შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუმარჯოს რაჭველებს!


6-06-2015, 20:31
ავტორი ekaterinee
ნანახია 1 999

"ოცნება ჩვენი უკვე ასრულდა, რადგან შენება სოფლის დასრულდა ასე ლამაზი ჩვენი მხარეა, სადაც ყვავილნარს გაუხარია
სოფელო, ჩემო სოფელო,ლამაზო ჩემო მხარეო, მინდოდა შენთვის მომევლოო, დღეს შენით გავიხარეო, მინდოდა შენთვის მომევლო, დღეს შენიით გავიხარე"
რაჭა, სილამაზე, ბუნება, სიმწვანე, სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი,მზე, ჰაერი, ყველაფერი მართლაც ულამაზესია! ეკა კვალიაშვილი მღერის ბოლო ხმაზე
თითქმის ბოლომდე ვარ აკრული ფანჯარას, რომ არ გამომრჩეს არც ერთი ფოთოლი, არც ერთი ხე, ვტკბები პეიზაჟით, რომ არა უეცარი დამუხრუჭება, ღვედი რომ არა მე უკვე საქარე მინა თავით მექნებოდა გაპობილი
-თიკა, ეგ რული შენსკენ დაატრიალე (დავიწყე კვლავ ბუზღუნი და ცალი ხელით ვეხმარები საჭის დატრიალებაში) ეგეც არ იცი შე საწყალოო! წავალ გზას გადავხედავ და დაგიძახებ.
მანქანის კარს ვაღებ და პირდაპირ ტალახში ვხტები, ესეც უკვე მინუსები.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა მივხვდი რომ აქ მანქანა ამომსვლელი არ იყო და სულ რომ ეთად გვეტრიალებინამე და თიკას საჭე, მაინც ვერ დავიმორჩილებდით.
თიკას ხელით ვანიშნე უკან წადითქო და მანაც ხვნეშა-ხვნეშით "დაზადნა" მე კარგი "სტაინშიკივით" ვამხნევებ შეძახილებით.
-ეხლა რა უნდა ვქნაათ? (არ აჩენებს ენას ჩემი ბიძაშვილი) ღადაობ? ამდენი ბარგი ხელით უნდა ავიტანოთ?
-შენს საცურაო კოსტუმებს თუ დავტოვებთ სულ რაღაც ერთი ჩანთა გამოდის(გავსისინე ჩემებურად და მართლაც ვერ ვხდები რათ უნდა ამ შუა გულ ტყეში საცურაო კოსტუმი)
მანქანას ერთი კეთილი ადამიანის ეზოში ვაყენებთ, ვიღებ ჩემს ზურგჩანთას და ერთ ჩემოდანს, თიკა ლამის ცრემლებით ემშვიდოებება თავის საცურაო კოსტუმს, თუმცა 2 წუთის უკან აშკარად შევამჩნიე მათგან საუკეთესო როგორ ჩატენა ჩემს ზურგჩანთაში, ვითომ მალულად.
-იმედია გზა იცი.
მართლაც რომ იმედია ვიცი, 2 წელია არ ვყოფილვარ, ბებიაჩემი გაგიჟდება ჩვენს დანახვაზე.
ტყით შემოსაზღვრულ ხეობას მივუყვებით, ვიწრო ბილიკია, ნამდვილად მახსოვს რომ ბებიაჩემი სულ ზემოთ პირველი მოსახლეა მაგრამ ეს ბილიკი ორ კილომეტრიანია თუ ერთი ზუსად აღარ მახსოვს,თიკას ვერ ვეტყვი ამას ნამდვილად ვიცი დააგდებს ჩანთებს და გაიქცევა. ბოლოს 2 წლის უკან ვიყავი მაშინ აშკარად უამრავი დამსვენებელი იყო, უცხოელი ტურისტებიც კი, ეხლა კი ჩიტების ხმა ძლივს მესმის
-თიკა შეხედე ნაკვ (ვხვდები რომ მალე სისულელეს ვიტყოდი და უცბად მოვკეტე, ეს ან მგელის ნაკვალევია ან ტურის. მე რომელი მირჩევნია? რომელიც არ შემჭამს. პანიკა მაქვს, თიკამ რომ დაინახოს აქვე გაითხრის საფლავს და დააწერს "არ მინდოდა რაჭაში წამოსვლა, სვანის ქალმა წამომათრიაო" ჩემი საფლავიც იქვე იქნება ალბად ან ძვლები, თუ რომელიმე მგელმა სათამაშოდ არ წაიღო.
-ნამდვილად იცი რომ სწორედ მოვდივართ? (მამხნევებს თიკა)
-არ გრცხვენია? (მაქსიმალურად აგდებულად და შეურაწყობილად ვპასუხობ "აგი რა მაკადრეს" იმერული კილოც გავურიოთ ცოტა, მაინც დედის მხარე რომ არ დაგვეჩაგროს)
1 საათი ვიარეთ, გავწყდით წელში, აღარ ვარგივართ რასაც ჰქვია!
1 საათის შემდეგ ნაცნობი ყავისფერი ჭიშკარი რომ დავინახე მეგონა სიხარულისგან ვიკივლებდი თუმცა სერიოზული სახე მივიღე
-თიკა, რა გეგონა ერთი ჩემს სახლს ვეღარ ვიცნობდი? გზაში რომ შემაღონე შეგვეშალა შეგვეშალაო (მოვუღე ბოლო ჩემს ბიძაშვილს)

მოგესალმებით ყველას!
ბოლოს ჩემი ისტორია 2014 წლის 12 მარტს დაიდო, ერთი წლის შემდეგ ეკატერინე Is Back! ^_^
ველი კომენტარებს!



№1  offline წევრი MeTReVEli

Ahaaam...
Kargi dasawyisia :) (patara iyo cota :'( )
Veli axal tavs :*

 


№2  offline ადმინი შამანი

როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება ეკატერინე!
არ ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი,მაგრამ მოულოდნელი სიხარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა!
ჩემში ჩქეფს სვანური და რაჭული სისხლი ... ამის გამო,უფრო ძალიან გამახარა სათაურმა და პატარა დამთხვევებმა. <3
შენი ისტორიებიდან ყველაზე მეტად "აივნიდან" მიყვარს და იმედია ეს ისტორიაც ისეთი და კიდევ უკეთესი იქნება.
წარმატებები <3
თავები გაზარდე და არ გვალოდინო რაა <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent