შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

she is not one...


10-06-2015, 00:06
ავტორი ml99
ნანახია 1 842

she is not one...
საშინელი ქარი ქრის, უცნაური ხმები მესმის მაგრამ სრულებით არ მეშინია, ჰაერში ჩემთვის სრულიად უცხო და სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. წინ ვიხრები ფიტვებს სასიამოვნო ჰაერით ვავსებ და ნაბიჯს ვდგამ მაგრამ ეს ისე მყისიერად ხდება ვერ ვაცნობოერებ სად ვარ! მე, მე ვარ, თან კი არ ვარ. გარეგნობა ისევ ისეთი მაქვს, მხოლოდ თვალები მაქვს უცნაურად წითელი, სამოსი ლამაზი და ძვირადღირებული მაცვია, თავს კი ზედმეტად ძლიერად და ყოვლისშემძლედ ვგრძნობ. სადღაც მთელი სისწრაფით მივრბივარ, ვჩერდები, გარემოს ვათვალიერებ, სწრაფად ვწყდები ადგილს და ვგრძნობ ზედმეტად გემრიელ სითხეს ბაგეზე. რამოდენიმე წამში ვჩერდები და ძალიან ნაცნობ სახეს ვხედავ რომელიც უსულოდ ასვენია ჩემს ხელებში.
- ღმერთო არააააა.....
ტირილით მეღვიძება და მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ ვაცნობიერებ რომ ეს სიზმარი იყო და მე ლენკა (ჩემი საუკეთესო მეგობარი) არ მომიკლავს. მორჩა ამის შემდეგ არანაირი ფილმები ვამპირებზე. სად მაქვს ამხელა ფანტაზია ნეტავ?! მიკვირს საკუთარი თავის.ბალიშზე თავს ვდებ და ძილს ვაგრძელებ.
მე ემილი ვარ 19 წლის სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობ, მყავს ოჯახი რომელიც ორი წევრისგან შედგება. დედა ევა, მამა ჯონი. უნივერსიტეტში დრო უაზროდ გადის მეგობრები არ მყავს(ლენკას გარდა)რადგან ძალიან ჩაკეტილი ვარ საკუთარ თავში. დიდ დროს სწავლას ვუთმობ, სახლში დაღლილი ვბრუნდები, ევა სამზარეულოში ფუსფუსებს. რატომღაც ძალიან განიცდის როცა დედას ვეძახი ამიტომ ყოველთვის ევათი მივმართავ.
-რას ამზადებ ევა დედასთან მივდივარ და ლოყაზე ვკოცნი
-ტკბილ ბლინებს, მიღიმის და საქმეს განაგრძობს.
-მმმმ გემრიელი იქნება.
-----
- ბავშვებო ხვალ ვისწავლით დნმ-ს ანალიზის ჩატარებას და სისხლის ჯგუფების გარჩევას.ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ არ დაგავიწყდეთ საჭირო მასალების წამოღება.
სახლში დაღლილი დავბრუნდი. მაშინვე ჩამეძინა.
-ემილი საყვარელო სწრაფად ლექციაზე გაგვიანდება.
სწრაფად მოვემზადე სახლიდან გასვლას ვაპირებდი, რომ გამახსენდა დედას თმა, ან სისხლის წვეთი დამჭიდრებოდა უნივერსიტეტში. დედას ოთახში ავირბინე, ევა შხაპს იღებდა, ამიტომ მისი თმის ჯაგრისიდან, თმის ღერი ავიღე და სწრაფად გავიქეცი უნიში.
----
ვგრძნობ როგორ მისველებს ცრემლები თვალებს ყველა გაკვირვებული მიყურებს.
-ღმერთო მთელი ცხოვრება მათთან ერთად ვცხოვრობდი, მათ კი ეს დამიმალეს, მე, მე მათი შვილი არ ვარ. ვეღარ ვუძლებ გარშემო თავმოყრილ ხალხს რომელთა სალაპარაკო თემა ახლა მხოლოდ მე ვარ. სწრაფად გავრბივარ, ქუჩაში თავსხმა წვიმაა თითქოს ბუნებაც ჩემთანერთად ტირის. ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ მხოლოდ რაღაც ფეთქავს აქ მარცხნივ! სინათლე თვალს მჭრის, შემდეგ კი აღარაფერი, მხოლოდ წყვდიადი!
----
-ემილი, ემილი, გაახილე თვალები გთხო! საყვარელო ნუ მანერვიულებ .
მესმის ევას სასოწარკვეთილი ხმა.
წამწამებს ერთმანეთს ვაშორებ და ძლივს გასაგონად ვამბობ:
-რატომ დამიმალე?!
-რა საყვარელო რაზე საუბრობ?
- ევა რატომ დამიმალე რომ მე შენი შვილი არ ვარ
დავინახე როგორ ეცვალა ფერი ევას
-საიდან გაიგე ?
-დნმ-ის ანალიზით
-მე ... მე ... მაპატიე ემილი.
-მომიყევი, მინდა ვიცოდე!
ევამ ცრემლები შეიმშრალა.
-მე და ჯონი უკვე 4 წლის შეუღლებულნი ვიყავით მაგრამ შვილი არ გვყავდა ვმკურნალობდი მაგრამ ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ. ჯონი სულ ოცნებობდა სრულფასოვან ოჯახზე ამიტომ შევთავაზე პატარა გოგონა გვეშვილა. ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ. მაშინ სულ რაღაც 3 წლის იყავი. როგორც მახსოვს შენი და შენი ძმის დაბადების დღე იყო
-მოიცადე, მოიცადე, ჩემი ძმის?!
-ხო ემილი შენ ტყუპისცალი ძმა გყავდა მაიკლი. დარბაზი სავსე იყო ფერადი ბუშტებით, ბავშვებს წრე შეეკრათ წრის შუაგულში კი შენ და მაიკლი იდექით.ცოტახანში ცეკვა დაიწყე, ისეთი საყვარელი იყავი თვალს ვერ გწყვეტდით, თეთრი, სიფრიფანა, კაბა გეცვა, ქერა კულულები გაგეშალა, თავზე კი გვირგვინი გედგა. ნამდვილი ანგელოზი იყავი. დაგინახეთ თუ არა, მე და ჯონიმ, მაშინვე გადავწყვიტეთ შენი შვილად აყვანა...
მაგრამ პრობლემას პატარა ბიჭუნა წარმოადგენდა, რომელიც კუპრივით, შავი სიძულვილით აღსავსე თვალებით გვიმზერდა, თითქოს გაეგო, რომ დასთან აშორებდნენ და გადაეწყვიტა ტყუპისცალი ასე უბრალოდ არ დაეთმო. იცი ემილი რა იყო უცნაური?! მაიკლი ზუსტად შენი ალი კვალი იყო მაგრამ, გასაოცარი ის იყო, რომ შენ ცისფერი თვალები გქონდა, მას კი წყვდიადივით შავი. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ისევ თვალწინ მიდგას, შენი ძმის სიძულვილით აღსავსე მზერა. საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მივცემდი ერთადერთი ძმისათვის დამეშორებინე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცოდი მაიკლის აღზრდა რთული იქნებოდა, მზად ვიყავი შენს გამო ჩემო ანგელოზო მაიკლიც შვილად ამეყვანა. საუბედუროდ მაიკლს სისხლის უცნაური დაავალება აღმოაჩნდა და მისი გადარჩენის შანსი 1% იყო. ბავშვთა სახლის დირექტორმა გვირჩია ბიჭუნა დაგვეტოვებინა, რადგან იგი დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მათ კი არ უნდოდათ ძმის სიკვდილი გენახა.
- კი მაგრამ ხომ შეიძლება ცოცხალი იყოს?
-არ ვიცი ემილი დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი.
-ახლავე მითხარი ბავშვთა სახლის მისამართი.
-ემილი ძალიან გთხოვ, შენ ყველაზე ძვირფასი ხარ რაც გამაჩნია, შენ სინათლე ხარ ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მიტარებიხარ 9 თვე მუცლით, შენ მაინც ჩემი შვილი ხარ, ჩემო ანგელოზო გთხოვ მაპატიო, არ მინდოდა გული გტკენოდა, ყველაფერს მხოლოდ შენი კეთილდღეობისათვის ვაკეთებდი. უფალმა დედობის უფლება არ მომცა, მაგრამ შენნაირი ანგელოზი მიბოძა, შენ ღვთის საჩუქარი ხარ და შენ დაკარგვას ვერ გადავიტან გთხოვ მაპატიე...
ევამ ამ სიტყვებს მთელი გული და სული ამოაყოლა, მწარედ აქვითინდა. ასეთი განადგურებული არასდროს მენახა. ის მართალი იყო მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც დედაჩემი იყო რომელიც ბიოლოგიურ დედაზე უფრო მიყვარდა....
-ევა დაწყნარდი გთხოვ, ნუ ტირი. ფიქრი მჭირდება დღეს ლენკასთან დავრჩები.
მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ჩავხუტებოდი ,,დედას" დიდი იყო, სახლი დავტოვე და ბნელ ქუჩას გავუყევი. ცრემლები ვერ შევიკავე მათ კი გზა გაიკვალეს. ლენკას სახლთან 5 წუთში მივედი, ზარი დავრეკე
-ემილი რა გჭირს ? მკითხა აღელვებულმა
-მთელი ცხოვრება მატყუებდნენ ლენ თურმე ნაშვილები ვყოფილვარ!
-.....
- შენც იცოდი არა, როგორ დამიმალე, მე შენ დად გთვლიდი
-ემილი მაპატიე გთხოვ, მოიცადე, ემილი დამელოდე....
---
ყველაფერმა აზრი დაკარგა, სულ მარტო ვარ, სულ მარტო გარშემო კი მხოლოდ წყვდიადია... თავი მუხლებში მაქვს ჩარგული და ვტირი. ვტირი იმიტომ, რომ მტკივა ძალიან, ძალიან, მტკივა გული...
-ნუ ტირი ემილი... გავიგონე სასიამოვნო ხმა, გარემოს ვათვალიერებ მაგრამ არავინ ჩანს, ორი ლამპიონიდან ერთი ანათებს, მისი სუსტი შუქის მიუხედავად ნათლად ჩანს ყველაფერი, თან კი არაფერი. შიში მიპყრობს, მთელი ტანით ვცახცახებ, ვცდილობ ამ ადგილს მოვშორდე, მემგონი ვგიჟდები ! ...
უკვე ნახევარი საათია ბნელ ქუჩებში დავიარები. აქამდე აქ არ ვყოფილვარ, ეს ადგილები ჩემთვის უცხოა ვცდილობ ჩემს ბინამდე მივაღწიო (რომელიც ჯონმა და ევამ 1წლის წინ მაჩუქეს)
-ემილი შეჩერდი!!!!
ისევ ის ხმა მაგრამ გარშემო ისევ არაფერი.... მოშორებით რამოდენიმე მამაკაცია მაგრა ხმა ახლოდან ჩამესმა. ვგიჟდები ვგიჟდები მგონი მართლა ვგიჟდები... რამოდენიმე სილუეტი მამჩნევს და ჩემსკენ მოდის. შიშისგან კანკალი მიტყდება, მაგრამ გაქცევას აზრი არ აქვს, ისინი აუცილებლად დამედევნებიან ეს კი მათ უფრო გააშმაგებს. უმჯობესია, გზა ჩვეულებრივ განვაგრძო.
ოოოო ღმერთო არა....
-ჰაა ჰა ჰა ჰა რობერტ შეხედე აქ ვინ არის!
-ჰჰაჰაჰაჰ პატარა გოგონა გზა აებნა
-წადით თავი დამანებეთ !
-გაჩერდი გოგო თორემ შენთვის უფრო უარესი იქნება! დანა ყელთან მომაბჯინა და მიღრიალა ერთ-ერთმა
-მომშორდი! გავუძალიანდი მე მაგრამ საშინელმა დარტყმამ შემაჩერა, თაბუდამეხვა, თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი შემდეგ კი აღარაფერი.
-----
თავის საშინელი ტკივილი მაღვიძებს, თავიდან ვერ ვაცნობიერებ სად ვარ, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ ვხედავ ჩემს საძინებელი ოთახის ჭერს და კედლებს. ვერაფერს ვიხსენებ, მხოლოდ ის მახსოვს რომ ვიღაც მანიაკები ამეკიდნენ, შემდეგ კი თავში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. აღარ მახსოვს სახლამდე როგორ მოვაღწიე, და ის უცნაური ხმები...

შემიფასეთ , გავაგრძელო?



№1  offline წევრი Sexy Mädchen

კი,მაგრამ ძაანაც ნუ შეიჭრები როლებში;დ
--------------------
:)

 


№2  offline წევრი tamna^^

gaagrzeleee

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ბოდიში,მაგრამ იქნებ ჩემისთანა გაინათლებლებს აუხსნათ, ისტორიის სახელი რას ნიშნავს ქართულად.
ვერ ვიგებ,როცა ტექსტს ქართულად წერთ და სათაურს უცხო ენაზე,ამით რას გვიმტკიცებთ და არა მარტო შენ.
ახალი მოდაა ეტყობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent