შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (14)


8-06-2015, 11:43
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 303

დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. არც დამიხედავს ვინ იყო ისევე ავიღე:
- მარი - რა თქმა უნდა სანდრო. არაფრის თქმას არ ვაპირებდი და არც მითქვამს.
- მარი, მისმინე, ვიცი რომ გესმის. ძალიან გთხოვ მაპატიე, მართლა გულით ვნანობ და გთხოვ მაპატიე, არ მინდოდა, არ მეგონა ასე თუ გამოვიდოდა.
- ......
- მარი...
- დაამთავრე?
- მარი ძალიან გთხოვ, გამიგე... მაპატიე... ხომ იცი შენზე მეტად არავინ მიყვარს... - გავუთიშე. გუშინდელი ემოციები მომაწვა და ცრემლებად გადმომეღვარა. არ შეეძლო, არ შემეძლო რომ არ შევრიგებოდი, მაგრამ ეს სიამაყე, მაინც გოგო ვარ და ეს სიამაყე მაინც ყველას გაგვაჩნია. სანდრო, სანდრო, სანდრო... ისიც როგორი ამაყია თან ჩემზე ბევრად მეტჯერ, მაგრამ არა ჩემს წინაშე, ჩემს წინაშე არ შეუძლია იყოს ამაყი, ვიცი რო ვუყვარვარ, ვიცი, მაგრამ არ შემიძლია ესე უცებ რომ შევურიგდე. ოხხხხ, ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბაააა. ოკლედ, ავდექი, აბაზანაში შევედი, ვიბანავე და რომ გამოვედი დედაც მოსული დამხვდა. სამზარეულოში ყავა მოვიდუღე და კომპიუტერს მივუჯექი.
- დეე რა ქენით გუშინ როგორ გაერთეთ? - არ იცოდა რომ ვიჩხუბეთ, ან საიდან უნდა სცოდნოდა? არც ვაპირებდი თქმას. ნუუ თუ არ მათქმევინებს იმ შემთხვევაში.
- ოჰჰ ძაააან მაგრად.
- რა იყო დე რა მოხდა?
- არაფერი რა უნდა იყოს?
- გაბრაზებული ხარ.
- არა საიდან მოიტანე, უბრალოდ დავიღალე. - არა კაცო სულ არ ვიყავი გაბრაზებული.
- კარგი, კარგი მე წავალ რა დე ძაან დაღლილი ვარ და დავიძინებ.
- კარგიი.
- შენ სადმე გასვლას ხომ არ აპირებ?
- არა სად უნდა გავიდე რო?
- რავი სანდროსთან ერთად. - სანდრო არ იის კიდე.
- არა დე. კაი წადი დაიძინე. - დედაც დაწვა. მე კიდე ვეგდე ესე კომპიუტერთან და უსაქმურობისგან რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი. დავინახე რომ სანდროც იყო შემოსული და მისმა წერილმაც არ დააყვნა და მალევე მომწერა:
- მარი გთხოოვ..
-......
- ვიცი რომ კითხულობ... ძალიან გთხოვ მაპატიეეე, ხომ იცი რომ მართლა ყველაზე მეტად მიყვარხარ...
- ......
- მარიამ გთხოოვ. - უკვე აღარ შემეძლო, თვალებზე ისევ ცრემლები მომადგა და ჩამომცვივდა. არ ვაპირებდი არაფრის მიწერას. მეც ავდექი და საერთოდ დავბლოკე. როგორც კი გაანალიზა რომ დავბლოკე ეხლა ტელეფონზე დამირეკა მაგრამ გავუთიშე და საერთოდ გამოვრთე ტელეფონი. არ ვაპირებდი შერიგებას, ჯერ-ჯერობით. მინდოდა დავფიქრებულიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს 16 და 17 იანვარიც ასე უსაქმურად გავატარე. არც ტელეფონს ვრთავდი და არც გარეთ გავდიოდი. მხოლოდ ერთხელ ვიყავი იმ სახლის ნანგრევებში. მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი რატომ მიყვარდა იქ მისვლა, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ ყველაფრის მიზეზი მაინც სანდრო გამოდის. მიყვარს...
17 იანვარი. უკვე ღამის 11 საათია, ჩემს ოთახში აქეთ-იქით დავდივარ და ვფიქრობ - ნეტავ რას იზავს სადნრო - მაგრამ რომ არ ველაპარაკები შეიძლება არც არაფერი ქნას. ნახევარი საათი ასე წინ და უკან ვიარე, თან ვნერვიულობდი, რა მანერვიულებდა მაგრამ მაინც. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე რომ ტელეფონი მაინც უნდა ჩამერთო. უკვე სისულელე იყო ჩემი ბუტიაობა, მან ხომ მითხრა რომ ვუყვარვარ და ეს მეც მშვენივრად ვიცი. ჩავრთე თუ არა მაშინვე ძაააალიან ბევრი გამოტოვებული ზზარი დამხვდა. და აი სანდრომაც დარეკა. ცოტა ხანი ველოდე და ვფიქრობდი ამეღო თუ არა. ჯანდაბა, უკვე აღარ შემეძლო რომ არ ამეღო. ავიღე მაგრამ არაფერი არ მითქვამს:
- მარი, მისმინე ძალიან გთხოვ არ გათიშო...
- .........
- გთხოვ უბრალოდ გარეთ გამოიხედე. - ისევ არაფერი არ ვუპასუხე. ავდექი და მეც გარეთ გავიხედე და ვაიმეეე, რას ვხედავ. ალბათ ყველა გოგოს გიოცნებიათ რომ ბიჭს თქვენთის გული დაენთო ან რაიმე მსგავსი, ხოდა არც მე ვარ გამონაკლისი, მეც მიოცნებია და ეს ოცნება ამ დღეს ზუსტად სანდრომ ამიხდინა. ძალიან დიდი გული ენთო და შიგნით ეწერა - "მაპატიე, მიყვარხარ" - ოხ ეს ცრემლები, ისევ ცრემლები. აღარ შემეძლო უკვე მის გარეშე, ორი დღეც ვერ გავძელი და მერე საერთოდ რა იქნებოდა. უცებ კურტკა ჩავიცვი და თავ-პირის მტვრევით კიბეებზე ჩავირბინე. სადარბაზოდა რომ გავედი დავინახე სანდრო, უზარმაზარი თაიგულით ხელში, იდგა და ჩემს პასუხს ელოდა. შევჩერდი, ცოტა ხანი ესე ვუყურე. ბოლოს ცრემლები მოვიწმინდე და მისკენ გავექანე. რასაც ქვია ზედ შევახტი და ჩავეხუტე, თაიგული ძირს დადო და ისე მაგრად შემომხვია ხელები ცოტაც და ჩავაკვდებოდი. ჩემს თმებში ქონდა ჩარგული სახე და თან ყოველ წუთას მიმეორებდა - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" - ვიცოდი რომ ვუყვარდი, მაგრამ ეხლა ვიცოდი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარდი და არასოდეს არ დამთმობდა. რა თქმა უნდა ეც მიყვარდა. ან როგორ შემეძლო არ მყვარებოდა.
მხოლოდ იმ დღეს მივხვდი რომ მე მისით ვცოცხლობდი და მისით ვსუნთქვდი. ეს ფაქტი იყო. სანა ის არ გამოჩნდა მე სრული არარაობა ვიყავი, ჩემი ცხოვრება შავ-თეთრი იყო და სხვა ფერებს ვერ ვხედავდი ან დანახვა არ მინდოდა. მაგრამ გამოჩნდა სანდრო და ყველაფერი შეიცვალა. მაშინაც კი როდესაც ერთად არ ვიყავით და უბრალო მეგობრებივით ვიყავით, მაშინაც რაღაც ახალი ხდებოდა ჩემს თავს და ვერ ვაცნობიერებდი, რაღაც ახალი და კარგი. ის ჩემს გულში და სულში შემოიჭრა და ვგრძნობდი არსად წასვლას არ აპირებდა... მან გამიხალისა ეს უღიმღამო ცხოვრება, ან დამანახა სხვა ფერები და მაჩვენა რომ შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობდა. მხოლოდ მის გვერდზე ვხვდებოდი რა მშვენიერი იყო ეს ცხოვრება და რა ლამაზი ეს სამყარო. მიყვარდა მთელი არსებით. არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ მე ის დავივიწყო ან სხვაში გავცვალო. ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი მხოლოდ ის იყო - სანდრო სანდრო და რა თქმა უნდა სანდრო. მეტი ბიჭის სახელი იმ დროს მე არ ვიცოდი და არც მინდოდა მცოდნოდა...
ჩემმა დაბადების დღემ თან ჩვეულებრივად და თან არაჩვეულებრივად ჩაიარა. სანდრომ გინდა თუ არა ჩემს სახლში გადაიხადეო. მეც მაწყობდა, მეტი რა მინდოდა იმხელა სახლში ისე კარგად გავერთობოდით ბავშვები რო რავი. არ დამიპატიჟია ბევრი მხოლოდ ანი და რამოდენიმე კლასელი, სანდრომ ნიკუშას და ლიკას დავპატიჟებო და მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი რადგან ორივე უკვე ძალიან მიყვარდა. მეტს არც ველოდებოდი და არც მინდოდა. გაგიჟდნენ ბავშვები რა მაგარი სახლი აქვსი და რა კარგი ბიჭიაო. მეც ამაყად ვიყავი და ვამბობდი - აბა მე ცუდი რათ მინდათქო. - ჰაჰ. სანდრომ დაბადების დღეზე აიპადი მაჩუქა და ძაააალიან დიდი პანდა. ყველაზე მეტად პანდა მიყვარს. რა თქმა უნდა აიპადი გამიხარდა, მააგრამ პანდა უფრო გამიხარდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. თან ისიც მახარა რომ თავისი ძველი სახლის გარემონტებას დაიწყებდა. ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. ბევრი ვიხალისეთ, ბევრი დავლიეთ და ბევრიც ვიცანცარეთ. მოკლედ აი ძაააალიან მაგარი დაბადების დღე მქონდა, ყველაზე მაგარი. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელი დედამიწის ზურგზე სანდროსთან ერთად...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent