"გპირდები" - (13)
ცოტა ხანი გავჩერდი საპირფარეშოში ესე ჩაკეტილი. ნელ-ნელა ვწყნარდებოდი. ბოლოს რომ ივხვდი რა სისულელეზეც დავიწყე ბღავილი ჩემს თავზე გამეცინა. დავწყნარდი საბოლოოდ, თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი. ისევ ცეკვავდნენ სანდრო და თიკა. ნერვები ოეშალა, ისევ, მაგრამ არ შევიმჩნიე, მივედი და ბართან დავჯექი, ისე რომ სანდროს პირდაპირ ვუყურებდი და თვითონაც მიყურებდა. ცეკვავდა, აგრძეებდა ისევ ცეკვას ნელ-ნელა ისევ ნერვები მეშლებოდა მარა ისევ ვცდილობდი არ შემემჩნია. ისე ვუყურებდი თითქოს თვალებით ვაინიშნებდი რომ უნდა მოშორებოდა. თავიდან მიღიმოდა მერ ჩემი სერიოზული და მკაცრი სახე რომ დაინახა თვითონაც დასერიოზულდა, მოშორდა თაკოს და ჩემსკენ წამოვიდა. თაკო პირღია დარჩა: - საან სად მიდიხაარ? - მოაძახა იმ იდიოტმა. სანდროს ხმა არ გაუცია, მომიახლოვდა და მკითხა: - რა მოხდა? - არაფერი. - მარიიი რა მოხდა? - არაფერი თქო. - ვითომ არაფერი ისე ვიქცეოდი, მაგარი აფერისტი ვარ რაა. - აბა რა იყო რა სახით მიყურებდი? კინაღამ შემჭამე. - მეეე - ვაი დედა მართლა რა აფერისტი ვაარ, ჰაჰაა რა მეშველება? არც არაფერი. - და რა სახით გიყურებდი რო? - მარიაამ უკვე ნერვებს მიშლიიი!! - რა იყო სანდრო? რატომ იშლი ნერვებს? რამე გითხარი? - გამწარდა, ოხხ როგორ კარგად ვიცი მისი თვალები რას ამბობენ ან რას გრძნობენ. ერთი მაგრად დაარტყა ბარს ხელი და შურდულივით სადღაც გაექანა. არა უნდა ვაღიარო რო მისი გაბრაზება არ მიყვარს, რადგან თუ გაბრაზდაააა, მტრისას, არა მე კი არ მალეწავს თავზე ყველაფერს, თვითონ ილეწავს და თვითონ იშავებს მეცოდება და ამიტომაც არ მიყვარს. აბა რა ეგონა იმ დამპალ თიკასთან ერთად რო დაიწყო ცეკვა? ვითომც არაფერი ხოო, აბა მე მკითხოს. აუ ეხლა მე ამეშალა ნერვებიი, სანდროსაც ვეღარ ვხედავდი, სად გაქრა ესე უცებ? ცოტა ხანი ვიჯექი ესე და წვენს ვწრუპავდი, ესეც მალევე მომბეზრდა, ხოოდა ავდექი და მეც ტეკილა შევუკვეთეე. ერთი ჭიქა, ორი ჭიქა, სამი ჭიქა დავლიე, თან გამწარებულ გულზე უფრო შემიძლია დალევა ხოდა მეც რა მენაღვლებოდა. ის იყო მეოთხე უნდა დამელია უკნიდან ვიღაც მომადგა და მკითხა: - შეიძლება ვიცეკვოთ? - აქეთ-იქით მიმოვიხედე, რომ დავრწმუნდი მე მელაპარაკებოდა მხოლოდ მაშინღა გავეცი პასუხი. გრადუსებში ვიყავი უკვე და გამბედაობა საკმარისად მქონდა: - ააამ, რავი კი. - ხელი გამომიწოდა, ელოდებოდა როდის ჩავკიდებდი მე კიდე: - აა ერთი წამით - და მეოთხე ჭიქა ტეკილაც გადავკარიიი. - აი ეხლა მოვდივარ. - ეს რომ ვუთხარი გაეცინა. არა ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო სიმპატიკური იყო მარა მე ჩემი სანდრო ყველას მირჩევნია მაინც. მერე რაა რომ ნერვებს მიშლის ზოგჯეერ. ავდექით ცეკვა დავიწყეთ. ემგონი ჩემს ცხოვრებაში პირველად ვეცეკვებოდი ბიჭს, არა მემგონი არა, მართლა პირველად ვეცეკვებოდი, ჰაჰ. რაღაც მაგარი სიმღერა იყო ჩართული, აშკარად კლუბური იყო, ხოდა მეც გიჟივით ვცეკვავდი ის კი იცინოდა და თან ცდილობდა ამყოლოდა. მერე ეს სიმღერა ვიღაც იდიოტმა გამორთო და წყნარი ჩართო, ოხ ეს დიდეი რაა, თან გამოაცხადა აბა მანახეთ წყვილები რამდენი ხართო, შენ გაგიხმეს თავი, ვცეკვავდი ჩემთვის მშვენივრად. სანდრომ უცებ მიმიკრო და ხელი მის კისერზე შემომახვევინა, მგონი ვერ იყო კარგათ. თან ისე მიყურებდა ჰაიმეე, თითქოს რაე შანსი ქონდესო რაა, საკუთარ თავშ დარწმუნებული იდიოტი. - ძალიან ლამაზი ხარ - მოულოდნელად მითხრა. - მადლობა - ვუთხარი და ირონიაშეპარული ღიმილი ვაჩუქე, მეტის ღირსი არ იყო. თანდათან უფრო მიახლოვდებოდა, თავს მოწევდა თითქოს კოცნა უნდოდაო, მაგრამ მე მაშინვე გვერდზე ვაბრუნებდი თავს. როგორც იქნა, ძლიიივს მორჩა ეს იდიოტური სიმღერა და მაშინვე მოვშორდი. ისევ ბარს მივუბრუნდი და დავჯექი, კიდევ ოთხი ჭიქა ტეკილა გადავკარი, ოჰჰ უკვე მაგარი მთვრალი ვიყავი, ვაი დედა როდიდან ვარ ასეთი ლოთი. მეცხრე ჭიქას ვსვავდი რომ ისევ უკნიდან ვიღაც მომადგა და წელზე ხელი მომხვია, ოჰ ისევ ის ბიჭი, რა დეგენერატია ვიღაცაა კი არ დაგაცლის დალევას, თვალების ბრიალით შევხედე. - წამო გარეთ გავიდეთ რა. - მითხრა იმ ვიღაც მიჭმა, როგორც თვითონ მითხრა დათამ. ვაიეე დათაა, დათკა ხომ არაა? აუ რა ძერსკიაა. მოდი გავამწარებ და დათკას დავუძახებ. - კარგი დათკა ოღონ ჯერ დამაცა დავლიოოო. - დათკას გაგონებაზე წარბი აიწია და მერე გამიცინა. მეც გადავკარი და გარეთ აუზთან გამიყვანა. - შენს სახელს არ მეტყვი? - მე არ მითქვამს ჩემი სახელი, მაგრამ უკვე ტვინს მიჭამდა. - მარი. - ააჰ, მარიამ რა ლამაზი სახელია - ძველი იდიოტური ხერხები გოგოს მოხიბვლის. ეეე ვინ მისცა უფლება მარიამი დაეძახებინაა, იდიოტი. - არიამი არ მარი. - შევუბღვირე. - კარგი ჰო კარგი. რამდენი წლის ხარ? - 15. და არ შეიცხადო ძალიან გთხოვ რა, უკვე მითხრეს რომ უფრო დიდს ვგავარ. - ყველაფრის თქმა დავასწარი. - ხო ზუსტად ეგ უნდა მეთქვა.უკვე გითხარი რომ ძალიან ლამაზი ხარ? - კი ზუსტად 6ჯერ, მადლობა კიდევ მეექვსეჯერ. - არაფრის. - შემომხედა, ცოტა ხანი ესე იდგა იდიოტივით და მიყურებდა, მერე ნელ-ნელა ჩემსკენ იწევდა, მივხვდი რაც ქონდა ამ იდიოტს ჩაფიქრებული, მაგრამ აარაა, მე ჩემს სანდროს არ ვუღალატებ, ნწ. თავს უკან ვწევდი. ბოლოს ხელი წელზე მომხვია და ისე მიმიზიდა, უკვე უნდა ეკოცნა რომ გაისმა ხმაა: - ეეე ბიჭო შენ შ** ხომ არ გაქ? დაანებე თავი. - ოხ ჩემი სანდრო, სანდრო და სანდრო, როგორ მიყვაარს, აგრამ ეხლა რატომღაც მისი გამწარების ხასიათზე ვარ. - რატომ უნდა დავანებო? და საერთოდ შენ ვინმე რამეს გეკითხებაა? - ოჰ ჩვენი დათკა სწერვაც ყოფილაა, ჰაჰაააჰ. - რა ვინ მეკითხება ბიჭო, ჩემი შეყვარებულია და საერთო მარიამ ამ ნაგავთან ერთად რას აკეთებ? დროზე წამოდი. - ხელი ჩამავლო მკლავში მაგრად. აუ როგორ მტკიოდაა. - ეეე სანდროოო გამიშვი მტკივაა. - წამოდი დროზე. - არა გამიშვი, მტკივა. - ხელი გაუშვი ბიჭო, ვერ გაიგე გოგომ რა გითხრა? - შენ მანდ ჩაი*** ბიჭო რაა. - შეუღრინა ეხლა სანდრომ. - აუ სანდრო გამიშვი ხელი. - წამოდი. - არა. - წამოდი მეთქი. - არა მეთქი. - მარიამ. - არა. - ხელი გამიშვა, არა უფრო მოისროლა და გამწარებული წავიდა. - ძაან გეტკინა? - ისევ დათკა. - ისი ნახ** რა. - რაა? - რაც გაიგე. - მივაძახე და წამოვედი ისევ ბარისკენ. ნერვები მეწეწებოდა რასაც ქვიაა. ისევ ტეკილა, გადავკარი მეათე ჭიქა, მეთერთმეტე უნდა დამელია, ვიღაცამ ხელი რომ დამიჭირა, ეს დათკა არ ყოფულა. - მარი გეყოფა, გიყურებ და უკვე მერამდენე ჭიქას სვამ? ცუდათ გახდები, არ შეიძლება - ლიკა იყო. - მეთერთმეტეს ვსვაამ. - მაგარი მთვრალი ვიყავი და დებილივით გავუღრიჭე. - წამოდი - მითხრა, ხელი დამავლო და სადღაც გამაქანა. მეორე სართულზე ავდიოდით, რომ კიბეებთან სანდრო და თიკა დავინახე, გამალებით კოცნიდა სანდროს ეს ნაგავი თიკა. სანდრომ რომ დაინახა ჩემი სახე, თვალები ჭყიტა, ე ტირილით გარეთ გავვარდი. გამომეკიდა და გამაჩერა: - მარი, მარი ოიცადე ყველაფერს აგიხსნი. მარი გაჩერდიი. - არ ვჩერდებოდი. ბოლოს დამეწია მკლავში მწვდა და შემომაბრუნა. - მარიამ მომისმინე. - თავი დამანებე. - ტირილს არ ვწყვეტდი. - მარიამ, ყველაფერს აგიხსნი. - უცებ შემოვტრიალდი, მაინტერესებდა ერთი რას მეტყოდა, რადგან როცა თიკა კოცნიდა სანდროს ეტყობოდა რომ არ ეწინააღმდეგებოდა. - მიდი, გისმენ. ამიხსენი! - მარი, ჩემთვის ვიდექი, ხოდა.... ხოდა თიკა მოვიდა და.... და კოცნა დამიწყო... არ მანებებდა თავს, ვერ მოვიშორე... - რაღაც არ გეტყობოდა რომ სურვილი გქონდა მოგეშორებინა!!! - გამოვბრუნდი, ისევ ტირილი ამიტყდა და სასწრაფოდ წავედი გზისკენ. - მარი, მარი დაიცადე მათქმევინე ბოომდეეე. - რა გინდა რაა? ვითომ არ გინდოდა რომ არ გეკოცნა რაა. - არ მინდოდა, მაგრამ რადგან თვითონ მაკოცა აღარ შევეწინააღმდეგე რადგან ნერვები მქონდა მოშლილი შენზე წეღანდელის გამო. - და ამიტომ თიკასთის უნდა გეკოცნა? და ამით დაიწყნარებდი ნერვებს? არ გიფიქრია იმაზე რომ მე გულს მატკენდი ამით? მე ხომ არ მიკოცნია დათოსთვის... შენი აზრით გავყვებოდი იქ? თვითნ გამთრია და საერთოდ შენ დაიწყე, რომ დადე და ჩემს ცხვირწინ ეცეკვებოდი იმ დეგენერატს. მითხარი ეს გინდოდა? ეს გინდოდა რომ გული მტკენოდა? - მარი არ მინდოდა რომ გამეკეთბინა... - მაგრამ გააკეთე.... და მიზანსაც მიაღწიე - გული მატკინე. - არ დავლოდებივარ არაფერს, ან რას უნდა დავლოდებოდი წამოვედი, ისევ ავბღავლდი, უფრო მაგრად. გზაზე გავედი ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. როგორც კი მივედი მაშინვე ლოგინზე დავეხეთქე და ტირილით ვსკდებოდი. კიდევ კარგი დედაჩემი არ იყო სახლში თორემ ატეხავდა ერთ ამბავს. ვტიროდი, ვტიროდი და ვტიროდი. თავი მტკიოდა ჯერ სასმელის გამო და მერე ტირილისგან. თან ვსლუკუნებდი: - აბა რა მეგონა, რა... ბიჭები ხომ იდიოტები არიან... მეგონა გამომიჩნდა პრინცი თქო და... არიქა გავექანე მისკენ. ფუ რა დებილი ვარ, დებილი... ხო ვიცოდი რომ დიდ სიყვარულს ბოლოს დიდი გულისტკივილი მოსდევდა... რაღა ეხლა მოხდა ეს ყველაფერი უბედურება, მაინც და მაინც ჩემი დაბადებისდღისთვის, ყოჩაღ სანდრო მაგარი საჩუქარი გამიკეთე. საერთოდ რას მივდიოდი, იდიოტი ვარ თავიდან ბოლომდე, მეტი არაფერი.... - გავწარებული ვსუკუნებდი, არა უფრო ვყვიროდი და მშტებს ვურტყავდი საწოლს, ბოლოს, როგორც იქნა ჩამეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.