შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარამელები (1)


13-06-2015, 19:27
ავტორი Diko Adamiani
ნანახია 2 229

ჯერ კიდევ ბნელოდა ის კი ისევ უჩუმრად მიაბიჯებდა გრძელ კოლიდორში, ფეხის წვერებზე რომ არავის გაეგო, თავს პატარა შეშინებული ბავშვივით აქეთ-იქით აცეცებდა , სულ იმის მოლოდინში იყო რომ ახლა რომელიღაც სტუდენტი კარს გამოაღებდა და გინებით აიკლებდა " დაგვაძინეო"..
მის ოთახთან წამით შეჩერდა, ლურჯი ტრუსები გაისწორა და ფრთხილად შეაღო კარი, ოთახის მარჯვენა კუთხეში საწოლის კიდესთან გაჩერდა და მკერდ მოღეღილ გოგონას ჩააკვირდა, იმხელა ხმაზე სუნთქავდა ,ხელი რომ არ აეფარა პირზე ალბათ გოგოსაც გააღვიძებდა. აკანკალებულ მუხელბს დახედა და ტანშიც კი ააკანკალა , უყურებდა ჯენიფერს და ყურში მუდმივად გარის სიტყვები ჩაესმოდა " დროა შენც დავაჟკაცდე ძმაო". ტანში რაღაც აუტანელი შიში შეუძვრა და სირბილით გამოვარდა ოთახიდან.
გოგონამ ხმაურისგან შეშინებულმა სწრაფად წამოწია ჯერ კიდევ მძინარე თვალები და ოთახი საგულდაგულოდ გადაათვალიერა. მერე როცა ვერავინ შეამჩნია ხმაური მოჩვენებითობას დააბრალა და ისევ თბილ საწოლში მიბრუნდა.

დილით ისევ იწვიმა,შაბათი დღე იყო და რახან არავის არ ჰქონდა გაკვეთილები კოლეჯის დაბრაზებში 12 საათამდე სამარისებური სიჩუმე სუფევდა, მერე ზაკმა გაიღვიძა და... " ზაკი თუ იღვიძებს ,ანუ მთელი კოლეჯიც იღვიძებს"

-ნახე რა გავჩითე. ოთახში დაუკაკუნებლად შევარდა ზაკი და სემის ლოგინზე დაუკითხავად ჩამოჯდა
-დილა ადრიან რა მოსაწევი აგიტყდა . მოპირდაპირე საწოლიდან თვალების ფშვნეტით გადმობრუნდა გარი. თეთრი საბანი გადაიძრო და დაკუნთული ფეხები გადმოყო თბილი საწოლიდან.
გვერდით საწოლში სემი აწრიალდა "ადექი , დამაძინე რა ზაკ" უთხრა და ბალიში თავზე წამოიჭირა
- შენ ჩუ, კაცი არხარ! სიცილი შეაპარა სიტყვებში ზაკმა
-ვითომ რატომ, გაგულისებული წამოხტა და ძმაკაცის გვერძე ჩამოჯდა
-იმიტო რო ქალიშვილი ხარ. გულიანად გადაიხარხარეს ბიჭებმა
-ქალიშვილი არა ვაჟიშვილი. ხელები მობუსა სემმა.
-რა განსხვავება . ისევ დაგესლა მეგობარმა და გარისთან ერთად მოსაწევად გავიდა.
სემი საწოლზე იჯდა და თვალწინ ჯენიფერის ამობურცული მკერდი ედგა. მერე შენიშნა მთელ ტანში როგორ დააჟრიალა და აღგზნებულმა ერთი ფეხი მეორეზე მაგრად გადაიჭირა.

-დღეს რა გეგმები გაქვს? საცვალის ამარა გოგოს უკან ამოუდგა ბილი და მთელი ტანით კედლისკენ მიყუდა. არ დაიბნა ჯენიფერი.. იცის რომ ყოველ დილით ბილს გამოსაფხიზლებელი "რიტუალი" სჭირდება, თუმცა ყოველ დილით ამ რიტუალის ჩატარებდა სხვებთან უწევს, რადგან ჯენიფერი "არ აძლევს" !
-მომშორდი ბილ. თვალების ქაჩვით უთხრა და ცალი ხელით ბიჭი უკან გასწია.
-ისევ ნაწყენი ხარ პატარავ? ამჯერად თავს მეტის უფლება მისცა და საჯდომზე წაუთათურა ხელი.
ჯენიფერმა ისე დამანჭა სახე ეტყობოდა რომ არ ესიამოვნა ბილის უხამსი საქციელი. როგორც ყოველთვის დილის შხაპის მერე გაგრილებულმა მენდიმ უშველა ისევ დქალას და ახლად შემოსულმა ბილს თვალებით კარისკენ უბიძგა. ისიც უსიტყვოდ გავიდა.
-ისევ ჩემი სულელი ძმა.. წაიბუზღუნა მენდიმ და დაქალს გადახედა. მერე ხალათი ჯიბიდან ორი ბილეთი ამოაცურა
-დღეს ფართიზე მივდივართ . უთხრა და ფურცლებზე მიწერილ საათზე მიუთითა.

-სემ, სეემ . უკნიდან ყვირილით გამოეკიდა ჯენიფერი. ბიჭი დაბნეული გაშეშდა. " როგორ მიხვდა რომ, გუშინ მე ვიყავი".. გაიფიქრა და გახევებული შემობრუნდა. ნერწყვი ღრმად გადაყლაპა და დაბნეული თვალები მის წინ მდგარ საშუალო სიმაღლის გოგონას მიაპრყო, დღეს თმები გაშლილი ჰქონდა, კულულები მხრებს უმშვენებდა, მოკლე ჯინსის შორტები და თეთრი ტოპი ეცვა. არადა როგორ ვერ წყვეტდა სემი მის მუცლისთვის ყურებას, ნერწყვს ყლაპავდა და ყლაპავდა.
-სემ.!! ფიქრებიდან გოგონას ნაზმა ხელმა გამოარკვია
-გუშინ შემპირდი რომ ბიოლოგიის კონსპექტებს დამიწერდი. საყვარლად დაუშვა თვალები და ორი მოსქელო რვეული გაუწოდა.
-"ჰმ, ახლა გასაგებია რაშია საქმე" გაიფიქრა სემმა და შვებისგან ამოისუნთქა რომ გუშინდელ ამბავზე სიტყვა არ დაცცდენია ჯენიფერს.
ის ის იყო რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგომ რომ ისევ მისკენ შემოტრიალდა და ხელში იასამნისფერი ფურცელი გაუწოდა.
-იმედია გაერთობი.
სემმა თვალების შეჭმუხვნით შეათვალიერა ფურცელი " მოსაწვევი ფართიზე" . გული ისევ დასწყდა. არადა როგორ მობეზრდა ბიჭს ეს ხმაურიანი დისკოები, ეს ნახევრად შიშველი გოგოების ცქერა, მობეზრდა ის უცანური შეგრძნებები ჯენიფერის დანახვისას რომ უჩნდება, მობეზრდა მეგობრების დაცინვა " დღეს მეც ვაჟკაცი გავხდები" კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და გეზი საძინებლისკენ აიღო.

-რას ჩაიცვამ ჯენ? ტანსაცმელებით გამოტენილი კარადა გააღო მენდიმ.
-ამას. სააბაზანოდან შავ ტანზე მომდგარ კაბაში გამოვიდა ჯენი.
-ოჰოოოო. გადაიკისკისა დაქალმა. -რა იყო ქალიშვილობის დაკარგვას ხომ არ აპირებ . ხელით ანიშნა ატრიალდიო, ჯენი დატრიალდა და მოღუშული მზერა მეგობარს მიაპყრო.
რა იყო ძალიან მოკლეა? ტუჩების ბრეცვით უთხრა და სარკეში თავისი სილუეტი სეათვალიერა, არ დამალა სახეზეც დაეტყო რომ კმაყოფილი დარჩა ნანახით, რატომაც არა შავი კაბა ტანის ყველა წვრილმან ნაწილს კარგად უსვამდა ხაზს, კაბა ცოტა ქვევით დაქაჩა და ასე მკერდის ჭრილი უფრო გამოიკვეთა, ჯერ გამოიზნიქებოდა მკერდტან, მერე მუცელთან ისევ შეიზნიქებოდა, პატარა მოხდენილ საჯდომზე ხელი მიიდო და კმაყოფილმა დაქალს გადახედა.
-აბა მააქვს შანსი? გადაიკისკისა მანაც და საწოლის ქვეშიდან თეთრი პაკეტი გამოიღო.
-აიღე . ლოყაზე აკოცა მენდის და თვალებით ანიშნა "გახსენიო" .
პაკეტიდან გაოცებულმა გოგომ ყვითელი კომბინიზონი ამოაცურა, უმკალვებო და მოკლე შორტისებრი.
-ეს ,.. ის არის? ენის ბორძიკით თქვა და ჯენიფერს მაგრად მოეხვია.მერე სააბაზანოში გატანტალდა, შხაპი მიიღო, სურნელოვანი საპნები წაისვა, თმები კარგა ხანს ისრისა ლავანდის არომატიანი შამპუნით , ჩაიცვა გახარებულმა კომბინიზონი და სიხარულით გამოვარდა სააბაზანოდან. დატრიალდა და მეგობარს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

იმდენი ხალხი ირეოდა ერთმანეთსი ძლივს შეაღწიეს კლუბში, მუსიკები ფეთქავდა, ახალგაზრდები ცეკვავდნენ, ერთ მახრეს საპნის ქაფი იღვრებოდა მეორე მხარეს შამპანიურის, რია რია და ქაოსიი იდგა კლუბში,გოგოებმა კაბები შეისწორეს და ბართან ჩამოჯდნენ. ბარმენმა ეჭვის თვალით შეხედა , ჯენის არ გამორჩენია მენდის მკერდის ფორმაზე როგორ აუცახცახდა ბიჭს ტუჩები. "ოხ ეს ოხერი ბიჭები" ჩაილუღლუღა და მოჰიტო მოსვა
-ეჭვი მეპრება სრულწლოვნები იყოთ. დრო რომ გამონახა ბარმენმა გოგოებს მიუბრუნდა და ცალი წარბი მაღლა აზიდა თან თვალებით ანიშნა დაცვისკენ
-ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გამოცდილება, ცოტათი წინ წამოიწია მენდი და სველი ენა ქვედა ტუჩზე გადაისვა ბარმენის დასანახად. იმასაც რა უნდოდა მალევე იპოვა შემცვლელი. . მენდის წელზე ხელი მოჰხვია და საპირფარეშოსკენ დაიძრნენ. ჯენი მაინც ვერ დარჩა მარტო, ჰარიმ უკნიდან მოხვია ხელები მეგობარ გოგოს და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-სად არის მენდი? დაინტრიგებულმა ძებნა დაუწყო თვალებით ექს- შეყვარებულს და კითხვისნიშნით შეაცქერდა ჯენის. მანაც მხრები მაღლა აიჩეჩა და მოჰიტოს ბოლოს სითხე მძიმედ გადაუშვა დამშრალ ყელში.
მალევე საპირფარეშოდან კომბინიზონის სწორებით სახე გაბადრული მენდი გამოვიდა, პომადა ცოტა გათხვროდა თმები კი გაწეწილი ჰქონდა, იქვე სარკესთან ჰარის შესამჩნევად შეიწრორა თმები და მათკენ წავიდა. ფეხ და ფეხ ბარმენი გამოჰყვა, საჯდომზე ხელი წაუთათურა და კმაყოფილი სახით თავის აგილს მიუბრუნდა.
"დებილი ხომ არ არის ჰარი, ხვდება რაც მოხდა ცოტახნისწინ, თუმცა რა ქნას. დაშორებავე თავისი ინიციატივით მოხდა, მხოლოდ იმიტომ რომ გრძნობებში ვერ გაერკვია"

ჯენისაც უკვე გაუბრუა ყურები ამ გაუთავებელმა ყაყანმა და მუსიკამ და დასამშვიდებლად უკანა ეზოსკენ წავიდა.იგრძნო მძიმე ფეხის ხმა თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, რკინის კარს მთელი ძალით მიაწვა მაგრამ მაინც ვერ გვიცოდი რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდა პატარავ. ტუჩის კიდე თეთრ კბილებში მოიქცია ბილმა და სულელივით გაუღიმა კარებზე აკრულ გოგოს.ნელ ნელა მიუახლოვდა და როცა იგრძნო რომ ჯენის სუნთქვა გაუორმაგდა, მოჰიტომაც იმოქმედა და შეიძლება რიტუალის დაწყებაც თამამად მიეკრო ტანით აცახცახებულს და სველი ტუჩები ყურის ბიბილოზე დაუსვა..


კარგა ხანია არ დამიდია აქ არაფერი, თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent