ტიტანი (7)
- გესმის ლუკა? მე მკვლელი ვარ! ისტერიულად იმეორებდა ანა. ლუკამ ამოიოხრა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. - შენ ხომ უბრალოდ თავს იცავდი ანა... მე ვერც კი წარმოვიდგენ შენ რა გადაიტანე, მაგრამ შენ იმენდენად ძლიერი ხარ ანა! ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ და ძალიან მიყვარხარ! ჩემი ტიტანი ხარ! ნუ გრცხვენია შენი სხეულის. ძალიან გთხოვ... ასე დამალვა რას გიშველის.. არსებობენ ბოროტი ადამიანები, მაგრამ კეთილბიც ხომ არია. აი, ტუსა აიღე მაგალითად. ყველაზე პოზიტიური ადამიანია მგონი.. ყველა ცუდი ხომ არ არის... - ლუკა არ გესმის ხო? მ მკვლელი ვარ, ფსიქოლოგმაც კი მითხრა, რომ ამ ტრამვის გამო არავინ იცის როდის ავფეთდები. ჩემში ადამიანური აღარაფერი დარჩა... ტკივილსაც კი ვერ ვგრძნობ.. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია.. 8 წელია ნორმალური ურთიერთობა არ მქონია ადამიანებთან. საშიში ვარ საზოგადოებისთვის ლუკა... - ნუ ამბობ მაგას რა. მე შენთან ვარ და სულ შენთან ვიქნები. არასდროს მიგატოვებ, გპირდები! დაგეხმარები ახალი ცხოვრების დაწყებაში... - გთხოვ, მარტო დამტოვე ლუკა. უნდა ვიფიქრო... ლუკა მიხვდა რომ, არ ღირა ახლა შეწინააღმდეგება, თავისუფალი სივრცე სჭირდებოდა ანასაც და ლუკასაც. უნდა გადაეხარშა მონააყოლი და ნანახი. გადაწყვიტა ბიჭებს დალაპარაკებოდა. - კურდღელი ხარ ? (საბა) - წესიერად ილაპარაკე და ტუსას დაურეკე, დროზე მოვიდეს! ორივე ძმაკაცი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო და მაშინვე შეასრულეს. ტუსაც შეშინებული სწრაფად გაჩნდა მათთან. - ტუსა, იცოდე რა რა უნდა მოყვე და რა არა! რაც შენ დამალე, ეგეთი რაღაცეების დამალვა არ შეიძლებოდა, მითუმეტეს იცოდი რომ დახმარება მინდოდა. ძალიან გაბრაზებული იყო ლუკა. - შენ როგორ გაიგე? (ტუსა) - რა მნიშვნელობა აქვს! ამ წუთიდან იცოდე რომ რაც ანას ეხეა ყველაფერს მომიყვები! (ლუკა) - ჩვენც გვითხარი რა ნახეთ ეგეთი (ლაშა) - წადი ეხლა და მიხედე ანას! ძალიან მკაცრი იყო ლუკა და ტუსაც გაეცალა. - ნაწამებია გოგო! ძაან მიყვარს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ კარგად იყოს. (ლუკა) - რას ნიშნავს ნაწამებია? რა მხრივ ამბობ? ძალიან დაბნეულები იყვნენ ბიჭები. ლუკამ ყველაფერი მოუყვა რაც ნახა და მოისმინა, თნ შეიპირა რომ არავინ გაიგებდა და ორივე პირღია დატოვა.. - *იგ ხო არ გაქვს? ღადაობ თუ რას შვები ეხლა? ეგეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება ლუკა! ვერ იჯერებდა ლაშა - აუ რას ვღადაობ ლაშა, ორი წლის ბავშვს ვგავარ მსგავს თემაზე რო ვიხუმრო? - ანუ რას მეუბნები, რომ ამ ანგელოზივით ბავშვმა კაცი მოკლა? (საბა) - მარტო ეგ გაიგე ძმობას გაფიცებ? რაღაცა უნდა ვქნათ რა. ძაან მინდა რო ბედნიერი იყოს.. რეები გამოიარა. 13 წლის ბავშვი კი არა ჩვენ, ვერცერთი ვერ გავუძლებდით იმას, რაც ანამ გამოიარა... ანა ამ დროს ყველა თავის სიტყვას ნანობდა. რატომ გარია ლუკა ამ საიდუმლოში... ასე ხომ არ შეიძლება. არ შეიძლება სიტყვებით გამოსცე ანას გრძნობები. 13 წლიდან მასში 3 ადამიანი ცხოვრობდა, ყოველთვის ბრძოლის ველზე იყო. მუდმივი ომი ჰქონდა საკუთარ ანგელოზთან, დემონთან და გიჟთან, რომლებიც თავს არ ანებეებდნენ. სულ მარტო იყო და ზუსტად იცოდა, რომ ასე უფრო ადვილია. ასე ყველასთვის უკეთესია. ის არარის კარგი ადამიანი... ლუკა მასზე უკეთესს იმსახურებს. ტუსაც... გინახავთ ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი იმდენად ეზიზღება, რომ სიკვდილისთვისაც ვერ იმეტებს, ფიქრობს, რომ ეს მისთვის ზედმეტი ფუფუნებაა? რომელსაც, იმდენად სტკივა სულიერად, რომ ფიზიკური ტკივილი სიამოვნებს? რომელიც, ძალიან იშვიათად გრძნობს? რომელსაც, ღამეში 2 საათი სძინავს და ისიც, კოშმარებში. ეს ცხოვრებაა? ანასთვის, უბრალოდ არსებობაა და ზედმეტი ტვირთი დედამიწისთვის. განა შეიძლება, გიყვარდეს ის, ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს? და ვისაც პირად საქმეში დიდი ასოებით უწერია „სოციოპათი“... ლუკას უყვარს და უკვე დარწმუნებულია ამაში... გამთენიისას ლუკა ბიჭებთან ერთად გავიდა პლაჟზე. გადაწყვიტეს ცოტა გაესეირნათ და ეფიქრათ. ჯერ დილის 5 საათი იყო, ამიტომ, მთელ ბათუმში ვერ ერთ სხეულს ვერ დაინახავდით. გარდა ერთისა. -ნეტავ არასდროს არ ძინავს ამ გოგოს? წამოდით გაგაცნობთ. (ლუკა) რადგან არავინ იყო ანკას მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა, ჟაკეტი კი ქვებზე დაეფინა.. Queen-ის Bohemian rhapsody-ს უსმენდა და გრძნობდა... ბიჭებმაც დაინახეს მისი ზურგის ნაწილი და დარწმუნდნენ... ეტკინათ... მთელი გულით განიცადეს... - ანა, როგორ ხარ? შუბლზე აკოცა ლუკამ, ანამ კი აიხედა, უცხო ბიჭები რომ დაინახა დაბნეულმა მაშინვე მოსაცმელი მოიცვა. და დაბნეულმა აქეთ-იქით დაიწყო ყურება.. - ანა, ესენი საბა და ლაშა არიან. ჩემი ბავშვობის მეგობრები.. - სასიამოვნოა ანა. ჩვენ ბოდიში გვინდა მოგიხადოთ. ცუდი ხუმრობა იყო და იმედი მაქვს, ოდესმე შეძლებ და გვაპატიებ. იცოდე, რომ უკვე დასავით გვიყვარხარ და შენს გვერდით გვიგულე. (ლაშა) - სასიამოვნოა ბიჭებო. როგორც მივხვდი, ლუკამ ყველაფერი მოგიყვათ და მინდა რომ იცოდეთ. არ მჭირდება შეცოდება. მშვენივრად ვუმკლავდები ჩემს აჩრდილებს და დემონებს, დამეგობრებასაც კი ვიწყებთ. ასე რომ... ძალიან ცივი იყო ანას ხმა. მტკიცე და შეუვალი. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ნებისმიერი გზით ჩამოიშორებდა ლუკას გვერდიდან და არ მისცემდა საშუალებას მასავით დატანჯულიყო. შეაზიზღებდა თავს, მაგრამ თავის დაღუპვის საშუალებას არ მისცემდა... იქცევიან-კი ასე ცუდი ადამიანები? წირავენ საკუთარ ბედნიერებას სხვისთვის? - სულელი გგონივარ ხო? არ გამოგივა ჩემო საყვარელო, რასაც არ უნდა აკეთებდე. არავის არ ეცოდები, შენზე უარესების ემართებათ, უბრალოდ ყველა შენსავით ტიტანისგან არაა დამზადებული. ახლა კი, ადექი და წავედით. უნდა ვიცურაოთ. (ლუკა) ********************************************** მეტი, ესეთ მოკლე დროში ვერ დავწერე გაიმეტეთ თქვენც ერთი-ორი სიტყვა. მაინტერესებს თქვენი აზრები. ვინც ავტორები ხართ, მითუმეტეს იცით, რამენს წყვეტს მკითხველის აზრი მიყვარხართ! P.S. რა ბიჭია ეს ლუკა, მოკლედ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.