შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (სრულად )


6-06-2015, 18:33
ავტორი flightless bird
ნანახია 11 257

ვერცხლისფერი ვოლვო შეუპოვრად მიიწევდა მანქანებით გადაჭედილ გზატკეცილზე, მძღოლის მხარეს ფანჯარა მთლიანად ჩაწეული იყო, ახალგაზრდა ქალს ჩალისფერი კულულები გაეშალა და ახლა ქარი უდიერად უწეწავდა მათ. ქალი ორივე ხელით საჭეს ჩაჰფრენოდა, რაღაცაზე ფიქრობდა, თითქოს სამყაროს გამოეთიშა... უკანა სავარძელზე მჯდარი პატარა ბიჭუნაც კი დავიწყებოდა, საით მიქროდა ასეთი დაზაფრული და ამავდროულად აღტაცებული? საუკეთესო მეგობრის სახლში, ის ხომ აქ წარსულს უნდა შეხვედროდა.
წარსული... ამ სიტყვის გაფიქრებაზე ერთი ადამიანის სახელი და თვალები ახსენდებოდა.
დათო... დათო დოლიძე და მისი თაფლისფერი, მწვანეში გადასული თვალები... ნეტავ რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც უკანასკნელად გადააწყდა მათ? რვა?! არა, ათი! მთელი ათი წელი... რამდენი რამ შეიცვალა ამ ხნის მანძილზე, თუმცა გრძნობა იგივე დარჩა, ისევ ძრწოლვა და სიხარული მისი ნახვის წინ... ისევ შიშით გამოწვეული კუჭის წვა და უსაზღვროდ სევდიანი მისი თვალები... ისევ შიში, ამჯერად სხვა მიზეზით... შიში იმისა, რომ პირობას დაარღვევს, შიში იმისა, რომ ვერ გაუძლებს მისი თაფლისფერი, მწვანეში გადასული თვალების მიმზიდველობას...
უკვე ორი საატი სრულდებოდა, მან კი ჯერ საცობიდანაც ვერ გააღწია, სულ ცოტა ოცი წუთი მაინც დასჭირდებოდა მის დაშლას... ქალმა უკან მიიხედა, მისი პატარა თვითმფრინავით თამაშობდა, დედის მზერა , რომ იგრძნო გაიცინა და მისი ბავშვური, უდარდელი ხმით შესძახა!
-მიყვარხარ დეე... დედას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თამაში განაგრძო.
-მეც მიყვარხარ ჩემო ციცქნავ...
ქალი თავის ადგილს დაუბრუნდა, ივლისის ძალიან ცხელი დღე იყო, მზემ თავისი გაიტანა... ქალმა დაღლილობა იგრძნო, თავი საჭეს მიაყრდნო და თვალები მილულა, მოგონებები, რომელთა ჩახშობასაც წლების მანძილზე ცდილობდა ახლა ფილმის კადრებივით ამოუტივტივდა გონებაში...
გაახსენდა თუ რა ბედნიერი იყო, მაშინ როცა დათოს შეყვარებული ერქვა, ეგონა მთელს სამყაროში არ მოიძებნებოდა მასზე ბედნიერი გოგო, რადგან ისეთ გადარეულს უყვარდა , როგორიც დათო იყო. მას ყოველთვის შეეძლო გოგონა გაემხიარულებინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაბრაზების მიზეზი ხშირად თავად გახლდათ. პირველად ის დღე გაახსენდა, როცა საუკეთესო მეგობრები გააცნეს ერთმანეთს, ორივე მარტო იყო და უნდოდათ როგორმე დაეახლოვებინათ, ამისთვის ყველაფერი გააკეთეს თუმცა მათ მეგობრებს თავიდანვე არ მოეწონათ ერთმანეთი, სულ ჩხუბში იყვნენ... ვინ იფიქრებდა, რომ ბოლოს ერთად დარჩებოდნენ? ახლა თათო სწორად მათ სახლში მიდიოდა, მათ პატარას დაბადების დღე ჰქონდა , ხუმრობა ხომ არაა? გოგონას ექვსი წელი უსრულდებოდა, თათო ვერაფრით გამოტოვებდა ამ დღეს, მეგობარს ბავშვობაში აღუთქვა, რომ მნიშვნელოვან წუთებში ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა, თანაც შვეიცარიიდან სულ ორი დღის დაბრუნებული იყო და ყველა მონატრებული ჰყავდა...
ქალი კიდევ უფრო ღრმა მოგონებებში გადაეშვა, მაშინ 18 წლის იქნებოდა, მისმა უკვე საქმრომ გასაოცარ ვითარებაში სთხოვა ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ , გოგონა მაინც დათანხმდა... ქორწილამდე სულ ორი თვე იყო დარჩენილი. ერთ დღესაც დათომ დაურეკა...
-თა გცალია?
-ჰო, რა ხდება?
-აუუ... გნახავ რაა... ძალიან უცნაური ხმა ჰქონდა, მთვრალი იყო... თათოს მის ტონზე გაეცინა, უნდოდა ცოტა გაეწვალებინა...
-ოოო, მეზარება გამოსვლა.
-აუ, აუუ... ძალიან გთხოვ. პატარა ბავშვივით დაიწყო წუწუნი, გოგომაც უარი ვეღარ უთხრა, როგორც აღმოჩნდა დათო უკვე მის სახლთან იყო...
-სახლში რომ არ ვყოფილიყავი რა უნდა გექნა? ჰკითხა სიცილით მის საქმროს...
-რას ქვია და არ იქნებოდი! მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა არაფერი შეემჩნია თათომ მაინც დალანდა მის თვალებში ასე უხვად ჩაღვრილი სევდა...
-აღარ შემოხვალ?!
-ჰო...
თათა უხმოდ ჩამოსცილდა კარებს... ბიჭმა თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარ სახლში და პირდაპირ მისაღებ ოთახში შეალაჯა.
-დათო რა გჭირს?!
-შენები სად არიან?
-სოფელში...
-მარტო ხარ?!
-ჰო...
-სულ, სულ მარტო?!
-ჰო...
-მარტო როგორ ხარ? მე შენთან არ ვარ? გაბუტული ტონით ჩაიბურდღუნა და გოგონა გულში ჩაიკრა...
-დათო რა გჭირსთქო?
-დღეს ოთარას წლისთავი იყო და ბიჭებმა დავლიეთ... თათოს გვიანღა გახსენდა, ოთარი დათოს გუნდელი იყო... ზუსტად ერთი წლით ადრე ავარიაში დაიღუპა, ყველამ ძლიერ განიცადა მისი სიკვდილი.
გოგონა მიხვდა თურატომ იყო ასეთი დამწუხრებული და ბიჭს კიდევ უფრო ძლიერად ჩაეხუტა. დიდ ხანს ისხდნენ ასე... არც ერთს არ ამოუღია ხმა... სიჩუმე ისევ დათომ დაარღვია.
-თა...
გოგონას არაფერი უთქვამს, ბიჭს ქვემოდან ახედა... მანაც აზრზე მოსვლაც არ აცადა ისე დაეკონა ტუჩებზე... ადრეც უკოცნია მისთვის, თუმცა ასეთი მომთხოვნი არასდროს ყოფილა... გოგონა წამიერად დაიბნა, ხელები თმებში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა... მისმა საქციელმა ბიჭი უფრო გააშმაგა, გადარეულივით დასწვდა მის პერანგს და ორი ღილი შეუხსნა... ვერც კი აცნობიერებდა რას აკეთებდა... ვერც თათო ხვდებოდა თუ რახდებოდა მის თავს, მხოლოდ ის იცოდა, რომ არ უნდოდა მის ყელზე მოთარეშე ტუჩები მილიმეტრითაც კი მოეშორებინა... თუმცა მისი დაბინდული გონება დაიწმინდა თუ არა ბიჭს მოშორდა... დათოც გამოხიზლდა... საცოლის აწყლიანებული თვალები , რომ დაინახა სინანული იგრძნო...
-მაპატიე ... ეს ერთი სიტყვა თქვა და სახლიდან გიჟივით გავარდა... თათო სულ მარტო დარჩა... სულ, სულ მარტო!
მთელი კვირა არ გამოჩენილა, თათო ძალიან წუხდა... თან ყოველ წამს ის საღამო ახსენდებოდა... დათო რომ ნახა ძალიან გაუხარდა. ბიჭს ეგონა, რომ გოგონა გაბრაზებული იყო, არა თათო მართლაც გაბრაზებული იყო, ის კართან შოკოლადებით ხელდამშვენებული საქმრო , რომ დაინახა წყენამ მაშინვე გადაუარა...
გადიოდა დღეები, მათი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად ემსგავსებოდა ზღაპარს... უკვე მომავლის გეგმვა დაიწყეს, შეთანხმდნენ, რომ სახლი ღია ფერებში უნდა მოეწყოთ, ბავშვების რაოდენობაც კი დააზუსტეს, პირველად გოგო უნდოდათ... ერთად ერთი რაზეც ვერ შეთანხმდნენ გოგონას სახელი იყო.
-იცი? მე მინდა, რომ ჩვენს გოგოს ლაილა დავარქვათ... სრული სერიოზულობით განაცხადა თათომ.
დათო ლამის გადაირია, გაიძახდა შვილს ლაილას არ დავარქმევბო... სერიოზულად იკამათეს, თუმცა მთლიანობაში თავს მაინც ბედნიერად თვლიდნენ...
ქორწილამდე სულ ორი კვირა იყო დარჩენილი, როცა თათოს სახლში დათოს ყოფილი შეყვარებული გამოეცხადა.
-გამარჯობა...
-აქ რა გინდა?
-შეთან საქმე მაქვს... არ შემომიშვებ?
-კი, მაგრამ მეჩქარება...
ანუკის ცრემლები წამოუვიდა...
-არ ვიცი საიდან დავიწყო...
-თავიდან!
-თვენახევრის წინ ერთ ბარში ვიყავი, დაქალებთან ერთად ვსვამდი, არ ვიცი როგორ მაგრამ ამ ბარში დათო შემოვიდა, შევატყვე რომ განერვიულებული იყო... გამოველაპარაკე... მითხრა, რომ რაღაც დააშავა... შევთავაზე დაგველია და მერე...
-აღარ განაგრძო!
-მაპატიე, აქ არ მოვიდოდი, მაგრამ დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვარ. დათომ არ იცის, ვიცი არასწორად ვიქცევი... არანაირი უფლება არმაქვს რაიმე გთხოვო, მაგრამ ჩემიც გაიგე გთხოვ... სახლში , რომ გაიგონ მომკლავენ გესმის? მომკლავენ...
-ჩემგან რა გინდა?
-მაპატიე... აქ არ უნდა მოვსულიყავი...
-არ მჯერა! შენი არ მჯრა! დათო ამას არ გამიკეთებდა გესმის? ამას არ დაუშვებდა... მას მე ვუყვარვარ, ასე არ გამწირავდ! გოგონა ისტერიკაში ჩავარდა, ყვიროდა თან ხელებს თავში იშენდა...
-მაპატიე , აქ არ უნდა მოვსულიყავი...
თათო გრძნობდა, რომ ანუკი არ ტყუოდა... თუმცა დაჯერება უჭირდა. ბავშვიც შეეცოდა და ანუკიც.. დათო? ახლა ყველაზე ნაკლებად მასზე ფიქრი უნდოდა... გოგონამ გოონება დაძაბა... გაიხსენა თუ რა მოხდა თვენახევრის წინ... ესწ მაშინ იყო მთვრალი დათო რომ მიადგა სახლში... მისგან გაქცეულს ანუკისთან შეუფარებია თავი... აი თურმე რატომ არ ჩანდა მთელი კვირა...
თათო კარებთან ჩაიკეცა, მანამ ტიროდა სანამ ცრემლი არ გაუშრა... რვა საათი იქნებოდა მის კარზე ზარის ხმა გაისმა გააღო და დათო დაინახა ყვავილებით ხელში.
-შეიძლება? იკითხა მზრუნველი ხმით. თათა კარებს ჩამოშორდა...
-შენ რა, ტიროდი?
-დღეს ანუკი იყო მოსული... დათოს სახე შეეცვალა, მისი თვალები ერთდროულად მოიცვა ბრაზმა და შიშმა.
-მაპატიე...
-როგორ?! როგორ გაპატიო?!
-მითხრა , რომ არაფერს იტყოდა, თათა მთვრალი ვიყავი... თან შენგან განერვიულებული წავედი... გეფიცები არ ვიცოდი რას ვაკეთებდი... ხომ იცი , რომ მიყვარხარ...
გოგონამ სილა გააწნა, დათოს გული უფრო სტკიოდა ვიდრე გასილაქებული ლოყა.
-იცი რა მითხრა? მითხრა, რომ ორსულად არის! გესმის?! მუცლით შენს შვილს ატარებს...
ბიჭი შებარბაცდა, ხელით დივანს მოეჭიდა რათა არ წაქცეულიყო.
-როგორ? ყველაზე უაზრო კითხვა დასვა ბიჭმა.
-მაგას მე მეკითხები? გოგონამ ისე იყვირა საკუთარი ხმაც ვერ იცნო. -იცოდე ცოლად შეირთავ! გაიგე?
-არა, მე შენ მიყვარხარ...
-მერე ბავშვი?
-ბავშვს სითბოს არ მოვაკლებ, მაგრამ ცოლად ნამდვილად ვერ შევირთავ. თათომ ახლა მეორე ლოყაში უთავაზა სილა...
-თათო მიყვარხარ, გთხოვ ნუ გამიკეთებ ამას, გთხოვ... დათო მუხლებზე დაეცა... ათრთოლებულ ხელებს უკოცნოდა გოგონას და ერთადერთ წინადადებას გაუჩერებლად იმეორებდა... "არ მიმატოვო" თათაც მის წინ ჩაიმუხლა, შუბლი შუბლზე მიაჭირა და მწარედ აქვითინდა...
-მეც მიყვარხარ... მეც!
ბიჭმა გახელებით დაუწყო კოცნა, თათოს უძლური იყო, წინააღმდეგობის გაწევის არც თავი ჰქონდა და არც სურვილი... იცოდა, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.
-დამპირდი, რომ ცოლად მოიყვან.
-არ შემიძლია...
-უნდა შეძლო! პასუხი უნდა აგო! დამპირდი, რომ მასაც და შენს შვილსაც შეიყვარებ და ჩემს სახელს აღარ ახსენებ.
-არ შემიძლიაა...
-შეძლებ, ახლა წადი!
დათომ უკანასკნელად აკოცა მის სიყვარულს და სახლის კარი სამუდამოდ გაიხურა!
ამ ამბიდან ორი წელი იყო გასული, როცა თათამ მისი მომავალი მეუღლე გაიცნო... იგი ძალიან მხიარული და წარმატებული მამაკაცი გახლდათ, თათო თავდავიწყებით შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რაც წარსულში გადახდა თავს გადაწყვირტა მის აჩრდილს შებრძოლებოდა, გაცნობიდან ორი წლის თავზე ხელი სთხოვა... დაჰპირდა, რომ ტკივილს დაავიწყებდა, თათომაც დაუჯერა... ალექსანდრემ მას მართლაც თბილი გარემო შეუქმნა, საცხოვრებლად შვეიცარიაში წაიყვანა ქორწილიდან ერთ წელიწადში ვაჟი გაუჩნდათ. თიტქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მართალია გულის სიღრმეში თათოს მაინც არ დავიწყებოდა პირველი სიყვარული, მაგრამ მაინც ცდილობდა ალექსანდრესთვის ღირსეული ცოლობა გაეწია... ორ წელიწადში ტრაგედია დატრიალდა... მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპა... თათო მთელი გულით გლოვობდა მის დაკარგვას...

ქალი მანქანის სიგნალის ხმამ გამოაფხიზლა, საცობი უკვე დაშლილიყო... თათომ სატერფულს ფეი დააჭირა და წარსულთან შესახვედრად მოემზადა...
სამი საათი იქნებოდა მეგობრის სახლში რომ მივიდა. მათი შეხვედრა ნამდვილად ემოციური იყო. თათა სამი წლის უნახავი ჰყავდათ, ანაც და მისი მეუღლეც დიდი სიხარულით შეხვდნენ...
-სტუმრები ჯერ არ მოსულან? იკითხა თათამ და მისაღები მოათვალიერა.
-არა, ოთხისთვის დავიბარე ყველა...
-"ისიც" მოვა?
-აბა როგორ, მარიამის ნათლიაა ხომ იცი...
თათო და ანა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, მალე კარზე "ბრახუნი" ატყდა, კარის გაღება თათომ ითავა.. პატარა , რიჟა გოგონა დაინახა... სულრვა, ცხრა წლის თუ იქნებოდა. თაფლისფერ თვალებს ეშმაკურად აცეცებდა... ბავშვს ახალაზრდა მამაკაციც მოჰყვა...
-შვილო ნუ ჩქარობ... თითქოს ბედნიერი იყო, მაგრამ თათო დაინახა თუ არა გაშეშდა... დიდ ხანს შესცქეროდნენ ერთმანეთს, ხმის ამოღებას ვერც ერთი ბედავდა... თათოს ვერ წარმოედგინა მათი შეხვედრა ასეთ ემოციებს თუ აღუძრავდა... გულისცემა გაუასმაგდა, ხელები აუკანკალდა... ისევ ის საშინელი კუჭის წვა იგრძნო... თითქოს ცოტაც და წაიქცეოდა...
რამდენ ხანს იდგნნ ასე?
წამები?
წუთები?
საათები?
იქნებ წლები?
დროს რა მნიშვნელობა ჰქონდა? მთავარი ის არის, რომ გრძნობა არ იცვლებოდა...
პატარა გოგონა თათოს შემოეხვია, ქალს გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ბავშვს უდარდელად გაუღიმა...
-შენი შვილია? ჩამწყდარი ხმით იკითხა და დათოს შეხედა.
-ჰო...
ქალი ბავშვთან ჩაიმუხლა...
-რა გქვია პატარავ? ჰკითხა ხრინწშეპარული ხმით და თვალზე მომდგარი ცრემლების შეკავება სცადა.
-ლაილა...
ლაილა? ლაილა! ლაილა! ეს სახელი ექოსავით ჩაესმა ყურში ფეხზე ადგომა სცადა... შებარბაცდა, დათომ ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო. მისმა შეხებამ ჟრუანტელი მოჰგვარა.
-თა კარგად ხარ? ამ სიტუაციისთვის ყველაზე უფრო შეუფერებელი კითხვა დასვა დათომ... კარგად როგორ იქნებოდა?! ან სახეზე არ ეტყობოდა, რომ კარგად არ იყო? ქალმა პირი დააღო, პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ ბავშვის ტირილი მოესმა თუ არა უკან გაიხედა... მისი შვილი წაქცეულიყო და ტიროდა...
-დათა შვილო, რა გჭირს? გიჟივით მივარდა მას და ფეხზე წამოაყენა... დათო ისევ გაშეშებული იდგა, მიხვდა, რომ თათოსაც ისე გაუძნელდა ათი წლის წინ მასთან დამშვიდობება, როგორც თავად.
ქალმა ერთხელ კიდევ გახედა მის პირველ სიყვარულს, ერთად ერთი რასაც ამჩნევდა მისი თაფლისფერი, მწვანეში გადასული თვალები იყო, რომელსაც წითელი ბზარები გასჩენოდა...
წლები? წლები გავიდა, თუმცა გრძნობა იგივე დარჩა!
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
შემიფასეთ, როგორია? <3



№1  offline წევრი mariami12

დაგემთავრებინა:/

დასასრული ვერ გავიგე მაპატიე შებიშვნისთვის მაგრამ უნდა გეღქვა მოიყვანამ დათომ ის გოგო ესენი ბოლოს დარჩნენატუ არა დაუსრულეველია

 


№2  offline წევრი flightless bird

მოკლედ : პირველი, საპატიებელი არაფერია... :დ მეორე , ჩვენ ვიხსენებდით თათოს მოგონებებს ჰო? ჩავთვალოთ რომ მხოლოდ ის ვიცით რაც ახსოვს თათოს... თათო დაშორდა საქმროს მას აღარ გაურკვევია დაქორწინდნენ თუ არა დათო და ანუკი... შესაბამისად ეს საკითხი ბუნდოვანია ჩვენთვისაც... რაც შეეხება დასასრულს წერა რომ დავიწყე ზუსტად ვიცოდი როგორც დავამთავრებდი... ასეთი დასასრული მინდოდა. არ აქვს მნიშვნელობა ისინი ერთად დარჩნენ თუ არა... მთავარი ისაა, რომ მათი გრძნობა არ შეცვლილა ამის თქმა მინდოდა და ასე შევეცადე გადმომეცა <3
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline წევრი mealano

Dasasruli very gavige

 


№4 სტუმარი სტუმარი ირინე

ვერაფერი გავიგე -იქ სხვა დასასრული, აქ სხვა.ეს სხვადასხვა ნაწარმოებებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent