შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 41)


10-06-2015, 22:52
ავტორი llella
ნანახია 5 152

თამუნას ნაამბობი:

ისევ დემეტრე... ისევ მისი მონატრება... ღმერთო, მგონი სანამ ეგ ჩამოვა გული გამისკდება და მომეღება ბოლო... უმისობას ვეღარ ვუძლებ... ჩემს თითზე მოკალათებულ ბრჭყვიალა ნივთს დავხედე და გამეღიმა, მე... მისი საცოლე ვიყავი... მისი საცოლე...
-მომენატრე...-ჩავიჩურჩულე.
-რა თქვი?!-მკითხა გიორგიმ.
-ჰა?!
-რა თქვი თქო, რაღაც თქვი!
-ააა, არაფერი-გავუღიმე.
-კაი, მისმინე სად წაგიყვანო?!
-რა სად უნდა წამიყვანო?!-ვერ გავიგე რას მეკითხებოდა.
-როგორც ვატყობ მასთან ერთად მოხვედი-მიმითითა კოკაზე-რადგანაც ფეხი გაქვს ნატკენი-ეხლა ჩემს ფეხზე გადაიტანა საჩვენებელი თითი-და სახლშიც მარტო ვერ წახვალ, ამიტომ მიგაცილებ სახლამდე.
-უი...-კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას მაგრამ არ დამაცადეს.
-გიორგი შეგიძლია წახვიდე-უკნიდან მომესმა ნაცნობი ხმა, მივბრუნდი და ხელში ჯაბა შემრჩა.
-ნახვამდის თამუნა-გიორგიმ გამიღიმა და ისევ კაფეში შებრუნდა.
-როგორ ხარ?!-წინ დამიდგა ჯაბა, მე კიდე კედელს მივეყრდენი, ისევ ამტკივდა ფეხი.
-არაჩვეულებრივად-მკვახედ მივუგე და ვცადე წავსულიყავი, ვიცოდი რაც მოყვებოდა ყველაფერ ამას, არ მინდოდა ჩხუბი ლექსოსთან, ვიცოდი რომ გაბრაზდებოდა, მისი ნათქვამისთვის რომ გადამებიჯებინა, ამიტომაც მისთვის თავის არიდება ვცადე, მაგრამ როგორც ყოველთის ჩემი მცდელობა კრახით დამთავრდა...
-სად მიდიხარ?!-ხმა გაუმკაცრდა, ჩემსკენ წამოვიდა, ერთი ხელი წელზე შემომხვია მეორე კი მაჯაში ჩამავლო.
-სახლში!
-მერედა მარტო მიდიხარ?!-გაიცინა, ვცადე მისი მოშორება მაგრამ არაფერი არ გამომივიდა.
-ხო!-მკვახეთ მივუგე და მისი ხელი მოვიშორე, რომელიც წელზე შემომხვეოდა, მანაც გამიშვა და 1 ნაბიჯით უკან დაიხია.
-რამე მოხდა?!-გაკვირვებულმ მკითხა და თვალებში ჩამხედა.
-არაფერი!
-ხოდა წავედით მაშინ სახლში, არ შეიძლება შენთვის დიდი ხანი ფეხზე დგომა-ისევ გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა, მე კიდე უკან დავიხიე.
საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, ვერ ვიტანდი ესე რომ ვიქცეოდი, „ვენაგლებოდი“ ადამიანს ვინც ასე ვთქვათ, მძიმე დროს არ მიმატოვა, ადამიანს ვინც ბევრჯერ გადამარჩინა, მშველოდა და ა.შ. მაგრამ ლექსოს საწინააღმდეგოდ ვერ წავიდოდი... ვერასდროს!
ჯაბას გაუკვირდა ჩემი ესეთი საქციელი, ამიტომაც გაუნძრევლად მიყურებდა და ხმას არ იღებდა. ტელეფონი ამოვიღე და ლექსოს დავურეკე.
-ხო თამუ.
-ლექსო სად ხარ?!
-სახლში ვარ, ეხლა მივედი, რა იყო?!
-შეგიძლია ქვემოთ კაფეში ჩამოხვიდე?!-ამ დროს ჯაბას გავხედე, ძარღვები დაბერვოდა და ხელები მოემუშტა, გული ცუდს მიგრძნობდა.
-კი ტო ეხლავე-იმწამსვე გამცა პასუხი-მოიცა და კოკა არ იყო შენთან ერთად?!
-კი იყო...
-მერე?!
-რა მერე?!
-რადა სადაა?! არ თქვა რო მანდ დაგტოვა თორე გადავხსნი წელში.
-არა კაცო...-გავიცინე.
-აბა?!
-ვაიმე ლექსო ჩამოდი რაა-ხვეწნის ნოტები გავურიე ხმაში, მას გაეცინა.
-კაი 2 წუთში მანდ ვარ-ესღა მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე და კედელს მივეყუდე, ფეხს დავხედე, ფეხზე დგომის გამო ისევ ამტკივდა და სახე ცოტათი დავმანჭე.
-ეს რა იყო?!-მომესმა ჯაბას ხმა, რომელიც სულაც არ გავდა დამშვიდებული ადამიანის ხმა.
-რაზე მეუბნები?!-სერიოზულად ვერ გავიგე რას გულისხმობდა.
-აი იმაზე რაც 2 წუთის წინ ქენი!
-მაინც ვერ გავიგე-წარბები მაღლა ავწიე და მსუბუქად გავუღიმე.
-ლექსოს რატო დაურეკე?!
-იმიტომ რომ მომეხმაროს სახლში ასვლაში.
-მერე და მე აქ ტყუილად ვარ?!-საჩვენებელი თითი გულ-მკერდზე მიიდო და თავი გააქანა.
-რავიცი მე-გავეკრიჭე და სადარბაზოსკენ გავიხედე, ლექსო ისევ არ ჩანდა. „ვაიმე ეხლა მაგან თუ არ გამოიპრანჭა ქალივით, თუ არ დაიცალა მისი “BOSS” და ტანი თუ არ დაიბანა სუნამოთი ისე სახლიდან ხო არ გამოვა რააა“ გუნებაში გავიფიქრე და ჯაბას გავხედე.
-აუუ ჩემი, რატო თამაშობ გოგო ჩემს ნერვებზე?!
-არ ვთამაშობ!
-როგორ არა, მე აქ ვუდგავარ და ეს კიდე ურეკავს ლექსოს ჩამომაკითხეო! ვერ მხედავ გოგო ამხელა კაცს?!
-ვაიმეე რა გინდა?!
-არაფერი! საერთოდ არაფერი!
-არაჩვეულებრივი შეგიძლია წახ....
-ერთის გარდა-კითხვაც ვერ მოვასწარი ისე ამიტაცა ხელში, როცა გავიაზრე რაც გააკეთა უკვე მის ძლიერ მკლავებში ვიყავი მოკალათებული.
-რა... რას აკეთებ?! დამსვი!
-რას ვაკეთებ და სახლში მიმყავხარ! და ხო კიდე არ დაგსვამ!
-ჯაბა ნუ სულელობ დამსვი ეხლავე!
-არა თქო!
-ვაიმე დამსვი ადამიანო ნუ გადამრევ ახლა, ნუ მაყვირებ ადამიანო შუა ქუჩაში.
-ოოჰ, არ იყვირო მერე-გაიცინა და ზემოდან დამხედა.
-დამსვი თქო ეხლავე!
-არა მეთქი!-ხმას აუწია.
-ვაიმე ლექსომ რომ ნახოს მოკლავს-დავიჩურჩულე.
-ნუ გეშინია-თბილად გამიღიმა მე კიდე სულაც არ მეღიმებოდა.
-მე არც მეშინია-მხრები ავიჩეჩე და ავხედე ჩემზე მოჩერებულ სხეულს-შენ იკითხე თორე.
-მე ხო საერთოდ არ მეშინია, ხოდა ვსო-გამეკრიჭა და წინ წავიდა, სადარბაზოსკენ, მე კიდევ გავუძალიანდი, მართლა არ მინდოდა ლექსოს ვენახე მასთან ერთად.
-ნუ ფართხალებ გოგო გამივარდები და მეორე ფეხსაც იტკენ.
-დამსვი და აღარ ვიფართხალებ.
-გააგრძელე ფართხალი-გადაიხარხარა-მე შენ დასმას არ ვაპირებ და ხო კიდე გარწმუნებ, არ გამივარდები.
მე პასუხი აღარ გამიცია, ან რა უნდა მეთქვა ენა კინაღამ ჩამივარდა მუცელში იმ წამს სადარბაზოდან გამოსული ლექსოს სახეს რომ წავაწყდი, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა, ისეთი სახე ქონდა შეგეშინდებოდა, გაუაზრებლად მოვუჭირე ხელი ჯაბას თეთრ პერანგზე. საწყალი თვალებით ავხედე, ის კი უცვლელი სახით მიიწევდა პირდაპირ სადარბაზოსკენ... ნოლი რეაქცია...
-ხელი გაუშვი-გაისმა ლექსოს მკაცრი ხმა.
-სახლში უნდა მივიყვანო-ირონიული ღიმილი აიკრო ბარათელმა და ისე გასცა პასუხი მის წინ მდგარ გაცეცხლებულ ლექსოს.
-ხელი გაუშვი თქო-გაუმეორა ჩემმა ძმამ, მე კიდე ჯაბას ავხედე, ვანიშნე დამსვი თქო.
თვალებზე ცრემლები მომადგა, საშინლად ვიყავი შეშინებული... მეშინოდა ლექსოს... მეშინოდა ჯაბას... ყველაფრის ერთად!
-ნუ გეშინია-მიჩურჩულა ყურში და დამსვა.
ნელა წავედი ლექსოსკენ და მას მოვეხვიე.
-არ გინდა რაა-ჩუმად ვუჩურჩულე.
-დაწყნარდი... ნუ ტირიხარ ტო, რა გატირებს?!-მსუბუქად გამიღიმა, ნუ ალბათ მას ეგონა რომ ეს ღიმილი იყო.
-არ ეჩხუბო რაა! გთხოვ... არაფერი არ დაუშავებია... ის... მან უბრალოდ მომეხმარა.
-თამუნა დაწყნარდი, არ მოვკლავ-დამაიმედა ძამიკომ და ჯაბასაკენ წავიდა, მე კიდე დამტოვა ერთ ადგილას გაქვავებული.
-შე ნა****რო რომ გითხარი მასთან ახლოს არ დაგინახო მეთქი ვერ გაიგონე?!-ლექსოს დაძაბული ხმის გაგონებისას ტანში გამცრა.
-მეც გითხარი, რომ მის სიახლოვეს ხშირად დამინახავ თქო! და ასეც იქნება.
-როგორც ვხვდები შენთა საუბარი არ ჭრის-გაიცინა და ნერვიულად გააქნია თავი-არადა ხო ვიცოდი რომ მომიწევდა მაინც შენი ცემა.
-ხოდა მიდი მანახე ერთი რისი გამკეთებელი ხარ-ჩაისისინა, ეტყობოდა ლექსოსაც ეს უნდოდა, საყელოში წვდა და დაარტყა, ჯაბა შებარბაცდა, მერე წელში გასწორდა და ტუჩზე ხელი მოისვა, ტუჩი ქონდა გახეთქილი.
-ლექსო!-ავიყვირე.
-თამუნა... დაწყნარდი!-გამომხედა ჯაბამ და გამიცინა-არაფერია.
ლექსომ ისევ დაარტყა, მეორეს მესამე მოყვა, მესამეს-მეოთხე, მე კიდევ გაუნძრევლად ვიდექი და რა მექნა ვერ გამეგო, უცებ ბიჭები დავინახე, ერთ-ერთი ვიცანი დათო იყო, ადრე ვუყვარდი, ალბათ ეხლაც, აი ამას კი ჩემთვის იმ წუთისათვის არანაერი აზრი აქ ქონდა.
-დათო! დათო გააშველე გთხოვ... მოკლავს დათო!-დავიყვირე, მანაც ჩემი ხმის გაგონებისთნავე ჩვენსკენ წამოვიდა, მას სხვა ბიჭებიც მოყვნენ.
ვერაფრით ვერ მოაძვრეს ლექსო ჯაბას, ჯაბა ხელსაც კი არ აქანებდა, არანაერ წინააღმდეგობას არ უწევდა, წარბიც არ შეუხრია, ლექსო კიდე გაცეცხლებული ურტყამდა მისი გაბრაზების მიზეზს და „საყვარელი“ კომპლიმენტებით ამკობდა მას.
-ლექსო გეყოფა! დაანებე თავი!-დაუყვირა დათომ და როგორც იქნა გამოართვა ხელებიდან ჯაბა-თამუნაზე მაინც იფიქრე.
მე?! არ ვიცი... არ ვიცი რას ფიქრობდა ჩემი ტვინი... არ ვიცი რას გრძნობდა გული... მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ საშინლად მეშინოდა... საშინლად ვიყავი ანერვიულებოდი, ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მოედინებოდნენ ახურებულ ლოყებზე და ეცემოდნენ სიცხისაგან გახურებულ ასფალტს. ფეხის ტკივილს ვერც კი ვგრძნობდი, მგონი ამ ნერვიულობაში მომირჩა კიდეც.
-თამუნა კარგად ხარ?!-მომესმა ჯაბას ხმა, წამით გავხედე სულმთლად დასისხლიანებულ ბარათელს, რომელსაც ლექსოს მოქნეული ხელი დაეკავებინა და მე მიყურებდა სახემოშლილი.
-შენ...-ამის გარდა ვერაფრის თქმა ვერ მოვიფიქრე, „არა კი ვიცოდი რო ეს დებილი და შეშლილი იყო, მაგრამ ამ დონეზე გარეკილიც თუ ქონდა არ მეგონა... ბიჭი დასისხლიანებულია და მე მეკითხება როგორ ხარო..“
-რა მე?!-გაიცინა და ისე მკითხა.
-შენ...-გაოცებულმა ისევ გავიმეორე.
-მე კარგად ვარ-ისევ გამიცინა, მგონი ტვინის შერყევა აქვს ამას, იმდენი ურტყა ისე ლექსომ არაა ეგ გამორიცხული.
-დებილი ხარ შენ!-დაავიყვირე.
-შენთვის მეტსაც გაუძლებს კაცი!-გამიღიმა, ლექსოს ხელი გაუშვა და მას შეხედა-გააგრძელე!
-ლექსო გაჩერდი გთხოვ!
ლექსომ სწრაფად გამომხედა, როცა დაინახა თუ რა დღეში ვიყავი სახე წაეშალა, ძარღვები დაეჭიმა და სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ. მოვიდა თუ არა მაგრად მომეხვია.
მე... რეაქცია არ მომიხდენია, ტვინი გათიშული მქონდა. როგორ არ მინახავს ლექსოს ჩხუბი, მაგრამ ეს... ეს არ ვიცი რა იყო... თავში მომხდარი სცენები მიტრიალებდა... და ვერაფრით ვერ ვიშორებდი არასასურველ ფიქრებს.
-წამოდი სახლში ავიდეთ...-ლექსოს ხმა გავიგე, ურეაქციოთ გავყევი უკან. სახლში შევედით თუ არა ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, არ მიმიქცევია ყურადღება ნატკენ ფეხზე, ოთახში შესულმა პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, იქედან გამოსულმა პიჟამოები ჩავიცვი და საწილში შევწექი, ცრემლებმა მისით იწყეს თვალებიდან ნელ-ნელა წამოსვლა, ამ დროს კი კარებზე კაკუნის ხმა გავიგონე.
-შემოდით-ხელისგულებით სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და კარებს გავხედე.
-შეიძლება?!-კოკამ ოთახში შემოყო თავი და გამიღიმა.
-შემოდი-მსუბუქად გავუღიმე და ვანიშნე შემოსულიყო.
-როგორ ხარ?!-გვერდით მომიჯდა თუ არა მკითხა.
-არ ვიცი...
-და ეგ როგორ გავიგო...
-როგორ და ჩვეულებრივად.
-მისმინე... მაპატიე...
-რისთვის?!-გაკვირვებულმა გავხედე.
-რისთვის და მე რო არ წავსულიყავი ეგ ნა****რი არ მოვიდოდა შენთან და არც ეს ჩხუბი არ დაიწყებოდა!
-სისულელეს ნუ ამბობ!-გავუბრაზდი და ლოყაზე ვაკოცე.
-ვიცი რომ ლექსოს საქციელზე ფიქრობ, ჯაბას საქციელზეც და საერთოდ ყველაფერზე ერთად... და ამიტომაც დაბნეული ხარ, მე რომ გითხრა ეხლა ყველაფერს აგიხსნი თქო, არ გამომივა... არც მაქვს უფლება... უბრალოდ როგორც შენი უფროსი ძმა, მეგობარი, ნაცნობი და რავიცი კიდე ვინც გინდა ის, გეუბნები თავი შორს დაიჭირე ჯაბასგან, მისთვის უკეთესი იქნება მისგან თავს შორს თუ დაიჭერ.
-არავინ არაფერს არ მეუბნებით, არ მიხსნით და უბრალოდ „მირჩევთ“ რომ თავი მისგან შორს დავიკავო... არაფერი არ მესმის...
-ერთ დღეს აგიხსნიან ყველაფერს.
-კაი... აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ისეც ვერაფერს ვერ ვხვდები და უარესად არ მინდა მიმეშალოს ნერვები. შენ ის მომიყევი რა ქენი დღეს.
-დავიბრუნე... ჩემი სიცოცხლის წყარო დავიბრუნე... უფროსწორად დამიბრუნე, შენ რომ არა...
-მაგარი ვარ-გავიცინე-მერე აუცილებლად მოიყვან ჩვენთან და იცოდე.
-კი ტო მგაზე გაწყენინებ?!
-ხოდა ხვალ მომიყვან სარძლოს.
-რაზეა ბაზარი-გამეკრიჭა.
-მაგარი გოგოა, ძალიან საყვარელი და რაღაცნაირია.
-მადლობა!
-მე ეგ იმისთვის არ გამიკეთებია რომ მადლობები მიხადო.
-ხო ვიცი... მაგრამ მაინც.
მე და კოკამ კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე კი ისევ ლექსოს დაუბრუნდა და მე მარტო დამტოვეს.



ლექსოს ნაამბობი:


მინდოდა ჯაბას ცემა... ხოდა ვცემე კიდეც, მაგრამ როცა თამუნას სახეს მოვკარი თვალი სულ მთლად წავიშალე, არ ვიცოდი რა მექნა, არ მინდოდა ესეთი ვენახე, ჯაბა ხელსაც არ აქანებდა, არ მიწევდა წინააღმდეგობას, მეც გული ვიჯერე და მოვშორდი. თამუნა ავიყვანე სახლში, მერე კოკა მოვიდა, ყველაფერი მომიყვა, არა კი ვიცოდი რო მაგარი და მყავდა, მაგრამ ესეთი მაგარიც თუ იყო არ მეგონა, მინდოდა თამუნასთან შესვლა მაგრამ გადავიფიქრე და ამიტომ ისევ კოკა გავუშვი. მე კი ამ დროს დემეტრემ დამირეკა.
-ხო.
-თამუნა სადაა?!-ანერვიულებული ხმა ქონდა.
-სახლში სად უნდა იყოს ბიჯო?!
-ტელეფონზე არ მპასუხობს, გათიშული აქვს მიუწვდომელიაო, გამისკდა გული ტო! აქ ყოფნაში შემიწირავთ მე თავენ და შეტევას დამმართებთ!
-ხოდა მოკვდები-გავიცინე.
-რაღაცა კარგ ხასიათზე ხარ შენ ხო იცი... რა მოხდა?! ლელუკას ხელი თხოვე და იმან კიო?!
-არა... ისე მაგას მალე ვაპირებ!
-აბა?!
-ბართელი ვცემე-კმაყოფილმა ვუპასუხე და გავიღიმე.
-რა ქენი?!-ცოტა ხნის სიჩუმის მერე მკითხა.
-ჯაბა ბარათელი ვცემე!
-რა ქნა?!
-რო ჩამოხვალ მოგიყვები ყველაფერს.
-მითხარი!
-ტელეფონით ვერ გეტყვი!
-ლექსო... თამუნას ხომ არ...
-არა! ეგღა მაკლია რამე დაუშაოს.
-თუ ახლა მეტყვი შეიძლება ხვალ ჩამოვიდე-ინტონაციას არ იცვლიდა.
-სერიოზულად როდის მოდიხარ?!
-ალბათ 4 დღეში ჩამოვალ.
-მოაგვარე მანდ ყველაფერი?!
-ცოტაც და...
-კაია ძმაო და დაჩიც მოდის?!
-აუ უნდა გვნახო მე და ეგ რა დღეში ვართ, იმის დროც არ გვაქვს რო დავურეკოთ გოგოებს, თამთას დღეში 2ჯერ ურეკავს, მე კიდე სულ კონფერენციაზე და შეხვედრებზე ვარ, წუთი თავისუფალი დრო არ მაქვს, ამიტო მოლოდმ ერთხელ ვურეკავ თამუნას და ისიც უმეტესწილაად გათიშული აქვს.
-ანუ გელოდებით ხო?! მაგარი გაუხარდება თამუნას.
-ოოო, ეგ თამუნას არ უნდა უთხრათ არცერთმა.
-სიურპრიზი და რამე-რუმე?!-გავიცინე და წარბები ავათამაშე.
-ნუ ხო რაა...
-კაი არ ვეტყვი.
-თამუნას უთხარი ტელეფონი ჩართოს.
-კაი სასიძო-გადავიხარხარე.
-შენ არაფერი არ გეშველება.
-არც მეშველება.
თამუნას ოთახში შევედი, საწოლზე იწვა დ წიგნს კითხულობდა.
-თამუ...
-ჰა?!-წიგნისათვის თვალი არ მოუშორებია ისე მკითხა, ბავშვობიდან ასე იყო, წიგნის კითხვის დროს არაფერი არ ესმოდა, სულ რომ გადაგედგა ყველაფერი ყურადღებას არ მოგაქცევდა, მთლიანად წიგნში იყო ჩაფლული.
-თამუნა-მივედი და წიგნი გამოვაცალე, გამეღიმა მის გაკვირვებულ სახეზე-ტელეფონი სად გაქვს?!
-აამ, არ ვიცი-გაიხედ-გამოიხედა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა-აგერ, უი დამჯდარა.
-ჩართე, დემერტე გირეკავს და...
-ვაიმე-შეიცხადა და ტელეფონი შეაერთა.
-მაპატიე დღევანდელისთვის!
-არაუშავს-მსუბუქად გამიღიმა.
-ვიცი რომ შეგაშინე მაგრამ...
-მაგრამ ესე იყო საჭირო და მე ზედმეტი კითხვები არ უნდა დავსვა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ცემე ჯაბა სასიკვდილოდ-შემაწყვეტინა და ჩამომირაკრაკა ჩემივე სათქმელი.
-ნუ თითქმის მაგის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ეგეც წავა-გავიცინე და შუბლზე ვაკოცე.
-მიყვარხარ ძამიკო!-დაიჩურჩულა.
-მეც! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!-თვალებში ჩავხედე, მას კი ტირილი დაეწყო-რა გატირებს გოგო?!
-შემეშინდა...
-ვიცი... ვიცი რომ შეგაშინე...
-არა... შემეშინდა რომ რამე შეიძლებოდა მოგსვლოდა...-ცრემლებს ამოაყოლა სიტყვები.
-რა უნდა მომივიდეს?!-გავუღიმე.
-არ ვიცი... უბრალოდ შემეშინდა.
-ვსო, დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა! ეხლა კიდე უპასუხე შენს საქმროს თორე აიკლო ტელეფონი-საწოლზე დადებული, მოცეკვავე ტელეფონზე მივუთითე, შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გავედი.


თამუნას ნაამბობი:

ტელეფონი ავიღე და ვუპასუხე, არა დემეტრეს ერთ დღეს შევიწირავ, ისევ განერვიულებულმა მიპასუხა.
-თამუნა... პატარავ როგორ ხარ?!
-კარგად... შენ როგორ ხარ?!
-საშინლად დაღლილი ვარ! რატო გქონდა ტელეფონი გამორთული?!
-დამიჯდა და...
-მერე და არ შეგეძლო რომ დაგეტენა?!
-დამავიწყდა...
-ბარათელს რა უნდოდა შენთან?!-მისი სიტყვები გამახსენდა „არასოდეს არ დამიმალო არაფერი, რაც არ უნდა იყოსო“ მეც ყველაფერი მოვუყევი, არც ვაპირებდი რამის დამალვას.
-ეს იყო და ეს...-ვუთხარი ბოლოს.
-........-არაფერი არ უთქვამს, მე კიდევ მისი სიჩუმე უფრო მაშინებდა და მკლავდა ვიდრე მასთან ჩხუბი.
-დემეტრე...
-.........
-დემეტრე ხმა ამოიღე.
- „არ გაეკარო ჯაბა ბარათელს! გავგლეჯ მაგ ნაბ***რს შენთან რო დავინახო! და ბოლოს შენ ჩემი საცოლე ხარ! ჩემი საცოლე!!!“ თამუნა რა არის ამ წინადადებაში გაუგებარი?!-საშინლად გაბრაზებული ხმა ქონდა.
-............-ეხლა კიდე მე არ ვიღებდი ხმას.
-გეუბნები არ გაეკარო თქო და შენ მიდიხარ და ეკუსკუსები მაგ ყ***!!! გინდა რო შევიშალო, გინდა რო ჭკუიდან გადავიდე?! გავგლიჯო და მიწაში ცოცხლად ჩავფლა გინდა?! გამაგებინე რა არის იმაში გაუგებარი რომ არ უნდა გაეკარო?!
-ნუ ყვირიხარ-მართლა მომეშალა ნერვები, მე არაფერი არ დამიშავებია, თვითონ ჯაბა მოდის მელაპარაკება, მე კი ვარიდებ თავს მარა ესმის რო?!-ჩემი ბრალი არაა ეგ თუ დებილის და მე თავს არ მარიდებს და არ მშორდება რა ვქნა გამოვიკეტო სახლში?!
-თუ საჭირო გახდა ეგეც უნდა ქნა!-ცოტახანი გაჩუმდა მერე კი ჩურჩულით დაიწყო-მაპატიე... მაპატიე ვიცი რომ შენ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მეც გამიგე გთხოვ, ერთ რაღაცას გთხოვ მხოლოდ მეტი არაფერს, უბრალოდ მისგან თავი შორს დაიკავე, მეტი არაფერი, არ მინდა რომ რამე დაგიშაოს!
-დემეტრე... არ ჩანს ეგეთი ცუდიც როგორიც თქვენ გგონიათ.
-არც არის თამუ... არც არის... მაგრამ მაინც! დამპირდი!
-გპირდები!
-მიყვარხარ პატარავ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად! მენატრები და მგონი ეს მონატრება მომიღებს ბოლოს!
-მეც მენატრები! მალე ჩამოდი რაა...-ამოვისლუკუნე.
-მოიცა ტირი?!-ხმა გაუმკაცრდა-არ მინდოდა გწყენოდა უბრალოდ...
-მომენატრე!
-მეც! მიდი დაიძინე გვიანია უკვე და ხვალ დაგირეკავ დილით.
-კაი.
-ძილინებისა პატარავ!
-ძილინებისა.
დემეტრეს გავუთიშე, ტელეფონი ტუმბოზე დავაბრუნე და დავიძინე.


ჯაბას ნაამბობი:


როცა ხვდები რომ მის გარეშე შენი სიცოცხლე არაფრად გიღირს, როცა მისი ღიმილის გარეშე შენ ვერ იქნები ბედნიერი, ვერ იქნება შენი ცხოვრება სრულყოფილი მის გარეშე... ხვდები რომ კვდები, როცა ახლოს არაა, როცა მისი ხელი სხვას უკავია, როცა მის თვალებში სხვა იყურება და მის სურნელს სხვა შეიგრძნობს, როცა მის ბაგეებს სხვა აგემოვნებს და უბრალოდ ტკბება მისით, ნებდები, ეჩვევი იმ ცხოვრებას სადაც „ის“ არაა, სადაც გასავლელ გზას მარტო გადიხარ, უბრალოდ გამოფიტული და დაცლილი ხარ... და უცებ ღმერთი გაძლევს შანსს, იმ შანსს რომელზეც მთელი ცხოვრებაა ოცნებობდი... რომლის იმედს არასდროს არ კარგავდი... მე ვიყავი მასთან, ვიყურებოდი მის მწვანე თვალებში, ვეხებოდი მას და ეს იყო ის რაც მჭირდებოდა... მისგან არ მოვითოვდი შეუძლებელს, მე მინდოდა რომ უბრალოდ ახლოს მყოლოდა, ესაა და ეს. მაგრამ ერთი ვიცი... არასდროს არ წავალ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ... არასდროს დავაძალებ რაიმეს და არ ვაიძულებ შემიყვაროს ან იყოს ჩემთან... მინდა ისიც ისევე გიჟდებოდეს ჩემზე როგორც მე მასზე... მე ხომ ის მიყვარს... და მე არ მყავს ის უბრალოდ აჩემებული.
-Борись до конца! Боль временна — триумф вечен!!!-ჩემთვის ჩავილაპარაკე და კიდევ ერთხელ წამოვიყუდე სასმელით სავსე ბოთლი. ტელეფონი ამოვიღე და გაბოს დავურეკე, მე ის ახლა ნამდვილად მჭირდებოდა, ვინმესთვის რომ არ გამეზირებინა ემოციები მოვკვდებოდი, რომ არ მომეყოლა ემოციები გამგუდავდნენ.
-ხო ბიჯო.
-გაბო გამო რა...
-სად ხარ?!-იმ წამსვე მიმიხვდა ყველაფერს, ამიტომაცაა ჩემი ძმაკაცი.
-ზღვაზე ვარ... ჩვენ ადგილას...
-2 წუთში მანდ ვარ, არსად არ წახვიდე.
-აუ სპირტი და ბამბაც გამოიყოლე რაა.
-კაი-ტელეფონი გავთიშე და იქვე მივაგდე.
ისევ ფიქრებმა გამიტაცეს, როგორც ყოველთის მასზე ვფიქრობდი... აბა როგორ...
-ასეთი ვინ ხარ რომ ამდენ ხანს დამჩემდი?!-ჩურჩულით დავსვი კითხვა და ზღვას გავხედე.
-აზრი ხარ ჩემი ცხოვრების!!!-ჩემივე კითხვას გავეცი პასუხი და მსუბუქად გავიღიმე.
ისევ ვსვამდი და ზღვას გავყურებდი, არც კი შემიმჩნევია როგორ მოვიდა გაბო და როგორ მომიჯდა გვერდით.
-ისევ?!-ჩუმად მკითხა და მანაც ზღვას გახედა.
-დღემდე!-მტკიცედ გავეცი პასუხი.
-და რას აპირებ?!
-არ ვიცი... უკვე აღარაფერი არ ვიცი-გავხედე, მანაც გამომხედა და როცა დამინახა თვალები გაუფართოვდა.
- რა დღეში ხარ! რაარი ეს ტო! ტრაქტორს შეუვარდი?!
-არაფერია...-დავიჩურჩულე, გაბო კი სახეს მიწმენდდა, გამოცდილია უკვე, იმდენჯერ ვიყავით ბიჭები „დაჩეხილები“ რომ დასპეცდა ეს საცოდავი.
-და ვინ გაგალამაზა?!
-ლექსოს ვეჩხუბე-ამაზე აღარაფერი აღარ უთქვამს.
-ბიჭო... ამდენი ხანია გიყვარს და...
-და რაა?!
-ღირს მაინც ეგ გოგო ამდენი ხანი რომ იტანჯები?!-მკითხა დაეჭვებით, კი იცოდა პასუხი... ვიცოდი რომ იცოდა... ეს 6 წელია მხოლოდ მაგან იცოდა რაც გადავიტანე...
-ეგ არ უნდა გეკითხა-მსუბუქად გავუღიმე.
-შეჩემე მესმის რო გიყვასრ მაგრამ ტყუილად იტანჯები... გესმის?!!! ტყუილად, თამუნას ეგ ს***ი დემეტრე უყვარს ხოდა ყავდეს, დაიკიდე თქო რო გითრა ვიცი რომ არასწორი იქნება, მაგრამ ხომ უნდა შეიგნო არა?! რას დაემსგავსე ხედავ მაინც?! ხვდები რომ შენი ასეთ დღეში ყურება სულაც არაა ჩემთვის სასიამოვნო, ბავშვობიდან გიცნობ და ძველი ჯაბასგან ჩრდილიც კი აღარაა დარჩენილი, კიდე კაი მე რო არ დამივიწყე, პროსტა... ძალიან შეიცვალე... შენ ძმობას ვფიცავარ თუ არ მენატრებოდეს ძველი ჯაბა ბარათელი, ჩემი ძმა ხარ ტო... შენ კიდევ იტანჯები, გტკივა და მე ამას ესე უბრალოდ ვერ ვუყურებ... დ***ს მ*******ავ მაგ ლექსოსაც და დემეტრესაც... შენ ოღონდ კარგად იყავი!!!-გაბოს ასეთი რამ არასდროს არ უთქვამს ჩემთვის... არსდროს! არადა რაღაცაში მართალიც კი იყო...
-მიყვარს! გესმის?! მიყვარს! არ შემიძლია უმისოდ ამის დ*** ვ***** არ შემიძლია მის გარეშე, შენ ხომ მაინც იცი რამდენი ხანია მიყვარს არა?! ხომ იცი რომ მის გარეშე ვერ ვსუნთქავ... რა არ გამიკეთებია მისთვის, რამდენი ვიღაც მიცემია მისი გულისთვის, 10 წლის მერე სულ მაგის თაყვანისმცემლებს ვცემ და ვაშორებ... დღესაც! დღესაც ეგრე ვიქცევი... მაგრამ... ერთის მოშორება ვერ მოვახერხე! იმისი ვისი მოშორებაც ყველაზე მეტად მინდოდა... შეიყვარა გესმის?! თამუნამ დემეტრე წერეთელი შეიყვარა, ეგ ვეღარ გავითვალისწინე... მხოლოდ ეგ გამომრჩა და ამით დავამთავრე! გესმის შენ?! იცი შენ როგორი გრძნობაა როცა შენი საყვარელი ქალი სხვას უღიმის და სხვაა მისი ღიმილის ავტორი?!-ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და ცხოვრებაში პირველად ავტირდი... ხო მე, ჯაბა ბარათელმა რომელსაც დაფიცული ქოდა არასდროს ეტირა პირველად ვიტირე საყვარელი ქალის გამო... გაბო ჩემსკენ მოიწია და მაგრად მომეხვია-რა ვქნა მითხარი?! დემეტრე მოვკლა?! ეს იგივეა სიცოცხლის აზრი მოვუკლა საყვარელ ქალს, ცხოვრება შევაძულო! თავი მოვიკლა?! ამაზე არც იდარდებს! და რა გავაკეთო მითხარი... ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, თამუნა მიყვარხარ თქო... არ შეიძლება-ისევ ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და გაბოს ვებღაუჭებოდი, ამდენი ხნის ტკივილს გასაქანი მივეცი, მინდოდა ცოტათი მაინც დავცლილიყავი ემოციებისაგან, თორემ გავიგუდებოდი... ემოციებით გავიგუდებოდი-თანაც...-ვეღარ ვთქვი, ის რის თქმასაც ვაპირებდი... ვეღარ ვთქვი...
-რა თანაც?!-მკითხა გაბომ როცა გავჩუმდი.
-დანიშნულია-ვუპასუხი ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
-რაა?!-თვალებგაფართოებულმა მკითხა.
-ხო... დემეტრეზეა დანიშნული... და... ის მისი ცოლი გახდება... გესმის?! დემეტრე წერეთელის ცოლი გახდება!-ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი.
-გადავიტანთ ძმაო!-ჯიბრიანად ჩაილაპარაკა-მე და შენ ამასაც გადავიტანთ!
-მე ძალა აღარ შემწევს...
-შენ ხომ ჯაბა ბარათელი ხარ!
-ხო... ჯაბა ბარათელი რომელიც ერთმა გოგონამ გაასწორა მიწასთან...
-ფეხზე წამოვდგებით!
-მადლობა ძმაო!-გავუღიმე და სასმელით სავსე ბოთლი გავუწოდე. მანაც გამომართვა და წამოიყუდა.
-არ წავიდეთ?!-2 საათის საუბრის შემდეგ მკითხა.
-წავიდეთ-ფეხზე წამოვდექით და წავედით სახლისაკენ.
სახლში მისულმა ჩემს დას დაველაპარაკე სკაიპით, ჩემი პატარა ლიზიკო... 4 წლისაა და ისეთი ჭკვიანია რომ რავიცი... დიდი კაცი ვერ აზროვნებს მაგდენს ეს რომ აზროვნებს. სულ ძმას გავს. დიდი ხანი ვილაპარაკეთ, მერე გავუთიშე გადავივლე და დავიძინე.

თამუნას ნაამბობი:

იმ დღის მერე 3 დღ გავიდა, მართლაც რომ არ გავსულვარ სახლიდან... ფეხიც მომირჩა. არ ვიყავი არაფრის ხასიათზე, გოგოები იყვნენ ეს დღეები ჩემთან და წამითაც არ მომშორებიან ლელუკა, სოფო, თამთა და ელენე მართობდნენ და მივლიდნენ, ნუ ლელუკა მართობდა და მაიმუნობდა ხოლო სხვები მივლიდნენ.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. „ ვაიმე ჩვევად ექცა ამ ხალხს ჩემი გაღვიძება“
-ბატონო-ისე ვუპასუხე არც კი დამიხედია ეკრანზე.
-გაგაღვიძე პატარავ?!-დემეტრეს ხმის გაგონებაზე თვალები ვჭყიტე.
-ჰა... ხო...-ამოვიბურტყუნე და გავიღიმე-რას შვრები?!
-არაფერს, ვმუშაობ და ვარ გადარბენებზე.
-აუ როდის მორჩები მაგ საქმეებს რააა-დავიწუწუნე.
-მალე!
-რაც წახვედი მაგ მალეს იძახი.
-ხო ვიცი რო ბრადები მაგრამ ჩემი ბრალი არაა.
-ჯანდაბა ჭორებს!-გავიცინე.
-როგორც შენ ამბობ „ჯანდაბა და არ გახარება!“-გაიცინა მანაც.
-ზუსტადაც!
-დღეს რა გეგმები გაქვს?!
-რავიცი არაფერი ისეტი, გოგოები ვაპირებდით კაფეში წასვლას.
-კაი, გაერთეთ მერე დაგირეკავ, მიყვარხარ!
-მეც-დავიჩურჩულე და გავუთიშე, გოგონებიც მოვიდნენ ნახევარ საათში, მოვემზადე და წავედით კაფეში.
-ლექსომ გუშინ ხელი მთხოვა-დაიჩურჩულა ლელუკამ და მე გამომხედა.
-ჰა?!-გაიყვირეს ერთდროულად სოფომ და ელენემ.
-ვაიმე რა კარგია ლელუკ, მოგილოცე-გადაეხვია თამთა.
-გილოცავთ ეეე რა მაგარია!-ჩაეხუტა ელენეც.
-მადლობა.
-ვაიმე თამუნა თქვი რამე თორე დაიბნიდება ბავშვი-გაიცინა თამთამ.
-..........-ძალით არ ვიღებდი ხმას, ლელუკას კიდე ეგონა რომ მეწყინა, ცოტაც და ვიხოხებდი სიცილისგან.
-თამუნა-გაბრაზებულმა გამომხედა ელენემაც.
-კარგი ხო რაიყო, მაცადეთ ხალისობა-გავიცინე და ლელუაკს მოვეხვიე-გილოცავ რძალო!
-მადლობა... მეგონა გაბრაზდი.
-რისთვის გოგო?!
-რავიცი... ხამს არ იღები და...
-აი ხელი რომ არ ეთხოვა მაშინ გავბრაზდებოდი და მოგიკლავდი შეყვარებულს!
-სულელო-გაიცინე ლელუკამ დ ლოყაზე მაკოცა.
-რძალ-მული-გადაიხარხარა ელენემაც და ჩაგვეხუტა.
-ეეე ჩვენც გვინდა ხუტობანა-გადაიხარხარეს გოგოებმა და ისინიც მოვიდნენ.
ცოტახანი კიდევ გავჩერდით კაფეში, მერე კი სახლებში დავნაწილდით.




- - - - - -
გამარჯობა ბავშვებო love ესეც ახალი თავი.
ძალიან დაღლილი ვწერ ამ თავს და წინასწარ დიდი ბოდიშ, არ ვიცი როგორი გამოვიდა, შეცდომები მომიტევეთ.
ყველას დიდი მადლობა ვინც კითულობთ და წერთ კომენტარებს, დიდი მადლობა თბილი სიტყვებისათვის რომლებსაც ჩემთვის იმეტებთ... წინა თავზე ყველას ვერ გიპასუხეთ, მაგრამ წავიკითხე
ველოდები შეფასებას და კომენტარებს.



№1  offline წევრი nanako123

Cao damajabaratele :ddd

 


№2  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მომწონს მარა ჯაბა ძაან შემეცოდა რაგაც მომენტში მინდოდა თამუნასთან დარჩენილიყო ცოდოა ამდენი ხანია უყვარს ბევრი რამ გადაიტანა მის გამო და არ უფასდება და მეცოდება აუ რო დაამთავრებ ჯაბა მარტო არ დატოვო რა ვინმე გამოუნახე ნუ ჯერ ადრეა დამთავრებამდე რაც შეგიძლია ბოლომდე გაწელე და არ დაამთავრო არ მინდა რომ დამთავრდეს ძაან მომწონს შენც მაგარი გოგო ხარ ველი მოუტმენლად მოვლენბის განვითარებას love love love

 


№3  offline წევრი ხატატულა

ძაან კარგია

 


№4  offline წევრი llella

lamazmani
აუ ძაან მომწონს მარა ჯაბა ძაან შემეცოდა რაგაც მომენტში მინდოდა თამუნასთან დარჩენილიყო ცოდოა ამდენი ხანია უყვარს ბევრი რამ გადაიტანა მის გამო და არ უფასდება და მეცოდება აუ რო დაამთავრებ ჯაბა მარტო არ დატოვო რა ვინმე გამოუნახე ნუ ჯერ ადრეა დამთავრებამდე რაც შეგიძლია ბოლომდე გაწელე და არ დაამთავრო არ მინდა რომ დამთავრდეს ძაან მომწონს შენც მაგარი გოგო ხარ ველი მოუტმენლად მოვლენბის განვითარებას love love love

მადლობა თბილი სიტყვებისთვის <3 მიხარია რომ მოგწონს... ვერაფერს ვერ დაგპირდები... არ ვიცი რას ვიზამ... ნუ როგორ არ ვიცი მაგრამ... :დდდ

 


№5  offline წევრი lamazmani

llella
lamazmani
აუ ძაან მომწონს მარა ჯაბა ძაან შემეცოდა რაგაც მომენტში მინდოდა თამუნასთან დარჩენილიყო ცოდოა ამდენი ხანია უყვარს ბევრი რამ გადაიტანა მის გამო და არ უფასდება და მეცოდება აუ რო დაამთავრებ ჯაბა მარტო არ დატოვო რა ვინმე გამოუნახე ნუ ჯერ ადრეა დამთავრებამდე რაც შეგიძლია ბოლომდე გაწელე და არ დაამთავრო არ მინდა რომ დამთავრდეს ძაან მომწონს შენც მაგარი გოგო ხარ ველი მოუტმენლად მოვლენბის განვითარებას love love love

მადლობა თბილი სიტყვებისთვის <3 მიხარია რომ მოგწონს... ვერაფერს ვერ დაგპირდები... არ ვიცი რას ვიზამ... ნუ როგორ არ ვიცი მაგრამ... :დდდ

პირიქიდ შენ მადლობა რომ ასეთ კარგ ისტორიას წერ love

 


№6  offline წევრი masu

Auuu rakai iyo <3 jaba rogor mecodeba vaimee((((((male dade xolme ra <3

 


№7  offline წევრი llella

masu
Auuu rakai iyo <3 jaba rogor mecodeba vaimee((((((male dade xolme ra <3

ისევ ჩემი პრობლემების და მოუცლელობის ბრალია... დაგვიანებები და შეცდომები მომიტევეთ...

 


№8  offline წევრი -tiko))

Eseigi raa... es jaba ki kaia mara ai tamuna vera ra amastan.da momkalit... denetres mxareze var me... exla rac sheexeba istorias ... cota daagviane mara mizezi gaq albat da gepatieba... kargi gogo xar... vgijdebi shenze... dzaan magrat werrrrr... da dzaaaaaaliiiaaaannn miyvarxaaarrr
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№9  offline წევრი malikuna

პირველად ვწერ ჯაბაზე რაგაც ისეთს. ცოტა შემეცოდა, თუმცა დაივიწყოს ჯობს ისე მარტოობისთვის ცოდოა და სასტავში ვინმეს და არყავს რო დაავიწყოს თამუნა?:// თამუნა დემეტრესია. ვაიმეეეეეეეეე ვგიჯდები ლელ შენზეე ზე გოგოო ხარ ყოჩაღ❤❤❤❤❤

 


№10  offline წევრი Indigo

მე მაინც ჯაბა მირჩევნია დემეტრეს უფრო წყნარი, გაწონასწორებული და საყვარელია თან ძაან უყვარს ეს გოგო!!!!
P.S. ძაან მაგარი ხარ მალ-მალე დადე ხოლმე რა:)
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№11  offline წევრი † mariami †

shemecoda jabaa :( mara tamunastan me demetre mirchevnia nu jabac araa cudi mara mainc male gaagrdzele

 


№12  offline წევრი mariiii

ძაან კარგია მე მომწონს შენი მოთხრობები .... ძან კაი გოგო ხარ love

 


№13  offline წევრი llella

-tiko))
Eseigi raa... es jaba ki kaia mara ai tamuna vera ra amastan.da momkalit... denetres mxareze var me... exla rac sheexeba istorias ... cota daagviane mara mizezi gaq albat da gepatieba... kargi gogo xar... vgijdebi shenze... dzaan magrat werrrrr... da dzaaaaaaliiiaaaannn miyvarxaaarrr

მადლობა ჩემო კარგო თბილი სიტყვებისთვის... თქვენ არ იცით მე როგორ მიხარია როცა ესეთ კომენტარება ვკითხულობ... <3 ^_^

malikuna
პირველად ვწერ ჯაბაზე რაგაც ისეთს. ცოტა შემეცოდა, თუმცა დაივიწყოს ჯობს ისე მარტოობისთვის ცოდოა და სასტავში ვინმეს და არყავს რო დაავიწყოს თამუნა?:// თამუნა დემეტრესია. ვაიმეეეეეეეეე ვგიჯდები ლელ შენზეე ზე გოგოო ხარ ყოჩაღ❤❤❤❤❤

მადლობა <3 ძალიან დიდი მადლობა <3

 


№14  offline წევრი კუსა ♥

აუუ ძალიაან მაგარი ისტორიაა ^^ <3 ჯაბა ძალიან მეცოდება და იქნებ ბოლოს მასაც გამოუჩხრიკო ვინმე გოგო wink wink მაგარი გოგო ხარ შენ <3

 


№15  offline წევრი niniko123

:D jaba martlaecodeba magram Tamuna DA jaba bolos ertad ROM darchnen usamartloba iqneba...:d ardatovo jaba DA Tamuna ertadd :d gamixarda use to galaxa leqsomm :d :d :d male dadee shemdegicc :d:d:d da es jaba moashore ra :d

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

არამგონია ჯაბა ცუდი იყოს ძალიან შემეცოდა,მაგრამ არ მინდა თამუნას მისკენ გაექცეს ფიქრები ....ხო კიდევ დიდხანს მოუწია დემეტრეს წასვლა იმედია მალე დააბრუნებ......ძალიან საინტერესოდ წერ და იქნებ ჯაბასაც ვინმე გამოუჩნდეს......

 


№17  offline წევრი anaa

კარგიაა ძააან <3 ოგონდდ ჯაბასთან არრ დატოვოოო რაა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent