მსხვერპლად შეწირული სიყვარული 4
ჩემო ოჯახი დღემდე ვერ ინელებდა ჩვენი დაშორების ამბავს. როგორც ჩანს სიყვარულს არ ისე დავუბრმავებივარ და დემეს მართლა ვუყვარდი მაგრამ ეს მხოლოდ წარსულში იყო... ახლა კი მხოლოდ სიცარიელეა როგორც დილით ლოგინის მეორე მხარე. აღარ არის გრძნობები, რა სიკეთე მომიტანეს მათ, უკვე რამდენი დღეა ცრემლი არ გადმომვარდნია თვალიდან, მეც მიკვირს, მინდა ამ დარდისგან დავიცალო, მაგრამ თითქოს გული აღარ მაქვს... დედა უკვე შეშფოთებულია, მერამდენედ მიკაკუნებს კარზე და მეუბნება: -გამოდი დედიკო შენი საყვარელი პუდინგი გამოვაცხვე. -აღარ მიყვარს-მოკლედ მოვუჭერი მე, ეს პუდინგი დემეს უყვარდა და მის გამო გამოვაცხადე მეც მიყვარს_მეთქი, ახლა კი მისი გახსენებაც კი გულს მირევს... -რა მოხდა შვილო ასეთი, არ გვეტყვი? დემე რომ ხელს არ დაგაკარებდა ეს ვიცით მაგრამ მიზეზი ხომ არის... -სიცარიელე... -რა დედი?-გაოცებულმა მკითხა მე. -სიცარიელე ვეღარ ავიტანე დე. მოდი ჩამეხუტე და მომეფერე-თავი გულზე მივადე დედას და ცრემლები გადმომცვივდა-შენ ხომ არასდროს არ გადაგიყვარდები დე? ხომ არასდროს გამცვლი სხვაში? -არა დედიკო, ერა კითხვებია... ვერ დავიჯერებ რომ დემემ სხვაში გაგცვალა. ვერ დავიჯერებ და რა ვქნა. -მეც მიჭირს ამის დაჯერება მაგრამ რას ვიზამთ-ხელი ჩავიქნიე მე და ტირილს ვუმატე. დემე ლენას წასვლის შემდეგ თითქოს დაცარიელდა, სახლი მოათვალიერა და გულში რაღაც ჩაწყდა. ამხელა კაცი კინაღამ ატირდა. როგორ აუხსნას ლენას რა მოხდა სინამდვილეში. როგორ აუხსნას რატომ ვერ უსწორებს თვალს, რატომ ვერ ეხება და თავს არიდებს. ისევ ის დღე გაახსენდა... დღე რომელმაც მისი ცხოვრება უბედურებისკენ შეცვალა. მაგრამ მორჩა... იმედია ამ ტანჯვას ბოლო მოეღება. ახლა ხომ ყოველდღე ლენას სევდიან სახეს და მის ლამაზ თვალებს ვერ დაინახავს, იქნებ ულენობასაც შეეჩვიოს კიდეც. მაგრამ რა იქნება არავინ იცის... დემე ხვდებოდა როგორ ატკინა საყვარელ არსებას მაგრამ თვითონაც გამოუვალ სიტუაციაში იყო. შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომაზე მასთან ერთად ლენამაც უნდა აგოს პასუხი. ანკა კი... ანკა! შემოჰკრა პიკის ზარებმა და მისი ნათქვამი გაახენდა, გაახსენდა რა მიზეზით უთხრა ცოლს სახლიდან წადიო. რატომღაც ამ შედეგზე არ უფიქრია. ეგონა ლენა რაღაცეების ახსნას დაიწყებდა მაგრამ აქამდე როგორ ვერ გაიცნო. მას თავდაცვის საოცარი ძალა ჰქონდა. ამ დამცირებას ვერ აიტანდა. ვინ უნდა იყოს ის კაცი? ახლა დემეს აღარ ასვენებდა ეჭვები, ეჭვები რომ საყვარელი ქალი ერთ დროს (თუ ეხლაც არა) სხვასაც ეკუთვნოდა. ჩემმა დაიკომ როგორც კი ჩვენი ამბავი გაიგო დაჰკრა ფეხი და ერთ დილას ლამის კარი შემოგვინგრია. მთქნარებით წავედი კარისკენ და გასაღები გადავატრიელე. -დამიჩაგრეს გოგოოო-შემომახტა კისერზე სანამ დავინახავდი ვინ იყო '' დაუპატიჟებელი სტუმარი'' . -ნუ გამჭყლიტეეე-ძვლივს მოვიშორე თავიდან და უმცროს დას ლოყაზე ვუჩქმიტე. -აუუ ხომ იცი რომ ასე არ მიყვარს?-აწიკვინდა სალიტა. -შემოდი, შემოდი, ჩვენებს ძინავთ-ჩურჩულით შევიყვანე სახლში. -დადე ეს ჩემოდანი-ხელიდან გამომტაცა ჩემოდანი-დაჯექი! და მომიყევი როგორ გამოგაგდო სახლიდან შენმა იდიოტმა ქმარმა-მუშტები დამუჭა სასაცილოდ მან. -ეხლა გამეცინებოდა ჩემი იდიოტი ქმარი რომ არ გეხსენებინა, ეგ... ნუ ვინც არის აღარ მიხსენო.-მობეზრებულად ვუთხარი მე-და გეტყვი შენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად რომ მე და დემე-ტუჩზე ვიკბინე მე რადგან მისი სახელი წამომცდა-ერთმანეთის მიმართ გავცივდით. აი ესაა პასუხი. ახლა კი მომიყევი შენი ამბები-სწრაფად მივახალე მე და ფიქრებში გართულმა ''ყური დავუგდე'' ჩემი დის ტლიკინს. საწოლში ვიწექი და ჩაფიქრებული ვუსმენდი წვიმის ხმას. რა კარგი იყო მე და დემე წვიმაში ტანგოს რომ ვცეკვავდით, ბუხართან ჩახუტებულები რომ ვუყურებდით თავსხმა წვიმას და ბავშვურად გვიხაროდა რომ ჩვენ აქ თბილად ვიჯექით, ერთმანეთის გულების ძგერა გვათბობდა გარეთ კი ცოდა... ძალიან ციოდა. ახლა კი საბანში გახვეულსაც კი მაკანკალებდა იმიტომ რომ დემეს სითბო მაკლდა. მიჭირს მის მშვიდ სუნთქვაზე და ჩახუტებაზე შეჩვეულს მარტო დაძინება. ნეტავ ვინ შეძლო ამ ლამაზი ურთიერთობის დასრულება. ვინ ჩამანაცვლა. ვინ გამაუბედურა. არავითარ შემთხვევაში მე მას არ დავადანაშაულებდი, ყველაფერი დემეს ბრალი იყო და ალბათ ჩემიც... ეტყობა კარგი ცოლი ვერ გამოვდექი თორემ კაცს სხვა ქალისკენ რატომ გაექცეოდა თვალი. ისევ გადმომივარდა ერთი ცრემლი, მაშინვე მოვიწმინდე. უცნაური შეგრძნება დამეუფლა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და სააბაზანოში შევვარდი. ალბათ რამემ მომწამლა თორემ ცხოვრებაში გული რომ არ ამრევია და ახლა რა მოხდებოდა. არადა მხოლოდ დედაჩემის გაკეთებული კრაბის სალათი ვჭამე. ისევ ლოგინში ჩავწექი და გულში რაღაცამ გამიელვა. ''ორსულად ხომ არ ვარ?'' იმედს ვებღაუჭებოდი დილამდე რომ ორსულად ვიქნებოდი. ალბათ ზოგიერთი გაიფიქრებს რომ მეგონა ამით ქმარს დავიბრუნებდი. არა! მინდოდა დემესგან რაღაც სახსოვრად მქონოდა. ძალიან მინდოდა. ისე არავინ არ შემიყვარდებოდა როგორც დემე მიყვარდა და არ ჯობდა მისგან მყოლოდა შვილი?... მთელი ღამე არ მძინებია, ოცნებებში დავფრინავდი და ღმნერთს ვთხოვდი იმედი არ გამცრუებოდა. ვიცოდი ჩემს სახლთან მდებარე აფთიაქი 6 საათზე იღებოდა. სწრაფად ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა და გარეთ გავვარდი. ეზოში ერთი ხუთჯერ კინაღამ ცხვირი წავიმტვრიე მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. მოთმინება აღარ მყოფნიდა. მინდოდა სწრაფად დავრწმუნებულიყავი ჩემში ახალი სიცოცხლის არსებობაში. სწრაფად დაველაპარაკე ფარმაცევტს და სახლში ავედი. საოცრად სევდიანი დავყურებდი იმის დამამტკიცებელ საბუთს რომ ორსულად არ ვიყავი. ვტიროდი... ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვტიროდი. კუთხეში ჩავიკეცე და სახეზე ხელები ავიფარე. იმ საღამოს ჩემთან დაქალები ამოვიდნენ. მინდოდა ჩემი ტკივილი დამევიწყებინა. ისინიც აქ ამისთვის იყვნენ. საერთოდ არ უხსენებიათ დემე. იცოდნენ ეს გულს მატკენდა და ისინი კი განგებ გულს არასდროს მტკენდნენ. -აბა რა დავლიოთ შამპანიური, ლიქიორი თუ კონიაკი?-კარგი ლოთისავით წამოვიძახე მე-გართობის ხასიათზე ვარ. გოგოებს ჩემი შემოთავაზება აიტაცეს და სწრაფად მიპასუხეს თუ რომელი სასმელი სურდათ. ხმათა უმრავლესობით ბარიდან კონიაკი გამოვიღე და მაგიდაზე დავდგი. ვეწვალეთ მაგერამ ვერ გავხსენით. ბოლოს სამზარეულოში გავედი გასახსნელის ასაღებად. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი რომ თავბრუ დამეხვა და გონება დავკარგე. ........................................................ ვაიმეე ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე. დღევანდელი დღის გამაზვა კი არ მინდოდა ძალიან გთხოვთ ჩემს ისტორიასთან ერთად შეაფასეთ გმირები და მათი საქციელები. ვისკენ ხართ ვის ამართლებთ და ა/შ. ველოდები თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.