შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუხის ძირას / დასასრული ( მესამე ნაწილი სრულად)


6-06-2015, 15:48
ავტორი Serena.Si
ნანახია 2 146

ნაწილი მესამე
თავი 1

- რაზე ზიხარ? - მკითხა საკანში შემოსულმა ახალმა ბიჭმა
- ხუნიგნობაზე - ვუპასუხე ისე არც კი შემიხედავს

ციხეში ადამიანს ძალიან ბევრი დრო აქვს,რომ დაფიქრდეს თავის ცხოვრებაზე, გაიაზროს თავისი შეცდომები,იფიქროს ბევრი მომავალზე,თუ როგორ გამოასწოროს არასწორი მოქმედებები... ციხეში დრო თავზე საყრელად არის,ფიქრის მეტი ადამიანს არაფერი დარჩენია...

ლიკუნას ძალიან ეშინოდა,თბილისში ყველაფერი არ შეიცვალოსო,ეშინოდა რამე არ შეცვლილიყო ჩვენში... მე დავპირდი,რომ ყველაფერი კარგად გვექნებოდა და არასოდეს არაფერს არ ინანებდა,მაგრამ ვერ შევასრულე...

თავიდან ყველაფერი მართლა კარგად გვქონდა,თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებდით,თუ არა და საათობით ვლაპარაკობდით ტელეფონზე... ლიკუნამ ძალიან შეაყვარა თავი ჩემს ბიჭებს და მეც კარგი ურთიერთობა მქონდა მის დაქალებთან... ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად გვქონდა,ალბათ ზუსტად ამიტომ მოხდა ის,რაც მოხდა... დიდი ბედნიერებას,როგორც მივხვდი დიდი უბედურება ახლავს თან...
მართალი იყო ლიკუნა,რომ ამბობდა ისეთი ბედნიერი ვარ,მეშინია რამე ცუდი არ მოხდესო... მე ასეთ რაღაცეებზე არასოდეს არ მიფიქრია,სულელურად მეჩვენებოდა ლიკუნას ეს ფიქრები,ამიტომ სულ ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი,რომ ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვექნებოდა სიცოცხლის ბოლომდე,ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგვაშორებდა... როგორც ხედავთ დაგვაშორა....

ეხლა სადაც ვარ და როგორც ვარ ჩემი ხასიათის დამსახურებაა... ზედმეტად ფეთქებადი ვარ და შეიძლება იქთვას ყველგან შარს ვეძებ,ლიკუნას ჩემ ამ მხარეს არასოდეს არ ვანახებდი,ყოველთვის ვცდილობდი თავი შემეკავებინა,არ გამეფრინა რაღაც-რაღაცეებზე... მეშინოდა,რომ ესეთი სანდრო ჩემ გოგოს არ მოეწონებოდა... მე ლიკუნას ასე თუ ისე მშვიდი,მოსიყვარულე,ყურადღებიანი და სამართლიანი შევუყვარდი... არ მინდოდა იმედი გაცრუებოდა და ამიტომ ჩემი ხასიათის უდიდესს ნაწილს ვმალავდი...

12 დეკემბერი იყო... ციოდა საშინლად... მე და ლიკუნა აბაშიძის კანაპედან გამოვედით,დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა... ფეხით გავუყევით მრგვალი ბაღისკენ,სადაც ჩემ ძმაკაცს უნდა შევხვედროდით და კინოში წავსულიყავით,მასთან და მის შეყვარებულთან ერთად...

დაახლოებით უკვე მრგვალ ბაღთან ვიქნებოდით მისულები,რომ ვიღაც ბიჭმა ლიკუნას გვერდი გაჰკრა და შემდეგ უკანალზე ხელი დაარტყა,როგორც ლიკუნა ამბობდა მას პირველად ხედავდა,მაგრამ მაშინ არ დავიჯერე ( რასაც ძალიან ვნანობ,როგორ არ დავუჯერე იმ გოგოს,რომელიც ცხოვრებას მირჩევნია და ისე ვენდობი საკუთარ სიცოცხლესაც კი ვანდობ ) ჯიბიდან კასტეტი ამოვიღე,გავიკეთე,დავეწიე იმ ბიჭს და სახეში დავარტყი... არც ის ბიჭი ყოფილა მოუმზადებელი,მოკლედ ჩხუბის დეტალური აღწერით არ შეგაწუხებთ...
მთავარი ის არის,რომ ხელში დანა ჩამარტყა,ძალიან ღრმად... მეც არ დავაკელი,მაგრამ დაჭრით არ დამიჭრია,უბრალოდ კასტეტის დავუბეჟე თითქმის მთელი სხეული,სანამ დანას ჩამარტყავდა...

ხელში ძალიან დიდი ტკივილი რომ ვიგრძენი ქვა ავიღე,რომ მისთვის მესროლა... ხელმა მიმტყუვნა და ავაცილე...

წინა სახლიდან ვიღაც ქალს დაუნახია ჩვენი ჩხუბი,გამოუძახია პოლიცია და მალე თავზე დაგვადგნენ,ამ ბიჭმა თქვა ჩემი დაყაჩაღება უნდოდაო...

წაგვიყვანეს განყოფილებაში...

მამაჩემმა და ადვოკატმა მითხრეს,რომ არ უარყო მისი ნათქვამიო... აღმოჩნდა,რომ გავლენიანი პირის შვილი ყოფილა და მათი აზრით სიმართლე რომ მეთქვა,ან საერთოდ სხვა ვერსია უარესი მელოდა...

მეც ვაღიარე და დავადასტურე მისი ჩვენება,ჩამსვეს 4 წლით...

ეხლა ვზივარ მე-9 საკანში დღე და ღამე,იმის მეტი არაფერი დამრჩენია,რომ ჩემს შეცდომებზე ვიფიქრო,გავცობდე ჩემ თავზე,წარმოვიდგინო როგორი იქნებოდა ჩემი და ლიკუნას ცხოვრება მე რომ ციხეში არ მოვხვედრილიყავი,ნუ არასრულწოვანთა კოლონიაში...

ლიკუნა სულ მწერდა წერილებს,რომ მაპატია,ჩვენს შორის ყველაფერი კარგად იყო და კიდევ ბევრ ბევრ პოზიტიურ რამეს... მხოლოდ ეს მაძლიერებდა და მაძლევდა სტიმულს,მეტი არაფერი... ჩემი ცხოვრება ნული იყო... აზრი ჰქონდა დაკარგული ლიკუნას გარეშე მე არაფერი ვიყავი... უსულო არსება,რომლის სხეულიც ამ საკანში გდია...


2 წლის შემდეგ

ლიკუნამ ამ წლების განმავლობაში უკლო წერილების მოწერას,ბოლოს აღარც კი მოდიოდა ჩემს სანახავად...

ბოლო წერილი,რომელიც მისგან მივიღე ასეთი იყო:

„ სანდრო,
როგორ ხარ? იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და არაფერი გიჭირს მანდ... ეს 2 წელი ძალიან გაიწელა,მგონია რომ 2 საუკუნე გავიდა... ის ფაქტი,რომ შეიძლება უფრო ადრე გამოხვიდე ძალიან კარგია... უბრალოდ შენ რომ გამოხვალ მე უკვე საქართველოში აღარ ვიქნები... ვიცი,დაგპირდი რომ დაგელოდებოდი და სულ შენს გვერდით ვიქნებოდი,მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა... ის არ გეგონოს,რომ სხვა შემიყვარდა ან ვინმე ბიჭი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში... მე შენ ისევ ისე მიყვარხარ,როგორც ადრე... უბრალოდ ჩემი ცხოვრება წინ მიდის,ვიზრდები... 2 წლის წინ გააზრებული არ მქონდა,რომ ჩემი მომავლისთვის უნდა მიმეხედა,მეზრუნა კარიერისთვის და კიდევ ბევრ რამეზე... მაშინ მხოლოდ შენზე და ჩვენს სიყვარულზე მეფიქრებოდა,შენ გამო სულ დავიკიდებდი ჩემს მომავალს,კარიერას... დედაჩემმა დამამუშავა და შემაგნებინა,რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს... მომავალი,რომელზეც არავინ იზრუნებს თუ არა მე...
ხომ იცი,მამაჩემი სულ მაიამიში დადიოდა რომელიღაც სააავადმყოფოში პრაქტიკებზე,ეხლა კი იქ მიიწვიეს სამუშაოდ... ეს ძალიან დიდი შანსია მამაჩემისთვის და ასევე ჩემთვისაც,რომ განათლება იქ მივიღო... სად ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი და სად წარმოიდგინე იმათი...
ამხელა ახნა-განმარტებას იმიტომ გწერ,რომ არ მინდა იფიქრო მიგატოვე,აღარ მიყვარხარ... თუ შევძელი იქიდანაც მოგწერ... ჯერ არ მინდოდა ამ ყველაფრის შენთვის თქმა,მაგრამ უარესი იქნებოდა გამოსულიყავი და შემდეგ გაგეგო,რომ მე საქართველოში აღარ ვარ...
იმედია მაპატიებ,რომ გტოვებ... არ გამიბრაზდე გემუდარები და ჩემზე ნაწყენი არ იყო,ხო იცი ამას ვერ გადავიტან... შეიძლება ეგოისტურად ვიქცევი,მაგრამ რა ვქნა...
მართლა არავინ იცის ჩვენი ურთიერთობა მომავალში როგორ განვითარდება,ამიტომ ჩემს მომავალზე ხელს ვერ ავიღებ...
უშენობამ ბევრ რამეზე დამაფირა...
მიყვარხარ მე შენ ისევ ისე, ოდნავადაც კი არ გამნელებია შენს მიმართ გრძნობები...
მეყვარები მთელი ჩემი ცხოვრება,გახსოვდეს ეს და იყოს შენი სტიმული...
მე შენი ვიყავი და ვიქნები ყოველთვის....
გკოცნი ძალიან ბევრს,ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე,მაპატიე და იცოდე,რომ გელოდები ისევ,როგორც გელოდებოდი პირველივე დღიდან...
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ვიქნები თუ ოკეანის იქით,მე შენ მთელი ცხოვრება დაგელოდები...
მიყვარხარ...
შენი პრინცესა“
ამ წერილმა გამანადგურა,ვიცი მწერს რომ ისევ ვუყვარვარ,დამელოდება ოღონდ ეხლა უკვე მაიამიდან... მაგრამ ყველაფერი ნათელია... ვინ ელოდება ციხეში მყოფ შეყვარებულს,როდესაც ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ ადგილად,ახალ გარემოში.. ზუსტად ვიცი 1 კვირაში თუ არა 1 თვეში ყველა ვარიანტში დავავიწყდებო,აღაც კი გამიხსენებს,გაიცნობს ვინმე ამერიკელ ბიჭს კოლენჯში,შეუყვარდებათ ერთმანეთი და სწავლის დამთავრების შემდეგ ოჯახს შექმნიან...
ვისღა გაახსენდება სანდრო მაღლაკელიძე,ბავშვობის სიყვარული,რომელმაც თავისი შეცდომების გამო დაკარგა მთელი ცხოვრების სიყვარული და ცხოვრების 4 წელი...
ვისღა მოუნდება დარჩენილი ცხოვრების ნაციხარ ბიჭთან გატარება,რომელსაც ციხის სკოლა ექნება დამთავრებული... ბიჭი,რომელსაც მომავალი შეიძლება არც კი აქვს,ყოველ შემთხვევაში წესიერი... ლიკუნა არ იმსახურებს ჩემნაირ ბიჭს,მითუმეტეს ქმარს და ცხოვრების მეგზურს...
მე არ ვარ მასზე გაბრაზებული... მიხარია,რომ სწროდ გას დაადგა,მიხედავს თავის ცხოვრებას და იქნება ბედნიერი...
მე კი სიცოცხლის სურვილი და აზრი დავკარგე... ჩემი ცხოვრება ლიკუნას გარეშე არაფერია... ლიკუნა მივსებდა გულს,იმ მაძლევდა ცხოვრების სტიმულს და აზრს,ეხლა უკვე აღარ მყავს ჩემი სუნთქვა...
იმ წლის 12 დეკემბერს დამჭრეს სასიკვდილოდ და დღეს კი საბოლოოდ მოვკვდი....


თავი 2

ლიკუნა დარჩენილი ორი წლის განმავლობაში სისტერმატიურად მწერდა,ამხელა სიშორის მიუხედავად... იმედს არ კარგავდა და ისევ „ჩვენ“ სიტყვას ხმარობდა,როდესაც მომავალზე მწერდა... მე და ლიკუნას 10644 კილომეტრი გვაშორებდა... ჩემთვის დამთავრებული იყო ყველაფერი,ნამდვილად არ მგონია,რომ მომავალში შეიძლება ისევ ვიყოთ მე და ლიკუნა... წერილებზე პასუხს არ ვწერდი... რა აზრი ჰქონდა,ტყუილად უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის იმედი,რომ კიდევ ერთად ვიქნებოდით ამ ყველაფრის მიუხედავად...
ციხიდან გამოსვლის დღეს შევეჯახე რეალობას... ყველას გაუგრძელებია ცხოვრება,მხოლოდ მე ვიყავი ისეთი,ვინც არ იცოდა რა ელოდა მომავალში... მამაჩემმა ძალით ჩამაბარებინა უნივერსიტეტში,მე ვერ ვხვდებოდი რისთვის ვაკეთებდი ამას,ჩემთვის ცხოვრებას აზრი ჰქონდა დაკარგული...
დედაჩემის დაჯინებული თხოვნით 1 წელი და 3 თვე დავდიოდი ფსიქოლოგთან,რომ როგორმე დაებრუნებინა მას ჩემთვის სიცოცხლის სურვილი,გამოვეყვანე ამ დეპრესიიდან და დაენახებინა,რომ სიცოხლე მშვენიერია...
1 წელი და 3 თვე ცდილობდა ჩემი ფსიქოლოგი როგორმე დამენახა დადებითი ამ სამყაროში,დაებრუნებიდა ჩემთვის ცხოვრების გაგრძელების სურვილი...

მართლაც ბოლოს უკვე დავიწყე მომავალზე ფიქრი,გეგმების დაწყობა,მაგრამ ლიკუნა ამ გეგმებში არ შემყავდა... რატომ უნდა მეოცნება იმაზე,რაც არასოდეს აღარ მოხდებოდა...
მას აღარ მოუწერია,რაც ციხიდან გამოვედი... ისე,რატომ მეგონა რომ მომწერდა არ ვიცი,ბოლოს ისეთი შინაარსის წერილი გავუგზავნე,რომ არც ერთი თავმოყვარე ადამიანი აღარ შეეცდებოდა ჩემთან ურთიერთობას...

მეორე კურსზე ვიყავი,რომ სამსახური დავიწყე ერთ-ერთ ავიაკომპანიაში... სამსახურში საქმე კარგად მიდიოდა,ასევე უნივერსიტეტშიც...

ჩემს გარშემო ხალხს ძალიან უკვირდა,როგორ მივაღწიე იმას რასაც მივაღწიე,ჩემი წარსულის მქონე ადამიანმა...
ღვთის ნება იყო ეს ყველაფერი,მან დამაყენა ფეხზე,მან გამაძლიერა და დამიბრუნა სიცოცხლის სურვილი... ჩემი რწმენა დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერდებოდა... აქამდე არასოდეს ვიყავი ეკლესიური,არ დავდიოდი წირვებზე...
ჩემი ცხოვრების ასეთმა რადიკალურმა შემოტრიალებამ დამაფიქრა,გამიმტკიცა რწმენა და მომცა ძალა ცხოვრების გაგრძელების...
ადამიანს ცხოვრებაში ცოტა შანსი თუ ეძლევა,იშვიათად თუ ვინმე გამოდის ისეთი დეპრესიიდან,როგორიც მე მქონდა...
მადლობა ღმერთს,რომ ნარკომანი ან ლოთი არ გავხდი... ბოლომდე რომ არ ჩავიქნიე ხელი,გზა ბოლომდე არ მოვიჭერი და შევძელი ფეხზე დადგომა...
1 წლის შემდეგ

უკვე 22 წლის ვარ... ყველაფერი შესანიშნავად მაქვს,დეპრესიიდან უკვე საბოლოოდ გამოვედი,ისევ ვტკბები ცხოვრებით და დროსაც შესანიშნავად ვატარებ...
სერიოზული ურთიერთობა გოგოსთან აღარ მქონია... მყავდა ნაშები,მათ მიმართ მხოლოდ ვნებას განვიცდიდი... სექსის შემდეგ მათი დანახვა აღარ მინდოდა და ყველანაირად თავს ვარიდებდი,ხან სააბაზანოში შევდიოდი იმ იმედით,რომ მერე იქ აღარ დამხვდებოდნენ,ხან სამსახურს ვიმიზეზბდი... მოკლედ,მიზეზები არ მელეოდა...
ლიკუნას არცერთ გოგოშია არ ვეძებდი...კარგად მქონდა გააზრებული,რომ მისი მსგავდი დედამიწაზე არავინ იყო... დღესაც კი ლიკუნას სიყვარულით ვცოცხლობ...იმის და მიუხედავად,რომ არ ვიცი სად არის,რას აკეთებს,როგორი ცხოვრება აქვს... მე ჩვენი წარსულით ვცოცხლობ და იმ დღეებიც მოგონებები მასაზრდოვებს...
არ მჭირდება სხვა,სხვა მოგონებები,სხვის სიყვარული და მოფერება... მე ვინც მთელი არსებით მსურდა და მინდოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება მასთან გამეტარებინა,ჩემი შეცდომების გამო დავკარგე... ეს კარგად მაქვს გააზრებული და ამიტომ არ ვცდილობ მოვძებნო,დავიბრუნო და ისევ წარსულში დავაბრუნო... დარწმუნებული ვარ,რომ კარგი ცხოვრება აქვს,ბედნიერია იქ სადაც არის და როგორც არის...

***
- სანდრო - მომმართა ჩვენი უფროსის მდივანმა
- დიახ
- გთხოვთ ბატონ თენგიზთან შებრძანდეთ
- კარგი - ვუპასუხე მე და ჩემი მაგიდიდან ავდექი...

უფროსის კარზე დავაკაკუნე და კარი შევაღე

- შეიძლება?
- კი,სანდრო მოდი გელოდებოდი
- გისმენთ
- თქვენ ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომელი ბრძანდებით,ახალგაზრდა ტვინი,ამიტომ მინდა ატლანტაში გაგზავნოთ სემინარზე 3 დღით... სულ 2 დღიანი სემინარია და ერთი დღეც გექნებათ,რომ დაათვალიეროთ იქაურობა,ცოტაც დაისვენოთ და დაგვიბრუნდეთ ახალი ცოდნითა და შემართებით
- დიდი მადლობა,უარი როგორ უნდა ვთქვა ასეთ შესაძლებლობაზე
- კი ნამდვილად კარგი შანშია პროფესიული ზრდისთვის, 1 კვირაში გაემგზავებით,როგორც გითხარით 3 დღის... ჩვენი კომპანია თქვენზე დიდ იმედებს ამყარებს თქვენზე
- ძალიან დიდი მადლობა,იმედებს არ გაგიცრუებთ
- კარგი,სანდრო დანარჩენ დეტალებს ჩემი მდივანი გაგაცნობთ
- დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ნახვამდი

ეს ახალი ამბავი ძალიან გამიხარდა,მაგრამ ეხლა სულ სხვა რაღაცაზე მეფიქრებოდა... ატლანტა მაიამიდან 973 კილომეტრშია,გადაფრენთ საათნახევარში იქ ხარ...
ფული ამომივარდა ისე მიცემდა,ვერ წარმომედგინა რომ ლიკუნას ნახვის შანსი მქონდა,თან ესე ბედით ნაბოძები... საუბედუროდ არ ვიცოდი როგორ მომენახა,წერილზე რა თქმა უნდა ეწერა მისი მისამართი,მაგრამ არ ვიცოდი ისევ იქ ცხოვრობდა თუ არა... სხვა რა გზა იყო,მეტი ინფორმაცია არ მქონდა... მისი მეგობრებისთვის რამის კითხვა კი არ მინდოდა,ამიტომ რაც იქნებოდა იქნებოდა... თუ ვერ ვნახავდი ანუ არც იყო საჭირო...

თავი 3

2 დღე სემინარზე ვიყავი,საღამოობით სასტუმროს ბარში ჩავდიოდი და ვისკის ვსვამდი ხოლმე... ემოციურად ვცდილობდი შევმზადებულიყავი ლიკუნასთან შეხვედრისთვის ან არ შეხვედრისთვის... არ ვიცოდი როგორ განვითარდებოდა ჩვენი შეხვედრა თუ შევხვდებოდი საერთოდ...
ერთი ვიცოდი,სიცოცხლეზე მეტად მინდოდა მისი ნახვა... არ მაინტერესებდა როგორი დამხვდებოდა,რა სტატუსით, საერთოდ არაფერი არ მაინტერესებდა... მხოლოდ ის მინდოდა ამდენი წლის შემდეგ გულში ჩამეკრა,მეტი არაფერი...
სემინარის ბოლო დღეს ვიყიდე მაიამიში წასასვლელი ბილეთი,ჩავლაგდი და აეროპორტში წავედი...
თვითმფრინავიდან გადმოსვლისას ღრმად ჩავისუნთე და ამოვისუნთქე,უკვე მზად ვიყავი ყველაფრისთვის... უარესი ალბათ აღარც მოხდებოდა...

ერთი პატარა ჩანთა მქონდა,მხარზე გადავიკიდე და გავედი აეროპორტიდან...
წერილზე მითითებულ მისამართზე წავედი,ვცდიდი მაინც აბა რა უნდა მექნა აქ ვიყავი უკვე... თუ არ ცხოვრობს ისევ იქ,იქნებ ვინმე მეზობელს მაინც ცოდნონდა რამე...

მივედი მითითებულ მისამართზე... პატარა კერძო სახლი იყო,ეზოს კარები არ ქონდა... მივედი სახლის კარებთან და ზარი დავრეკე...
თინეიჯერმა ბიჭმა გამიღო კარები... მეც ვკითხე ლიკუნას შესახებ,მაგრამ მან არაფერი იცოდა... ამიტომ მამამისს დაუძახა...
მამამისი ლიკუნას მამის თანამშრომელი აღმოჩნდა,რომელმაც იცოდა სად ცხოვრობდნენ ეხლა ლიკუნა და მისი ოჯახი,მაგრამ თავიდან არ მეუბნებოდა შეეშინდა ალბათ ვიღაც მანიაკი არ ვყოფილიყავი,ბოლოს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა,მანაც მითხრა მათი ახალი მისამართი,მაგრამ მაინც ეჭვის თვალით მიყურებდა...

ეხლა წავედი ამ კაცის მოცემულ მისამართზე,ესეც კერძო სახლი იყო,ოღონდ ცოტა დიდი... ისევ დავრეკე ზარი და ეხლა უკვე ლიკუნას მამამ გამიღო კარები... მიცნო,კიდევ კარგი... შემიპატიჟა სახლში,ბევრი მელაპარაკა,მომიკითხა და გამომკითხა რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი,ბოლოს კი მითხრა,რომ ლიკუნა პლაჟზე იყო გასული,აქვე მათ სახლთან,ბევრი სიარული არ მოგიწევსი... ლიკუნას საყვარელი ადგილიც ამიღწერა,რომ ადვილად მიმეგნო მისთვის...
სახლიდან რომ გამოვედი ნერვიულობისგან ფეხი მერეოდა,ერთი რამ კი რაც ყველაზე მეტად მაშინებდა და მანერვიულებდა ლიკუნას ოჯახური სტატუსი იყო,დავმშვიდდი და გულიდან ლოდი მომეხსნა,როდესაც გავიგე რომ არ გათხივილა და არც სერიოზული ურთიერთობა ჰქონია ვინმესთან...

მალე მივედი იმ პლაჟზე და ეხლა ვეძებდი ლურჯ მაშველების სახლს,რომელსაც წითელი დროშა უნდა ჰქონოდა,სულ ბოლო დგასო ლიკუნას მამამ მითხარა...

ცოტა სიარულის შემდეგ დავინახე ეს მაშველების სახლი და ეხლა გულმა უფრო სწრაფად დამიწყო ფეთქვა...

ფრთხილად მივუახლოვდი ამ ადგილს და დავინახე ქვიშაზე დაწოლილი ლიკუნა,რომელიც ცას უყურებდა,მართლაც რომ ლამაზი მზის ჩასვლა იყო... გამახსენდა ყველა მზის ჩასვლა,რომელიც ერთად გვაქვს ნანახი... ყველა ჩვენი კოცნა,ჩახუტება,სითბო და სიახლოვე... მომინდა ისევ 17 წლის ვყოფილიყავი და ანის აივნიდან გვეყურებინა ხელიხელ ჩაკიდებულებს მზის ჩასვლისთვის... ერთ მომენტში თვალები დავხუჭე,წარმოვიდგინე ეს ყველაფერი,შემდეგ თვალები გავახილე და ამ მოგონებებმა უფრო გამაძლიერა და გამბედაობა მომაკრებინა...

ფრთხილად დავდე ჩემი ჩანთა მიწაზე,მივუწექი ლიკუნას,რომელიც რა თქმა უნდა ყურსასმენებით სიმღერებს უსმენდა,ხელი ხელზე მოვკიდე... მისი ხელის სითბოს შეგრძნებით ხელმეორედ დავიბადე,გავცოცხლი არადა მეგონა იმ დღეს საბოლოოდ გარდაიცვალა ჩემი სული-მეთქი...

- ჩვენს მზის ჩასვლას არ სჯობს,მაგრამ წავა ესეც - ყურიდან გამოვუღე ერთი ყურსასმენი და ცოტა აკანკალებული ხმით ვუთხარი
- სანდროოოო?!- არაამქვეყნიური ხმით თქვა ჩემი სახელი და წამოჯდა
- … - მეც წამოვჯექი,ხელებს დავეყრდენი და ლიკუნას თვალებში შევხედე
- აქ რას აკეთებ ? - ფერი დაეკარგა მას
- შენ სანახავად ჩამოვედი -
- ... - ლიკუნა გაკვირვებული,ანერვიულებული სახით მიყურებდა და ხმას არ იღებდა
- მითხარი რამე
- რა უნდა გითხრა შენი აზრით ? - მკაცრად მიპასუხა
- რამე
- მე მეტი სათქმელი აღარ მაქვს,რაც მქონდა მოგწერე შენ კიდე არც კი შეიწუხე თავი ამდენი წელი პასუხის გასაცემად
- მე მაქვს , წამო სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ
- კაი,ჩემთან
- კაი წამო

ლიკუნა ადგა და წინ წავიდა,მე უკან მივყვებოდი... თავი სიზმარში მეგონა... ვერ ვიაზრებდი,რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყო... არ მჯეროდა,რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ ვხედავდი იმ ადამიანს,რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა და ჩემი უკვე აღარ იყო... მაინტერესებდა ყველაფერი მის შესახებ,იმდენი კითხვა მქონდა,მაგრამ ვერ ვბედავდი რამე მეკითხა... თავი დამნაშავედ ვიგრძენი,რომ წერილებზე არ ვპასუხობდი და ეხლა არ მინდოდა ჩემი სიტყვებით კიდევ გამეფუჭებინა საქმე...
მალე მივედით ლიკუნას სახლამდე,ლიფტში ჩავჯექით და ავედით მის ბინასთან... ლიკუნა დიდი ხანი ეძებდა გასაღებს,ძლივს იპოვა,გააღო კარები და შევიდა... მე ცოტა ხანი ისევ კარების იქით ვიდექი,სანამ არ მითხრა რას დგახარ მანდ შემოდიო...

- დალევ რამეს?
- ცივ წყალს

ლიკუნა სამზარეულოში გავიდა და მალე იქიდან ჩემი წყლით დაბრუნდა...

- დაჯექი აქ - მიმითითა დივანზე,მეც დავჯექი... ლიკუნა ჩემ წინ დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა
- კიდე ეწევი?
- კი,არ გინდა?
- აღარ ვეწევი
- კაია,მეც ბევრჯერ ვეცადე,რომ დამენებებინა თავი მაგრამ ვერ შევძელი
- ერთ დღესაც შეძლებ
- იმედია - დაარტყა ლიკუნამ პირველი ნაფაზი
- როგორ ხარ?
- რავი,ნორმალურად - ცივად მიპასუხა
- გახდი ექიმი?
- არა,ლიტერატურათმცოდნეობაზე ჩავაბარე
- რატო? შენ ხომ ალერგოლოგობა გინდოდა
- იმიტომ ჩამოხვედი,რომ ჩემ პროფესიაზე მელაპარაკო?! - მითხრა მკაცრი ტონით
- არა,შენი ნახვა მინდოდა
- ... - გაეცინა მას - ეხლა მოგინდა? ადრე სად იყავი ?
- ვიცი ცუდად მოგექეცი რომ არ გწერდი და ძალიან ვნანობ ეხლა
- კაია,რომ ხვდები სანდრო... კაი... ერთ რამეზე მიპასუხე და მეტს მე არაფერს გკითხავ... რატო არ მწერდი? გეწყინა რომ წავედი? აღარ გინდოდი ? თუ რა გამაგებინე ... ეს წლები სულ გაურკვევლობაში გამატარებინე და გთხოვ ეხლა სიმართლე მითხარი
- არ მინდოდა ჩემთან რამე საერთო გქონოდა,ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი და ვიფიქრე,რომ უჩემოდ უკედ იქნებოდი
- ეგ შენი გადასაწყვეტი არ იყო
- მაშინ ეგრე მეგონა
- ცუდად გეგონა... მთელი 2 წელი გელოდებოდი,როდის მომწერდი...
- მაპატიე,შევცდი და ეხლა ძალიან ვნანობ
- ეხლა უკვე გვიანია
- ვიცი... ვიცი,ლიკუნა მართლა...
- ...
- ამ ყველაფრის მიუხედავად მინდა იცოდე,რომ ყოველთვის მიყვარდი და არასოდეს ერთი წამითაც კი არ დამვიწყნიხარ... უბრალოდ ...
- უბრალოდ რა?
- გაგანთავისუფლე ჩემგან,რომ უკეთესი ცხოვრება მოგეწო,მაშინ არ ვიცოდი თუ მივაღწევდი ამ ცხოვრებაში რამეს,მეგონა რომ ლოთი ან ნარკომანი გავხდებოდი,რომელიც არავის დასჭირდებოდა
- ეგრე რატო გეგონა? მე მჭირდებოდი სანდრო !!
- ალბათ ყველას ეგრე მოსდის
- გასაგებია - ისევ დაარტყა ლიკუნამ ნაფაზი
- ნაწყენი ხარ?
- არ უნდა ვიყო? მე მილიონჯერ მოგწერე,რომ ჩემი წასვლა ჩვენი უერთიერთობის დასასრულს არ ნიშნავდა,მაგრამ შენ დაასრულე ყველაფერი
- ვიცი... და ეხლა ყველაზე მეტაზე მაგას ვნანობ,რომ ჩემი ცხოვრებიდან გაგიშვი
- ... - ლიკუნას თვალები აუცრემლიანდა და არაფერი აღარ უთქვამს
- მე მჯერა ჩვენი
გადავჯექი ლიკუნას გვერდით და ჩავეხუტე... თავიდან მიშორებდა,მაგრამ მე უფრო ძალიან მოვეხვიე... ვეღარ გაუძლო ალბათ და თვითონაც ძალიან ძლიერად ჩამეხუტა...
ავაწევინა თავი,ჩავხედე ცრემლიან თვალებში და დავინახე მისი ულამაზე თაფლისფერი თვალებიდან როგორ დაიწეს ცრემლებდა წამოსვლა... მის ლოყაზე დაცემულ ცრემლებს ტუჩებით შევეხე,ხელი მოვკიდე სახის მარჯვენა მხარეს...ვიგრძენი ლიკუნა როგორ მოდუნდა და თვალები დახუჭა,ვეღარ გავუძელი ამ ყველაფერს და მის ტუჩებს შევეხე... ზედა ტუჩზე ვაკოცე,მანაც ნაზად მაკოცა ქვედა ტუჩზე... ამ წამს ვიგრძენი ის,რაც უკვე დიდი ხანია აღარ მიგრძვნია,ბედნიერება... ამ წუთას ჩემზე ბედნიერი არავინ იყო მთელ დედამიწაზე... მესმოდა მისი გულის ცემა... ცდუნებას ვეღარ გავუძელი და მის ტუჩებს გიჟივით დავეწაფე... მისი ტუჩების სითბო და გემო არ დამვიწყნია არასოდეს... ლიკუნამ თმებში შემომიცურა თითები და ნაზად მეფერებოდა... დიდი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს,არ მინდოდა ოდესმე დამთავრებულიყო... არ მჯეროდა,რომ კიდევ მომეცა შანსი შემეგრძნო მისი სიახლოვე,მისი ტუჩები,თითები...
გადავაწვინე დივანზე,ისე რომ მის ტუჩებს არ მოვცილებულვარ,არასოდეს აღარ მინდა ამ ტუჩების გარეშე ცხოვრება,არ მინდა ისევ მარტო დავრჩე ჩემი პრინცესას გარეშე... მინდა ისევ ყოველდღე ვიგრძნო მისი სიახლოვე,სითბო და მზრუნველობა... ეხლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ მის გარეშე მე სიცოცხლე არ შემიძლია,არაფერი ვარ ლიკუნას გარეშე,იგი მავსებს,მხდის იმ ადამიანად,რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ...
ლიკუნას ტუჩები ჩემ ყელზე რომ ვიგრძენი მაშინ გამეთიშა ტვინი,მის გარდა არ მეგონა ვინმე თუ არსებობდა ამ სამყაროში...
მანიაკივით დაჟინებით ვეფერებოდი მთელ სხეულზე... თავიდან მეგონა გამიძალიანდებოდა,არ მოუნდებოდა ისევ ჩემთან და წარსულში დაბრუნება,მაგრამ შევმცდარვარ... მასაც სიგიჟემდე მოვნატრებივარ,არ მეგონა მისგან ასეთ სითბოს თუ მივიღებდი დღეს...სიმართლე რომ ვთქვა მეგონა,რომ საერთოდ არ მოისურვებდა ჩემთან დალაპარაკებას და რამე საერთოს,მაგრამ საბედნიეროდ შევცდარვარ... დედამიწაზე უბედნიერესი ბიჭი ვარ,ჩემს ერთადერთ გოგოს ისევ ვუყვარვარ და ისევ ისე სურს ჩემი სიახლოვე,როგორც მაშინ ანის მანსარდაზე...
ამდენი წლის შემდეგ ისევ შევიგრძენი მისი სხეული მთლიანად და ისევ ერთი მთლიანი ნაწილი გავხდით...
არ მეგონა ოდესმე თუ კიდევ ვიქნებოდი ბედნიერი...
- წამოდი ჩემთან ერთად თბილისში
- ვერა სანდრო
- რატო?
- ძნელია სანდრო,გამიგე... ეხლა ესე წამში ვერ მივატოვებ ყველაფერს და ვერ წამოვალ...

არაფერი აღარ მიპასუხია,მისი გადასაწყვეტია... მე ვერ დავაძალევ,ვეღარ გადავუწყვიტავ როგორც ადრე რა უნდა გააკეთოს და როგორ... ლიკუნას რომ ჩაეძინა ზუსტად მაშინ მიწევდა მე აეროპორტში წასვლა და უკან თბილისში დაბრუნება... ჩემთვის ესეთი ძნელი არაფერი ყოფილა,როგორც ეხლა ლიკუნას აქ დატოვება... მესიკვდილებოდა თბილისში დაბრუნება,მერჩივნა მოვმკვდარიყავი... მაგრამ ეხლა უკვე რაღაც პასუხისმგებლობები მქონდა და ვერ ვუღალატებდი ჩემ სამსახურს.. თან მინდოდა ლიკუნას თვითონ გადაეწყვიტა ყველაფერი... ვიმედოვნებდი,რომ ჩამომაკითხავდა თბილისში....
ლიკუნას საწერ მაგიდაზე ფურცელი ვიპოვე და გამსამშვიდობებელი წერილი დავუწერე...
სანამ რეგისრაციას გავივლიდი სულ უკან ვიყურებოდი,იმედს არ ვკარგავდი,მეგონა ლიკუნა მოვიდოდა,მაგრამ თბილისში მარტო ჩავედი...


თავი 4

2 კვირის შემდეგ ჩემი სამსახურის კარებს ანი აღებს,რომელიც იმდენი წელია არ მინახავს ძლივს ვიცანი... გადავეხვიე და ჩემ სამსახურთან ახლოს მდებარე კაფეში დავპატიჟე,რადგან უფრო კარგად შეგვძლებოდა სალაპარაკი...

- აბა მითხარი როგორ ხარ? რას შვები - ვკითე დიდი ხნის უნაცავ ანის
- აუ,საიდან უნდა დავიყო არც კი ვიცი,იმედნი ხანია არ მინახიხარ
- ხოო,არადა ყოველწელს ზაფხულში მაინც სულ ერთად ვიყავით
- წელს წამოდი,რას აკეთებ
- არაფერს,მაგრამ ლიკუნას გარეშე რაღაც იქ არ მინდა
- მესმის,მაგრამ ცადე...
- ვნახოთ,შეიძლება
- მომენატრეთ ყველანი,იმედია ოდესმე ისევ შევძლებთ მე,შენ,ლიკუნა და ალეკო ერთად ზაფხულის გატარებას
- მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს
- ისე,ალეკო არ გინახავს?
- რომ გამოვედი ვნახე,ცოლი მოიყვანე შტერმა და მემგონი შვილს ელოდებიან
- ვაიმე სანდრო,წარმოიდგინე ალეკო და ოჯახი - გადაიხარხარა ანიმ
- კაი ტოო რა გინდა,ბედნიერია კაცი
- კი,იმსახურებს
- შენ რას შვები მაგ ამბავში?
- ახლო მომავალში გათხოვებას არ ვგეგმავ,მაგრამ ვნახოთ რა
- ხოო? - თვალები დავაცვრილე და ისე შევხედე ანის
- ხო სანდრო,თუ გეგონა სულ ალქაჯი გოგო ვიქნებოდი,რომ ვერ იაზრებდით მეც ბიჭი რომ არ ვიყავი
- ძალიან მომენატრე ანი - გავუცინე და ჩავეხუტე
- მოკლედ,მართლა მომენატრე და იმიტომ მოვედი,მაგრამ კიდევ მაქვს ერთი მიზეზი?
- მოხდა ანი რამე? ხო იცი ჩემი იმედი სულ შეგიძლია გქონდეს
- არა,არა არაფერი...
- აბა?
- ლიკუნამ დამირეკა რამდენიმე დღის წინ,შენი კოორდინატები უნდოდა,მაგრამ მე არ ვიცოდი და არც არავინ ვისაც მე ვიცნობ,ამიტომ მე გამომიგზავნა წერილი და მთხოვა როგორმე მომენახე,მეც ბოლოს ბებიაშენის საშუალებით გიპოვე... ისე ადრე როგორ არ მომაფიქრდა ეგ,მაგრამ ნუ მოკლედ... აი ეს წერილი,იმედია ის წერია,რაც უნდა ეწეროს...
- ანი,დიდი მადლობა... მეტი არაფერი უთქვია ჩემზე? იმ საღამოზე?
- კი,მაგრამ ვერ გეტყვი მთხოვა და მითხრა რომ თუ რამეს გკითხავს უთხარი,რომ აქ წერია ყველაფერიო,ამიტომ...
- კაი ანი გასაგებია,უღრმესი მადლობა რომ შეწუხდი
- რეებს იგონებ,რა შევწუხდი - გამიცინა ანიმ
ანი მალევე წავიდა,ალბათ მიხვდა რომ ერთი სული მქონდა წერილი წამეკითხა...

„ თვალები რომ გავახილე და არ დამხვდი გული ჩამწყდა... თან გაიყოლე ჩემი გული და სული... არ ვიცი როგორ მოვიქცე... ძალიან მინდა დავიკიდო აქაურობა,ჩამოვიდე და სულ შენთან ვიყო... მაგრამ ვერ ვტოვებ აქაურობას... როგორ მინდა ისევ ის ძველი ლიკუნა ვიყო,რომელსაც მთელი სამყარო ფეხებზე ეკიდა და შენს გამო ყველაფერზე წავიდოდა,მაგრამ ის აღარ ვარ... ჩვენმა ამბებმა დამასუსტა,გამტეხა და ძალიან გაუბედავი გამხადა... ერთფეროვნებას მივეჩვია და მეშინია სიახლის...
სიგიჟემდე მიყვახარ,შენ ხარ ერთადერთი ადამიანი,რომელიც ჩემს თავზე მეტად მიყვარს... არ ვიცი რა გავაკეთო... გული ერთს მეუბნება და გონება მეორეს... მეშინია აქაურობის დატოვება და ისევ თბილისში დაბრუნება... აქ ყველაფერი სხვანაირადაა,მეტი შესაძლებლობებია... როგორ მინდა შენ ჩამოხვიდე აქ და მე აღარ მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ ვერ გთხოვ ამას... შენ ისედაც ბევრი გადაიტანე და ჯობია შენებთან ახლოს იყო,შენს ქალაქში,შენს უბანში... შენთვის ესე უფრო სჯობს... არ ვიცი როგორ მოვიქცევი,მართლა არ ვიცი... ჯერ არც გადამიწყვეტია...
შეიძლება გეგონოს ეხლა,რომ სათანადოდ არ მიყვარხარ... არა,გეფიცები შენს სიცოცხლეს მე შენ ჩემ თავზე მეტად მიყვარხარ !!!!!
აუ,ერთმანეთისგან საწინააღმდეგო რაღაცეებს გწერ ეხლა...
მაგრამ მართლა ეგრეა,ეს ჩემი გრძნობებია,როგორი უაზრო და აბდაუბდაც არ უნდა იყოს...
მაპატიე ყველაფერი... იმედი მაქვს მაპატიებ...
ეს დამშვიდობების წერილი არ არის !!!!
არ მაქვს არაფერი გადაწყვეტილი...
იქნებ ჩამოვიდე....
იქნებ ჩამოხვიდე....
იქნებ....იქნებ...იქნებ......

მთავარი დამავიწყდა მეთქვა,ის საღამო დაუვიწყარი იყო... ბედნიერება დამიბრუნე,დიდი მადლობა რომ ჩამომაკითხე....

სიტყვებით გამოუთქმელი საღამო იყო...!!
იმედია კიდევ ბევრი გვექნება ასეთი საღამოები...

მიყვხარხარ,
შენი პრინცესა“

ვერაფერი ვერ გავიგე,თუ ისე ვუყვარვარ როგორც მწერს,მაშინ რატომ ვერ ტოვებს ამ მაიამის??? მე რომ ჩავიდე ისევ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო,შევძლებ რომ?

- ლიკუნა ჩამოდი !!! - ვთქვი ჩემთვის და ანგარიში მოვითხოვე

ჩემი სახლის აივაზე გავედი ვისკიანი ჭიქით ხელში და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რას გადაწყვეტდა ლიკუნა... მთელი არსებით მინდოდა დამეჯერებინა,რომ ჩამოვიდოდა... მაგრამ ამ წერილის შემდეგ არ ვიცი რა უნდა მეფიქრა... ძალიან დამაბნია,ხან ერთს მწერდა ხან მეორეს... ვერ ვხვდებოდი,როდის გახდა ესეთი გადაუწყვეტელი,ყოველთვის იცოდა რა უნდოდა... ალბათ მართლა საშინლად იმოქმედა ამ ყველაფერმა მასზე... როგორ გამომესწორებინა ჩვენი სიტუაცია არ ვიცოდი...
ნამდვილად არ მეგონა ლიკუნა ასე თბილათ თუ მომექცეოდა,იმ ყველაფრის შემდეგ რაც გავუკეთე...
მართლა როგორ ვყვარებივარ შტერს,მე კიდევ ვერ ვიჯერებდი ის წლები... მეგონა უბრალოდ ჩემი მიტოვება არ უნდოდა ესეთ სიტუაციაში,არადა თურმე გულწრფელი ყოფილა... სმის და ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენოდა...

ყველას ყოველთვის სჯეროდა ჩვენი სიყვარულის და დარწმუნებულები იყვნენ,რომ სიკვდილის ბოლომდე ერთად ვიქნებოდით...
ერთხელ ბებიაჩემმა მითხრა,რომ ყოველთვის იცოდა ჩვენი რომ ბოლოს ერთად ვიქნებოდით... თურმე ბავშვობაში ისე მიყვარდა,რომ არ სჯეროდათ ჩემებს... რომ ვიძახდი ცოლად მოვიყვან,რომ გავიზრდები-მეთქი ყველას ეცინებოდა... ბებიაჩემმა ამაზე ბოდიში მომიხადა..
მე ვიცი,რომ ჩემი მეორე ნახევარი 6-7 წლის ასაკში ვიყოვე... ლიკუნა არი ჩემი ნაწილი,მის გარეშე ჩემ ცხოვრებას აზრი ეკარგება... ყოველთვის გულში მყავდა და არ ვიცი თუ არ ჩამოვიდა როგორ უნდა გავაგრძელო სიცოცხლე,მითუმეტეს ამ ყველაფრის შემდეგ...
ციხიდან რომ გამოვედი,მეგონა ვეზიზღებოდი იმის გამო,რომ ხელი ვკარი,მაგრამ თურმე პირიქით...
ეხლა ერთი ვიცი,ყველაფერი უნდა ვცადო და დავუბრუნო,მაგრამ ცოტა ხანი დაველოდები... იქნებ თვითონ ჩამოვიდეს,ეს უფრო მეტს ნიშნავს ჩემთვის...

- ლიკუნა,ჩამოდი - ავიხედე ცაში
თავი 5
3 თვის შემდეგ

3 თვეა უშედეგოდ ველოდები...
არაფერი არ ვიცი მის შესახებ,არ შევხმიანებივარ,ანიმაც არ იცის რას აპირებს ან სად არის...
იმედია არ მატყუებს ან რამეს არ მიმალავს...
აღარ მინდა ისევ ის ვიფიქრო,რომ გრძნობები შეეცვალა ან სხვა გაიცნო და მის მიმართ იგრძნო ნამდვილი სიყვარული...
მე ვარ ლიკუნას ნამდვილი და ერთადერთი სიყვარული...
მე მჯერა ამის... და იმედია გამახარებს ერთ დღესაც,თუ არადა შვებულებაზე აუცილებლად ჩავაკითხავ ისევ!!

- სანდრო,რას შვები? - დამირეკა ღამე ანიმ
- შენ?
- მისმინე,ხვალ დილით 8 საათზე მივდივართ... მე,ალეკო,ალეკოს ცოლ-შვილი,ჩემი შეყვარებული და მისი და... ვიცი,რომ ლიკუნას გარეშე არ შეგიძლია იქ და რაღაცეები,მაგრამ იქნებ წამოხვიდე
- წამოვალ
- მართლააა,რა მაგარია ეეე!!
- ... - გამეცინა
- მოკლედ,საგდურზე მოდი 8 საათზე,ბილეთები ნაყიდი გვაქვს
- რამდენი ხნით მივდივართ რომ ვიცოდე?
- Weekend-ებზე
- ხარაშოო,მოვალ
- კაი,ხო და ჩემთან ვრჩებით,ეს ისე რომ იცოდე
- კაიი,კაიიი - გავიცინე და გავუთიშე

რაც საჭირო იყო ჩავალაგე და დავწექი,7-ზე უნდა ვდგარიყავი ეგრე გამოდის,ან 8-ის ნახევარზე...

***
დილას უცებ გადავივლე წყალი,ტაქსი გამოვიძახე და გავვარდი... ყველა უკვე ბაქანზე იყო... მალე დაიწყო გამცილებელმა ბილეთების შემოწმება და ავედით ვაგონში...
ანი,ანის შეყვარებული და მისი და ერთად ისხდნენ 3 ადგილიანზე... ალეკო და მისი ცოლ-შვილი 2 ადგილიანზე,მეც ორ ადგილიანზე ვიჯექი,ოღნდ მარტო...

ფანჯარასთან დავჯექი და ვცდილობდი როგორმე ჩემ არეულ სპორტულ ჩანთაში ყურსასმენი და ტელეფონი მეპოვნა,ლიკუნასგან ვიცი,რომ მატარებელში მუსიკის მოსმენა ნეტარებაა,თან ბუნების ყურება,რომელიც უკან რჩება... ფიქრიც ასწორებს ამ დროს,იმედი მქონდა რომ კარგ დროს გავატარებდი... ვიცოდი,იქ ყველაფერი მას გამახსენებდა,მაგრამ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ემოციები მომეთიკა...

უცებ ფანჯარაზე კაკუნი გავიგე და ავიხედე... ფანჯრის იქით ლიკუნა იდგა გაბადრული სახით,თავზე ბეიზბოლის კეპკა ეზურა და რა თქმა უნდა ყურსასმენები ეკეთა...
უცებ ავხტი სკამიდან და კარებისკენ გავიქეცი,ლიკუნა უკვე ამოსულიყო და კარებთან შემხვდა... ჩამეხუტა ისე,რომ სული შემიხუთა... ბევრი ბევრი მაკოცა,მე კიდე გაშეშებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,თავი სიზმარში მეგონა...

- არ გეგონა რომ ჩამოვიდოდი ხო?
- 3 თვე მოგინდა?
- დიახ,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
- აუ ჩემი - ჩავიკარი გულში და ჩემ თავს შევპირდი,რომ არასოდეს არსად აღარ გავუშვებდი,არც უაზრო საქციელს ჩავიდენდი... უკვე მეშინია ჩემი თავის...
- წამო დავსხდეთ,იმედია ვინმე ნაშა არ გყავს წამოთრეული - გამიღმა ლიკუნამ
- შენ ისევ ისეთი შტერუკა ხარ
- მადლობა - გამიცინა ისევ და მაკოცა

გზაში არაფერი არ გაგვირჩევია,თავი დამადო მხარზე და ვიყავით ჩუმად... არ მინდოდა არაფრის მოსმენა,სად იყო ამდენი ხანი,რატომ არ გამოჩნდა და ა.შ მთავარი ის არის რომ ახლა აქ მიზის გვერდით და უკვე არსად აღარ გავუშვებ...
ლიკუნა მილიონჯერ ადგა და ტუალეტში გავიდა,ძალიან ვბრაზდებოდი,ამდენი მოწევა რა უბედურება არის -მეთქი...
ჩავაღწიეთ ძლივს... 2 ტაქსი გავაჩერეთ და ანის სახლში მივედით... კობა და ნანა იქ არ იყვნენ,კობას ძმასთან წავიდნენ კიევში... ბებიაჩემი მოვინახულე მარტომ ცოტა ხნით და შემდეგ ისევ ანის სახლში მივედი... გოგოები მანსარდის აივანზე ისხდნენ და მზის ჩასვლას უყურებდნენ... ბიჭებმა მაყალი გამოვათრიეთ და მწვადის შეწვა დავიწყეთ...

მზის ჩასვლის შემდეგ გოგოებიც ჩამოვიდნენ ეზოში...
გავიხსენეთ ყველა სასიამოვნო ისტორია,ალეკოს შტერობები,ანის უაზრო და გიჟური საქციელები,მისი შეყვარებული გაოგნებული იყო,თურმე ბოლომდე არ მცოდნია ვინ ყოფილა ანიო...
მალე ალეკოს ცოლი სახლში შევიდა,რომ ბავშვი დაეძინებიდა...
ალეკო და ანის შეყვარებულის და ბურას თამაშობდნენ...
ანი და მისი შეყვარებული გაიპარნენ სადღაც
დავრჩით მე და ლიკუნა...

- წამო მინდორში გავიდეთ - მითხრა ლიკუნამ
- წამოგიღო შენც ლუდი?
- არა,მადლობა
გავედით მინდორში და მეორე მუხას ძირას დავსხედით,რომელიც ანის სახლიდან მოშორებით იყო...

- რაღაც მინდა მოგცე - მითხარა ლიკუნამ
- რა?
- ჩემი ბოლო წერილი,რომელიც არ გამომიგზავნია - მითხრა და კონვერტი გამომიწოდა

„ ბოლო წლებმა ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს,უკვე აღარ ვიცი შევძლეთ თუ არა ისევ ისე ყოფნას,როგორც ვაპირებდით... მე ჩვენი სიყვარულის მჯერა და ვიცი,რომ ამ სიძნელესაც დავძლევთ...
აქ რომ ჩამოხვედი თავიდან დავიბადე,არ მეგონა კიდევ თუ გიყვარდი და გინდოდა ჩემთან ერთად ყოფნა... მეშინოდა სხვა არ შეგყვარებოდა ... იმედია შენც ცხოვრებაში არავინ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ გამოჩენილა...
შენი წასვლის შემდეგ ბევრი ვიფიქრე თუ როგორ მოვქცეულიყავი... ბოლოს ის გადავწყვიტე,რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა...
1-2 თვე მჭირდებოდა,რომ სახლი გამეყიდა,გამოცდები დამეწერა და კიდევ პატარ-პატარა წვრილმანები მომეგვარებინა... ამ საქმეებში ვიყავი,რომ სისუსტე დამჩემდა,თავს ცუდად ვგრძნობდი ხოლმე,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი,სტრესს ვაბრალებდი... დედაჩემმაც ჩემატყო და სისხლის ანალიზზე წამიყვანა...
იმედი მაქვს,რომ კარგად მიმიღებ... როგორ მინდა ისევ ისე ვიყოთ,როგორც ადრე და ყველა ჩვენი ოცნება და გეგმა განვახორციელოთ...
მაპატიე ამდენი ხანი რომ არ შეგეხმიანე... უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა და როგორ...
მეორე დღეს ექიმმა დამირეკა და მითხრა საერთო ანალიზის პასუხი...
იმდღესვე ვიყიდე ბილეთი და აღარც მაიამი მაინტერესებდა და არც არაფერი... მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა ჩემს გვერდით ვყოფილიყავი სამუდამოდ...

სანდრო... ორსულად ვარ... ორსულად ვართ...

ძალიან მალე შენთან ვიქნებით და არასოდეს აღარ დაგტოვებ მარტო... რაც არ უნდა მოხდეს... მუცლით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვატარებ...
იმედია ისეთივე ბედნიერი იქნები როგორ მე...
ვიცი,არაჩვეულებრივი ცხოვება გველოდება წინ... ძალიან მალე გნახავ ჩემო სიცოცხლე,მოგეწეპები და არასდროს აღარ მოგშორდები...

გკოცნი უთვალავს,
შენი პრინცესა
შენი შვილის დედა“



№1  offline წევრი Only DrEAmer

აუჰ რა მაგარი იყოოო ^^

 


№2  offline წევრი Serena.Si

დიდი მადლობაა ... ^^
Only DrEAmer
აუჰ რა მაგარი იყოოო ^^
--------------------
SeReNa.Si

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent