ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 9
ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ასე კარგად აღარც კი მახსოვდა...ამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი ვისაც ყველაფერი ისე მოვუყევი როგორც იყო და შვება რომელსაც ვგრძნობდი ნათელი წერტილი იყო ჩემი არსებობისა... -ნეტა რა უნდა?..-ელენე ფანჯარასთან იდგა ყავას სვამდა და უსასრულობაში მიშტერებული იყო,მე საწოლზე ვეგდე და საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი,დემე როგორც ყოველთვის მულტფილმებს უყურებდა. -არ ვიცი ელე,-ხმა ჩაწყვეტილმა ამოვილუღლუღე და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა -ეხლა ის დროა რომ უნდა გირჩიო რამე ხო?-შემობრუნდა და ცალყბად გამიღიმა,თვალებში კი ჩემგან გაჩენილი სევდა ჩასდგომოდა.გავუღიმე და თავთან ჩამომიჯდა, -ვფიქრობ რომ ისევ გნახავს და როცა ეს მოხდება არ უნდა წამოხვიდე,არ გაინტერესებს რატომ წავიდა? -ამართლებ?! -ნინი რა სისულელეებს ფიქრობ,არა უბრალოდ როგორც არ უნდა ყოფილიყო მაინც უნდა გაარკვიო სიმართლე.. -რა უნდა გავარკვიო,როცა ვხედავ ლამისაა ჩავიკეცო,ცუდად ვხდები , შენ არ იცი ელე ეს რა საშინელებაა,-თვალებზე ცრემლები მომადგა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა... დაახლოებით ორი კვირა გავიდა რაც ნიკა ვნახე.ელენეს ხშირად ვნახულობდი,დემე ბაღში დამყავდა,მიშოსთვის საყვარელი მეუღლის როლს ვთამაშობდი და პარალელურად სამსახურს ვეძებდი.საერთოდ დროც არ მქონდა რომ ნიკაზე მეფიქრა(ანდა რა დრო უნდა ფიქრს,ყოველთვის შეუძლია ადამიანს ფიქრი მაგრამ როდესაც საქმე ძველ,მტკივნეულ გრძნობებს ეხება ყველაფერზე იფიქრებ ოღოდ ამაზე არა). -დე მალე მოხვალ?-დემე ატირებული მომყვებოდა ბაღისკენ, -კი დე მალე მოვალ. -ძალიან ძალიან მალე?-დიდი მოსაცრისფრო თვალებით ამომხედა და ხელში ავიტაცე, -კი დე ძალიან ძალიან მალე მოვალ,-ღიმილით ვუთხარი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. დემე ბაღში დავტოვე,გზად ერთ-ერთ კაფეში შევიარე იქნებ რაიმე ვაკანსია ჰქონოდათ. ცხოვრებაში პირველად ვიშოვე სამუშაო,პატარა კუთხის კაფე იყო,სიმშვიდე და ისეთი გარემო რომელიც სრულიად მაკმაყოფილებდა,კლიენტებს ვემსახურებოდი , დამქონდა მათი შეკვეთები და ვგრძნობდი რომ მცირედს,მაგრამ მეც წარმოვადგენდი რაღაცას. ექვსი საათისთივს დემე გამოვიყვანე ბაღიდან და სახლში წავედით.კარები რომ გავაღე უცნაური ხმაური შემომესმა, -ვა ნი მოხვედი?-მიშომ გამომხედა რომელიც ჩემს პირდაპირ იჯდა დიდი სავარძელში,მეორე ადამიანის ზურგს ვხედავდი და გულმა ბაგაბუგი დამიწყო. -შემოდი გოგო რას გაქვავდი,ნახე ვინ შემხვდა დღეს გზაში,-მეუბნება და ჩემკენ ბრუნდება უცხო პიროვნება.სახეზე ძალით გაოცება დავიტყვე,თავს ძალა დავატანე რომ ნაბიჯი გადამედგა მისკენ. -ვა..ნიკა,-ძალით გავიღიმე და გადავკოცნე,წელზე ნაზად მომკიდა ხელი,ღმერთო როგორ არ ჩავიკეცე მიკვირს,ეს ჩემი უსუსტესი წერტილია რომელიც იცოდა ნიკამ და ცუდად იყენებდა.მისი სურნელი,მისი სითბო,საერთოდ ის რომ იგი ცხადში იყო მაგიჟებდა.ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში მკვდარი იყო ჩემთვის,ახლა ჩემს სახლში იდგა, მიშოსთან ერთად და უნამუსოდ თვალებში მიყურებდა. -როგორ ხარ?-ნიკამ ღიმილით მითხრა და სისხლი ამიდუღდა.ჩემს პასუხს არ დაელოდა როცა დემესთან ჩაიკუზა და ხელში აიტაცა,დედობრივმა ინსტინქტმა მიბიძგა და გავიწიე მისკენ მაგრამ გავჩერდი,მიშო მოვიდა და ნაზად შემომხვია ხელი. -ნი ლაშას მეგობარი თუ იყო არ ვიცოდი,-ღმერთოო ლაშაღა მაკლდა?! -ჰო ... -რა გჭირს? -არაფერი,-ცივად ვლაპრაკებოდი და ჩემს წინ მჯდარ ნიკას და დემეს ვუყურებდი. -მისმინე ვახშამზე დავპატიჟოთ და დარჩეს ჩვენთან რა, კარგი ადამიანია,-რა უნდა მეთქვა? მიშოს პატივს ვცემდი,იმ მომენტში ნიკა უბრალო სტუმარი იყო მისთვის და მეც დავთანხმდი.თავს ვიმშვიდებდი რომ ეს ერთი საღამო გადამეტანა და მერე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგებოდა. ბიჭები იქით იყვნენ ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ,დემეც ისე დაუახლოვდა ნიკას,რომ ლამის თითები დავიჭერი საჭმლის კეთებისას,სულ მათ მივშტერებოდი.იმ მომენტში რაზე ვფიქრობდი? არ ვიცი ეს რა იყო... ვახშამმა საშინლად ჩაირა ჩემთვის,ბიჭები კი ძმაკაცებივით იჯდნენ და ათას თემას მიედმოედებოდნენ. -ნი შენც ამოიღე ხმა,რა ხდებოდა დღეს,-მიშომ მომმართა და დავიბენი. -არაფერი ისეთი,დემე ბაღში რომ მივიყვანე კაფეში შევიარე და მიმტანად დავიწყე მუშაობა,რამე ხო უნდა ვაკეთო აღარ შემიძლია ასე სულ სახლში ჯდომა. -მიმტანად?-მიშოს ხმა გაებზარა, -ჰო რა იყო? -არაფერი,-მივხვდი ნიკას გამო დიდი ბურთი გადაყლაპა და გაჩუმდა,ისიც ვიცოდი რომ ეს თემა ისევ გასკდებოდა. -დემეს დავაძინებ,გვიანია უკვე,-ხელში ავიყვანე და მეორე სართულზე ავედი.მალევე ჩაეძინა,ქვევით ჩასვლა არ მინდოდა და დემეს მივუწექი.არ მჯეროდა რომ ეს ჩემს თავს ხდებოდოა,არ ვიცოდი რა მექნა,არ ვიცოდი რომედემდე გავძლებდი ასე. მიყვარდა ნიკა? არც ეს ვიცი,არ ვიცი რა გრძნობა მჭამდა შინაგანად,სიბრაზე? სინანული?... ცოტახანი დავმშვიდდი და დავბრუნდი სუფრასთან.მალევე დავიშალეთ,ნიკა საძინებელში შევიდა, მიშოც დასაძინებლად წავიდა მე კი როგორც ყველა ქართველი დიასახლისი შუაღამეზე სუფრას ვალაგებდი და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. ფიქრებში ვიყავი ჩაძირული უეცრად ნიკას ხმა რომ გავიგე, -მოგეხმარო რამეში?-შევხტი და შემთვევით ხელი გავიჭერი დანაზე. -არა -კაი შეეშვი,ხელი გაგეჭრა მანახე, მე დავრეცხავ. -არ მინდა თქო გითხარი უკვე.-მალევე ამოვრეცხე და ხელიც შევიხვიე. -არ დამელაპარაკები?-ჩუმად მითხრა და ელენეს რჩევა გამახსენდა. -გისმენ,-შევბრუნდი და გაქვავებული თვალებით მივაშტერდი. -ყველაფერი საშინლად გამოვიდა,ასე საერთოდ არც ვგეგმავდი,არ მინდოდა დამეტოვებინე და გული მეტკინა შენთვის,-ბლა ბლა ბლა ყველა კაცისთვის დამახასიათებელი ბანალური სიტყვებით დაიწყო საუბარი.-ავღანეთში მივდიოდი. -ვიცი,ლაშამ მითხრა, რომ წახვედი ორი კვირის შემდეგ, -ნუ მელაპრაკები ასე გულს მტკენ. -ფეხებზე ,რომელ გულის ტკენაზე მელაპრაკები!-ხმას ნელ-ნელა ავუწიე, ცრემლები მომადგა და სათქმელი მახრჩობდა რომელის თქმასაც მეგონა რომ ვერ მოვასწრებდი,ფეხებზე მეკიდა ვინ გაიგებდა,პირიქით იმ მომენტში მინდოდა რომ ყვეალს გაეგო მისი არაკაცობის შესახხებ.-გრძნობებში გამოვუტყდით ერთმანეთს,მერე ისე წახვედი არც გამომეშვიდობე,გესმოდა ! გესმოდა რომ გეძახდი მაგრამ არც გაჩერებულხარ,ერთხელაც არ შემოგიხედავს ჩემთვის,ზურგი შემაქციე და შენს უკან მდგომი ვიღაც უცო ვიყავი შენთვის.მერე დემეზე გავიგე და მას შემდეგ შენგან მოკლული და ფეხქვეშ გათელილი გრძნობები და ადაიანობა მის გამო აღვიდგინე,მას დედა სჭირდებოდა მაგრამ მე ვერ ვარჩენდი მას! ერთხელ მაინც მოგეკითხეთ,მთელი 3წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რაიმე დახმარება გაგეწია ჩვენთვის.მე ფეხებზე დამიკიდე? კარგი მაგრამ დემე? შენი ღვიძლი შვილია ნუთუ ისიც არაფერს ნიშნავს შენთვის? როდის აეთ გახდი ასეთი არაკაცი და უგრძნობი! მთხელი ცხოვრება დამინგრიე! და შენ ამბობ რომ სხვა გეგმები გქონდა?მერე ხომ ააწყვე ის გეგმები? და მე?! ჩემი გეგმები და მომავალი? ნუთუ გგონია რომ ამაზე ვვოცნებობდი? საყვარელ კაცს მივეტოვებინე და შემდეგ უსიყვარულოდ გავყოლოდი იმ ადამიანს ცოლად ვინც არ მიყვარს! არა ნიკა, არა არ მინდა შენი მოსმენა არ შემიძლია,არანაირად არ ხარ სწორი და არ მინდა ტყუილად მოვიმინო შენი ამაზრზენი ხმა, მეზიზღები! მთელი არსებით მძულხარ! ერთადერთი რის გამოც მცირეოდენ პატივს გცემ ის არის რომ დემეს მამა ხარ, არა ! მამაც ხმამაღალი ნათხვამია შენზე!-ნიკა გაქვავებული მიყურებდა,მე გული ამოვარდნას მქონდა,მოლოდ მერე შევატყვე რომ კიბეზე მდგარი მიშო დემესთან ერთად სახე წაშლილი მიყურებდა. ეს რა გავაკეთე?...გულის ცემა უკვე ყურებში მესმოდა,მთლიანად ვკანკალებდი და ვგრძნობდი,ისევ ვგრძნობდი რომ მორიგი საშინელება მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.