ბედნიერია გოგონა?! (1)
მთელმა საავადმყოფომ გაიგო კაცის ყვირილი, ღრიალში გარდამავალი. - არა, როგორმე უნდა გადარჩეს! - ყვიროდა იგი და ცრემლები ახრჩობდა. ეს ყვირილი ისეთი გამიყინავი იყო, არ შეიძლებოდა არ ატირებულიყავი. კაცი, რომელსაც არასდროს უტირია - ტიროდა. მთელს საავადმყოფოს მოეყარა თავი. ყველაზე ცუდად მოქმედებდა ასეთი ყვირილი. კაცი ლამის იატაკზე გორავდა. ძმაკაცები აშველებდნენ და თავის მოკვლის მცდელობის უფლებას არ აძლევდნენ. - რა ხდება? - იკითხა ერთმა პაციენტმა. - არ ვიცი, მაგრამ ეტყობა, რომ ძვირფასი ადამიანი დაკარგა. - თქვა ერთმა ქალმა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ჩუმად მოიწმინდა. - გამატარეთ! შემეშვით! თავს მოვიკლავ! - ყვიროდა კაცი და პალატაში შესვლას ლამობდა. უცებ ვიღაცამ ისე ხმამაღლა მოიხოცა ცხვირი, რომ წამით მგლოვიარე კაციც გაჩუმდა. - გაჩერდი შე სასიკვდილე! - უთხრა ცოლმა ღიმილით - რა დროს მხიარულებაა! - თქვა და უცებ აკისკისდა. - ამათი დედა შ....ი! - გაიფიქრა კაცმა და უნდოდა ორივე ეცემა, მაგრამ თავისი გასაჭირი გაახსენდა და ისევ აყვირდა. - ბიჭო დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება! - უყვიროდა ძმაკაცი კაცს, - ხო იცი, რომ გვანცას არაფერი მოუვა! ის ძლიერია! ჩვენ ყველაზე ძლიერი! - შემიშვით ახლავე! - აყვირდა კაცი და ამ დროს მთავარი ექიმიც გამოვიდა. - როგორ არის ექიმო, როგორ არის? - საყელოში ჩაავლო ხელი კაცმა და ნერვიულად შეხედა. - ვწუხვარ... გადარჩენის შანსები არ არის... შედით, მას თქვენთან უნდა საუბარი. - თქვა მოწყენილმა. ანუ... ანუ... გაიწიეთ... - თქვა უკვე დანებებულმა და პალატაში შევიდა. ოთახში ლოგინი იდგა. ზედ ქალი იწვა. - გვანცა... - ამოიტირა კაცმა და ლოგინს მიუახლოვდა. - ტირი ჩემო სიცოცხლე? - თითქოს გაცოცხლდა ქალი. - გვანც, ხო იცი, რო ყველაფერი კარგად იქნება?! - უთხრა კაცმა და ხელზე დაუწყო კოცნა. - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენს გოგონას ყველაზე მაგარი მამიკო ეყოლება. - და დედიკოც... - თქვა კაცმა და ცრემლი ჩამოუგორდა. - ნიკა იცი როგორ მიყვარხარ? - უთხრა გვანცამ - მე რომ იქ წავალ... - ამოიოხრა - თქვენ არ უნდა მოიწყინოთ - გაიღიმა. ნიკა თვალებში უყურებდა და ცდილობდა დაემახსოვრებინა გვანცას სახე. - ნიკა, ჩვენს გოგონას... ლორა დაარქვი... გთხოვ! - თქვა ჩუმად გვანცამ. - კი ჩემო სიცოცხლე, ლორას დავარქმევ! - უთხრა ნიკამ და ცრემლმორეულმა გაიღიმა. - მიყვარხარ ნიკა! - თქვა გვანცამ. - მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე, ჩემო მზეო! - თქვა ნიკამ და გვანაცას ხელს უფრო მოუჭირა ხელი. გვანცას სახე გაუბრწყინდა თვალები დახუჭა ფართოდ გაიღიმა. „ტელევიზორმა“ წრიპინი დაიწყო... ის მწვანე ხაზი, რომელიც ცელქობდა და ანცობდა სამუდამოდ გაჩერდა. *** დასაფლავებაზე ბევრი ხალხი მოვიდა. ყველას ენანებოდა „მზისდარი“. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნიკა გვანცას ცივ სხეულს არ შორდებოდა და ამ ხნის განმავლობაში თავისი შვილი არ უნახია. მხოლოდ ერთხელ მოჰკრა თვალი საავადმყოფოში, მაშინ როცა დაიბადა. ბავშვს სახელიც კი არ ერქვა. გვანცას გასვენების დღეს მზემ გამოანათა. - ღირსეული და კარგი გოგო იყო და ღმერთიც, მადლს არ აკლებს! - თქვა მეზობელმა, რომელმაც ახალგამოსული მზე დაინახა. - მზის გასვენებაში მზე გამოვიდა! - თქვა ერთმა. ნიკა კუბოს მიჰყვებოდა და ცრემლები ახრჩობდა. - ჩვენ დავკარგეთ მზე, კაშკაშა, უზარმაზარი ვარსკვლავი, რომელიც ცხოვრებას ყველას ულამაზებდა... - დაიწყო ნიკას მამამ გამოსათხოვარი სიტყვის თქმა. ნიკა ამაყად იდგა. ეს მისი ცოლი იყო! უკვე კუბოსთვის თავზე უნდა დაეხურათ, მაგრამ უცებ ნიკამ იყვირა: - გაჩერდით, ერთი წუთით! კუბოსთან დაიჩოქა. გვანცას სახეში შეხედა. - „მძინარე მზეთუნახავია“ - გაიფიქრა. - გვანცი, მუდამ მეყვარები! შენს თავს ვფიცავ სხვა ქალს არ გავიკარებ! - ეს თქვა და... გვანცას ლოყაზე აკოცა... ლოყა ისეთი თბილი აღარ იყო. ციოდა... *** ქელეხი ნორმალურად მიდიოდა. ნიკამ ყველაფერი დედ-მამას გადააბარა. გაახსენდა თავისი შვილი, რომლისთვისაც სახელიც კი არ დაურქმევია. სახლში შევიდა და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. იქ ნიკას და, ქეთა იყო. ხელში გოგონა ეჭირა. ქეთა მას უმღეროდა. ნიკას შესვლა ვერ გაიგო. - რა ლამაზი ხარ! საბრალო! მე შენ არასოდეს მიგატოვებ! - ეუბნებოდა მამიდა ძმისშვილს. - ლამაზია ხო?! - იკითხა სევდიანი ღიმილით ნიკამ. ქეთა შეკრთა. ეტყობა შეეშინდა. - ულამაზესი! - თქვა ბოლოს და საბრალო მზერა მიაპყრო ძმას. დაიჭირე. - უთხრა და ბავშვი ნიკას გადააწოდა. - გაიცანი მამიკო, ეს ნინიკოა... - თქვა ქეთამ. ნიკას სახე აელეწა. - ნინიკო?! - ლამის იყვირა. - ხოო, დედამ დაარქვა - თქვა შემკრთალმა დამ. - არ გაბედოთ და ნინიკო არ დაუძახოთ! ამას ლორა ჰქვია! - ლორა?! - გაიკვირვა ქეთამ - რაღაც ეგზოტიკურია. - გაეცინა. ნიკას გაეღიმა. - გვანცამ მთხოვა ლორა დაარქვიო... - ნიკას სახეს ცრემლი მოსწყდა და ლორას დაეცა. პატარას გაეღიმა. *** 5 თვის ოყო ლორა, როცა უნდა მონათლულიყო. ნათლია ჯემო იყო, ნიკას ძმაკაცი. ქეთას ლორა ლამაზად გამოეწყო. პატარა ლორა თითებს ეთამაშებოდა და თან საყვარლად ბურტყუნებდა. - ეს რო გეყოლება რა ბედნიერი იქნები კაცი! - თქვა ჯემომ და პატარა ჩაიხუტა. ნიკას უბრალოდ გაეღიმა. - ბიჭო რამეს იძახის? - იკითხა ნოდომ. ლორამ თითქოს გაიგო ნოდოს ნათქვამიო, წარბები შეკრა და თქვა "აღუ"! - აუ რა ტიპია! - გაეცინათ. - გვანცას და ნიკას შვილია ბოლოსდაბოლოს! - თქვა ქეთამ. - და ჯემოს ნათლული! - დაამატა ნიკას მამამ. ყველას გაეცინა. მხოლოდ ლორა იყო წარბშეკრული. *** - მალე წყალს გადაასხმანენ. - თქვა ქეთამ. - შვილო, ნათლობით ლორა უნდა დაარქვათ? რაღაც არაქართულია და უცხოა... - გაიმეორა მამაოს ნათქვამი ლენამ (ნიკას დედამ). - დედა, ხო გითხარი, გვანცას ლორა უნდოდა და ლორა დავარქვი! - თქვა მოთმინებადაკარულმა ნიკამ. და აი, ქეთამ გახადა ლორას, წყალი უნდა დაესხათ. - აუ ბიჭო ახლა იტირებს! - ყურებზე ხელი აიფარა ნოდომ (ნიკას ძმაკაცმა), როცა ლორა წყალში უნდა „ეყვინთავათ“. - ნათელს იღებს მხევალი ღვთისა ლორა, სახელითა მამისათა, - თქვა მამაომ და ლორა წყალში ჩაყო. - და ძისათა - სწრაფად ამოყო და ისევ ჩაყო. - და სულისა წმინდისათა - ისევ ჩაყო და ამოყო. - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ! ლორამ ძლივს ამოისუნთქა და ბოლო ხმაზე იყვირა: - დე-და! ყველა იქ მყოფს გაოცების ტალღამ დაუარა. ნიკა გაქვავდა. თვალები დაბლა დახარა. არ უნდოდა მისი ცრემლები ვინმეს ენახა. უცებ თავი ასწია. ლორამ ისევ იყვირა: - დე-და! ნიკას თვალები გაუფართოვდა. არა ეს არ შეიძლება მომხდარიყო! არა! ეს ხომ უბრალოდ სასწაულია! მან იცით რა დაინახა?! გვანცა დაინახა, როცა ლორას მზერას გააყოლა თვალი. გვანცა იყო, გვანცა!!! - დე-და! - უკვე გამყინავად იყვირა ლორამ. გვანცა გაქრა. ამ დღის შემდეგ ლორას ეს სიტყვა თითქმის აღარ უხსენებია. ნიკამ გაარკვია, რომ გვანცა მხოლოდ თვითონ და ლორამ დაინახეს. - აი შენი მონათლული ლორა ობოლაძე! - უთხრა ქეთამ ღიმილით ნიკას და ბავშვი გადასცა. „ჩემი ლორა ობოლაძე, პატარა, ობოლი გოგონა“ - გაიფიქრა ნიკამ. *** გადიოდა დრო. იცვლებოდა ყველაფერი. იცვლებოდა ნიკა, ჭაღარავდებოდნენ ნიკას მშობლები. ლორა?! ლორა კი იზრდებოდა და მშვენდებოდა. 3 წლის ასაკშიც კი მზეთუნახავს ჰგავდა. ერთ დღეს ლენას ტელეფონი აწკრიალდა. - ალო. - თქვა მან. - დეე რას შვრებით?! - ჰკითხა ქეთამ. - რავი არაფერს დეე, ამო სახლში რაა! - მაღაზიაში ვარ, რამე ხო არ გიყიდოთ? უცებ ლორა მოკუსკუსდა. - ბებე, აღარ შემიძლია იმ კანფეტების გარეშე... მინდა... - ქვედა ტუჩი გადმოუვარდა. ლენას გაეცინა. - ქეთა გეხვეწები, ლორას „კიბორჩხალები“ უყიდე რაა! - აუ, ვერ გაძლო ნიკას მოსვლამდე? - ქეთასაც გაეცინა. - ვერა დეე და უყიდე. - კაი დედა, შენ ხო არ გინდა რამე?! - არა, მე არაფერი არ მინდა. - კაი მოვდივარ მაშინ. ლენამ ტელეფონი გათიშა. ლორას გახედა. ლორას შეწუხებული ჩანდა. ლენას გაუკვირდა და ლორა თავისთან იხმო. - ბებე, მოდი ჩემთან. - უთხრა. ლორაც მივიდა. - აბა მომიყევი რამ შეგაწუხდა. - უთხრა ბავშვს და კალთაში ჩაისვა. - ბებე, რაღაც უნდა გითხრა და მიპასუხე კარგი?! - უთხრა ლორამ. - კაი ჩემო გოგო. - ისა... მე რომ... არ დავბადებულიყავი... გვანცა ცოცხალი იქნებოდა?! - იკითხა მოწყენილმა. ბებიას ეს შეკითხვა არ ესიამოვნა. თვალები აუცრემლიანდა. არა! ბავშვმა არ უნდა ნახოს მისი ცრემლები! თავს კონტროლი გაუწია და თავი შეიკავა. - ბებე, რამდენჯერ გთხოვე, ნუ ეძახი გვანცას! დედა დაუძახე. - ბებე, მინდა რო დავძუახო ეს სახელი, მაგრამ არ შემიძლია , ვერ ვუძახი და რა ვქნა?! მიპასუხე რაა, გთხოვ! - ლორა! საიდან შენ ამხელა ჭკუა?! ჯერ მხოლოდ 3 წლის ხარ! - ბებე, ეს კითხვა უკვე დიდი ხანია მაწუხებს, და პასუხი არ მაქვს... - კარგი მე გეტყვი პასუხს! - დანებდა „ბებე“ - არ დაიბადებოდი... გვანცა რომ არ მომკვდარიყო, შენ არ იარსებებდი. - მე არადროს გავთხოვდები! - წამოსცდა ლორას. - რა თქვი ბებე?! - გაუკვირდა ლენას. - არასდროს გავთხოვდები! - გაიმეორა ლორამ. - რატო?! - რატო და... არ მინდა ჩემს შვილს დედა მოუკვდეს! არ მინდა ისეთი უბედური იყოს, როგორიც მე ვარ ახლა! ლენას პირი ღია დარჩა. გაოცდა... მერე გული ეტკინა... ბოლოს კი... ცრემლები წამოუვიდა... თავი ვეღარ შეიკავა და ლორა მაგრად მიიხუტა. *** მალე ქეთა ამოვიდა. ლორას ძალიან მაგრად ჩაეხუტა. მერე დედას აწითლებულ თვალებს რომ შეხვდა იკითხა: - რა მოხდა?! დუმილი... - ლორა, აჰა შენ კანფეტები, შენს ოთახში შედი, მულტფილმებს უყურე. ლორას გაეღიმა, თავისი „კიბორჩხალები“ გამოართვა და ოთახში გაიქცა. - დეე, რა მოგივიდა?! - ჰკითხა ქეთამ. - ლორამ ამატირა! - გაეცინა ლენას. - მართლა რა მოხდა?! - იცი ლორამ რა თქვა?! მე არასდროს გავთხოვდებიო... - ოოჰ, დეე კაი რაა! - გაეცინა ქეთას. - ქეთა კიდე იცი რა მოხდა?! იცი რა მითხრა?! ქეთამ არაფერი უპასუხა. - გვანცა რომ არ მომკვდარიყო დავიბადებოდიო?! არა მეთქი. არ გავთხოვდებიო, რადგან არ მინდა ჩემს შვილს დედა მოუკვდესო... არ მინდა ისე იტანჯებოდეს როგორც მე ვიტანჯებიო... ქეთა გაშრა. - საიდან ამან ამდენი?! - იკითხა. ლენამ მხრები აიჩეჩა. *** ნიკა და საბა (ნიკას მამა) სამსახურიდან დაბრუნდნენ. ლენამ ნიკას ყველაფერი უამბო. ნიკა გაკვირვებული დარჩა და ლორას ოთახისკენ აიღო გეზი. კარზე დააკაკუნა. - მამა მოდი რაა! - გაეცინა ლორას. - ეე, შენ საიდან იცი რო მე ვიყავი?! - გაოცდა ნიკა. - მე ყველაფერი ვიცი... - ეშმაკურად გაეღიმა ლორას. - და მამიკოს არ გაუმხელ საიდან იცი?! - ნიკა დაინტერესდა. - ოოოჰ, ვერა, ეს მარტო მე და ჯემომ ვიცით! - გაეცინა ლორას. - მერე მეც რო ჯემოს ძმაკაცი ვარ არაფერი?! - მამა, შენ ვინმესთან ჩამიშვებ... - არა, პატარა, შენს თავს ვფიცავარ არავის ვეტყვი... - მამიკო, არ მჯერა... - გვანცას ვფიცავარ არ გაგცემ! - თქვა ნიკამ. ლორა ჩაფიქრდა. თუ გვანცა დაიფიცა მაშინ არ ჩამიშვებს. - კაი, მამი, მოდი აქ დაჯექი. - უთხრა ლორამ, ფეხზე ადგა და თავისი ადგილი დაუთმო სათამაშო ნოუთბუქთან. - მამი, ახლა მე გარეთ გავალ, შენ ჩემს გარეთ გასვლისთანავე ამ ღილაკს დააჭირე. - და ღილაკი უჩვენა. ნიკა გაკვირვებული იყო. ლორა გარეთ გავიდა. კარგა ხანი იცადა. - მამი დააჭირე?! - პასუხი არ მიუღია. ოთახში შევიდა. ნიკა სათამაშო ნოუთბუქში „ქენდი ქრაშს“ თამაშობდა. - აუ მამააა! - იყვირა ლორამ, - ხო გთხოვე! - უი... ლორა ბოდიში... კაი მორჩა გადი დავაჭერ. ლორა ისევ გავიდა. - მამი დააჭირე! - დაუძახა. ნიკამ დააჭირა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. სათამაშო ნოუთბუქში ლორა გამოჩნდა. - კი მაგრამ შენ საიდან მოიტანე სათვალთვალო კამერა?! - გაოცდა ნიკა და გარეთ გავიდა. ლორა გაბრწყინებული სახით უყურებდა. - ჯემომ მაჩუქა ადრე. - გაეცინა. - მოკლედ რაა!.. შვილი ვერ უნდა ვანდო ნათლიას! - თავი გააქნია ნიკამ. ლორა მამას ჩაეხუტა. ისევ ოთახში შევიდნენ და საწოლზე დაწვნენ. ნიკამ ოთახს თვალი მოავლო. ყველაფერი დალგებული და გაკრიალებული იყო. ეს ქეთას ნამოქმედარია. არა, მოიცა, ყველაფერი არა! ლორას „პუფს“ დახედა.ზედ კანფეტ „კიბორჩხალების“ ნაფცქვენი ქაღალდები ეყარა. ეს ლორას ნამოქმედარია. - ლორა, რატომ დაყარე?! - უთხრა ბავშვს. ლორას პასუხი არ გაუცია. - ლორა! - გაუმეორა ნიკამ. პასუხი არ ყოფილა. ნიკა წამოდგა და ლორას დახედა. მამიკოს ლორას მამიკოს მკერდზე ეძინა. *** ლორა ხმაურმა გააღვიძა. საათს დახედა. - ნეტა რამდენი ხანი მეძინა?! - გაიფიქრა და პატარა ვარდისფერ მაჯის საათს დააცქერდა. - თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?! - საათი საწოლზე დააგდო. - ცნობა მაინც არ ვიცი... სარკეში ჩაიხედა. ოჰ, როგორ უყვარდა ახალგაღვიძებული რომ იხედებოდა სარკეში... სულ სხვანაირი იყო... თავს ვერ ცნობდა... და მოსწონდა სრულიად უცხო ლორა... ისევ მოესმა სასტუმრო ოთახიდან სიცილის ხმები. - ნეტა რა ხდება?! მამა და მამიდა ხო არ ჭიდაობენ?! - ამ აზრმა ისეთ კარგ ხასიათზე დააყენა, რომ კიბეები სირბილით გაიარა. - მამა, რა იყო ჭიდაობთ?! – „საყუარელი“ კისკისით შევიდა სასტუმრო ოთახში. იქ მამა, ბაბუა და ვიღაც ტიპი იყვნენ. - ვჭიდაობთოო?! - საბა ბაბუს გაეცინა. ლორამ ჯიქური მზერით დააჯილდოვა უცხო კაცი და მამას კალთაში ჩაუჯდა. - შენ მამიკოს გოგო ხარ?! - ჰკითხა უცნობმა დაწვრილებული ხმით. - რა შენი საქმეა?! - ლორას რაც პირველი მოადგა ენაზე ის თქვა. ნიკა გაკვირვებული დარჩა. ლორას ასეთი ცივი საუბარი არ სჩვეოდა. - მგონი არ მოვეწონე... - ჩაეღიმა უცნობს. - მამა ეს იცი ვინაა?! - თქვა ნიკამ. - სქელწარბა ბოთე! - თქვა ლორამ და ჩუმად ჩაიფხუკუნა. - ლორა! მამა, რა არი სწერვები გესიზმრებოდა, რა ხასიათზე ხარ?! - ნიკამ გაუღიმა. ლორამ უბრალოდ გაიღიმა. ქეთა შემოვიდა. ხელში 3 კათხა ლუდი ეჭირა და კაცებს მიართვა. - ჩემი გოჭი, გაიღვიძე?! - ლორას ლოყაზე აკოცა ქეთამ. ლორა მაგრად ჩაეხუტა მამიდას. - უი ხოო, დიმა გააცანით ლორას?! - დაინტერესდა ქეთა. - გამიცნო კი არა, მიმასვა უკვე! - გაეცინა დიმას. ლორამ სახე დამანჭა. ქეთას ეს არ გამოჰპარვია. - მოიცა, თქვენ ცუდი ურთიერთობა ხო არ ჩამოგიყალიბდათ?! - იკითხა დაეჭვებით ქეთამ და დიმას ჩაეხუტა. - რა ხდება? - უკვე ლორა დაინტერესდა. - გაგიფრინდა მამიდა... - თქვა საბა ბაბუმ ღიმილით. ლორამ ეჭვით შეხედა ქეთას. მერე ადგა და მასთან მივიდა. - მამიდა, ფრთები სად გაქვს?! - დაეჭვებულმა შეხედა ქეთას. დიმას გაეცინა. ლორამ ამრეზით შეხედა. ოთახში ლენა ბებეც შემოვიდა. - ბებე, რა ხდება?! - ჰკითხა ლორამ ლენას. ლენამ შეხედა სასტავს და თქვა: - აქეთ მობრძანდით სუფრა გაშლილია. ნიკა ადგა. მას საბა და დიმაც გაჰყვნენ. გასვლისას დიმამ ლორას ლოყაზე მოუთათუნა ხელი. ლორამ თავი გააქნია და ხელი მოიშორა. მერე ლოყაზე სახელო მოისვა და ლოყა „გაიწმინდა“. ლენა მაშინვე მიხვდა, რომ ლორას არ მოეწონა დიმა. ყველა რომ დაჯდნენ სავახშმოდ, ლენამ ლორა გაიყვანა და ჰკითხა: - ბებე, დიმა არ მოგწონს?! ლორა მოიღუშა, ხელები გადააჯვარედინა და თავი უარის ნიშნად გააქნია. - რა უნდა აქ?! - თქვა გაბრაზებულმა. - თავიდანვე ნერვები მომიშალა! - ოჰ, ნერვები, ნერვები... - გაიცინა ლენამ. მერე დასერიოზულდა. მოუწევდა ბავშვისთვის თვითონ ეთქვა სიმართლე. - ლორა, ბებე, ეს კაცი იცი ვინ არის?! - არა და არც მაინტერესებს!.. ქეთას საქმროა. - პირდაპირ უთხრა. ლორა გაქვავდა. ესეიგი საქმრო არა?! მაშ კარგი! ლორამ ერთი ცერად შეხედა დიმას და თავისი ოთახისკენ გაიქცა. არასოდეს! - ფიქრობდა იგი - არასოდეს გავთხოვდები! ასეთ ცუდებს რომ არ შევხვდე! მე არ მითხრეს არაფერი ხო?! ძალიან კარგი! დაინახავენ! ლორამ ერთი ცრემლი გადმოაგდო. იმაზე კი არ ტიროდა, ქეთა რომ თხოვდებოდა, არამედ იმაზე, რომ დიმა არ მოეწონა. სასადილოში გავიდა და მამას სახელოზე მოქაჩა: მამი, ტელეფონი მათხოვე რაა! - უთხრა გაბრაზებულმა. ნიკამ, უკვე კარგა შეზარხოშებულმა, ტელეფონი ლორას მისცა, ისე რომ არც კი შეუხედავს. ლორას გაუხარდა, კითხვებს არ დამაყრისო. ოთახში შევარდა და ჯემოს ნომერი აკრიფა. - ჯემო, როგორ ხარ?! - დაასწრო ჯემოს „ალო“-ს თქმა. - ლორაჩკა! როგორ ხარ?! მომენატრე გოგო! - ჯემოო... მოდი რა ჩემთან... - ტუჩი გადმოაგდო. - რატო, რამე მოხდა?! - ქეთა გვიფრინდება და სუფრა აქვთ... - აახ, ხოო... - გაეცინა ჯემოს - მითხრა ნიკამ, კაი ჩემი გოგო, მოვალ მალე. - ჯემოო... - გაეღიმა ლორას. - რა წამოგიღო, რა?! - მიუხვდა ჯემო ლორას ჩანაფიქრს. - კიბორჩხალებიიი! - იყვირა ლორამ სიხარულისგან. - კი, მაგრამ, მამიკომ ხო მოგიტანა?! - აუ, კიი, მაგრამ... შემომეჭამა... - კაი, ჩემი ბარდღუ ! მოგიტან. საუბარი დაასრულეს. მალე ჯემო მოვიდა. ცოტა ხანი სუფრასთან იჯდა, შემდეგ შეზარხოშებული ლორას მიუწვა და მხიარულად და ტკბილად დაიძინეს. ეს არის ჩემი ახალი ისტორია ლორას შესახებ. დიდი პაუზა კი გამომივიდა ისე (გაკრეჭილი სმაილი) ხოოდა, რახან სკოლა დამთავრდა და გამოცდებიც მოვკალი ახალი ისტორია დამეწერა. იმედია მოგეწონებათ და ძველებურად იაქტიურებთ! (ბედნიერი სმაილი) თქვენი coco girl. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.