შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 19


7-06-2015, 22:02
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 232

ნინა გაოცებული იხედებოდა ირგვლივ და ხმის ამოღებას უკვე აღარც ცდილობდა. მხოლოდ წინადადების დასრულების შემდეგ გაიაზრა რომ მათი შვილი დევდარიანებისთვის პირველი პატარა იქნებოდა, ახალი თაობის დასაწყისი. დემეტრეს ღიმილიან სახეს ისევ წააწყდა თვალებით რომ უცინოდა ნინას და დამშვიდებას უბრძანებდა, მაგრამ ნათიას და მარიამს რომ ანუკიც შემოუემატათ კინაღამ სახლიდან გაიქცა. ამდენ კითხვაზე პასუხი თვითონაც არ იცოდა, ჯერ მხოლოდ ერთხელ იყო ექიმთან... ბოლოს ანუკიმ რომ ჰკითხა რას არქმევთო თვითონაც გაეცინა და დაძაბულობაც მოეხსნა.
-ამ საღამოს დედას დაბადების დღის წვეულებაზე ხომ ვიტყვით ამ ახალ ამბავს? მარიამმა მომლოდინე თვალები მიაპყრო ნინას.
-რა თქმა უნდა, დედი, აბა რას ვიზამთ, პასუხის გაცემის ინიციატივა თავის თავზე იტვირთა ნათიამ და ნინას მუცელს კიდევ ერთხელ მოეფერა. გოგონამ თვალებით მოძებნა დემეტრე და დახმარება სთხოვა.
-დედა, ჯერ ძალიან ადრეა, არ ღირს, როგორც იქნა ხმა ამოიღო და ცოლისგან მადლიერებით სავსე მზერაც დაიმსახურა.
-ვაიმე, სულ მთლად რომ გაიგიჟოთ ორივემ თავი მაინც ვეტყვი ჩემს მეგობრებს, თითი სასაცილოდ დაატრიალა ჰაერში ნათიამ და ნინას ისევ გულწრფელად გაეღიმა.
-როგორ გამახარეთ რომ იცოდე, შვილო, წამით სუნთქვა შეეკრა გაბრიელის მოხვეული ხელები რომ იგრძნო სხეულზე და გულის ცემაც აუჩქარდა მისი გულწრფელი ემოცია იმდენად პოზიტიური იყო ნინასთვის.
-დედა, მიდიხართ უკვე?
-ხო, უნდა მოვემზადო საღამოსთვის, თან ჩემებთანაც უნდა გავიაროთ, რამდენიმე საათში დავბრუნდებით, დედამთილს გაუღიმა ნინამ და ფეხზე წამოდგა.
-ველაპარაკე მე ნატას და ისინიც მოვლენ დღეს, ნინას საოცარი სითბოთი მოხვია ხელები და ცრემლიანი თვალებით გააცილა სახლიდან.
^^^
-მე მეგონა დაგაბამდნენ და არ გამოგიშვებდნენ, დემეტრე სიცილს ვეღარ იკავებდა მანქანაში.
-როგორ გაუხარდათ, ნინამ ხელები მუცელზე მოიხვია და თითებით ნაზად აასრიალა, -გეფიცები, ხანდახან მგონია, რომ ვგრძნობ, ღიმილს ხმაში ვერ იტევდა ნინა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეალობა უხაროდა, რომ შეეძლო ემოციები გაეზიარებინა დემეტრესთვის, ისიც მოსწონდა ქმარზე ნაძალადევი ღიმილი რომ არ შეუმჩნევია. ნინა წამიერი ბედნიერებით ტკბებოდა.
-მიყვარს ღიმილიანი რომ ხარ, ხელზე აკოცა დემეტრემ და ცალი ხელი აღარ გაუშვა ცოლს.
-შენმა ტაბლეტებმა მიშველა.
-მთავარია, უმი თევზი აღარ ჭამო ხოლმე, ხმამაღლა გაეცინა დემეტრეს ნინას დაჭყანულ სახეზე და დადიანების სახლთან მანქანაც გააჩერა.
-სად ხარ შენ, გოგო, ამის გამო ამიტეხე პანიკები? გეთქვა ადამიანურად ხომ შეიძლებოდა, დაჩი თან ეჩხუბებოდა და თან იხუტებდა დას.
-ნუ დამახრჩვე, ძლიერ მკერდზე ძლივს დაეჯაჯგურა ძმას და ძვრაც ვერ უყო.
-სერიოზულად, ნინა, რომ არ დამეჯერებინა და გამეშვა ხელი მაშინ რას აპირებდი? მთელი გულით გაეღიმა ნინას დაჩის ხმაში შიში რომ გაისმა, მისი თვალებიც ნერვიულობდნენ.
-კარგი რა, ძამიკო, ნუ გამისენტიმენტალურდი ახლა, ლოყაზე გემრიელად აკოცა და სახლში შეაღწია, როგორც იქნა.
-ტყუპის ცალი ეყოლება ჩემს შვილს, დედა, რა მაგარიააა... ბარბარე ლამის მთელ ხმაზე ყვიროდა.
-ბარბი, გთხოვ, ხმადაბლა.
-ვიცოდი, ვიცოდი, გეფიცები, ვიცოდი, ისეთი ნეტარი სახით ჭამდი იმ საზიზღრობა თევზს, ლიზიკოც მოეხვია და ნინა ძმის შვილს წაეთამაშა ცხვირზე.
-მიყურე და ელოდე ამას, ნიაკომ ორი თითით მიანიშნა თავის მუცელზე და გაუღიმა. ნინამ დემეტრეს გახედა და მის გვერდით მდგარ ნიკაზე მზერა მიეყინა, ისეთი უცნაური თვალებით უყურებდა უფროსი, ნინამ თითქოს საკუთარი ანარეკლი დაინახა ამ მზერაში. თვითონ მიუახლოვდა და ხელები მაგრად შემოხვია კისერზე.
-გილოცავ, ნინიკო, ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა და ლოყაზე ნაზად აკოცა დას. დემეტრემ ხელი გადახვია ცოლს და ისევ ღიმილიანი მზერით დახედა. ნინას სუნთქვა შეეკრა ამ მზერის გამო.
-დედა სადაა? უცებ გამოერკვა ქმრის თვალიერებიდან ნინა.
-ზემოთ, ვაიმე, ნინა, შენ ის უნდა გენახა გიორგიმ ტირილი კინაღამ რომ დაიწყო, დაჩი სიცილისგან გალურჯდა მოგონებაზე.
-ამას ენა ხომ ვერ დავამოკლებინე, გეუბნებით, არაა ჩემი შვილი, ტუჩები საცოდავად დაებრიცა დაჩის მამის ხმის გაგონებისას. -გილოცავთ, მხარზე ხელი დაკრა დემეტრეს და ნინა ცალი ხელით მიიხუტა გიორგიმ. მერე დედამისიც დაინახა და ახლა მისკენ გაემართა ნინა. გულწრფელად გაუგო მის ცრემლებს და ახლა მას ჩაეხუტა. ნინას თითქოს არ ეყო, მოუნდა რომ კიდევ ყოფილიყო ვინმე, ვინც მის სიხარულს გაიზიარებდა, სხეულში ვეღარ იტევდა. ამდენმა დადებითმა ემოციამ კი თან დაღალა და თან უნდოდა კიდევ მიეღო უზომო რაოდენობით...
^^^
უკვე სერიოზულად გაბრაზებული უბღვერდა მეგობრებს და მაინც ვერაფრით აჩერებდა ვერც ერთს. ოთახს თვალი მოავლო და ნაცნობ სახეებს ღიმილით მიესალმა.
-ალექსანდრე, გაუშვი ახლა ხელი თორემ მოგატეხ ორივეს, რაც შეეძლო ხმადაბლა უთხრა რომ სტუმრების ნაწილს მაინც არ გაეგონა, საპასუხოდ მხოლოდ ალექსანდრეს თავის გადაქნევა მიიღო უარყოფის ნიშნად და ანდრეას სასაცილო ფხუკუნი. -ადამიანო, შეგვიშვი ერთი წუთით შიგნით, ნინას უკვე სიცილიც აღარ შეეძლო და ჯერ კიდევ გაკვირვებული დაშტერებოდა ორ ხელს მუცელზე რომ ჰქონდა შემოხვეული.
-არაფრის ღირსები თქვენ არ ხართ, ასე უნდა გამეგო ხომ? ბოლოს უნდა გამეგო მე! გაბრაზებულმა უშვა ხელი ნინას და ანდრეას თვალებით უბრძანა მხარი ამობიო.
-ისე როგორ არ გვითხარით, ჰა? რომ მოვედით და დედაშენმა გვითხრა შენი გაგლეჯვა მომინდა, არანაკლებ გაბრაზებული იყო ანდრეაც.
-არ მოგინათლავთ ბავშვს, აი, არ ხართ ღირსი.
-მოიცა კაცო, უნაირო მშობლების გამო ახლა იმას ხომ არ დავჩაგრავთ, თითი ნინას მუცელზე მიანიშნა ანდრეამ, -მე მოვნათლავ.
-ჰე, ახლა, გაბრაზებაც არ მაცადო, ათი წუთი ვეჩხუბები და მერე მეც მოვნათლავ, სასაცილოდ გაიჯგიმა ალექსანდრე.
-ჩემთვის ნერვიულობა და ჩხუბი არ შეიძლება, თვალები დახარა ნინამ რომ ისევ არ გაცინებოდა და სასაცილოდ ამოილაპარაკა.
-ეს მასწავლის ამხელა ექიმ კაცს რა შეიძლება და რა არა ახლა... გაბრაზების მეორე ტალღამ წამოუარა ალექსს და ბოლოს მაინც გაეღიმა. -ხო იცით არა როგორ გაგვიხარდა.
-აბა, დაბრუნდა უკან ახლა, ნინასკენ ჩასახუტებლად წასული ალექსი ხელით დააბრუნა უკან დემეტრემ და თან გაოცებულ სახეზე დასცინა.
-მე მინდა, რომ ბიჭი იყოს, დარწმუნებით ჩაილაპარალა ანდრეამ და ნინას ლოყაზე აკოცა.
-სახელსაც ხომ არ გვეტყოდით? წარბები აწკიპა დემეტრემ და ნინა ახლოს მიიხუტა.
-სქესში იგულისხებოდა, თვალები სასაცილოდ აათამაშა ალექსმა და ნინას მაინც ჩაეხუტა.
-გაიგეთ ხო უკვე... დაჩი მიუახლოვდა ალექსს და ტუჩები მოსალოდნელი სიცილისგან დაებრიცა, -ასე, დავიბადე დაიბადა, გავიზარდე, ესეც გაიზარდა, ცოლი მოვიყვანე და ამან მთლად გადაგვრია ყველა ისე გათხოვდა, ახლა შვილს ველოდები და ესეც დაორსულდა, მე რომ გოგო მყავდეს და ამან ბიჭი გააჩინოს გადავირევი იცოდეთ, სერიოზული სახე ძლივს მიატანა წინადადების ბოლომდე დაჩიმ და სიცილისგან სახეზე აწითლდა.
-დაიღალე? ჩუმად უთხრა დემეტრემ ცოლს, მაგრამ რომ ეყვირა ამ სამის სიცილში მაინც ვერავინ გაიგებდა.
-ცოტათი, მაგრამ კარგად ვარ, შენ?
-მეც კარგად ვარ, შუბლზე აკოცა და თვალებით ანიშნა სანამ ჩვენთვის არ სცალიათ გავეცალოთო.
^^^
-ნინა, ნინა, როგორც იქნა გიპოვე... გოგონა უცხო ხმის გაგონებაზე შემოტრიალდა და სახტად დარჩა ბექა რომ დაინახა.
-ბექა? როგორ ხარ? გაღიმებაც ვერ მოახერხა ნინამ იმდენად მოულოდნელი იყო, დაძაბული მზერაც იგრძნო ქმრისგან უცებ.
-ნინა, მითხრეს შეიძლება იმღეროთო და წამოდი, მომლოდინე მზერით მიაშტერდა გოგონას.
-გამარჯობა, დემეტრეს ხმა ჩვეულებრივზე უფრო ბოხი იყო.
-გამარჯობა, დემეტრე, სულ ოდნავ უკან დაიხია ბექამ და ნინას უნებურად გაეღიმა.
-ბექა, ბოდიში, იქნებ მოგვიანებით, ახლა ძალიან დაღლილი ვარ.
-კარგი, როგორც გინდა, თავი დაუქნია ბიჭმა და მალევე გაეცალა.
-გთხოვ ახლა არ მითხრა, რომ ცოტნეც აქაა... მუდარის თვალებით ახედა ქმარს და ახლოს მივიდა მასთან.
-არა, რა თქმა უნდა, ამას რა უნდა ისიც არ ვიცი, თავით მიანიშნა უკან მიბრუნებულზე დემეტრემ. -გინდა ვიცეკვოთ? ნინამ სწრაფად დაუქნია თავი ქმარს და მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ. თავი მკერდზე მიადო და მის გულის ცემას დაუგდო ყური. მთელი დღის მხიარულებაში პირველად დაუბრუნდა მის გონებას თითქოს რეალობა. ზუსტად ვერ მიხვდა რისი ბრალი იყო, მაგრამ ახლა მართლა უფრო მარტივად მოეჩვენა ყველაფერი, ერთადერთი რისიც ნინას ეშინოდა იყო რომ დემეტრეს საკუთარი თავი არ მოეტყუებინა და სიმშვიდე არ დაერქვა მამობით გამოწვეული ეიფორიისთვის. წამით არ შეპარვია ეჭვი ქმარში. იცოდა, რომ დემეტრე ბუნებით ძალიან მგრძნობიარე იყო, თან მისი ღიმილიც, რომელიც ასე იშვიათი იყო, ამ ბოლოს სულ გულწრფელი ეჩვენებოდა ნინას. ამიტომ მართლა გაუჩნდა იმედი, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, როგორც თავიდან მოეჩვენა თვითონ.
^^^
ყოველდღიურ ცხოვრებას ერთი ძალიან საშიში, მაგრამ დადებითი თვისება აქვს. როგორიც არ უნდა იყოს, საითკენაც არ უნდა მიდიოდეს, მაინც ეჩვევი. უბრალოდ რიტმს ყვები და დღეები აღარაფერს გეკითხებიან ისე აგრძელებენ თავის გზაზე სიარულს. არ გეკითხებიან იქნებ რაღაცას არ მოგწონს, იქნებ არ გყოფნის დღეში ოცდაოთხი საათი, იქნებ უსამართლობაა დრო ასე სწრაფად გადიოდეს და ვერ ასწრებდე ცხოვრებას...
ხანდახან ნინას თავი ჩასაფრებული პანტერა ეგონა, რომელიც ელოდება როდის დაუშვებს შველი შეცდომას რომ მაშინვე მოიგდოს კლანჭებში და ავადმყოფური სურვილი დაიკმაყოფილოს. ამის გაცნობიერების შემდეგ თავს დამნაშავედაც გრძნობდა, თითქოს დემეტრეს პატივს არ სცემდა რადგან ასე ფიქრობდა... მაგრამ ვერ იჯერებდა, ვერაფრით ვერ დააჯერა საკუთარ თავს რომ მისი ქმრისთვის შვილი ყველაფრის მხსნელი გამოდგა, ვერ დაიჯერა, რომ აღარ მოუნდებოდა დემეტრეს წასვლა სიმშვიდის საძებნელად, რომ გაქრებოდა შრამების კვალი მის სულზე და ბედნიერი აიყვანდა ხელში თავის პირველ შვილს, ვერაფრით დაიჯერა...
^^^
მანქანის კარი გააღო და თვალი შეავლო სახლს, ღიმილი სახიდან გაუქრა სახლში შუქი რომ არ ენთო. ნინას ამ ბოლო დროს სულ ეძინებოდა, მაგრამ სინათლეს მაინც ტოვებდა დემეტრესთვის. ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ და კარი რომ გააღო, ვერ მიხვდა გაუხარდა თუ ეწყინა. საკუთარი გულის ცემის ხმა ესმოდა. სიბნელეში ხელით მოძებნა ჩასართველი და მისაღები გაანათა, გაოცებისგან ადგილზე გაშეშდა. ნინა დივანზე იჯდა და ოდნავ გაკვირვებული თვალებით მიშტერებოდა ქმარს.
-რას აკეთებ? ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრა განძრევა დემეტრემ.
-ვვარჯიშობ, ოდნავ გაეღიმა ნინას და ფეხზე წამოდგა.
-რას შვრები?
-სიბნელეში დაძინებას ვსწავლობ, ოღონდ ახლა მარტო, დემეტრემ წარბები შეკრა და თვითინაც ჩამოჯდა დივანზე.
-რატომ სწავლობ მარტო დაძინებას? სადღაც შორიდან ესმოდა მისი ხმა ნინას, თითქოს სიტყვებმა ფორმირება წარშულში დაიწყესო.
-მორიგე რომ ხარ ხოლმე სინათლეში ვეღარ ვიძინებ, გადავეჩვიე, ახლა მუცელზეც ვეღარ ვწვები და დავდივარ მერე ჩაწითლებული თვალებით... ნინას სიტყვა გაუწყდა დემეტრეს მზერას რომ წააწყდა, უკვე გაღიზიანებულიც ეჩვენა ქმარი, რაღაც საოცარი სიღრმე ჰქონდა ამ წუთას მის მუქ თვალებს და გოგონას მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ ვერ ატყუებდა დემეტრეს, მან ზედმეტად ბევრი რამ იცოდა და ყველაფერი ზედმეტად კარგად ესმოდა.
-ზეგ კონსულტაცია გვაქვს ექიმთან, არ დაგავიწყდეს, ისევ იმავე ხმით ჩაილაპარა დემეტრემ და ფეხზე წამოდგა. ნინა მიხვდა, რომ აწყენინა. ღრმად ამოისუნთქა, კბილები ერთმანეთს დააჭირა.
-არ გშია? საძინებლისკენ წასულს დაუძახა და უარიც მიიღო პასუხად. საძინებელში რომ გავიდა დემეტრე უკვე სააბაზანოში იყო. საწოლზე ჩამოჯდა. ვერ იტანდა, როცა დემეტრეს აწყენინებდა. ხვდებოდა როგორ ცდილობდა, ყველაფერს აკეთებდა რაც კი შეიძლება ორსულმა ცოლმა ინატროს, დემეტრემ უკეთესად იცოდა მისი კვების რაციონი, დღეში ათჯერ მაინც ურეკავდა და ახსენებდა რომ აუცილებლად კარგად უნდა ეკვება, ჭკუიდან იშლებოდა ნინა სწრაფ მოძრაობებს რომ მაინც ვერ გადაეჩვია, ყოველ საღამოს მუსიკებს ურჩევდა რომ ბავშვს მოესმინა, ნინა თავიდან დასცინოდა ქმარს, მაგრამ მერე ისე შეეჩვია მუსიკებს თავისთვისაც ირთავდა ხოლმე, ხშირად სეირნობდნენ და გოგონას გონის დაკარგვამდე სიამოვნებდა ხელს რომ არ უშვებდა დემეტრე შემთხვევით არ დაცემულიყო... თავი ძალიან დამნაშავედ იგრძნო, ძალიან არასწორად, რომ მაინც იზღვევდა საკუთარ თავს დემეტრეს წასვლის შემთხვევაში, თითქოს ცდილობდა მის გარეშეც წარმოედგინა საკუთარი ცხოვრება და იმასაც მიხვდა, წამით რომ არ დაიჯერა მისმა ქმარმა მორიგეობასთან დაკავშირებული, წამში მოფიქრებული სისულელე...
საერთოდ ვეღარ გაჩერდა ერთ ადგილას, სააბაზანოდან ჯერ კიდევ ისმოდა წყლის ხმა. ისევ მისაღებსი დაბრუნდა, დივანზე მოკალათდა, პლედი გადაიფარა და უაზროდ მიაშტერდა ტელევიზორს.
-როგორ ჩაიარა ოპერაციამ? ფეხზე გაუაზრებლად წამოხტა, ვერც გაიაზრა ისე აეხლართა ფეხები გადასაფარებელში, ხელიც კი ვერ მიაშველა საკუთარ თავს. წონასწორობა საერთოდ ვეღარ შეინარჩუნა, შუბლი აეწვა ჟურნალის მაგიდის წვერის ჩამორტყმისას და პანიკის შემოტევაც იგრძნო სხეულს ქვემოთ მაგარი ზედაპირი რომ იგრძნო და მთელს სხეულში ტკივილმა ნელ-ნელა რომ დაუარა. ასე რეალურად არასდროს არაფრის არ შეშინებია ნინას, ჩქარი ნაბიჯების ხმა ესმოდა, თვალები რომ გაახილა დემეტრეს ხმაც გაიგონა, მაგრამ ძალიან მძიმე იყო ქუთოთები და ისევ დაეხუჭა თვალები. სიტყვებს საერთოდ ვერ არჩევდა, მერე ძალიან სასიამოვნო სიმსუბუქე იგრძნო მთელს სხეულში და რამდნიმე წამში ფიქრიც შეწყვიტა.
^^^
-ალექსანდრე, სახლში ჩემთან სასწრფო დახმარება გამოუშვი, წამოყევი შენც, სწრაფად...
-რა მოხდა? ნინა?
-ჰო, სწრაფად, რა... მობილური არც გაუთიშავს ისე მიაგდო გვერდით, თითები ფრთხილად გადაუსვა ნინას შუბლთან და წითელი სითხე მოაშორე სახიდან. -კარგად იქნებით, აი, ნახავ, ორივე კარგად იქნებით. ყელში მარწუხებივით მოუჭირა რაღაცამ, საკუთარი გულის ცემა ესმოდა, ოდნავადაც არ გაუკვირდებოდა ახლა რომ გამოენგრია მკერდის ძვალი ისე ძლიერად ძგერდა შიგნიდან. ყველა წამი შეზიზღდა ვერაფერს რომ ვერ აკეთებდა, ძლივს დააკავა საკუთარი თავი ხელში არ აეტაცა ცოლი და მანქანისკენ არ გაექანებინა, ასე უმოქმედობა მაინც არ დატანჯავდა.
-გაახილე რა თვალები, ხელები ლოყებზე ჩამოუსვა და ცერები ნაზად გადაატარა თვალებს ქვემოთ. -ან არა, ასე სჯობს, ინერვიულებ, დემეტრე ოდნავადაც ვერ ხვდებოდა, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, პირი გაუშრა და გრძნობდა როგორ ძალიან დიდი შიში იგრძნო, ყველანაირი სიმშვიდისგან იყო დაცლილი მისი სხეული, ყველანაირი ადამიანური სიმშვიდისგან, თითქოს უკვე საუკუნე გავიდა რაც ნინას გვერდით ჩამუხლული დგას და სახეზე ეფერება, შუბლზე საფენი გამოუცვალა და გაუხარდა სისხლმა შეჩერება რომ დაიწყო. დარწმუნებული იყო გაკერვა არ დასჭირდებოდა.
-რა მოხდა? სახლში ალექსანდრე შემოვარდა და დემეტრეს დააჩერდა. დევდარიანს აზრადაც არ მოსვლია რომ უნდა ეპასუხა, სასწრაფოს ექიმებს გახედა და ნინა ფრთხილად აიყვანა ხელში, საწოლზე დაამაგრა რომ მისი მოძრაობის შანსი არ ყოფილიყო. სასწრაფოს მანქანაში ხმას არავინ იღებდა, დემეტრეს თვალები შიშის ზარს სცემდათ ექიმებს.
-აღარ იტყვი რა მოხდა? ალექსანდრეს თვალებიც ნერვიულობდნენ.
-დაეცა, თავი მაგიდას ჩამოარტყა.
-დემეტრე ხომ იცი რომ ეს ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს, ალექსანდრეს ხელები გაუცივდა, ნერწყვიც ვეღარ გადაყლაპა და საკუთარი ხმა იმდენად ეუცხოვა...
-ძალიან ცუდად დაეცა, მოწყვეტით, პირდაპირ ზურგზე... კიბის თავში ვიდექი და ისე უცებ მოხდა... ვერ მოვასწარი დაჭერა, ახლა ცოლის მარჯვენას ჩაკიდა ხელი და ბეჭედთან ნაზად აკოცა, ნინას ყოველთვის ეცინებოდა მის ამ ჟესტზე,“ შენს ნაჩუქარ ბეჭედს კოცნი მე კი არაო“, საოცარი ღიმილით ეტყოდა ხოლმე და დემეტრეს ძალიან მოუნდა ამ ღიმილის დანახვა ამ წამს, ძალიან მოუნდა ნინას თვალები გაეხილა და იმ თვალებით შეეხედა დემეტრეს რომ ამშვიდებდა.
დაიღალა კიდეც ამდენი ემოციისგან, ან უფრო სიარულისგან, არც გაჩერებულა ერთ ადგილას რაც ნინა შეიყვანეს. საერთოდ საავადმყოფოს ამ სართულს ყოველთვის არიდებდა თავს, ყოველთვის იყო დღეში ერთი ადამიანი მაინც, ვისაც მოსალოდნელი ბედნიერება ეფუშებოდა, იმედები უცრუვდებოდა და ხალისიანი ღიმილი ეკარგებოდა სახიდან...
კინაღამ თვითონაც წაიქცა ისე სწრაფად მიბრუნდა გამოსული ექიმისკენ, შეეცადა თვალებში ამოეკითხა პასუხი, მაგრამ ვერაფრით შეძლო, ლიბრი ჰქონდა გადაკრული მის მუქ თვალებს.
-დემეტრე, სამჯერ გადავამოწმეთ და კარგად არიან ორივენი, ნინას ცოტა თავი ეტკინება, მაგრამ გასაკერი არ არის.
-და ბავშვი?
-ყველაფერი რიგზეა, თავი დაუქნია ექიმმა და ოდნავ გაუღიმა.
-მადლობა, თაზო, თითქოს პირველად ჩაისუნთქა დემეტრემ ამ დროის განმავლობაში და თავბრუ დაეხვა ზედმეტად ბევრი ჰაერისგან.
-მალე გონს მოვა და ისიც თუ შენნაირი ფეთიანია შედი, მხარზე ხელი დაჰკრა კოლეგას და დემეტრემ პალატის კარი სწრაფად გამოაღო.
ნინას მშვიდად ეძინა, არანაირი მძაფრი ემოცია სახეზე არ ეტყობოდა, სავარძელი ახლოს მიაჩოჩა და ისევ აკოცა ამოჩემებულ ადგილას ხელზე. საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, სიხარულსაც კი... არა მარტო იმიტომ, რომ კარგად იყვნენ, ეს თითქოს იცოდა კიდეც ქვეცნობიერად, უბრალოდ არ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო... დემეტრეს მთელი სულით და გულით გაუხარდა, რომ საკუთარ სიტყვებში საბოლოოდ დარწმუნდა, გაუხარდა, რომ თავი სახლში იგრძნო, ოჯახთან ერთად მყუდროდ და მშვიდად...
უკვე თითქმის თენდებოდა ნინას რომ გაეღვიძა, საწოლიდან ნელა წამოსწია თავი და მწველი ტკივილი იგრძნო შუბლზე, სახე შეეჭმუხნა, მარჯვენაც ვერ აამოძრავა დემეტრეს საკუტარ ხელში ჰქონდა მოქცეული. ქმარს ახედა და ისეთი მსუბუქი ღიმილით მიშტერებოდა, სიტუაციისთვის შეუფერებლად ეჩვენა ნინას. თვალებით კითხვა დაუსვა და ახლა დემეტრეს სახეზე უფრო შესამჩნევი გახდა ღიმილი, ნელა გადაიხარა ცოლისკენ, შუბლზე ნაზად აკოცა რამდენჯერმა, ტუჩებზეც დაუტოვა ნაზი შეხების კვალი.
-ნუ ნერვიულობ, თვალები გაეხსნა ნინას და მარცხენა ხელი მუცელზე გადაისვა, კარგი გრძნობა იყო, როცა იცი უსაფრთხოდ გყავს პატარა, ყველაზე მნიშვნელოვანი არსება.
-რამე გართულება ხომ არ იქნება?
-არა, პატარაც და დედაც კარგად არიან, აი, მამას კინაღამ გულის შეტევა მოუვიდა, ლაღად გაეცინა დემეტრეს და ნინას ხელს თავისი დაადო. გოგონას სულ დაავიწყდა ღიმილი, ტანში ცხელი ჟრუანტელი იგრძნო, მონუსხულივით დააშტერდა მისი ქმრის ხელს მათ პირველ შვილს პირველად რომ ეხებოდა, სუნთქვაც შეეკრა...
-ნინა, რა მოხდა? კიევ უფრო ახლოს მივიდა ცოლთან.
-არა...არაფერი, ძლივს ამოხედა ქმარს, დემეტრემ ოდნავი სიწითლე შეამჩნია ლოყებზე და გაეცინა, -ეს პირველადაა, პირველად გააკეთე, ისევ თავის ხელებს დახედა და დემეტრემ გაკვირვებული მზერა მიაპყრო ცოლს, გული შეეკუმშა, ამაზე საერთოდაც არ უფიქრია... იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის რომ ცოლ-შვილი უსაფრთხოდ, კარგად ჰყოლოდა წამითაც არ უფიქრია, რომ დეტალებში იჭრებოდა... იმ დეტალებში ნინა ამდენ ყურადღებას რომ აქცევდა ხოლმე.
-ძალიან შეგიშლი ხელს გვერდით რომ მოგიწვე? ცალი თვალი დახუჭა დემეტრემ და ისე იკითხა, ნინამ ღიმილით გააქნია თავი და გვერდით ჩაიწია.
-როგორი მგრძნობიარე გახდი, საფეთქელთან ჩუმად უჩურჩალა ცოლს და ნაზად აკოცა, თითები მის მუცელზე აათამაშა და გაეღიმა ნინას სხეულის ჟრუანტელი თვითონაც რომ იგრძნო. მისი სურნელი საავადმყოფოსას ჩრდილავდა, ეს პალატაც უცებ გადაიქცა მათ ოთახად და დემეტრე მიხვდა, როგორ ძალიან მოეწონე საავადმყოფოს ეს სართული უცებ.



№1  offline წევრი fragile

საოცარი გოგო ხარ...ვგიჟდები შენს "სუფთა " და იდეალურ ნაწერებზე... მიყვარს ეს ისტორია...ძალიან თან

ვიწყებ უკვე ახლის ლოდინნს <3

 


№2  offline წევრი ket-kat

Kargi tavi iyo dzalian <3

 


№3  offline წევრი dreamers

სულ მიკვირს, ამ ისტორიას ათასობით მკთხველი როგორ არ ყავს.
ძალიან მაგარი გოგო ხარ.

 


№4  offline წევრი aneta

მაგარი გოგო ხარ <3

 


№5  offline მოდერი malena

საუკეთესო ხარ, საუკეთესო!!!

 


№6  offline წევრი Mkitxveli

ჩამოყალიბებული მწერალი ხარ :*

 


№7  offline წევრი მოაი

ეს არის ყვეელაე მაგარი ისტორია რაც ბოლო დროს წამიკითხავს, ნუ შენი ყველა ისტორია ასეთია ❤️❤️❤️❤️❤️ წარმატებებს გისურვებ

 


№8  offline წევრი Somebody

მინდა მინდაააა :დდდ ახალი თავი
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№9  offline წევრი dreamers

აქ რომ შემოვდივარ სულ შენს სიახლეს ვამოწმებ და გული მწდებაა, ახალ თავს როდის დადეებ? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent