"გპირდები" - (12)
სანამ ჩემი დაბადების დღე მოვიდოდა, სანდრომ მითხრა რომ მანამდე თავის ძმაკაცს ჰქონა დაბადების დღე და ორივენი ვიყავით დაპატიჟებულები. მე დიდ უარზე ვიყავი, არც კი ვიცნობდი და მერიდებოდა წასვლა. თან ჩასაცმელიც არაფერი მქონდა, არ დავდიოდი ესეთ წვეულებებზე, ჩემი ტანსაცმლის კარადა მხოლოდ შარვლებით, კეტებით და პრინტიანი მაისურებით იყო გამოყენილი, კაბის მაგვარიც კი არ მქონდა. - მარიამ ძალიან გთხოვ წამოდი, უხერხულია კაცმა დაგვპატიჟა. - აუ სანდრო არ ვიცი, შენ წადი რაა, ძალიან გთხოოვ, არ მინდა წამოსვლაა. - მარიამ გთხოოვ! გამაგებინე რატომ არ გინდა ერთი რა გრცხვენი თუ რაა? - ხო მრცხვენია და თან შესაბამისი ტანსაცმელიც არ მაქვს, თან აშკარად ჩემზე დიდები იქნებიან და მე, პატარა ღლაპს იქ არაფერი მესაქმებაა. - მარიიიი უკვე ნერვებს მიშლიი. წამოხვალ და მორჩა. - კი მაგრამ სანდრო... - არავითარი მაგრამ!! მოდიხარ და მორჩა, დაუპატიჟებლად ხო არ მიმყავხარ არაა, დაგპატიჟა და თან ერთი სული აქვთ როდის გაგიცნობენ. შენს ჩაცმულობაზე კიდე უკვე მე და ანიმ(ჩემი დაქალი) ვიზრუნეთ. - ჰაა? - ხო ხოოო, უკვე გიყიდე და არ მაინტერსებს აუცილებლად ჩაიცმევ, ძალიან ლამაზი კაბაა, ვიცი რომ მოგეზონება. - ჰააა, კაბაა? აუუუ. - რა აუ? - რა აუ და არ მცმია ჯერ გამოსასვლელი კაბაა. - მართლა? - ხო რა იყო ჯერ მარტო 15ის ვარ და სად უნდა ჩამეცვა როო? - აააა, ხო ისე მართალი ხარ. ჩემი პატარა გოგო. - თბილად გამიღიმა და ჩამეხუტა. - ანუ შევთანხმდით ხოო? მოდიხარ. - ხო კარგი კარგი მოვდივარ, მხოლოდ შენი ხათრით. - მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ. - მეც მეც მეეც, - და ისევ ის სასიამოვნო კოცნა, ისე ნაზად შემეხო. ვაიმეეე მაგიჟებს ეს ბიჭი. 15იანვარი. სანდროს ძმაკაცის ნიკას დაბადებისდღე უკვე დღეს იყო. სახლში ვიყავი და სალონში წასასვლელად ვემზადებოდი, კარებზე ზარი რომ გავიგონე. ჩემი ოთახიდან თავ-პირის მტვრევით გამოვარდი და კარები გავაღე. ვინ იქნებოდა თუ არა სანდრო. ხელში დიდი ყუთი ეჭირა. ჩემს ოთახში შევიდა და ყუთი საწოლე დადო. - გახსენი. - ღიმილით მითხრა და რაღაცის მომლოდინე თვალები მომაპყრო. - რა არის? - დიდი ინტერესით ვკითხე და ყუთს თავი ავხადე. თვალები გამიბრწყინდა, ეს ის კაბა იყო რომელზეც სანდრო მეუბნებოდა მე და ანიმ ვიზრუნეთი. - ვაიმე სანდროო, რა ლამაზიააა, ჩემი გემოვნებიანი ბიჭი - გახარებულმა მასთან მივირბინე და პატარა ბავშვივით კისერზე ვეკიდებოდი და კისერში ვკოცნიდი. - მოგეწონა? - მომეწონა რომელიააა, გავგიჟდი ისეთი ლამაზია, თან მე როგორიც მიყვარს ისეთიააა, აი აი ძაააააააალიან დიდი მადლობა სანდროოო, მიყვარხააარ თან იცი როგოოორ? აი ძააალიააან - სანდრო მიყურებდა და ეცინებოდა ჩემს ბავშვურ ქცევებზე. - ნახე მანდ ფეხსაცმელებიც უნდა იყოს. - კაბა ამოვიღე და იქვე კაბის შესაბამისი ქუსლიანებიც იყო, ისეთი კარგები იყო, თან არ იყო ძალიან მაღალი და უკვე სიმახინჯემდე მიყვანილი. ძალიან მომწონდა, კაბა მართლა ისეთი ლამაზი იყო, ლურჯი ფერის, ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი, წინ მოკლე და უკან გრძელი. არა რაა როგორ მიყვარს ჩემი ბიჭი, ჩემი მუჩაოჩოა რაა. - კარგი საანდრო ეხლა სალონში ვარ ჩაწერილი, თმები და რჩხილები უნდა გავიკეთო და დამელოდე შენ აქ იყავი და მოვალ მალე, ალბათ. სადმე ხომ არ მიდიხარ? - სახლში წავალ მეც მოვემზადები და გამოგივლი. - კარგი კარგი წავედი მეე. - დავემშვიდობე და სალონისკენ ავიღე გეზი. თმები უბრალოდ დავიხვიე და გავიშალე, ფრჩხილებზე კი ფრანგული მანიკური, იგივე "ფრენჩი". სალონდიან სახლში რომ დავბრუნდი სანდრო არ იყო მოსული, ოთახში შევედი და კაბა ჩავიცვი. ისეთი ლამაზი იყო მენანებოდა კიდეც მე რომ მეცვა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თითქოს არ ვიმსახურებდი ამ კაბას, ფეხზეც მშვენივრად მოვირგე. ქუსლებზე სიარული არ მიჭირდა, რადგან 10წლის ასაკში ბალეტზე რომ დავდიოდი სულ ქუსლებზე ვცეკვავდი. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და ამ დროს კარების ხმა გავიგე: - მარიიი მოვედიიი, მზად ხაარ? სადნ ხაარ? - სანდრო იყო. - ხო ხო სანდრო ოთახში ვაარ. - მივაძახე და მალევე შემოაღო ოთახის კარები, სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავს უკმაყოფილოდ ვაკვირდებოდი, სანდრომ რომ დამინახა გაშეშდა და ცოტა ხანი ასე იყო გაშეშებული, მერე დავუყვირე - სანდროოო - თან სცილით ვკვდებოდი. - ჰა, რა, ხო ა ხო, ხო ვაიმე მარიამ რა ლამაზი ხარ, ჩემი გოგო - მოვიდა და შუბლზე მაკოცა. - მე კი არა ეს კაბაა ძალიან ლამაზი. - არა შენ ხარ მთელ მსოფლიოში ყველაზე ყველაზე ლამაზი მეწყვილე. - ნუ გამაწითლეე, შენ კიდე ყველაზე სიმპათიური მეწყვილე ხარ. - გავუღიმე და ჩავეხუტე. მართლა ძალიან სიმპათიური იყო, არასოდეს მინახავს აქმდე სმოკინგში, ან სად უნდა მენახა. - ყველაზე ლამაზი მყავხარ და ყველაზე კარგი. ეს კაბაც რაღაც არაამქვეყნიურად გიხდება. - ისეთი შეგრძნება მაქვს იქ რომ მივალთ ყველაფერი ზედ შემომეხევა - ნაღვლიანი თვალებით შევხედე სანდროს. - რატომ ფიქრობ მასე? კარგი რა მარიამ გეყოს - სიმკაცრე დაეტყო სახეზე. - არ ვიცი სანდრო ეს სიტუაცია, ეს კაბები წვეულებები ყველაფერი უცხოა ჩემთვის და მგონია რომ იქ ზედმეტი ვიქნები... - გეყოს მარი გეყოს, უკვე ნერვებს მიშლი მაგით ვერ ხვდები - ხმას აუწია. - კარგი ხო კარგი, მორჩა ჩუმად ვარ. - კიდევ კარგი, ეგეთი რამე მორეჯერ არც გაიფიქრო, ეხლა კი წავედით და იცოდე ყველაზე ლამაზი ხარ. - მიმიკრო და შუბლზე მაკოცა. მეც ჩემი ტყავის პიჯაკი ავიღე და სახლიდანაც გავედით. ნიკასთანაც მალე მივედით სახლში იხდიდა დაბდღეს აბა კლუბი ან რესტორანი რათ უნდოდა თვითონ იხელა სახლი ქონა, თან ისე მდიდრულად მოწყობილი რო რავი. მოკლედ ხალხი უკვე მოსულიყო საკმაოდ ბევრნი იყვნენ. ყველა თავისთვის ერთობოდა. სახლში შევედით, კლუბივით იყო იქაურობა მოწყობილი თან ისეთი მუსიკების ჯაგა-ჯუგი იყო რო ჩემი ხმისაც არ მესმოდა. სანდრომ ნიკასთან მიმყვანა და გამაცნო: - ნიკაა გაიცანი ეს ჩემი მარიამია. - ვახ ვაახ სასიანოვნოა მარიამ, შენზე ბევრი მსმენია. - ჩემთვისაც. - ვუთხარი და თბილად გავუღიმე. - ბიჭო მართა რა ლამაზი ყოფილა ტოო. - ღიმილით უთხრა ნიკამ სანდროს. ე რათქმაუნდა როგორც მჩვევია ჭარხალივით გავწითლდი და სანდროს შევხედე. თვალს არ მაცილებდა და მიღიმოდა. - მადლობა. - ძლივს ამოვილუღლუღე. მერე ნიკა სადღაც გავიდა და მალევე დაბრუნდა, ოღონდ ვიღაც გოგოსთან ერთად. - მარი გაიცანი, ეს ჩემი საცოლეა ლიკა. - ვაღიარებ რომ ამ ნიკას ძალიან კარგი გემოვნება ჰქონია, ეს ლიკა ისეთი ლამაზი იყო თან მოდელის ტანი ქონდა, მაღალი გრძელი შავი თმებით. - სასიამოვნოა - თბილათ ვუთხარი და გავუღიმე. - ჩემთვისაც - მიპასუხა. სანდროსთვის არ გაუცნია, ეტყობა უკვე იცნობდა. - ლიკუუშ როგორ ხაარ? - კითხა სანდრომ და გადაეხვია. ნუ რათქმა უნდა იცნობდა, უკვე მივხვდი. - კარგად სანდრო შეენ? - მანაც გაუღიმა. - ძაალიან მაგრად ვერ ხედაავ. - აა უი ხოო, ესეთი ლამაზი გოგო რომ გყავს გვერდით იქნები მაგრად აბა რაა - ლიკამ ე შეომეხედა და გამიღიმა, შემრცხვა და თავი დავხარე. - კარგით გოგონებო ჩვენ ეხლა დაგტოვებთ და თქვენ უკეთ გაიცანით ერთმანეთი. - თქვა ნიკამ, სანდროს ხელი დაავლო და სადღაც წაათრია, ეტყობა დასალევად. - ლიკუუშ მიმიხედე რა ჩემ გოგოოოს - სანდრომ ოასწრო და ლიკას მიაძახა. - აუციებლად სანდრიიკ. - მერე ლიკა მე მომიბრუნა - აბა მარიამ ნუ მოგერიდება ნურაფრის, წამო ხალხს გაგაცნობ. ისე რამდენი წლის ხარ? - 15. - 15????? მართლაა?? - ხო რა იყო? შენ რამდენის ხარ? - მე 19ის მაგრამ 15?? საერთოდ არ გეტყობაა, ვაიმეე. რომ დაგინახე სადღაც 19-20ის კი მეგონე. - ამაზე გამეცინა. - ხო ყველა ასე მაბერებს ხოლმე. - არაუშავს კარგია, სამაგიეროდ რომ გაიზრდები სულ ესეთი ბავშვური სახე დაგრჩება და სულ ესეთი ლამაზი იქნები. - კარგი გაჩე ნუ მაწითლებ. - რაც მართალია მართალია. კაი წამო გაგაცნობ ხალხს. - და ბართნ მიმიყვანა. იქ გოგოები და ბიჭები იჯდნენ და კოქტეილებს წრუპავდნენ. - ბავშვებოო, გაიცანით ეს მარიამიაა. - სასიამოვნოააა - ერთხმად თქვეს ყველამ. - ჩემთვისაც - ვუთხარი და თბილად გავუღიმე. შევამჩნიე რომ ერთი გოგო თვალს არ მაშორებდა და ამპარტავანი მზერით მათვალიერებდა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ამიტომ ვცდილობდი თვალი ამერიდებინა. მეც მათ მივუჯექი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე. რაც არუნდა გასაკვირი იყოს სახლში ბარმენი ყავდათ. ამ გოგომ ცოტა ხანი მიყურა, მიყურა და ბოლოს მკითხა: - შენ სანდროს შეყვარებული ხარ? - მომერიდა, არ მიყვარს ესეთი კითხვები, მაგრამ დასამალი რა მქონდა ასე რომ თამამად ვუთხარი: - კი, რა იყო რო? - არა არაფერი ისე დამაინტერესა. - გატრიალდა და გვერდზე მჯდომ ბიჭს გადაულაპარაკა - სანდროს ახალი თოჯინა ჰყოლია. - ვითო ვერ გავიგე რაა, თავის ჭკუაზე შეუმჩნევლად თქვა. აგრად ამეშალა ნერვები და წამოვედი იქიდან. ლიკამ დამინახა და გამომეკიდა. - მარი მარი რა მოხდა რატომ წამოხვედი? - არა ისე უბრალოდ სანდროსთან წავალ. - კარგი რაა თვითონ მოვა სანდრო, წამო რა ჩვენთან ერთად იყავიი. - კარგი ხოო. - რა ექნა მთხოვა და მეც გავყევი. მივედით და ეხლა ვიღაც ბიჭის გვერდზე მომიწია დაჯდომა. რომ დამინახა მომიბრუნდა და ლაპარაკი დამიწყო. - ესეიგი მარიამი ხოო? - მარი. - ააჰაა, რა ლამაზი ხარ. - მადლობა. - არაფრის. შენადა რამდენი წლის ხარ? - 15. - 15???? - უიმეე ხალხნო რა გჭირთ რაა აარ გინახავთ 15 წლის ბავშვიი? - ხო რა იყოო, დღეს ყველას ეგ რომ უკვირს. - არა უბრალოდ არ გეტყობა და თან სანდრო პატარა გოგოებს არ იკარებდა და რავი, გამიკვირდა. - ააა. - ხოო, ეტყობა მართლა უყვარხარ. - არაფერი აღარ მითქვამს უბრალოდ გავუღიმე. მერე ისევ იმ გოგომ დამიწყო ლაპარაკი ვაიმე როგორ ნერვებზე მშიდაა. - დაა დიდი ხანია რაც შენ და სანდრო ერთად ხართ? - როგორც გავიგე თიკა ერქვა. - არც ისე, სადღაც 10თვე იქნება ან უფრო ნაკლები. - ყველამ თვალები ჭყიტა? - 10 თვეე? (თიკა) - ხო რა იყო? - არაფერი უბრალოდ 1თვეზე ხანგრძლივი ურთიერთბა არ ქონია სანდროს არავისთან - სიცილით მითხრა იმ ბიჭმა(კაკი). მეც გამეცინა. მართლა ვყვარებივარ ჩემს დებილს. ეს მესიამოვნა ის თიკა კიდე თვალებით მჭამდა რასაც ქვია, მე კიდე გულში სიცილით შუაზე ვიხეოდი. ამ დროს სანდრო მოვიდა. თიკა რომ დაინახა მასთან მივიდა და გადაკოცნა: - ვაა თკაა. როგორ ხარ? - კარგად შენ? - თალები აუციმციმდა. სანდროს სხვები არ გადაუკოცნია, ეტყობა უკვე ნანახი ყავდა ყველა თიკას გარდა. - ძალიან მაგრად, ყველაზე მაგრად. - უთხრა სანდრომ ისე რომ ჩემთის თვალი არ მოუშორებია, მოვიდა და შუბლზე ძალიან თბილად მაკოცა. როგორც ჩანს თიკას არ ესიამოვნაა. რას ვიზაავთ ხდება ხოლმე. გამეცინა. სანდროს ვუთხარი მალე მოვალ მეთქი და ლიკასთან მივედი, ვთხოვე რომ საპირფარეშო ეჩვენებინა, სარკეში ჩახედვა მინდოდა. იქიდან რომ დავბრუნდით, წყნარი მუსიკა იყო ჩართული, მე და ლიკა რაღაცეებზე ვლაპარაკობდით და ვიცინოდით, უცებ გავშეშდი და ერთ ადგილს მივაშტერდი. ერთ ადგილს არა უფრო სანდროს და თიკას. ერთად ცეკვავდნენ. თიკა კისერზე ეკიდებოდა რასაც ქვია სანდროს და იდიოტივით უცინოდა, სანდროც უღიმოდა. ამის დანახვაზე საშინლად გავმწარდი, თვალებზე ცრემლი მომადგა, არ ვიცოდი რაღა მექნა, არ ამ ერთ პატარა რაღაცაზე რატომ ვიეჭვიანე მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი, რომ არ შეემჩნიათ ჩემი ეჭვიანობა და გამწარება ისევ საპირფარეშოში შევვარდი, ჩავიკეტე და ტირილი ამიტყდა. ღმერთო ჩემო რა გულუბრყვილო და ეჭვიანი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.