შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედოფალი(თავი 1)


10-06-2015, 21:43
ავტორი Anne Luiz
ნანახია 1 879

ეველინა ბროდვეიზე, საკუთარ ბინაში დაბრუნდა. კარი გააღი, ოთახში შუქი აანთო, ტყავის პიჯაკი და ჯინსის შარვალი სწრაფად გაიხადა. სააბაზანო ოთახში შევიდა, შხაპი მიიღო, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა და ტელეფონზე დარეკა:
-ერიკ, შემახსენე დღეს რბოლა რომელზე გვაქვს?- ტელეფონში ხმაური ისმოდა, ამიტომ ერიკს ხმამაღლა საუბარი მოუწია.
-ღამის პირველ საათზე. რბოლა მხოლოდ ერთი საათით გვიან დაიწყება.
-კარგი, მოვალ. ჩემი მუსტანგი იმედია ადგილზეა.
-რათქმაუნდა, ეველინ.- ერიკმა სწრაფად უპასუხა და ყურმილი დაკიდა.
ეველინა ძალიან შარმიანი გოგოა. გრძელი, შავი თმები მუდამ გვერდზე აქვს გადმოყრილი და ეს უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს. ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ მაღალ ქუსლებს იშვიათად იყენებს. ხშირად სპორტულად და მოსახერხებლად აცვია. უპირატესობას შავს ფერს ანიჭებს, რადგან ფიქრობს, რომ ძალიან უხდება მის თვალის ფერს- ლურჯს. ეს ყველაფერი ერთად, ძალიან თვალისმომჭრელად გამოიყურება. სწორედ ამიტომ ეველინა საკმაოდ მიმზიდველი გოგონა გახლავთ. რბოლისათვის შესაფერისი შარვალი და მაისური ჩაიცვა. ბინასთან მისი ბავშვობის მეგობარი ლინდა სმიტი, მანქანით ელოდებოდა. ეველინა სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში, ლინდა კი სასწრაფოდ მოცილდა ადგილს.
რბოლა ყველასგან მალულ უბანში იმართებოდა. ამ ადგილას პოლიციაც კი იშვიათად ჩნდებოდა. ადამიანებიც კი არ ცხოვრობდნენ, მხოლოდ რბოლებისთვის მიმართავდნენ. რბოლაში მონაწილე მრბოლელების დამხმარე გუნდებს, სწორედ აქ ჰქონდათ თავიანთი ავტო ფარეხები.
ეველინა დანიშნულ ადგილას დროზე მივიდა, რამაც ერიკი ძალიან გაახარა. რბოლა ზუსტად პირველ საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობას რამოდენიმე ძლიერი მრბოლელი იღებდა: კრის ტომასი, ანდინო დე ლუკა, ტომ ქეი, ფრედ მორი და ეველინა მანჩინი. ამ რბოლაზე საუბარი ხალხმა ერთი კვირით ადრე დაიწყო, რადგან ეს ამ წლის ბოლო შეჯიბრება იყო, სადაც მონაწილეობას საუკეთესო მრბოლელები იღებდნენ.
რბოლა დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობა. პირველობას არ უთმობდნენ ერთმანეთს, მაგრამ გამარჯვებული ბოლო წუთს მაინც გამოაშკარავდა. თავდაპირველად ორი ლიდერი: კრის ტომასი და ფრედ მორი იყვნენ. ბოლო წრეზე ეველინამ მაქსიმალური სიჩქარე გამოიყენა და გამარჯვებაც მოიპოვა. ეველინა სწორედ ასეთი წესით გამოირჩეოდა, თავიდან არ ჩქარობდა და მშვიდად, უსაფრთხოდ მიდიოდა თავისი მუსტანგით, ბოლო წრეზე კი მაქსიმალურ სიჩქარეს ჩართავდა, რაც სხვა მრბოლელებისათვის უეცარი იყო. სწორედ ასე იმარჯვებდა ის საკმაოდ ბევრ რბოლაში.
რბოლის შემდეგ მასთან მისი ყოფილი შეყვარებული, ანდინო დე ლუკა მივიდა, რომელიც ასევე მონაწილეობა ამ რბოლაში.
-ეველინ, როგორც ყოველთვის საუცხოო ხარ.- უთხრა მან და ეველინას ჩაეხუტა.
-გმადლობ, აი შენ კი ისევ ისეთი მოუქნელი ხარ.- უპასუხა ეველინამ და უხეშად ანიშნა მომშორდიო.
-დღეს მამაშენმა დამირეკა.-უთხრა ანდინომ. ეველინას სახე შეეცვალა და ანდინოს შეხედა.
-რა გითხრა ანდინო?- ჰკითხა მან.
-მითხრა, გავიგე რბოლებში კვლავ მონაწილეობსო, რაც ძალიან არ მომწონს და ჯობია ახლავე ჩამოშორდეს მაგ საქმესო.- ანდინო ეველინას მამისათვის საკმაოდ ღირსეული სასიძო იყო. ის ყველანაირად ცდილობა მათ დაახლოებას, თუმცა ვერ ახერხებდა.
-ჰო? თუ არ ჩამოვშორდი მაშინ რა მოხდება ანდინო?- ჰკითხა ეველინამ და ირონიულად ჩაიცინა. მისი ეს წინადადება იმას ნიშნავდა, რომ არ აპირებდა რბოლებიდან წასვლას.
-მაშინ ჩემს კონტაქტებს გამოვიყენებო და დავაწესებ, რომ ეველინას მონაწილეობის უფლება არ მისცენო.- უპასუხა ანდინომ, დამტვრეული ინგლისურით.
-როგორ დააწესებს, თუ საიდუმლო არ არის?!- ჰკითხა ეველინამ , აშკარად ამას გულისხმობდა: „ვერანაირად ვერ მოახერხებს ჩემი ამ საქმიდან მოხსნას, ამაში მისი ბინძური ხრიკებიც კი ვერ დაეხმარებაო.“
-მისმინე, მამაშენის სახელი აქ ყველამ იცის. ნამდვილად საკუთარ კაცს გამოუშვებს დასაშინებლად, რომ შენ არ მიგაღებინონ მონააწილეობა ნებისმიერ რბოლაში, და ეს საკმარისია მიზნის მისახწევად.- უპასუხა ანდინომ და ეს მართალიც იყო. ეველინას მამის ხსენებაზე ყველა შეშინდებოდა და არც ერთი არ გაბედავდა ეველინას რბოლაზე გაყვანას.
-არ მაინტერესებს, რაც უნდა ის ქნას.- უპასუხა ეველინამ, თავის მუსტანგში ჩაჯდა და კლუბ „რედ მაინდი“-სკენ გაემართა.
კლუბი „რედ მაინდი“ საკმაოდ ცნობილი იყო რბოლელებში. აქ მხოლოდ რბოლელები და მათი ჯგუფის წევრები მოდიოდნენ. ზოგადად კლუბი 24 საათს მუშაობდა, მაგრამ აქ ხალხი უმეტესად 12 საათის შემდეგ მიდიოდა. ეველინა და მისი მეგობრები ამ კლუბში იკრიბებოდნენ სისტემატიურად. სწორედ აქ მოვიდა ეველინა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მისი მეგობრები იქ დახვდებოდნენ. მართალიც აღმოჩნდა, კლუბში მისი ყველა მეგობარი : ლინდა სმიტი, მელისა გარსია, მეგან კლარკი, ერიკ გრინი, კრის ტომასი და ფრანკო იანგი იყვნენ.
ეველინას დანახვაზე აყვირდნენ და მას გამარჯვება მოილოცეს. ეველინამ მადლობა გადაუხადა და ბარმენთან მივიდა.
-ადამ, როგორ ხარ?- ჰკითხა ეველინამ.
-არა, დღეს შენი ვისკი არ ჩამოუტანიათ, ვიმედოვნებთ ხვალ დილით მოიტანენ. მანამდე ტეკილაზე რას იტყვი?- ეველინას ამ კლუბში განსაკუთრებულად ერთი სასმელი მოსწონდა, რომელიც არც ისე ცნობილი და მოთხოვნადი იყო, ამიტომ მისი შოვნა და ჩამოტანა საკმაოდ რთულ გზას მოიცავდა. უკვე ერთი კვირაა, რაც ეველინა ამ ვისკის ელოდება და ყოველ ჯერზე ადამს ამ კითხვით მიმართავს „როგორ ხარ?“, ადამმა კი იცის, ის გულისხმობს „ჩემი ვისკი ჩამოიტანეს თუ არა?“.
-აუ, კარგი რა.- მოიღუშა ეველინა და რომელიღაც ვისკი შეუკვეთა. ვისკით ხელში მეგობრებთან მივიდა და მათთან დაჯდა.
-ეველინ, შენ რბოლის ნამდვილი დედოფალი ხარ.- უთხრა მეგანმა და ჩაეხუტა.
-მადლობა, ჩემო კარგო.- უპასუხა ეველინამ.
-იცი რა? შენი შესაძლებლობები მხოლოდ ნიუ იორკში არ უნდა ჩაიკარგოს.- უთხრა ფრანკომ, რომელიც უკვე დამთვრალიყო.
-და სად უნდა წავიდე?- ჰკითხა ეველინამ.
-სხვა შტატებში გადადი და მანდ ჩაატარე რბოლები. - უპასუხა ფრანკომ.
-არა, სხვა შტატები კი არა, საერთოდ საეჭვოა გავაგრძელებ თუ არა რბოლაში მონაწილეობას.- ეველინას ყველა სერიოზული სახით მიაშტერდა.
-რას ამბობ?- ჰკითხა მელისამ.
-მამაჩემმა მაცნობა, რომ დროა ჭკუას მოვუხმო.- უპასუხა ეველინამ და ჩაიცინა.
-ჰო, მამაშენი თუ არის ამ საქმეში ჩართული, ხომ იცი ვერაფერს გახდები.- უპასუხა კრისმა.
-ასე ადვილად არ ვაპირებ საქმიდან გასვლას.- ეველინამ ვისკი გადასვა და ანდინოს შეხედა, რომელიც კლუბში შემოვიდა.
-ანდინო, აქეთ მოდი.- უთხრა მეგანმა.
-ალბათ გაიგებდი ეველინას ამბავს.- ანდინოს ჰკითხა ერიკმა.
-ჰო, მე შევატყობინე ეს ამბავი. მამამისი ნერვიულობს, არ უნდა თავისი ერთადერთი ქალიშვილი საფრთხეში იყოს. იცის, ეველინა არ დათანხმდება, ამიტომ უკვე მოელაპარაკა ყველა მრბოლელს და მათ უფროსებს, ყველამ განაცხადა, რომ ეველინა რბოლას არ უნდა გააკარონ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მამამისის წინააღმდეგ ვერავინ გამოვა.- ყველას ერთად უპასუხა ანდინომ.
-ჯანდაბა! ახლა რა უნდა ვქნა?- ანდინოს ჰკითხა ეველინამ.
-მამაშენი ამბობს საოჯახო ბიზნესში ჩავრთავო.- უპასუხა ანდინომ.
-რა? არავითარ შემთხვევაში.-დარწმუნებით უპასუხა ეველინამ.
-წამო, გავიდეთ.-ანდინო წამოდგა და ეველინას ანიშნა გვერდით ოთახში გავიდეთო.
გვერდით ოთახში ბილიარდის მაგიდა იდგა, თუმცა ოთახი ცარიელი იყო. ეველინა ოთახში შევიდა, ანდინომ კარგი მიხურა და მასთან მივიდა.
-მისმინე, მამაშენი საშინლად გაბრაზდა ჩვენი დაშორების ამბავი რომ გაიგო. ახლა ყველანაირად ცდილობს შეგვარიგოს, მეუბნება ყველა ხერხს მიმართეო, მაგრამ ჩვენი დაშორება მხოლოდ შენი გადაწყვეტილება იყო, ამიტომ ვეუბნები, რომ ეველინას არ სურს ჩემთან ურთიერთობა-მეთქი. ძალიან არ მოსწონს ეს ამბავი, ფიქრობს ამერიკელი ვიგინდარა გაიცნო ალბათ ვიღაც და მაგიტომ გითხრა შენ უარიო. თუმცა ორივემ ვიცით, რომ მას მხოლოდ იტალიელი სიძე უნდა, და ეს სიძე მხოლოდ მე ვარ.- ანდინომ საუბარი დაასრულა. ეველინამ გაუღიმა და უპასუხა.
-ანდინო, ასე ძალიან თუ მოსწონხარ მამას, მაშინ ჯობია მამაჩემი მოიყვანო ცოლად.
-რას ამბობ, გაგიჟდი?- უპასუხა ანდინომ.
-გავგიჟდი ხომ? მაშინ გადაეცი ძვირფას მამას, რომ ჩემს პირადულ საქმეში ცხვირი არ ჩაყოს. მე ჩემი გზა უკვე ავირჩიე, მაგრამ მამაჩემი ყველანაირად გზას მიღობავს. ჰო, და გადაეცი, რომ არ ვაპირებ მის დაკრულზე ცეკვას, ეს უბრალოდ ჩემს ხასიათში არ ჯდება. ხომ ხედავ არაფერს ვაკეთებ და მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა საყვარელი საქმის კეთება დამიშალა. აი, ჩემს პირად ცხოვრებაში თუ ჩაერევა, მაშინ სიმშვიდეს აუცილებლად დავკარგავ და აუცილებლად სანანებელს გავუხდი.- ეველინამ ვისკი გადასვა და ოთახიდან გავიდა.
ანდინომ ტელეფონი ამოიღო და ეველინას მამას დაურეკა:
-ბატონო, ეველინას ველაპარაკე, მაგრამ არაფერი გამოდის ამ საქმიდან. რბოლებს ჩამოშორდება, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში თუ ჩაერევა, აუცილებლად ინანებსო.- ტელეფონში ხრიწიანი ხმა გაისმა:
-ანდინო, ნუ ჩააცივდები. უბრალოდ თვალი ადევნე მის ცხოვრებას და მითხარი ვინმე ხომ არ ყავს, ვინმე ამერიკელი ვიგინდარა.-უპასუხა და ყურმილი დაკიდა.
ანდინო ოთახიდან გავიდა, მეგობრებთან მივიდა, სადაც ეველინა ვერ შეამჩნია.
-ეველინა სახლში წავიდა.-უპასუხა ლინდამ.
* * *
ეველინა მანქანის ხმამ გააღვიძა. საწოლიდან წამოდგა, ფანჯრიდან გადაიხედა შავი ფერარი შენიშნა. ბროდვეის ქუჩაზე ასეთი მანქანები მუდმივად მოძრაობენ და მათი პატრონები საკმაოდ ამპარტავანი და ფულიანი ქალები არიან. „მუდმივი კოშმარი“ გაიფიქრა ეველინამ და მეგობრებთან წასასვლელად გაემზადა. უკვე ერთი კვირაა რაც რბოლებიდან გააძევეს და საკუთარ თავს აღარ გავს. ის მიხვდა, თურმე სიჩქარე, მანქანა, ადრენალინი, რბოლა ყოფილა ის რაც ნამდვილად სურდა. ბინიდან გამოვიდა, საკუთარ ფორდ მუსტანგში ჩაჯდა და „რედ მაინდი“-სკენ გაემართა. მეგობრები ასეთ დროს მანდ არ იკრიბებიან, თუმცა ეს არ იყო მისი მიზანი, მას ვისკის დაგემოვნება უნდოდა, რომელიც უკვე ხუთი დღეა კლუბში მოიტანეს და ეველინა მისი ყოველდღიური მომხმარებელია.
-ადამ, დღეს ძალიან კარგად ხარ ხომ?- ჰკითხა ეველინამ ბარმენს.
-კი, დღეს არის შენი ვისკი.- უპასუხა ადამმა, გაუღიმა და ვისკი დაუსხა.
ეველინა თავის ძველ ავტო ფარეხში მივიდა, სადაც თავისი გუნდის წევრები დახვდნენ. ეველინას კვლავ ჰქონდა იმედი, რომ ისინი მალულად მაინც მიაღებინებდნენ მონაწილეობას ავტო რბოლებში. თუმცა შეიტყო, რომ საკუთარი ავტო ფარეხი აღარ ფუნქციონირებს. ბიჭებს აღარ მოუსურვებიათ ამ საქმიანობის გაგრძელება. შემდეგ ეველინა კრის ტომასის ავტო ფარეხისაკენ გაემართა. კრის ტომასი ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი იყო, თუმცა მის გუნდში მასზე უკეთესი მრბოლელი, ანდრე ევანსი იყო გაწევრიანებული.
-გამარჯობათ, ბიჭებო.- ეველინა მიესალმა კრის ტომასის გუნდს.
-ვაუ, რბოლის დედოფალი გამოჩენილა. რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?- ჰკითხა ეველინას კრისმა.
-ჰო, დახმარება ნამდვილად შეგიძლიათ. ალბათ იცით, რომ რბოლა ამიკრძალეს, მაგრამ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩემი გუნდელები დაიშალნენ და არც ერთს არ სურს ამ საქმეში ჩემთან ერთად ჩაბმა. სწორედ ამიტომ თქვენს გუნდში მინდა მიმიღოთ.- ეველინას ანდრე ევანსმა ეჭვის თვალით შეხედა.
-რბოლაში მონაწილეობა გინდა?- ჰკითხა კრისმა.
-არა, ეს სახიფათოა. უბრალოდ მინდა თქვენს გუნდში ვიყო.- უპასუხა ეველინამ და ანდრე ევანს შეხედა, რომელიც საკმაოდ უკმაყოფილო იყო მისი გამოჩენით.
-მამაშენმა რომ გაიგოს არ მოეწონება.- კრისმა ეველინას კეთილად შეხედა.
-მამაჩემს არ მოსწონს ის, რომ რბოლებში ვიღებ მონაწილეობას. მე ეს არ მინდა, უბრალოდ დაგეხმარებით და გავაკეთებ იმას რასაც თქვენ. შორიდან მაინც შევხედავ რბოლას. ამაზე არ გაბრაზდება.- უპასუხა ეველინამ.
-მოიცა,- საუბარში ანდრე ჩაერია.- მამამისი ვინაა?- ჰკითხა კრისს.
-მამამისი გინო მანჩინია, იტალიური მაფიის ერთ-ერთი მთავარი კაცი. არ გაგიგია?- უპასუხა კრისმა.
-კი, ეგ სახელი და გვარი გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი მისი შვილი თუ იყო.- ანდრემ ეველინას თბილად შეხედა.
-მოკლედ, მიმიღებთ თუ არა თქვენს ჯგუფში?- ჰკითხა ეველინამ ანდრეს.
-დიახ, მიგიღებთ.- უპასუხა ანდრემ და კრისს ხელი მხარზე მოუთათუნა.
-ოკეი, მაგრამ უნდა შეგახსენო, რომ ეს სარისკოა.- კრისმა ფრთხილად შეახსენა ანდრეს ეს ამბავი.
-არაუშავს.- გაუღიმა ანდრემ.
-ხვალ თორმეტ საათზე მოვდივართ და ანდეს ახალი მანქანის აწყობას ვიწყებთ. არ დაგავიწყდეს, ხვალ აქ იყავი.- უთხრა კრისმა ეველინას.
-რა?ხვალ რატომ? დღეს საქმე არ გვაქვს?- უპასუხა ეველინამ და დაშლილი მანქანისაკენ გაემართა.
-კი, მაგრამ...- კრისს რაღაცის თქმა სურდა, თუმცა ანდრემ ამაში ხელი შეუშალა და ეველინას თვითონ უპასუხა.
-ოკეი, მუშაობას დღეიდან დაიწყებ.- ანდრემ ხელი დაშლილი ნაწილებისაკენ მიუთითა. ეველინამ გაუღიმა და მუშაობა დაიწყო.
საღამოს, დამღლელი სამუშაოს შემდეგ ეველინა „რედ მაინდში“ მივიდა. ამჯერად მისი მეგობრები სრული შემადგენლობით იქ იყვნენ.
-სად იყავი ეველინ?- ჰკითხა ანდინომ, რომელიც ტეკილას მოხდენილად წრუპავდა.
-სამუშაო დავიწყე.-უპასუხა ეველინამ.
-რა სამუშაო?- ანდინო გაცხარდა. „ეს როგორ გამოეპარა?!“
-კრის ტომასის გუნდში გავწევრიანდი.- ღიმილით უპასუხა ეველინამ და ადამს ვისკის შეკვეთა მისცა.
-რა?! შენსას არ იშლი? ეს, რომ მამაშენმა გაიგოს...- წინადადების დასრულება არ დასცალდა ანდინოს.
-მისმინე, მამაჩემმა ამ საქმეს იმიტომ ჩამომაშორა, რომ ეს ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, ხომ მართალია? ჰო, და მე უბრალოდ მათ მანქანების აწყობაში ვეხმარები. -უპასუხა ეველინამ.
-რა? ეს სამსახური რად გინდა?- ჰკითხა ლინდამ, რომელიც საქმროსთან ერთად ჩახუტებული იჯდა.
-შორიდან მაინც მივადევდებ თვალს რბოლებს. თან ეს საქმიანობა ძალიან მომწონს.- უპასუხა ეველინამ და ვისკი გადასვა.
-მამაშენს მაინც უნდა შევატყობინო.-უპასუხა ანდინომ, ტელეფონი ამოიღო და გვერდით ბილიარდის ოთახში გავიდა.



№1  offline წევრი kate :))

iseti saxelebit wer rom mgonis serialshi var... ar varga me ar momewona :-( chemis azrit gagrzeleba ar xirs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent