შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე,პატარა ქალბატონო!


11-06-2015, 10:57
ავტორი Nini13
ნანახია 5 639

გამარჯობათ, მე ნინი დადიანი ვარ, 18 წლის. ვცხოვრობ თბილისში. ვარ პირველი კურსის სტუდენტი, ჯავახიშვილში ვსწავლობ. გარეგნობით - საშუალო სიმაღლის, არც ისეთი გამხდარი, გრძელი ქერა თმა, თაფლისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი და თხელი ტუჩები. გარეგნობას ნამდვილად არ ვუჩივი. რაც სრულწლოვანი გავხდი მას შემდეგ მშობლებს განვუცხადე რომ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა, მაგრამ არა მარტო, არამედ ჩემს ერთადერთ და განუყრელ საუკეთესო მეგობარ ანისთან ერთად, ისინი ამ ამბავს ჩვეულებრივ შეხვდნენ, რადგან ბავშვობიდან გვინდოდა მე და ანის რომ ერთსა და იმავე ფაკულტეტზე გვესწავლა და ერთად გვეცხოვრა, რაც ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ და ჩემს ამ აზრს ჩვეულებრივ შეხვდნენ. ბიოლოგიურად დედის ერთა ვარ, თუმცა არაბიოლოგიურად მყავს და და ის ალბათ მიხვდით რომ ანია. ორიოდე სიტყვას მასზეც გეტყვით, მე მას დაახლოებით 3-4 წლიდან ვიცნობ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, დებივით გავიზარდეთ , ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია არც ერთი დღით და არცერთი საათით. ანი ულამაზესი გოგოა რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ყავს, საშუალო სიმაღლის, გრძელი ყავისფერი თმა, მწვანე თვალები, წითელი ლამაზი ტუჩებით და პატარა ცხვირით, ჩემთვის ის გოგო იდეალია. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ...
ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, ანი ყოველთვის ჩემზე ადრე იღვიძებდა და მერე მე მაღვიძებდა თანაც თავისი ხრიკებით. როგორც ჩანს ამ დილითაც ჩამეძინა, ტკბილად მეძინა თუმცა ვინ გაცდის, უცებ ვიგრძენი რომ რაღაც ძალიან ცივი შემეხო, როგორც ჩანს ანის მორიგი ხრიკის მსხვერპლი გავხდი, მთლიანად სველი ვიყავი.
-გოგო შენ სიცხე ხო არ გაქ? ყინულივით ცივი წყალი რო არა ისე ვერ გამაღვიძებ? (მე)
-რავიცი ისე ტკბილად გეძინა ვარჩიე გამეგრილებინე ვიდრე ღრიალით გამეღვიძებინე (ანი)
-მეორე ვარიანტი ჯობდა ბევრად, იცოდე ერთხელ მეც დაგასწრებ ადგომას და სამაგიეროს გადაგიხდი (მე) თან ვიცინოდი. მერე ანი ოთახიდან გავიდა, მეც ავდექი, სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე, მერე კი ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და დღეისთვის არჩევანი შევაჩერე - თეთრი თავისუფალი მაისური, მოტკეცილი ჯინსის შარვალი, და ბოტასები. სპორტული სტილის მოყვარული ვარ და იშვიათად გამოვიყურები კლასიკურ სტილში.
მოკლედ მე და ანის ლექციები 10-ზე გვეწყება და 1-ზე გვიმთავრდება. ვისაუზმეთ და უნის გზას დავადექით. აი ისიც, უნივერსიტეტის ჭიშკრის ზღურბლს გავცდით თუ არა ყველას თავი და ყველას თვალი ჩვენი მიმართულებით იყო. აქ მე და ანის ძალიან ცოტა მეგობარი გვყავს, რადგან ისეთი ხალხია ყველა ზემოდან გიყურებს, ბევს ამაღლებული წარმოდგენა აქვს თავზე, ზოგი მამიკოს ფულებითაა განებივრებული და ზოგიც ცანცარა და მეტიჩარაა. ლექციებზე შევედით, დრო ძალიან გაიწელა, ძლივს დამთავრდა და გამოვედით...
-გოგო სახლში რა გვინდა, წავიდეთ სადმე რაა (ანი)
-აუ გეხვეწები წამო რაა და საღამოს წავიდეთ კლუბში კაი? (მე)
-აჰ კაი დაო (ანი)
უცებ უკნიდან ვიღაცის ბოხი ხმა გაისმა, აჰაა ეს ანის პაკლოვნიკებს შორის ერთერთია. მოვიდა და ანის კითხა
-საით ლამაზო? (ირაკლი)
-აუ დავაი რა (ანი)
-წესიერად გოგო, დღეს არ გინდა კლუბში დაგპატიჟო? (ირაკლი)
-აუ კი თან ძაან (ანი) ანიმ ისე თქვა თითქოს მართლა უნდოდა ამასთან ერთად წასვლა.
-კაია, ხოდა 8-ზე გამოგივლი (ირაკლი)
-გამომივლი კი არა დაახვიე აქედან, ეგღა მაკლია შენთან ერთად ვიარო კლუბებში რა (ანი)
შევბრუნდით და წამოვედით, ირაკლიმ რაღაც ჩაილაპარაკა თუმცა არცერთს მიგვიქცევია ყურადღება. სახლში მივედით თუ არა ჩვენი ლეპტოპები ავიღეთ და facebook_ზე შევედით. აქ არც არაფერი ხდებოდა, დამხვდა ვიღაც იდიოტების sms_ები რომლების წასაკითხად არც ვკარგავდი ძვირფას დროს.
-აუ ნი ყავა გინდა? (ანი)
-აუ კიი (მე)
-ხოდა მიდი გააკეთე (ანი)
-მაშინ აღარ მინდა (მე)
-აუ გოგო ნუ ხარ დამპალი მიდი რაა, თან რამე ვჭამოთ თორე მოვკდი მშიერი (ანი)
-მშიერი თორე სხვა დროს ბევრს ჭამ (მე) მართალია რაღაცეების კეთება ვიცოდი მაგრამ საჭმელს უფრო ხშირად ვყიდულობდით ხოლმე.
-გოგო ხინკალი გინდა? (მე)
-აუ კიი (ანი)
ვგიჟდები ხინკალზე, ამიტომ ჩვენი მაცივარი როცა არ უნდა გამოაღო იქ ყოვეთვის ნახავ. გამზადებული ხინკალი უცებ მოვხარშე და ანის დავუძახე
-გოგო მოდი ხეთქე (მე)
ვჭამეთ და დასასვენებლად ჩვენს ოთახებში შევედით. 7 საათი იყო რომ მომზადება დავიწყე კლუბში წასასვლელად, ჩავიცვი არც თუ ისე მოკლე, მოტკეცილი წითელი კაბა, ფეხზე არც ისეთი მაღარქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩემი ქერა, სწორი თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და აი მეც მზად ვარ. ტაქსი გამოვიძახე და ანის დავუძახე.
-გოგო მზად ვარ მე (მე)
-მოვდივარ (ანი)
-ვაა რა დაქალი მყავს, ულამაზესი ხარ ანჩი (მე)
-აი უეჭველი ვიცი დღეს შენ თავს ვიღაც მომტაცებს (ანი)
-კი ეგრევე, წამო წამო წავიდეთ და მოვა ტაქსი (მე) ტაქსი 5 წუთში მოვიდა. კლუბში შევედით, სიმართლე გითხრათ დიდად არ მიყვარს აქ სიარული, სულ სასმელის და სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი. კუთხის მაგიდასთან დავსხედით და კოქტეილები შევუკვეთეთ. შეკვეთა 2 წუთში მოიტანეს. რამდენიმე ბიჭი მოვიდა ჩვენთან, ზოგი ანის, ზოგი მე მთხოვდა ცეკვას. თუმცა ყველა ცივი უარით გავისტუმრეთ, ბოლოს ირაკლი მოვიდა (აი ის, ანი რომ კლუბში დაპატიჟა)
-ვაა მოხვედი ლამაზო? (ირაკლი)
-აუ ბიჭო დავაი რა, შემეშვი, ვინ ხარ შენ? (ანი)
-წამო ვიცეკვოთ (ირაკლი) ნერვებს მიშლიდა ამ ბიჭის ცინიზმი და აგდებული ლაპარაკი
-ბიჭო ვერ ხვდები რო აწუხებ? თავმოყვარეობა თუ გაქ შეეშვი და სხვას ეცეკვე (მე)
-გოგო შენ ვინ გეკითხება? (ირაკლი)
-შენი გოგო არ ვარ, და მეკითხება იმიტო რო ანის და ვარ, გადი რა დაანებე თავი ამ გოგოს (მე) შებრუნდა და წავიდა, თან მოგვაძახა ასე არ დამთავრდებაო. უეცრად ყველა გაშეშდა და კარისკენ მიაპყრეს თვალები, ნეტა რა ნახეს ასეთი. დამაინტერესა და მეც იქეთ გავიხედე, კართან წყვილი იდგა, გოგოს ძალიან გამომწვევად ეცვა, მაგრამ თქვენ ბიჭი უნდა გენახათ, The სიმპატიურობა, თვალები ზედ შემრჩა თუმცა მალე მოვედი გონს და ანის მივუბრუნდი.



№1  offline წევრი lamazmani

აუ ერთიდაიგივე თავი ორეჯერ დადე მე კი მეგონა მეორე ნაწილი იყო მალე დადე რა შემდეგი თავი love

 


№2  offline წევრი Anika13

ეს არის საუკეთესო მოთხრობა რაც მე ოდესმე წამიკითხავს !! უმაგრესი გოგო ხარ , აუცილებლად გააგრძელე ძალიან მომწონს ^__^

 


№3  offline წევრი Nini13

მადლობა დიდი love მალე დავდებ შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent