შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი წილი სიცოცხლე (სრულად)


9-06-2015, 16:45
ავტორი sopiko
ნანახია 4 250

ეს ამბავი, თუ შეიძლება ამბავი დავარქვათ, წლების წინ მოხდა. მას მერე უამრავმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ წარსული დღენი არასდროს დამავიწყდება. ახლა ოჯახი მაქვს, საყვარელი მამაკაცი მიმშვენებს მხარს, ჩემი ოქროსფერთმიანი ნაია და ცისფერთვალება დათუნაც ყოველდღე მახარებენ, მიუხედავად იმისა რომ უკვე 50 წლის ვარ თავს საოცრად ახალგაზრდად ვგრძნობ. არ მაქვს უფლება ეს ყველაფერი არ შევირგო, იმიტომ რომ ბედნიერება ამ ქვეყნად ყველაზე კარგმა მეგობარმა მაჩუქა. არ მოგესმათ... მაჩუქა... არ დაიშურა ჩემთვის თავისი წილი სიცოცხლე. იცოდა, რისკზე მიდიოდა ,მაგრამ უნდოდა დაემტკიცებინა როგორ ვუყვარდი, იქნებ ამით მადლობის გადახდაც სურდა. ზუსტი პასუხი ვერასდროს მომიძებნია მისი საქციელისთვის, მაგრამ ვიცი... ახლა რაც ჩემს გარშემო ხდება მისი დამსახურებაა.

მე და ნაია სულ ერთად ვიყავით. ბევრი მეუბნებოდა გიყენებს, გატყუებსო. მეგობარში ეჭვი არასდროს შემიტანია, ყველას ვსაყვედურებდი თუ მასზე რამე ცუდს იტყოდნენ. ვინც მისი ცრემლის მიზეზი გახდებოდა სამუდამო მტრად გადავეკიდებოდი , მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიე ჩემს კლასელს როცა მითხრა რომ ნაია ჩემს ზურგსუკან რაღაც ინტრიგებს ხლართავდა. ''შურსო''-მეუბნებოდნენ. მე კი ვფიქრობდი, რისი უნდა შეშურებოდა ისეთ გოგოს როგორიც ნაია იყო, მხოლოდ ეკონომიური მდგომარეობა გვანსხვავებდა ერთმანეთისგან და ამის გონებაში გაფიქრებაც კი მეუხერხულებოდა.
იმ დღესაც ატირებული მოვიდა ჩემთან.
-ლუკამ მომატყუა გესმის? მთელი ფული ტოტალიზატორში დახარჯა და მე...-თავი მუხლებზე დამადო და აქვითინდა.
-რატომ არ დამიჯერე ძვირფასო, ხომ გეუბნებოდი...-ვუსაყვედურე თბილად და თმაზე მოვეფერე.-მაგრამ ნუ გეშინია, ფული მაქვს, მოგეცემ და...
-არ მინდა ლაილა. ვიცი გეუბნებიან რომ გატყუებ მაგრამ რა ვქნა სულელი ვარ, ახლა კი სახლში ფული თუ არ მივიტანე მშობლები ყველაფერს მიხვდებიან.-ამოისლუკუნა ნაიამ.
-მომისმინე! არ ვიცი რას ამბობენ მაგრამ ეს გამომართვი-გავუწოდე ფული-მთავარია შენ იყო ბედნიერი ნაია, ძალიან მიყვარხარ-ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.

-თავისუფლად რომ შეეძლოს შენი დახმარება კაპიკს არ გამოიმეტებს, აი ნახავ, ჩავარდები გასაჭირში და გაიგებ ვინაა შენი ნამდვილი მეგობარი-მეჩხუბებოდა ჩემი ბიძაშვილი სალი როცა შემთხვევით ჩემს ''გმირობებს'' გაიგებდა ხოლმე. რა იცოდა რომ ეს ვითომდა მატყარა და გაიძვერა გოგო ჩემთვის კაპიკს კი არა სიცოცხლესაც გაიმეტებდა.

გავიდა წლები. მე არ გავთხოვილვარ. ნაია კი ჩემს დივანზე შვიდი თვის ორსული იჯდა. რა თქმა უნდა ამაზეც მსაყვედურობდნენ ახლობლები. ''გოგომ ცხოვრება აიშენა შენი დახმარებით და ახლა მაინც მიხედე თავსო''. მეუბნებოდნენ რომ ჩემი 35 წლის ასაკი ალაპარაკებდათ, სინამდვილეში კი ახლა ვხვდები, ჩემი ბედნიერი მეგობრის შური იყო დამნაშავე ყველაფერში.
-წყალს დავლევ-ფეხზე წამოდგა ნაია.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, ნურაფერს ნუ აკეთებ-ვცადე ისევ ადგილზე დამესვა მაგრამ უცებ მან გულზე ხელი მიიდო
-ნაია რა გჭირს?-შევშფოთდი მე. უეცრად ის იატაკზე მოწყვეტით დაეცა და აკივლდა.
-მიშველე ლაილა... ჩემი შვილი...-მხოლოდ ეს დაიყვირა და გონება დაკარგა.
-ნაია... შენს შვილს არაფერი მოუვა, გპირდები ძვირფასო, მე და შენ ერთად გავზრდით მას, ერთად ვეთამაშებით, ნაია მე...-ვტიროდი და თან ვცდილობდი გონზე მომეყვანა. სწრაფად დავტაცე ხელი ტელეფონს და სასწრაფოში დავრეკე.
-ალო, 112-ია?

ეს რომ არ მოვყვე ვერ გაიგებთ თუ რა მოხდა. საუკეთესო ექიმები ჩამოვიყვანე საზღვარგარეთიდან რომ ნაია და მისი პატარა გადაერჩინათ. ყველა წამალი შევიძინე და ვლოცულობდი რომ ექიმებს ჩამოსვლა მოესწროთ და ნაიას ჯამრთელობას საფრთხე არ დამუქრებოდა. მეგონა მას ეძინა, მაგრამ მხოლოდ ნაიას სიკვდილის წინ გავიგე, რომ ის ყველაფერს ხედავდა და ესმოდა. მან ზუსტად მომიყვა ის რომ ყოველ წუთს შუბლზე ცივ საფენებს ვადებდი, ექიმებს სასუწარკვეთილი ვეძახდი და ღვთისმშობელ მარიამმს მათ გადარჩენას ვევედრებოდი. ნაია და მისი შვილი სიკვდილს კლანჭებიდან გამოვტაცეთ. ნაიას ქმარი მუხლებზე დაჩოქილი მიხდიდა მადლობას , მე კი ეს ძალიან მაბედნიერებდა და განა იმიტომ რომ ამაყი და ამპარტავანი ვიყავი, იმიტომ რომ ის რომ, ჩემი მეგობარი ცოცხალი იყო, პატარა წვლილი მეც მიმიძღვოდა. ვიცოდი ის ძვირადღირებულ პრეპარატებს და ფულს არ გადაურჩენია, ჩემმა გულმხურვალე ლოცვამ და უფალმა იხსნა.

მე ორმოც წელს მივუკაკუნე. ერთ დღეს ტელეფონმა დარეკა:
-გისმენთ.
-ლაილა ხარ?
-დიახ.
-მე ლევანი ვარ, გახსოვს..
-აა ლევან, ჩამოხვედი ძვირფასო? რა კარგია-შევძახე გახარებულმა და მის გაოცებულ ხმას ყურადღება არ მივაქციე ,ისე ჩავანიშნინე მისამართი და ვთხოვე სახლში რაც შეიძლება სწრაფად მოსულიყო. ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარი და გერმანიაში გადაკარგული ემიგრანტი იყო. როგორც ნაიას ვთვლიდი საკუთარ დად, ისე მას ვთვლიდი ძმად. შოკოლადის ნამცხვარი გამოვაცხვე, მაღაზიიდანაც ამოვიტანე რაღაც-რუღაცეები და მოუთმენლად დაველოდე მონატრებულ მეგობარს. მალე ისიც მოვიდა, კარი გავაღე და სულ სხვა ადამიანი დამხვდა.
-ვაიმეე, ლევან როგორ შეცვლილხაარ..-ვუთხარი გაოცებულმა და მაინც ძალით შემოვათრიე მისაღებში-იცი მე..
-უკაცრავად მგონი სხვაში გეშლებით, მე ის ლევანი არ ვარ თქვენ რომ გგონიათ-ეს ფრაზა პირდაპირ ასოცირდა ცნობილ, ყველაზე საზიზღარ სიტყვებთან ''ეს ის არ არის რაც შენ გგონია'' და რომ დავფიქრდი თითქმის ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონია.
-რა?
-დიახ, იცით მე ჩემს მეგობარ ლაილასთან ვრეკავდი, სახელი რომ დაემთხვა კი ამერიეთ ერთმანეთში ,მაგრამ მერე მისამართი რომ მითხარით...
-ეს როგორ მომივიდა-გავწითლდი მე და ჩემდაუნებურად თმებზე ხელი გადავისვი, ახლაღა შევათვალიერე ისე როგორც მამაკაცს შეათვალიერებენ ხოლმე. ნამდვილად ძალიან სიმპატიური იყო.
-ესე ხომ არ გაგიშვებთ, ნამცხვარი გამოვაცხვე-შემოვიპატიჟე უცებ და სწორედ ამის შემდეგ ჩემს დაპატიჟებას აღარ ელოდებოდა ისე მორბოდა ჩემთან. ჩვენმა გულებმა ერთმანეთი იპოვეს და ალბათ ერთმანეთთან დაშორებას არც აპირებდნენ რომ არა ის საღამო . მანამდე კი რამდენიმე დღით გადავინაცვლოთ.

ნაიას მშობიარობის შემდეგ ექიმები რაღაცაში დაეჭვდნენ და აღმოჩნდა რომ მას გულის პრობლემები ჰქონდა. როგორც ყოველთვის ახლაც არ დამიშურია მისთვის ფული და მზრუნველობა. მის მადლიერ თვალებს რომ ვუყურებდი, გული სიარულით მევსებოდა და ვცდილობდი უფრო მეტად გამეხარებინა ჩემი ლამაზი მეგობარი.
ხუთი წელი გავიდა მაგრამ არაფერი არ შეცვლილა. ის ისევ ცუდათ იყო, თუმცა თავს გვაჩვენებდა ვითომ არაფერი უჭირდა. ერთხელ გავიგონე ძილში როგორ ტიროდა. მოთმინება აღარ ჰყოფნიდა და გულს იოხებდა, მისი პატარა უკვე 6 წლის იყო. როცა წამლით ჰქონდა გაყუჩებული ტკივილი, შეეძლო იმ ბედნიერებით ტკბობა რასაც ოჯახი ჰქვია. ხანდახან სევდიანად გადმომხედავდა და მეუბნებოდა რომ მალე მეც გავთხოვილიყავი. მე კი ხელს ავუქნევდი და ვწუწუნებდი.

როცა ბედნიერი დამინახა თავი მშვიდად დაიგულა. პატარა ანი სკოლაში რომ მიიყვანა სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. გაუხარდა როცა საყვარელი არსება სახლში დაბრუნებული დაინახა და მან ანბანი მიურბენინა, ''მოდი დედიკო მამეცადინეო''. სიცოცხლის ბოლო დღეები სრულ სიმშვიდეში გაატარა. ალბათ არც იქნებოდა ბოლო რომ არა ის ტკივილიანი დღე რომელიც ჩვეულებრივ ყველას ახარებს.

უბედიენერეს ქალად ვიგრძენი თავი როცა კიდევ ერთხელ დავხედე ჩემ ხელს და საქორწინო ბეჭედი დავინახე. მე და ლევანი უკვე ოფიციალურადაც ცოლ-ქმარი ვიყავით და ჯვარიც დავიწერეთ. რესტორანში მივდიოდით. ე.წ. ''გონკაობა'' იყო, ლევანს ვთხოვე ცოტა ავუჩქაროთ თორემ ყველამ გაგვასწრო_მეთქი. მან კი მითხრა რომ უნდა მომფრთხილებოდა. მისმა უბრალო სიტყვებმა ძალიან გამახარა, მძღოლის სავარძლისკენ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. სწორედ ამ დროს დატრიალდა ტრაგედია. მუღამს აყოლილი ახალგაზრდა უკნიდან შეგვასკდა, ჩვენი მერსედესი კი ხეს მიეჯახა. სრულ აგონიაში გადავვარდი.
გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი, მაშინვე ექიმს მოვუხმე. უეცრად გახარებულმა ლევანმა შემოგლიჯა კარები. მე რომ დამინახა, დაიჩოქა და ღმერთს მადლობა გადაუხადა. არ ვიცი რა გულმა მიგრძნო მაგრამ პირველი ვინც გამახსენდა ნაია იყო. ლევანიმ თავი ჩახარა და ცრემლები გადმოსცვივდა, მერე კი ჯიბიდან ოთხად მოკუჭული თაბახის ფურცელი ამოიღო.
''დრო მოვიდა რომ ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადო''
ასე იწყებოდა წერილი და მაშინვე მივხვდი რაც მოხდა. თვალები დავხუჭე და საკუთარ თავს ვაიძულე კითხვის გაგრძელება.
''... გახსოვს მშობლების რისხვისგან რომ გადამარჩინე? ეს არაფერი არ ყოფილა იმასთან შედარებით რაც მერე მოხდა. მე და ნიკამ (ნაიას ქმარი) რომ ვიჩხუბეთ, შენ არ მიხვედი ნიკასთან და არ სთხოვე? შერიგდით, კარგი იდეა მაქვს და თუ ასე მოიქცევი ნაია აუცილებლად გაპატიებსო. ეს მოგვიანებით თვითონ ნიკამ მითხრა. მთელი ორსულობის პერიოდში თავს დამტრიალებდი, ხელის გულზე მატარებდე მაგრამ მაინც ცუდი მშობიარობა მქონდა. ყველაფერი გააკეთე ჩვენს გადასარჩენად და იღბალს არც უმტყუნია შენთვის. როცა მარტოდმარტო გხედავდი გული მიკვდებოდა. შენ ხომ დრო ჩემს გაბედნიერება მოახმარე. როცა ლევანი გამაცანი მივხვდი რომ ახლა შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი. თქვენმა ამბავმა ტკივილი დამიამა. ჩემი პატარაც სკოლაში მივიყვანე, პირველ სექტემბერს მის გვერდით ვიყავი, ყოველი ახალი ნასწავლი ასო ძალიან მახარებდა მაგრამ ახლა შენი ჯერია, შენც უნდა განიცადო ეს ყოველივე. როგორც შენი წილი ბედნიერება დამითმე, ისე მე არ დავიშორებ შენთვის ჩემ წილ სიცოცხლეს. ერთი რამ არ დაგავიწყდეს, სულ შენს გვერდით ვიქნები, შენს გულში ახლა ჩემი სისხლი დუღს''
ბოლო სიტყვეები წავიკითხე და ავქვითინდი. გულის პრობლემები ჰქონდა და რისკზე წავიდა. სისხლი გადმომისხა... მისმა გულმა კი ეს ვერ აიტანა. აი ვინ იყო ჩემი მეგობარი. ყოველი დახმარებისას რას განიცდიდა. მეგობრობა_ეს ყველაზე წრფელი გრძნობაა რომელსაც ყველაფრის დამარცხება შეუძლია... ნაია ცოხალი აღარაა მაგრამ ჩვენი მეგობრობა არ მომკვდარა, მისი ხსოვნა არასოდეს ჩაიფერფლება.

.........................................................
მხოლოდ მეორედ გადაკითხვისას როცა მინდოდა შეცდომები შემესწორებინა, მხოლოდ მაშინ მივხვდი რა დავწერე. თითოეული სიტყვა ჩემი გულიდან ამოსულია. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ისტორია რომელშიც ყალბ მეგობრობაზე ეწერა. სინანული გვიანიაო... აი ჩემი ისტორიის გმირმა კი მადლობა მაინც გადაუხადა მეგობარს, მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე დღე დარჩენოდა. მე მჯერა ამ გრძნობის და მწამს რომ ნაიასნაირი მეგობარი მეც მეყოლება (თუ არ მყავს ) გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
პ.ს. ვიცი ''მსხვერპლად შეწირული სიყვარულის'' შემდეგ თავს ელოდებოდით მაგრამ მუზამ რომ შემომიტია თავი ვეღარ შევიკავე. გპირდებით ხვალ ახალ თავს დავდებ.



№1  offline წევრი Indigo

უმაგრესი იყო, ემოციებით ვივსებოდი ამ მოთხრობის კითხვისას და ჯერაც ვერ დავიცალე, ძაან მაგარი ხარ!!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი გოგო ხარ სიტყვები არ მყოფნის

 


№3  offline წევრი monika.niqo

კაიიააა ))) მეევასაა ხო იციი :D :D

 


№4 სტუმარი სტუმარი ლალი

კარგი იყო.მომეწონა.ვკითხულობდი სულმოუთქმელად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent