შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი "ჰოლივუდური" ამბავი .5


11-06-2015, 19:25
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 437

მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობდი და გულის ცემა ნელ-ნელა მიჩქარდებოდა. სხეული მითრთოდა და იმის შიშით, რომ ჩემს ტუჩებს დაეძგერებოდა, თვალები დავხუჭე და ტუჩები ერთმანეთს დავაჭირე. აბა ჩემი მოტეხილი ხელით იმასთან ჭიდაობას ხომ არ დავიწყებდი. მისი სუნთქვა, რომ ვეღარ ვიგრძენი სახესთან, თვალები ნელა გავახილე.
ჩემს წინ იდგა, ხელები ჯიბეში ქონდა ჩაწყობილი და საფირმო ირონიული ღიმილი უცებ ხარხარში გადაუვიდა.
-რა იყო გეგონა საკოცნელად გეცემოდი? არაა..ქალიშვილი გოგოები არ მიზიდავს. მაგათ ეჯაჯგურე ეხლა. გამოუცდელები საწოლში კუნძივით, რომ გდიან და ყველაფერი შენი გასაკეთებელი, რომ ხდება. იმიტომ გაგაჩერე, რომ ჟაკეტი მომეცა შენთვის, სადარბაზოში ლოდინში რომ არ გაიყინო. სიმართლე გითხრათ, ცოტა მომეშვა, მიუხედავად მისი "თბილი" სიტყვებისა, შვებით ამოვისუნთქე და ოთახისკენ გავყევი. ერთ-ერთი ოთახის კარი შეღებული იყო, იატაკზე ნახატები ეწყო. ცნობისმოყვარეობამ წამძლია და ვკითხე.
-ხატავ?
-ხო ვხატავ, ვმღერი, ვცეკვავ, ვუკრავ და კიდე ლექსებსაც ვამბობ სცენაზე. მომაძახა და თან გარდერობში ქონდა თავი შეყოფილი, ჟაკეტს ეძებდა.-აჰა ეს გამომართვი, ოღონდ გარეცხე და ისე დამიბრუნე უკან.
-ჰმმ..მირჩევნია ისევ სადარბაზოში ვიკანკალო, ვიდრე შენი ძონძები ვრეცხო. მივახალე და კარებისკენ მტკიცე ნაბიჯით გავემართე.
-კარგი ხო ჯერი, გამომართვეი, გეხუმრე. ცოტა დაუთბა ხმა, მეც ცხვირ აბზეკილმა გამოვართვი და კიბეებს დავუყევი.
-ხელით გარეცხე იცოდე, სარეცხის მანქანა აფუჭებს და ბუსუსები უჩნდება მერე, წამოსაღებად მე თვითონ ამოვალ. მომაძახა და კარები სასწრაფოდ მოხურა. კიბეებზე პირდაღებული ვიდექი, მერე უეცრად სიცილი ამიტყდა მის სისულელეებზე და გარეთ თავის კანტურით გამოვედი.
დიდხანს აღარ მომიწია სადარბაზოში ჯდომა. თუმცა სანამ კიბეზე ჩამომჯდარი წვიმის წვეთების წკაპუნს გავცქეროდი. დავინახე წითელი ფერის მანქანა გაჩერდა სანდროს სადარბაზოსთან. იქედან ქერა, გრძელ თმიანი გოგონა გადმოხტა. ფუმფულა, ბეწვის ყავისფერ ქურქში გახვეული და სადარბაზოკენ ქუსლების კაკუნით გაემართა. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო ვისთან ბრძანდებოდა ქალბატონი "სექს ბომბა". არ ვიცი, რატომ მაგრამ საშინელი სევდა შემომაწვა, თავი მუხლებზე ჩამოვდე და ობოლი ცრემლიც გადმოვაგორე. უცებ კარებში ვიღაც კაცი შემოხტა და ომახიანად შემომძახა, კარების შესაკეთბლად ვარ მოსულიო. მივხვდი ვინც იყო, მაღლა ავედით და 5 წუთში ჩემი კარიც გაღებული იყო. მადლობები ვუხადე, ჩაიზეც დავპატიჟე, მაგრამ უარი განაცხადა და ისევ ომახიანი ხმით დატოვა ჩემი სახლი. რა სასაცილო კაცია მეთქი გავიფიქრე და დივანზე მივწექი.
სანდროს ჟაკეტი, ისევ ზედ მეცვა. მისი სუნამოს სუნი ასდიოდა, საყელო ცხვირთან მივიტანე და კიდევ უფრო ღრმად შევისუნთქე. ღმერთო რა სასიამოვნო იყო, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ იმ ველურის სხეულს ესეთი სასიამოვნო სურნელი შეიძლებოდა ქონოდა. უცებ დამარტყა თავში, მისმა სიტყვებმა, ჟაკეტი გამირეცხეო და ბრაზი მომერია, სასწრაფოდ გავიხადე და სავარძელზე მოვისროლე. ღირსია ტალახში ამოვავლო და ისე დავუბრუნო. წამოვიძახე უკმაყოფილოდ.
ტელეფონი ამოვიღე და დედას დავურეკე. ძალიან მესიამოვნა მასთან და ბებოსთან საუბარი. მიყვებოდნენ სოფლის ჭორებს და ერთად ვკისკისებდით. მათთან საუბრის მერე, ნათიას დავურეკე და ჩემი დღევადელი თავგადასავალი მოვუყევი. ძალიან იხალისა და თან შემომაპარა სანდრო არც ისეთი ცუდი ყოფილა ჩვენ, რომ გვეგონაო. მასთან საუბრის შემდეგ, რაღაცნაირად კმაყოფილი, ოღონდ არ ვიცი რითი ან ვისით საწოლში შევძვერი და მალევე გავითიშე.
ტკბილად ჩაძინებულს, ზარის ხმა ჩამესმა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ისევ სიზმარი იყო და მშვიდად განვაგრძე ძილი, თუმცა ხმა არ შეწყდა და ახლა ვიღაც გაბმით რეკავდა. საწოლიდან დაფეთებული წამოვხტი, ხალათიც კი არ მოვიცვი, პირდაპირ მოკლე მაისურით და ტრუსებით გავარადი, რომ გემრიელად მიმელანძღა ჩემი შემწუხებელი. არც კი მიკითხავს ვინ იყო, ასე შტერივით გამოვაღე კარი და დავიწყე ქოთქოთი, თუმცა სიბნელეში მდგარი სანდრო, რომ დავინახე, შევცბი და კარები კინაღამ ცხვირწინ მივუხურე. რა თქმა უნდა იმან მაჯობა, კარებს ფეხი დაუდო, შემდეგ მთელი ძალით მოაწვა და უკვე ჩემს წინ მდგარმა ფრთხილად მიხურა. ისე ავკანკალდი, თითქოს მოჩვენება იდგა ჩემს წინ. მის ვნებით წამონთებულ თვალებს, რომ ავხედე გამახსენდა, ტრუსების და მაისურის ამარა, რომ ვიდექი და საძინებლისკენ მოვკურცხლე. ხალათი უცებ შემოვიცვი და მისაღებში გავედი.
ის დივანზე იჯდა და თავის მიგდებულ ჟაკეტს ღიმილით შესცქეროდა.
-შეიძლება გავიგო, ღამის სამ საათზე რატომ მივარდები სახლში ველურივით? ხმა რაც შემეძლო გავიმკაცრე და წარბებიც მაღლა ავიზიდე. თვალი ნელა მოაშორა ჟაკეტს. ფეხის წვერიდან შუბლამდე ამათვალიერა და ეშმაკურად ჩამიცინა. შევკრთი მის ასეთ საქციელზე, თითქოს მზერით გამაშიშვლა. თავი უხერხულად ვიგრძენი და სავარძელში ჩავჯექი.
-ჟაკეტის წასაღებად მოვედი, მაგრამ ეტყობა ზარმაცი გოგო ხარ და არ გარეცხე.
-და შენმა გრძელ ფეხებმა გოგოშკებმა, რომ გაგირეცხონ არა?
-ოჰოო ვიღაც ეჭვიანოობს? წარბები ეშმაკურად აათამაშა. მაშინ კი ვიკბინე ენაზე, მაგრამ რაღა დროსი იყო.
-კიარ ვეჭვიანობ, უბრალოდ არ მესმის მე რატომ უნდა გირეცხო ტანსაცმელი, მითუმეტეს არც დამისვრია. თხოვებისთვის დიდი მადლობა. შეგიძლია წაიღო. ფეხზე წამოვფრინდი, ჟაკეტი ხელში ავიღე და გავუწოდე.
-არ მინდა მე გრძელფეხებას გარეცხილი, პატარა და საყვარელი ჯერის გარეცხილი მირჩევნია. ამის თქმა იყო და ერთი ხელი წელზე მომხვია, მისკენ მთელი ძალით მიმიზიდა, მეორეთი კი შუბლზე დაყრილი თმა ნაზად გადამიწია და თავი მხარზე მიმადებინა. მესიამოვნა.. მისი თბილი სხეული, იმ სუნამოს სუნი, რომელიც ნელ-ნელა გონებას მიბინდავდა, მისი გახშირებული სუნთქვა ჩემს ყურებთან, თმას რომ ნაზად მირხევდა. იმ წუთებში, სულ გადამავიწყდა მისი დაცინვები. უბრალოდ მომენტით ვკტბებოდი. შემდეგ ნელა გამწია და თვალებში ჩამხედა, თან გრძელ თითებს ლოყაზე მისმევდა.
-ჩემი გეშინია? მკითხა თბილი ხმით. არ ვიცოდი რა მეპასუხა. მეშინოდა მისი? მეზიზღებოდა? მომწონდა? არ ვიცოდი მის მიმართ რას ვგრძნობდი. ის თვითონ იყო არაპროგნოზირებადი ადამიანი, არ იცოდი რას მოიმოქმედებდა, ან რას გეტყოდა. შესაბამისი იყო ჩემი გრძნობაც მის მიმართ. უბრალოდ გაურკვეველი. პასუხი არ გამიცია, მისი მკლავებიდან თავის გავითავისუფლე და ფანჯარასთან მივედი.
-სანდრო ძალიან გთხოვ წადი. თითქმის ჩურჩულით ვთქვი. ისევ მისკენ მიმატრიალა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია. ვიგრძენი, თითქოს თავის თავს ებრძოდა, რომ ჩემთვის არ ეკოცნა. უცებ მის ყელზე დავინახე, ჩაწითლებული ნაკბენი ეგრედ წოდებული "ზასოსი" და ხელი ვკარი, რომ მომეშორებინა.
-სანდრო წადი ძალიან გთხოვ. მძაბავს შენი აქ ყოფნა, ხო შენი მეშინია. მეტიც რაღაცნაირად ზიზღის გრძნობაც კი მაქვს. აღარ მინდა, რომ მოხვიდე და შემეხო. შენთვის ხომ ერთი უბრალო, გოიმი ქალიშვილი გოგო ვარ.. ხოდა შემეშვი.ნუღარ მაწვალებ, ისედაც არ მაქვს დალხენილი ცხოვრება. საკუთარი თავი, მეთვითონვე შემეცოდა და აწყლიანებული თვალებით შევხედე. ფერი არ ქონდა. შავ თვალებში სიბრაზე ამოვიკითხე. თუმცა ისიც ვიგრძენი, რომ არ იყო ჩემი მისამართით.
უხმოდ გატრიალდა და წავიდა. მე კი სავარძელზე მიგდებული ჟაკეტი ავიღე და საწოლისკენ გავემართე. მთელი ღამე ვფშლუკუნებდი და მის სურნელოვან ჟაკეტს ვიხუტებდი.
დილით ნათიას ზარმა გამომაღვიძა.
-პრინცესა იქნებ ინებო და კარი გამოიღო?
-აქ ხარ? კაი მოიცა ავდგები ეხლავე. ნახევრად მძინარემ გავუღე ნათიას კარი და აბაზანაში შევედი. თავზე პირსახოც წაკრული სამზარეულოში ნათიასთან ერთად მოვკალათდი.
-დღეს ექიმთან მივდივართ, ხომ არ დაგავიწყდა? შემახსენა ნათიამ.
-მაგას რა დამავიწყებს. ვთხოვ ეს რაღაცა მომაშორონ ხელიდან, სამი დღე გავიდა უკვე,
-ჯერ აცადე ნახონ რა მდგომარეობაშია. ნათიას მოვუყევი ღამე სანდრო, რომ მესტუმრა. პირდაღებული მომჩერებოდა.
-მეღადავები ხო? მერე ტრუსებში და მაიკაში, რომ გამოეცხადე, როგორ არ გაგაუპატიურა მაგ საწყალმა. იქნებ იმპოტენტია? გულიანად იცინოდა და ჩემს აწითლებულ სახეს არც იმჩნევდა.
-რა იმპოტენტი ისეთი გოგო მოვიდა გუშინ მაგასთან, რა გასაკვირია რო არ მეტაკა.
-შენ მგონი ცოტა დებილი ხარ ხო? წადი გოგო სარკეში ჩაიხედე. ჯერ რა თვალები და ტუჩ-კბილი გაქვს და მერე კიდე მარტო ცხენივით ქალები არ მოსწონთ კაცებს და შენნაირი საშუალო ტანის და ზომიერი გოგონები ბევრად ურჩევნიათ, ადვილად რომ მოიქციონ ხოლმე მკლავებში. არც შენ მადისაღმძვრელ გაბზეკილ კურტუმზე დარჩება გულგრილი ვინმე. თვალი ჩამიკრა ნათიამ.
-კარგი ხო, როგორ მამაკაცივით შემაფასე? რამე ხოარ ხდება და მიმალავ? გადავიხარხარე მისი გაოცებული სახის შემხედვარემ.
შემდეგ სასწრაფოდ გამომაწყო და ექიმთან წავედით. ჩემი ძვალი საბედნიეროდ სწრაფად დგებოდა მწყობრში და გიფსი შემხსნეს. საავადმყოფოდან, რომ გამოვედით კაფეში წავედით ყავის დასალევად.
მალე ნათიას დაურეკა დედამისმა და უთხრა, რომ მისი ძმისშვილი მოიწამლა და საავადმყოფოში გადაყავდათ. ნათია სასწრაფოდ წავიდა, თუმცა შემომთავაზა სახლში დაგტოვებო, მაგრამ ცოტა ხანს გასეირნება ვამჯობინე და გავუშვი.
ჩემს უბანს, რომ მივუახლოვდი საკმაოდ ბნელოდა. ჩემი ბინის კუთხეში, რამოდინმე ბიჭი იდგა, ეტყობოდათ ფხიზლები, რომ არ იყვნენ და ხმამაღლა ყაყანებდნენ. ჩემი მიახლოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და სტვენითა და უხამსი კომპლიმენტებით დამითმეს გზა. მეც სწრაფად, თავდაღუნულმა ჩავუარე და სადრბაზოში შევედი, მაგრამ უეცრად ვიღაცამ ჩამავლო მკლავში ხელი და ჩახლეჩილი ხმით ჩამჩურჩულა "სად გეჩქარება ფისოო?", თან ისე ამოისუნთქა ჩემს კისერთან, რომ მისი ალკოჰოლის საზიზღარმა სუნმა ცხვირი ამიწვა. სწრაფად მივტრიალდი და ჩემს წინ, გაბურძგნულ თმიანი, მოუვლელ წვერიანი ახმახი იდგა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ყოველ დღე რო დებ ახალ თავებს როგორ მახარებ ნეტა იცოდე, მაგრამ ასეთ დროს გაწყვეტა შეიძლება :ppppp B-)

 


№2  offline წევრი Ana-maria11

ძალიან მიხარია, რომ მოგწონს აუცილებლად დავდებ ყოველ დღე ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent