ლიზა ჯაფარიძე (ნაწილი 16)
ლიზა პირველ სართულზე ფრთხილი ნაბიჯით ჩამოვიდა.. დეიდა და ცოტნე საუბრობდნენ.. ცოტნეს დაძაბული სახე ჰქონდა... დეიდა კი იღიმებოდა და რაღაცაზე ყვებოდა... -ცოტნე მამა რატომ არ მოდის სახლში...?? ცოტნემ შეხედა... და თავი ისევ დეიდასკენ მიაბრუნა.. -შენ გეკითხები? რატომ არ მპასუხობ... და ძმას მიუახლოვდა.. მის გვერდზე დაჯდა და დეიდას დაუწყო ყურება... ქალი გაჩერდა და მოთმინება დაკარგული ანიშნებდა, როგორ ბედავ ჩემს წინ დაჯდომასო.. ლიზა კი არ ეშვებოდა, პირდაპირ სახეში უყურებდა ცინიკური ღიმილით... -მოგწონს რომ არ გპასუხობენ.. ხოდა დაიტანჯე.... -ცოტნე კაი რა? შენ გირჩევნია დამეხმარო.. ნიაკო ტირილით გასკდა დედა ენატრება.... -მომისმინე თუ დედა არ მოდის მასთან შვილი რატომ უნდა მივუყვანოთ.. ელეს რომ მოენატრება მოვა.. თუ რამედ თვლის -ნიაკო ტირის ცოტნე. ახლა ჩამოვიყვან და შენ რომ დაგინახავს გახალისდება... აქ დაიცადე... -ლიზა არც გაბედო.. მაგის თავი მაქვს ახლა გოგო... ხვალ პირველი გამოცდა მაქვს ქართულში.. შენ ძმამ 10 ქულა უნდა გამოიტანოს.. მამამ ცოტა დაისვენეო.. ნიაკო კი არ დამასვენებს პირიქით... დაიწყებს -ცოთე.. ცოთე... ფუუ ამის ვერ ვასწავლე რომ ცოტნე მქვია... -ღირსი ხარ.... ხოდა მასე... და ლიზამ გაიცინა... დეიდა უფრო ღიზიანდებოდა ასეთ გახალისებულს რომ ხედავდა ლიზას... სახე უფრო და უფრო ეძაბებოდა... კარების ხმა გაიგეს... -ალბათ მამა მოვიდა... და ლიზა კარებისკენ წავიდა.. მაგრამ მამამისი არ ყოფილა სულ შეცდა.... ნინისთან მოსულიყვნენ, გაიფიქრა ამას საიდან ჰყავს ნათესავებიო და სანამ არ უთხრეს დაუძახეო, მანამდე ვერ გაიაზრა რა ექნა.... -შენ ვინ ხარ? ნინიმ მგონი დაიძინა.... -მე ერთი ვარ რა .. უთხარი, რომ გამოვიდეს საქმე მაქვს .. და გაუღიმა და თვალი ააყოლა... -რას მელაპარაკები.. მერე რა ვუთხრა ვინ გეძახისო? რა გქვია.... -გიო... მიდი დაუძახა და ხელით ანიშნა კარებზე... ლიზა სახლში შევიდა.. უცნაურად გამოიყურებოდა... -მამა მოვიდა ლიზ? -არა... ნინის კითხულობენ.. ცოტნემ ფანჯარას გახედა.. არავინ არ იდგა კარებთან.. იფიქრა ალბათ გამეხუმრაო და თავის ოთახში გავიდა.... დეიდაც წამოიწია.. ამ ქალს მართალა ყველაფერი აინტერესებდა რაც ამ სახლში ხდებოდა და არც ეს უნდა გამორჩენოდა.... ამიტომ გარეთ გავიდა..... -ნი.. სად ხარ გკითხულობენ? ადექი.. გარეთ გიცდის გიო ვარო.... და ხელი დაუქნია... ნინი წამოიწია და სახე შეეცვალა..დაბნეულმა ფეხები ძლივს გადმოყო საბანიდან... და აჩქარებით დაიწყო ჩაცმა.... ლიზა ცოტა ხანი უყურებდა და შემდეგ ისიც მაღლა ავიდა თავის ოთახში... ნინი გარეთ გავიდა, აქეთ-იქით დაიწყო ყურება .. თითქოს ვიღაცას ემალებოდა... -რას იყურები დებილივით... ვინ მოგაკითხა? დასამალი ადამიანია.... -არა.. უბრალოდ... და დეიდამ გაიცინა..-გომბიო ხარ ნამდვილი! ძალიან დებილი გოგო! აქ აღარვინ მოგაკითხოს თორემ სახლიდან შენს თავს გავაგდებინებ... იდიოტო! და ჩქარი ნაბიჯით სახლში შევიდა.. თან იცინოდა... ნინიმ თვალი გააყოლა და გარეთ გავიდა.. -შენ გიტხარი მგონი აღარ მომაკითხოვო... არ გესმის აქ მოსვლას როგორ ბედავ? -კარგი რა და სახეზე წაეტანა... -რას აკეთებ? გაგიჟდი... წესიერად ... რა გინდა? -ის ლამაზი გოგო როდის უნდა გამაცნო?... ფული სად არის? -ვინ გოგო არც გაბედო....ფული არ მაქვს.... -მე ვიცი, რომ ბევრი გაქვს პატარავ და ტუჩებზე აკოცა... ნინი წამოწითლდა... -რამე უნდა მიშოვო ასე აღარ შემიძლია... ბაღს მოვუვლე შენს უფროს შესთავაზე... დიდი სახლია და თვალი შეავლო... -შენ აქ არავინ შემოგიშვებს.. რას გავხარ... -ნი ... მიდი დაელაპარაკე და იმდენს ვიზამ ბევრს გაშოვნინებ აი ნახე.... შენ მარტო შესთავზე... დანარჩენი ჩემზე იყოს... ისე ჩავიცმევ შენც ვერ მიცნობ... წავედი მე ფული კი გამომიგზავნე... შენი იმედი მაქვს და თვალი ჩაუკრა.... -წაეთრიო იდიოტო... და ღიმილნარევი სახლში შევიდა.. კარები მაგრად მიხურა..2 წუთი გარეთ იდგა .. შემდეგ კი სახლში შევიდა... ------------------------------------------------ ლიზა ოთახში იჯდა.. პატარა ხმაურზეც კი დგებოდა... და ფანჯრიდან იყურებოდა... მამამისი არსად არ ჩანდა... ნიაკოსთან მივიდა რომელიც მის საწოლზე მოკალათებულიყო და ტკბილად ეძინა, როგორც პატარა ბავშვებს სძინავთ ხოლმე.... სახეზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე აკოცა.... ნიაკომ ხელი აამოძრავა და სახესთან მიიტანა.. ლიზას ეგონა გავაღვიძეო, მაგრამ ასე არ მომხდარა მან ძილი გააგრძელა... სათამაშოები წამოკრიფა და ერთ ადგილზე დააწყო.. ხელები წელზე შემოირტყა, თითქოს დიდი საქმე გაეკეთებინოს.. და სარკეს გახედა.. გაიღიამა... და თმები შეისწორა. ------------------------------------------------------------------------- -სახლში დაბრუნდები.. მე რომ ვიტყვი ასე იქნება ელენე ...!! ყველაფერი მოგვარდება... ახლა კი წამოდი... -არაფერიც არ მოგვარდება.. აქ ყოფნა მირჩევნია... შენ კი შენს ნათესავებს მიხედე,,,,, საყვარელ "დეიდას" ყველას რომ "უყვარს" არ შესცივდეს.. და კარები მოაჯახუნა... -რა ჯიუტები ხართ და კარებს ხელი დაარტყა.... და სწრაფად ჩაირბინა კიბეები... -ბატონო გიორგი... უნდა წავიდეთ სასწრაფო საქმეა ... იგორმა გამომგზავნა... მანქანა დაბლა დგას....' კიბეებზე თანამშრომელი შეეგება.. და ანიშნა ჩავიდეთო... -ახლა რაღა მოხდა.... -პოლიციიდან დარეკეს გავიგეთ ანდრია ვინ დაჭრა და ის პიროვნებაც დაიჭირეს ვინც ეს ქნა..... -მართლა? მშვენიერი კარგი ამბავია..... მაგრამ ახლა მე არ შემიძლია წამოსვლა.. თქვენ წადით.... იგორს უთხარი მან მოაგვაროს ეს საქმე.. ძალიან დავიღალე და უნდა დავბრუნდე სახლში... -როგორც ტქვენ იტყვით და ნელი ნაბიჯით უკან გაბრუნდა.... გიორგი კი სახლში წავიდა... სახლში, რომ მივიდა ყველას ეძინა.. მარტო ლიზას ოთახში ენთო სინათლე.... აივანს შეავლო თვალი.. და რატის თვალი მოკრა.... რატი დაიბნა... თავი შეაბრუნა და გვერდზე გაიხედა.. გიორგი კი მიხვდა რომ ლიზას ოთახს უყურებდა.... სახლი შევიდა.... პირდაპირ ლიზას ოთახისკენ წავიდა და მასთან შევიდა... ლიზა ფანჯარასთან იდგა.. ოდნავ მოშორებით და იყურებოდა..... გიორგიმ ჩაახველა-რას უყურებ? ჩვენს ლამაზ ეზოს.... ლიზამ თავი დაუქნია.... და შემობრუნდა -არაჩვეულებრივია. მაგრამ ბიჭებში არ გიმართლებს.. არც გაბედო.. რატი ხვალიდან მაგ სახლიდან გადადის მის მშობლებს ველაპარაკე და ყველაფერი ვუთხარი.. როგორი შვილი ჰყავთ.. ალბათ ინგლისში დაბრუნდება ისევ და მისი მშობლები ჩამოვლედნენ.. საკმარისია ის აქედან წავიდეს შენ მასთან არაფერი გესაქმება და ფანჯარას მოსცილდი! -მამა რა გჭირს.. ისეთი რა დააშავა, რომ გამოსწორება არ შეიძლება.... -დაიძინე ! უკვე გვიანია... აღარ მინდა ვიჩხუბოტ და ერთი და იგივე გიმეორო.. შენს დაიკოსაც დაუძია ვხედავ და ნიაკოსკენ წავიდა.... -ლიზა საწოლთან მივიდა და სინათლე ჩააქრო... მამას ანიშნა წადი აქეიდანო.... -საშინლად იქცევა ამ სახლში ყველა! და იცოდეთ ჭკვაზე მოგიყვანთ... ეს რას გგავს არ ვიცი ან შენ ასე როდის აქეთ გათავხედდი ვერ ვხვდები.. კარგად რომ გექცევი ეს იმის ბრალია.... და ოთახიდან გავიდა... -რაც დათესე იმას იმკი... ხომ ხედავ -რა თქვი? -არაფერი მამა ძილი ნებისა. მეთქი... ჩაილაპარაკა ლიზამ და საბანი თვალებამდე აიფარა... მამა რომ გავიდა ისევ წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.. რატი აღარ იდგა... -ვერ დამაშორებს! ვერავინ ვერასოდეს! საბანში შეძვრა და ბალიშს ტკიბალ ჩაეხუტა... ------------------------------------------------- დილით გიორგის პირველს გაეღვიძა.. ეზოში ჩავიდა.... -ვხედავ ერთობი! აქ ყოფნა ძალიან მოგწონს? -კი ძალიან .... არაჩვეულებრივი სახლი გაქვს ჩემი და აკლია მარტო... გიორგი წამოიწია- ნუ დაიწყე ახლა! როდის წახვალ აქედან? მითხარი ან რამდენი გინდა რომ სამუდამოდ შემეშვა... მე და ჩემს შვილებს... -მე ყველაფერი ვიცი ძვირფასო.. ყველა ის საიდუმლო რასაც შენ მალავ და არც გამოგდის.... ემილის სწავლა უნდა და მანამდე აქ დავრჩებით და რა თქმა უნდა ბიძამისი მას დაეხმარები ამ კეთილ საქმეში.... -შენ რისი თქმა გინდა? ან რაებს მიედ მოედები? წადით აქედან... თუ სწავლა უნდა ქუთაისშიც ისწავლის... -არა.. მე თბილისში მინდა დავრჩეთ.. და მინდა იმ კერძო სკოლაში ისწავლოს სადაც ლიზას ასწავლი, თორემ ყველაფერს ვიტყვი რაც ვიცი... და მერე სამივე შვილს.. ერთს მინიმუმ მაინც დაკარგავ... -რას ამბობ ბოლომდე თქვი -დარწმუნებული იყავი, რომ ჩემი დის ყველა საიდუმლო დაწვრილებით ვიცი.. შენი ძმა სად არის? ისევ ინგლისშია.... -რა გინდა თქვი.... -კარგი .. გეტყვი და გიორგის გაუღიმა.... " ვითომ არ იცოდე რომ ლიზა შენი შვილი არ არის" გიორგიმ ხელი მკლავში წაავლო... -ბოდიალობ ხომ// შენი ტყავის გადასარჩენად... -არავითარ შემთხვევაში.. თუ არ გჯერა შეგიძლია ეს გაიგო... ან გადაამოწმო... შენს ძმასთან.... -იდიოტო და ხელი ჰკრა .. სკამზე მიაგდო და წააქცია... ამ დროს ცოტნე გამოვიდა ეზოში და ეს სიტუაცია რომ დაინახა სულ შეეცვალა სახე... -რა ხდება მამა?დეიდა რა გჭირს? და დეიდასტან მივიდა.. წამოდგომაში დაეხმარა... -თვალით აღარ დამენახო.. საღამოზე, რომ მოვალ.. აქ არ დამხვდე თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩები.. არ არსებობს! და გიორგი კარებისკენ გაბრუნდა... -შენ რა მეხუმრები? კარგად დაფიქრდი ჯაფარიძე..!!! შენს ძმაზე იფიქრე....მიაძახა დეიდამ და წამოიწია და ცოტნეს შეხედა... -დეიდა რა ხდება? -არაფერი შვილო.. მე და მამაშენმა ცოტა ვიკამათეთ მაგარამ დაწყნარდება და საღამოზე ტბილად დაიწყებს საუბარს... ახლა კი თუ დამაცდი სახლში შევალ.. ემილი უნდა გავაღვიძო.... დეიდას თვალი გააყოლა.... და სკამზე დაჯდა.. -ლიზა სულ არიე ყველაფერი რა! მშვენივრად ვცხოვრობდით! ამისიც რა... და თავი მაგიდაზე დადო... -დღეს ცოტნეს პირველი გამოცდა აქვს და წარმატებები ვუსურვოთ! აბა თქვი ცოტნე! ცოტნე1 მიდი! ნიაკოს ნინი აცმევდა... ლიზა კი ელაპარაკებოდა... -კაი ლიზა ჯერ ჩაიცვას.. ვერ ხედავ ჩაცმაც კი ეზარება და ნიაკო ხელში აიყვანა... -მომეცი ნი.. გარეთ გავიყვან! ცოტნეს ვანახებ!და ხელში დაიჭირა... -რა მძიმე ხარ ნია.. და გარეთ გაიყვანა... ცოტნემ, რომ დაინახა გაუღიმა დაიკოს და ჩეხუტა... ნიაკო ძველაბურად აღარ მხიარულობდა ახლა მარტო თეფშენს წაეტანა მაგიდაზე, რომ ეწყო.... -ცოტნე.. ჩვენი ძვირფასები სად არიან? -მაღლაა დეიდა... დილას მამა ეჩხუბა რაღაცაზე და ისე გაამწარა.. ხელი ჰკრა და წააქცია.. რაღაც იცის დეიდამ და არ ამბობს .. ამით კი მამას ემუქრება... -ნეტა როდის წავა... და ლიზამ ამოამთქნარა...- მეც მინდა სკოლა ცოტნე!!! როდის წავალ? -დრეს ანდრიასთან მივდივარ.. გამოცდის შემდეგ.. ვხედავ რომ მისთვის არავის სცალია... -მე მგულისხმობ? წინაზე რომ ვიტავი ისე გამომლანძღა იქ მისვლა არ მინა საერთოდ... სახლში რომ დაბრუნდება ისედაც არ დამაკლებს ჩხუბს... -ღირსი ხარ! რა მიდიოდი სკოლიდან მარტო! შენ გამო ოპერაცია გაუკეტეს და ნახე ახლა ამის ყვედრება... სანამ არ დაავიწყდება.. არ მგონია დაავიწყდეს... -კაი რა ეგ საიდანღა გაგახსენდა.. ყველა ძმა იცავს თავის დას მერე რა თუ ჩემ გამო ოპერაცის გაუკეთეს.. მე ტქვენი და ვარ და ვალდებულია თუ ვუყვარვარ.. ჩემ დანაშულს კი ვხდები. მაგრამ ახსნას არ მაცდის.. ან მართლა რა უნდა ავუხსნა.. ბოდიშისაც არ მახდევინებს.... ცოტნემ წვენი მოიყუდა და ბოლომდე დაცალა... -ცოტა ცოტნე რა არის! ნელა... -შემეშვი რა მაგრად მცხელა! თან დღეს გამოცდა მაქვს და ცოტას ვნერვიულობ! -ნუ ნერვიულობ.. ყველაფერი კარგად იქნება.. ჩემო ჭკვიანო! ნუ ცოტნეს ხელი შემოჰხვია და გვერდზე დაჯდა... ნიაკომ გაიცინა ამაზე და თეფშს ისევ წაეტანა....ხელში აიღო და და ბლა დააგდო.... -ფრთხილად.. საკმარისია არ უყურებდე და რაებს სჩადის ეს ! და ძირს დასვა.. -ნინი! მოდი აქ და თეფშის ნამტვრევები აკრიფე.. დაიძახა ლიზამ და ნიკო გვერდზე გადააყენა.. ის კი შუშებს ეტანებოდა და ვერ წვდებოდა.. -ფრტხილად და ხელში აიყვანა...-გინდა ნაყინი გაჭამო! არ გშია! -ცოთეეე! დაიყვირა და ხელები მისკენ გადახარა... --მომეცი ჩემთან უნდა მე დავიჭერ და ცოტნე ადგა და ხელში ახლა მან იაყვანა... მას ყოველივეს დეიდა უყურებდა ფანჯირიდან და საზარელი ფიქრებიტ ბოლთას სცემდა... ემილი შემოვიდა ოთახში.. -რა ხდება დედა ვინ ყვირის! -ის საზიზღარი ბავშვი!ვინ შენი აზრით... საყვარელო მალე ამ სახლში შენი ოთახი გექნება... აქ ვრჩებით.. სწავლას აქ გააგრძელებ და ლიზას სკოლაში ივლი შენც... -მართლა დედა..? რა კარგია საბას უფრო ხშირად ვნახავ.... და დედას გაუღიმა .... -ჩემო ჭკვიანო.. შენ ყველას აჯობებ აი ნახე!--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.