შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 3


13-06-2015, 11:40
ავტორი Nini13
ნანახია 5 994

ეს წავიკითხე თუ არა მაშინვე აივანზე გავედი და ვარდები გადავყარე, ამის ნაჩუქარი არაფერი მინდა. ბარათი კი მაგიდაზე დავაგდე. ისე ჩემი მისამართი საიდან გაიგო როცა სახელიც არ იცის? ვეკითხებოდი ჩემს თავს. ამ დროს ანიც გამოვიდა.
-ინებე ადგომა ქალბატონო? (მე)
-რა იყო ამ დილით რა ხასიათზე ხარ? (ანი) ამ დროს მაგიდაზე ბარათი დაინახა, აიღო და წაიკითხა
-ვაიმე არ არსებობს (ანი)
-რა არის დაუჯერებელი? (მე)
-იცოდე ნინი რო არ შეხვდე მოგკლავ (ანი)
-გოგო ხო არ გააფრინე? ვისთან მიშვებ მაგ მანიაკთან? ასე მიმეტებ? (მე)
-გეხვეწები რაა ძაან მაინტერესებს რას გეტყვის (ანი)
-შანსი არაა და არ დაკარგო დრო ხვეწნაში. (მე)
შუა დღეც მალე მოვიდა. სიგნალების ხმა გავიგე და აივანზე გავედი რომ მენახა რა ხდებოდა. ჩემი კორპუსის წინ შავი BMW დავინახე, მანქანის კარი გაიღო და იქედან დიტო გადმოვიდა, ყველას მიესალმა და აივანზე ამომხედა
-მოდიხარ? (დიტო)
-რატომ უნდა წამოვიდე? შენს დაკრულზე არ ვცეკვავ. (მე) არაფერი უთქვამს კორპუსში შემოვიდა და 2 წუთში კარზე ზარი, მივხვდი ის იქნებოდა, არ ვაღებდი, ჩემს ოთახში შევედი. მაგრამ ანიმ გააღო, რატომღაც ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა.
___დიტო/ანი____
-შეიძლება შემოვიდე? (დიტო)
-ა ჰო კი შემოდი (ანი)
-შეგიძლია შენს დაქალს უთხრა რომ წამოვიდეს? (დიტო)
-კაი დამელოდე, ოთახშია და ავალ. შეგიძლია დაჯდე და დაელოდო. (ანი) და ოთახში ავიდა.
___ნინი___
-გოგო (ანი)
-აუ რა შტერი ხარ გოგო რატო გაუღე კარი? (მე)
-აბა რო არ გაჩერდა რა მექნა? მისმინე, თუ გიყვარვარ, გეხვეწები გაყევი რა (ანი)
-ანი ვერ გავიგე რა გინდა, ასე რო მეხვეწები და მიშვებ უცნობ ადამიანთან იქნებ ვინაა? (მე)
-კაი რა გოგო მგონი ბედი გაგეხსნა, შენ გგონია დიტო ჯავახიშვილი ჩვეულებრივ ყველა გოგოს აკითხავს სახლში? არ არსებობს, ჩანს რო ძაან დაინტერესებულია შენით, განსაკუთრებით გუშინდელის მერე. მოკლედ თუ გიყვარვარ უნდა წახვიდე (ანი)
-ოო ხო კაი ნუ შემჭამე (მე)
-ვაიმე მიყვარხარ, მიდი დროზე ლამაზად ჩაიცვი და ჩამოდი. გავე მე (ანი)
___დიტო/ანი___
-დავითანხმე (თან თვალი ჩაუკრა) (ანი)
-მადლობა (დიტო)
-მისმინე, ნინი ჩემი დაა და ყველაზე კარგად ვიცნობ. ვიცი რომ ბევრი გოგო გყავდა მაგრამ ის ისეთი არ გეგონოს როგორც სხვები გესმის? (ანი)
-არა არ მგონია. მოკლედ მოუჭრა დიტომ.
-ძალიან კარგი. (ანი)
_______
მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი
-წავედით? (მე) ძალიან ცივად ვუყურებდი.
-წავედით (დიტო)
მანქანაში ჩავსხედით. გზაში არცერთი ხმას არ ვიღებდით, ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე.
-მალე მივალთ? (მე)
-კი 5 წუთში. (დიტო) დაახლოებით 20 წუთი ვიყავით გზაში.
-და სად მივდივართ? (მე)
-არის ერთი ადგილი რა (დიტო)
-მოვედით (დიტო)
მანქანიდან გადმოვედით, არ მეგონა რომ ბუნებაში, ასეთ მშვიდ და ლამაზ ადგილას მიმიყვანდა, იქაურობა თბილისს გადაყურებდა და ლამაზი ხედი იშლებოდა.
-აქ რატო მოვედით? (მე)
-მიყვარს ეს ადგილი, ხშირად მოვდივარ და ამიტომ წამოგიყვანე, სხვათაშორის შენ პირველი ხარ ვინც აქ მოვიყვანე (დიტო) ეს ამაყად თქვა.
-აა ესეიგი შენს სხვა გოგოებს არ ერგოთ მაგის ბედნიერება. შეხვედრის გარეშე ვერ გამიცნობდი? (მე)
-ვერა, უნდა მენახე. მოდი თავიდან დავიწყოთ. მე დიტო ჯავახიშვილი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა (დიტო)
-მე ნინი დადიანი ვარ, და ვერ ვიტან საკუთარ თავზე წარმოდგენა-ამაღლებულ ხალხს, ასე რომ არასასიამოვნოა შენი გაცნობა. (მე)
-რატო გგონია რო ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა მაქ? (დიტო)
-ყველაფერზე გეტყობა (მე)
-ესეიგი ბიჭი რომელსაც საკმარისზე მეტი ფული აქვს, ამპარტავანია და გადაწყდა რო ვერ იტან (დიტო)
-ეგრე გამოდის. საერთოდ ჩემგან რა გინდა? კლუბში გოგოების მეტი რა იყო (მე)
-მოდი პირდაპირ გეტყვი, ის მინდა რომ შენ ჩემი გოგო გერქვას! (დიტო)
-აჰაა, ოცნება უფასო გაქვს (მე)
-მე ოცნება არ დამჭირდება, ისედაც გაგიჟდები ჩემზე. (დიტო) ცალყბად გაიღიმა.
-ვერ ეღირსები. ეგღა მაკლია შენი გოგოების მრავალრიცხოვან არმიას მივემატო, და მაინცდამაინც მე რატო? (მე)
-სხვანაირი ხარ, მაგათ არ გავხარ (დიტო)
-საიდან იცი? არც მიცნობ (მე)
-არაა საჭირო წლები გიცნობდე, რომ ვიცოდე როგორი ხარ (დიტო)
-და ჩემი მისამართი საიდან გაიგე? (მე)
-ეგ რთული არ ყოფილა, ჩემი დაცვა გამოგყვა მანქანით და ასე. (დიტო)
-კაი მოკლედ მე წავედი აღარ მინდა უაზროდ დროის ხარჯვა. (მე)
-და სად? დაგავიწყდა რო შორს ვართ? (დიტო)
-არაუშავს ფეხით წავალ (მე)
-დაჯექი მე წაგიყვან (დიტო)
-არ მინდა, შემეშვი რა, როგორც გამოჩნდი ისე რო გაქრე ჩემი ცხოვრებიდან არა? (მე)
-მაგას არ ვაპირებ. რაღაც უნდა გითხრა (დიტო)
-დროზე თქვი გისმენ (მე)
-3 დღეში ჩემი დაბადების დღეა, და მინდა რომ შენც მოხვიდე (დიტო) ხმა არ ამომიღია.
-მოხვალ თუ არა? (დიტო)
-ჰმ, რათქმაუნდა არა. (მე)
-თავის დაფასება არ იყოს, მოხვალ და მორჩა (დიტო)
-ეგ რა შუაშია, რატომ უნდა მივიდე იმ ადამიანის დაბადების დღეზე საერთოდ რომ არ ვიცნობ? (მე)
-მერე რა, გამიცნობ. დაჯექი წაგიყვან. (დიტო)
-არ მინდა (მე)
-გოგო დაჯექითქო! (დიტო) იმხელა ხმაზე იღრიალა შევხტი, წინააღმდეგობის გაწევა აღარ მიცდია, რადგან ჩემი სახლიდან ცოტა არ იყოს შორს ვიყავით და ფეხით წასვლას კარგა ხანს მოვუნდებოდი. უხმოდ ჩავჯექი მანქანაში.გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია. სახლამდე მიმიყვანა.
-ნახვამდის (მე)
-ნახვამდის, დაბადების დღეზე გელოდები. (დიტო)
არაფერი მითქვამს, კორპუსში ავედი და სახლის კარი შევაღე თუ არა ანიმ უამრავი კითხვა დამაყარა.



№1  offline წევრი Anika13

ძალიან მაგარი გოგო ხარ !! უმაგრესია <3

 


№2  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ველი ახალ თავს love

 


№3  offline წევრი Nini13

მადლობა, მალე დავდებ შემდეგს love

 


№4  offline წევრი S.likuna

malee dade kaiaaaa!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent