შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლად შეწირული სიყვარული 5


12-06-2015, 13:39
ავტორი sopiko
ნანახია 3 591

ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე მეორე. რაც დავინახე სიცარიელე იყო. გამოვფხიზლდი და მივხვდი რომ თეთრ, საავადმყოფოს ჭერს ვუყურებდი. იქაურობა მოვათვალიერე და დემე დავინახე. არ მინდოდა შეემჩნია რომ მეღვიძა მაგრამ თვალების დახუჭვა ვერ მოვასწარი. გიჟივით მომვარდა, დამაკვირდა და მერე გარეთ გაიქცა.
-ექიმო, ექიმო, ლენა გონს მოვიდე-მომესმა მისი ხმა გარედან და ექიმი და სალომე ერთად შემოვიდნენ. მათ მოგვიანებით დარცხვენილი დემეც შემოყვა.
-ხომ გითხარით ბატონო დემეტრე რომ თქვენს მეუღლეს საშიში არაფერი სჭირდა. თქვენი დამშვიდება მაინც ვერ მოვახერხე.-ღიმილით უთხრა დემეს ექიმმა, მან კი ჩემკენ გამოაპარა მალულად თვალი.
-ექიმო რამე სერიოზული ხომ არაა?-წამოვიწიე და საწოლს ზურგით მივეყუდე.
-დიახ, სერიოზულია-მითხრა ექიმმა და დავინახე როგორ გადაუარა დემეს სახეზე ფერებმა.
-კი მაგრამ...-ჩავიჩურჩულე აღელვებულმა.
-რა სჭირს ექიმო ლენას? თქვენ ხომ ამბობდით რომ... ვერაფერი ვერ გავიგე-ხელები აუკანკალდა დემეს და ექიმი თვალებით განგმირა.
-თქვენი მეუღლე ორსულადაა-გამოაცხადა საზეიმოდ ექიმმა და დავინახე როგორ გადაურბინათ სალიტას და დემეს ღიმილმა. ჩემდაუნებურად მუცელზე ხელი მივიდე და სახეზე შვების ოფლი წამომივიდა. ბავშვი... ჩემი შვილი... რა ბედნიერებაა. მაღლა ავიხედე და ღმერთს მადლობა გადავუხადე ამხელა საჩუქრისთვის.
-გილოცავ დაიკო-მოვიდა სალომე და ჩამეხუტა.
-მადლობა საყვარელო.
-ჰმ, მგონი ასეა თუ ისე მარტო უნდა დაგტოვოთ-ჩაახველა სალიმ და სანამ მე რამეს ვეტყოდი ოთახიდან გავიდა.
დემე თავჩაღუნული მომიახლოვდა. კინაღამ ფეხზე წამოვხტი და ჩავეხუტე მაგრამ არა! ჩემი სიამაყე... თავმოყვარეობა ამის უფლებას არ მომცემდა. თავი ასწია და ცრემლიანი თვალები შემომანათა.
-შვილი გვეყოლება-გამიღიმა მან.
-ხო-თავი დავუქნიე მე. მსუბუქად მიმაწვინა საწოლზე და ჯერ არდამჩნეულ მუცელს ტუჩებით შეეხო. მთელ სხეულში დენმა გამიარა. სული და გული ამეწვა. ჩემ ჯერ არდაბადებული პატარა დემეს როგორ უყვარს, წარმომიდგენია როგორი კარგი მამა იქნება. ნეტავ ჩვენი შვილი ოჯახში აგვეზარდა მაგრამ ამაზე დემეს ედარდა. ეს ყველაფერი ხომ მის გამო მოხდა.
-წავალ, ვკითხავ ექიმს როდის გაგწერენ-სწრაფად მომშორდა და ოთახიდან გავიდა.
დამალულმა ცრემლებმა თავი იჩინეს და რაღაც ვიგრძენი. თითქოს ჩემმა შვილმა მაგრძნობინა რომ არ უნდა მეტირა. ეს მისთვის უნდა გამეკეთებინა. მისთვის უნდა მებრძოლა...

სალომემ რაღაც მოიმიზეზა და სხვაგან წავიდა. მე კი დემეს შემატოვა.
-წამოდი, ჩვენც წვიდეთ.
-იყოს ტაქსით წავალ.-თავი გავაქნიე მე და გზა გავაგრძელე.
-ძალიანაც თავზე ნუ გადამახტები ლენა, ახლა რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ სიყვარულის გარდა შვილიც გვაკავშირებს ერთმანეთთან-გაბრაზებულმა მითხრა მან.
-ეგ სიტყვა აღარ ახსენო-შემოვბრუნდი მე.
-რა?-დაიბნა ის.
-სიყვარული. ჩვენ აღარ ვარსებობთ, ვართ მე, შენ და ჩვენი... შვილი-მაინც წამომცდა ეს სიტყვა.
-და მე რომ ახლა სახლში გაგიყვანო რა დაშავდება? ჩაჯექი მანქანაში-მიბრძანასავით დემემ და მეც უკმაყოფილო სახით შევასრულე ''ბრძანება''.
-სულ ასე უნდა იყო?-მკითხა მგზავრობის დროს.
-ასე როგორ?-შევუბრუნე კითხვა.
-არასოდეს მაპატიებ?
-არასოდეს! იმიტომ რომ ძალიან მიყვარდი და ვერ გაპატიებ რომ ასე მომექეცი.-მოკლედ მოვუჭერი მე და მეტი აღარაფერი გვითქვამს.

ერთი თვის შემდეგ
რა რთულია არა? მეგონა მთელი ცხრა თვე დემე გვერდიდან არ მომშოდებოდა. ჩემს ყოველ კაპრიზს უსიტყვოდ შეასრულებდა. ახლა კი ვზივარ სახლში და ძალიან მინდა ცარცი. კბილებს ვაკაწკაწებ მაგრამ რათ გინდა, სალომე აფთიაქშია ჩემთვის წამლების საყიდლად და როგორც ყოველთვის ტელეფონი სახლში დარჩა, დემეს კი თავს მოვიკლავ და პირველი არასდროს დავურეკავ. მხოლოდ დღეში ერთხელ დარეკვით შემოიფარგლება ორსული ცოლისადმი ''მზრუნველობა''? ალბათ რომელიმე საყვარელთან ერთად ერთობა და თვით თავისი შვილიც კი დაავიწყდა. მივხვდი მხოლოდ ბავშვის გამო კი არ მინდოდა მისი აქ ყოფნა არამედ იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც მენატრებოდა. ადვილი ხომ არაა, მხოლოდ იმიტომ რომ ვერასდროს აპატიებ გადაიყვარო. ეს ალბათ მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ როგორიც დემეა. ოღონდ არ ვიცი რა ვერ მაპატია. ჩვენი ურთიერთობა ხომ მანამდე შეიცვალა სანამ ანკა რაღაცეებს მოუჩმახავდა. მოუთმენლად ველოდებოდი სალომეს და ამ ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებდი.

ამ დროს, როცა ლენა სულიერ ტკივილებს ებრძოლდა, დემე გაბრაზებული ატრიალებდა რულს და ანკასთან მიდიოდა. იცოდა რომ ეს ბავშვი მისი შვილი იყო მაგრამ ვერ იშორებდა იმ ეჭვს რომ ლენას მის გარდა სხვაც შეეხო, რომ ის სხვა მამაკაცის კომპლიმენტების ადრესატიც იყო. კიდევ ერთხელ დახედა ფურცელზე მიბღაჯნილ მისამართს და მანქანა გააჩერა. გავეშებულმა აირბინა კიბეები და კარს მუშტები დაუშინა. დიდი ლოდინი არ დასჭირვებია. კარი ხალათშემოსხმულმა ანკამ გააღო. დემემ ზიზღით აათვალიერა და სახლში შეაბიჯა.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი.-გაუღიმა ანკამ.
-რისთვის მომწერე ის წერილი? რა გინდა ჩემგან?-გამწარებულმა უყვირა დემემ.
-უბრალოდ არ მომწონს რომ ლენა კიდევ ერთ ადამიანს ატყუებს, ორმაგ თამაშს თამაშობს-უკმაყოფილოდ გაბუშტა ტუჩები ანკამ.
-შენ ხომ მისი მეგობარი ხარ. გინდ ეს სიმართლე იყო ასე რატომ ექცევი? საიდუმლო ხომ უნდა შეუნახო-ირონიულად ჰკითხა ანკას და თავი ძვლივს შეიკავა რომ ქალს ხელით არ შეხებოდა.
-მან მეც მომატყუა, თუმცა აქ ამაზე სალაპარაკოდ არ დამიბარებიხარ. ილო მისი შეყვარებული იყო, არავინ იცის როგორი სიახლოვე ჰქონდათ მათ-ეშმაკურად გაიღიმა ანკამ როცა სიტყვა ''სიახლოვე'' ახსენა-ალბათ ისიც არ გეცოდინება რომ ილო თბილისში სწორედ ლენას გათხოვების შემდეგ გადმოვიდა. ლენას ყველანაირად გაუმართლა: მდიდრული სახლი, ავტომანქანა, ძვირადღირებული ტანსაცმელი და თანაც ყოფილი შეყვარებული. რა ბედნიერებაა არა?
დემეს მის სიტყვებზე ძარღვები დაებერა.
-თუმცა შენც შეგიძლია ისევე დაამცირო როგორც ის გამცირებდა. თანაც ჩემნაირი შემოთავაზება არავის არ ექნება. ნუთუ ქალის ალერსი არ მოგენატრა-უთხრა ცბიერად ანკამ და ყელზე აკოცა, დემე შეკრთა თუმცა ქალის მოშორება არ უცდია. მის სიტყვებზე ფიქრობდა. შემდეგ შეშლილივით დაეტაკა ანკას და დივანზე გადააწვინა. არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა შურისძიების თუ ლამაზი ქალის გამო...

''რით ვერ მოვიდა სალომე რა? ეტყობა ისევ დაკეტილი იყო ჩვენი აფთიაქი''-გავიფიქრე მე და ფეხზე წამოვიზლაზნე. ძალიან მეზარებოდა ახლა გარეთ გასვლა მაგრამ ჩემი შვილი აღარ ისვენებდა. ტანსაცმელი არც გამომიცვლია ისე გავედი დერეფანში და პირველ სართულზე ჩასვლა დავაპირე. მოულოდნელად კიბეზე ფეხი ჩამიცურდა და წონასწორობა დავკარგე. თავში მხოლოდ ერთმა რამემ გამიელვა.
''ჩემი პატარა''-და მუცელზე ხელი ავიფარე.

....................................................
აბა როგორ მოგწონთ? ვჩქარობ მოვლენების განვითარებას იმიტომ რომ მინდა მოვასწრო იმის დაწერა რაც ჩაფიქრებული მაქვს. ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები. ალბათ ორი-სამი თავიც და ისტორიას დავასრულებ. ყოველთვის როცა ისტორიას მსგავს თემაზე ვკითხულობდი დასასრული არ მომწონდა ხოლმე და ახლა მინდა ჩემს გემოზე დავწერო :) გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები რათა უფრო მონდომებით გავაგრძელო წერა <3



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესოდ წერ , ასე გააგრძელე შემდეგში უფრო დიდი თავი დადე ეს არ მეყო პატარა იყო. ხო კიდევ არ მომეწონა ანკას რომ ჩაუწვინე დემნა .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent