შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის საიდუმლო (1)


7-06-2015, 16:22
ავტორი MaRiaMi_B
ნანახია 2 377

საავადმყოფოდან აფორიაქებული გამოვარდა. თავს ყველაზე დამცირებულ, გულუბრყვილო, მიამიტ ადამიანად გრძნობდა. ასე დამცირებულად თავი არასოდეს უგრძვნია, თითქოს რაღაც, ძმარივით მჟამე მოსდგომოდა ყელთან და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
უნდოდა ის ადამიანი შეეძულებინა ასეთი საქციელისთვის, უპატივცემულობისთვის, უნდობლობისთვის, უსიყვარულობისთვის, თუმცა რამდენჯერაც გაიხსენებდა, გონება მუდამ უგულებელყოფდა, გულისთვის კი მუდამ შეუცვლელ, პირველ და უანგარო სიყვარულად რჩებოდა. არ შეეძლო გულში მისდამი სიძულვილი ჩაედო, მიუხედავად იმისა, რომ თხემით-ტერფამდე სირცხვილის მორევში ცურავდა და სურდა, ერთხელ და სამუდამოდ მისდამი გრძნობა განქარწ....ბოდა. ‘’იქნებ გამწარებულმა და გადაღლილმა ვერ გაიაზრა ამ სიტყვების სრული მნიშვნელობა’’-ო ფიქრობდა და ცდილობდა თავი დაემშვიდებინა, თუმცა არ გამოსდიოდა, რადგან რამდენჯერაც მის სიტყვებს იხსენებდა, მაშინვე გრძნობდა იმ ზიზღს, რომელიც მან ჩააქსოვა და მასზე მეტად საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, რომ ერთმა უყურადღებობამ დაღუპა და მის გარეშე შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. თუმცა მის ადგილას რომ აყენებდა თავს, გრძნობდა, რომ ამ შეცდომას უსიტყვოდ აპატიებდა და ის ფიქრი, რომ მას არ უყვარდა, კიდევ უფრო გაუორმაგდა და გული გაუსაძლისმა ტკივილმა მოიცვა.
ამასთანავე მის მდგომარეობაზეც ნერვიულობდა, თუმცა რომ დაფიქრებულიყო, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ასე ყვირილს ვერ შეძლებდა. თუმცა თავი ისე უხურდა ამდენი ფორიაქისგან, რომ ამაზე ფიქრის და გააზრების თავი არ ჰქონდა.
ხიდზე გაჩერდა და მის წინ გადაშლილ მდინარეს თვალმოუშორებლად გაჰყურებდა. ვინ იცის რა ფიქრები უტრიალებდა, თუმცა ერთი ფაქტია, რომ კარგს არაფერს ფიქრობდა. წყალი ხომ მუდამ სევდასთან ასოცირდება და როგორც კი სევდა შემოგაწვება, მუდამ ზღვას, მდინარეს ეძებ დაბნეული თვალებით და შველას ითხოვ მისგან.
თუმცა მისი საშველი ერთი ადამიანი იყო, ადამიანი რომელიც მუდამ გვერდით ედგა და იცოდა მუდამ ასე იქნებოდა. ყველა ადამიანს გვერდში უნდა ჰყავდეს ერთი ისეთი პიროვნება, რომელსაც იცი, რომ ნებისმიერ დროს, აუცილებლად ეცლება შენთვის.
- დავით, დამეხმარე... - აღმოხდა და ტელეფონი გაუვარდა. რამდენიმე წუთი გაშეშებული, უგრძნობლად იდგა, რამდენიმე წუთში კი ზურგიდან შეხება იგრძნო და სხეული ერთბაშად გაუთბა. ჟესტით მაშინვე იგრძნო თავისი საუკეთესო მეგობრის შეხება და წამიერად,ხელების გადახვევისთანავე იგრძნო ის თანაგრძნობა და სიყვარული, რომელსაც მუდამ განიცდიდა მისგან, რომელიც ტანჯვის უკანასკნელ წუთებშიც კი, მისი მშველელი იყო. ლილეს ისიც ხიბლავდა დავითში, რომ ამ მომენტებში მას სიტყვები არ სჭირდებოდა, ის უსიტყვოდ გრძნობდა მის ტკივილს.
სახლში მიიყვანა, სავარძელში ჩასვა და ცხელი ჩაი მიუტანა. ის მყუდროება შეუქმნა, ლილეს რომ უყვარდა და ის ზაფხულის სასიამოვნო დღეში გაახსენა, ასე რომ იხსდნენ ხოლმე და საუბარში ატარებდნენ მთელ დღეს.
დავითმა იცოდა მისი ტკივილი, რადგან ამას ურთიერთობის დასაწყისშივე ხვდებოდა და ლილესაც მუდამ აფრთხილებდა. ლილეც ხვდებოდა დავითის ფიქრებს, ამიტომ მათი საუბარი ამ თემას არ შეხებია, რადგან თავითს არ უნდოდა ამ დროს ის ისევ აეფორიაქებინა, ამიტომ ეცადა გაემხიარებულებინა და სხვა საუბრებით გაერთო ის.
-დღეს ნატალის შევხვდი, - წამოიძახა უცებ დავითმა და თვალები გაუბრწყინდა.
-როგორც იქნა! ნუთუ ჩემმა ყოველდღიურმა ჩიჩინმა გაჭრა, - წამოიძახა კისკისით ლილემ და ძმაკაცის ბედნიერებით გახარებულმა ტაში შემოჰკრა.
-ჰო, შევხვდი და ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები 25 წლის მანძილზე. - წარმოთქვა და ისევ იმ ფიქრებში გადაეშვა. ამის გახსენებამ ღიმილი მოჰგვარა სახეზე, რომელიც ლილემაც შენიშნა და საუბრით ფიქრები აღარ გაუფანტა. ფიქრებიდან რომ გამოერკა ლილე სავარძელში აღარ დახვდა. გაოცებულმა ყვირილით გასძახა და ისიც მაშინვე მასთან გაჩნდა.
- სად წახვედი? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- შენ ნატალიზე ფიქრებით იყავი დაკავებული, ამიტომ ხელი არ შეგიშალე, - უპასუხა ეშმაკური ღიმილით.
- შე საძაგელო, ისე ვერაფერი მიფიქრია, რომ ფიქრებიც კი არ გამიკონტროლო, ამიტომაც ვერ გიტან, - მიუგო გაბრაზებულმა და ბოლოს მაინც სიცილი წასკდა.
- მე კიდევ ზუსტად იმიტომ მიყვარხარ, რომ ჩემი ნებართვის გარეშე არაფერზე ფიქრობ, - გადაიკისკისა, - შენს ფიქრებსაც კი ხუთი თითივით ვიცნობ, ამიტომ ხომ იცი, რომ ვერაფერს გამომაპარებ. - უთხრა და გაქცევისთვის მოემზადა, რადგან ბალიშზე მიმართული დავითის მზერა, მაშინვე შენიშნა.

გამარჯობა, მკითხველო. მომენატრეთ აღუწერლად! თქვენი თბილი კომენტარები მომენატრა. დიდი ხანია არ დამიწერია, მაგრამ ისე შემომაწვა მონატრება და ისე მომენატრა ეს გარემო, რომ გადავწყვიტე ახალი ისტორიით დავბრუნებულიყავი.
იმედია ცუდი არ არის, რას ფიქრობთ, ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი Ignifex

გაგიმარჯოს,ავტორო! :D ჯერ-ჯერობით ცოტა დაბნეული ვარ,ისე წერია,თითქოს თხელი ფარდა აქვს ჩამოფარებული და ამ ფარდის მიღმა მხოლოდ სილუეტებს ვხედავ და ტვინს ვიჭ....ტ იმაზს,ფიქრით,თუ რა ხდება იქ:D რა ვიმაღალფერდოვნე:D მომეწონა,საბოლოო ჯამში,ველოდები შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent