მეგობრობიდან შეყვარებამდე ერთი ნაბიჯია(ნაწილი 3)
რომ გავიღვიძე ნიკას ჯერ კიდევ ეძინა.გადავწყვიტე არ გამეღვიძებინა.ჩუმად გავედი სამზარეულოში და ყავის მომზადება დაჩიწყე.მალე მადუღარის გამაყრუებელი ხმაც გაისმა.არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე გაუნძრევლად მაგიდასთან ჭიქით ხელში,მაგრამ ფაქტი ერთია,მაინც ვერ გავიგე რატომ შეიძლებოდა ეთხოვა ნიკას მასთან დავრჩენილიყავი.არა უფროსწორად რატომ მაინც და მაინც მე.კარგი რა ანა რა სისულელეზეა,უბრალოდ ცუდად იყო და შენც კარგად იცი! ამომძახა შიგნიდან ალტერეგომ და მეც თავი დავტუქსე ასეთი სულელური აზრების გამო და ცოტა არ იყოს შემრცხვა.-ეს აზრი არ გაუჩნდებოდ მარის(დაქალის) გრძელი ენა რომ არა.მან უთხრა ერთი წლის წინ ნიკას უყვარხარო.მის მერე თვითონაც არ იცის როგორ შეძლო მათ ურთიერთობას არაფერი დსტყობოდა.შემდეგ კი დარწმუნდა რომ ეს სრული სისულელე იყო.არა რა,რომ შემეძლოს კი ვეტყოდი ნუ უსმენ მაგას ფიქრი გააგრძელე სწორ გზას ადექითქო მაგრ აბა მე ერთ უბრალო ავტორს ვინ რას შემეკითხება.ესეც ზის ახლა და მშვიდად უყურებს ტელევიზორს ვითომც არაფერი-ნახევარ საათში დავინახე როგორ შევარდა ნიკა შეშინებული სახით სამზარეულოში,გეგონებოდათ ვიღაც მოსდევსო.ირგვლივ დაბნეული იხედებოდა. -რა იყო რა სახე გაქ? გავიცინე და ჭიქა სამზარეულოში მაგიდაზე დავდგი. -ხო შენ იცინე მე კიდე გული გამისკდა,მეგონა წავიდათქო. -ყავა გინდა? -აუ კი თავი მისკდება. თქვა და მაგიდის ქვემოდან სკამი გამოიღო.ჭიქა მაგიდაზე დავდგი და მის წინ დავჯექი.ცოტა ხნით ჩუმად ვიყავით,ჩვენ- ჩვენ სამყაროებში .შემდეგ კი მე დავარღვიე ეს სიჩუმე. -ნიკა... -ჰო -გუშინ რატო დალიე მეტყვი? -... -ნიკა მისმენ?ხელი მისი სახის წინ ავიქნიე -აუ ანა რა გინდა?! იმხელა ხმაზე იყვირა შიშისგან შევხტი.ნიკას გაფართოებული თვალებით მივაშტერდი. -შენ ვერ ხარ ხო?რა ჯანდაბა გაღრიალებს?! -ნუ ყვირი რა ისედაც თავი მიგჯება. ფეხზე წამოვხტი და გაბრაზებული ტელეფონით ხელში აივანზე გავვარდი.გიოს ნომერი ავკრიფე მაგრამ არ იღებდა,შემდეგ მარის ნომერი ავკრიფე და ამ დროს ნიკას ფეხის ხმა გავიგონე. ყურადღება არ მივაქციე და რეკვა გავაგრძელე -ვის ურეკავ? შედარებით მშვიდად მკითხა და ჩემს გვერდით აივანს ხელებით დაეყრდნო. -მარის,რომ მომაკითხოს და წამიყვანოს. არც შემიხედია ისე ვუპასუხე.თვითონაც არ ვიცოდი, სადღაც შორს რას გავყურებდი,მაგრამ მისთვის შეხედვა არ მინდოდა.პირდაპირ დაუჯერებელია. -კარგი რა.გათიშე გთხოვ.მე წაგიყვან. -უმიზეზოდ ყვირილს რომ მორჩები მერე დამირეკე. უკვე ნერვებზე ვიჭრებოდი.ყურმილს არც მარი იღებდა. -კარგი რა ანუშ ბოდიში.ვიცი ზედმეტი მომივიდა.მაპატიე აღარ ვიზამ. ხელები მაგრად მომხვია და მეც ჩავეხუტე.თავი ჩემს კისერში ჩარგო და როგორც ყოველთვის ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი. -ხომ მაპატიებ? ისეთი ხმა ქონდა ლამის ამეტირა. -რამე ცუდი გითხარი? -არა უბრალოდ...ეს...მეც არ ვიცი რა დამემართა.თავი ჩახარა და მის თბილ ხელში მოქცეულ გაყინულ მტევანს დააშტერდა. -და მაინც არ მეუბნები რატომ დალიე გუშინ ღამით. ღრმად ამოისუნთქა და მზერა ისევ ამარიდა. -გასაგებია თუ ლაპარაკი არ გინდა.შენი ნებაა. ხელი ძლიერად მომიჭირა და უფლება არ მომცა წავსულიყავი. -მინდა,რომ გითხრა.ძალიან მინდა.მაგრამ მეშინია რომ არ მაპატიებ.მეშინია რომ დამტოვებ ანა. -ნიკ ხომ იცი რაც არ უნდა მოხდეს მე შენ არ დაგტოვებ.მითხარი რა მოხდა. -მპირდები? -ნიკა ნუ მაშინებ. ნერვიულად გავიცუნე და თვაკებში ჩავაშტერდი. -ერთი რამ გახსოვდეს რომც დამტოვო და ჩემთან ურთიერთიბა რომც გაწყვიტო მე მაინც შენს გვერფით ვიქნები რაშიც არ უნდა დაგჭირდე. გაჩერდა და სევდიანად გამიღიმა. -მიყვარხარ ანა!ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.მაგრამ ეს არ არის ის და-ძმური სიყვარული რომელსაც შენ გრძნობ ჩემს მიმართ.ეს სხვა სიყვარულია.ვიცი,შეიძლება ჩემს მიმართ იგივეს არ გრძნობ...და მაინც თუ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ მაშინ მე ვიქნები ყველაზე ბედნიერი კაცი დედამიწაზე,და თუ არა მინდა იცოდე რომ ჩვენ მაინც ისე ვიქნებით ერთმანეთთან როგორც ადრე და არ იქნება არანაირი ცვლილება ჩვენს ურთიერთობაში.თუ რათქმაუნდა ...შენ არ მკრავ ხელს. ხელები კისერზე ძლიერად მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე.ხმას ვერ ვიღებდი.ცრემლები თავისით მოდიოდა. -ნიკა მე არ მინდა რომ დაგკარგო.მაგრამ არც ის მინდა რომ ჩემს გამო იტანჯო.გილწრფელად გეუბნები არ ვიცი როგორ მოვიქცე. -შშშ დაწყნარდი.ყველაფერი კარგად იქნება. თავისი თბილი თითებით თვალებიდან ცრემლები მომწმინდა და ისევ გულში ჩამიკრა.მეც რაც შემწძლო ძლიერად მოვუჭირე კისერზე ხელები და ჩემს კანზე ვიგრძენი როგორ გაეღიმა.როგორც ყოველთვის თავი კისერში ქონდა ჩარგული და ჩემს სურნელს ხარბად ისრუტავდა. სადღაც ორი კვირა გავიდა იმ დღის შემდეგ.ჩვენი ურთიერთობა ნორმალური იყო.ისე ვეღარ ვიყავით როგორც ადრე მაგრამ ჯერ კიდევ მეგობრები გვერქვა.საღანოს ნიკამ დამირეკა და მთხოვა მასთან დავრჩენილიყავი.შემეშინდა თავს რამე არ დამართოსთქო და მეც წავედი.გზად წვენები და პოპკორნი ვიყიდე.იმ ღამეს წინააღმდეგი ვიყავი მასთან ერთად დამეძინა მაგრამ მისი სახე რომ დავინახე გადავიფიქრე. არცერთს არ გვეძინებოდა.არც ტელევიზორს ვუსმენდით დიდი გულისყურით.ორივე ერთსა და იმავე რამეზე ვფიქრობდით.თქვენც კარგად იცით რაზეც. ნიკას მობილურზე ვიღაცამ დაურეკა და ოთახიდან გავიდა.ხუთი წუთის შემდეგ მეც ავდექი და გავედი.დავინახე როგორ აიღო მანქანის გასაღები და კედები ჩაიცვა. -სად მიდიხარ? -სახლში დარჩი მალე მოვალ. ცოტა განერვიულებული მეჩვენა და შემეშინდა.არა ცოტა არა ძალიან განერვიულებული. -არა მეც მოვდივარ! -გაგიჟდი გოგო სახლში დაეტიე. მარის დავურეკე და მალე მოვა.ბიჭებს რაღაც საქმე გვაქვს და მოვალ. -ღამის სამ საათზე რა საქმე გაქვთ? ისევ ზარის ხმა. -ხო გიო... დამელოდე 5 წითში მანდ ვარ...მაგათი დედა შ*ვეცი მე...გამოვედი უკვე. -ნიკა რა..რა ხდება? ახლოს მივედი და შეშინებულმა ხელი მკლავში ჩავავლე. -წადი დაიძინე და მარიც მალე მოვა. შუბლზე მაკოცა და წავიდა.ტუჩები სიბრაზისგან ისეთი ცხელი ქონდა ლამის დავიწვი.არა არ მიყვარს.მომწონს.კი ძალიან მომწონს.დიდი ხანია მომწონს.უბრალოდ ამის აღიარების მეშინოდა.ამის გამო საკუთარ თავსაც კი ვატყუებდი.კართან ჩაკეცილი ვიჯექი და თავჩაქინდრული ვტიროდი.არ ვიცოდი ჩემი გრძნობები უნდა გამხარებოდა თუ უნდა შემრცხვენოდა საკუთარი თავის ძმაკაცს ასე რომ შევხედე.მარი მალე მოვიდა და ყველაფერი მოვუყევი. -მარი ბიჭები სად წავიდნენ? ვკითხე და ყავა ჭიქაში ჩავყარე. -აუ არ ვიცი ან რა.მეც არაფერი მითხრეს.მგონი საჩხუბრად წავიდნენ.ალბათ ისევ რამე მოხდა. -რაა?გაგიჟდი?ასე მშვიდად როგორ ლაპარაკობ?იცი სად წავიდნენ? -არ ვიცითქო ვა. -მარი! -ხო კარგი რაღაც ეჭვი მაქვს მაგრამ...მოკლედ მგონი ვიცი სადაც იქბებიან. *** მთელი გზა ვრეკავდი.ყურმილს არცერთი არ იღებდა. -შეეშვი მაგ ფრჩხილებს.სულ დაიჭამე. -მარი რა დროს ფრჩხილებია ცოტა ჩქარა იარე! -გოგო ნუ გამაგიჟე.პირველი შემთხვევაა რო ჩხუბობენ?დაწყნარდი რა.შეიძლება უბრალოდ სალაპარაკოდ წავიდნენ. -დილის 3 საათზე?!პროსტა მერამდენეჯერ ხდება იგივე.არა მგონია ამჯერად ლაპარაკს დაჯერდნენ.მეშინია ამ სულელებს რამე არ დაემართოთ. -არა რა არ მესმის იცი?არ ეყოთ რაც ცემეს.ეს სანდრო და მისი სასტავი მერამდენედ უნდა გალახონ ამგენმაც კიდე.ჭ?ან რა ვერ გაიყვეს ასეთი? -აუ არ ვიცი რა ამ ბიჭებსაც საქმე არააქვთ მეტი და რანით ხომ უნდა გაერთონ.მერე ჩვენ უნდა ვუსუფთაოთ ის სისხლოანი ხელები და ჩვენ უნდა ვინერვიულოთ მაგათ მაგივრად.არც ტელეფონს პასუხობენ...ვაიმე მარი გააჩერე მანქანა. მანქანიდან გადაჩედით მაგრამ ჯობდა არ გადავშულიყავით.იმ ღამით პირველად ვინატრე ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა და მეც შიგ ჩავეტანე.წარმოიდგინეთ ღამე.ჩაბნელებული ნუცუბიძე.და ქუჩის კუთხეში გულწასული ნიკს.არ ვიცი როგირ მაგრამ მოვახერხე და მასთან მივირბინე.ჩავიმუხლე და ისტერიული ტირილი დავიწყე.ვერ ავხსნი იმ წამს რა დამემართა.მაშინ ვიგრძენი თუ რაოდენ ძლიერად მიყვარდა ჩემი ბიჭი და როგორ არ მინდოდა მისი დაკარგვა.მინდოდა ჩამხუტებოდა და ეთქვა რომ ვუყვარვარ და რომ ყველაფერი კარგად იქნება.მაგრამ ეს დრო არ ჩქარობდა.პირიქით თითქოს ერთობოდა ჩემი ტანჯვის ყურებით .მარიმ პულსი შეუმოწმა და მითხრა სუნთქავსო.საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.დანით იყო დაჭრილი.ექიმებმა ბოლო წამს მიუსწარითო და დაგვაიმედა გადარჩებაო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.