შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბოჩკა(პირველი თავი )


11-06-2015, 14:49
ავტორი ნინე
ნანახია 1 939

მივრბოდი , მინდოდა რომ გავქცეოდი ამ ყველაფერს და წავსულიყავი იქ სადაც წარსულის ისტორია არ შემახსენებდა თავს , იქ სადაც ახალი ეპოქა იწყება, სიმშვიდისა და ბედნიერების .

4 წლის ვიყავი როცა მამა გარდამეცვალა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე მარტივად გადავიტანეეს პერიოდი . მეგონდა რომ საზღარგარეთ იყო წასული და ბევრ ტკბილეულს ჩამომიტანდა იქიდან. რაც დრო გადიოდა მით უფრო ვხვდებოდი თუ როგორი ძნელი იყო მის გარეშე ცხოვრება , როგორ მჭირდებოდა მასთან საუბარი . რომ ვუყურებდი ჩემი თანატოლები როგორ ერთობოდნენ თავიანთ მამიკოებთან სურვილი მიჩნდებოდა მეც მივსულიყავი მათთან და მეთხოვა ჩემთვისაც ეთამაშნათ, ჩახეხუთათ , ეკოცნათ .სულ მაინტერესებდა როგორი ხმა ჰქონდა ჩემს მამიკოს , განსხვავდებოდა თუ არა სხვებისგან , რათქმააუნდა განსხვავდებოდა , ყველაზე სათნო ხმა ჰქონდა ალბათ.. რაღაც არ იყო ჩემში ყველაფერი დალაგებულად , ეს ის მომენთა როცა შიგნიდან რაღაც მაკლია და ვხვდები რომ ეს არასდროს გამთელდება.

14 წლის ასაკში განვაცხადე რომ , თუ დედაჩემი მეორედ დაქორწინდებოდა მე სახლიდან გავიქცეოდი ... რატომღაც მეგონდა რომ დედაჩემი დამიჯერებდა და არ გაბედავდა ამხელა ნაბიჯზე წასვლას , მაგრამ სამწუხაროდ შევცდი. ის აპირებდა გაჰყოლოდა კაცს ცოლად რომელსაც ჩემივე ხნის ბიჭი ეზრდებოდა ოჯახში .
- რა სისულელეააა ?! და მე უნდა ვიცხოვრო 16 წლის ყეყეჩ ბიჭთან ერთად ?! (წუწუნით წამოვდექი , ყავიანი ჭიქა ავიღე და კედელს მივეყრდენი)
- შენ ჯერ არც იცნობ მის ოჯახს ნინი და გთხოვ მასე ნუ ლაპარაკობ ტატოზე , ის ხომ შენ ძმად უნდა მიიღო
- მე ძმა არასდროს მყოლია
- ის შენ ხელს არაფერში შეგიშლის ( გამიღმა და მომიახლოვდა)
- ეგღა მაკლია რამეში ხელი შემიშალოს ( კედელს გამოვეცალე და ჩემს ოთახში შევედი)

[მოკლე ბიოგრაფია : ნინი მესხი , 16 წლის , ერთი ახირებული გოგო , რომელიც მხოლოდ თავისი ‘პატარა’ ჭკუით მოქმედებს , როგორც ყველა თინეიჯერი.უყვარს წიგნის კითხვა , ზოგჯერ ხატვაც და მარტო სეირნობა . ჰყავს ერთადერი მეგობარი : თაკო გიგაური ]

ოთახში შესვლისთანავე ტელეფონი ავიღე , საწოლზე გავიშხლართე და თაკოს დავურეკე
- Coffeein-ში გელოდები 5ზე მანდ იყავი საქმე მაქვს
- მშვიდობაა ?
- უფფ , თან როგორი მშვიდობა
წამოვდექი , აივანზე გავედი და წიგნის კითხვა დავიწყე ... ცოტახანში ესეც მომბეზრდა . ჩავიცი , მოვწესრიგდი და გავედი.
- მისმინე ( საუბარი წამოვიწყე , როგორ დავიწყო არვიცი , თან თაკო ისეთი თვალებით ჩამციცინებს მინდა რომ გავიცინო მაგრამ ეხლა სერიოზული გოგოს როლი უნდა ვითამაშო დროებით) სახლიდან მივდივარ (დავიმანჭე)
- კითხვა გამიჩნდა და იქნებ მიპასუხო
- ჰო , გისმენ
- სად მიწაში მიდიხარ ?
- ნუ მგონი ყაზბეგში
- იქ რა დაგრჩენია ?
- უნდა წავიდე , უეჭველი უნდა წავიდე , ოღონდ ისე რომ არავინ გაიგოს
- სამუდამოდ ?
- ვააააუ მიმიხვდი ? ჰოოჰოო
- ირინა ?
- ირინას რა უჭირს თხოვდება ქალბატონი
- მერე რაა , თან იცი რა ძმობილი გეყოლება
- რაიყო იცნობ ?
- ნანახი მყავს შორიდან ..
- ეგ არ მაინტერესებს , შეგიძია ფული მიშოვო ?
- მე გიშოვი მაგრამ ეგ რომ ამოგეწურება სად წახვალ?
- მუშაობას დავიწყებ
- და სად ყაზბეგში ? ცხვრების ფარაში ?
- არა, სხვაგან წავალ სადმე , შენ ეგ მიშოვე და მე თავს შიმშილით არ მოვიკლავ ხოიცი
- ვერ გადაიტანს
- გადაიტანს დამიჯერე
- მე რა სინდისით ვუყურო მის ცრემლიან თვალებს ?
- (არვიცოდი რა მეთქვა და მის მზერას თალი ავარიდე ) გადაიტანს !
- ხვალ სკოლაში ფულს მოგიტან , ეხლა წავიდეთ.


სახლში მისულს ცოტა დავისვენე , ღამით კი ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი , ბევრი არაფერი მიმქონდა მხოლოდ მნიშვნელოვანი ნივთები .
დილით ადრე ავდექი, მოვწესრიგდი და დედაჩემთან გავედი , საუზმე უკვე მზად ჰოქონდა . ბევრი არაფერი მიჭამია , წასვლისას დედას ჩავეხუტე და ვაკოცე.
- ნახვამდის დეე !
- დროებით საყვარელო , ძალიან არ დაიგვიანო
გავიღიმე , ზურგჩანთა ავიღე , ყურსასმენები გავიკეთე და წავედი სკოლაში . შესასვლელთან თაკო დამხვდა .
- დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ ? (თაკო)
- ......................
- ნინი !
- სრულებით (შემომხედა და ტირილი დაიწყო , მის შემყურეს მეც გული ამიჩუყდა , ისე მაგრად მომეკრა რომ ვიფიქრე მასე უკთესი არავინ მყავს მეთქი )
- მე რა ვქნა შენს გარეშე ? (თაკო)
- ყოველ არდადეგებზე ჩემთან წამოგიყვან და ხშირად მოგაკითხავ ხოლმე (გავუღმე)
- მომენატრები (ლოყაზე მაკოცა და ფული გადმომაწოდა )
შემდეგ დავემშვიდობე და წავედი , უკან აღარ მოვბრუნებულვარ რადგან ვიცოდი რომ ისევ ავტირდებოდი , მერე დედა გამახსენდა და კიდევ უფრო მოვიწყინე , კისერზე ,,რაღაც“ მომებჯინა , ცრემლები წამომივიდა და ირგვლივ ვერაფერს ვერ ვხედავდი.

ძალიან გადავიღალე , რომ ჩამოვედი ირგვლივ ისეთი სილამაზე დამხვდა რომ მეტი არც შეიძლება . ჩემს ბატინკებს მივაჩოჩებდი და ირგვლივ ყველაფერს ვათალიერებდი , ქუჩაზე რომ გადავდიოდი ძირს დაგდებული ,,ბაბოჩკა“ ვნახე , გავიფიქრე ალბათ ვინმეს დაუვარდათქო , იმდენად მომეწონა რომ ავიღე კიდეც
- რა საყვარლობააა
ჩანთაში ჩადებას ვაპირებდი როცა ვიღაც ბიჭი შემეჩხირა თვალებში , ავიხედე თუ არა მისმა შავმა თვალებმა გამომაშტერა , რამოდენიმე წამი გაუნძრევლად ვუყურებდი .
- ჩემს ნივთს არ დამიბრუნებ ? ( შავთალება)
- რას ? (გაოცებით შევხედე მაგრამ როცა ჩემს ხელებზე მიუთითა მალევე მივხვდი რაზეც გულისხმობდა ... რამოდენიმე წამი გავჩერდი ) შენ ის დააგდე და დაკარგე , მე ვიპოვე და ავიღე , უკვე ჩემია
- (სიცილი დაიწყო ) პირველად სულელივით ვუყურებდი ვინაა ეს ,,ისტერიჩკა“თქო ,ქვედა ტუჩს ენით ისველებდა და თავზე ხელს ისვამდა , თალებს აცეცებდა და მიცინოდა , მერე ცოტა რო დაწყნარდა გადმოიხარა და ყურთან ახლოს მომიტანა თავისი ტუჩი , მარცხენა ხელი კი ჩემს კისერზე ‘ჩამოკონწიალებულ’ ყელსაბამს მოკიდა , შემდეგ ყურთან უბრალოდ ჰაერი შემიბერა .... ეხლა სულ გამოვშტერდი რას შვებათქო , ამ დროს ჩემს ყელსაბამს ხელით ჩამოქაჩა და ეგრევე კისრიდან მომძვრა . გამცილდა და ყელსაბამს ატრიალებდა , თან ათვალიერებდა
- ეხლა ბარი-ბარში ვართ ( გამიღიმა) დროებით პატარა ქალბატონო !
წავიდა... მე კიდევ მინიმუმ 3 წუთი იგივე პოზით ვიდექი და მერე უკვე შემრცხვა , მიმოვიხედე და გზა განვაგრძე . საგამოსთვის უკვე კოტეჯი ნაქირავები მქონდა , დავლაგდი და დასაძინებლად რომ მოვემზადე .... ისეთ მომენტი დამიდგა რომ თვით Elliot Moss- Slip (Original mix) ვერ მაძნებს ..ოხ ეს ახალი მეზობლები ! აივანზე რომ გამოვედი , რაღაც სიამოვნების და ბედნიერების განცდამ შემიპყრო , ალბათ ,,გამისწორდა“ მისი ნახვა



№1  offline წევრი Khaleesi

მაგარია გააგრძელე

 


№2  offline წევრი ნინე

Khaleesi
მაგარია გააგრძელე

უეჭველად wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent