შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდები 3


13-06-2015, 00:05
ავტორი amaglobeli
ნანახია 3 192

ვიგრძენი როგორ მედებოდა მთელი სხეულით, მის თრთოლვასაც ვგრძნობდი და სხვა დანარჩენსაც, გონებადაბინდულობა სადღაც გამიქრა, შინაგანმა წინააღმდეგობის გრძნობამ შემომიტია და როგორც იქნა გავიბრძოლე. ვნება გაქრა, თავდაცვის ინსტინქტიღა დამრჩა. ჯერ ერთი წამოვიკვნესე, მერე მეორე და ბოლოს მთელი შემორჩენილი ძალით ხელიდან დავუსხლტი. დამცირებულმა და გულნატკენმა ჩამოვიწიე კაბა...

-ნამდვილი ნაგავი და ყეყეჩი ბიჭი ხარ...-ზიზღით და ძალიან მშვიდად ვუთხარი, თავდაჯერებულობა მომემატა როცა მისი თვალები თითქოს ჩაქრა. -მეზიზღები!-კიდევ გავართულე სიტუაცია. ჩუმად იდგა, მივხვდი დაიბნა, ალბათ ეწყინა კიდეც, ძალიან კარგი... ამაყად ჩავავლე თვალი და შევამჩნია მისი შეხსნილი ქამარი და ჩაწეული ელვა, თეთრი ტრუსი მოჩანდა ოდნავ.. ციოდა მაგრამ დამცხა, თავი ძალით ავიყვანე ხელში და თვალი გავუსწორე. ისევ ჩუმად იდგა, მერე ქამარი შეიკრა. და ცალყბა ღიმილით იმ დივანს მიეყრდნო, წეღან მე რომ მაყუდებდა. პაასუხს ვერ მცემდა და საკუთარი ძალა ვიგრძენი.

-აქ რა გინდა?-ვკითხე დათმობით.
-მე კი არა შენ რა გინდა აქ.-ისეთი ცივი ხმა ჰქონდა გული დამესერა.
-ვიფიქრე ცოტას მაინც გავერთობი თქო.-თითქმის ჩურჩულით ვუპასუხე. თავდაჯერებულობა სადღაც გამიქრა, რა დამემართა ვერ მიხვდი.
-არ შეიძლება მეც იგივე აზრი მამოძრავებდეს?
-კიმაგრამ ამ ოთახში როგორ საიდან. გასაღები გაქვს თან და...
-ჩემი კლუბია.
-აჰ... მამიკოს ფულებს დიდი ძალა აქვს...-ვითომ ჩემთვის და ჩუმად ჩავილაპარაკე, მაგრამ ვიცი რომ გაიგო.
საშინელი მზერა მტყორცნა. მისმა სიციცვემ ისე ამაკანკალა როგორც არასდროს. მივხვდი თვითონ უფრო მეტი გავლენა ჰქონდა ჩემზე, ვიდრე მე მასზე და წეღანდელი „გამარჯვება“ ვინანე, მივხვდი ათმაგად უარესად დამიბრუნებდა. მწვანე თვალები ძალიან ცოცხალი, მაგრამ დასევდიანებული ჰქონდა, იდგა მიყუდებული, ხელებ გადაჯვარედინებული და ისე მიყურებდა თავი უკანასკნელი ნაგავი მეგონა. მორალურად მზერით გამანადგურა. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გადავავლე გონება და მივხვდი, უკანასკნელ დებილ, სულელ, ცარიელ და მართლა ძუ*ნას ვგავდი საქციელებით. ისეთი განცდა გამიჩნდა თითქოს დედიშობილა ვიდექი მის წინ. სახეზე მახურებდა.

-კარგად.-მითხრა მშრალად და მოულოდნელად დატოვა ოთახი.
ცხელმა ცრემლმა გაიკვლია აწითლებულ სახეზე გზა. აკანკალებული ხელიტ გავაღე კარი და გავედი, ვცდილობდი დაქალები არ გადამყროდნენ, გავიპარე კლუბიდან, გზაზე ვიდექი და ტაქსს ველოდები.
მოულოდნელად უკნიდან ვიღაც მომეპარა, სახეზე რაღაც ამაფარა. კივილიც ვერ მოვასწარი, ერთი მოვიგმინე და გავითიშე.

გონზე რომ მოვედი, ვერ მივხვდი სად ვიყავი, ვგრძნობდი ხელ-ფეხი შეკრული მქონდა, პირზე რაღაც მქონდა აკრული. პანიკამ ლამის მეორედ გამთიშა, ნელნელა თავი დავიწყნარე და თვალი გავახილე, მანქანაში ვიყავი უკანა სავაძელზე ვიწექი, უფრო სწორედ ვეგდე, წინ კი ვიღაც ორი ჩემთვის უცნობი მამაკაცი იჯდა. ერთს ჭაღარა შეპარვოდა და ავბედითად დუმდნენ. ერთი ამოვიგმინე შეძლებისდაგვარად და ჭაღარამ თავი მოაბრუნა. საზიზღარი შესახედი იყო, საშინელი ნაცრისფერი ხვლიკივით თვალები ჰქონდა, არასანდო და სასტიკი....

-ფერიამ გაიღვიძა?..-იკითხა დამცინავად. რა თქმა უნდა პასუხი ვერ გავეცი. ცრემლებს მივეცი გზა.

-კაი პატარავ ნუ ტიირი... დიდი დიდი მოგკლათ.. თუ ფული არ მივიღეთ იმისგან.. ვისგანაც საჭიროა.

არვიცი რატო, მარა ამის თქმაზე ორივე საზიზღრად გადაბჟირდა, არაადამიანურები იყვნენ. მინდოდა ისევ გული წამსვლოდა მაგრამ იძულებული ვიყავი ასე მეყურებინა როგორ მიმაქანებდა სადღაც ორი მანიაკი. გზა კახეთის იყო. ერთ საათიანი სიარული შემდეგ სადღაც ტყე -ღრეში გადავიდნენ , იქ ერთი მიტოვებული სახლი იდგა. მანქანა გააჩერეს და თმით გადმომათრიეს. რომელიღაც ბნელ ოთახში შემაგდეს, სამმა ტარაკანამ თავპირისმტვრევით გადაირბინა ზღურბლი , ჭაღარამ ერთს მაინც მიაწია საქონელივით წიხლი და მიასრისა, თან მრავალმნიშნელოვნად გადმომხედა. გული მერეოდა, პირზე კი რაღაც მქონდა აკრული ... სიმწრის ცრემლები მდიოდა, ჭაღარამ მტკივნეულად ამახია ლენტი ტუჩებიდან, მერე ერთი შემომცხო, ხელიც მკრა და იატაკზე დამაგდო. ვნატრულობდი სიკვდილს. მეორემ ახმახმა, კამერა დააძრო და მომიშვირა.

-ახლა გავერთობით... აბა პატარა ბო*ო მიმართე „მამიკოს“ გადაგირჩინოს ტრ*კი და ათივე თითით გამოგისყიდოს, თორე ჯერ ნეკას, მერე შუა თითს, მერე ყურს მიიღებს საჩუქრად...-ისევ საშინელი გადახარხარება.
გულამოსკვნილი ავტირდი. მაკანკალებდა და ვერ ვხვდებოდი ვინ „მამიკო“ იყო ჩემი მშველელი, პატრონი არ მყავდა და ფულის ქონაზე ლაპარაკი ზედმეტია... მაინც შეძლებისდაგვარად ამოვიხრიალე...
-ფულით გამომისყიდე მამიკო.... -თან სიმწრის და სირცხვილი ცრემლები მახრჩობდა.
-მასე არა!-დაიღრიალა ჭაღარამ, უფრო ომახიანად და გარკვევით!! უფრო მათხოვრულად..
გული ისევ წამივიდა, ბოლო რისი ხმაც გავიგე შეგინება იყო.
გონზე მოსულს დამპალ ფანჯარაში მზის შუქი დამხვდა, ოთახი ბნელი და საზიზღარი იყო. ძლივს ავიზლაზნე ფეხზე, მარტო ვიყავი, ფანჯარასთან მივედი და ჰოი საოცრებავ, მთელი ეზო ვარდისფერი ვარდებით იყო გალამაზებული, უამრავი ვარდი იყო დარგული და შუა ზამთარში დიახ, ვარდები მიმზერდნენ!
შოკი იმდენად ძლიერი იყო რომ შიში დამავიწყდა... ვინ შეიძლება იყოს? ალექსანდრეს გარდა მე ვარდებს არავინ მაჩუქებდა, რადგან ჩემი კარჩაკეტილობის გამო სხვა თაყვანისმცემელი არ მყავდა... და თუ ვარდებს ალექსანდრე მჩუქნიდა, მაშინ მე ახლა უეჭველად მის ბუნაგში ვარ... ეს სწორედ იმდაგვარი ვარდისფერი ვარდებია, ნამდვილად... ნუთუ მხოლოდ ფულის საშოვნელად ვჭიდებოდი, ჰო ამიტომაც გადამეკიდა, თორემ ჩემნაირ კომპლექსიანს და ჩაკეტილს რა მოაწონებდა მაგას.... თავბრუ დამახვია... მაგრამ გეგმა ამის გარეშეც განახორციელა. ჩემი ფეხით მივადექი თავის კლუბში და საქმე გავუმარტივე....
ვფიქრობდი თან ცრემლები მდიოდა.
არ მინდოდა ნაადრევი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ვარდებმა სერიოზული შოკი მომგვარა. გულის სიღრმეში მსურდა დამჯერებინა რომ იმ ვარდებს და ამ ვარდებს შორის კავშირი არაა, და მით უმეტეს ალექსანდრესა და აი ამ ვარდებს შორის, ახლა რომ ვხედავ...
კართან ფრთხილად მივედი და აკანკალებულმა მივადე ყური. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ფრთხილად გამოღება ვცადე, მაგრამ ჩაკეტილი იყო. ფანჯრები გისოსებით იყო დაცული, მათ გადაღმა კი ტყე იყო....
ჩავიცუცქე კედელთან და მთელი გულით ავტირდი, არვიცოდი რას ვტიროდი, სიმარტოვეს თუ საკუთარ თავს მძევლად აყვანილს. დედა გამახსენდა ისევ, მისი მფარველობა და ის დაცულობის განცდა, არც მისი არსებობით მქონდა. ახლა სრულიად მარტო. რომც მომკლან, არავინ დამიტირებს, არავის მოვაკლდები..
სულ მინდოდა სიკვდილი მას შემდეგ რაც დედა დავკარგე... ცხოვრებამაც აზრი დაკარგა, ყოველ ღამე სიზმრებში თავიდან განვიცდიდი იმას, რაც ხანძრის დროს, 8 წლისამ განვიცადე. ახლა, ახლა როცა პირისპირ ვდგავარ რისკის წინ, როცა არ ვიცი როდის და როგორ გაამსხმევინებენ ტვინს, მეშინია და გაქცევა მინდა, თავის გადარჩენა და ცხოვრების გაგარძელება. ხმით ვტიროდი. თავი მუხლებში ჩავრგე. უცებ საშინელმა ძალამ შემოგლიჯა კარი წიხლით, შიშმა გამაშეშა და არ გავნძრეულვარ. „ახლა მომკლავენ“... ეს იყო რაც გავიფიქრე და როცა მხარზე შეხება ვიგრძენი ვიკივლე.

-აააააა!!!.....
-ისევ. ლილი მე ვარ დაწყნარდი... -ალექსანდრეს ხმა...
ისე მეტკბილა ლამის მესამედ დავკარგე გონება სიხარულისგან. ავღელდი და ხელახალმა შიშმა შემიპყრო. ვარდები ეზოში ვარდები.... შეშინებულმა ავხედე. ნუთუ ამის ხელით მოვკვდები? როგორც კი ალექსანდდრეს თვალებს წავაწყდი, შეშინებულს და მზრუნველს, მაშინვე ყველა ეჭვი გამიქრა. შანსი არაა, ასე ალექსანდრე არ გამწირავდა. იარაღი ეკავა ხელში, უკან კიდევ რამოდენიმე ბრონის ჟილეტიანი და ნიღბიანი ტიპი იდგა იარაღებით, ერთ-ერთი მათგანის თვალებში კოკა ამოვიცანი. ალექსმა წამომაყენა და გარეთ გამიყვანა, ძალა არ მქონდა სიარულისაც კი. ძალიან მეშინოდა ის ორი სასტიკი კაცი არ გამოჩენილიყო. მანქანაში ჩამსვა და ზუსტად ა მ დროს გასროლის ხმა გავიგე, ერთ ერთი ბრონის ჟილეტიანი წაბორძიკდა, ალბათ ტყვია მოხვდა მაგრამ ჟილეტმა დაიცვა, სასწრაფოდ გახსნეს ცეცხლი იქითა მიმართულებით. კოკამ ჭაღარა საიდანღაც გამოათრია და ალექსანდრე წიხლით შედგა, მანქანაში ჩაჯდა და გამაქანა.

-ბა..ტონო ალექსანდრე, რა ხდება.-გაუბედავად შიშით ვიკითხე.
-მამაჩემია.... -ისეთი ხმით თქვა დამბურძგლა.
-ვინ?
-შენი გამტაცებელი, ჭაღარა რომელიც არის, ის.
-ჩემგან რა გინდათ?-ისტერიკაში ჩავვარდი.-რა გინდათ ჩემგან შენ და მამაშენს !! არც ფული მაქ არც „მამიკოები“ მყავს!!!!-გამწარებული ვკიოდი და ვფართხალებდი.
ალექსანდრემ უცებ წაატორმუზა და წინ გავექანე, დავწყნარდი. გაცოფებული თვალებით შემომხედა.

-მე შენგან არაფერი არ მინდა.-მკვეთრად მითხრა.-მამაჩემი ცდილობს დამცინცლოს ფული. ბევრჯერ ბევრი რამე გამიჩალიჩა. ალბათ ჩემი შეყვარებული ეგონე, გუშინ ოთახში რო შევედი შენი წასვლის მერე, დამონტაჟებული კამერები დავინახე.... მე იქ კამერები არ დამიყენებია რადგან ინტიმური ოთახია. მივხვდი მამაჩემის ხელი რომ იყო გარეული და მივხვდი რომ შენს კვალზე გამოვიდა. ძალიან სულელია მამაჩემი, ძალიან...-ბოლო წინადადება საშინელი მუქარაშერეული და ცივი ხმით თქვა. მერე მანქანა ნელა დაძრა.

-ბოდიში....
-არაუშავს.-გამიღიმა
კორპუსთან მიმიყვანა და სიცილით მითხრა:
-ნუ გეშინია ლილი, საერთოდ აღარ გემუქრება საფრთხე, გაუგებრობა იყო...
-მადლობა დიდი. ღამემშვიდობის.
პასუხად მხოლო გამიღიმა და ის ის იყო მანქანა ეზოდან გაიყვანა, რომ გაუბედავად დავუძახე და რომ შემომხედა აღელვებულმა ძლივს ამოვღერღე:
-თავს.. გაუფრთხილდი..
უაზროდ მიყურა სამი წამი და ადგილს მოწყდა.
სახლში ისე ავედი ვერც მივხვდი, საწოლზე მივეგდე და ყველაფერი საშინელი სიზმარი მეგონა. მამა, საკუთარი მამა.... მამა არასდროს მყოლია. მომიკლეს როცა დედა ჩემზე 2 თვის ორსული იყო... სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა მამებზე, გმირებად, მფარველებად მევლინებოდნენ ოცნებებში. ეს რა მამაა.... არც ისეთი განებივრებული და ყეყეჩი ყოფილა ალექსი. ალბათ რამდენი რამის გამოვლა უწევს ასეთი მამის ხელში... მე კიდევ ვიფიქრე ყველაფერი მამიკოს ფულებით აქვს მეთქი, ლექტორობაც მეგონა მამიკომ „დაუფინანსა“.... საკუთარი თავის და უტვინობის შემრცხვა. ვხვდებოდი რომ ძალიან გარდავიქმენი მაგრამ უარესობისკენ. თავი ბერვად ჭკვიანი და მოხერხებული მეგონა, მე კი ალექსანდრესთან მაქსიმალური სიდებილე გამოვავლინე. ალბათ ვეღარ მიტანს.

შხაპში შევედი.
ცხელი წყალი სტრესის მოხსნაში დამეხმარა, ხალათი გადავიცვი და სამზარეულოში ყავა დავადგი, საღამურების ჩასაცემლად საკუთარი ოთახისკენ წამოვედი და ნანახმა ისევ ძალიან შემაშინა, ოთახის კართან 5 ცალი ვარდისფერი ვარდი იდო, დანამული, ახალთ-ახალი...



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ახალი თავიი :) ველოდები შემდეგს,უუუფროო დიიიიდსს :)
--------------------
:)

 


№2  offline წევრი vene bions

ახლა წავიკითხე მთლიანად და მომეწონა ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

axla infaqts mivigeb.
tvalebs ar vujereb
sexy madchen-s rame moewona?
o.o o.o o.o o.o o.o o.o o.o ooo.ooo
male dzadze
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი Ignifex

მომეწონა ძალიან,ველი შემდეგ თავს. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent