შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (17) - მეორე ნაწილი


11-06-2015, 21:27
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 191

ნოემბრის სუსხიანი დღეები. კატასტროფიდან რამოდენიმე თვე გავიდა. განადგურებული ვარ. ვერ ვხვდები სამყარომ ასე რატომ დამსაჯა, რატომ წამართვა ძლივს-ძლივობით ნაპოვნი სიყვარული, რომელიც მართლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა. არა არ დავიჯერებ რომ ის ჩემს გვერდით აღარაა. ცხედარიც კი არ მინახავს, არც მის საფლავზე ვარ ნამყოფი, ან საერთოდ ააქვს რო საფლავი? ვერ დავიჯერებ ვერა. ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, კონკრეტულად კი - ჩემი მშობლები შერიგდნენ, მე სახლიდან წამოვედი, მარტო ვარჩიე ცხოვრება, ნუ წამოვედი რა დედაცჰემი გადავიდა ისევ მამაჩემთან და მე ისევ იმ ნაქირავებში დავრჩი, მაგრამ ეხლა ვაპირებ ის ნაქირავებიც გამოვიცვალო, არ მინდა ვინმემ იცოდეს ჩემი სახლის მისამართი. დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს მშობლებმა რომ 16წლის გოგო არტო დავრჩენილიყავი ამ სახლში მაგრამ იცოდნენ რომ აზრს არ შევიცვლიდი და რაც მოხდა იმის მერე დასვენება მჭირდებოდა ყველასგან და ყველაფრისგან, ასე რომ ბოლოს მანც ჩემი გავიტანე. ჩემზე კი რა გითხრათ, რომ გითხრათ შევიცვალეთქოო, არა, არა ეს სისულელეა მე ამას არ ვიტყვი, ადამიანები ხომ არ იცვლებიან, უბრალოდ ახლა გამოჩნდა რაც ვიყავი და როგორიც ვიყავი, იმიტომ ვამბობდი არავინ არ მიცნობს კარგადთქო, მე უბრალოდ სხვის თვალში შევიცვალე. გახსოვთ რომ გითხარით სიგარეტი, პლანი, ტაბლეტები ეს ის იყო რაც მთელი არსებით მძულდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ვეწევი, თანაც საკმაოდ ხშირად, პლანზე რა მოგახსენოთ თუ ხელში ჩამივარდა „ვაბოლებ“ ხოლმე ჩემი ძველი უბნის ბიჭებთან ერთად, ეგენი შოულობენ ხოლმე და... ჯერ-ჯერობით ტაბლეტებზე არ შევმჯდარვარ, მაგრამ მაგის გარეშეც ვისპობ ნელ-ნელა ცხოვრებას. აი რატომ ვამბობდი არავინ არ მიცნობს კარგად მეთქი. ვერავინ ჩემი მეგობრებიდან ვერ წარმოიდგენდა რომ მე ოდესმე სიგარეტს გავეკარებოდი, პლანზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, აი მე კი ვიცოდი რომ ეს დრო მხოლოდ მაშინ დადგებოდა როცა რაღაც უბედურება დამატყდებოდა თავს, მაგალითად აი ეს შემთხვევა, სანდროს სიკვდილი...
მოკლედ, ვცხოვრობ მარტო, ვმუშაობ სანდროს ძველ ბარში - ვმღერივარ, მარტო იქ მიმიღეს 16 წლის ბავშვი, ნუ სხვაგან არც მივსულვარ. მეგობრებს რაც შეეხება ასე რომ ვთქვათ „დავითხოვე“, არ მინდოდა ჩემნაირ გარყვნილ ადამიანთან ემეგობრათ, ანის მეუბნება მაინ მიყვარხარო, ჩემთვის მნიშვნელობა არ ააქვს როგორი ხარო, მაგრამ არ მინდოდა ჩემი ტანჯვისთვის ეყურებინა, როგორ ვისპობდი სიგარეტით და პლანით თავს, თუმცა ორჯერ მაინც მოვიდა ჩემთან სახლში და მომიკითხა. რომ დამინახა თვალები გადმოუვარდა, რას დაემსგავსეო, ცარიელი ძვალი და ტყავი ხარო. მართლაც რომ ესე ვიყავი, არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ოდესმე ჩემს თავზე მაგრამ კატასტროფულად გამხდარი ვიყავი. ეს შიმშილობის ბრალი იყო, ჩემი ხელფასი ბინის ქირაში მიდიოდა, მართალია ზოგჯერ ჩემი მშობლები მიხდიდნენ ხოლმე, მაგრამ საჭმლისთვის დიდად არ ვხარჯავდი ფულს, არც მქონდა ხოლმე მადა რამე რომ მეჭამა, თან ფულს ვაგროვებდი, რომ სანდროს ძველი სახლში მისი ოთახი გამერემონტებინა და იქ გადავსულიყავი, სწორედ ეს არ გვინდოდა მე და სანდროს? მის „ნამდვილ სახლში“ გადასვლა არც მინდოდა რატომღაც და თან არც გასაღები მქონდა, ერთადერთი ნიკას ჰქონდა. რამდენჯერ მივსულვარ სანდროს სახლთან, ეზოში კიბეებზე ჩამოვჯდებოდი და მოგონებებში გადავეშვებოდი. ახლაც სწორედ ასე ვიჯექი სახლის შესასვლელ კიბეებზე და ვიხსენებდი ყველა იმ ტკბილ და თბილს დროს რაც სანდროსთან ერთად მქონდა გატარებული. არ მინდოდა ტირილი, მაგრამ ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას. მანქანის ხმა შემომესმა, გავიხედე და დავინახე როგორ შემოვიდა პიკაპი ეზოში. ნიკა იყო (სანდროს ძმაკაცი). მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ჩემთან მოვიდა.
- მარი... როგორ ხარ? - საპასუხოდ უბრალოდ ღრმად ამოვიოხრე. შემდეგ კი კითხვითვე ვუპასუხე.
- შენ?
- არამიშავს... მარი ხომ გითხარი თუ გინდა მოგცემ გასაღებს და შეგიძლია აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად, დარწმუნებული ვარ სანდრო წინააღმდეგი არ იქნებოდა, პირიქით გაუხარდებოდა კიდეც. ტყუილად რატომ ხარჯავ იმ ქირაში ფულს?
- მადლობ ნიკუშ... მაგრამ არ მინდა რა. ხომ ხვდები იქ მირჩევნია, თან მალე მის ძველ სახლში გადავალ.
- რა ჯიუტი ხარ. - თავი გააქნია და გვერდზე მომიჯდა - რა ქენი დაიწყე სკოლაში სიარული? - სკოლაში სანდროს სიკვდილის მერე არ მივსულვარ ცნობისთვის.
- ჯერ არა. ხვალ ვაპირებ და რავი, თუ მიმიღებენ კი.
- მიგიღებენ, მაგაზე არ ინერვიულო, ხომ იცი თუ რამეში დახმარება დაგჭირდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
- მადლობ ნიკუშ, მაგრამ არ მინდა გაყურებინო როგორ ვიტანჯები. - ნიკა ცოტა ხნით დადუმდა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა.
- მარი, მეც ძალიან განვიცდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავრდა. არა, ცხოვრება გრძელდება. შეხვდები ვინმეს ვინც მართლა შეგიყვარდება და იქნებით ბედნიერები, მთელი ცხოვრება მის გლოვაში ხომ არ უნდა გაატარო?
- ნიკა ჩემთვის „სხვა“ არ არსებობს გესმის? არ მჭირდება მე სხვა. - ხმას ავუწიე - უკვე შემიყვარდა ერთხელ, ნამდვილი სიყვარულით და ეს სიყვარული ყოველთვის მარადიული იქნება, რაც არ უნდა მოხდე, რომც გავთხოვდე, მაგრამ ეჭვი მეპარება. არა, არ მინდა სხვა მე ის მინდა, ის ერთადერთი იყო, თანაც პირველი. ხომ იცი, პირველი სიყვარული სამუდამოა...
- მესმის შენი, ვიცი რომ გტკივა... მეც მტკივა მარი, ძალიან მტკივა, ბავშვობის ძმაკაცი დავკარგე, ერთადერთი ძმაკაცი, ერთად გავიზარდეთ, სიგიჟემდე მიყვარდა და წარმოიდგინე უცებ დავკარგე, აღარ არის. მესმის მარი, მაგრამ ასე მთელი ცხოვრება თავს ხომ არ დაიტანჯავ? - გაჩუმდა, თავი ჩაღუნდა და დაფიქრდა. მე არაფერი მითქვამს, სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. გაოცებულმა შემომხედა და მითხრა - შენ რა ეწევი?
- კი.
- კიმაგრამ, შენ.. შენ ხომ ეს გეზიზღებოდა? ვერ იტანდი. მახსოვს შენი დამანჭული სახე როცა მწველ გოგოებს ხედავდი და სულ იმის ძახილში იყავი თუ როგორ გეზიზღებოდა ესეთი გოგოები.... შეიცვალე მარიამ, თანაც ძალიან.
- ადამიანები არ იცვლებიან ნიკა... უბრალოდ ახლა სხვა დროა.
- აბა ამას რა ქვია მარიამ? შენს თავს შეხედე, რას დაემგვანე. სულ ჩამოხმი, თვალებდალურჯებული დადიხარ და სიგარეტს ეწევი. სანდროს ეს არ მოეწონებოდა და თუ მას ოდნავ მაინც პატივს ცემდი... - არ დავამთავრებინე, რადგან საშინლად გავმწარდი.
- პატივს ვცემდი? მე ის მიყვარდა ნიკა, სიცოცხლეზე, საკუთარ თავზე მეტად, ახლაც მიყვარს ისევ ისე. მე ვიცოდი, ვიცოდი რომ ეს ოდესმე შეიძლება მომხდარიყო და ის გამეკეთებინა რასაც ოდესმე ვერ ვიტანდი. მინდა გითხრა არა მარტო სიგარეტს ვეწევი.
- რაა??? მარი შენ სულ გააფრინეე? - მიყვირა - შენს თავზე თუ არა შენს მშობლებზე მაინც იფიქრე,რა დაემართებათ ჯვარი გწერია და რომ დაგკარგონ? ეს საზიზღრობა სპობს მარიამ, საჭმელი მაინც ჭამე..
- ჰმმ, შენი აზრით არ ვიცი? მეც ეს არ მინდა? თუ მართლა მოკვდა სანდრო მაშინ მალე მივალ მასთან და მალე ვნახავ, თუ არა და ალბათ გამოჩნდება თუ მართლა ვუყვარდი და სიკვდილის წინ მნახავს - ირონიულად ჩავიცინე. - კარგი ნიკუშ აბა შენ იცი. არ ვიცი როდის გნახავ ლიკა მომიკითხე. - წამოვდექი და მხარზე ხელი დავკარი.
- მარიამ დაფიქრდი, დაფიქრდი რას აკეთებ... სად არის ის ცანცარა, პატარა, საყვარელი გოგონა რომელიც პირველად გავიცანი? სად წავიდა?
- მოკვდა. ის მარიამი მოკვდა... სანდროსთან ერთად. დარიგებები არ მინდა, ვიცი რასაც ვაკეთებ. ერთს გეტყვი - ლიკას გაუფრთხილდი და არსად არ გაუშვა მარტო. თქვენ მაინც იყავით კარგად და ბედნიერად. აბა შენ იცი. - ისევ მხარზე დავკარი ხელი და წამოვედი. თავისი სიტყვები მაინც დამადევნა:
- დაფიქრდი მარიამ რას აკეთებ, დაფიქრდი. –
- ვნახოთ. - უკანმოუხედავად მივაძახე უკვე როცა ჭიშკარში ვიდექი. გამოვედი თუ არა შემოვბრუნდი უზარმაზარ სახლს ერთხელ კიდევ შევავლე თვალი და სახლისკენ გავაგრძელე გზა.



№1  offline წევრი amaglobeli

მომწოოოოოონსს
--------------------
Tata Amaglobeli

 


№2  offline წევრი maxara

კარგიაააააააააააა მალმალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent