრე არსად გამოჩენილა. საკუტარ ოთახში ჩაიკეტა, მთელი სამი დღე ფიქრობდა, ნიტასაც არ უშვებდა... თავად ჭამაც კი არ ახსენდებოდა, მაგრამ დედა სულ რომ არ გაეგჰიჟებინა მისი ხათრით ჭამდა. ნუცა ძალიან ნერვიულობდა...დემე მის ზარებს არ პასუხობდა. მათემატიკის გაკვეთილზე გულისფრთხიალით მივიდა, ეგონა დემეტრეს იქ მაინც ნახავდა... მაგრამ შეცდა, ბიჭი ოთახიდან გამოსვლას არ აპირებდა. ამ ამბავმა ნუცა ძალიან გაანაწყენა. ამ დღეებში მიხვდა, რომ დემეტრეს გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდა. როგორ უნდოდა გაბრაზებულიყო მის ასეთ უყურადღებობაზე, მაგრამ კი არ ბრაზობდა, პირიქით... ეშინოდა... ფიქრობდა რაიმე ხომ არ დაემართაო...
გავიდა სამი დღე , როგორც იქნა დემეტრემ გამოსავალს მიაგნო... პირვეელად ნუცას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა... ექვსი საათი იქნებოდა ოთახიდან, რომ გამოვიდა. ნიტას თვალები გაუბრწყინდა, რა იცოდა წინ რა ელოდა...
-შვილო... რა კარგია, რომ გამოხვედი. არ ისადილებ? დემეტრე ხვდებოდა, რომ დედას ძალიან ტანჯავდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. დედასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა.
-ახლა არა დედა... მალე მოვალ. შეეცადა რაც შეიძლება ბუნებრივად გაეღიმა, მაგრამ არ გამოუვიდა. დედამ მაინ შეამჩნია მის თვალებში დაბუდებული უდიდესი სევდა...
-არ გინდა დამელაპარაკო?
-მერე... ახლა საქმე მაქვს. არ გეწყინოს გთხოვ.
ბიჭი სახლიდან გამოვიდა, 15 წუთში ნუუცას სახლთან იყო.. გოგონას მისწერა. მანაც არ დააყოვნა და სახლიდან გამოვარდა... ბიჭი დაინახა თუ არა, თვალები გაუბრჭყინდა. იმანაც კი ვერ დააბრკოლა, რომ საკუთარი სახლის წინ იდგა, დემეტრეს ჩაეხუტა... მის გვერდით სულ პატარა ბავშვს ჰგავდა...
-გავისეირნოთ? დაბალი ხმიტ იკითხა ბიჭმა.
-ხო, ოღონდ მალე უნდა დავბრუნდე.
-ნუცა, უნდა გელაპარაკო...
-მეც უნდა გელაპარაკო...
-კარგი დაიწყე...
-იცი? ამ სამი დღის მანძილზე შენზე ძალიან ვბრაზობდი, ნერვები მეშლებოდა, არც მეხმიანებოდი და არც ჩემს ზარებს პასუხობდი... მაგრამ იცი რა? მივხვდი, რომ რაღაც იცვლება. ადრე ასე არ მოვქცეულვა, ჩემს პრინციპებს ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი, ახლა კი ვხვდები, რომ მიყვარხარ...
დემეტრემ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა... ანდა სიტყვები რა საჭირო იყო... გოგონამ არც აცია, არც აცხელა აკოცა...
აკოცა... ძალიან ბავშვურად... ამას კოცნაც კი არ ერქვა, თუმცა გოგონამ მასში მთელი ტავისი გრძნობა ჩააქსოვა. დემეტრე გაოგნებული იყო... ვერ იჯერებდა იმ ყველაფერს რაც მის თავს ხდებოდა... ისიც კი არ იცოდა რა ექნა... უბრალოდ დამუნჯდა. ნუცას აღარ დაუცდია მისი პასუხისთვის... დემეტრეს თავისი გეგმა სულ გადაავიწყდა. ადგა და გოგოს ჩაეხუტა.
-იცოდე ეს აღარ გაიმეორო... ძალიან ჩუმად წაიჩურჩულა ბიჭმა... ნუცა ვერ ხვდებოდა ამ სიტყვების მნიშვნელობას... მაგრამ ეს არ აინტერესებდა... მისთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო. ახლა მხოლოდ დემეტრე აინტერესებდა...
-შენ რისი თქმა გინდოდა?
-არაფერი, დაივიწყე... მგონი ჯობია სახლში წახვიდე.
-რამე დავაშავე? ნუცას ხმა გაებზარა...
-შენ არაფერი... ეს მე ვაფუჭებ ყველაფერს...
-ამას რატომ ამბობ?
-ნუ მისმენ... წამოდი წავიდეთ.
ბიჭმა გოგონა სახლამდე მიაცილა... ახლა კიდევ უარესად დაიბნა... ბოლომდე ვერც კი გადახარშა თუ რა მოხდა... ნუცა მის გამო ამხელა დათმობაზე წავიდა... თავად კი ასე ეგოისტურად განაგრძობდა მისთვის საფრთხის შექმნას... საჭირო იყო რაიმე გეგმის მოფიქრება, რაც გოგოს ამ საფრთხისგან დაიცავდა... თუმცა ეს გეგმა ორივესთვის სასარგებლო ნამდვილად ვერ აღმოჩნდებოდა...
(მეცხრამეტე თავი)
ბიჭმა გოგონა სახლამდე მიაცილა... ახლა კიდევ უარესად დაიბნა... ბოლომდე ვერც კი გადახარშა თუ რა მოხდა... ნუცა მის გამო ამხელა დათმობაზე წავიდა... თავად კი ასე ეგოისტურად განაგრძობდა მისთვის საფრთხის შექმნას... საჭირო იყო რაიმე გეგმის მოფიქრება, რაც გოგოს ამ საფრთხისგან დაიცავდა... თუმცა ეს გეგმა ორივესთვის სასარგებლო ნამდვილად ვერ აღმოჩნდებოდა... დემეტრე სახლში წავიდა. მეორე დღემდე ნუცას შეხმიანებია... სკოლაშიც არ უნახავს... ნუცა ძალიან შეშინდა... ნატას ხელი დაავლო და დერეფნის მეორე მხარეს გავიდა, ბევრი ძებნა არ დასჭირვებია დემეტრე ფანჯარასთან იდგა და ერთ უმშვენიერეს გოგონას თბილად ესაუბრებოდა. ნუცა ძალიან შეგნებული იყო თავის ასაკთან შედარებით, არ აპირებდა ეჭვიანობის სცენების გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ გულს ეჭვის ჭია უღრღნიდა. ცოტა ხანი მოიცადა, საუბარს , რომ მორჩნენ დემეტრესთან მივიდა და მიესალმა. ბიჭი ძალიან ცივად ესაუბრებოდა. ნუცა ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს, წამიერად ტირილი მოუნდა, თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა, მას გოგონას დახრჩობა სურდა... თითქოს გამოსდიოდა კიდეც, ნუცასაკუთარ გრძნობებს ვეღარ უმკლავდებოდა. თვალზე მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებდა... ერჩივნა მომკვდარიყო, ოღონდ დემეტრეს ასეთი გაციებული თვალებით არ ეყურებინა. მისთვის აღარაფერი უთქვამს, კლასში დაბრუნდა და ნატას ჩაეხუტა. კლასში სხვა მოსწავლეები აღარ იყვნენ, ნუცას არც კი უცდია თავის შეკავება, მეგობრის მხრებს საკუთარი უმანკო ცრემლებით ასველებდა.
-ნუცა აღარ მეტყვი რა გჭირს?
-ნატა, იცი? ვიღაც ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად დავინახე... იცი როგორ ელაპარაკებოდა?
-ვინ?
-დემეტრე! იცი როგორ უყურებდა? იფიქრებდი ცოტაც და ჩაყლაპავსო...
-მოიცა გამარკვიე, რა ხდება?
-რა და... გუშინ დემეტრეს ვაკოცე.
-რა ქენიი?!
-ვაკოცე?
-სად?
-რა დებილობებს მეკიტხები გოგო... უარესად აზლუქუნდა ნუცა, ნატა კიდევ უარესად დაიბნა... ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა.
-მერე რა მოხდა?
-ძალიან უცნაურად მელაპარაკა, ჯერ მითხრა რაღაც უნდა გითხრაო... მერე მე ვუთხარი მიყვარხართქო და ამან მითხრა ეგ აღარ გაიმეოროო... და წავიდა.
-მერე?
-დღეს, რომ არ შემეხმიანა მის სანახავად გავედი და სხვას ელაპარაკებოდა... ისე თბილად უყურებდა, მე კიდევ რომ მივედი გეგონება ცივი წყალი გადაასხესო, გაიყინა და ხმა არ გამცა.
-ვერა ხარ გოგო შენ... რა იცი, იქნებ ცუდ ხასიათზეა... ამ ყურებას კიდევ რას გადაეკიდე?! შორიდან ადამიანმა, რომ დაგინახოთ იფიქრებს ეს ორი ზუსტად ერთმანეთისთვის არიან შექმნილებიო... მერე რა რომ სულ ჩხუბობთ, რამდენჯერაც დავკვირვებივარ ყოველთვის მზრუნველი თვალებით გიყურებს, ხან და ხან, მგონია , რომ შენს გამო ვინმესაც მოკლავს...
-არ მჯერა!
-წესიერად ვერ დაელაპარაკე? რა უთხარი...
-გამარჯობათქო ვუთხარი...
-მერე?
-გამარჯობაო იმანაც.
-მერე?
-მერე მეტი, რომ აღარაფერი მითხრა წამოვედი... გოგონა პატარა, ჭირვეული ბავშვივით აღნავლდა.
-ნუცა ნუ ტირი, იქნებ არ იყო ხასითზე.
-სხვა დროს სულ არის ხოლმე ჩემს ხასიათზე, ახლა რა დაემართა ვერ ვხვდები... სულელი ვარ! პატარა სულელი ბავშვი ვარ!
-ახლა ეგ ცრემლები შეიმშრალე და მათემატიკაზე, რომ წახვალ დაელაპარაკე, გაიგე?
-არ მინდა მასთან ლაპარაკი.
-არ მაინტერესებს შენ რა გინდა... დაელაპარაკები!
ნუცამ მეგობარს დაუჯერა და ცრემლები შეიმშრალა. ამ დასვენების მერე კლასიდან არც კი გასულა, გაკვეთილები დამთავრადა თუ არა სახლში წავიდა, ისადილა, და მასწავლებელთან გაეშურა... დემეტრე აღარ დახვედრია ასაცილებლად... ჩაბნელებული სადარბაზოს დანახვისას გოგონა ძრწოლვამ აიტანა... ლიფტიც კარგა ხნის გაფუჭებული იყო, და ფეხით უწევდა სიარული... ადრე დემეტრე აცილებდა, ახლა კი... მან ღრმად ჩაინსუთქა და პირველი ნაბიჯი გადადგა. ამჯერად არავინ გამოჩენილა. გოგონამ კიბეები სწრაფად აირბინა და კარზე ზარი არეკა... ნატა ძალიან თბილად შეხვდა, სასტუმრო ოთახში შესვლისას გოგონამ ყურადღება დემეტრეს საძინებლისკენ გადაიტანა, კარი დაკეტილი იყო, თავიდან იფიქრა სახლში არააო, მაგრამ მერე ხმაური შემოესმა... გოგონა ამან ძალიან დააბნია, ისიც კი იფიქრა ხმას აღარ გავცემო, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო. კორპუსიდან გამოვიდა თუ არა დემეტრეს მისწერა.
,, იცი რა? არ ვიცი გუშინს აქეთ რა გჭირს, მაგრამ არ ვაპირებ ამ, გაურკვევლობაში ყოფნას, გგონია მარტო შენ ხარ ჯიუტი? შენს კორპუსთან, რომ სკამია იქ ვზივარ, იცოდე სანამ არ ჩამოხვალ ფეხს არ მოვიცვლი! "
დემეტრემ ესემესი ნახა, თუ არა ოთახიდან გამოვარდა და სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან გადაიხედა. გოგონა სკამზე იჯდა და თთებს აწვალებდა... ის ისეთი ბავშვური იყო... დემეტრეს მისი საქციელი ნერვებს უშლიდა. უნდოდა მას დაშორებოდა, ნუცა კი არ უშვებდა. ბიჭმა რაღაც ჩაიბურტყუნა და ახლიდან გამოვარდა. ნიტას ეს არ გამოჰპარვია, ძალიან გააკვირვა შვილის ასეთმა საქციელმა. ფანჯრიდან გადაიხედა და ნუციკო შეამჩნია, მალე მისი შვილიც გამოვიდა კორპუსიდან, გოგომ დაინახა, თუ არა ფეხზე წამოდგა.
-რა გინდა? უხეშად ჰკითხა დემეტრემ.
-შენტან დალაპარაკება მინდა, ვერ ვხვდები რა გჭირს...
-მაგას რატომ ამბობ?
-ძალიან გაცივდი ჩემს მიმართ, მაინტერესებს რატომ?
-მივხვდი, რო არ მიყვარხარ... შენც ტყუილად გაწვალებ და თავსაც ვიწვალებ.
ეს სიტყვები მოისმინა, თუ არა თითქოს რაღაც დატრიალდა... შებარბაცდა, დემეტრემ ხელი მკლავში წაავლო. მისი შეხებისას ნუცას ჟრუანტელმა აუარა, უცებ გამოერკვა და მისი ხელი უხეშად მოიშორა.
-მატყუებ.
-ხო გატყუებ! არც არასდროს მყვარებიხარ, არც კი მომწონდი. განა შიძლება, რომ ჩემნაირ ბიჭს შენნაირი უბრალო გოგო მოსწონებოდა? ბაზარი არაა, ლამაზი ხარ... მაგრამ როცა შენთან საქმე დავიჭირე მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი. ნელ-ნელა მივხვდი, რომ არ ხარ ცუდი გოგო და არ მინდა გაწვალო...
გოგონამ ბიჭს სილა გააწნა, დემეტრემ ლოყაზე ხელი ჩამოისვა. ხვდებოდა, რომ ამაზე ასჯერ უარესის ღირსი იყო, ნუცას თითოეული ცრემლი გულში ლახვრად ესობოდა, მაგრამ რაც უფრო შოს იქნებოდა მისგან, მით უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა... თან დაშორება იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას აღარ მიაქცევდა... პირიქით, შორიდან იზრუნებდა მასზე... თავიდან ორივეს გაუჭირდებოდა, მაგრამ ბრძოლის მერე თუ გაიგებდა, რომ ნუცას ისევ გააჩნდა რაიმე გრძნობა მის მიმართ, აუცილებლად დაიბრუნებდა მის სიყვარულს.თუმცა მისი მზრუნველი ფიქრები ნუცას ნამდვილად ვერ ანუგეშებდა, გოგონა ასეთი დამცირებული არასდროს ყოფილა. ერთადერთი რაზეც ფიქრობდა გაქცევა იყო... ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ გაბრუნდა და დემეტრესთან დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ გაწყვიტა. ეს ამბავი ნიტას არ გამოჰპარვია, ქალმი მაშინვე მიხვდა, რომ მათ შორის რარაც ხდებოდა... გულში გეგმებს აწყობდა, ფიქრობდა, თუ რა უნდა ეთქვა შვილისთვის, როგორ დაეცდევინებინა სიმართლე, მაგრამ ამაოდ. დემეტგრეს სახლში დაბრუნება აზრადაც არ მოსვლია, ახლა მხოლოდ ფიქრი სჭირდებოდა... თავი ნაცნობ პარკს შეაფარა, მკლავები მუხლებზე შემოიკრტყა და თავი დახარა...
_ _ _
ნუცა სახლში დაბრნდა, თუ არა თავის ოთახში შეიკტა და ტირილი დაიწყო, თუმცა მისი ისტერიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. გოგონამ გაიხსენა ის პერიოდი, როცა დემეტრესთან ჰქონდა ურთიერთობა, რაც მეტს ფიქრობა რწმუნდებოდა, რომ დემეტრეს სიმართლე არ უთქვამს... თუმცა მეტჯერ აღარ აპირებდა თავის დამცირებას... პირიქით, ამ ერთ დღეში მის ბუნებაში რარაც საოცარი გარდატეხა მოხდა... გოგონამ ცრემლები სეიმშრალა...
,, შევიცვლები, ძალიან შევიცვლები!... შენ ხომ "ცუდი გოგონები" მოგწონს... ვნახოთ ვინ გაიტანს თავისას!"
(მეოცე თავი)
უდარდელი და ლაღი ბავშვობა წარსულს ჩაბარდა. ნუცამ დაივიწყა ის ფასეულობები, რაც აქამდე მისთვის მნიშვნელოვანი იყო... წარსულს ჩააბარა ნაზი, უცოდველი ბავშვის იმიჯი და გზა დაუთმო ახალ ნუცას... ბევრად უფრო ეშხიანს, მიმზიდველს და ლამაზს... პირველ რიგში ეს მის გარდერობს შეეტყო, იმის გამო, რომ დედამისი შესანიშნავ ფორმაში იყო და ამ ორ ადამიანს შორის განსხვავება თითქმის არ მოიძებნებოდა ნუცას ყველაფრის თხოვება შეეძლო დედისგან...
-დედა, შენს ლურჯ ჯინსს ვერ მათხოვებ?
ქალმა უცნაურად აახედა შვილს, მერე ფეხზე წამოხტა და სიხარულით ჩაეხუტა ქალიშვილს... გოგონა ძალიან დაიბნა, თან დიდად არც ჰქონდა მხიარულების თავი....
-როგორც იქნა დე... გაპრანჭვა დაიწყე?
აი კიდევ ერთი არასწორი რეაქცია, რომელიც თათიამ გამოამჟღავნა... ეს ახალგაზრდა ქალი შვილს უმცროსი დასავით ექცეოდა და ელაპარაკებოდა, თითქოს ვერცკი გაეცნობიერებინა, რომ დედა იყო.... თუმცა რას უნდა მოელოდო ქალისგან, რომელიც 16 წლის გათხოვდა და 17 წლის დაქვრივდა? ის ხომ თავის შვილთან ერთად იზრდებოდა. თითქოს 17 წლის ასაკში ზრდა შეწყვიტა, მისმა გონებამ ვეღარ აღიქვა განვლილი წლები. ახლაც პატარა გოგოსავით დახტუნავდა. თათიამ ნუცა გამოიჭირა, მთელი დღე თოჯინასავით დაატარებდა აქეთ-იქეთ... გოგონამ ინანა კიდეც თავისი საქციელი, მაგრამ საბოლოო შედეგი, რომ ნახა გაოცებისგან პირი დააღო. აქამდე არასდროს დაკვირვებია საკუთარ თავს, თურმე რა სწორი ფეხები ჰქონია, ტუშიც როგორ უხდება თვალებზე, წითელმა ტუჩსაცხმა ხომ საერთოდ დახატა... გოგონა არკეში ათვალიერებდა საკუთარ ორეულს და ტკბებოდა, თან თავში საზარელი აზრები უტრიალებდა... უკვე მეასედ დაისახა გონებაში დემეტრეს განადგურების გეგმა, ასივე ერთმანეთზე უარესი და უფრო მტკივნეული იქნებოდა თუკი დემეტრე ჯერ კიდევ გრძნობდა ნუცას მიმართ რამეს... დღე მალე მიიწურა, გოგონამ ახალი ტანსაცმელები საწოლთან დაალაგა და მომავალი დღის მოლოდინში მალევე ჩაეძინა. მეორე დილას ძალიან მოტკეცილი მუქი ლურჯი ჯინსები და შავი, ფართე ზედა ჩაიცვა. თმები მაღლა აიწია, რამაც თვალის ფორმა ოდნავ შეუცვალა, სულ სხვა იერი ჰქონდა. დიდ გოგოს ჰგავდა, ჩვიდმეტ წელზე ნაკლების არ გეგონებოდათ, საკუტარ გამოსახულებას სარკეში თვალი ჩაუკრა და ,,ხალისიანად" გაიღიმა... მართალია მისი გარეგნული მხარე ძალიან შეიცვალა და გალამაზდა, თუმცა ის სხივი, რომელიც ერთ დროს მის თვალებში კაშკაშებდა უკვალოდ გაქრა. ნუცას სინაზე და მორცხვობა რომელიღაც ბნელ ჯურღმულში გამოიკეტა. ახლა მისი ადგილი ლამაზმა, თავდაჯერებულმა გოგომ დაიკავა. სკოლაში მივიდა თუ არა საკუტარი ადგილი დაიკავა, ნატა კარგა ხანს თვალებს იფშვნეტდა, მერე მეგობართან მივიდა... ცივი ნუცა წამიერად გაქრა, თვალებში ისევ სითბო ჩაუდგა, მაგრამ მხოლოდ წამიერად!
-ნუცა ეს შენ ხარ? გაოცებით იკითხა ნატამ.
-ხო, რა იყო?
-დროზე მოიშორე ეგ მაკიაჟი, თორემ კანიანად აგაცლი მაგ სიფათიდან, სულელო ბავშვო!
ნუცა ადრე მის სიტყვებს სიცილით შეხვდებოდა, ახლა კი ძალიან გაბრაზდა, და ნატას შეუღრინა.
-რა გინდა? შემეშვი საერთოდ!
-არ შეგეშვები, შენი საუკეთესო მეგობარი ვარ.
-მერე რას მებლატავები? რა გინდა?
-ნუცა რა გჭირს? რატომ ხარ ასეთი სხვანაირი?
-მითხრა, რომ არ ვუყვარვარ და არც არასდროს ვყვარებივარ... ისიც მიტხრა შურისძიების გამო დაგიახლოვდი და ჩემსას რომ მივაღწიე ინტერესი დავკარგე შენს მიმართო... გესმის?
-მოვკლავ იმ ნაბი*ვარს.
ნატა ფეხზე წამოხტა , მაგრამ ნუცამ დაიჭირა .
-გამიშვი, მართლა მოვკლავ.
-არ გაგიშვებ, ეს საქმე ისე არ დასრულდება, როგორც მას ჰგონია. გეფიცები ჩემს თითოეულ სიტყვას და ცრემლს ვანანებინებ.
-როგორ? ასე გატყლარწული ივლი?
-ხო, ვივლი! თუ საჭირო გახდება ამ სკოლის ყველა ბიჭს შევაბამ და მაინც ავაფეთქებ იმ არაკაცს, გესმის?
-შენ ხომ ასეთი არ ხარ...
-არ ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერზე წავალ, ოღონდ ჩემსას მივაღწიო.
-ასე სახელი გაგიტყდება.
-კარგი რა, შენ მაინც სულ ფეხებზე გეკიდა ხალხის აზრი.
-მე ხო, მაგრამ შენ სხვანაირი ხარ... შეიძლება ახლა არაფერს გრძნობდე, მაგრამ შენი სათუთი სული ამდენს ვერ გაუძლებს, შეიძლება იმდენად ღრმად შეტოპო, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრა. აღარ ვართ პატარები ნუცა, ერთ დღესაც გამოფხიზლდები და დარწმუნებული ვარ, ძალიან მწარედ იტირებ... გიცნობ, არ მინდა გული გეტკინოს.
-ნატა, ასეთი თბილი და სერიოზული რამდენი ხანია არ ყოფილხარ?!
-დიდი, ძალიან დიდი ხანია...
-გეფიცები რრმად არ შევტოპავ...
ნატა გოგონას გადაეხვია. მალე სხვა ბავშვებიც შემოვიდნენ კლასში, ნუცას ახალი იმიჯი ყველამ შეამჩნია, ბავშვები გარს ეხვეოდნენ. ბიჭები პირდაღებული მისჩერებოდნენ. ზოგი ეხუმრებოდა, ზოგი კი პირიქით დორბლებს ყლაპავდა. ასე გავიდა რამოდენიმე დღე, ნუცა მოულოდნლად პოპულარული გოგო გახდა. სულ სხვა ხალხთან დაიწყო მეგობრობა, ცუდი სახელის მქონე გოგონებს დაუახლოვდა, ეს ამბავი ნატას არ მოსწონდა, მაგრამ ჩარევას არ ცდილობდა. ნუცას თაყვანისმცემლების სიაც საგრძნობლად გაიზარდა. რაც დემეტრეს არ გამოჰპარვია, ამ ახალმა ამბავმა საშინლად გააცოფა. გოგონას შორიდან ადევნებდა ტვალს და ყველას ვინც ახლოს გაეკარებოდა აფრთხობდა, ნუცამ შეამჩნია, რომ მისი ახალი მეგობრები ან დაშინებულები დადიოდნენ, ან მოიისფრო რგოლები ეხატებოდათ თვალებზე. საჭირო გახდა უფრო მკაცრი ზომების მირება, როგორმე ისეთ საზოგადოებაში უნდა შეეღწია, ვისაც დემეტრესი არ ეშინოდა, ასეთი სულ რამოდენიმე თუ მოიძებნებოდა, ისინი კი მხოლოდ ცუდ გოგონებთან იჭერდნენ საქმეს... ერთ დღეს მის პარალელურ კლასელთან ერთად სეირნობდა, ერთი ბიჭი შეამჩნია... საკმაოდ სიმპათიური იყო, იმაზე დიდს ჰგავდა ვიდრე უბრალო მოსწავლე...
-ლიკა, ის ბიჭი ვინ არის? ჰკითხა ახალ მეგობარს, ნუცა დარწმუნებული იყო, რომ ლიკას მის სახელან და გავრთან ერთად მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაციაც კი ექნებოდა...
-რა გინდა გემოვნება კი გქონია, ჯერ დემეტრეო, მერე ავთოო... ამათზე ნაკლებებს არ შეხედო შენ... ნუცამ მას ეშმაკურად გაუღიმა, მერე გაახსენდა, რომ ლიკა დემეტრეს ყოფილი შეყვარებული იყო და მიხვდა ამ ღვარძლიანი გამოხედვის მიზეზს....
-გინდა გაგაცნო?
-რატომაც არა... ეშმაკურად გაუღიმა ნუცამ, თან თვალიც ჩაუკრა... საუბარში გართულმა გოგონებმა ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ მიშტერებოდათ ავთო.
-მითხარი რას საქმიანობს ეს ბიჭი?
-აუ რავი, ჩვეულებრივი ბაბნიკია... დემეტრე ამასთან მონაგონია. მოკლედ რომელი რომელს... როგორც ვიცი გატუტუცებული მამიკოს ბიჭია და რატომღაც დემეტრეს ვერ იტანს. დედად არც იმას ეხატება გულზე.
-ნეტავ რატომ? იკითხა ნუცამ და კიტხვით აღსავსე მზერა ამჯერად ავთოზე გადაიტანა. გოგონამ შეამჩნია, რომ ბიჭი დაჟინებით მისჩერებოდა. ადრე გაწითლდებოდა, ახლა პირიქით... ბიჭს თავადაც ცააშტერდა და გაუღიმა... ავთო მათკენ დაიძრა.
-გამარჯობა ლიკა.
-პრივეტ ავთო, როგორ ხაარ?!
-მშვენივრად... ამ ლამაზ გოგონას არ გამაცნობ?
-ნუცა გაიცანი, ეს ავთოა... ავთო, ეს ნუცაა.
ბიჭმა გოგონას ხელი გაუწოდა...
-ავთანდილი, სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.
-ნუცა რას საქმიანობ?
-მე? იმავეს რასაც ყველა ჩვენი სკოლელი, განათლებას ვიღებ...
-ჰოო, ჩვენი სკოლელები მრავალმხრივ განათლებას იღებენ. ეს თქვა და ორაზროვანი მზერა ჯერ ნუცას მიაპყრო, შემდეგ კი ლიკას. შავგვრემანი ლამაზმანი უხერხულად შეიშმუშნა, ავთოს თვალებით ბურღავდა, ამ ორაზროვანი პასუხის გამო. აი ნუცა კი პირიქით, გამხიარულდა.
-რა ლამაზი სიცილი გაქვს, ნუციკო... იდუმალი ხმით ჩაილაპარაკა ავთომ... _შენს ნომერს არ მომცემ?
-და რად გინდა? გამომწვევად იკითხა გოგონამ.
-კარგი იქნება თუ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს... გაუღიმა ბიჭმა.
(ოცდამეერთე თავი)
-ნუცა რას საქმიანობ?
-მე? იმავეს რასაც ყველა ჩვენი სკოლელი, განათლებას ვიღებ...
-ჰოო, ჩვენი სკოლელები მრავალმხრივ განათლებას იღებენ. ეს თქვა და ორაზროვანი მზერა ჯერ ნუცას მიაპყრო, შემდეგ კი ლიკას. შავგვრემანი ლამაზმანი უხერხულად შეიშმუშნა, ავთოს თვალებით ბურღავდა, ამ ორაზროვანი პასუხის გამო. აი ნუცა კი პირიქით, გამხიარულდა.
-რა ლამაზი სიცილი გაქვს, ნუციკო... იდუმალი ხმით ჩაილაპარაკა ავთომ... _შენს ნომერს არ მომცემ?
-და რად გინდა? გამომწვევად იკითხა გოგონამ.
-კარგი იქნება თუ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს... გაუღიმა ბიჭმა. ჭინააღმდეგი თუ არ იქნები რა თქმა უნდა....
-კარგი ჩაიწერე... გაეკეკლუცა გოგონა და ნომერი უკარნახა... მალე ზარიც დაირეკა, ნუცა კლასში დაბრუნდა... კლასში შესვლისთანავე ნატა შეეფეთა.
-იმ ბოზ ლიკასთან ერთად ნუ დადიხარ, თორემ იცოდე ჯერ შენ მოგკლავ და მერე იმ დეგენერატ დემეტრეს მოგა....ბ გაიგე?
-ნატა რა გინდა?
-მე მარტო შენი კარგად ყოფნა მინდა და დამიჯერე მაგისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
-კაი ნატუკა, გეფიცები არაფერი მოხდება, დამიჯერე.
-შენთვისვე აჯობებს ასე იყოს, თორემ ხომ იცი არც შენი მეშინია და არც იმ დეგენერატი ლიკასი, რამე რომ გავიგო პირდაპირ თათიასთან მივალ და ვეტყვი სახლში გამოგკეტოს.
-ეგრე გიყვარვარ? სევდიანი თვალები მიაპყრო გოგონამ ნატას.
-მორჩი აფერისტობას და თავს მიხედე!
ნუცას გაეღიმა, მაგრამ მის ღიმილსაც კი დიდი სევდის კვალი ეტყობოდა.
-ნატა, ჩემთან არ ამოხვალ?
-დღეს არ შემიძლია, ხვალ გეცლება?
-შენთვის სულ მცალია...
ნუცა ამ დიალოგმა გაახალისა, ეშინოდა, არ უნდოდა საუკეთესო მეგობართან ურთიერთობა გაფუჭებოდა, მაგრამ ეგონა, რომ ნატა აღარ მოინდომებდა მასთან საქმის დაჭერას... სასიამოვნოდ შეცდა.
გაკვეთილები დამთავრდა თუ არა, ნატას ტელეფონზე ესემესი მოვიდა... ალექსი სწერდა.
,,ნატა გცალია?"
,,შენთვის არა!"
,,გთხოვ დამელაპარაკე, საქმე მაქვს შენთან. მომენატრე."
,,შენც შენი ძმაკაცისნაირი ხისთავიანი ხარ, არც ერთი თქვენგანის დანახვა აღარ მინდა, იცოდე არსად დამენახოთ, თორემ შემომაკვდებით"
,,ნატა არ მესმის დემეტრეს გამო მე რატომ მეჩხუბები."
,, შენ არ გინახავს ამ ბოლო დროს ნუცას გაციებული თვალები, თორემ ამას აღარ მკითხავდი... შემეშვი!"
,, ვწუხვარ... არავის უნდოდა, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო..."
,,მაგრამ მოხდა, ამიტომ შე-მე-შვი! გასაგებია? აღარ მომწერო... მაინც არ გიპასუხებ!"
,, კარგი ნატა, მოვა დრო და ნუცაც და შენც შეიტყობთ სიმართლეს... იმედია გვიან არ იქნება, დროებით..."
გოგონას ალექსი ძალიან დასერიოზულებული ეჩვენა, განა აქამდე სულ ამაზე არ ოცნებობდა? ახლა კი თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა... სულაც არ სურდა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ დემეტრეს საქციელს ვერ ჰპატიობდა... ალექსზე ფიქრებით გართული მიუყვებოდა ნაცნობ გზას... მისი მეგობარიც ჩაფიქრებული იყო, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვიზე ფიქრობდა. მის სახლს, რომ მიუახლოვდნენ ნატა დაემშვიდობა და გზა გააგრძელა... ნუციკო სახლში შევიდა, ჯერ გამოიცვალა, ისადილა და სამეცადინოდ დაჯდა, მალე უცხო ნომრიდან დაურეკეს. გოგონას გაუკვირდა, თავიდან ვერ მიხვდა თუ ვინ იყო.
-გისმენთ...
-ნუცა, როგორ ხარ?
-კარგად ვარ, ვინ ხართ?
-ავთო ვარ, ვერ მიცანი?!
-აჰ ავთო... როგორ ხარ?
-ძალიან კარგად...
-კარგია.
-ნუცა ზეგ საღამოს გეცლება? ჩემი მეგობარი მართავს სახლში პატარა წვეულებას, ჩვენი სკოლელია... შენ და ლიკუნაც დაპატიჟებულები ხართ...
-საღამოს?! გაიოცა გოგონამ.
-ხო... პრობლემაა?
-მე არა მგონია გამომიშვან... ნუცას დიდად არ უნდოდა წასვლა, მაგრამ საქმის გაფუჭებაც არ სურდა ავთოსთან...
-ძალიან გთხოვ...
-დავუშვათ წამოვედი, შეიძლება ჩემი მეგობარიც წამოვიყვანო?
-გააჩნია...
-რას გააჩნია?
-გააჩნია შენი მეგობრის სქესს...
-აჰ... გოგოა, შეიძლება იცოდე... ნატა ჰქვია, ძალიან ლამაზია.
-შენზე ლამაზია?
-ბევრად...
-რაღაც არამგონია შენზე ლამაზებიც არსებობდნენ.
-მადლობთ... ვითომ დაიმორცხვა გოგომ.
-კარგი ნუციკო, კარგად.
გოგონამ ტელეფონი გათიშა და საწოლზე მიაგდო... მოულოდნელად ტირილი აუტყდა... გოგონას საკუთარი თავიც სძულდა და ის საზოგადოებაც, რომელშიც ტრიალებდა... მითუმეტეს, რომ დემეტრესგან ყურადღებას მაინც ვერ იმსახურებდა.
მეორე დღეს ნატა მეგობარს ესტუმრა, კარგა ხანს იჭორავეს... თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ ნუცას ერთი არასწორი კითხვის გამო ყველაფერი ჩაიშალა...
-ნატა, ხვალ დაპატიჟებული ვარ ,,ფართიზე" და მინდა შენც წამოხვიდე.
-ვისთან?
-ლიკას მეგობართან...
ნატას სახეზე მრავალი გრძნობა შეენაცვლა ერთმანეთს... გოგონა ბრაზობდა, თან მეგობარი ძალიან უყვარდა და არ იცოდა რა ექნა. ბოლოს უბრალოდ ჩანთას დაავლო ხელი და წავიდა... ნუცას გაკიდება არც კი უცდია, მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა... ყველაფრის სურვილი დაეკარგა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდა. დედასთან მივიდა და უთხრა, რომ მეგობრებთან იყო დაპატიჟებული და ხვალ ოდნავ შეაგვიანდებოდა... საკუტარ ქალიშვილში დარწმუნებულ თათიას ვერც კი წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა მას რაიმე საფრთხე შეჰქმნოდა, ამიტომ შვილს უპრობლემოდ დასთანხმდა... როგორც იქნა დადგა ხუთშაბათი საღამო... ექვსი საატისთვის ნუცა უკვე მზად იყო, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა... სახლიდან გამოვიდა თუ არა, ლიკას მისწერა... ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ავიდნენ მეგობრის სახლში... ბავშვებს შეკრება უკვე დაეწყოთ, სახლი ძალიან დიდი და კეთილმოწყობილი იყო, აქ უამრავი ხალხი ირეოდა... თითქოს ყველანი ნაცნობები იყვნენ. გოგონამ ოთახს თვალი მოავლო და ავტო შენიშნა... ბიჭი ნელა მიუახლოვდა მას და ძველი ნაცნობივით გადაკოცნა... ნუცას დიდად არ ესიამოვნა მისი სიახლოვე, მაგრამ ოთახში შემოსული დემტრე, რომ შეამჩნია, ბიჭს ძალიან თბილად გაუღიმა... დიტო ეცადა არ შეემჩნია ის ბრაზი, რომელსაც ამ წუთებში განიცდიდა, მის თანმხლებ გოგოს ჩაეხუტა და თვალი ნუცასკენ გააპარა...
ახალგაზრდები თითქოს მორცხვობდნენ, მთელს სახლში მუსიკის ხმა ისმოდა, მაგრამ ცეკვას ვერავინ ბედავდა... მოულოდნელმა სიურპრიზმა ყველა გაახალისა... ოთახში რამოდენიმე ბოთლი ლუდი, ღვინო და ვისკი შემოიტანეს...
-ეს საიდან? იკითხა ნუცამ...
-დეიდაჩემს ალკოჰოლ-ბარი და სასმელების დიდი კოლექცია აქვს, ცოტა წავართვი... თვალი ჩაუკრა სალომემ (სახლის პატრონმა) და სხვა ბავშვებს შეუერთდა... ალკოჰოლმა თავისი გაიტანა, ყველას ცეკვა მოუნდა... ნუცას დალევა ბევრი მოუვიდა, ამიტომ დივანზე ჩამოჯდა.. გოგონას ლოყები შეფაკვლოდა და თვალები მიელულა... ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ დაჟინებით მისჩერებოდა ავთო... ავთოს კი დემეტრე... ცოტაც და სახლში ისეთი ჩხუბი აიწეოდა ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა... მალე სახლში ოდნავ უფრო წყნარი მელოდია აჟღერდა, ავთანდილი ნუცას მიუახლოვდა და ფეხზე წამოაყენა... გოგონამ იუარა, არ უნდოდა ცეკვა, მაგრამ ბიჭმა თითქმის ძალით წაიყვანა. დემეტრეს არ გამოჰპარვა მისი ქცევა... სულ დაავიწყდა, რომ გვერდით უმშვენიერესი გოგონა ედგა, უბრალოდ მათკენ დაიძრა...
-ხელი გაუშვი...
-რამე პრობლემა გაქვს?
-მე არა, მაგრამ მალე შენ შეგექმნება პრობლემები... ბიჭს თვალები ბრაზით და სიძულვილით აევსო... ალბათ ავთოს ბუნებაში თვითგადარჩენის ინსტიქტმა გაიღვიძა, ნუცას ხელი გაუშვა და დაჯდა... დემეტრემ გოგონა თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია და მასთან ერთად რწევა დაიწყო...
-ხელი გამიშვი!
-შენ მასთან აღარ დაიჭერ საქმეს!
-შენ რა გინდა? არც შენ გიყვარვარ, არც მე მიყვარხარ, რატომ არ შემეშვები?
-შენ ჩემი შეყვარებული გერქვა და არ მოგცემ უფლებას ვიღაც ნაბიჭვართან ერთად იმოძრაო, გაიგე გოგო? აუყვირა დემეტრმ.
-მე მინდა ავთანდილთან ერთად ,,ვიმოძრავებ" და თუ მინდა მთელი სკოლის ბიჭებთან, ეს შენ არარ გეხება...
-ეგრე არა? ძალიან კარგი... მაშინ ახლა ჩემთან ერთად მოგიწევს წამოსვლა... ბიჭი სულ აწიტლებული იყო, არც კი იცოდა რას აკეთებდა... უბრალოდ ინსტიქტებს ემორჩილებოდა. ნუცას მკლავში ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია...
-გამიშვი შე ცხოველო... არსადაც არ წამოგყვები...
-წამომყვები და მერე როგორ! მაინც და მაინც სახელის გაფუჭება გინდა? არ გინდა მე ვიყო ამის მიზეზი?
-არა! არ მინდა! საერთოდ აღარ მომწონხარ...
დემეტრე არც დაფიქრებულა ისე დაეკონა მის ათრთოლებულ ტუჩებს... ნუცა უმალ მოშორდა, მწარე სილა უთავაზა და გაიქცა... დემეტრე მაშინვე გაეკიდა... მაგრამ თავიდან ვერ მიაგნო... ერთი ქუჩა გაიარა და ტროტუარზე ჩამომჯდარი ნუცა დაინახა, მაშინვე მას მივარდა და ფეხზე წამოაგდო. მის თვალებში თითქოს ცეცხლი მძვინვარებდა... ნუცას ასე არასდროს შეშინებია... ნელ-ნელა უკან იხევდა, მაგრამ დემეტრე გაქცევის საშუალებას არ აძლევდა... მალე სძლია სიბრაზეს... ტელეფონი ამოიღო და ნატას დაურეკა...
-ნატა, საქმე მაქვს შენთან...
-რა გინდა იდიოტო?
-ნუცას სჭირდები... მის ქუჩასთან ამოვიყვან და შენ უბრალოდ სახლში შეიყვანე კარგი?
-რა? ნუცას შენთან რა უნდა?
-დროზე გამოდი!
დემემ გოგონას ხელი მოჰკიდა და წაიყვანა... ცდილობდა აღარ ეუხეშა, ამჩნევდა, რომ ნუცა მის გამო იყო ასეთ დღეში, საკუთარი თავი სძულდა, მაგრამ ვეღარაფერს მოახერხებდა. მას უკვე აღარაფრის უფლება აღარ ჰქონდა, ისღა დარჩენოდა დაეფრთხო ყველა, ვინც მის გოგოს გაეკარებოდა...
(ოცდამეორე თავი)
დემეტრეს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ნუცა კი სლუკუნებდა, გული ლამის ამოუჯდა. დემეტრეს ურეაქციობა კიდევ უფრო აწამებდა... ნეტავ რა უნდოდა, თავს რატომ არ ანებებდა? ნუთუ არ ეყო რაც სტანჯა... რატომ არ მოშორდება მისი ცხოვრებიდან, ნუთუ მხოლოდ ნუცას სატანჯველად მოევლინა ამ ქვეყანას? მწარე ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ მიუახლოვდნენ მის სახლს... ნატა უკვე იქ იყო, ადგილს ვერ პოულობდა, ხან იქეთ გაივლიდა ხან აქეთ... ნუცა და დიტო, რომ დაინახა სახე გაუნათდა... მერე მიხვდა, რომ მისი მეგობარი ტიროდა და ძალიან გაბრაზდა, ნუცა იქვე ძელსკამზე ჩამოსვა და დემეტრეს მივარდა...
–ვერ ხედავ რა დღეში აგდებ? რატომ არ შეეშვები შე არაკაცო?
–ახლა კარგად მისმინე.. არ ვიცი ამას რატომ გეუბნები, მაგრამ მეორედ აღარ გავიმეორებ! გირჩევნია მაგ შენს დაქალს მიხედო, მეორედ იმ ნაბიჭვარ ავთოსთან ერთად აღარ დავინახო, თორემ ორივეს ტყავს გავაძრობ გაიგე? ცოტა თავს ჭკუა დაატანოს მაგ შენმა დაქალმა... მეორედ არ გავიგო რომ ეგეთ ტიპებთან დაიჭიროს საქმე და საერთოდ იმ ლიკასაც აღარ გააკარო... დაიმახსოვრე. თუ არ დამიჯერებთ მთელი სკოლა გაიგებს როგორია ნამდვილი დემეტრე ჯაჭვლიანი, ნუ ჩამადენინებთ იმას, რაც ყველა ჩვენთაგანს ცუდ დღეში ჩაგვაგდებს... ნუცას რომელიმე ბნელ ოთახში გამოკეტვაც რომ მომიწიოს მაგის გამკეთებელიც ვარ... კარგად მოგეხსენება, რომ ჭკუა არ დამიშლის, ამიტომ შენ გაფრთხილებ, მეორედ აღარ გამოაცდევინო ჩემი მოთმინება.
ნატა ძალიან დაიბნა....
–ვერ ვხვდები მაგას რატომ ამბობ... შენ ხომ ის არ...
–შენც შენი დაქალისნაირი სულელი ყოფილხარ... მოვა დრო და გაიგებთ ყველაფერს... მანამდე გირჩევნია კარგად დაიჭირო... იცოდე არც ისე იოლი საქმეა... ბიჭს მეტი აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ადგა და წავიდა... ნატა ნუცასთან მივიდა და ჩაეხუტა.
–თავს როგორ გრძნობ?
–კარგად ვარ, უბრალოდ თავბრუ მეხვევა...
–მოდი ცოტა ხანს აქ ვიყოთ და მერე სახლში შეგიყვან.... თათიას ვუთხრათ, რომ მეც შენთან ვიყავი... თუ რამე იეჭვა, ვითომ თითო ჭიქა დავლიეთ.
–არ მინდა ჩემს გამო პრობლემა შეიქმნა...
–მაგაზე ნუ იდარდებ.
გოგონებმა ცოტა ხანს მოიცადეს, ცხრა საათისთვის უკვე სახლში იყვნენ, საბედნიეროდ თათიას არაფერი უეჭვია. მაგამ ახლა ნატას დედამ დაიწყო ნერვიულობა, ნუცას მისი გაშვება არ უნდოდა, ამიტომ თეა დეიდას (ნატას დედას) სთხოვეს, რომ მასთან დაეტოვებინათ, მეორე დღეს შაბათი იყო და ჩანთაზე და წიგნებზე აღარ ღელავდნენ... ერთად-ერთი, რაც ნატას აფიქრებდა დემეტეს სიტყვები იყო... მის მკაცრ და მბრძანებლურ ტონში მაინც უდიდესი მზრუნველობა იგრძნობოდა. რას ნიშნავდა მისი საქციელი? ნუთუ ნატამ რამე არ იცოდა? უკვე პირველი საათი იყო, როცა გოგონას ჩაეძინა, მთელი ღამე ვერც თვითონ მოისვენა და არც ნუცა მოასვენა, ხან საბანი გადაიძრო, ნუცაც კინაღამ გადააგდო. ამას ,,მინი ომი მოჰყვა" ორი გოგონა დაუნდობლად იბრძოდა ერთი საბნისთვის... ნამდვილად სახალისო საყურებელი იყო. ბოლოს როგორც იქნა ბრძოლით დაიღალნენ და მშვიდად დაიძინეს. გაიღვიძეს თუ არა ნატა ფეხზე წამოხტა, ტანსამელი გამოიცვალა და სახლში წავიდა... ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა დრო... ალექსის ნახვა უნდოდა. მისგან ყველაფრის გაგებას შეძლებდა. პირველი საათი მოვიდა თუ არა, გოგონამ ტელეფონი აიღო და მას დაურეკა.
-ოე კრეტინო, შენთან საქმე მაქვს! დროზე ადექი და ჩემს კორპუსთან ამოდი.
-აე გოგო, თუ იცი ვის ელაპარაკები?
-გადასარევად ვიცი, დროზე მეთქი!
-კარგი ხო, მოვდივარ.... ჩაიბუზღუნა ალექსამ და ყურმილი დაკიდა. ნატას მის ლოდინში ლამის ნერვოზი დაემართა, კორპუსის წინ ბოლთას სცემდა. როგორც იქნა გამოჩნდა ალექსი, მთელი თავისი შარმით...
-როგორ ხარ ფოცხვერო, რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ.
-ოჰ... გიკივირს?
-რა საქმე გაქვს?
-ჩვენს ორ დებილზე უნდა გესაუბრო... ვეჭვობ, რომ აქ რაღაც ისეთი ხდება, რაც მე და ნუცამ არ ვიცით...
-ვერ გავიგე რას ამბობ...
-ნუ დებილობ ახლა რარაცეებს და დროზე დაფქვი დემეტრეს რა დაემართა...
-აუ ამისთავის დამიბარე? მე კი მეგონა ჩვენზე უნდა გელაპარაკა... ბიჭმა უიმედოდ დახარა თავი და გოგონას ზურგი აქცია, მაგრამ ამჯერად ნატამ არ გაუშვა, მკლავში მაგრად ჩაეჭიდა და ბიჭს განძრევის საშუალება არ მისცა... განა ალექსი ვერ მოერეოდა? უბრალოდ მისმა შეხებამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.
-ალექს, ისინი ჩვენი მეგობრები არიან და მათ ძალიან ვჭირდებით...
-აუ არაფერი არ ხდება, რატომ არ გესმის?
-ცრუობ... თან ძალიან უნიჭოდ... უკბინა გოგონამ...
-კარგი... სიმართლე რომ მოგიყვე რას მივიღებ სანაცვლოდ? ბიჭმა თვალები საყვარლად დააფახულა...
-მაგ ლამაზ თვალებს მთელს შეინარჩუნებ...
-მეტს ვერაფერს?
-მეტი რაღა გინდა? გაიკვირვა გოგონამ...
ალექსმა თავი დახარა და მარჯვენა ლოყაზე საჩვენებელი თითი დაიდო... ნატამ ირგვლივ მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდათ და ბიჭს ლოყაზე აკოცა.
-ეს უკვე სულ სხვა საქმეა...
-დროზე მოყევი...
-ვშიშობ შენ გაანადგურებ ჩემი და დემეტრეს სტაჟიან მეგობრობას.... ბიჭმა ერთი ამოიხვნეშა და ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაფქვა. ნატა კარგა ხანს გაოგნებული იდგა... ვერ იჯერებდა იმ ყველაფერს, რაც ალექსმა უამბო.
-კი მაგრამ მხოლოდ ერთი ბრძოლა თუ დარჩა ეთქვა ნუცასთვის სიმართლე... დაშორებით მეტი არ დაუშავა?
-არ იცი რა ხისთავიანია? გინდა თუ არა უნდა დავიცვაო... შენ გგონია ოდესმე მარტო ტოვებდა? ის თუ ვერ ახერხებდა შენ და ნუცას ყოველთვის ჩვენ გადევნებდით თვალეს... უბრალოდ მეტნაირად ვერ ჩაერეოდა...
-ნუცამ ეს უნდა გაიგოს...
-არა გთხოვ... დემეტრე გაგიჟდება...
-ნუცას გაგიჟებას დემეტრეს გაგიჟება მირჩევნია! არც შენ გირჩევ ხელის შეშლას... დამიჯერე ორივესთვის ასე აჯობებს.
-კარგი... ბიჭმა თავი დახარა და ადგომა დააპირა...
-ალექს...
-ჰო!
-მადლობა... ნატამ ახლა მეორე ლოყაზე აკოცა ბიჭს.
-ეს რისთვის? გაოგნდა ალექსი.
-ეს ისე, გაუცინა მან და ნუცასთან წავიდა....
_ _ _
წითურთმიანი გოგონა სიმღერ-სიმრერით ჩამოდიოდა კიბეებზე, მოულოდნელად ნაცნობი ხმა მოესმა... სწრაფად ჩამოირბინა და მისაღებში ქალბატონი ნიტა დაინახა... გოგონა ყველაზე ნაკლებად მოელოდა მის ხილვას. ნუცას დანახვისას ქალბა ფინჯანი მაგიდაზე დადო და გოგონას გაუღიმა. თათიამაც შვილისკენ მიიხედა, მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა...
-ქალბატონო ნია, როგორ ხართ... აქ რამ მოგიყვანათ?
-ნუცა შვილო... შენთან საქმე მაქვს...
გოგონამ დედას შეხედა, თათია უხმოდ ადგა და სასტუმრო ოთახიდან გავიდა...
-რა გნებავთ? ზრდილობიანად იკითხა გოგონამ და იქვე ჩამოჯდა.
-მე არც კი ვიცი, როგორ დავიწყო... არ მინდა დაგაფრთხო, ან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენო... მინდა დემეტრეზე გელაპარაკო...
ნუცა გაწითლდა და თავი დახარა...
-დაახლოებით ორი თვის წინ შევამჩნიე, რომ ძალიან გამოიცვალა... თავიდან სულ გექიშპებოდა, თითქოს შენზე აცრილი იყო, მაგრამ მალე პირიქით მოხდა, შენ რომ მოდიოდი სულ სადღაც იკარგებოდა, მთელი დრე გაბრწყინებული თვალებით დადიოდა... თუთქოს თვალებში ისევ ის სხივი ჩაუდგა, რომელიც მამამისის გარდაცვალებამდე უთამაშებდა... ამ ამბავმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან აგრესიული და გულჩათხრობილი გახდა... ამ ორი თვის წინ კი თითქოს ჩემი პატარა დემეტრე დამიბრუნდა... ისეთი გახარებული ვიყავი, არც კი ვიცოდი მადლობა ვითვის გადამეხადა... რა თქმა უნდა ვხვდებოდი, რომ ეს მის გულთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შენ თუ შეგეხებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... ამ სიტყვებზე გოგონამ თავი ასწია..
-ცუდად არ გამიგო, ილამაზესი და უჭკვიანესი გოგონა ხარ, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება, თუ გავიგებ, რომ ჩემს ბიჭს შენნაირი გოგო შეუყვარდა, მაგრამ უბრალოდ შენ და მას ერთად ვერ წარმოგიდგენდით... ეს მერე იყოს, ახლა თხრობას განვაგძობ... მოკლედ მერე ამას მოჰყვა მისი სამდღიანი დეპრესი, მთელი დღეები ოთახში იყო ჩაკეტილი, საჭმელსაც კი ჩემი ხათრით ჭამდა... მესამე დღეს როგორც იქნა გამოვიდა, ხმისამოუღებლად გავარდა სახლიდან და უკან ზედმეტად აჟიტირებული დაბრუნდა, თიტქოს მის ბუნებაში რაღაც გარდატეხა მოხდა... აი მომდევნო დღეს კი მე თქვენ დაგინახეთ... ჩემი სახლის ფანჯრიდან... გაკვეთილიდან რომ წახვედი დემეტრეც მალე გამოვიდა, გიჟს გავდა, ფანჯრიდან რომ გადმოვიხედე დავინახე, რომ მას სილა გააწანი. ვერ წარმოიდგენ რა აღარ ვიფიქრე, მერე ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირე და თითქოს თავსატეხი ავაწყვე... თქვენ ერთად იყავით და რატომღაც იჩხუბეთ, ეს უბრალოდ ბავშვურ კინკლაობად მივიჩნიე და ვეცადე არ ჩავრეულიყავი. მაგრამ გუშინ ისეთი რამ მოხდა... რომ ახლაც ვერ ვიჯერებ...
ნუცამ ყურები დაცქვიტა...
-გუშინ ძალიან გვიან დაბრუნდა, მე უკვე ვიწექი ვიფიქრე დაწვება და დაიძინებსთქო... მაგრამ ყვიროდა... ვერ წარმოიდგენ რა დამემარტა, მაშინვე ფეხზე წამოვხტი და მის ოთახში შევვარდი... ვერ გავაკავე, გიჟს გავდა, შევამჩნიე, რომ მთვრალი იყო... ღრიალებდა, ხელში რაც მოხვდა ყველაფერი ალეწა, ტეთრეული სულ დაგლიჯა, ბოლოს საწოლზე დაემხო და ატირდა... ნუცა თვრამეტი წლისა ჩემი შვილი და მე მისი ტირილი არ მახსოვს, დაბადების მერე აღარ უტირია, ხშირად ვწუხდი ამის გამო... იმდენად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ტირილს ქალაჩუნობად ჩაუთვლიდნენ... გუშინ კი იმდენი იტირა მეც ამიყოლია... ახლაც ხელი მიკანკალებს ამ ამბავს, რომ ვიხსენებ... მე დედა ვარ და მეც კი არ გამიმხილა სიმართლე. მხოლოდ ორად ორ წინადადებას იმეორებდა... ,,მიყვარს დედა, მიყვარს,რატომ ვერ ხვდება, რომ მისთვის კარგი მინდა?" ,, არ მაქვს უფლება მასტან ახლოს ვიყო" შვილო გეფიცები ლამის ხელში ჩამაკვდა... სიცხემ აუწია, მთელი რამე ბორგავდა, დილას კი ვითომც არაფერიო... ხმაც არ გაუღია ადა და წავიდა... ისიც კი არ ვიცი სად ვეძებო... არ ვიცი რა გავაკეთო... თუ რამე იცი დამეხმარე გთხოვ...
ნიტამ ნუცას შეხედა, გოგონას თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა, ცოტაც და იტირებდა...
-ნუცა მე წავალ... აღარ მინდა შეგაწუხოთ, იქნებ სახლში დაბრუნდეს. მაგრამ გთხოვ, თუ რამეს გაიგებ , ან თუ რამით შეძლებ მის დახმარებას ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ...
გოგონა გაშტერებული იჯდა, ვერც ჰო უთხრა და ვერც არა... უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა... მალე მის კარზე ზარის ხმა გაისმა... კარი გააღო თუ არა სახლში ნატა შემოვარდა.
-ნუცა რაღაც უნდა გიამბო...
-ახლა არა გთხოვ... ძალიან ცუდად ვარ, ვერაფერს ვერ გავიგებ...
-ნუცა დემეტრეს ისევ უყვარხარ, არც არასდროს დავიწყებიხარ... უბრალოდ შენს დაცვას ცდილობდა...
-რას ამბობ, ვერ გავიგე..
-დაჯექი, ყველაფერს გიამბობ...
ნატა თხრობას მორჩა თუ არა ნუცამას თვალები გაუნათდა, მოულოდნელად გაახსენდა ის პარკი, რომელშიც დემეტრეს უყვარდა სიარული... მეგობრისთვის არაფერი უთქვამს ისე გავარდა სახლიდან.
-რა ბზიკმა უკბინა ამ გოგოს, ამხელა ამბავი გავარკვიე და იმასაც არ მეუბნება სად მიდის... ნატა ძალიან ბრაზობდა... მერე ალექსი გაახსენდა, მხოლოდ მას ეცოდინებოდა ის ადილი სადაც ნუცა მიდოდა...

... ... ...
-რა ხდება ნატა, დღეს უკვე მეორედ შემხვდი, ნუთუ ასე გენატრები? ახლა არ მცალია, დემეტრე უნდა მოვძებნო... მერე თუ გინდა სულ შენი ვიქნები...
-ნუ დებილობ რაღაცას, მეც დემეტრეს და ნუცას ვეძებ...
-რაა?
-რა და ნუცას ყველაფერი, რომ ვუამბე სახლიდან გაიქცა... სიტყვაც არ მითხრა... ერთი ეს თქვა ,,პარკში იქნებაო"
-აუ ტოო... პარკი ახსენა?
-ხო რა იყო?
-იმ ბიჭმა კიდევ ვერ გამოაღწია პატარაობიდან... ბავშვობაში ერთი პარკი უყვარდა... ვერ ვადღლიზავდით იქედან. ახლაც ალბათ იქ აგდია.
-წავედით დროზე!
... ... ...
ნუცა პარკის შუაგულში აღმოჩნდა თუ არა ერთად-ერთ ძელსკამს მიუახლოვდა... დემეტრე იქ იჯდა, ფეხები აეკეცა და თავი მუხლებში ჩაერგო... ნუცა უბრალოდ მიუახლოვდა და გვერდიტ დაუჯდა. დემეტრემ თავი ასწია.. თვალები ცაწითლებული ჰქონდა...
-აქ რა გინდა?
-მე ყველაფერი ვიცი...
-შპაკლი რატომ აღარ გისვია? სახლში დატოვე?
-ნუ მეუხეშები...
-შემეშვი, წადი...
-არ წავალ...
-წადი, თორემ...
-თორემ რას იზამ? დამშორდები? ჰაჰ.. როგორ შემაშინე...
-ვინ გიტხრა სიმართლე?
-დედაშენმა და ნატამ... ნატამ ალბათ ალექსს დააფქვევინა.
-მერე რა გინდა?
-მერე ის მინდა, რომ ჩამეხუხუტო და მითხრა, რომ სულ ჩემთან იქნები და სულ გეყვარები...
ბიჭი მას ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა...
-სელ შენტან ვიქნები, სულ დაგიცავ და სულ მეყვარები... გოგონამ თვალები საყვარლად მოჭუტა და მის მკლავებში მოკალათდა... მალე ალექსი და ნატაც მივიდნენ. ამ თბილი სცენის შემხედვარეს, ორივეს სიცილი აუტყდათ... ასეთი სითბოს გამოხატულებაზე ორივეს ,,გული ერეოდა"
-ჰა რა ვქნათ ახლა, ,,გავიყოთ და ვიზასაოთ?!" თქვა ალექსმა და კიდევ უარესად გადაიხარხარა... მათი არანორმალური სიცილი მთელს პარკს მოედო... ნუცა და დემეტრე ძალიან გაბრაზდნენ...
-ოე დამპლებო, მანდ რას აკეთებთ?
-დემეტრე, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია... ნატა ალექსს მიუბრუნდა და დრამატული სახე მიიღი.
ბიჭი მიუხვდა ჩანაფიქრს...
-ხო ნუცა... მეც, მეც მოვკვდები უშენოდ...
-ოო, დემეტრე...
-ოო, ნუცა... ალექსი ნატას ჩაეხუტა და აღარ უშვებდა...
-ჰო, კარგი ახლა მთლად მაგდენიც არ გინდა.... თავისი ხმა დაიბრუნე ნატამ და მისი ხლართებიდან თავი დაიძვრინა...
-არა რაა, აზრი არ აქვს ამათთან ლაპარაკს... ჩაიბუზღუნა ნუცამ და ფეხზე ადგა... დემეტრემ ხელი დაუჭირა.
-რას აკეთებ?
-მივდივარ... უპასუხა გოგონამ...
-აქედან ვინც უნდა წავიდეს, ის ორი პარაზიტია... გაიცინა დემეტრემ და ნუცა სკამზე დასვა...
-აბა ახლა მოუსვით აქედან! ხმა გაუმკაცრდა ბიჭს.
-ოე, ბიჭო არა გრცხვენია? ჩემი დამსახურებაა ახლა ერთად, რომ ხართ...
-ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მასთან მარტო ყოფნა მირჩევნია...
-კარგი ნატა, დავტოვოთ გუგულები... საუბარში ჩაერთო ალექსი და ნატა პარკიდან გაათრია...

-ნატა-ა-ა...
-რა გინდა?
-იცი? არ მომწონხარ!
-არც მე...
-მე მიყვარხარ...
-მეც.
-მე არ მინდა, რომ ამათნაირები ვიყოთ...
-არც მე არ მინდა...
-ანუ რაზე შევთანხმდეთ?
-რა ვი, ბიჭი ხარ და შენ მოიფიქრე...
-მოდი საერთოდ ნურაფერს მოვიმოქმედებთ... უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
-კარგი... უპრობლემოდ დასთანხმდა ნატა...
-მაგრამ...
-მაგრამ რა?!
-შეგიძლია მაკოცო ხოლმე...
-რაოო?! გაიკვირვა გოგონამ...
-რა იყო, რა გაგიკვირდა, ლოყა ვიგულისხმე... მხიარულად გაუცინა მან და ენა გამოუყო...
-ჰაჰ... მაგაზე მეტს მაინც ვერ ეღირსები...
-მერე ვინ გიტხრა, რომ მაგაზე მეტი მინდა?
-რა არ გინდა?!
-არა-ა-ა... თავი გააქნია ბიჭმა და გოგონას ხელი ჩაჰკიდა.
___ ___ ___
-როგორც იქა მარტო დაგვტოვეს... ამოიხვნეშა დემეტრემ...
-ხო... ხმა გაებზარა ნუცას...
-რა გჭირს?
-მე? არაფერი... უბრალოდ ბედნიერი ვარ...
-მეც ბედნიერი ვარ... მაგრამ ახლა სერიოზულ თემასაც შევეხოთ...
-რა ხდება? იკითხა გოგონამ...
-იმ დღეების მანძილზე, რაც ერთად არ ვიყავით მოხდა რამე ისეთი, რაც უნდა ვიცოდე?
-რამე ისეთში რას გულისხმობ?
-ყველაფერს...
-ანუ?
-აუ ნუცაა... ყველაფერს...
-კარგი, მაშინ არაფერი არ მომხდარა...
-შენთვის უკეთესი...
-სადისტო! მარტო შენს თავზე ფიქრობ...
,,ჩემს გოგოს არავინ გაეკაროს!" ხმა დაიბოხა გოგონამ.
-კარგად გამოგდის, გაუცინა ბიჭმა და ცხვირზ უჩქმიტა... ნუცა პატარა ბავშვივით გაიბუსხა და ენა გამოუყო.
-წავიდეთ სახლში, თორემ პატარა გოგოს დასჯიან...
-წავიდეთ... გაუღიმა ,,პატარა გოგომ" და ფეხზე ადგა...
ნუცამ სახლში მცირე საყვედურები მიიღო, მაგრამ დედიკო მალევე შემოირიგა... ამ ამბიდან თითქმის ექვსი წელი გავიდა... ,,წითური პრინცესას" სიზმარი ახდა... ზუსტად ისე, როგორც 15 წლის ასაკში დაინახა... მისი ქორწილის დღე ნატას შემოვარდნით დაიწყო... ამჟამად ნუცას ყველაფერი ახსოვდა... მეტიც, განვლილი წლებით ძლიერ იყო კმაყოფილი, აღარაფრისა აღარ ეშინოდა, უჯბრალოდ ტკბებოდა იმით, რაც გააჩნდა... გოგონამ გააცნობიერა, რომ თურმე სიზმრებიც ხდება... დაფიქრდით, ირგვლივ მიმოიხედეთ, ყველა ადამიანი ხომ თავისებურად გასაოცარია, ყველა ხომ ტავად ქმნის მის მომავალს... დემეტრემ და ნუცამ შექმნეს მომავალი თავის მეგობრებთად ერთად და ლეგენდებად იქცნენ...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი !
აბა ვის ახსოვს ეს ისტორია?



№1  offline წევრი S T I L I N S K I

მე მე მე მე მახსოვს კარგი ისტორიაა <3

 


№2  offline წევრი -tiko))

Magari iyo dzaan
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№3  offline წევრი flightless bird

როგორ მახარებთ <3
--------------------
თ.ნ.

 


№4  offline წევრი nini :)

მე არ ვიცი არ მახსოვს ეს ისტორია მაგრამ ეხლა რომ წავიკითხე ძაან მომეწონა. ძაან კარგი იყო<3<3<3

 


№5  offline წევრი crazy girl sofi

ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს უსტორია სიმართლე გითხრა პირველი ისტორია იყო ეს რაც ამ საიტზე წავიკითხე და არანირმალურად მომწონდა და მომწონს უკვე იმდენჯერ მაქვს წაკითხული და მაინც რამდენჯერაც არუნდა წავიკითხო არ მბეზრდება ყოველი წაკითხვისას უამრავი გრძნობა მიპყრობს რაღაც დიდ მუხტს ვგრძნობ მგონია რომ ისტორიის მონაწილე ვარ მე რადგან ყველა გრძნობას განვიცდი რაც ამ ისტორიაშია ჩაქსოვილი ყველა ემოციას ვგრძნობ და არ მბეზრდება ყოველთვის ამ ისტორიის კითხვისას სასიამოვნო ტალღა მივლის უკვე იმდენჯერ წავიკითხე რომ შემიძლია უბრალოდ ზეპირად მივყვე და ისევ წავიკითხო ათჯერ ასჯერ ან ათასჯერ მნიშვნელობა არ აქვს .... საოცარი ადამიანი ხარ შენ და ამ ისტორიამ დიდი ხნის წინ შემაყვარა შენი თავი გყვარობ მე შენ სასწაული ხარ რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ <3

 


№6  offline წევრი flightless bird

crazy girl sofi
ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს უსტორია სიმართლე გითხრა პირველი ისტორია იყო ეს რაც ამ საიტზე წავიკითხე და არანირმალურად მომწონდა და მომწონს უკვე იმდენჯერ მაქვს წაკითხული და მაინც რამდენჯერაც არუნდა წავიკითხო არ მბეზრდება ყოველი წაკითხვისას უამრავი გრძნობა მიპყრობს რაღაც დიდ მუხტს ვგრძნობ მგონია რომ ისტორიის მონაწილე ვარ მე რადგან ყველა გრძნობას განვიცდი რაც ამ ისტორიაშია ჩაქსოვილი ყველა ემოციას ვგრძნობ და არ მბეზრდება ყოველთვის ამ ისტორიის კითხვისას სასიამოვნო ტალღა მივლის უკვე იმდენჯერ წავიკითხე რომ შემიძლია უბრალოდ ზეპირად მივყვე და ისევ წავიკითხო ათჯერ ასჯერ ან ათასჯერ მნიშვნელობა არ აქვს .... საოცარი ადამიანი ხარ შენ და ამ ისტორიამ დიდი ხნის წინ შემაყვარა შენი თავი გყვარობ მე შენ სასწაული ხარ რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ <3

შემთხვევოთ გადავაწყდი ამ კომენტარს (ჩემი დაბადების დღეა დღეს და ასეთი საჩუქარი არ მიმიღია, მართლა) მიუხედავად იმისა, რომ სულელური ჩშეცდომებით არის გატენილი, მაინც მიყვარს და ის ხალხიც მიყვარს ვისაც ეს ისტორია უყვარს. მადლობა
--------------------
თ.ნ.

 


№7 სტუმარი ეკა 5

ბავშვური იყო, მაგრამ ძალიან საყვარელი და თბილი ❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent