შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმიზეზო ბედნიერება (სრულად)


6-06-2015, 22:12
ავტორი MyLove
ნანახია 8 428

-არ მინდა, მარიამ. გთხოვ! -ვწუწუნებდი და მთელი ძალით ვცდილობდი კლასელის შეჩერებას, რომელსაც ხესთან მდგომი ობიექტისაკენ მივყავდი.
-მისმინე, უტვინოვ! -შეიცხადა უცებ და ერთ ადგილას გაშეშდა, -უნდა გაიცნო! მით უმეტეს, როცა ამის შესაძლებლობა გაქვს! არაფერი მოხდება ამით!
-მრცხვენია, -დავიწუწუნე კიდევ ერთხელ და აწითლებულმა თავი დავხარე. -ამდენი ხანი გავძელი, ახლაც გავძლებ!
-მთელი ცხოვრება ასე აპირებ?! იმედია ხვდები, რომ ეს ყველაფერი ბავშვური ახირება აღარ არის! ბოლოს და ბოლოს, სიყვარულის ახსნას ხომ არ გთხოვ! უნდა გაგაცნო, მეტი არაფერი და შეუშვი მაგ გასიებულ თავში, რომ ამით არაფერი შავდება!
-ჩემი ამბავი ხომ იცი?! მაშინვე გავწითლდები და ყველაფერს მიხვდება,-ბოლო იმედს მოვეპოტინე, თავის გადასარჩენად.
-არც ისეთი ჭკვიანია ეგ შენი სანდრო, მაგდენს რომ მიხვდეს! -ირონიულად ჩაილაპარაკა და თვალები მოჭუტა მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში.
-ზუსტადაც რომ ჭკვიანია! -გავცეცხლდი უცებ, -მაგრამ არ მინდა!
-გინდა და მერე როგორ! -კვლავ მაჯაში ჩამავლო ხელი და ამჯერად, ზუსტად ორ წუთში მივედით სანდროსთან.
უკვე ვეღარაფერს გავაწყობდი. არც წუწუნი უშველიდა საქმეს. უბრალოდ, მთელი გულით ვცდილობდი, როგორმე არ გავწითლებულიყავი, როცა შემომხედავდა. ღრმად ვსუნთქავდი, თითქოს ვცდილობდი აღელვება ნახშირორჟანგისთვის გამეტნია. აკანკალებული ხელები ვინმეს რომ არ შეემჩნია, განსაკუთრებით სანდროს, მაგრად მოვმუშტე და ვეცადე მყარად დავმდგარიყავი.
მარიამი მოსაკლავი იყო. რამდენი ხანია ჩემი გრძნობების შესახებ იცის და სულ მემუქრებოდა, რომ სანდროს გამაცნობდა. მის მუქარას თავიდან არაფრად ვაგდებდი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი სერიოზულ სიტუაციაში რომ გადაიზარდა სულაც აღარ მეღიმებოდა.
ორი წელია ეს ადამიანი ჩემი ელეთ-მელეთისა და კანკალის მიზეზია. ბავშვური გატაცება, სერიოზულ გრძნობაში როდის გადამეზარდა, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ამ საქმეს უკვე ისე ვუდგებოდი, როგორც ზრდასრული ადამიანი.
არ ვთვლი,რომ ბავშვობის სიყვარული ვინმეს დასაცინია, როგორც ახლა ამას აკეთებენ. რა საჭიროა ასაკი იქ სადაც სიყვარულია?! ზოგ ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია ისეთი სიყვარული, როგორც პატარას. ამ დროს სიყვარული ყველაზე წრფელი და ერთგულია.
-გამარჯობა სანდრო, -ენერგიულად მიესალმა მარიამი ბიჭს, რომელიც ჩვენ წინ იდგა ხელებ გადაჯვარედინებული.
-როგორ ხარ, მარიამ?! -ჰკითხა ისე, რომ ჩემთვის ერთხელაც კი არ შემოუხედავს.
არაუშავს ნიტა, ამასაც გადალახავ როგორმე. მთავარია აქაურობას მალევე მოსწყდე, მერე შეუმჩნევლად მიახრჩო ხელიძე და ხელები დაიბერტყო, სახლში წასვლის წინ.
-არამიშავს,-თავი გააკანტურა გოგონამ,-ჰო, მართლა, ეს ნიტაა! ჩემი მეგობარი. -გრაციოზულად წარუდგინა ჩემი თავი ბიჭს.
როგორც იქნა, ინება და მზერა ჩემზე გადმოიტანა. იმის მცდელობა, რომ ჩემი სახის სითეთრე შემენარჩუნებინა, კრახით დასრულდა და დარწმუნებული ვარ, სულ წითელი ვიყავი. დაბნეულმა გავაცეცე თვალები და ოდნავ შევარხიე ტუჩის ბოლოები. უკვე ღიმილის თავიც აღარ მქონდა.
-სასიამოვნოა, -იმდენად ხავერდოვანი და გულწრფელი ტონით ჩაილაპარაკა კინაღამ გული წამივიდა.
ვიგრძენი როგორ გატოკდა გული რამდენიმე წამით, როცა მისი გამოწვდილი ხელი დავინახე.
მომუშტული ხელები ძლივს-ძლივობით გავშალე და საშინლად ნელა წავიღე მისკენ, თითქოს ვცდილობდი დრო დამეკარგა.
ჩემი რამდენჯერმე პატარა თითები მის ხელის გულებზე მოვათავსე.
იხარეთ, ვიგრძენი გულის წასვლის საშიშროება და მასთან შეხების სიამოვნება. იმდენად ცხელი ჰქონდა ხელის გულები, რომ ლამის დამწვა. ვეცადე რაც შეიძლება მალე გავთავისუფლებულიყავი მისი ტორებისგან, მაგრამ იმის ძალა ნამდვილად აღარ შემწევდა ხელი უკან დამებრუნებინა, ჯიუტად არც ის მიშვებდა.
მერე როგორც იქნა, გონს მოვეგე და ფრთხილად მოვაცილე ხელი,თან ტრადიციულად ჩავილაპარაკე „ჩემთვისაც-მეთქი“.
-ყველა გამოცდა ჩააბარე?! -ატიტინდა მარიამი.
-კი, რა თქმა უნდა, -თავმომწონედ ჩაილაპარაკა.
იმის წარმოდგენისას, რომ რამდენიმე დღეში ქალაქს დატოვებდა გული იმედგაცრუებით ამომეყორა და ლამის გამისკდა. ამდენი ხანი ვხედავდი მაინც, ახლა უნივერსიტეტში ჩააბარებს და ამის სიამოვნებაც აღარ მექნება. შეიძლება, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაც კი იყოს. სანდრო თავის გზაზე წავა და სულ დავავიწყდებით მეც და ბათუმიც.
-არ დაგვივიწყო, იცოდე! -ამოისისინა ხელიძემ.
-გეკადრება?! არც ვაპირებდი.
-თბილისში როდის მიდიხარ?! -იმ კითხვებს, რისი დასმაც მე მსურდა თავად უსვამდა მარიამი და ამ წამს მისი მადლიერიც კი ვიყავი.
-ზეგ, -ოდნავ ნაღვლიანი ტონით ჩაილაპარაკა და მზერა ხის კენწეროს გაუსწორა.
-წარმატებებს გისურვებ. -უთხრა მარიმ.
-მადლობა, მარიამ. თქვენც! -ისევ გაიღიმა, იმ ღიმილით, მე რომ ასე ძალიან მომწონდა.
-მართლა ჩამოდი ხოლმე, -წასასვლელად გამზადებულმა თვალის ჩაკვრით უთხრა და ხელი ჩამკიდა.
-ვეცდები.
-ნახვამდის,-ვუთხარი წასვლის წინ და ისევ ოდნავ შესამჩნევად ავწიე ტუჩის ბოლოები, იმდენად ვიყავი გადაღლილი, ღიმილის თავიც კი არ მქონდა.
-ნახვამდის, -მანაც გამიღიმა და სკოლის ეზო დატოვა.
ზურგზე ჩამოკიდებული ჩანთა შევაქანავე და მარიამთან ერთად დავტოვე სკოლა.
***
სამი წელი გავიდა. ხო, ასე ჩვეულებრივად გავიდა სამი წელი.
ბოლოს დადებული პირობა ვერ შეასრულა სანდრომ. ის იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. არ უნახავს მარიამსაც და ცოტა დამნაშავედაც გრძნობდა თავს.
მეთორმეტე კლასი წარმატებით დავხურე, უკვე ატესტატიანი გოგო ვიყავი და სულ მალე თბილისის გზასაც დავადგებოდი. წინ ბანკეტი მელოდა, რომელსაც გულისფანცქალით ელოდა მთელი კლასი.
თითქოს მივიწყებულ სანდროს გონებაც აღარ იხსენებდა. გულს კი არაფერი ავიწყდებოდა.
მარიამმა დამირეკა. მთხოვა მკერავთან წავყოლოდი კაბის გამოსატანად და მეც არ ვაწყენინე, თან სახლში ჯდომაც არ მსურდა.
ჩუმად მივუყვებოდით ქუჩას და ხმას არც ერთი ვიღებდით.
-მოგენატრა არა?! -წამოიწყო უეცრად.
თვალზე მომდგარი ცრემლი, ყელშიც გამეჩხირა და რამდენიმე წუთი ხმის ამოღება ვერ შევძელი. ვიყავი ჩუმად, თავდახრილი. ახლა ამაზე ლაპარაკი არ მსურდა. საერთოდ არაფრის გახსენება არ მსურდა.
-არა.-ჩავილაპარაკე მტკიცედ.
-გაბრაზება გალაპარაკებს,-თავი გააკანტურა და ღიმილით გამომხედა.
-სიმართლე მალაპარაკებს! არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის იმის იმედი, რომ დანაპირებს შეასრულებდა. მე მისთვის არავინ ვარ, ამიტომ არაა ვალდებული რამე შემისრულოს. -ხმას ნელ-ნელა გაერია ცრემლი, ამიტომ გრძნობები სააშკარაოზე რომ არ გამომეტანა, ისევ გაჩუმბა ვამჯობინე.
-კარგი, არ გვინდა ამაზე საუბარი. -ეცადა გავემხიარულებინე და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა,-სალონში ერთად წავიდეთ, კარგი?!
-კარგი,-შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
-ნუ ხარ რა მოწყენილი, -ამოიბუზღუნა რამდენიმე წამის შემდეგ,-აი, ნახავ, გავა რამოდენიმე თვე და შენი ნამდვილი სიყვარული გამოჩნდება. სანდრო უბრალოდ, ბავშვობის აკვიატება იყო.
-შენ თვითონ მითხარი, რომ ეს გრძნობა არ იყო თინეიჯერული ამოჩემება. მე დღემდე ასე ვთვლი. -ჩავილაპარაკე მკაცრად და გზა გავაგრძელე.
უხმოდ მივედით სამკერვალოში და ასევე უხმოდ დავტოვეთ იქაურობა. გზაშიც არ ამოგვიღია ხმა. არც ერთს გვინდოდა საუბარი. მე მით უმეტეს!

საბანკეტოდ ჩვეულებრივი, სადა, წითელი კაბა შევიკერე, ისეთი რომ ზედმეტად გამომწვევი არ ვყოფილიყავი. არასოდეს მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს ყველაფერი ჩემ თვალში დიდ დისკომფორტთან ასოცირდება, ამიტომ სულ ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო.
მთელი ღამე არ მძინებია. თვალიც კი ვერ მოვხუჭე, დასასვენებლად. დარწმუნებული ვარ, დილით საშინლად მექნება დასიებული. მუცელში კიდევ ამიბუყბუყდა უსიამოვნო გრძნობა და თვალზე მომდგარი ცრემლები რომ არ გამომეაშკარავებინა, ქუთუთოები ერთმანეთს შევახე. აკანკალებული სხეული კი მაინც ვერაფრით დავიმორჩილე. ამის არც ძალა აღარ შემწევდა. გულის რაღაც კუნჭულში ვგრძნობდი, რომ სანდროს დაპირებას აღსრულება ეწერა, ოდესმე... ეს ჩემი იმედია. იმედი, რომლის ასრულებაც განგებას მივანდე და.. იქნებ, ამისრულდეს!
***
პირველ საათამდე სალონში მომიწია ყურყუტი. იმდენი ადამიანი დამტრიალებდა თავს, მეგონა რომ ბანკეტისთვის კი არა ქორწილისათვის მამზადებდნენ. როგორ იქნა იმ წყეული სკამიდან ავწიე გატკეპნილი საჯდომი და შვებისგან ამოვისუნთქე.
სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავი ვერ ვიცანი. ასეთი ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. მართლაც, ყველას ძალიან უხდება მაკიაჟი. ოღონდ ისე, რომ ბუნებრივი სილამაზე არ დაფაროს.
სახლში მისულს, დედა შინ დამხვდა და თვალებ გაფართოებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მგონი, მასაც ეჭვი შეეპარა ჩემ რეალობაში.
ჩავიცვი თუ არა, მაშინვე გამომიარა კლასელმა მანქანით.
-რა ლამაზი ხარ, ჭინკა!- ცხვირზე ხელი ფრთხილად ამკრა და გამიღიმა.
-ჯემალა, შე სიმპათიურო, -თვალი ჩავუკარი და მანქანაში ჩავჯექი.
სკოლაში მისულებს ყველა იქ დაგვხვდა. მგონი, ყველაზე გვიან ჩვენ მივედით.
-ჭინკა, მე ჯერ ტასოს შევიყვან და მერე შენ მოგიბრუნდები!
სკოლაში ასეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ, რომ ყოველი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ბანკეტის დღეს, წითელ ხალიჩაზე უნდა გაევლო წყვილ-წყვილად.
კლასში გოგოები მეტნი ვიყავით, ვიდრე ბიჭები, ამიტომ ზოგს ორ-ორჯერ უწევდა გავლა-გამოვლა, რითაც ყეყეჩობდნენ ხოლმე, ხუმრობით.
წუთიც არ იყო გასული, ჩემი მანქანის კარი რომ გაიღო და ნაცნობმა სხეულმა თვალისმომჭრელად რომ გამიღიმა.
მაშინ ვერაფერი გავაცნობიერე, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი და მესმოდა, გულის გამაყრუებელი ბაგა-ბუგი იყო, რეალობის აღქმის საშუალებას რომ არ მაძლევდა.
ისიც კი ვერ მოვისაზრე დაბნეულმა, რომ გამოწვდილი ხელისთვის ჩემი შემეგებებინა.
გულის სიღრმეში გამიხარდა. ვიგრძენი, როგორ ამოაღწია ამ სიხარულმა გულის უპატარავესი კუნჭულიდან და თითოეულ უჯრედს როგორ მოედო. სახეზე ღიმილი გამომესახა.
მინდოდა ეს ყველაფერი რეალურად შემეგრძნო, ეჭვი არ შემპარვოდა იმაში, რომ სანდრო არ იყო მხდალი.. რომ მან დანაპირები შეასრულა და დაბრუნდა.
-ჩამოხვედი?! -გაცისკროვნებული სახით შევხედე.
ამდენი ხნის შემდეგ, ისიც კი არ მეგონა, გზაში რომ შევხვდებოდით, თუ მომესალმებოდა. მან კი ჩემი მეწყვილეობა მოინდომა. გამიხარდა და ვიგრძენი, რომ მისთვის რაღაცას წარმოვადგენდი.
მნიშვნელოვანი თუ არ ვიყავი, რაღაცად მაინც ვუღირდი.
-ძალიან ლამაზი ხარ...-ჩახრეწილი ხმით მითხრა და მაგრად მომიჭირა მტევანზე გახურებული თითები.
წამით, სიამაყე შემომეპარა გუნებაში და ძალიან გამიხარდა. შემდეგ, ჩვეულმა სიწითლემაც არ მიღალატა და მალევე შემაფერადა. ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, რომ მაკიაჟში არ გამომიჩნდებოდა.
როგორც იქნა, ვინებე და გადავედი მანქანიდან.
ახლა დავინახე, რამხელა გაზრდილა და როგორ დავაჟკაცებულა. ადრეც არ აკლდა ეს , მაგრამ ახლა რაღაც განსხვავებულად კარგი იყო.
განიერ მხარ-ბეჭზე გადაჭიმული თეთრი პერანგი, სურვილს მიჩენდა, მაგრად მომეხვია ხელები და გულში ჩავკროდი. ასეთი რამ არასოდეს დამმართნია.. ჩახუტების სურვილს ვერაფრით ვძლებდი, მაგრამ იმაზე კი ვფიქრობდი, თუ რით მემართლებინა თავი. ღრმად ჩავისუნთქე, თავს ვაიძულე სხვა რამეზე მეფიქრა და ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი.
ორად გაყოფილ ხალხს შორის გავიარეთ თუ არა, მაშინვე ატყდა ქუხილი. დაბალკლასელები აღტაცებით გვიყურებდნენ და ტაშს გვიკრავდნენ. გაღიმებულს, ბედნიერს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. ერთი წამითაც არ მოუშორებია ხელი, მას შემდეგ რაც ჩამკიდა. დროდადრო მაგრად მიჭერდა, ამაზე უნებურად ახტებოდა ხოლმე გული და მეც ავფორიაქდებოდი.
რაც გულით ვინატრე ამიხდა!
მასწავლებლებმა მაშინვე იცნეს ყოფილი მოსწავლე და დიდი ზარ-ზეიმით გადაეხვივნენ.სანდროც ღიმილით იკითხავდა მათ, თუმცა არც ახლა მიშვებდა ხელს. მორჩილი ბავშვივით მივდევდი უკან, სადაც მიდიოდა.
სკოლა ერთ საათში დავტოვეთ და რესტორანში წავედით მაშინვე. გადამღებს, ერთი წამითაც არ გაუჩერებია კამერა და ეჭვი მაქვს, მთელი ფირი ჩვენი ფოტოებით იქნება გადაჭედილი.
მანქანაშიც გვერდით მომიჯდა სანდრო. ვატყობ, მარიამმა ყველაფერი იცოდა. ამაზე მოგვიანებით დაველაპარაკებოდი. თუმცა, მადლობის მეტი მაინც არაფერი მეთქმოდა.
-როდის მიდიხარ, სანდრო?-გადმოიხედა ჯემალმა წინიდან.
-ჯერ არ მივდივარ,-მრავლისმეტყველად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ღიმილით გადმომხედა.
მეც გავუღიმე.
რაღაცნაირი ურთიერთობა გვქონდა. ამასაც თუ ურთიერთობა ერქვა. მითხარით, სად გაგონილა, ასეთი ურთიერთდამოკიდებულება?!
-აქ რამ ჩამოგიყვანა?
-მომენატრა ქალაქი, ხალხი..
-ჰო, ხალხსაც მოენატრე..-ატიტინდა მარიამი.

***
დარბაზში წყნარი მუსიკა გაისმა. River Flows In You… ჩქარ მუსიკაზე ცეკვის შემდეგ ყველა ქოშინებდა და სულს ვერავინ ითქვამდა. მხოლოდ მე ვიჯექი მაგიდასთან და ლიმონათს მორიდებით ვწრუპავდი. სანდროც გადასარევად ერთობოდა ჩემ კლასელებთან. ეჭვიანი არა, მაგრამ ეგოისტი ნამდვილად ვარ და ეს ყველაფერი ნაკლებად მსიამოვნებდა.
როგორც იქნა, ინება და დაუბრუნდა ადგილს. ეს მუსიკა ძალიან მომწონდა და მამშვიდებდა. როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, სულ მას ვუსმენდი და სიამოვნების ზენიტს ვაღწევდი ხოლმე.
-ვიცეკვოთ! -მკლავში ხელი ჩამავლო და სიტყვის თქმაც კი არ დამაცადა ისე წამათრია სცენისკენ.
წელზე ფრთხილად მომხვია ხელები და ნელ-ნელა დაიწყო რხევა. მისი სხეულის რიტმს მეც ავყევი. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, იმდენად ბედნიერი ვიყავი. მეგონა, ჩემი სიტყვებით ყველაფერს გავაფუჭებდი.
-ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ,-მებლუყუნებოდა დროგამოშვებით. მე კი ამ ყველაფერს სიმთვრალეს ვაბრალებდი,-Моя королева подарила мне сон... -ჩაიღიღინა ხმადაბლა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
მისი ქმედების მიზეზს ვერ ვხვდებოდი, არც მინდოდა გამეგო! ასეც ბედნიერი ვიყავი.. მისი ღიმილიდან გამომდინარე, სანდროც ძალიან კარგად გრძნობდა თავს, რაც ორმაგად მაბედნიერებდა. ჩემი თავის მიკვირდა, ასეთი სიყვარული რომ შემეძლო.. თან ვამაყობდი.
-წამო გარეთ,-მუსიკას დამთავრება არ დააცადა ისე გამაბუნცულა გარეთ და გრილ ნიავს მასთან ერთად შემაგება.
-ვერ ვხვდები, ასე რატომ იქცევი?! -როგორც იქნა რამის თქმა გავბედე.
-განა ადამიანი ეძებს მიზეზს იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი?-გამიღიმა და ოდნავ ჩამოშლილი თმა გვერდზე გადამიწია. -არასოდეს მომბეზრდება გითხრა, რომ ულამაზესი ხარ!
-მადლობა,-ლოყებშეფარკლულმა დავხარე თავი და ჩუმად ჩავიღიმე.
ხელკავი გამომიდო და ქუჩას ჩემთან ერთად ჩაუყვა.
სასიამოვნო სიგრილე მელამუნებოდა სახეზე და სულ არ ვფიქრობდი იმაზე,რომ შუა ბანკეტიდან გამოვიქეცი.
თავს უმიზეზო ბედნიერების უფლებას ვაძლევდი და ვგრძნობდი რომ ასე სრულყოფილი არასოდეს ვყოფილვარ.
არც სანდრო იღებდა ხმას. თუმცა ყურს რაღაცას გამალებით უგდებდა.
-შენი გულის ცემა მესმის, -ჩაიღიმა და გაკვირვებულმა გავხედე.
-ასე ხმამაღლა ცემს?! -გავიკვირვე და მხრები ავიჩეჩე. ამ წამს თავი ვამხილე.
-ყოველ შემთხვევაში, მე მესმის.
-მე რომ შენი არ მესმის?! -ცოტა არ იყოს, გული დამწყდა.
-იმიტომ რომ ჩემი გული გაჩერებულია..
-რა სისულელეა!
-სულ ასე ხდება, როცა გხედავ ხოლმე.
ენა დამება და ვერაფრის თქმა ვერ შევძელი. ვიგრძენი, როგორ დამიარა მუცელში მწარე სიამოვნებამ და თვალები მივლულე. მერე კი ისევ გავიღიმე, უმიზეზოდ ბედნიერმა...
-შეიძლება არ მაქვს ის, რაც გეკუთვნის მაგრამ... მაგრამ გეფიცები, ყველაფერს მოგცემ! -ალუღლუღდა თავჩახრილი, -თუ საჭირო იქნება, გულს ამოვიღებ და ხელებში ჩაგიდებ! ოღონდ აღარ მინდა შენგან წასვლა და მარტო სუნთქვა.. შენი ფილტვებით მინდა ვისუნთქო, შენი თვალებით მინდა ვხედავდე..
წარმოუდგენელი შოკი განვიცადე მისი სიტყვების მოსმენისას. ბევრჯერ მიოცნებია, თუ როგორ მიხსნიდა სიყვარულს, მაგრამ ვერასოდეს წარმომედგინა თუ ასე მძაფრად განვიცდიდი მის ყოველ სიტყვას.
წლების ნანატრი ოცნება ამიხდა... ოცნება, რომელმაც ღამე თეთრად შეიწირა და მაინც ამიხდა. თავს აიძულა,რეალური გამხდარიყო და ჩემთვისაც მოენიჭებინა ბედნიერება.
მეც არაფერი მინდოდა ცაში აფრენილს. ცრემლებს გასაქანი მივეცი და ღაწვების შესველების ნება დავრთე. მე ის მიყვარდა და მასაც. ეს ყველაფერი კი ძალიან სპონტანურად მოხდა! მაგრამ მაინც ბედნიერად.
-თუ მეტყვი, რომ ოდნავ მაინც გიყვარვარ, არასოდეს დაგტოვებ! ვიქნები მე ბანალური! მაგრამ მეყვარები!
* **
9აგვისტო.
-ჩამეხუტე, ნიტ..
-არა! -გაბუტულმა მოვბურცე ტუჩები და მზერა ავარიდე.
-გულში მიყვარხარ! -ამოიჩურჩულა ჩემ ყელთან და ფრთხილად შემეხო.
-მეც გულში მიყვარხარ, გულშიც , სულშიც..-გადავიკისკისე გამხიარულებულმა და ცხვირზე ხელი მოვუჭირე, რაზეც თვალები მოჭუტა.
-შე პატარა ჭინკა! - მილიონჯერ დამიკოცნა ყელი,-შე ეშმაკო!
***
5ნოემბერი
-კარგი რა, ნიტა! ასე არ შეიძლება, ნუ მიხეთქავ გულს!-აწუწუნდა, როდესაც ტელეფონზე ვუპასუხე და ხმა არ გავეცი. -ნიტა!
-გულში გიყვარვარ? -მაღლა ავწკიპე წარბები, თითქოს დამინახავდა.
-სულშიც.
უმიზეზო ბედნიერება (სრულად)

***
25 მარტი.
ჩემი დაბადების დღე! ყველაზე, ყველაზე მაგარი დღე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. ყველამ მომილოცა, სანდროს გარდა. ვიცოდი, რამე ისეთს მოიფიქრებდა, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მაგრამ როდესაც ისრები ღამის თორმეტს გადასცდა, ყველანაირი იმედი გამიცრუვდა და გაბრაზებული შევწექი საწოლში.
02:59
ტელეფონზე ზარია და მეც თვალებდახუჭული ვპასუხობ.
-პატარავ, ჩამო ქვემოთ! -გავიგონე ნაცნობი ხმა და იმდენად გამიხარდა, რომ გაბრაზება გადამავიწყდა!
-არ გელაპარაკები, -ვუთხარი ცრემლმორეულმა.
-მიდი რა.. -ამოიწუწუნა,-გემუდარები!-ხმა მოისაწყლა.
-მოვდივარ, ხო.-ამოვიბუზღუნე ვითომ ნაწყენმა.
მგონი მოლანდებები დამეწყო, ეზოში ჩასულს იმდენი ვინმე დამხვდა იქ! სანდრო, მისი ძმაკაცები, ჩემი კლასელები, სანდროს და _ ლიზი, როგორც ჩანს ლიზის დაქალებიც.
ხელები პირზე ავიფარე, მანქანაზე გადაკრული დიდი დათუნია რომ დავინახე.
მერე სანდრო, დიდი იასამნის თაიგულით ხელში..
აკანკალებული ხელ-ფეხს ვერ ვიმორჩილებდი და პანიკაში ჩავარდნილი ვერ ვიაზრებდი რას ჩავხუტებოდი, ან ვის..
უცებ სიჩუმე სანდროს ხმამ დაარღვია, მუცელში რაღაც ძლიერად ამტკივდა.. ცრემლებმა ამჯერად დაუკითხავად იწყეს დენა, საყვარელი ლექსის გაგონებისას, რომელსაც ბიჭი ყვებოდა:
-წვიმა როგორ მოვა, ცაა ცარიელი
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა,
მინდა მოვიშორო ხორცის ბარიერი
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს დამაწყდება,
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება,
მოდი გეხვეწები ასე ბანალურად
გთხოვ და ამ სიტყვაზე ცოტა მეღიმებ
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება
მოდი თორემ სისხლი დადის ვარაუდით
ჰაერს ვეღარ ვხედავ ისე ჩაიხუთა
მერე თუგინდ კედლის მხარეს გადაბრუნდი
თუგინდ გამებუტე, ოღონდ ამოდი ახლა ჩამეხუტე!
მიყვარხარ!
გახდი ჩემი ცოლი, და ისე მომიშალე ნერვები!

_____________
გათბით?
მიყვარხართ.
შემიფასეთ.
გულიდან წამოსული ისტორია...



№1  offline წევრი mbella

გავთბი და დავდნი :DDD რა კარგი იყოო :DD კიდევ მინდა მე ასეთი საყვარლობები :*** ძალიან მაგარი ხარ <3

 


№2  offline წევრი wknupa

მაგარია ^_^

 


№3  offline წევრი რახელი

საყვარლებიიი ბოლო მომეწონა ძალიან.გახდი ჩემი ცოლი და ისე მომიშალე ნერვებიოოო...ნაცნობი სიტვაციააა..მაგარი გოგო ძააან

 


№4 სტუმარი მთვარო სვანი

ვაი გული ????????საოცრება ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent