შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდები 1


11-06-2015, 21:08
ავტორი amaglobeli
ნანახია 3 429

მოგესალმებით ბავშვებო,
ეს არაა რაღაც განსაკუთრებული თავგადასვლებით და „ექშენებით“ სავსე მოთხრობა, ერთი უბრალო, რეალური ისტორიაა, პატარა ქალური ბედნიერება.
მადლობთ ყველას ვინც წაიკითხავთ! იმედია, ისიამოვნებთ.
* * *
-ლილიი ლილი ადექი ადექი....!
ისევ ჩამესმის სიზმარში დედის ძახილი. ისევ გავბრბივარ და უკვე მერამდენედ ვცდილობ თავი დავღწიო ცეცხლმოკიდებულ სახლს. ცივი ოფლი მასხამს და საკუთარი გულის გაძლიერებული ფეთქვა მესმის.. დედას ვეძებ, დედა არსად ჩანს, აღარც მისი განწირული ძახილი მესმის...
გავიღვიძე. საწოლში წამოვჯექი და გვერდზე დადგმული წყლის ბოთლით სული მოვითქვი.. საათს დავხედე და საშინლად უსიამოვნო გრძნობამ შემიპყრო, სიზმარი აღარც მახსოვდა. დღეს კვლავ ბიზნესის ლექცია მაქვს.
წინა კვირას ამ ლექციამ საკმაოდ უსიამოვნიოდ ჩაიარა, მთელი გულით მინდოდა ამ კურსის გავლა, მაგრამ ვიღაც ყოყოლოჩინა, თანაც ასაკით საკმარისზე მეტად პატარა, ამპარტავანი ლექტორი შემოუშვეს, მან კი პირველივე დღეს უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო და მთელი ენთუზიაზმი სადღაც გამეპარა. ჯერ ხომ ყეყეჩურად დაგვაცხრა თავს, უპარდონოდ შემოაღო აუდიტორიის კარი, სწრაფი, მაგრამ მოკლე ნაბიჯებით და ლეპტოპით ხელში პირდაპირ ლექტორის მაგიდას მიაშურა, ლეპტოპი დადო, ჩართო, პრეზენტაცია პროექტორზე გახსნა, სათვალე ლამაზ, პატარა ცხვირზე დაისკუპა და როგორც იქნა ამოგვხედა.. მოგვესალმა კიდეც. ალექსანდრეთი მომმართეთო, ბრძანა და პირდაპირ პირველი თემის ახსნა დაიწყო. რამოდენიმე წუთში ჩემი ღამენათევი ქუთუთოები დამძინდნენ.....
-გოგონა, თქვენ გეკითხებით. მისმენ?!
-ბატონო? დიახ ბოდიში არ გისმენდით..
-ლექციაზე უნდა ისმენდე. არ მომისმენ, დატოვებ აუდიტორიას, შევთანხმდით?-მშვიდად მაგრამ მკაცრად და დაჟინებით გამიმეორა. უყურადღებობაში ვერც ერთი ლექტორი დამადანაშაულებდა, ამიტომ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ყველამ მე შემომხედა, ყურადღების ცენტრში ვიყავი და მგონი საშინლად გავწითლდი. ტირილი მომინდა, თუმც ისეთი არაფერი უთქვამს. პასუხი არ გავეცი, მაგრამ სკამზე გავსწორდი და გავიჭიმე, ის კვლავ თემის ახსნას დაუბრუნდა. ვუყურებდი მის წვრილ თითებს, და მინდოდა ძირში წამემტვრია, ვფიქრობდი როგორი ხმა ექნებოდა მისი ნატიფი ძვლების ლეწვას და როგორ შემემუდარებოდა მაპატიე ჩემი შენიშვნაო...... ამ ფიქრებში გართულს კვლავ:
-გოგონა!!!! მგონი პირველივე ლექციაზე მსგავსი უყურადღებობა უზრდელობის ნიშანია! რამე პრობლემა თუ გაქვს, აუდიტორიის გარეთ ჩაფიქრდი!!!-თურმე ისევ რაღაცას მეკითხებოდა იმ მომენტში, როცა მის წამებაზე ვფიქრობდი.. ჯგუფელებმა გაკვირვებით შემომხედეს და მეც დაბნეულობისგან და უხერხულობისგან რატომღაც ფეხზე წამოვხტი, მივხვდი რომ ძალიან სასაცილო ვიქნებოდი ასე უაზროდ წამომხტარი რამეს თუ არ მოვიმოქმედებდი და უცებ მივაშურე კარს და დავტოვე ლექცია.
ტუალეტში ბევრი ვიტირე. ჩემი ემოციურობა მეც კი მაკვირვებდა, ყველაფერი გადატვირთულ გრაფიკს და გამოუძინებლობას დავაბრალე და ის დღე სხვა ლექციებზე მშვიდად ჩავამთავრე შემდეგი კვირის გულისგამაწვრილებელ მოლოდინში, ო როგორ არ მინდოდა მის ლექციაზე მეორედ შეხვლა....
ძლივს წამოვიზლაზნე საწოლიდან და მღელვარებამ მუცელში და ფეხებში ჩაისრიალა. წყალი დამწყდარი იყო, არადა ვაგვიანებდი, ღმერთო ნუთუ შხაპის გარეშე მომიწევს ლექციაზე მისვლა... გარეთაც ქარიანი წვიმიანი და ნაცრისფერი ამინდი იყო, ტანსაცმელიც ვერ მოვირგე. თავი ჩანჩურა მეგონა, რადგან სხვა ტანსაცმელი გასარეცხი იყო ასე მომიწევდა... მოკლედ საძაგელი დღე გამითენდა და მთლად პესიმისტურად განწყობილი მის ლექციაზე, რომელიც იმ დღეს ჩემთვის უკვე მეექვსე ლექცია იყო, აუდიტორიაში სულ მუხლების კანკალით შევედი. ჩემს ადგილას სკამზე ოდნავ უკვე შელახული მაგრამ სურნელება შენარჩუნებული ვარდისფერი ვარდი დამხვდა... წინა სტუდენტისაა მეთქი ვიფიქრე, და ფანჯრის რაფაზე შემოვდე.
ოჰ, კარი გაიღო. ბატონი ლაწირაკი ალექსანდრე ისევ ისეთი მოკლე, მაგრამ სწრაფი ნაბიჯით შემოიჭრა. უცებ გაჩერდა შემომხედა პირდაპირ თვალებში და თქვა
-გაამრჯობათ, ბავშვებო.
რაღაც ირონია ჰქონდა ჩამჯდარი, დავინახე ვარდისკენ გააპარა თვალი.
მღლევარებისგან ფეხები ამიცახცახდა, შემრცხვა და ჩემდა გასაკვირად მისმა მეორედ დანახავამ სრულიად გაუაზრებლად ამიჩქეფა სისხლი ძარღვებში. მისი ბასრი და მწვანე თვალები ჩამებეჭდა გონებაში..
-გოგო რა მაგარი ტიპია ნეტა ცოლი ყავს?!-გაწელილი სიტყვებით იკითხა გვერდზე ჩემმა ჯგუფელმა, რამოდენიმე გოგოც აყვა კმაყოფილი. და უცებ გავაანალიზე რომ დიახ, ალექსანდრე სიმპატიური, ახალგაზრდა, მკაცრი და ქარიზმატული ლექტორია, და სწორედ ამიტომ ჩამაგდო პანიკაში წინა ლექციაზე მისმა შენიშვნებმა.. ჩემი აღმოჩენები მაღიზიანებდა და ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა რომ ძალიან მინდოდა მისი თითებს მომტვრევა, აღარ გამომდიოდა.
დაიწყო ლექცია, მაგრამ ქუთუთოები აღარ დამძიმებულან. ახლა ჩემმა თვალებმა და გულმა დაიწყეს მოგზაურობა მის თითებზე, სახეზე, ტუჩებზე, თმაზე თუ ქალივით პაწუა ცხვირზე. ერთი სიტყვით მისი ვიზუალით ვტკბებოდი,
მომწონდა.
-ამ გოგოს რა ქვია ვინმემ მითხარით რა!-მომესმა უკვე მობეზრებული ხმა. აღარც მკაცრი იყო აღარც უხეში.
-ლილი მქვია.. -გაუბედავად ვუპასუხე.
-ლილი, ამიხსენი, გთხოვ, რას ნიშნავს შენთვის ბიუჯეტი და ახდენ თუ არა დაგეგმარებას?-პასუხის მოლოდინში ოდნავ გაფართოებული თვალებით მიყურებდა, ლამაზი მწვანე თვალებით... გულის ცემა ყელში ვიგრძენი.
-არა... მე არაფერს.
-ბატონო?!!
აქ უკვე ბავშვებმა ატეხეს ხორხოცი. თითქოს მასაც გაეცინა, მერე უცებ გამკაცრდა.
-რა არის ბიუჯეტი, ლილი. ნუ ნერვიულობ. ლექციაა და არა ზეპირი ფინალური გამოცდა....
ვიგრძენი როგორ დამიბნელდა თვალთ, მისი ტუჩების მოძრაობა მთიშავდა და არ მესმოდა რას მეკითხებოდა, მინდოდა მომსემინა მაგრამ ვერ ვუსმენდი მივშტერებოდი თითებზე ტუჩებზე და მთლად გამოშტერებულს და დაპანიკებულს ჯერ ერთი თვალიდან ჩამომივარდა ცრემლი მერე მეორედან და მერე გულიანად ავბღავლდი.
-დედა რა სჭირს ამ გოგოს,..?-შეწუხდა ბატონი ლაწირაკი ჩემი ალექსანდრე. რომელიღაც ჯგუფელმა წყალი მომაწოდა, დავმშვიდდი. ლექცია დამთავრდა. საღამო იყო და ისევ წვიმდა. კარში შემაჩერა ალექსანდრემ.
-ლილი, ერთი წუთი დამითმეთ თუ შეგიძლიათ..
ჯგუფელმა გოგონებმა ზოგმა შურით გამომხედა, ზოგმაც ზიზღითაც კი.
ბოლოს ყველა გავიდა. თავჩახრილი ვიდექი კართან როგორც გავშეშდი ისე და განძრევას ვერ ვბედავდი. ალექსანდრე მომიახლოვდა„რაღა დღეს რაღა დღეს!“!! ვფიქრობდი გამწარებული, დღეს ხომ ძლიან საშნლად გამოვიყურებოდი.. „ვაიმე, პრანჭვაც დავუწყე????“ გონებაში შევუთათხანე თავს და მისი ხელის მხარზე შეხებამ ძლიერად შემახტუნა
-ააა!!
-ვაიმე არ მინდოდა შემეშინებინე! ბოდიში..ლილი..
თვალებში შევხედე.
-რამე პრობლემაა? მგონი პირველ ლექციაზე გაწყენინე და იმის მერე ხარ ესე? ბოდიშს გიხდი შენიშვნები ესე თუ გწყინს ნამდვილოდ აღარ გეტყვი, ოღონდ ესეთ უხერხულ მდგომარეობაში ნუღა ჩამაგდებ და შენც ნუ ჩაიგდებ თავს....
სახესთან ძალიან აახლოს, თითქმის ჩურრჩულით მელაპარაკებოდა და ვნებიანად შემიცურა წელზე ხელი. მიმიხუტა. მის მომაჯადოებლობას დავეტყვევებინე და ვერ ვეწინააღმდეგებოდი, მეტიც, ძალიან მომწონდა. მისი ცხელი ტუჩები ყელზე ვიგრძენი და ვნების კვნესა აღმომხდა, ნელლნლა ქვევით ჩადიოდა მკერდისკენ., ჯერ კიდევ გამოუცდელი მაგრამ მაინც ქალური გუმანით ვიგრძენი მასაც ვნების ცეცხლი და ჟინი ეკიდებოდა, ავფორიაქქდი დავუსხლტი და გავიქეცი... სახლში როგორ მივედი არ მახსოვს, ცეცხლი მეკიდა, ვნებისაც, სირცხვილისაც და მგონი სიყვარულისაც, სახლში კართან მივედი გასაღები ამოვაძვრინე და ის იყო კარი გავაღე ფეხთან რაღაც ვიგრძენი, დავიხედე.
კართან პატარა, სურნელოვანი და ვარდიფერი ვარდი იდო.

ამ ამბის შემდეგ ლექციები ჩვეულებრივ გრძელდებოდა, ალექსანდრე ყურადღებას აღარ იჩენდა, აღარც შენიშვნას მაძლევდა, არც რამეს მეკითხებოდა... მაგრამ იყო ერთი, ყოველდღე მის ლექციაზე მისულს სკამზე მხვდებოდა ვარდისფერი ვარდი, სახლში დაბრუნებულს კი კართან... მე კი მისი მოსმენის მაგივრად მისი გარეგნობით, მანერებით და ხმით ვტკბებოდი და შუა აუდიტორიაში უსირცხვილოდ მედებოდა სურვილი.

ასე გავიდა ერთი სემესტრი და მოვიდა ახალი წლის არდადეგები, როცა უკევ ახალი წლის აღსანიშნავი წვეულება უნდა გაგვემართა ტრადიცციისამებრ მთელ უნივერსიტეტს, ლექტორებიან-სტუდენტიან-დაცვიანად.
გამოვიპრანჭე, შავი, მოკლე მაგრამ ბრჭყვიალა კაბა ჩავიცვი, შავ ფეხსაცმელზე ავხტი და ვერცხლისფერი კლაჩითურთ გავემართე ექსპო-ჯორჯიაში.
წვეულება მდორედ და მოსაწყენად მიედინებოდა, სულელური კონკურსები, სულელური ცეკვები სიმღერები,.. ეს ყველაფერი ჩემი არაა... მაგრამ მე აქ ალექსანდრეს მინდა რომ მოვკრა თვალი, თუნდაც შორიდან, უკვე გემრიელად შეყვარებული ვარ... იმედი გადამეწურა ერთი-ორჯერ რამოდენიმე გოგოსთან მოცეკვავედ შევამჩნიე და ეჭვიანობამ თავი წამართვა, წასვლა დავაპირე, მაგრამ ჯერ ნელა წავედი ტუალეტისკენ. კაბინაში შევედი თუ არა, ჩანთაში დავიწყე ქექიალი, კარის ხმა გავიგე, სხვა გოგონა მეგონა და უცებ შეხება რომ ვიგრძენი მაშინდელივით ვიკივლე შეშინებულმა..
-ლილი რა ლამაზი ხარ ჩემო პატარა......
მიჩურჩულა ვნებიანად, ვერმოვითმინე და ჩავეხუტე. შუბლს და ცხვირს მიკოცნიდა და ნელნელა ეშხში შედიოდა. ისევ ვგრძნობდი მის ტკბილ ტუჩებს ყელზე მკერდზე მხარზე სახეზე.... და ბედნიერი ვიყავი, მერე ნაზად შემეხო ტუჩებზე ტუჩებით. ინსტიქტურად მოვტრიალდი და უკნიდან ჩამეხუტა, მარჯვენა ხცელით ბარძაყზე ხოლო მარცხენათი მკერდზე ჩამაფრინდა და ვნებიანად დამკოცნა კისერში... მეგონა სიამოვნები კვნესას ვერ გავაკონტროლებდი და საკუთარ ხელს ვკბენდი. უცებ გაჩერდა, შემომატრიალა, სულ სხვა თვალებით შემომხედა, უფრო სუფთა და უფრო მზრუნველით. მერე გამიღიმა...
გავაგრძელო?



№1  offline წევრი arctic monkey

ძაან კარგიაა გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent