შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი "ჰოლივუდური" ამბავი


6-06-2015, 16:24
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 615

ალბათ გაგეცინებათ ეს ჰოლივუდური ამბავი რა მოუგონიაო, მაგრამ ჩემს ისტორიას, რომ ვიხსენებ დაახლოებით იმ ამერიკულ ფილმებს ვადარებ, დრამებით, რომანტიული მომენტებითა და "ჰეფი ენდით", რომ სრულდება.. ან ბრაზილიურ სერიალს, საცოდავ, მაგრამ ძალიან ლამაზ გოგონებს, რომ სასწაულად უმართლებთ ხოლმე და მდიდარ ოჯახებში ამოყოფენ თავს, კუნთებიან და სიმპატიურ "ბიზნესმენ" მამაკაცთან.
ახლა ჩემს თავს გაგაცნობთ: ანანო კიკაბიძე, 26 წლის. ვცხოვრობ დედასთან ერთად სოლოლაკში, ერთ ძველებურ ბინაში. მოგეხსენებათ ეგ დასახლება, როგორ საჭიროებს განახლებას, მაგრამ აქაურობა ყველაფერს მირჩევნია. მამის გარდაცვალების მერე მე და დედა დავრჩით. გაჭირვებამ ულმობლად დარია ხელი ჩვენს ცხოვრებას. სკოლა ვაი-ვაგლახით დავამთავრე. მთელი წელი თითქმის ერთი და იგივე ტანსაცმელი მეცვა ხოლმე. სირცხვილით ვიწვოდი, ჩემი კლასელები ახალ კაბებს და მოდურ ჯინსებს, რომ გამიბზიკავდნენ ცხვირ წინ და თან შემახსენებდნენ, ეგ "ბანანა" სტილის შარვლები გადავიდა უკვე მოდიდანო. დედაჩემი ფოსტაში მუშაობდა და არც ისეთი მაღალი ანაზღაურება ქონდა. გადასახადებზე და საჭმელზე ძლივს ვანაწილებდით ხოლმე. ცოტას ბებია და ბაბუა გვეხმარებოდნენ თავისი პენსიით.
მეც წამოვიზარდე, ჩემი განათლებული მეზობლების წყალობით გამოცდებისთვის მშვენივრად მოვემზადე და სრული დაფინანსებაც მივიღე. ნეტა დედაჩემის ბედნიერი და ცრემლებით სავსე თვალები გენახათ. ახლაც ტანში მაჟრიალებს მისი სახე, რომ მახსენდება.
4 წელიწადში კი უკვე იურისტის დიპლომს ვაფრიალებდი და იმ იმედით, რომ სამსახურს მალე ვიშოვიდი, დასაქმების სააგენტოებს მივმართე. მალევე გამოჩნდა ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში ასისტენტის ვაკანსია და მეც თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი გასაუბრებაზე. უფროსი, არც ისე ასაკოვანი დაახლოებით 34 წლის მამაკაცი იყო. თბილად მიმიღო, გამომკითხა, რაღაცეები და ჯერ სტაჟიორად ამიყვანა, ორ კვირაში შეგამოწმებ რისი გაკეთება შეგიძლიაო. მეც გულმოდგინედ ვასრულებდი მის დავალებებს და ადვილად ვითვისებდი სიახლეებს.
ორი კვირის მერე მართლაც დამიბარა თავის კაბინეტში და გახარებულმა მამცნო, შტატში ჩაგსვავ და კარგ ხელფასსაც დაგინიშნავო.. ამის თქმა იყო და საჯდომზე ისე ურცხვად მომიჭირა ხელი, გაოცებისაგან ყბა ჩამომივარდა და აღშფოთებულმა წამოვიყვირე რას აკეთებთქო. მას ჩემზე უფრო მეტად გაუკვირდა, აბა რა გეგონა ამ ქორფა გოგოს, გუშინ რომ გამოძვერი უნივერსიტეტიდან, მარტო დიპლომის გამო დაგსვავდი კაბინეტშიო? მაშინ კი მივხვდი რა ფირფიტასაც ატრიალებდა ბატონი თამაზი და იქედან უკან მოუხედავად გამოვარდი.
მას შემდეგ კიდევ ვცადე სხვა და სხვა ადგილებში, მაგრამ არაფერი. ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ, ან კიდევ უხელფასოდ გამუშავებთო. რათ მინდოდა ეხლა უხელფასოდ აქეთ-იქეთ ყანყალი, გზის ფულსაც ძლივს ვაგროვებდი. ბოლოს მივანებე ამ იურიდიულ ფირმებში სირბილს თავი და უკვე მიმტანობაზე ან დამხმარეზე გადავერთე. მალე ვიპოვე ერთ-ერთ ბარში სამუშაო. დაახლოებით ერთი წელი გავძელი, მაგრამ ასთმით გახლავართ დაავადებული და სიგარეტის ბოლმა თავისი იმოქმედა და იძულებული გავხდი სამსახური შემეცვალა. ჩემმა ბავშვობის მეგობარმა,რომელიც ჩემი ერთად ერთი დაქალი იყო მალევე მიშოვა სამსახური ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, საკმაოდ პრესტიჟულ ტანსაცმლის მაღაზიაში კონულტანტად. ხელფასიც არაჩვეულებრივი და პირობებიც. ხოდა რა მათქმევინებდა უარს. ასე შემოვრჩი უკვე მეორე წელია ამ სამსახურში და საკმაოდ მივეჩვიე აქაურობას.
ეს ზამთარი, როგორ მოქმედებს ხასიათზე.. გაიღვიძებ დილით და ისევ ღამე გგონია, ისეა გარეთ ჩამუქებული ყველაფერი. წვიმის და ქარის ხმაურის ხმის გაგონება, თბილ ლოგინშიც კი შეგაციებს და მთელი დღე სახლში ყოფნას განატრებინებს.
ნელ-ნელა გადმოვგორდი ლოგინიდან, ჩემს თბილ ,"დათუნია" ჩუსტებში გავუყარე ფეხები და ხალათ შემოცმული გავედი სამზარეულოში. დედა უკვე ყავას ასხავდა ფინჯნებში.. ოოხ რა გემრიელი სუნი დგას ყოველ დილით ჩვენს სამზარეულოში. საცხობიდან ამოტანილი, ჯერ კიდევ ცხელი კრუასანებისა და რძიანი ყავის სურნელი, მთელ დღეს ენერგიულად მატარებინებს.
-დილა მშვიდობისა ანანიკო. გამიღიმა თბილი ღიმილით დედამ.
-დილა მშვიდობისა ყველაზე საყვარელო დედიკო. მეც მივესალმე და ფუმფულა ლოყაზე მაგრად ვაკოცე. ყავა და კრუასანები სწრაფად მივირთვი, წყალი გადავივლე და კომბოსტოსავით შევიფუთე.
სანამ სამარშუტო ტაქსს ველოდებოდი, ჩემი დამემართა.ცხვირი სულ გამიწითლდა და მომეყინა. თვალებიდან უკვე თითქმის ცრემლები მდიოდა. უცებ სატვირთო მანქანას გავხედე, რომელიც ჩემი სახლის მოპირდაპირე ახალ აშენებულ კორპუსთან გაჩერდა. ავეჯით იყო დატვირთული. ეტყობა ახალი "სვეცკები" გადმოდიან გავიფიქრე. აბა იმ ბინებს იმხელა ფასები ქონდა, სად შეწვდებოდა ჩემისთანა ოჯახი იმის ყიდვას. ამასობაში ჩემი მარშუტიც მოვიდა და სწრაფად შევხტი.
ჩემს თანამშრომელ გოგონებს ხელის აწევით მივესალმე და სწრაფად გავიძრე პალტო. მაღაზიის გახსნამდე ჯერ კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი და გოგონებმა, ჩვენს ოთახში მოვიკალათეთ საჭორაოდ. ცხელი ჩაი ისე გადავკარი, სულ გამომეწვა ყელი, მაგრამ ისე ვიყავი შეციებული რაღას დავეძებდი.
დღემ, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივად ჩაიარა, მარბენინეს თინეიჯრმა გოგონებმა სხვადასხვა ზომის მაისურებით და ჯინსებით გასახდელთან. ზოგში ვერ ჩაეტივნენ და მე მიბღვერდნენ ზომები არასწორად შემირჩიეო. რა ჩემი ბრალი იყო, ახლა ისინი მთელი დღე პირს თუ იტენიდნენ საჭმლით ან ტკბილეულით. საღამოს ცვლას, ყველაფერი გადავარე და 6 საათზე გავფრინდი სახლისკენ.
მაღაზიასთან ჩამოვედი და შესასვლელთან გაფენილ ტილოზე ტალახიანი ფეხების შეწმენდა დავიწყე. ამასობაში უკნიდან ბოხი ხმა მომესმა.
-"ტუფლის" ჩოთქიც ხომ არ მოგიტანო? უკმაყოფილოდ მივტრიალდი და ჩემს წინ ორი მაღალი და თანაც ისეთი სიპმატიური ბიჭები იდგნენ, ჩემი პასუხისთვის გამზადებული პირი თავისით მომეკუმა. მაგრამ მათ ირონიულ ჩაცინებაზე, ავპილპილდი და გონს უცებ მოვეგე.
-"ტუფლის" ჩოქთი არც შენ ფეხსაცმელს აწყენდა. თვალით მივანიშნე, მისი ტყავის სპორტულ ფეხსაცმელზე ტალახებში, რომ ქონდა ამოვლებული.
-ხოდა გადმოვიტან ეხლა მანქანიდან და მაგ გრძელი თითებით დაგახეხინებ, თუ ესე გაღიზიანებს. დამიღრინა თავხედურად და შიგნით შეაბიჯეს.
გაშტერებული ვიდექი და სიტყვას ვერ ვძრავდი.როგორ შეიძლება უცნობ ადამიანს, ასე ეუხეშო და თითქმის შეურაცხყოფა მიაყენო. არ ვიცი სიცივის ბრალი იყო თუ, მისი სიტყვების, თვალები ცრემლებით ამევსო და იქედან სახლისკენ ავიღე პირდაპირ გეზი. მისი დამცინავი და სასტიკი სახე კიდევ ერთხელ, რომ დამენახა ალბათ იქვე გავგორდებოდი.
დედაჩემი ჯერ კიდევ სამსახურში იყო. მესიამოვნა კიდეც სახლში მარტო, რომ ვიყავი. საჭმელი გაზქურაზე შემოვდგი გასაცხელებლად და თან ნათიას ნომერი ავკრიფე. ეს ის დაქალია, რომ გითხარით მარტო ეგ მყავსთქო. -რას შვები ანანიკო? გაისმა, მისი როგორც ყველთვის მხიარული ხმა. -რავიცი, ეხლა მოვედი სახლში. შენ რას შვები? არ გინდა გამომიარო და წავიჭორაოთ? -კი 10 წუთში მოვრჩები სამსახურს და პირდაპირ შენთან მოვალ -შეგიძლია მაღაზიაში გამოიარო და რამე სასუსნავი წამოიღო ყავისთვის? მე ვაპირებდი, მაგრამ ისე მომიშალეს მაღაზიასთან ნერვები ეხლაც მაკანკალებს. -ხო მშვიდობაა? -კიი.. მოდი და მოგიყვები. საჭმელი შევაცხელე, მაგიდაც გავშალე და ნათიას დაველოდე. ფანჯარასთან დავდექი და ახალ აშენებულ კორპუსს გავხედე.მის პირდაპირ შავი ჯიპი იდგა. მანამდე არასდროს შემიმჩნევია ეს მანქანა ჩვენს ეზოში, ალბათ ახალი გადმოსულებისაა გავიფიქრე და უცებ ის ორი თავხედი დავინახე სადარბაზოდან, რომ გამოცვივდნენ და თითქმის ერთი ნახტომით ჩასხდნენ მანქანაში. აჰაა.. აი თურმე რატოა დიდ გულზე ის ვაჟბატონი. მდიდარი ოჯახის გაუზრდელი შვილი. ხმა მაღლა ამოვიბუზღუნე. ამასობაში კარზე ზარი დარეკეს.
ნათია, პარკებით ხელში შემოვარდა.
-აუ როგორ ცივა გარეთ. აწუწუნდა იმწამსვე.
-ხოო აბა. მოდი სამზარეულოში, საჭმელი უკვე გაცხელებული მაქვს. ორივე მაგიდას შემოვუჯექით და დედაჩემის გაკეთებულ ტოლმას მადიანად შევექეცით.
-რა მოგივიდა მაღაზიაში? რაღაცას მეუბნებოდი ტელეფონზე. მკითხა ნათიამ. მეც მაგ ამბის გახსენებაზე ისევ ამეწკიპა წარბები და ნათიას ჩავუკაკლე, იმ თავხედის შესახებ ყველაფერი. ამასაც მეტი რა უნდოდა ისეთი იკისკისაა.. ჩემს გაოცებულ და უკმაყოფილო სახეს ვეღარც ამჩნევდა მგონი.
-სასაცილოა გოგოო? მე კინაღამ იქვე ავბღავლდი. ეს 26 წლის გოგო ისე გამასწორა მიწასთან ჯერ მისმა სიტყვებმა და მერე ცინიზმით და მგონი ზიზღითაც სავსე სახემ, რომ მიწის გასკდომა და იქ ჩაგდება მანატრებინა.
-კარგი რა. შენც არ უნდა დაეგკლო და რამე მწარე მიგეძახებინა, მარა ვინ მოგცა შენ მაგის შნო, შე ბოთე. ანანო მორჩი ადამიანებში ყოველთვის სიკეთის მარცვლის ძიებას. რით ვეღარ შეიგნე რომ, ყველა შენსავით კეთილი და დამთმობი არაა. ისე გადაგთელავენ და გაგანადგურებენ, თვალსაც არ დაახამხამებენ.. ნათიას სიტყვები, გულზე ეკალივით მხვდებოდა. ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა და ეს მტკენდა გულს. თან საკუთარ თავზეც მერეოდა ბრაზი, რომ ვერ ვისწავლე ჭკუა.
ნათია გვიანობამდე აღარ დარჩენილა. დედაჩემის მოსვლას დაელოდა და მალევე გაიქცა. სახლი ცოტა მივალაგე, დედასთან ერთად წავიჭორავე და დასაძინებლად შევწექი. თავი ბალიშზე გემრიელად მოვათავსე, თვალები დავხუჭე და სიზმრებისთვის გავემზადე, რომ ჰოპ! იმ თავხედის სახე პირდაპირ თვალწინ არ წარმომიდგა?! დაფეთებულმა გავახილე თვალები. სად ჯანდაბიდან შემომეპარა მასზე ფიქრები? გაოცებულმა ვკითხე ჩემს თავს.



№1  offline წევრი kate :))

Au zaan kargi iyo, gelodebi axali da kargi tavit.

 


№2  offline წევრი Ana-maria11

ძალიან მიხარია თქვენი კომენტარები.. თუ მოგწონთ აუცილებლად გავაგრძელებ ;) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent