რიგითი საქმე, N101 (4)
ის ღამე კაკიზე ფიქრით უფრო ჩაამთავრა, ვიდრე ძილით. არაფრით არ ეკარებოდა ძილი. რამდენჯერაც ჩასთვლიმავდა, იმდენჯერ ესმოდა თითქოს კარები იხსნებოდა და ისევ კაკი მოდიოდა მისკენ და ეღვიძებოდა. არ უნდოდა, რომ გაღვიძებოდა, ისევ სურდა ის სიამოვნება ეგემა, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგანაც ეს კაცი სასიამოვნო ფაქტორებთან ერთად, შიშის ფაქტორსაც აღვიძებდა მასში. დილით ადრე წამოდგა. საწოლში კოტრიალი უაზროდ მთელი ღამეც ეყოფოდა. მოწესრიგდა, შორტი და მოკლე მაისური ჩაიცვა, სათვალე მოირგო და ნომრიდან გავიდა. გასაღები კარებში გაატრიალა და ცარიელ დერეფანში ნელა დაიძრა. კიბეებზე ჩაირბინა და სანაპიროზე გავიდა. ჯერ ძალიან ადრე იყო, რის გამოც, ლოგიკურია, სანაპიროზე ადამიანი არ მოიპოვებოდა. მხოლოდ თოლიები დაფრინავდნენ წყნარი ტალღების თავზე. ზღვასთან ახლოს ჩამოჯდა, ისე, რომ ტალღებს მის ფეხებამდე მოეღწიათ. ქვებს დახედა, მათში რამოდენიმე ბრტყელი ამოარჩია და ზღვისკენ გააქანა. ისკუპა პირველმა ქვამ და ფსკერისკენ აიღო გეზი. მეორემაც იგივე გაიმეორა და გაბრაზებულმა მარიამმა მობილიზება უბრძანა ქვეცნობიერს, მესამე გაისროლა და ამჯერად, ეს უკანასკნელი ტალღებზე გაცურდა, თუმცაღა მუდმივად ვერ იცურებდა, ასე რომ მანაც ფსკერისკენ აიღო გეზი. –მაინც კარგად ისვრი, – გაიგო ყურთან ახლოს ჩურჩული უკვე ასე ნაცნობი ხმის, ცხელმა ტალღებმა უმალ მონახეს მის სხეულში გზა და მობეზრებულად ამოიხვნეშა. –შენ რაღამ გაგაღვიძა ამ დილას, არც აქ არ მასვენებ, ხო? –ასეთი პახმელია მაქვს, დილით ადრე მეღვიძება ყოველთვის, – გაიცინა და მარიამის ახლოს ჩამოჯდა. –არ მიკითხავს როგორი პახმელია გაქვს–მეთქი, – თქვა უხეშად და კიდევ ერთი ქვა გააცურა წყალზე. –უხასიათოდ ხარ, – კაკიმაც მობეზრებულად ჩაილაპარაკა და უკეთესი ოსტატობით გააჩერა ტალღაზე ქვა. –გიკვირს? – გაეღიმა მარიამს. –სხვათა შორის, არა, – არ დააკლო ირონიული ღიმილი კაკიმ. –უნდა წავიდე, – ის იყო ფეხზე წამოდგომა დააპირა მარიამმა, რომ ხელზე შეეხო კაკი, სასიამოვნო ჟრუანტელი გაუშვა გოგონაში და გახევებული დაენარცხა ქვებზე. ტკივილისგან სახე დაემანჭა, თუმცა, მადლობა ღმერთს, კაცის ჩაცინება ვერ შენიშნა. –ნუ გამირბიხარ, – მკაცრად, ბრძანებით ჩაილაპარაკა ფიფიამ და თვალი–თვალში გაუსწორა გაკვირვებულ გოგოს. –არ უნდა გაგირბოდე? – აბსოლიტური გულწრფელობით აღმოხდა მარიამს. –მანიაკი კი არ ვარ, – უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია ფიფიამ. –არავინ იცის, – თვალი ჩაუკრა მარიამმა, წამოდგა, ზურგი აქცია და ნელი ნაბიჯებით წავიდა მამაკაცის საპირისპირო მხარეს. ვერ ხვდებოდა ასეთს რას აკეთებდა მამაკაცი, რომ საშინლად უნდოდა მასთან საუბარი, კიდევ ერთხელ კოცნა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო: ყველა მის გრძნობას აიგნორებდა, მიუხედავად სურვილისა. ამჯერად არ გამოკიდებია ფიფია. მისცა უფლება თავისით გაენალიზებინა და გადაეხარშა რაღაც–რაღაცები. მოსწონდა ეს ქალი და მისი შეუვალობა სრულად აგიჟებდა. ალბათ, ერთხელაც იქნებოდა და ვეღარ გაუძლებდა გრძნობებს და ამოიფრქვეოდა ვულკანივით. მარიამმა სიგრძეზე გაიარა სანაპირო. უსიამოვნო და სასიამოვნო გრძნობები, რომლებიც აღუძრა ფიფიას უყურადღებობამ, ერთმანეთში აირია. ვერ გაეგო ამ კაცის. ხანდახან ისე ახლოს იყვნენ, შემდეგ კი ისევ თავისი თაოსნობით განშორდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. კაკი თუ ყველა საკითხში ჩამოყალიბებული იყო, მარიამი სიყვარულისა და მოწონების თემებში მოიკოჭლებდა. მოიკოჭლებდა და თან როგორ. ცხოვრებაში მუდამ ეხვეოდნენ თაყვანისმცემლები თავზე, მაგრამ თავად ვერც ერთზე ვერ აჩერებდა არჩევანს. ერთად ერთხელ მოუწია დაქალის დაჟინებული თხოვნით, რომ ეთამაშა სიყვარულობანა ერთ–ერთ ბიჭთან, რომელიც იმავე უნივერსიტეტში დადიოდა, რომელშიც ისინი. ის ბიჭი კიდევ დიდხანს დასდევდა მარიამს, მიუხედავად იმისა, რომ გაიგო ყველაფერი ფარსი იყო. მერე გადაიკარგა და აფციაურმაც შვებით ამოისუნთქა. როდესაც სანაპიროზე ხალხმა დაიწყო შემოსევა, უკან შეტრიალდა და სასტუმროში ავიდა, სასაუზმოდ და დასასვენებლად. თავის ნომერში ქეთასა და ანის დახვედრამ დიდად გააკვირვა. ეგონა ეძინებოდათ დებს, თანაც ქეთას ნაბახუსევის ამბავი რომ იცოდა... –გოგოებო? – კითხვებ მორეულმა გადახედა და კარი მიიკეტა. –რაო ფიფიამ? – თვალების ციმციმით კითხა ქეთამ. –არაფერი, – ხელი აიქნია და ემოციებისგან გადაღლილი დაენარცხა საწოლზე. –გეტყობა კი, – დას აყვა ანაც. –რა მეტყობა, გადაირიეთ? – გააფთრებული წამოჯდა საწოლზე და თვალები დაუბრიალა მეგობრებს. –კარგად იცი რაც, – თვალი ჩაუკრა ქეთამ დას. –თუ ღმერთი გწამს, ისეთი გადაღლილი ვარ, რომ თვალებს ძალას ვატან არ დაიხუჭონ, – მობეზრებულად ამოიფშვინა და ისევ მიესვენა ბალიშს. –რამ გადაგღალა? – ფხუკუნით ჩაილაპარაკა ანამ. –ანანო, რამ გადაგრია? – სიმკაცრე შეეპარა მარიამს ხმაში. –თქვენმა წყვილმა, – სიხარულით შემოკრა ტაში. –რომელ წყვილზე საუბრობ? – ამრეზით გახედა. მართლაც არ იყო ხასიათზე, ეტყობოდა. –შენსა და კაკის წყვილზე საუბრობს, – გაუღიმა ქეთამ დაქალს. –ბოლოს შენ მაგ კაცს ისეთი სიტყვებით ამკობდი, რომ რა ვიცი და რამე გაგიკეთა, ასე რომ შეგაცვევინა აზრი? – გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში, არადა თავის თავთან მაინც უნდა აღიაროს, რომ კაკისა და მისი წყვილად შერქმევაზე სიამოვნების ნაპერწკლებმა დაუარეს სხეულში. –მარიამ, ნუ ვიქნებით პესიმისტები! იდეალური კაცია და აღიარე, რომ მოგწონს, თანაც ეტყობა, რომ არც ის არის უარყოფითად განწყობილი შენს მიმართ, – ღიმილით გადაუწია ქეთამ თმა სახიდან. –ახლა წავუსვენებ და საღამოს კლუბში წავიდეთ, გინდათ? – თემა შეცვალა დაქალის სიტყვებით დაბნეულმა. –წავიდეთ, ოღონდ იფიქრე ჩემ ნათქვამზე! – საბოლოო სიტყვა თქვა ქეთამ და კარისკენ ოდნავი ბიძგით წაწია ანა. მარიამს ფიქრისთვის არ ეცალა, გაგუდულს ჩაეძინა, მთელი ღამის უძილოს. ______________________________________________________ –ქეთ, გავალ მე, კაი? – ჩასძახა ყურში კითხვით დაკავებულ დას ანიმ. –სად მიდიხარ, ანო? –მეგობართან შესახვედრად, – ლოყებ–აკაფრულმა, თითქოს დარცხვენილმა უნიჭოდ მოიტყუა. –წარმატებები! – მიაძახა ღიმილით ქეთამ დას. ქუჩა გადაჭრა ანამ და პატარა, მაგრამ ხალხით სავსე სკვერში აღმოჩნდა. დაბნეული შეჩერდა და ხალხს მოავლო თვალი. ვერსად რომ ვერ მონახა რჩეული, დაბნეული დაეშვა ახლად განთავისუფლებულ სკამზე და მობილური ამოაძვრინა ჩანთიდან. „სად ხარ?“ – მიწერა და ის იყო უნდა დაებლოკა ისევ მობილური, რომ გაიგო არც თუ ნაცნობი ხმა. –აქ ვარ, – სასიამოვნო იყო წვრილი, წრიალა და საყვარელი ხმის გაგონება. გახარებულმა აწია თავი, ღიმილით, წამოხტა და ნაცნობ სილუეტს ძალიან ძლიერად ჩაეხუტა. აქამდე მხოლოდ ფოტოებსა და ვიდეო ზარებში ყავდა ნანახი, მისმა ახლოდან ნახვამ კი უფრო მეტი სიყვარული და სითბო ჩაუღვარა გულში. –თეკო, მიყვარხარ, – დაიჩურჩულა მის ყურთან და ყელში აკოცა. ისევე როგორც თეკოს, მასაც დაუარა ცხელმა, სასიამოვნო ჟრუანტელმა სხეულში. –მეც, – თავი ნელი მოძრაობით გაწია უკან და ძალიან ახლოს შეაჩერა ანას თავთან, ისე, რომ ერთმანეთს აფრქვევდნენ ცხელ სუნთქვას. გოგომ ნელა მისწია თავი მისკენ, უფრო შეამცირა მანძილი და თავისი ცხვირი ანასას გაუხახუნა, შემდეგ კიდევ მიწია თავი და გოგონას გამოუცდელ ტუჩებზე შეჩერდა. სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების ნაპერწკლები გაიშალნენ ანას სხეულში. პირველი შემთხვევა იყო, როცა გოგოს კოცნიდა და ყველაფერს გაცვლიდა იმაში, რომ არასდროს მოშორებოდა თეკო მის ტუჩებს. ______________________________________________________________ კარებზე საშინელმა ბრახუნმა გააღვიძა მარიამი. კი არ წამოდგა – წამოხტა და შეშინებული მივარდა კარებს. არც დაფიქრებულა, ისე გახსნა კარი, რადგანაც ძილიდან წამოგაგდოს კარზე ბრაგუნმა არც თუ სასიამოვნო გრძნობაა. თვალებიდან ძლივს იყურებოდა, თითქოს ნისლი გადაჰკვროდა თვალებზე. როცა ქეთა დალანდა და მის უკან კაკი, რომელიც ხარბად ათვალიერებდა მას, გამოფხიზლდა და ინსტიქტურად მიხურა კარი. კარს მიღმა დარჩენილი კაკი აფხუკუნდა, ქეთამ კი მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები. მარიამმა სარკისკენ გაიხედა. დილით სანაპიროზე რომ გავიდა, მოკლე, თხელი სარაფანა ეცვა, სახლში დაბრუნებულს ისე დაეძინა, რომ ვერც მიხვდა გამოცვლილი იყო თუ არა, და ახლა, როცა შეშინებულმა გახსნა კარი, ვერც გაანალიზა რა ეცვა და როგორ ეცვა. სარკიდან მოჩანდა კაბა, რომელიც ტრუსში ჩაჩაჩულიყო და ისედაც დეკოლტე უფრო დაქაჩულიყო დაბლა. კაკი კი არა, თვითონაც დაიბნა საკუთარი თავის მიმზიდველობით. გაისწორა კაბა და კიდევ ერთხელ ბრაგუნზე შეხტა. კიდევ გახსნა კარი და ახლა შედარებით ცივილირებულად დაუხვდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. –მეგონა მზად იქნებოდი! – ფუცხუნით შევიდა ქეთა ნომერში. ნელი ნაბიჯებით შეჰყვა კაკიც. –მეძინა, ქეთა, რამ გადაგრია? – გაიზმორა და თვალებზე თითები დაატრიალა. –მეც მივხვდი, რომ გეძინა! – საყვედურ–შეპარული ხმით ჩაილაპარაკა და ფარდა, რომელიც გინდა ყოფილიყო და გინდ – არა, გადაწია. –მერე რომ მიხვდი, კარი უნდა ჩამოგეღო? – ხელები გაშალა აფციაურმა. – კინაღამ შემიკალი! –კინაღამ არ ითვლება, – თვალი ჩაუკრა კაკიმ და ფანჯრის რაფას მიეყრდნო. –შენ გაჩერდი! – თითის აქნევით გააჩერა მამაკაცი, რომელიც მის ამგვარ ჟესტზე აფხუკუნდა. – ჰოდა, წადით ახლა, გეჩქარებოდათ მგონი! –მკაცრი მზერა ქეთაზე შეაჩერა, რომელსაც მრავალი კითხვის ნიშანი ეხატა სახეზე. –ჩაიცვი! დაპირებულ კლუბში მივდივართ, თანაც ანიმ უნდა გაგვაცნოს თავისი რჩეული. –ა, მივდივართ? – გაკვირვებულმა გადაიტანა ირონიული მზერა ფიფიასკენ. – გაუნათლებელ მილიარდელებთან ერთად სიარული არ მსურს, – ცხვირი აიბზუა და სარკესთან სახე მიაახლოვა, თმებზე მოთავსებულ ბუმბულს რომ დაკვირვებოდა. – რა ჯანდაბაა ბუმბულის ბალიშები, რომელი საუკუნეა! – წამოიყვირა განცვიფრებულმა. –მარიამ! – აყვირდა ქეთა, რომელიც საცა იყო აფეთქდებოდა. – გინდა თუ არა, მოგიწევს! – შეუბღვირა და კარადა გამოხსნა, რათა კაბა ამოერჩია დაქალისთვის. შავ კაბას შეხედა, გადმოიღო და დაატრიალა. –იდეალურია! რატომ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ? – ცალი წარბის აწევით გახედა მარიამს. –ჩაიცვი, გინდა? – გაეცინა ქალს. –არა, მე მაცვია. შენ ჩაიცმევ, – ტანზე მოარგო. –არა! – წამოიყვირა მარიამმა. – ამ კაბას არ ჩავიცმევ! – კაკის გახედა, რომელიც გაღიმებული უყურებდა და ტუჩზე ორ თითს იტარებდა. –მართალი ხარ, – დაეთანხმა ფიფია. – ზედმეტად მოკლეა. ჯერ გაკვირვებულმა გაუსწორა მზერა მამაკაცს, მერე ჩაეღიმა და ისევ კაბაზე შეაჩერა მზერა. –იცი რა? მშვენიერია! ამას ჩავიცმევ! – წამოიყვირა გახარებულმა და კაკის მკაცრი მზერა დააიგნორა. _____________________________________________ მაპატიეთ, მაპატიეთ, მაპატიეთ! ვერაფრით მოვახერხე ამაზე ადრე.. გამოცდები მაქვს და იმის ნერვიულობის გადამკიდე მუზასაც ვეღარ ვიჭერ. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო საშინელება არ გამომივიდა და ვეცდები ამ დატვირთულ უქმეებზე აღარ დავაგვიანო.. მიყვარხართ და თუ ამას კითხულობთ, ესეიგი უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ! მადლობა! მიხარიხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.