შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (15)


9-06-2015, 15:22
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 076

ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასეთი ბედნიერი ოდესმე გავხდებოდი.. მე და ასეთი შეყვარებული კი, მაგრამ როცა უკვე მასაც ვუყვარვარ ეს უკვე რავი, არ მეგონა უბრალოდ, მაგრამ ერთის ყოველთვის მჯეროდა - სასწაულების. ეს ხომ დედამიწაა. აქ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს. რაა გასაკვირი? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არამგონია გაგიკვირდეთ და ალბათ მიხვდებოდით კიდეც რომ ჩემი დევიზი - არასოდეს თქვა არასოდეს. რომელი ჯასტინ ბიბერი მე ვარ, მაგრამ ეს მართლა ასეა. უცებ შენს თვავს ისეთი რამ შეიძლება დატრიალდეს რომ ცხოვრებაში გაფიქრებულიც არ გქონდა, ბევრი ასეთი შემთხვევა ვიცი და სწორედ ამიტომ ვეუბნებოდი სანდროს - "მე ვერ გამაოცებ"... პატარა ბავშვივით მჯერა სასწაულების და სიმართლე გითხრათ ამით ვამაყობ, ამიტომაა რომ არაფერი აღარ მიკვირს. ამიტომ ვიყავი ლაღად მარტოობის დროს, ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა ჩემი ოცნების პრინცი RANGE ROVERზე ამხედრებული, არა ცხენზე არა, რადგან ცხენების მეშინია. ჩემი პრინციც გამოჩნდა, ჩემი სანდრო... იყო ბედნიერი, რას ნიშნავს ეს სიტყვები თქვენთვის? ჩემთვის ეს ენით აუღწერელი გრძნობაა, როგორ სიყვარული, მაგრამ სიყვარული ეს უფრო დიდი რამაა, ამით ცოცხლობენ და არსებობენ ადამიანები მთელ მსოფლიოში... სანდრო, სანდრო კი ჩემი ყველაფერია, ყველა ჩემი გრძნობაა მასში გაერთიანებული და ყველა ამ გრძნობით მიყვარს. ერთი თვე გავიდა ჩემი დაბდღის მერე. ისევ ისეთი ბედნიერებით ვცხოვრობდით მე და სანდრო. არ ვკარგავდით არცერთ დღეს, არცერთ საათს, წუთს, წამს და ერთმანეთთ ვტკბებოდით. ამ ცხოვრების მშვენიერებით.
დილა... ყველაზე საშინელი რამაა როცა მოსწავლე ხარ. ხოდა ეს დილაც ასე დაიწყო, სანდრომ დამირეკა და გამაღვიძა. მაღვიძარის ფუნქციას ახლა უკვე ის ასრულებდა:
- ჩემო ცხოვრება როგორ ხარ? რას შვები? ჯერ არ გაიღვიძე ხო? ანდა რას გაიღვიძებდი? ჩემი ძილის გუნდა. მომენატრე უკვე, კარგი ადექი ეხლა მალე და ცხრის ნახევარზე მანდ ვარ კაი?
- ჰოჰოჰოოოო, რო მიაყარე ყველაფერი ეხლა დამავიწყდა საერთო რა მკითხე ამიტომ ბოლოზე გიპასუხებ - კარგი.
- ჩემი პატარა შტერი გოგო.
- აჰა ესეიგი შტერი ხოომ?
- შტერი მაგრამ ჭკვიანი - ეცადა ისე ეთქვა რომ არ მწყენოდა. ვაიმე რა სიფორთხლე მყავს რაა. ჰაჰ, ერთადერთი და განუმეორებელი. ვაივაი ვაიიიი ჩემიააა.
- ჩემი კრეტინი ბიჭი.
- აჰა ესეიგი კრეტინი ხოომ?
- ოჰ მომბაძა ბიჭმა. კაი კრეტინი მაგრამ საყვარელი.
- ჭკვიანი არა?
- საყვარელიი. - ამაზე ორივეს გაგვეცინა. ჭკვიანს სპეციალურად არ ვეუბნებოდი. - კარგი წავედი ეხლა თორემ პირველ საათამდე ესე ვილაპარაკებთ.
- კარგი ცხოვრებაა.
- კარგი მიდი მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ.
- კარგი ჰო. გათშე.
- ხო ვთიშავ.
- გათიშე მერე.
- ვთიშავ. - თან იცინოდა. არ აპირებდა ეს შტერი გათიშვას და ესე უნდა ვეწვალებინე. ვაიიიიი როგორ მიყვაარს. მოკლედ ავდექი და მოვწესრიგდი. სანდრომაც მომაკითხა და სკოლაში წამიყვანა. სკოლაში შესვლის წინ სანდრომ წარმატებული დღე მისურვა, როგორც ყოველთვის, მერე მაკოცა ძააალიან აგრად და მერე გამიშვა. კლასში შევედი და ჩემს ადგილას - პპირველ მერხზე მოვკალათდი რადიატორთან და დაძინებას ვაპირებდი რომ ჩემი კლასელი და ამავე დროს დაქალი კინაღამ თავზე დამახტა:
- მარიიი იციი ახალი კლასელი გვყავს. თან ბიჭიაა.
- ურააა.
- ეეე კაი რაა ნუ ხარ მკვდარიიი, აუუ ნეტა როგორიაა?
- მწვანე.
- აუ რა კრეტინკა ხარ რააა
- კრეტინკა და სტუპიდო კიდე.
- ჰა ჰა ჰა
- ჰი ჰი ჰი
- ჰო კაი რა იყო რა ხასიათზე ხაარ?
- რა ხასიათზე და ეძინება, გამეცალე ეხლა აქედან.
- უიმეეე, მუდოო.
- გადი. - ძლივს გამეცალა. დაძინებას ვაპირებდი ისევ მაგრამეხლა უკვე ზარი დაირეკა და მასწავლებელიც შემოვიდა. გაუხმეს ფეხები რაა. ფიზიკა მქონდა პირველი და ამ სწერვა მასწავლებელს დამრიგებელიც შემოყვა და ის ახალი მოსწავლეც შემოათრია.
- ბავშვებოო გაიცანით ეს თქვენი ახალი მოსწავლეა - გეგი. - სულ არ შემიხედავს არცერთისთვის ჩემთვის თავი მედორადიატორზე და მეძინა, უბრალოდ ვუსმენდი და გეგი რომ გავიგონე გავიფიქრე - "რა მოღრეცილი სახელები ქვიათ ამ ხალხს რაა." ჰაჰ.
- ზდაროვა სასტავ. (გეგი) - ოხ გაიჯეჯილა ბიჭმა. ზდაროვა და მოგახტა კაროვა. ეტყობა რო "კაი ბიჭი" იყო. ფუუ ვერ ვიტან ესეთებს. მოკლედ დატოვა ეს გეგი დამრიგებელმა კლასში და გავიდა. ფიზიკის მასწმაც დაიწყო სიის წაკითხვა. ჩემი გვარი რომ ამოიკითხა მხოლოდ ხელი დავუწნიე იმის ნიშნად რომ აქ ვარ მეთქი და მანაც სწერვა სიფათი მაჩუქა. სიის კითხვა რომ დაამთავრა დამიყვირა:
- მელაძეეეე გაიღვიძეეე. - იმხელა იღრიალა გული გამისკდა და ავფართხალდი, თავი კიდე რაფას ავარტყი რადგან რაფის ქვეშ მქონდა შეყოფილი და ისე მედო რადიატორზე.
- ჰა, რა მაა, აუ თავი. - დებილივით აქეთ-იქით ყურება დავიწყე და იდიოტმა კლასელებმაც ამაზე სიცილი დაიწყეს, მაგათაც ოღონდ სასაცილო მიეცი რამე და მეტი არ უნდათ. ჩემს გვერდზე მჯდომმა ჩემმა დაქალმაც იდიოტივით სიცილი დაიწყო. - რა გაცინებს გოგო, იიიი. - ერთი შევუბღვირე და მერე რადიატორს ზურგით მივეყრდენი. ის გეგიც დავინახეე. ვაა არ იყო ცუდი ბიჭიიი, სიმპატიკური იყო, რაც ჩემთვის ჩემს კლასში მერვე საოცრება იყო, რადგან ბიჭები ისეთი ცუდი როჟები არია ჩემს კლასშ რო რავი, ცალი თვალითაც არ მოგინდება შეხედვა, თან ყველას ორი წლის ბავშვის ტვინი ჰქონდათ. ეს გეგც მე მიყურებდა, რა უნდოდაა, რაღაც გაფართოებული თვალებით იყურებოდა და ნერვებს მიშლიდა, თან მიკვირდა რადგან მე არ ვიყავი ჩემი კლასისთვის ლამაზი, ერთი ვიღაც ვირთხა კლასელი მოსწონდათ ჩმი კლასის ყველა ბიჭს და მარტო მაგას მიიჩნევდნენ ლამაზად, ხო და კიდე ერთი ვიღაც ჯუჯა ტიპი, მხოლოდ და მხოლოდ ტანი რომ ქონდათ კარგი მაგიტომ. ჰოი ბედკრულო საქართველო საით მიექანები რიხინ-რიხინიით? რა უნდა მექნა ეხლა ამ ფიზიკაზე? რა და სანდროს მივწერეე:
- რას შვები ჩემო ცხოვრებავ და სუნთქვავა?
- ჩემო სუნთქვავ შენ გაკვეთილზე არ ხარ?
- კიი პროსტა ფიზიკა მაქვს და ეხლა ხო არ მოვუსმეენ.
- არა კაცო რა უნდა მოსუმინო ეგ როგორ შეიძლება. იმიტომაა რო არ იცი ფიზიკა. მორჩი მესიჯობას და მოუსმინე მასწავლებელს.
- აუ სანდრო კაი რააა.
- გოგოოო. მოუსმინეეე - ამ დროს მეცინებოდა დათან ცოტათი ხმამაღლა, რითაც ეტყობა ამ მოღრეცილი გეგის ყურადღებას მიქცევდი, ვგრძნობდი მის მზერას და ნერვები მეშლებოდა, შეტრიალდეს რა იმ ვირთხისკეენ, თან შუა რიგში მეორე მერხზე იჯდა ისე რომ პირდაპირ მიყურებდა.
- ჰო კაი წავედი. - მოვრჩი მესიჯობას და მისი მზერისგან სახე ამწვარმა გავხედე. აუ რა ნაგლი იყო კი არ გაიხედა. ცოტა ხანი ვუყურე და მერე ისევ მასწავლებელს მივუბრუნდი. მეტი საქმე არ მქონდა დაა. როგორც ქნდა გაკვეთილებმაც ჩაიარა. კლასში ვიყავი ჩანთას ვალაგებდი ჩემს გარდა არავინ იყო რადგან სულ ვზოზინებდი და ბოლო გავდიოდი ხოლმე თან სანდროს ველოდებოდი. უცებ იმ გეგიმ შემოიხედა და ისევ გავიდა, მაგრამ წუთი არ იყო გასული ისევ შემობრუნდა და ჩემს მერხთან მოვიდა.
- გამრჯობა.(გეგი) -საპასუხოდ უბრალოდ გავუღიმე.
- გეგი - ხელი გაომიწოდა და მეც ჩამოვართვი, მაგრამ ჩემი სახელი არ მითქვამს.
- სახელს არ მეტყვი?
- მარი.
- სასიამოვნოაა.
- ..... - რა სწერვა ვარ. ჰა ჰაააააა.
- ხო როგორც იცი მე შენი ახალი კლასელი ვარ, სხვათა შორის ვეკუადან გადმოვედი.
- თუ გამოგაგდეს? - ჩანთა გადავიკიდე და ავდექი.
- ნუ ხო, ერთი ვცემე და არ გამაჩერა დირექტორმა.
- რატომ გგონია რომ აქ გაგაჩერებენ?
- ვინ არ გამაჩერებს? ავჩეხავ შენს კლასელებს. - მე გამეცინა ამაზე და ვუთხარი:
- კლასელები არა მასწავლებლები.
- ა მასწავლებლები გამაჩერებენ კაცო
- კაი, აბა შენ იცი, მაგ იმედით იყავი. - ძალით გავუღიმე და მერხებიდან უნდა გავმძვრალიყავი წინ გადამიდგა და გზა ჩამიკეტა. - იქნებ გამატარო? - და თვალებში ავხედე, რადგან საკმაოდ მაღალი იყო.
- გაიარე კაცო რა გიშლის ხელს.
- აუ რა იდიოტი ხარ.
- როგორ?
- ი დ ი ო ტ ი ხარ - ასო-ასო გავუმეორე გარკვევით, არ მეშინოდა ხოლმე გამეორების.
- აე ლამაზო მისმინეე... - და ამ დროს სანდრომაც დამირეკა:
- ხო? ...... მოხვედი? .... კაი ჩამოვდივარ....
- გამატარე მეჩქარება.
- ოჰ დაურეკეს და ეჩქარება გოგოს.
- ხო მეჩქარება და იქნებ გამატარო?
- ნწ.
- კაი. - მეტი რა გზა მქონდა მერხებიდან გადავძვერი და ისე წამოვედი. როგორც მივხვდი უკან დამედევნა და დამიძახა:
- ეე კაი რა დამელოდეე - არაფერი არ მიპასუხია არც მოვბრუნებულვარ, მიუხედავად მაგის სიმპატიურობისა სულ ცალ-ფეხზე მეკიდა, მე მაგაზე უკეთესი უკვე მყავდა.
- მარიი კაი რა მოიცადეეე. - სკოლიდან გავედი სანდროს მანქანაში ჩავჯექი, ახლოს ეყენა, და მაგრად ჩავეხუტე. მერე წინ რომ დავინახე დავინახე გეგი როგორ იყურებოდა გაფართოებული თვალებით. ჩამეცინა და სანდროს ვუთხარი წავედითთქო. თვალს არ მაშორებდა, "მიყუროს და დატკბეს" - გავიფიქრე და წავედით.
- მარი სი ბიჭი ვინ იყო? (სანდრო)
- ჩემი ახალი კლასელი, მოღრეცილი გეგი. - ამაზე გაეცინა.
- და მოღრეცილი რატო.
- კაი რა აბა რანაირი სახელია "გეგი".
- ჰაჰ, რატო მოგსდევდა?
- დებილია და მაგიტომ. მთელი დღე სახე ამიწვა ყურებით ვიღაც იდიოტია რაა.
- სახეს ავახევ ერთი მოეწონო რაა. მარა შენ თავს რომ ვერავინ წამართმევს ეგ ფაქტია.
- რა თქმა უნდა - მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე.

მეორე დილას ჩვეულებრივად სანდრომ გამაღვიძა და სკოლაში წამიყვანა. გზაში რაღაცეებს მელაპარაკებოდა.
- მარი
- ჰა?
- მოკლედ პირდაპირ გეტყვი რაა... ხვალ ბათუმში მივდივარ...
- რაა? - ცოტა გაბრაზება დამეტყო სახეზე.
- ხო რაა რაღაც საქმე გამომიჩნდა და 1კვირაში ჩამოვალ. ან შეიძლება უფრო მალე.
- სანდროო... კარგი რაა... ამისთანა რა საქმეაა. რომ არ წახვიდე რამოხდებაა? - გავებუტესავით.
- კარგი ეხლა, ხომ გითხარი 1კვირაში ან უფრო მალე ჩამოვალ. აუცილებელია რომ არ წავიდე არ გამოვა, აუცილებელია...
- ხვალ რომელზე მიდიხარ? - არ დავამთავრებინე ბოლომდე თქმა.
- დილას რვაზე. - მოვიწყინე და თან ნერვები მეშლებოდა, მაგრამ მასაც რა ექნა..
- მაშინ დღეს სკოლაში არ წავალ.
- რას ქვია არ წახვალ?
- სადმე წავიდეთ... ბოლო დღეა. - შემომხედა და თბილად გამიღიმა.
- კარგი. მთაწმინდაზე ხო?
- ხო. - მანქანა მოაბრუნა და მთაწმინდისკენ წავედით. ისევ იმ ადგილას ავედით პირველად რომ ვიყავით, მაშინვე ის დღე გამახსენდა. ეჰ, როგორ მიყვარდა ეს ადგილი. კალთაში გვერდულად ვეჯექი და მის მხარზე თავი მედო, ჩემს თმებს ეთამაშებოდა და ზოგჯერ რაღაცეებზე წამოიწყებდა ლაპარაკს. ხვდებოდა რომ არ მიდოდა წასულიყო, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა და მასაც რა ექნა. ასე გავატარეთ დრო და სამზე სახლშიც მიმიყვანა. სადარბაზოსთან რომ გააჩერა მანქანა გადავიდა და ჩემი კარების მხრიდან მოვიდა, მეც გადმოვედი, ეტყობა კარების გაღება უნდოდა მაგრამ არ დავაცალე და ამაზე გაეცინა. გადავედი და კარებს მივეყუდე, ის გვერდზე მედგა, ორივე მიწას დავშტერებოდით და ასე ხმაამოუღებლად ვიდექით ცოტა ხანი. ბოლოს ისევ მან დაარღვია ეს საშინელი და აუტანელი სიჩუმე:
- მალე ჩამოვალ... გამიჭირდება ყოველ დილას შენ რომ ვერ დაგინახავ.
- მე უფრო გამიჭირდება. - მომიახლოვდა და მაგრად ჩამეხუტა - მომენატრები.
- რა თქმა უნდა მეც მომენატრები და გთხოვ ეხლა ნუ მოიწყენ სამუდამოდ კი არ მივდივა, მხოლოდ ერთი კვირა.
- ხო ვიცი, ვიცი, მაგრამ ისე შეგეჩვიე... ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავიღვიძო დილას, ან ყოველ დღე რომ ვერ გნახავ ეგ როგორღა ავიტანო.
- გპირდები, რომ ყოველ დღე დაგირეკავ ხოლმე და დილას ისევ მე გაგაღვიძებ. სკოლაში კი მძღოლი წაგიყვანს ხოლმე.
- ვინ მძღოლი?
- სკოლაში რომ წაგიყვანოს ხოლმე ის მძღოლი, სპეციალურად შენთვის დავიქირავე.
- აუ არ მინდა რაა, რა ძღოლი რის მძღოლი, ესე ხო სულ დამავიწყდება სიარულიი, არ მინდაა.
- უკვე დავიქირავე აზრი არ აქვს.. - და გასაჩუმებლად უფრო მიმიკრო.
- ჯანდაბას, კარგი. ისე რა მძღოლი აგიტყდა?
- შენი სიზარმაცის ამბავი რომ ვიცი დაგაგვიანდება იმ ავტობუსზეც და მარშუტკაზეც - ორივეს გაგვეცინა. მარა ეს უფრო სევდანარევ სიცილს გავდა. მართლა რა იყო ერთი კვირა, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა მის გარეშე ყოველი დილა. ბოლოს ერთი მხურვალედ მაკოცა და წავიდა, მეც ავირბინე სახლში და მაშინვე ჩემს ოთახში შევვარდი. დავიწყე ფიქრი. თან მეშინოდა, ანქანით მიდიოდა და რამე რომ მოსვლოდა? არა ჯობდა ცუზე არ მეფიქრა მაგრამ მაინც მეფიქრებოდა. არა როგორმე უნდა გამეძლო ეს ერთი კვირა, თან რა იყო ისეთ აქ რომ მოვმკვდარიყავი, ხომ მითხრა რომ ერთ კვირაში ჩამოვიდოდა, თან ყოველ დღე დამირეკავდა, ხოდა მორჩა რა.



№1  offline წევრი maxara

მაგარია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent