ჩემი "ჰოლივუდური"ამბავი.3
მათ წინ დაბნეული ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა. სახეზე ორივეს გაოცება ეტყობოდა და ჩემს ხელს დაშტერებოდნენ. -მეღადავები ხო? მომიახლოვდა სანდრო დ გაღიზიანებული თვალებით შემომხედა. მისი მზერა მაშინებდა და დავაპირე უხმოდ გავცლოდი, მაგრამ ხელი მკლავში ჩამავლო და ადგილზე გამაშეშა. -გეკითხები მგონი და იქნებ ინებო პასუხის გაცემა. აქამდე მშვენივრად ტლიკინებდი. -არა არ გეღადავები. ხელი მოტეხილი მაქვს და შეიძლება ეხლა წავიდე თუ მეორეც უნდა მიაყოლო? ისე მიკანკალებდა ხმა, ძლივს ვახერხებდი, რომ ცრემლები არ გადმომეყარა. ხელი ნელა გამიშვა, მეგობარს თვალით ანიშნა წავედითო და ორივემ უხმოდ დატოვეს მაღაზია. სახლში ასულს დედაჩემი სამზარეულოში დამხვდა. ჩემს დანახვაზე ისეთი შეკივლა, პარკები ხელიდან გამცვივდა. -ხელზე რა დაგემართა ანანო? წაიქეცი? -ხო დე ფეხი დამისრიალდა სამსახურიდან, რომ გამოვედი. ექიმთან ვიყავი უკვე, საშიში დიდი არაფერია, მტევნის არეშია მოტეხილი. -რა დღე გათენდა მოკლედ რაა. ბებიაშენმა დამირეკა, ბაბუაშენს ისევ დაეწყო წნევები და მთხოვა ცოტა ხნით ჩამოდიო. ხოდა მეც ერთ თვიანი შვებულება ავიღე, მეთქი წავალ, მარა შენ ესე სად დაგტოვო. -კარგი რა ხელია, კისერი ხო არაა.თან ცოდოა ბებო რა იცი რაში დასჭირდები, მე ჩემს თავს მივხედავ, თან ნათიაც ხო აქაა და დავიტოვებ ხოლმე ჩემთან. დედა დავამშვიდე, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიყავი აღელვებული. რომ წარმოვიდგინე მარტო დავრჩებოდი, ის მონსტრი სანდრო გამახსენდა და ტანში უსიამოვნოდ გამაცია. დედასთან ერთად ცოტა ხანს კიდევ გავჩერდი, მერე დასაძინებლად გავემზადე და ცივ ლოგინში შევსრიალდი. თვალებს, როგორც კი ვხუჭავდი, სანდროს ცივი და რაღაცნაირად სასტიკი თვალები მიდგებოდა თვალწინ. რამდენადაც სიმპატიური იყო, იმდენად ზიზღის გრძნობას გიჩენდა მისი დამცინავი მზერა. კარგს ამ ადამიანში ვერაფერს დაინახავდი. თითქოს სულის სიბინძურე სხეულზე ეტყობაო. დილით დედას თბილმა ხმამ გამომაღვიძა. -ანანო დედიკო, მე მივდივარ და კარი გადაკეტე. საჭმელი გაკეთებულია, სახლი მილაგებული. თუ რამე დაგჭრიდეს ნათიას დაურეკე შენით არ იხლაფორთო ეხლა რაღაცეები. სამსახურში დაურეკე და უთხარი, რომ რამდენიმე დღე ვერ მიხვალ. ძალიან გთხოვ თავს გაუფრთხილდი. -ნუ ღელავ დეე პატარა ხომ აღარ ვარ. მოიცადე ორი წუთი გადავიცმევ და ჩანთების წაღებაში მოგეხმარები. -რას მომეხმარები გოგო ჩემხელა გიფსი გაქვს დაკიდებული. ფეხი არ გამოადგა გარეთ, ისე წვიმს კიდევ სადმე არ დაეცე, დაეტიე სახლში. "გაიმკაცრა" ხმა დედაჩემმა. მეც აღარ შევეწინააღმდეგე, ხალათი მოვიცვი და კარებამდე მივაცილე. შემდეგ ფანჯარასთან გადავინაცვლე, რომ იქედან მეყურებინა ჩემი ფუს-ფუსა დედიკოსთვის. ჩანთა შემოსასვლელთან დატოვა, თვითონ კი ტაქსის გასაჩერებლად გაემართა. უცებ თვალში ნაცნობი პიროვნება მომხვდა. სპორტულებში გამოწყობილი, მთლიანად გაწუწულმა სირბილით შემოუხვია ჩვენს ეზოში.ეს ამ ზამთარში და წვიმაშიც დარბის? ხმამაღლა ამომხდა გაოცებულს. დიდი ჩანთით ხელში მიმავალ დედაჩემს გაუსწორდა, სავარაუდოდ მიესალმა, ჩანთა გამოართვა და ტაქსამდე მიატანინა. დავინახე, როგორ იღვრებოდა მადლობებად დედაჩემი. სანდრომ მანქანის კარი მიუხურა და სახლისკენ სწრაფად გაიქცა. მისმა ასეთმა ჯენტლმენურმა საქციელმა, ცოტა არ იყოს და გამაოცა. უფროსების მოჩვენებითი პატივისცემა მაინც სცოდნია ვაჟბატონს ამოვიბურტყუნე და სამზარეულოში გავსანსალდი ყავის გასაკეთებლად. ჩემი საყვარელი კრუასანები, რომ არ დახვდა გული დამწყდა. თუმცა მაინც არ დამეზარა და საცხობში ჩასასვლელად ჩქარა გადავიცვი ტანსაცმელი. იმას თუ არ ჩავთვლით გიფსიანი ხელით, რამდენი ხანი ვიწვალე მკლავში რომ გამეყარა. თან გულში სანდროს ვლანძღავდი ჩემი ესე წვალებისთვის. საცხობში შესულს ისეთი გემრიელი სუნი დამხვდა, კინაღამ თავბრუ დამეხვა. დოდო დეიდა ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, იცის როგორ მიყვარს მათი ტკბილეულობა და სულ საუკეთესოებს მირჩევს ხოლმე. დღესაც ცოტა ხანს შემოვრჩი მასთან საჭორად. შემდეგ ცხელი კრუასანები გამოვართვი და გამოვედი. სახლს, რომ მივუახლოვდი ის ურჩხული გამოძვრა უცებ სადარბაზოდან, თავისი მანქანა შორიდანვე ააჭყლოპინა. ტრადიციულად დამცინავი მზერით დამაჯილდოვა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. დილით შექმნილი მისდამი ოდნავი დადებითი განწყობა სწარაფად გამიქრა და ისევ უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა მის თავხედობაზე. მთელი დღე მისაღებ ოთახში გავატარე. რამოდენიმე ფილმს ვუყურე. ნათიას არ ეცალა და გვიანობამდე ვერ გამოვიდოდა. სამსახურში დავურეკე და გავაგებინე, რომ რამდენიმე დღე ვერ მივიდოდი ხელის გამო. საღამოსკენ სახლში ჯდომა საშინლად მომწყინდა, თანაც გარეთ აღარ წვიმდა და გადავწყვიტე გამესეირნა. ისევ საშინლად ვიწვალე ჩემი გიფსით პალტოში შეძვრომა, საბოლოოდ მაინც მოვახერხე და სუფთა ჰაერზე თავისუფლად გავაჭერი. გარეთ გამოსულმა თვალები დავხუჭე, ცივი ჰაერი ღრმად შევისუნთქე და ამოსუნთქვას, რომ ვაპირებდი მისი საზარელი ხმა ჩამესმა ყურებში. თვალები ფეთიანივით დავაჭყიტე და ჩემს პირდაპირ ატუზულს წარბაწეულმა ავხედე. -ამოისუნთქე თორემ დაემსგავსე უკვე ბუს. მესროლა "სასიამოვნო" რეპლიკა. ამოსუნთვით ვერა, მაგრამ აი ხველებით კი მართლა ლამის გავიგუდე. არც განძრეულა. იდგა მშვიდი სახით, შავი თვალებიდან სიცარიელის მეტი არაფერი მოდიოდა. ხმა არ გამიცია, გვერდი ავუარე და გზა განვაგრძე. -ჩემს წინადადებაზე იფიქრე? მომაძახა სრულიად სერიოზულად. გაცოფებისგან მთელი სხეული ამიკანკალდა, მისმა სიტყვებმა ერთ ადგილზე გამაშეშა. პასუხი არ გამიცია, რამდენიმე წამი ასე გაუნძრევლად ვიდექი. შემდეგ საკუთარ თავს ძალა დავატანე და გზა განვაგრძე. -თუ მოიფიქრებ, ჩემი სადარბაზო იცი. პირველი სართული, შავი რკინის კარები. მომაძახა და შიგნით შევიდა. თვალებდაჭყეტილი ვიდექი და ვფიქრობდი, ნუთუ მის თავხედობას და ცინიზმს საზღვარი არ აქვსთქო. ცოტა ხანს ვისეირნე, სუფთა ჰაერი ძალიან მომიხდა. ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და თავს ძალიან ლაღად ვგრძნობდი. ამასობაში ნათიამაც დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან მოდიოდა. სახლისკენ სასწრაფოდ გავემართე. ისარივით, შევარდი სადარბაზოში, რომ მას არ გადავყროდი ისევ. ჩაიდანი გაზქურაზე მქონდა შემოდგმული და ფანჯრიდან ნაცნობ ოთხეულს ვუყურებდი. სანდროს მანქანასთან იდგნენ და რაღაცაზე ხმამაღლა ყიყინებდნენ. ამასობაში ნათიას მანქანამ შემოუხვია და მათ მოპიდაპირე მხარეს გააჩერა. ბიჭებმა ცნობისმოყვარე მზერით გახვრიტეს საწყალი გოგო. ერთ-ერთმა ნაბიჯიც კი გადმოდგა და ნათიას თბილად მიესალმა. შევამჩნიე ჩემს დაქალს გაოცებისგან, როგორ აუცოცდა თვალები შუბლზე, დაბნეულად დაუკრა თავი და სადარბაზოში შემოძვრა. -გოგო ვინ არიან ეს ჰოლივუდის ღიმილინი ახალგაზრდები? აღფრთოვანებულმა მკითხა სამზარეულოში შემოსულმა. -ჩემი ახალი მეზობელი და მისი განუყრელი ძმაკაცები. ზიზღით წარმოვთქვი. -ვაიმე ხელზე რა გჭირს? ახლაღა შეამჩნია ჩემი გიფსი. ყავის ჭიქები მისაღებში გავიტანე, ორივემ სავარძლებზე მოვიკალათეთ და მშვიდად მოვუყევი ჩემი ხელის თავგადასავალი. ნათიას თვალები ნელ-ნელა უფართოვდებოდა. სიბრაზისაგან ლოყები აუწითლდა. -როგორ გაბედა ესეთი რაღაცა. ან საიდან მოიტანა, რომ მის ლოგინში ფულის გამო ჩახტები. ველური. ღირსია გავიდე და სუყველა ერთად მივალანძღო იქ. -კარგი რა. აზრი მითხარი..დადგები წაუკითხავ მორლას ამხელა კაცებს და ისეთი სახით შემოგხედავენ გეგონება ჩინურად ესაუბრებოდე. დედაჩემმა არ იცის სინამდვილეში, რაც მოხდა და არ წამოგცდეს იცოდე. -არა გოგო დებილი ხომ არ ვარ. მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. ალბათ, რომელიმე მეზობელმა მოაკითხა დედაჩემსთქო გავიფიქრე და კარებისკენ ზანტად გავემართე. არც გამიხედავს ისე გამოვაღე, რომ მოულოდნელად შევკივლე. ჩაბნელებულ სადარბაზოში, ის ურჩხული და კიდევ ერთი ბიჭი იდგა. ხელით გამწია და ისე შემოვიდნენ შიგნით თითქოს მთელი დღე მათ მოსვლას ველოდი. გაშტერებულმა გავაყოლე თვალი და გონს უცებვე მოვეგე. -უკაცრავად, მაგრამ თქვენ აქ ვინ დაგპატიჟათ?. ზედაც არ შემოუხედავთ, გეზი პირდაპირ მისაღები ოთახისკენ აიღეს. კარები მივხურე და უკან პატარა ბავშვივით დავედევნე. ნათიამ გაოცებულმა ამოხედა დაუპატიჟებელ სტუმრებს. -საღამო მშვიდობისათ გოგონებო. დაიწყო ჩემთვის უკვე ნაცნობმა, სადროს მეგობარმა. -მე აკო ვარ ეს კიდე სანდრექსა. ისე სიამაყით გამოგვიცხადა თითქოს დიდი პატივი ყოფილიყოს ჩვენთვის. ნათია მალევე გამოერკვა და ირონიული ღიმილი ახლა მან აიკრა სახეზე. -ესე იგი აკაკი და ალექსანდრე. ხო? აკოს ესიამოვნა ნათიას პირდაპირი იუმორი და გაუღიმა. -შემიძლია გავიგო აქ რა ჯანდაბას აკეთებ? მოთმინება დაკარგულმა ვუღრიალე ჩემს სავარძელში ჩასვენებულ სანდროს. ადგილიდან არ განძრეულა, მხოლოდ წარბი აქაჩა და ანთებული თვალებით გამომხედა. -შენ სტუმრების მიღება ასე გასწავლეს? გესლიანად იკითხა და ნათიას გადახედა. -არასასურველ სტუმრებს, რომლებსაც შეუძლიათ ქალს ხელი უპრობლემოდ მოტეხონ, დაახლოებით ესე იღებენ. განუმარტა ნათიამ. - ჩემი ბრალი არ იყო. თვითონ დაიგრძელა ხელები. -და აბა ბო*ად, რომ მომმნათლე და პირდაპირ მაჯახე სექსში ფულს გადაგიხდიო, სიხარულით შუბლი უნდა დამეკოცნა? .გაოცება ვერ დავმალე. -ნუ კივი ძალიან გთხოვ, ბოდიშის მოსახდელად მოვედი, მაგრამ ეტყობა არც მაგას იმსახურებ. ისეთი ისტერიჩკა სოფლელივით წიკვინებ მეორე ხელსაც სიამოვნებით მოგტეხავდი. აკო წავედით აქედან, თორე გული ამერევა ეხლა. ორივე ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაემართნენ. სანდრო ჩემს პირდაპირ შეჩერდა წამით, ზიზღით სავსე თვალებით ჩამხედა ჩემს დამფრთხალ და გაოგნებულ თვალებში და კარები მაგრად გაიჯახუნა. კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ალბათ ასე გაშტერებული, რომ არა ნათია. -ანანო შემოდი ეხლა და დაჯექი. ყურადღება არ მიაქციო მაგ იდიოტებს. მაინც რამხელა წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. -მეზიზღება ნათ.ცხოვრებაში არავინ და არაფერი შემზიზღებია, მაგრამ ეს მამაკაცი მთელი არსებით მძულს. როგორ არ მინდა მისი სახის დანახვა.. ცრემლებმა მაინც თავისი გაიტანეს და ნელა დაეშვნენ ჩემს ლოყებზე. ნათიამ ხელი მომხვია, ჩემი თავზე გულზე მიიდო და თავზე დედასავით მაკოცა. დასაძინებლად წავედით, თუმცა მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. ის საზარელი, ზიზღით სავსე თვალები არ მშორდებოდა, თითქოს ჩემს აჩრდილად იქცნენ და თავს საითაც მივაბუნებდი იქვე ჩნდებოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.