შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და არავინ სხვა!


13-06-2015, 16:20
ავტორი Депрессивный
ნანახია 2 217

„14მარტი“-ამ დღეზე საშინელი არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მივდიოდი გაყინულ ტროტუარზე და ვფიქრობდი, უცებ ფეხი ამისრიალდა და წავიქეცი, ფეხი ოდნავ მეტკინა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, წამოვდექი და გზა გავაგრძელე. ჯავახიშვილის მეორე კურსის სტუდენტი გახლავართ, მე ვფიქრობ რომ განსხვავებული ხასიათი მაქვს, ფიცხი არ ვარ მაგრამ არც ზედმეტად თბილი და მოსიყვარულე.. რომ მკითხონ ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვარსო, ვუპასუხებ გამთენიის 5საათზე სახლიდან გამოსვლა და თბილისის ლამაზ ქუჩებში სეირნობა, ქალაქი ადამიანების გარეშე უფრო ლამაზი და მშვიდია.. თბილისი 8საათზე უკვე იღვიძებს, იწყება ხმაური და მანქანების სწრაფი სიარული.. დეპრესიული არ ვარ, მაგრამ მარტო ყოფნა მიყვარს, ასე თავს უკეთ ვგრძნობ. შეიძლება დასაცინია 22წლის ასაკში რომ შეყვარებული არასდროს მყოლია, ზოგი მეუბნება შენხელა გოგოს ქმარი და 3შვილი უნდა ყავდესო, მაგრამ, მე ასე არ ვთვლი. რადროს ჩემი ქმარი და შვილებია, დღემდე დედაჩემის გარეშე გადაადგილებაც მიჭირს, „დედიკოს გოგო“-არ გეგონოთ, უბრალოდ დღევანდელობის ფონზე დედაჩემის აზრი ჩემთვის ნორმაზე მეტია. მეგობრებზე რა გითხრათ, ვერავინ მიგებს.. 1წლის წინ გავიცანი „ნენე აბესაძე“ რომელმაც ძალიან შემაყვარა თავი, თითქოს ჩემნაირი იყო მაგრამ ეხლა კანადაშია, სამწუხაროდ იქ წავიდა საცხოვრებლად და კონტაქტი აღარ გვაქვს, მოკლედ ერთადერთი მეგობარი მყავს რომელსაც ქვია „დედა“. დედაჩემი 38წლის „თამუნა კახიანი“ გახლავთ, საშვალო სიმაღლის ქერა ქალია, მწვანე თვალებით.. სიმართლე რომ გითხრათ ლამაზი ქალია, თითქოს ნახევარი ცხოვრება გაიარა მაგრამ არაფერი ეტყობა, პოზიტიური და მხიარული ადამიანია, სულ წუწუნებს იმაზე რომ ასეთი უჟმური შვილი ყავს... მამაჩემი 10წლის რომ ვიყავი ბოლოს მაშინ ვნახე, სიმსიმნით გარდამეცვალა...მოდით ამაზე აღარ გვინდა საუბარი, ჩემს თავს ავღწერ - „საშვალო სიმაღლის შავგრემანი, მწვანე თვალება ნინა ბურდული გახლავართ“ - სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია ჩემს თავზე, უკვე თენდება და გარეთ ვაპირებ გასვლას, არმინდა დედაჩემი გავაღვიძო მაგრამ გაუფრთხილებლად გასვლაც არ მიყვარს, ამიტომ ვამჯობინე გამეღვიძებინა
-დე, გარეთ გავდივარ მე
-რომელი საათია?
-თენდება, ხუთი საათია, ბოდიში რომ გაგაღვიძე
-არაუშავს, მაგრამ ძალიან ადრეა დედი
-ხომ იცი, ამ დროს მიყვარს სიარული
-კარგი, კარგი
-წავედი
-მალე დაბრუნდი,ისე მართლა ამ ზაფხულს სად წავიდეთ?
-არვიცი, ალბათ სადმე მთაში
-სიონში წავიდეთ
-კარგი
ზღვა და ზაგარი დიდად არ მიყვარს, მირჩევნია სიწყნარეში კარგად დასვენება... ჩანთა ავიღე და კიბეები ჩავირბინე, გზაში საკმაოდ უცნაური სურვილი დამებადა.. ცხენით მინდოდა ჯირითი იპოდრომზე, არვიცი თუ გაგიგიათ mკვადრატის ბინები, იპოდრომთან ახლოს, აი მანდ ვცხორობ მე, ჩემი სახლიდან 3წუთი უნდა რომ იპოდრომზე ჩახვიდე, მეც ავიღე გეზი იპოდრომისკენ... არ მეგონა ასე ადრე ვინმე თუ იქნებოდა მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა
-გამარჯობა, ცხენით მინდა გასეირნება
-მობრძანდი, არ გეშინია?
-სულაც არა
-თეთრი თუ შავი (გაიცინა)
-შავი
-შენი სახელი?
-ნინა
-მე ოთო ჭილაძე ვარ
-სასიამოვნოა, მაგრამ არ მიკითხავს (ხშირად უხეშიც ვარ)
-არაუშავს, მე მინდოდა და გითხარი
-ჰმ... კიდევ გინდა რამე?
-მემგონი არაფერი
-მაშინ მომიყვანე ცხენი
-ეხლავე
5წუთის ლოდინის შემდეგ, ოთო ცხენთან ერთად გამოჩნდა
-მართლა არ გეშინია? უკან მოგიჯდები
-არმინდა
-რომ გადმოვარდე
-არ გადმოვარდები!
-კარგი, აბა შენ იცი
ცხენზე შემოვჯექი და გავაჭენე, ცხენი ძალიან სწრაფად გაიქცა, ცოტა შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე, 20წუთი ვიჯირითე, ბოლოს მომბეზრდა და ცხენი გავაჩერე
-კარგი იყო?
-კი
-არ შეგეშინდა?
-არა
-კარგად ჯირითობ
-ხო გითხარი
-არ გითქვამს
-აბა კარგად დაფიქრდი
3წუთი იფიქრა
-არა, არ გითქვამს
-კარგი
-ხვალაც მოხვალ?
-არვიცი, რატო მეკითხები?
-უბრალოდ
-რა იყო, ხომ არ მოგეწონე? (ირონიულად გავუღიმე)
-არა, რა სისულელეა
-კაი წავედი
-კარგად
წამოვედი და გზაში ათას სისულელეზე დავიწყე ფიქრი, ოთო სიმპატიური და მწვანე თვალება ბიჭი იყო, რომ გითხრათ დიდად მომეწონათქო მოგატყუბთ, მაგრამ ჩემი დასაწუნი არაფერი ჭირდა. ძალიან მშიერი ვიყავი, 9საათი გახდა მაგრამ კაფეები არ იყო ჯერ ღია, ამიტომ სახლში ავედი
-დედი, მოხვედი?
-კი
-სად იყავი?
-იპოდრომზე
-ირბინე?
-არა, ცხენით ვიჯირითე
-მართლა?
-ჰო
-არ გაგიჭირდა?
-სულაც არა, მამა მასწავლიდა ხოლმე
-ჩემი ჭკვიანი გოგო
-დედი მშია
-რა გაჭამო
-კარტოფილი შემიწვი
-კარგი
ლოგინზე წამოვწექი და დავიწყე ფიქრი ოთოზე, რატომ მემართება არვიცი, არასდროს ყურადღებას არ ვაქცევ არავის, ამ ბიჭმა რატომ დამაინტერესა?! ჩემი სახლის ფანჯრიდან მთელი იპოდრომი კარგად ჩანს, ფანჯრიდან გავიხედე და ოთო დავინახე ძალიან შორს, როგორ აჭმევდა ცხენს, გამეღიმა და სხვა ოთახში გავედი, დედაჩემს საჭმელი უკვე გაკეთებული ქონდა
-დედი, რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ
-მოკლედ, ხომ იცი ბიჭები დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ დღეს რაღაც მოხდა ჩემში
-აბა მომიყევი დაწვრილებით
-მოკლედ, იპოდრომზე რომ ჩავედი, იქ იყო ერთი ბიჭი, რაღაცეები ვილაპარაკეთ და შემდეგ ცხენი მომიყვანა.
-მერე?
-მერე არაფერი, მთელი დღეა მასზე ვფიქრობ, ჩემი ფანჯრიდანაც ჩანს
-შეგიყვარდა?
-არა!
-კი!
-დედა არა! უბრალოდ მომეწონა, კარგი ადამიანია
-მე ეგრე არ ვფიქრობ
-აბა როგორ ფიქრობ
-შენ ის შეგიყვარდა
-ასე მალე ვერ შემიყვარდებოდა
-მე მამაშენი 3წუთში შემიყვარდა
-რავიცი....რავიცი
ჭამა რომ დავამთავრეთ ვიფიქრე ოთახში ავალ და დავიძინებთქო, მაგრამ გულმა ვეღარ მომითმინა და იპოდრომზე წავედი.. „ვითომ“ სარბენად.....

ბავშვებო, მითხარით გავაგრძელო თუ არა..



№1  offline წევრი Sexy Mädchen

1.ზაგარს ქართულად ნამზეური ჰქვია. 2. საშვალო არა,საშუალო. 3.ძალიან უბრალო ისტორიაა,უინტერესო და მოსაწყენი.იმედია,გამოასწორებ.
--------------------
:)

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

ხო,ზაგარი ანუ ნამზეური,ან შეგიძლია რუჯიც გამოიყენო.საშვალო და არა საშუალო,სიმსივნე და არა სიმსიმნე. კიდევ,დიალოგები საშინლად მომაბეზრებელია,როცა რამეს არ ამატებ. მაგალითად,შეგეძლომასე:
"-დედი რაღაც უნდა გითხრა-დავიწყე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი
-გისმენ-თბილი ხმით შემობრუნდა თამუნა
-ხომ იცი...."
ალბათ მიხვდი,სხვა შემთხვევაში არ გამოდის კარგად...
წარმატებები )
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი Sexy Mädchen

საშვალო არაა სწორი,საშუალო უნდა იყოს:)
--------------------
:)

 


№4  offline წევრი Депрессивный

დიდი მადლობა რჩევებისთვის! აუცილებლად გავითვალისწინებ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent