შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (18) - მეორე ნაწილი


12-06-2015, 10:33
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 196

სახლში რომ მივედი მზადება დავიწყე მეორე დღისთვის, ხვალ ხომ სკოლაში მივდიოდი. გარდერობი გამოვაღე შავი ჯინსი, შავი მაიკა და შავი მარტენზები, ხვალ ამას ჩავიცვამდი. ყველაფერი შავი, სანდროს დაღუპვის შემდეგ ერთი თეთრი მაიკაც არ მცმია, და გარდერობში ტრუსიც კი არ მქონდა თეთრი, სულ მუქი ფერებით იყო სავსე. ტანსაცმელი სკამზე გადავკიდე და სამზარეულოში გავედი, სკამზე დავჯექი, ერთი ფეხი შემოვდე და სიგარეტიც გავაბოლე. ფანჯარაში ვიყურებოდი, ხშირ შემთხვევაში როგორც მჩვევია და ვფიქრობდი რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ადრე ამ სახლში მე და დედა ვცხოვრობდით მარტო, სულ სასიამოვნო სურნელი იდგა ახლა კი, მტელი სახლი სიგარეტის კვამლითაა გაჟღენთილი. თეთრეულს თუ რანსაცმელს, ყველაფერს ჩამჯდარი აქვს ეს სუნი და არც შორდება. სულ ჩაბნელებული და ცივია ეს სახლი. სტუმრები აქ უბრალოდ ზედმეტია. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ვიბანავე და მალევე დავწექი.
მორიგი დილა გათენდა. არა მაღვიძარა აღარ მჭირდება, უკვე მივეჩვიე დილის 6საათზე გაღვიძებას. თვალებგაშტერებული ჭერს მივშტერებოდი და ისევ ვფიქრობდი, არც კი ვიცი რაზე, ალბათ მომავალ დღეზე. 8საათიც შესრულდა და ჩაცმაც დავიწყე. მოვემზადე და სკოლაში წავედი. კიდევ კარგი ნაცნობები არ შემხვდნენ, მათი თავი ნამდვილად არ მქონდა. პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევედი, რომ გამერკვია მიმიღებდა ისევ თუ არა. საბედნიეროდ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა და მითხრა რომ კლასში ავსულიყავი. ზარი 5 წუთის დარეკილი იყო, გარეთ უკვე არავინ დადიოდა. კლასს რომ მივუახლოვდი, ჯერ დავაკაუნე და მერე შევედი. ბავშვების გაოცებული სახეები არ დამავიწყდება. მხოლოდ ორი-სამმა კლასელმა იცოდა რა მოხდა სინამდვილეში და რის გამოც არ დავდიოდი. პირველ რიგში ბავშვებს და მასწავლებელსაც ჩემი სიგამხდრე გაუკვირდათ, მერე ის რომ სკოლაში ისევ დავბრუნდი. ადრე თუ სულ პირველ მერხზე ვიჯექი, ახლა სულ ბოლოში წავედი, მარტო, არც არავის თავი მქონდა, დავჯექი და შევეცადე მასწავლებლისთვის მომესმინა. უცებ კარებზე კაკუნის ხმა გაისმა და კლასში ქოშინით გეგი შემოვარდა. იმის გამო რომ თავისუფალი ადგილი მარტო ჩემს გვერდით იყო, წამოვიდა და გვერდზე მომიჯდა. ვერ შემამჩნია, არც იყო საჭირო, თავი საპირისპირო მხარეს გავატრიალე და ხელს ისე დავეყრდენი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა, ზურგი მეწვოდა უკვე.
- გამარჯობა. შენ ახალი ხარ? - მოულოდნელად მკითხა. აშკარაა რომ ვერ მიცნო. რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. უბრალოდ მოუხედავად ვუპასუხე.
- არა.
- აბაა? აქ არ მინახიხარ აქამდე. - ვატყობდი ეს იმდენ კითხვას დამისვამდა ისედაც და ასედაც ამიტომ ვარცჩიე შევტრიალებულიყავი. როგორც კი სახე მივაბრუნე მისკენ და დამინახა მაშინვე ყბა ჩამოუვარდა და გაკვირვებისაგან თვალები დაჭყიტა.
- მ.. მ.. მარიი? შეენ? კი, კიმაგრამ სად იყავი ამდენი ხნის მანძილზე? რატო არ დადიოდი? ერთი რატომ არ დამირეკე რომ გამეგო როგორ იყავი? ნომერი მაინც არ გამოგეცვალაა...
- გეყოფა! გაკვეთილზე ვართ! კითხვები მერე იყოს!
- ის მაინც მითხარი სად იყავი? ამდენი ხანი რომ გირეკავდი არც მპასუხობდი და მერე საერთოდ ნომერი გამოცვალე? - ისეთი თვალებით გავხედე ამით უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო.
- გაკვეთილების მერე მე წაგიყვან სახლში და ყველაფერს მომიყვები. - აღარაფერი მითქვამს. მაინც უნდა მომეყოლა რადგან არ მოისვენებდა ისე. ან რა იყო სათქმელი საერთოდ? უბრალოდ სახლში ვიყავი გამოკეტილი... პირველი გაკვეთილი მალევე გავიდა. ფეხზე რომ დავდექი ისევ ნიკას გაფართოებული თვალები შემეჩეხა.
- რა გჭირს გოგო ეს? რა არის როგორ გახდი. გახდი კი არა სულ ჩამოხმი
- ჰო კაი შენც კიდე ნუ გამიწყალე გული ვაა. რა გიკვირს? - უკვე მართლა ნერვები ამეშალა და კლასიდან გავვარდი. ბუფეტში ვიყავი სანამ ზარი დაირეკებოდა, მერე კი კლასში ავედი და ერთ-ერთ კლასელს ვთხოვე ადგილი გაეცვალა, არ მინდოდა გეგისთან ჯდომა. დარჩენილი გაკვეთილების განმავლობაში ვგრძნობდი როგორ მიყურებდ ა გეგი და თვალს არ მაშორებდა, მეც გავხედე ერთი ორჯერ და თავი შეაბრუნა. მალევე დადგა წასვლის დრო. უკვე სკოლის ეზოდან გავდიოდი, რომ გეგი მომვარდა.
- მარი.. მარი დაიცადე. - გავჩერდი და დაველოდე.
- რა გინდა?
- რა რა მინდა ხომ გითხარი მე წაგიყვან სახლში თქო? აბა შენ რა გეგონა დამავიწყდებოდა რომ უნდა მომიყვე?
- სახლსში არ მივდივარ.
- აბა სად მიდიხარ? - ეჭვის თვალით შემომხედა.
- სხვაგა. რაში გაინტერესებს?
- რაში უნდა მაინტერესებდეს მარიამ? ხომ იცი როგორც მიყვარხარ და ვნერვიულობ შენზე. რატომ გახდი ასეთი ცივი და უხეში? არ მინდა გაგახსენო მაგრამ იმის გამო რაც მოხდა ასე არ უნდა მოიქცე. მე ისევ ვარ შენი მეგობარი, არ ააქ მნიშვნელობა შენ მთვლი თუ არა მეგობრად. რაც არ უნდა მოხდეს მე ვინც მართლა მიყვარს იმას თავის გაუბედურების უფლებას არ მივცემ. დაიმახსოვრე.
- გეგი მადლობ იმისთვის რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ დამიჯერე არაფერს გარგებს ჩემთან მეგობრობა... ახლა კი მაპატიე უნდა წავიდე მაგვიანდება.
- მარი გთხოვ! წაგიყვან მაინც.
- ხელს ჩამკიდებ თუ რა არის? მე ვერ წავალ?
- მანქანა ვიყიდე და იმით წაგიყვან.
- აა. კარგი, კარგი. - მანქანასთან მიმიყვანა და კარები გამიღო ჩაჯექიო.
- აბა საით?
- სანდროს ბარში.
- იქ რა გინდა? - თან მანქანა დაძრა.
- იქ ვმუშაობ..
- მუშაობ? - შეიცხადა.
- ხო რა იყო?
- ა კაი არაფერი იმედი მაქვს მომიყვები როგორ მოხდა და მუშაობა დაიწყე?
- დრომ მოიტანა. ახლა კი წავედით თორემ დამაგვიანდა.
- ხო, ხო მალე მივალთ.
მალეც მივედით. მანქანა ბართან როგორც კი გააჩერა მაშინვე დავემშვიდობე გეგის და გადმოვხტი, რომ რამე არ ეკითხა, ნამდვილად არ მქონდა მისი თავი. შევედი და თანამშრომლებს მივესალმე, შემდეგ კი პატარა სცენაზე ჩემი ადგილი დავიკავე. კარგად მოვკალათდი და ბენდის ბიჭებს გადავძახე რომ IMANY - You Will Never Know ს ვმღეროდით. მიკროფონი გავასწორე და ამ დროს დავინახე როგორ დაიკავა გეგიმ ადგილი ერთ-ერთ მაგიდასთან. თვალს არ მაშორებდა, მე კი წარბაწეული ვუყურებდი. სულ მეხვეწებოდა, როგორც სანდრო, შენი ნამღერი მომასმენინეო. არადა არ უდგებოდა ეს მომენტი მაგრამ როგორც ჩანს დღეს იყო ის დღე. ეს სიმღერა ძალიან შემიყვარდა რადგან ამით მთელ ჩემს გრძნობებს ვუზიარებდი იქ მჯდომთ. ვმღეროდი ისე როგორც მჩვევია, სულით და გულით. სიმღერას რომ მოვრჩი ყველა ტაშს მიკრავდა, ზრდილობისთვის ალბათ, გეგის შევხედე, ფეხზე იდგა და ისე უკრავდა ტაშს. ალბათ მხოლოდ მისი ტაში მეძღვნებოდა ნამდვილად მე. ამას კიდევ ორი სიმღერა მოყვა შემდეგ კი შესვენება გამოვაცხადე თორემ უკვე ცუდათ ვიყავი ისე მინდოდა მოწევა. გარეთ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. ისევ გეგი და მისი თვალები შემეფეთა მალევე. ახლა უკვე გაკვირვებასთან ერთად სიბრაზეც ემჩნეოდა.
- მოწევაც დაგიწყია.
- მერე რა? რა იყო? გიკვირს?
- კი მიკვირს მარიამ, თანაც ძალიან, შენ არ იყავი ვისაც ძულდა როცა გოგო ეწეოდა და სულ ამის ძახილში არ იყავი?
- კი ეგრე იყო და სიმართლე გითხრა აქ გასაკვირი არაფერია. მე მაგალითად არ მიკვის, ვიცოდი რომ ყველაფერი უნდა დამეშვა და ოდესმე შეიძლება მწეველიც გავმხდარიყავი. მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ რა. მაინც ტყუილად ავიშლით ნევებს. არავის დარიგება არ მჭირდება, ჩემს თავს მე მივხედავ.
- ხო გეტყობა როგორც მიხედე. შედეგი სახეზეა.
- ძაან მოგწონს ჩემს ნერვებზე თამაში?
- კარგი, გავჩერდი. ისე ყოჩაღ არ მეგონა ასე კარგად თუ მღეროდი და თან ასეთი ემოციებით. ახლა კი გისმენ, შენ მოსაყოლი გაქ თუ სად იყავი ამ 8 თვის განმავლობაში და რატომ ერთხელ მაინც არ დამირეკე და არ გამაგებინე შენი ამბავი?
- არსად არ ვყოფილვა. სახლში ვიყავი გამოკეტილი და არავის ნერვები არ მქონდა!
- ანუ ჩემი ნერვები არ გქონდა და მაგიტომ არ მირეკავდი? კარგი... სხვათაშორის შენთან ვიყავი მოსული, წერეთელზე და შენმა მშობლებმა მითხრეს აქ არ ცხოვრობსო. გამიკვირდა როგორ გაგიშვეს მარტო საცხოვრებლად. იქნებ ის მაინც მითხრა სად და როგორ ცხოვრობ? ხომ არაფერი გიჭირს?
- არა. - ცივად ვუთხარი და ბარში შევედი. არაფრის თავი აღარ მქონდა ამიტომაც სახლში წავედი, ისე რომ გეგიმ ვერ შემამჩნია. როგორ არ მიყვარს ამდენი იდიოტური კითხვა. გამომივიდა ესეც ჩემი მფარველი ანგელოზი. არაა მაგის საქმე და მორჩა. მივედი თუ არა სახლში მაშინვე დავიძინე იმისდა მიუხედავად რომ ჯერ მხოლოდ 5 საათი იყო. ჩემდა გასაკვირად მკვდარივით ჩამეძინა და დილამდე არ გამიღვიძია.



№1  offline წევრი maxara

კარგია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent